02. AccProp


AccProp('ანგარიში','Par1','Par2')


ეს ფუნქცია აბრუნებს ანგარიშის რეკვიზიტს, სადაც Par1 = 1 (ფინანსური, ანუ ყველა ანგარიშის საერთო რეკვიზიტი) ან 2 (სასაქონლო) ან 3 (ორგანიზაციის) ან 4 (თანამშრომლის) ან 5 (ბანკის) და Par2 = 1...x
იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის აწყობისას საჭირო გახდა რომელიმე ანგარიშის რეკვიზიტის ამოღება, იქნება ეს ფინანსური, სასაქონლო,  ორგანიზაციის, თანამშრომლის თუ ბანკის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია. 
ანგარიში - ის ადგილას უნდა მიუთითოთ იმ კონკრეტული ანგარიშის ნომერი (მაგ., 1100) ან იმ ანგარიშის მოთხოვნის ცვლადი (მაგ., A01), რომლის რეკვიზიტის ამოღებაც გსურთ.
Par1 - ის ადგილას მიუთითეთ 1, თუ გსურთ ფინანსური ანგარიშის რეკვიზიტის ამოღება. 2 - თუ გსურთ სასაქონლო ანგარიშის რეკვიზიტის ამოღება. 3 - თუ გსურთ ორგანიზაციის ანგარიშის რეკვიზიტის ამოღება. 4 - თუ გსურთ თანამშრომლის ანგარიშის რეკვიზიტის ამოღება. 5 - თუ გსურთ ბანკის ანგარიშის რეკვიზიტის ამოღება.
Par2 - ის ადგილას მიუთითეთ 1-დან x-მდე იმისდამიხედვით, თუ რა რეკვიზიტების ამოღება გსურთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთივე ტიპის ანგარიშის რეკვიზიტების შესაბამისი ნომრები.

AccProp('A01',1,x)  ფინანსური ანგარიშის რეკვიზიტი
სადაც x არის :
1 - ანგარიშის დასახელება
2 - ტიპი
3 - გაშლილი ან შეკუმშული
4 - ფინანსური სადებეტო საწყისი ნაშთი
5 - ფინანსური საკრედიტო საწყისი ნაშთი
6 - სასაქონლო სადებეტო საწყისი ნაშთი
7 - სასაქონლო საკრედიტო საწყისი ნაშთი
8 - თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ მითითებული ანგარიში ფინანსურია დაგვიბრუნებს 1, თუ სასაქონლოა 2, ხოლო თუ ორგანიზაციისაა 3.
11 – ანგარიშის ვალუტა
12 – გადაფასებადობა

AccProp('A01',2,x)  სასაქონლო ანგარიშის რეკვიზიტი
სადაც x არის :
1 - საქონლის დასახელება
2 - სასაქონლო ჯგუფი
3 - ზომის ერთეული
4 - რაოდენობა ერთეულში
5 - საქონლის ფასი
6 - ანგარიშის ნომერი
11-სხვა ერთეულის დასახელება (1)
12- სხვა ერთეულის დასახელება (2)
13- სხვა ერთეულის დასახელება (3)
14- სხვა ერთეულის დასახელება (4)
15- სხვა ერთეულის დასახელება (5)
16- სხვა ერთეულის დასახელება (6)
17- სხვა ერთეულის დასახელება (7)
18- სხვა ერთეულის დასახელება (8)
19- სხვა ერთეულის დასახელება (9)
20- სხვა ერთეულის დასახელება (10)
21-რაოდენობა სხვა ერთეულში (1)
22-რაოდენობა სხვა ერთეულში (2)
23-რაოდენობა სხვა ერთეულში (3)
24-რაოდენობა სხვა ერთეულში (4)
25-რაოდენობა სხვა ერთეულში (5)
26-რაოდენობა სხვა ერთეულში (6)
27-რაოდენობა სხვა ერთეულში (7)
28-რაოდენობა სხვა ერთეულში (8)
29-რაოდენობა სხვა ერთეულში (9)
30-რაოდენობა სხვა ერთეულში (10)
41 - თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ მითითებული ანგარიში საქონელია დაგვიბრუნებს 0, ხოლო თუ ძირითადი საშუალებაა დაგვიბრუნებს 1.
42 - ძირ.საშუალების საინვენტარიზაციო ნომერი
43 - წარმოების თარიღი 
44 - ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი
45 - ჩამოწერის თარიღი 
46 - საბალანსო ღირებულება
47 - ცვეთის წლიური კოეფიციენტი
48 - დარიცხვის თვეების რაოდენობა 
49 - ნარჩენი ღირებულება
50 - ცვეთის დასარიცხი თანხა 
51 - აფასების თანხა 
52 - მატერიალური პასუხისმგებელი
53 – განყოფილება 
54 - საბალანსო ღირებულების ანგარიში (A01)
55 - ნარჩენი ღირებულების ანგარიში (A02)
56 - ცვეთის დასარიცხი თანხის ანგარიში (A03)
57 - ჯამური ცვეთის თანხის ანგარიში (A04)
58 - აფასების თანხის ანგარიში (A05)

AccProp('A01',3,x)  ორგანიზაციის ანგარიშის რეკვიზიტი
სადაც x არის :
1 - ორგანიზაციის დასახელება
2 - ორგანიზაციის ბანკის დასახელება
3 - ორგანიზაციის ანგარიში
4 - ორგანიზაციის ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში
5 - ორგანიზაციის ბანკის კოდი
6 - საფოსტო ინდექსი
7 - ქალაქი  
8 - ქუჩა 
9 – სავალუტო ანგარიში
11 -  საიდენთიფიკაციო ნომერი
12 – სახაზინო კოდი
21 - ტელეფონი 1
22 - ტელეფონი 2
23 - ტელეფონი 3
24 - ტელეფონი 4
25 - ტელეფონი 5
26 - ტელეფონი 1 დასახელება
27 - ტელეფონი 2 დასახელება
28 - ტელეფონი 3 დასახელება
29 - ტელეფონი 4 დასახელება
30 - ტელეფონი 5 დასახელება
31 – პირველი პირი
32 – მეორე პირი

AccProp('A01',4,x) თანამშრომლის ანგარიშის რეკვიზიტი
სადაც x არის :
1- გვარი
2 - სახელი
3 - მამის სახელი
4 - ინიციალი
5 - განყოფილება
6 - რიგით ნომერი
7 - დაბადების თარიღი
8 - მოსვლის თარიღი
9 - თანამდებობა
10 - საფოსტო ინდექსი
11 - ქალაქი
12 - ქუჩა
13 - ტელეფონი
14 - პასპორტის ნომერი
15 - პასპორტის გაცემის თარიღი
16 - ვის მიერ არის გაცემული
17 - ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს რის თუ არა ეს თანამშრომელი უწყისში: თუ 1 ამოიღო, ნიშნავს, რომ არაა უწყისში.  ხოლო 0 - არის. 
18 - თანამშრომლის ნომერი ხელფასის უწყისში.
19 – თანამშრომლის უნიკალური კოდი.
20 – თანამშრომლის კომენტარი
21 – თანამშრომლის ბანკის კოდი
22 – თანამშრომლის ანგარიში ბანკში

AccProp('A01',5,x)  ბანკის ანგარიშის რეკვიზიტი
სადაც x არის:
1 – ბანკის შესაბამისი ორგანიზაციის დასახელება
2 – ბანკის დასახელება
3 – ორგანიზაციის ანგარისის ნომერი ბანკში
4 – ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში
5 – ბანკის კოდი