01. AccLast


AccLast('Par1','Par2','Par3','Par4','Par5')       


ეს ფუნქცია აბრუნებს ანგარიშის ნაშთს კონკრეტული თარიღისთვის, სადაც: 
Par1 - ის ადგილას მიუთითეთ იმ კონკრეტული ანგარიშის ნომერი ან ანგარიშის მოთხოვნის ცვლადი, რომლის ნაშთის ამოღებაც გინდათ.
Par2 - ის ადგილას მიუთითეთ იმ პროექტის დასახელება ან ცვლადი, რომლიდანაც გსურთ ნაშთის ამოღება.
Par3 - ის ადგილას მიუთითეთ ის ვალუტა ან ვალუტის მოთხოვნის ცვლადი, რომელი ვალუტის ნაშთის ამოღებაც გვსურთ.
Par4 - ის ადგილას მიუთითეთ თარიღი ან ცვლადი, რომელი თარიღისთვისაც გსურთ ნაშთის ამოღება.
Par5 - ის ადგილას მიუთითეთ ნაშთების სახეობა 1-დან 6-მდე, იმის და მიხედვით თუ რა ნაშთის ამოღება გსურთ:
1 - ნაშთი დებეტი
2 - ნაშთი კრედიტი
3 - ნაშთი ექვივალენტი დებეტი
4 - ნაშთი ექვივალენტი კრედიტი
5 - დებეტი რაოდენობა
6 - კრედიტი რაოდენობა
მაგალითად, გვინდა ამოვიღოთ 01.01.2005-თვის 1110 ანგარიშის სადებეტო ნაშთი, პროექტში - მთ.წიგნი და ვალუტით - GEL. ფორმულას ექნება შემდეგი სახე:
AccLast('1110','მთ.წიგნი','GEL','01.01.2005','1')