24. OperProp


OperProp('Par1') 


აბრუნებს ოპერაციის თარიღს როდესაც Par1 = 1 და ოპერაციის პროექტს როდესაც Par1 = 2. 
ოპერაციების აწყობისას სისტემა საშუალებას იძლევა OperProp ფუნქციით ამოღებულ იქნას მიმდინარე ოპერაციის თარიღი და პროექტის დასახელება. ამას შესძლებთ შემდეგნაირად: ოპერაციის აწყობისას ფორმულის fx ეკრანში უნდა ჩასვათ შემდეგი რამ: OperProp('1')
გაითვალისწინეთ ის, რომ თარიღის ამოღებისას ეს ფუნქცია ამოიღებს თარიღის გადაფორმატირებულ მნიშვნელობას მანქანისთვის გასაგებ ენაზე რაღაც რიცხვის სახით. იმისათვის, რომ იგი ეკრანზე იხილოთ თარიღის ფორმატში, საჭიროა დამატებით გამოიყენოთ სხვა ფუნქცია FORMAT('ცვლადი',გამოსახულება), რომელიც აბრუნებს ცვლადის მნიშვნელობის ფორმატირებულ მნიშვნელობას. საბოლოოდ ფორმულა მიიღებს შემდეგ სახეს:
FORMAT(OperProp('1'),@d6.)
მიმდინარე ოპერაციის პროექტის დასახელების ამოსაღებად კი საჭიროა ფორმულის ეკრანში ჩასვათ შემდეგი რამ:  OperProp('2')