15. INSTRING


INSTRING('ქვეტექსტი','ცვლადი',დან,ბიჯი)

აბრუნებს რიცხვს, რომელიც შეესაბამება ტექსტში ამა თუ იმ მნიშვნელობის პოზიციას.
ქვეტექსტი - არის ის ტექსტი ან სიმბოლო, რომლის პოზიციაც გვაინტერესებს.
ცვლადი - ტექსტი ან ცვლადი (F01, F02 და ა.შ.), რომელშიც ვეძებთ ამა თუ იმ მნიშვნელობის პოზიციას. 
დან - მითითებული უნდა იყოს ის ციფრი (მაგ., 5, 7, 10 ან სხვა), რამდენი პოზიციის შემდეგაც უნდა სრულდებოდეს ძიება სისტემის მიერ. თუ არ მიუთითებთ ციფრს ბიჯის ადგილზე, მაშინ ავტომატურად აიღება მოსაძებნი ტექსტის ზომა.
ბიჯი - მითითებულ უნდა იყოს ის ციფრი, რომელი პოზიციიდანაც უნდა დაიწყოს ძიება. თუ არ მიუთითებთ ციფრს სტარტის ადგილზე, მაშინ ძიება დაიწყება პირველი პოზიციიდან.
მაგალითი:
@INSTRING(‘დევ’,’აბგდევზთიკ’,1,1)   შედეგი 4
@INSTRING(‘დევ’,’აბგდევზთიკ’,2,1)   შედეგი 0
@INSTRING(‘დევ’,’აბგდევზთიკ’,2,2)  შედეგი 2
@INSTRING(‘დევ’,’აბგდევზთიკ’,3,1)   შედეგი 2

როგორც პირველ მაგალითში ხედავთ მოსაძებნი ტექსტი არის “დევ”, რომელიც უნდა მოიძებნოს “აბგდევზთიკ” – ში. ძიება უნდა დაიწყოს ერთი ბიჯით პირველი პოზიციიდან, ე.ი. სისტემა ძიებას დაიწყებს “ა” – დან. შემდეგ ერთი ბიჯით გადაინაცვლებს “ბ” – ზე, “გ” – ზე, “დ” – ზე. იქ იპოვის მოსაძებნ ტექსტს და შედეგად დაგვიბრუნებს 4 – ს.
მეორე მაგალითში ძიება უნდა დაიწყოს ორი ბიჯით პირველი პოზიციიდან, ე.ი. სისტემა “ა”-დან გადაინაცვლებს “გ”-ზე, “ე”-ზე, “ზ”-ზე, “ი”-ზე. ვერ ოპოვის მოსაძებნ ტექსტს და შედეგად დაგვიბრუნებს 0-ს.
მესამე მაგალითში ძიება უნდა დაიწყოს ორი ბიჯით მეორე პოზიციიდან, ე.ი. სისტემა “ბ”-დან გადაინაცვლებს “დ”-ზე. იქ იპოვის მოსაძებნ ტექსტს და შედეგად დაგვიბრუნებს 2-ს.
მეოთხე მაგალითში ძიება დაიწყება სამი ბიჯით პირველი პოზიციიდან, ე.ი სისტემა “ა”-დან გადაინაცვლებს “დ”-ზე. იქ იპოვის მოსაძებნ ტექსტს და შედეგად დაგვიბრუნებს 2-ს.