მუხლი 3. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. თუ საქონელი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში, იგი რჩება საბაჟო ზედამხედ-ველობის ქვეშ. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:
ა) შესრულდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
ბ) საქონელი დეკლარირებული იქნება ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გამოსაყენებლად;
გ) საქონელი განადგურდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად;
დ) თუ გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელების შესა-ბამისი თანხა საქართველოს საბაჟო კოდექსის 193-ე მუხლის გა-თვა-ლისწინებით. (31.12.2008 N266)
2. მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლის ქვეყნის შიდა სივრცეში მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მასვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარედ-გინება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ანგარიშები და შესაბამისი განმარტებები საქონლის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის “ი”, “შ”, 265-ე მუხლის “ვ” და 2705-ე მუხ-ლის “თ” და “ო” ქვეპუნქტებსა და “საბაჟო მოსაკრებლების შე-სახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის “გ” ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენ-ლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენ-ლო-ბათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნკიური პერ-სონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანო-ნით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში და-საქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის გან-კუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვ-რებო ნივთების, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართვე-ლოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპე-რაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების მიზ-ნობ-რივი გამოყენების კონტროლს ქვეყნის სივრცეში ახორ-ციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავ-ლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV და XVI თავების შესაბამისად. (7.04.2007 N81)
4. საქონლის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოში საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილობითი შეტყობინებების მი-ღების დღიდან მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი ითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად. (7.04.2007 N81)
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”, “ე” და “ჯ” ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის “ე”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებში, 2705-ე მუხლის “ნ” და “პ” ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის (საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდე-ბელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს; განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის; ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის; მისარ-თების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების) მიზნობრივი გა-მოყენების კონტროლს ახორციელებენ და ამ საქონელზე სა-ბაჟო ზედამხედველობის დასრულების საკითხს წყვეტენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამ-სახურის ტერიტორიული საბაჟო ორგანოები მოქმედი კანონ-მდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. (7.04.2007 N81)
6. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონ-ლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა და-ვალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგ-რე-თ-ვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმ-პორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება. (31.12.2008 N266)
7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადა-სახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
Comments