12. IniGet


IniGet('Section','Key', ‘Default’)


ფუნქცია - IniGet გამოიყენება სამეურნეო ოპერაციებისა და RL ფორმების აწყობის დროს. აღნიშნული ფუნქციით შესაძლებელია ამოვიღოთ  ini.tps ფაილში IniPut ფუნქციით ჩაწერილი სხვადასხვა დამატებითი ინფორმაცია. ამისათვის  Section და Key პარამეტრებით მივუთითოთ მისამართი.
Section - სექციის დასახელება
Key - ერთი და იგივე სექციაში სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთისგან განმასხვავებელი მაჩვენებელი. შეიძლება იყოს რიცხვი, ცვლადი ან უბრალოდ ტექსტი.
Default - შეიძლება ეს პარამეტრი გამოვტოვოთ.
დავუშვათ, გვინდა ამოვიღოთ IniPut() ფუნქციით ini.tps ფაილში ჩაყრილი ინფორმაცია. კონკრეტულად გვინდა ამოვიღოთ იმ ორგანიზაციის რაიონული ცენტრი, რომლის კოდია 2. ამისათვის უნდა დავწეროთ შემდეგი ფორმულა.
IniGet('ორგანიზაციების რაიონული ცენტრი ',’2’)
შედეგად ფუნქცია დაგვიბრუნებს ვაკე-საბურთალო-ს