მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების(დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 
ბრძანება N669
2005 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების(დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1. 
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა (დანართი N1).
მუხლი 2. 
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესი (დანართი N2).
მუხლი 3. 
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი N3).
მუხლი 4. 
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

                                                                                                                                                                                     (დანართი N1)

მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა

1. წინამდებარე ნუსხით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები (დოკუმენტები), რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები. 
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი ბლანკები და დოკუმენტები: (5.01.2006 N13)
ა) ვიზა; 
ბ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
გ) ლტოლვილთა მოწმობა; 
1) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი; (30.2008 N 821)
დ)  ამოღებულია(15.03.2006 N196)
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ზ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერთიფიკატი;
თ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ი) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის (გადასახადის გადამხდელის)
მოწმობა;
კ) ნულოვანი განაკვეთის სარეგისტრაციო სერთიფიკატი;
ლ) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერთიფიკატი;
მ) სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები;
ნ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ო) ამოღებულია (17.03.2006 N218)
პ) ამოღებულია (17.03.2006 N218)
ჟ) ანგარიშ-ფაქტურა საბაჟო პროცედურების სმ-1;
რ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ს) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ტ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
უ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ფ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ქ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ღ) ამოღებულია (19.10.2007 N1160)
ყ)  ამოღებულია (30.03.2009 N 196)
1) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; (30.03.2009 N 196)
2) საბაჟო სამართალდაღვევის ოქმი; (30.03.2009 N 196)
შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები.
ჩ) ტყით სარგებლობის ბილეთი (ხე-ტყის დამზადებისთვის);
ც) ტყით სარგებლობის ბილეთი (არამერქნული რესურსებით სარგებლობისთვის);
ძ) ტყით სარგებლობის ბილეთი (ტყის მერქნიანი მცენარეების, პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის)
წ) ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჭ) ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები; (29.01.2009 N 35)
ხ) ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჯ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ჰ) დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ა) მამობის დადგენის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ბ) ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.გ) განქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.დ) შვილად აყვანის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ე) გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ვ) სახელის, მამის, გვარის შეცვლის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ზ) პასპორტი;
ჰ.თ) პირადობის მოწმობა;
ჰ.ი) ჩანართი;
ჰ.ი1) საქართველოში მუდვივად მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა; (17.07.2008 N 608)
ჰ.ი2) საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა; (17.07.2008 N 608)
ჰ.კ) სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოწმობა;
ჰ.ლ) ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო 
მოწმობის დანართის  ფორმები;
ჰ.მ) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ჰ.მ1) სახელმწიფო სერტიფიკატი; (27.05.2008 N457)
ჰ.მ2) მოწმობა (დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი, ერთიანი რეზიდენტურის და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის)); (30.03.2009 N 196)
ჰ.მ3) სუბსპეციალობის მოწმობა (სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების); (30.03.2009 N 196)
ჰ.მ4) სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა; (30.03.2009 N 196)
ჰ.მ5) რეგისტრაცია-აღნუსხვის მოწმობა; (30.03.2009 N 196)
ჰ.მ6) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობა; (27.04.2009 N 258)
ჰ.ნ) ნასამართლეობის ან ძებნის ბლანკი;
ჰ.ო) ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ჰ.პ) ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა და მათში დაშავებული
პირთა შესახებ;
ჰ.ჟ) ადმინისტრაციული დაკავების ოქმი;
ჰ.რ) პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი;
ჰ.ს) ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმი;
ჰ.ტ) მძღოლის მოწმობის პლასტიკური ყდა;
ჰ.უ) მძღოლის მოწმობის ბლანკი;
ჰ.ფ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის პლასტიკური ყდა;
ჰ.ქ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ბლანკი;
ჰ.ქ1) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; (29.01.2009 N 35)
ჰ.ღ) ამოღებულია (5.12.2007 N 1268)
ჰ.ყ) საბანკო ლიცენზია;
ჰ.შ) საბანკო ფილიალის გახსნის შესახებ თანხმობა;
ჰ.ჩ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე (საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცველი პუნქტები) გასაცემი სალიცენზიო მოწმობა;
ჰ.ც) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ძ) ამოღებულია (5.06.2006 N568); 
ჰ.წ) თანხმობა საინკასაციო მომსახურების შესახებ;  
ჰ.ჭ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ხ) ამოღებულია (17.09/2009 N 598)
ჰ.ჯ) ამოღებულია (17.09/2009 N 598)
ჰ.ჰ) საფულე ჩეკი;
ჰ.ჰ.ა) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.ბ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.გ) სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.დ) ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნი; (5.06.2006 N568)
ჰ.ჰ.ე) ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.ვ) საცავის გაღება-დაკეტვისა და დალუქვაზე დასაშვებ პირთა საკონტროლო 
დავთარი;
ჰ.ჰ.ზ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.თ) ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის შესახებ დავალების 
აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.ი) ქვითრების წიგნი N0402004.
ჰ.ჰ.კ) უმაღლესი, სახელობო, საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსანის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსანის, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი; (10.08.2009 N 522)
 ჰ.ჰ.ლ) სამგზავრო ავიაბილეთები;
ჰ.ჰ.მ) საბარგო ქვითარები (ავიაგადაზიდვისთვის);
ჰ.ჰ.ნ) სტფ-2 საქალაქთაშორისო სატელეფონო სატელეფონო საუბრის ტალონი;
ჰ.ჰ.ო) სტფ-3 ტალონის ბარათი;
ჰ.ჰ.პ) ამოღებულია (5.06.2006 N568);
ჰ.ჰ.ჟ) სტფ-5 შეკვეთა - კატეგორია შეღავათიანი ტარიფი;
ჰ.ჰ.რ) ფორმა N5 შეკვეთა;
ჰ.ჰ.ს) სტფ-7 ტრანზიტი;
ჰ.ჰ.ტ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე მოწმობა (სერთიფიკატი);
ჰ.ჰ.უ) წყლის რეგისტრაციისათვის ადგილწარმოშობის დასკვნის ფორმა;
ჰ.ჰ.ფ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკი;
ჰ.ჰ.ქ) ფიტოსანიტარული სერთიფიკატი ექსპორტზე;
ჰ.ჰ.ღ) ფიტოსანიტარული სერთიფიკატი რეექსპორტზე;
ჰ.ჰ.ყ) ავტოპარკირების ქვითარი;; (5.06.2006 N568)
ჰ.ჰ.შ) ლატარიის ბილეთები;

