08. DocsProp


DocsProp(‘Par1’,’Par2’,’Par3’)


ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ამოიღოთ სასურველი რეკვიზიტი პირველადი დოკუმენტების სიიდან.
Par1 =1 იღებს საგადასახადო დავალების რეკვიზიტს.
Par1 =2 იღებს სავალუტო დავალების რეკვიზიტს.
როდესაც Par2=0 აბრუნებს შესაბამისი დოკუმენტების რაოდენობას. მაგ., გვაინტერესებს საგადასახადო დავალების რაოდენობა DocsProp(1,0); სავალუტო დავალების რაოდენობა DocsProp(2,0).
როდესაც Par2> 0 ეს პარამეტრი  არის შესაბამისი დოკუმენტის რიგითი ნომერი. მაგ თუ გვაინტერესებს სიაში მესამე საგადასახადო დავალების რეკვიზიტი, შესაბამისად ვიძახებთ: 
DocsProp(1,3,1)
Par3 არის რეკვიზიტის ნომერი.
როდესაც Par1=1 (საგადასახადო დავალება), Par3 პარამეტრის მნიშვნელობები შემდეგია:
0 - არის თუ არა ჩანაწერი მონიშნული სიაში
1 - ნომერი
2 - თარიღი
3 - გადამხდელი
4 - გადამხდელის ბანკი
5 - მიმღები
6 - მიმღების ბანკი
7 - თანხა
8 - საფუძველი
9 - გადამხდელის საიდენტ.კოდი
10 -  გადამხდელის ანგარიში (დებეტი)
11 - გადამხდელის ბანკის კოდი
12 - მიმღების საიდენტ.კოდი
13 - მიმღების ანგარიში (კრედიტი)
14 - მიმღების ბანკის კოდი
15 - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი
16 - დანიშნულება
17 - დამატებითი ინფორმაცია
18 - ბანკში ანგარიშზე ასახვის თარიღი
19 - ოპერაციის არსებობა
როდესაც Par1=2 (სავალუტო დავალება), Par3 პარამეტრის მნიშვნელობები შემდეგია:
0 - არის თუ არა ჩანაწერი მონიშნული სიაში
1 - ნომერი
2 - თარიღი
3 - გადამხდელი
4 - გადამხდელის ბანკი
5 - მიმღები
6 - მიმღების ბანკი
7 - თანხა
8 - დანიშნულება
9 - ვალუტა
10 - გადამხდელის საიდენტ.კოდი
11 - მიმღების ანგარიში (კრედიტი)
12 - მიმღების ბანკის SWIFT კოდი
13 - მიმღების ბანკის ანგარიში
14 - შუამავალი ბანკი
15 - შუამავალი ბანკის SWIFT კოდი
16 - გადასარიცხი თანხა გთხოვთ ჩამოწეროთ ჩვენი ანგარიშიდან
17 - გადარიცხვის ხარჯები გთხოვთ ჩამოწეროთ ანგარიშიდან
18 - ბანკში ანგარიშზე ასახვის თარიღი
19 - ოპერაციის არსებობა