14. inrange


inrange('ცვლადი`,დან,ჩათვლით)  


აბრუნებს 1 (ჭეშმარიტი), თუ ცვლადის მნიშვნელობა ხვდება მითითებულ დიაპაზონში. 
განვიხილოთ ამ ფუნქციის მუშაობის მექანიზმი ხელფასის ამოცანისთვის, როდესაც ორგანიზაციაში მუშაობენ 3 სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლები: ადმინისტრაციის, ლექტორები და კომისიის წევრები. ა.გ. ხელფასის ამოცანაში საჭიროა გატარებების გაკეთება სხვადასხვა სადებეტო ანგარიშით:
დ. 7410 - კ. 3130,    დ. 7411 - კ. 3130,    დ. 7412 - კ. 3130,
სადაც 7410-ზე აღირიცხება ადმინისტრაციის თანამშრომლების დარიცხული ხელფასი, 7411-ზე - ლექტორების, ხოლო 7412 - კომისიის წევრების. 
კადრების ეკრანში მოვძებნოთ რომელიმე თავისუფალი ველი, მაგალითად, J, რომელშიც პირობითად მითითებულ უნდა იყოს ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის 1, ლექტორებისთვის-2, ხოლო კომისიის წევრებისთვის-3.
დარიცხვის ფორმულებში უნდა შევიტანოთ შემდეგი ცვლილება: იქ სადაც წერია “სულ დარიცხული”, დავუმატებთ ახალ ფორმულებს:
S??=inrange(J,1,1)<1=0>Z       დ. 7410  -  კ. 3130
ახლა განვიხილოთ როგორ მუშაობს ეს ფორმულა. თუ J ცვლადში ჩასმული მნიშვნელობა არ მოხვდება მითითებულ დიაპაზონში, ანუ 1-სა და 1-ს შორის, მაშინ inrange ფუნქცია დააბრუნებს 0-ს. და რადგან 0<1, ამიტომ S?? ცვლადი 0-ის ტოლი იქნება და არ შესრულდება მითითებული გატარება. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ როცა J ცვლადში ჩასმული მნიშვნელობა მოხვდება მითითებულ დიაპაზონში, ანუ 1-სა და 1-ს შორის, მაშინ inrange ფუნქცია დააბრუნებს 1-ს და S?? ცვლადი Z-ის ტოლი იქნება (Z არის ჯამური ხელფასი). რის შემდეგაც შესრულდება მითითებული გატარება. 
იგივენაირად უნდა იქნას დამატებული ფორმულები მე-2 და მე-3 კატეგორიის თანამშრომლებისთვისაც:
S??=inrange(J,2,2)<1=0>Z       დ. 7411  -  კ. 3130
S??=inrange(J,3,3)<1=0>Z       დ. 7412  -  კ. 3130