17. KadersProp


KadersProp('Par1','Par2','Par3','Par4','Par5')

ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა ოპერაციის ან ფორმების აწყობისას ამოვიღოთ ან შევცვალოთ ნებისმიერი ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ (მათი რიგითი ნომრის მიხედვით), რომელიც მითითებულია ხელფასის ქვესისტემაში.
ამ ფუნქციის გამოყენებისას არ არის აუცილებელი ყველა პარამეტრის გამოყენება. მოდით, განვიხილოთ რომელი პარამეტრი რას ნიშნავს და რისთვის გამოიყენება.

Par1
როდესაც Par1 = 0, მაშინ ფუნქცია აბრუნებს თანამშრომლების საერთო რაოდენობას.
ე.ი. თუ ფორმულაში დავწერთ: KadersProp(0)  შედეგად მივიღებთ რიცხვს, რომელიც შეესაბამება ჩვენს მიერ კადრებში შეყვანილი თანამშრომლების რაოდენობას.
ხოლო როდესაც Par1<>0 (განსხვავდება 0-სგან), მაშინ ეს არის კადრების სიაში  არსებული კონკრეტული თანამშრომლის სიაში რიგითი ნომრის მიმანიშნებელი. უფრო ზუსტად, თუ გვინდა მივიღოთ ვთქვათ, პირველი თანამშრომლის შესახებ მითითებული ესა თუ ის ინფორმაცია, მაშინ პირველი პარამეტრის ადგილას უნდა მივუთითოთ რიცხვი 1. მეორესთვის 2, მეათესთვის 10 და ა.შ.

შენიშვნა : თუ გვინდა მივიღოთ თანამშრომლის შესახებ მითითებული ესა თუ ის ინფორმაცია მისი კოდის და არა რიგითი ნომრის მიხედვით, მაშინ უნდა გამოვიყენოთ  KadersProp ფუნქციის ანალოგიური ფუნქცია - KadersPropID(). 

როცა Par2=1
თუ Par2-ის ადგილას დავწერთ 1-ს, მაშინ სისტემას ვუთითებთ, რომ უნდა ამოგვიღოს თანამშრომლის პირადი რეკვიზიტები,რომლებიც მითითებული იყო თანამშრომლის ბარათის შევსებისას. ამ შემთხვევაში (ანუ, როცა Par2=1), Par3-ში უნდა მიეთითოს რიცხვი 1-დან 18-მდე, იმისდამიხედვით თუ, თანამშრომლის ბარათიდან რომელი რეკვიზიტის ამოღება გვინდა. 
მაგ. თუ  Par3=1, მაშინ ფუნქცია ამოგვიღებს თანამშრომლის გვარს,
Par3 = 2 - სახელს,
Par3 = 3 - მამის სახელს,
Par3 = 4 - ინიციალებს,
Par3 = 5 - განყოფილებას,
Par3 = 6 - რიგით ნომერს,
Par3 = 7 - დაბადების თარიღს,
Par3 = 8 - მოსვლის თარიღს,
Par3 = 9 - თანამდებობას,
Par3 = 10 - საფოსტო ინდექს,
Par3 = 11 - ქალაქს,
Par3 = 12 - ქუჩას,
Par3 = 13 - ტელეფონს,
Par3 = 14 - პასპორტის ნომერს,
Par3 = 15 - პასპორტის გაცემის თარიღს,
Par3 = 16 - ვის მიერ არის გაცემული,
Par3 = 17  ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს არის თუ არა ეს თანამშრომელი უწყისში: თუ 1 ამოიღო, ნიშნავს, რომ არაა უწყისში.  ხოლო 0 - არის. 
Par3 = 18 - თანამშრომლის ნომერი ხელფასის უწყისში.
Par3 = 19 – თანამშრომლის უნიკალური კოდი.
Par3 = 20 – თანამშრომლის კომენტარი
Par3 = 21 – თანამშრომლის ბანკის კოდი
Par3 = 22 – თანამშრომლის ანგარიში ბანკში
განვიხილოთ მაგალითი:     KadersProp(1,1,7)
ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა ამოგვიღებს კადრებში რიგით პირველი თანამშრომლის პირად რეკვიზიტს - დაბადების თარიღს. 
თუ  ვინდა შევცვალოთ კადრებში თანამშრომლის (თანამშრომლების) რეკვიზიტები, მაშინ ფუნქციაში უნდა შეივსოს Par1, Par2, Par3 და Par5 პარამეტრები, ხოლო Par4 პარამეტრი უნდა გამოვტოვოთ. 
განვიხილოთ მაგალითი: KadersProp(1,1,9,’’,’ბუღალტერი’)
ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა კადრებში რიგით პირველ თანამშრომელს პირად რეკვიზიტში - “თანამდებობა” ჩაუწერს ბუღალტერს. 
როცა Par2=2
თუ Par2-ის ადგილას დავწერთ 2-ს, მაშინ სისტემას ვუთითებთ, რომ უნდა ამოგვიღოს დარიცხვის ველებში (A-დან Z-მდე) მითითებული მნიშვნელობები. ამ შემთხვევაში (ანუ, როცა Par2=2), უნდა გამოყენებულ იქნას ფუნქციის ხუთივე პარამეტრი. Par3-ში და Par4-ში უნდა მიეთითოს იმ ველის კოორდინატები (სტრიქონისა და სვეტის), საიდანაც გვინდა მნიშვნელობის ამოღება (ან პირიქით ჩაწერა). Par5-ში უნდა ჩაიწეროს: ‘-‘. თუ გვინდა რომელიმე ველიდან მნიშვნელობის ამოღება. ხოლო, როდესაც საჭიროა ამა თუ იმ ველში გარკვეული მნიშვნელობის ჩაწერა, მაშინ Par5-ში მიეთითება სასურველი რიცხვი. 
მაგ., თუ გვინდა ამოვიღოთ მნიშვნელობა A ველიდან (რომელსაც ჰქვია დარიცხული) აპრილის თვისთვის, მაშინ ფუნქციას ექნება შემდეგი სახე: 
KadersProp(1,2,4,1,’-‘)
ე.ი. ამ ფუნქციით სისტემა დარიცხვის ველებიდან ამოიღებს კადრებში პირველად მითითებული თანამშრომლის დარიცხულ ხელფასს აპრილის თვეში. 
ხოლო თუ ფუნქციას ასე ჩავწერთ:
KadersProp(1,2,4,1,300)
ეს იმას ნიშნავს, რომ აპრილის თვეში ამ თანამშრომლისთვის A ველში ჩაიწერება 300. 
თუ საჭირო გახდა დარიცხვის ველების დასახელებების ამოღება, ამისათვის საჭიროა ფუნქცია ჩაიწეროს შემდეგნაირად: 
KadersProp(1,2,0,1,’-‘)
ანუ მესამე პარამეტრად უნდა მიეთითოს 0. 
როცა Par2=3
თუ Par2-ის ადგილას დავწერთ 3-ს, მაშინ სისტემას ვუთითებთ, რომ უნდა ამოგვიღოს ესა თუ ის ინფორმაცია ხელფასის მიმდინარე უწყისიდან კონკრეტული თანამშრომლისთვის. ამ შემთხვევაში (ანუ, როცა Par2=3), Par3-ში უნდა მიეთითოს რიცხვი 1-დან 30-მდე, იმის და მიხედვით ხელფასის მიმდინარე უწყისის რომელი ველიდან გვინდა იქნას ამოღებული ინფორმაცია.  შენიშვნა: ხელფასის მიმდინარე უწყისში ველების ათვლა იწყება  მე-4 უჯრიდან.