10. FORMAT


FORMAT('ცვლადი',გამოსახულება)  

აბრუნებს სხვადასხვა გამოსახულებით დაფორმირებულ რიცხვს.
ცვლადი - არის ცვლადი (მაგ., R1:, R2: და ა.შ.), რომელშიც ზის მაგ., თარიღის რიცხვობრივი მნიშვნელობა.
გამოსახულება - არის თარიღის რიცხვობრივი მნიშვნელობის გადაყვანა სხვადასხვა ფორმატის გამოსახულებაში.

გამოსახულება

ფორმატი

შედეგი

@D1

mm/dd/yy

10/31/04

@D1>40

mm/dd/yy

10/31/04

@D01

mm/dd/yy

01/01/04

@D2

mm/dd/yyyy

10/31/2004

@D3

mmm dd, yyyy

ოქტ 31, 2004

@D4

mmmmmmmmm dd, yyyy

ოქტომბერი 31, 2004

@D5

dd/mm/yy

31/10/04

@D6

dd/mm/yyyy

31/10/2004

@D7

dd mmm yy

31 ოქტ 04

@D8

dd mmm yyyy

31 ოქტ 2004

@D9

yy/mm/dd

04/10/31

@D10

yyyy/mm/dd

2004/10/31

@D11

Yymmdd

041031

@D12

Yyyymmdd

20041031

@D13

mm/yy

10/04

@D14

mm/yyyy

10/2004

@D15

yy/mm

04/10

@D16

yyyy/mm

2004/10

                                       
სადაც  m - არის თვე;
           d - დღე;
           y - წელი.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი:
დავუშვათ, გვაქვს ცვლადი (F01), რომელშიც ზის მნიშვნელობა, რომელიც შეესაბამება შემდეგ თარიღს 01.01.2006. გვინდა დავაბრუნოთ ფორმატირებული მნიშვნელობა, სადაც ფორმულა თარიღს დაგვიბრუნებს მაგალითად იანვარი 1, 2006, ამისათვის ფორმულას ექნება შემდეგი სახე:
@FORMAT(‘F01’,@D4)
რომელიმე ცვლადიდან სტრინგული (სიმბოლური) მნიშველობის ამოსაღებად Format ფუნქციაში მეორე პარამეტრად უნდა ჩაიწეროს შემდეგი რამ:
@FORMAT('A02',@S25)
ე.ი. A02 ცვლადიდან სისტემა ამოიღებს 25 სიმბოლოს.
რომელიმე ცვლადიდან ციფრული მნიშველობის ამოსაღებად Format ფუნქციაში მეორე პარამეტრად უნდა ჩაიწეროს შემდეგი რამ:
@FORMAT('F23',@N_15.2)
ე.ი. F23 ცვლადიდან სისტემა ამოიღებს რიცხვს, რომლის 15 თანრიგში ბოლო ორი ციფრი წილადის აღმნიშვნელია (ე.ი. მძიმის შემდეგ იქნება ორი ციფრი). ხოლო “_” გულისხმობს იმას, რომ ამოღებულ რიცხვში ათასები მძიმით აღარ გამოიყოს. კერძოდ, ამოიღოს მნიშვნელობა მაგ., 15256.23 და არა 15,256.23