1. ამ ინსტრუქციის მიზანია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, მოთხოვნებისა და პირობების დაცვა. 2. ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოში მიზნობ-რივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომ-ლის მიმართ გამოყენებულია იმპორტის საბაჟო გადა-სახდელებზე საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონ-მდებლობით დადგენილი შეღავათები, მიეკუთვნება: (7.04.2007 N81) ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”, “ე”, “ზ”, “ი”, “შ” და “ჯ” ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის “ე”, “ვ”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებსა და 2705-ე მუხლის “ე”, “ვ”, “ზ”, “თ”, “ნ”, “ო” და “პ” ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი; ბ) “საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კა-ნონის მე-6 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში მითითე-ბული საქონელი. |