მუხლი 5. საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის მოხსნის შემდეგ მისაღები ზომები (7.04.2007 N81)

1. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის მოხსნის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გა-თვალისწინებულისა: (26.09.2007 N209)
            ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატო-ვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში, რის შედეგადაც მიენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, დაიბეგრება მოქმედი კანონ-მდებ-ლობის შესაბამისად და ჩაითვლება საბაჟო ზედამხედვე-ლობიდან გასულად;
            ბ) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვე-ვაში:
            ბ.ა) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი მოეხსნა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედე-გად, საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართ-ველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან, ამასთან, გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონ-ლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გა-დასახდელების ოდენობა;
            ბ.ბ) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ გრან-ტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) მოეხსნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ვალდებულებები წარმო-იშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის მოხსნის დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.
2. ექსპორტის შემთხვევაში საქონელი მოექცევა ექსპორ-ტის საბაჟო რეჟიმში და ჩაითვალება საბაჟო ზედამხედ-ველობიდან გასულად.
3. თუ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით მიღებულ იქნა საქონლის განადგურების გადაწყვეტილება, იგი უნდა განხორ-ციელდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილი დებულებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრუ-ლი წესის შესაბამისად.
4. “საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილ-სადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწი-ლეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და “საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბ-ლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეა-ლიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამ-თავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სა-ქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელ-შეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში მოიხსნება საქონლისათვის მიზნობ-რივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება საბაჟო გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკ-ვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწო-დების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადა-ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალის-წინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სა-ხელ-მწიფო ორგანოებ-ზე, დღგ არ გადაიხდება.
5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასა-ხ-დელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გას-ხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავა-თები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშ-ნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარ-ჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. (31.12.2008 N266)
Comments