31. SetTransactionProp


SetTransactionProp(‘Par1’,’Par2’,’Par3’)

ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გააკორექტიროთ პროგრამაში უკვე შესრულებული გატარება. 
სადაც Par1 არის გატარების უნიკალური ნომერი (თითოეულ გატარებას თავისი უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც გატარების შესრულების შემდეგ შეგიძლიათ გატარებების ეკრანის ბოლო ველში იხილოთ).
Par2 = 1…x,  ე.ი. Par2 - ის ადგილას უნდა ჩაწეროთ მნიშვნელობა 1-დან x-მდე იმისდამიხედვით, თუ გატარების რომელი ველის შეცვლა გსურთ. ქვემოთ ჩამოთვლილია გატარების ველების შესაბამისი ნომრები.
1 - დოკუმენტის ნომერი
2 - დოკუმენტის ტიპი
3 - თარიღი
4 - გატარების უნიკალური ნომერი
5 - სადებეტო ანგარიში
6 - საკრედიტო ანგარიში
7 - მემორიალი
8 - თანხა
9 - ვალუტა
10 - საფუძველი
11 - დარეზერვირებული ველი
12 - დარეზერვირებული ველი
13 - დარეზერვირებული ველი
14 - ერთეული
15 - რაოდენობა მინიმალურ ერთეულში
16 - რაოდენობა
17 - პროექტი
18 - ოპერაციის ნომერი, რომლითაც ეს გატარება შესრულებულია
19 - RL ფორმის მარშრუტი
20 - ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს საკურსო სხვაობის გატარებას
21 - საკურსო სხვაობის ვალუტა
22 - კურსი
23 - მომხმარებელი
24 - მომხმარებლის განყოფილება
25 - მომხმარებლის უნიკალური ნომერი
26 - გატარების შესრულების რეალური თარიღი
27 - დაკავშირებული დოკუმენტი
28 - დაკავშირებული დოკუმენტის ტიპის ნომერი
29 - ჩამოწერის მეთოდის ინდიკატორი
30 - დარეზერვირებული ველი
31 - დადასტურებული გატარება
32 - ანალიზური ველი
33 - გადადებული გატარება

Par3 - ში უნდა ჩაიწეროს ის ინფორმაცია რითიც გსურთ გატარების ამა თუ იმ ველის შეცვლა.
განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ გინდათ გატარების, რომლის უნიკალური ნომერია 27, თანხის შეცვლა 150-ით. ამისათვის უნდა გააკეთოთ შემდეგი ჩანაწერი:
SetTransactionProp(’27,’8’,’150’)
შენიშვნა:  იმ შემთხვევაში თუ გატარებაში ცვლით რაოდენობას, მაშინ უნდა რაოდენობის ახალი მნიშვნელობა უნდა ჩაწეროთ როგორც ველში რაოდენობი (16), ასევე ველში რაოდენობა მინიმალურ ერთეულში (15).