26. PartyProp


PartyProp('რეკვიზიტის ნომერი','პარტიის რიგითი ნომერი') 

ეს ფუნქცია ოპერაციის ან ფორმების აწყობის დროს საშუალებას იძლევა ამოვიღოთ სასაქონლო ანგარიშის შესაბამისი პარტიის ნებისმიერი რეკვიზიტი, რომელიც დააფორმირა PartyList() ფუნქციამ.
რეკვიზიტის ნომერი - იცვლება 1-დან 8-მდე, იმისდამიხედვით თუ პარტიის რომელი რეკვიზიტის ამოღება გსურთ:
1 - თარიღი;
2 - პროექტი;
3 - დოკუმენტის ნომერი;
4 -  შემოსული თანხა;
5 - შემოსული ფასი;
6 - შემოსული რაოდენობა;
7 - დარჩენილი თანხა;
8 - დარჩენილი რაოდენობა.
პარტიის რიგითი ნომერი - იცვლება 1-დან PartyList()-ის მიერ დაბრუნებულ რაოდენობამდე, თუ რომელი პარტიის რეკვიზიტი გვინდა ამოვიღოთ.
განვიხილოთ ამ ფუნქციის მუშაობის მექანიზმი. ვთქვათ, გვინდა ამოვიღოთ 1610 ანგარიშის სასაქონლო ქვეანგარიშების პარტიებიდან საქონლის თვითღირებულება, ამისათვის უნდა დავამატოთ შემდეგი ფორმულები RL-ში: 


პირველ რიგში უნდა მოითხოვოთ ბრუნვის დიაპაზონის მეორე თარიღი და დაატრიალოთ ციკლი 1610 ანგარიშით. ამის შემდეგ  PartyList() ფუნქციის დახმარებით ვნახულობთ თუ რა რაოდენობის პარტიები აქვს 1610 ანგარიშის თითოეულ ქვეანგარიშს ფორმულით:
PartyList('R13:','Date2:')
შემდეგ ისევ ატრიალებთ ციკლს ”დან - მდე” -მდე  1-დან R15-მდე ბიჯით 1, ხოლო ამის შემდეგ ხდება სასაქონლო პარტიის კონკრეტული რეკვიზიტის ამოღება ფორმულით:
PartyProp('5','R10:')