21. Message


Message(Text [,Caption] [,Icon] [,Buttons] [,DefaultButton])          

ფუნქცია - Message გამოიყენება სამეურნეო ოპერაციებისა და RL ფორმების აწყობის დროს. აღნიშნული ფუნქციით შესაძლებელია ეკრანზე გამოვიტანოთ შეტყობინება. ფუნქციაში შესაძლებელია გამოვტოვოთ კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებული ნებისმიერი პარამეტრი.
1. text - შეტყობინების ტექსტი  მაგ.: Message(Are you sure?)
2. Caption - შეტყობინების ქუდის სათაური. 
3. Icon - ეს არის გამოსახულება, რომელიც მოთავსდება შეტყობინების ტექსტის წინ. ფუნქციაში გამოიყენება განსაზღვრული ტიპის გამოსახულებები. ესენია: icon:None, icon:Application, icon:Hand, icon:Question, icon:Exclamation, icon:Asterisk, icon:Pick. გარდა ამისა, ფუნქციაში შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამოსახულების გამოტანა. 
4. Buttons - შეტყობინების ღილაკი. ფუნქციაში გამოიყენება შემდეგი ტიპის ღილაკები button:OK, button:Cancel, button:Yes, button:No, button:Abort, button:Retry, button:Ignore, button:Help. ფუნქციით შესაძლებელია ეკრანზე გამოვიტანოთ რამოდენიმე ღილაკი, ამისათვის უნდა მოხდეს ღილაკების აჯამვა. თუ ღილაკის პარამეტრს გამოვტოვებთ, მაშინ ფუნქცია გამოიტანს შეტყობინებას, რომელსაც ექნება ღილაკი OK. იმისათვის, რომ OK ღილაკთან ერთად შეტყობინების ეკრანს თან ახლდეს ღილაკი Cancel მე-4 პარამეტრში უნდა ჩაიწეროს შემდეგი რამ: button:OK+button:Cancel 
აღსანიშნავია, რომ ყველა ღილაკს შეესაბამება რიცხვი. აქედან გამომდინარე ფუნქცია გვიბრუნებს რიცხვს რომელიც შეესაბამება შეტყობინების ეკრანზე არსებულ იმ ღილაკს, რომელსაც მოვნიშნავთ ოპერაციის შესრულების ან ფორმის დაფორმირების დროს. მაგალითად, თუ შეტყობინების ეკრანზე გამოვიტანთ ღილაკებს OK და Cancel და დავაჭერთ ღილაკს OK, ფუნქცია დაგვიბრუნებს 1, ხოლო Cancel-ის შემთხვევაში დაგვიბრუნებს 64-ს.
ღილაკების შესაბამისი რიცხვები:
OK - 1
Cancel - 64
Yes - 2
No - 4
Abort - 8
Retry - 16
Ignore - 32
Help - 128
5. DefaultButton - ამ პარამეტრში იწერება ის ღილაკი, რომელიც  შეტყობინების  ეკრანის გამოტანის დროს ავტომატურად იქნება მონიშნული. განვიხილოთ მაგალითი.
Message(Are you sure?,Message, icon:Question, button:OK+button:Cancel, button:Cancel)
შედეგად ეკრანზე გამოვა შეტყობინების ეკრანი და ავტომატურად იქნება მონიშნული ღილაკი : Cancel