კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №8 2012 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1.  ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით ( ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის 7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს 8“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

8. ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციი დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნამდე. “.

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61–63 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

61. ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად , მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

62. თუ დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად , მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

63. იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის წარმოდგენის მოთხოვნასთან (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის შესაბამისად , მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.

3. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად :

) ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით გაცემული ელექტრონული გარანტიისათვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 120 კალენდარული დღით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან;

ბ) ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით გაცემული ელექტრონული გარანტიისათვის ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 160 კალენდარული დღით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათიდან სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, სისტემა ავტომატური საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოფს ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას შესაბამისი ტენდერისათვის საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე.“ ;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისათვის დაბრუნება მოხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ან/და მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე. ;

გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

71. გარანტი ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.“.

4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. შავი სიის წარმოების წესი და პირობები

„1.  იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის/მიმწოდებლის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო ან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ , ანდა მიმწოდებელმა ვერ შეასრულა/არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები , შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს აღნიშნული გარემოებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ , შესაბამისი მიზეზების მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტაციას :

ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება;

ბ) გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში – შესყიდვის განხორციელების დაწყების და დასრულების დრო, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი;

გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება;

დ) იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზების გამო, ან იმ პირის რეკვიზიტები, რომლის მიერაც ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ , ანდა იმ პირის რეკვიზიტები, რომელმაც ვერ შეასრულა/არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები;

ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად პირის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) , ანდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არასრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

ვ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/ არასრულად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.

3. სააგენტო წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში იხილავს ასეთ შეტყობინებაში აღნიშნული პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხს . სააგენტო პირის შავ სიაში დარეგისტრირებისას ითვალისწინებს ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპებს. სააგენტო უფლებამოსილია , შემსყიდველი ორგანიზაციას მოსთხოვოს წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, ასევე მიიღოს სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. საჭიროების შემთხვევაში, პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტო ასევე უფლებამოსილია , სააგენტოში მოიწვიოს დაინტერებული მხარეები.

4. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პირის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

5 . შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პირს შავ სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში.

6 . სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) აწარმოებს და განათავსებს შავ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ტ. ურჯუმელაშვილი

Comments