09. FirmProp


FirmProp(‘Par1’,’Par2’,’Par3 ,’Par4’’)       


ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ამოიღოთ სასურველი რეკვიზიტი ორგანიზაციის სიიდან ან პირიქით, ჩაწეროთ მასში სასურველი ინფორმაცია.
ორგანიზაციის სიიდან სასურველი რეკვიზიტის ამოსაღებად საჭიროა შევსებული იქნას ამ ფუნქციის პირველი ორი პარამეტრი - Par1 და Par2. თუ გსურთ ბანკის ანგარიშების ამოღება Par3 პარამეტრში მიუთითეთ ბანკის ანგარიშის რიგითი ნომერი . ხოლო თუ გვინდა ორგანიზაციის სიაში ორგანიზაციის რომელიმე რეკვიზიტის ჩაწერა, მაშინ შევსებული უნდა იქნას ფუნქციის მეოთხე პარამეტრი.
განვიხილოთ თითოეული პარამეტრი ცალ-ცალკე:
Par1 არის ორგანიზაციის უნიკალური კოდი.
Par2 იცვლება 1 - დან 32 - მდე, იმისდამიხედვით თუ ორგანიზაციის რომელი რეკვიზიტი გინდათ ამოიღოთ ან ჩაწეროთ ორგანიზაციის სიაში. ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანიზაციის რეკვიზიტის  შესაბამისი ნომრები.
1 - ორგანიზაციის დასახელება
2 - ორგანიზაციის ბანკის დასახელება
3 - ორგანიზაციის ანგარიში
4 - ორგანიზაციის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში
5 - ორგანიზაციის ბანკის კოდი
6 - საფოსტო ინდექსი
7 - ქალაქი  
8 - ქუჩა 
9 – სავალუტო ანგარიში
11 -  საიდენთიფიკაციო ნომერი
12 – სახაზინო კოდი
21 - ტელეფონი 1 დასახელება
22 - ტელეფონი 2 დასახელება
23 - ტელეფონი 3 დასახელება
24 - ტელეფონი 4 დასახელება
25 - ტელეფონი 5 დასახელება
26 - ტელეფონი 1 
27 - ტელეფონი 2 
28 - ტელეფონი 3 
29 - ტელეფონი 4 
30 - ტელეფონი 5 
31 – პირველი პირი
32 – მეორე პირი
Par4 – ში უნდა ჩაიწეროს ის ინფორმაცია რითიც გსურთ ორგანიზაციის სიის ამა თუ იმ ველის შეცვლა. ხოლო თუ ჩვენ გვინდა ორგანიზაციის რომელიმე ველის  განულება Par3 - ში უნდა ჩაიწეროს სიტყვა - NULL.
თუ ფორმულაში ჩავწერთ FirmProp(0) მივიღებთ ორგანიზაციის სიაში არსებულ მაქსიმალურ კოდს.