“ჰ.ჰ.ჩ) ღია ნავთობპროდუქტის გადასაგზავნი ზედნადები (გუ N 27 დს);
ჰ.ჰ.ც) მუქი ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი  ზედნადები (გუ N 27დტ);
ჰ.ჰ.ძ) ცარიელი ვაგონების გადასაგზავნი ზედნადები (გუ 27-სპ);
ჰ.ჰ.წ) ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი (გუ-29)
ჰ.ჰ.ჭ) ცარიელი სპეციალური მოძრავი შემადგენლობის გადასაგზავნი უწყისი (გუ-33);
ჰ.ჰ.ხ) საგზაო უწყისი მარშრუტზე ან ვაგონთა ჯგუფზე (გუ-29ბ);
ჰ.ჰ.ჯ) კომბინირებული ქვითარი (გუ-57);
ჰ.ჰ.ჰ) საგზავრო პარკის ვაგონების გარბენაზე საგზაო უწყისი (მგ.N 12-ვგ);
ჰ.ჰ.ჰ.ა) საბარგო ქვითარი (მგ.N 12-ბ);
ჰ.ჰ.ჰ.ბ) ტვირთბარგის ქვითარი (მგ.N 12-ტბ);
ჰ.ჰ.ჰ.გ) კომერციული აქტი (კა);
ჰ.ჰ.ჰ.დ) სსმშ-მცირე სიჩქარის ზედნადები;
ჰ.ჰ.ჰ.ე) კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 11);
ჰ.ჰ.ჰ.ვ) საბავშვო კომბინირებული დოკუმენტი (შიფრი 12);
ჰ.ჰ.ჰ.ზ) შეღავათიანი სამგზავრო 50% დოკუმენტი (შიფრი 21);
ჰ.ჰ.ჰ.თ) საერთო კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 301);
ჰ.ჰ.ჰ.ი) თეთრეულის ტალონი ;
ჰ.ჰ.ჰ.კ) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (ს/ჩ – საერთო ჩქარი);
ჰ.ჰ.ჰ.ლ) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (პ/ჩ –პლაცკარტ ჩქარი);
ჰ.ჰ.ჰ.მ) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (კ/ჩ – კუპე ჩქარი);
ჰ.ჰ.ჰ.ნ) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (რ/ს – რბილი სამგზავრო);
ჰ.ჰ.ჰ.ო) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (პ –პლაცკარტ სამგზავრო);
ჰ.ჰ.ჰ.პ) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (კ –კუპე სამგზავრო);
ჰ.ჰ.ჰ.ჟ) სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (ს – საერთო);
ჰ.ჰ.ჰ.რ) ელექტრომატარებლის სამგზავრო საბუთი;
ჰ.ჰ.ჰ.ს) ავტომატიზირებული სისტემის “სამგზავრო დოკუმენტი”;
ჰ.ჰ.ჰ.ტ) “ექსპრესი” სამგზავრო დოკუმენტი;
ჰ.ჰ.ჰ.უ) კომპიუტერული სამგზავრო დოკუმენტი;
ჰ.ჰ.ჰ.ფ) შპს “საქართველოს რკინიგზის” მოწმობა;
ჰ.ჰ.ჰ.ქ) შპს “საქართველოს რკინიგზის” სერტიფიკატი;
ჰ.ჰ.ჰ.ღ) საშეშემერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ.ჰ.ჰ.ყ) “იმედი L Iნტერნატიონალ”-ის სალაროს შემოსავლის ორდერი;
ჰ.ჰ.ჰ.შ) “იმედი L Iნტერნატიონალ”-ის სალაროს გასავლის ორდერი;
ჰ.ჰ.ჰ.ჩ) “ჯორჯიან ეარვეისის” სხვადასხვა მოსაკრებლის ქვითარი;
ჰ.ჰ.ჰ.ც) “ჯორჯიან ეარვეისის” ზენორმატიული ბარგის  ქვითარი;
ჰ.ჰ.ჰ.ძ) სანოტარო მოქედებათა რეგისტრაციის საერთო რეესტრი;
ჰ.ჰ.ჰ.წ) სამემკვიდრეო საქმეთა საერთო რეესტრი;
ჰ.ჰ.ჰ.ჭ) ანდერძების საერთო რეესტრი;
ჰ.ჰ.ჰ.ხ) თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი;
ჰ.ჰ.ჰ.ჯ) ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების რეესტრი;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ) შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 1 (მიღებული საფოსტო ამანათების, ფასგამოცხადებული, შეკვეთილი წერილებისა და ბანდეროლების ჩასაწერად (20 და 50 ქვითრიანი))
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ა) შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 2 (სხვადასხვა სახის მომსახურების ჩასაწერად (20 და 50 ქვითრიანი))
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ბ) შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 3 (ელ.ენერგიის, წყლის, გაზის და სხვა გადასახადებისათვის (20 და 100 ქვითრიანი))
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.გ) შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 4 (რეალიზებული საფოსტო ნიშნების ჩასაწერად (20 ქვითრიანი))
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.დ)შპს “საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. N 5 (მიღებული ფულადი გზავნილების ჩასაწერად (4 და 20 ქვითრიანი))
                      (15.03.2006 N196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიწერილობა.  (5.06.2006 N568) 
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ვ) ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობა;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ზ) სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.თ) “საქავიასერვისის” სხვადასხვა მოსაკრებლის ორდერი;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ი) სს “თბილავიამშენის” სხვადასხვა მოსაკრებლის ორდერი;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.კ) შპს “კინოსტუდია აისის” ბილეთები.
(9.10.2006 N 1236)

“ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ლ)შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” აქტი _ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ;
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.მ) სს სადაზღვევო კომპანია “გეოპოლისის” სალაროს შემოსავლის ორდერი”.
(25.12.2006 N1824)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ნ) ამოღებულია (8.02.2007 N101)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ო) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
 ჰ.ჰ.ჰ.ჰ.პ) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ჟ) ავტობუსით მგზავრობის ერთჯერადი ბილეთი; (2.08.2007 N 959)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.რ) ავტობუსით მგზავრობის ბარათი. (2.08.2007 N 959)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ს) ჰიგიენური სერტიფიკატი. (5.12.2007 N 1268)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ტ) ამოღებულია (30.03.2009 N 196)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.უ) ზარალის ანაზღაურების ან გირაოს სახით თანხების გადახდის დასტური; (8.01.2008 N 6)
ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ფ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიში. (8.01.2008 N 6)

3. სამართალსუბიექტებს უფლება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში.   (15.03.2006 N196)
4. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის განცხადებას (წერილს) ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის თაობაზე, გარდა ამავე ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის” (დანართი N 2) მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს წერილობითი დასაბუთება, კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სათანადო არგუმეტაციას, თუ რატომ ვერ გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი საკონტროლო-სალარო აპარატს;
ბ) შესაბამის დასაბუთებას, თუ რატომ უნდა იქნას წარმოდგენილი ნიმუში მიკუთვნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე. (15.03.2006 N196)
 
                                                                                                                                                                                         (დანართი N2)

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.  (15.03.2006 N196)
2. სამართალსუბიექტები განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები) დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატის მიერ.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტების მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.
2. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს: 
ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;
ბ) დოკუმენტი სამართალსუბიექტის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ;
3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველ კომისიას.(15.03.2006 N196)
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი მათ შორის შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდება). (15.03.2006 N196)
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობით აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმას (ბლანკს) ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს. 
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;
ბ)ფორმის დასახელება;
გ)საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი; 
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) ფორმის კატეგორია
ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;
ზ) სამართალსუბიექტის რეკვიზიტები;
თ) შენიშვნა.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად.
4. ფინანსთა სამინისტროში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - ,,სფს".

მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, 
                                ხელახალი რეგისტრაცია
 (12.03.2008 N 243)
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძლებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნუსხიდან ამოღება;
ბ) სამართალსუბიექტის წერილობითი განცხადება;
გ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა.
3. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას.

რიგითი   N
ფორმის დასახე
ლება
რეგისტრა
ციის ნომერი
რეგისტრა
ციის თარიღი
ფორმის კატეგორია
ოქმის ნომე
რი
სამართალ სუბიექტის რეკვიზიტები
შენიშ
ვნა
1
2
3
4
5
6
7
8
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Comments