13. IniPut


IniPut('Section','Key','Value') 


ფუნქცია - IniPut გამოიყენება სამეურნეო ოპერაციებისა და RL ფორმების აწყობის დროს. აღნიშნული ფუნქციით შესაძლებელია სხვადასხვა დამატებითი ინფორმაცია შევინახოთ ini.tps ფაილში. ინფორმაცია გადაეცემა Value პარამეტრით, ხოლო Section და Key პარამეტრებით ხდება ამ ინფორმაციის დამისამართება შემდგომში მის გამოსაყენებლად. 
Section - სექციის დასახელება
Key - ერთი და იგივე სექციაში სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთისგან განმასხვავებელი მაჩვენებელი. შეიძლება იყოს რიცხვი, ცვლადი ან უბრალოდ ტექსტი.
Value - შესანახი ინფორმაცია.
განვიხილოთ მაგალითი. დავუშვათ გვინდა დამატებითი ინფორმაცია შევინახოთ მომწოდებლი ორგანიზაციების შესახებ. კონკრეტულად, გვაინტერესებს მათი რაიონული ცენტრები. მაგალითად, გვყავს ორი ორგანიზაცია, რომელთა კოდებია 1 და 2. შევქმნათ სექცია ”ორგანიზაციების რაიონული ცენტრები”, თითოეული ორგანიზაციისთვის ერთხელ შევიტანოთ ინფორმაცია და დავამისამართოთ. 
IniPut('ორგანიზაციების რაიონული ცენტრი ',’1’,’დიდუბე-ჩუღურეთი)
IniPut('ორგანიზაციების რაიონული ცენტრი ',’2’,’ვაკე-საბურთალო’)
ნებისმიერ დროს შეგვიძლია ამოვიღოთ  ini.tps ფაილიდან ერთხელ უკვე შეტანილი ინფორმაცია IniGet ფუნქციით.