03. Choose


Choose(‘გამოსახულება’,’ცვლადი1’,’ცვლადი2’,...)       

სადაც გამოსახულება - არის ცვლადი, რიცხვი ან პირობა. პირობაში შეიძლება გამოყენებული იყოს ლოგიკური გამოსახულებები: “and”, “or” და სხვა.
ცვლადი1 - არის ცვლადი, რიცხვი ან მათემატიკური მოქმედება, რომელიც შესრულდება თუ  “გამოსახულება”-ში მითითებული პირობა ჭეშმარიტია.
ცვლადი2 - არის ცვლადი, რიცხვი ან მათემატიკური მოქმედება, რომელიც შესრულდება თუ “გამოსახულება”-ში მითითებული პირობა მცდარია.
შენიშვნა: თუ “გამოსახულება”-ში მითითებულია პირობა, მაშინ choose ფუნქცია შედგება მხოლოდ სამი პარამეტრისგან: Choose(გამოსახულება, ცვლადი1, ცვლადი2).

განვიხილოთ ამ ფუნქციის მუშაობის მექანიზმი, როდესაც “გამოსახულება”-ში მითითებულია ცვლადი: 
Choose('R??:','იანვარი','თებერვალი','მარტი','აპრილი')
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ “R??” ცვლადი მიიღებს მნიშვნელობას “1”, Choose ფუნქცია დააბრუნებს პირველ ცვლადს (ჩვენს შემთხვევაში - “იანვარი”). თუ “R?? “ მიიღებს მნიშვნელობას “2”, ფუნქცია დააბრუნებს მეორე ცვლადს (“თებერვალი”) და ა.შ.
განვიხილოთ ამ ფუნქციის მუშაობის მექანიზმი ხელფასის ამოცანისთვის, როდესაც “გამოსახულება”-ში მითითებულია პირობა. მაგალითად, ორგანიზაციის თანამშრომელს აქვს საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი. კერძოდ, მას არ დაექვითება საშემოსავლო გადასახადი მანამ, სანამ ჯამური ხელფასი წლის განმავლობაში არ აღემატება 1500 ლარს. 
choose( G = 1 and 1500 => S07 , 0 , Z*12/100 )
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ G ველში წერია ციფრი 1 და S07 ცვლადის მნიშვნელობა (ჯამური ხელფასი) ნაკლებია ან ტოლია 1500, მაშინ ფუნქცია დააბრუნებს ნულს. წინააღმდეგ შემთხვევაში დააბრუნებს  Z-ველში მითითებული მნიშვნელობის  12 %-ს.