მუხლი 4. მიზნობრივი დანიშნულების სტატუსის გაუქმება (7.04.2007 N81)

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის (ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, გრანტის სტატუსი) გაუქმებას წერილობით აცნობებს საქართ-ველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
2. თუ არ შესრულდება და შეიცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის “ი”, “შ”, 265-ე მუხლის “ვ” და 2705-ე მუხლის “თ” და “ო” ქვე-პუნქტებსა და “საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართ-ველოს კანონის მე-6 მუხლის “გ” ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სა-ქონ-ლის მიზნობრივი გამოყენების პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბა-მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წერილობით შეტყობინებას უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტუ-რულ ქვედანაყოფს.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქონ-ლის მიზნობრივად გამოყენების პირობების შეუსრულებლობის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავ-ლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე იღებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის განხორ-ცი-ელების ზომებს.
Comments