sic31 იმკ-ის ინტერპრეტაცია 31

sic31.pdf
View Download
იმკ 31

იმკ-ის ინტერპრეტაცია 31

შემოსავლები _ საბარტერო ოპერაციები სარეკლამო მომსახურების ჩათვლით

წყაროები:

 


ბასს 8 _ `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.

ბასს 18 _ ,,ამონაგები’’.

 
განსახილველი საკითხი


1. საწარმო (გამყიდველი) შეიძლება ბარტერის გარიგება დადოს სარეკლამო მომსახურებით უზ-რუნველყოფის მიზნით და თავისი კლიენტისაგან (კლიენტი) მიიღოს სარეკლამო მომსახურება. რეკლამა შეიძლება განთავსდეს ინტერნეტში, ტელე ან რადიო გადაცემებში, ჟურნალებსა და გა-ზეთებში, ან სხვა მედიაში.

2. ზოგ შემთხვევაში, საწარმოებს შორის არ ხდება არც ფულადი სახსრების და არც სხვა საშუალე-ბების გაცვლა. სხვა შემთხვევაში, ასევე ხდება იმავე ან დაახლოებით იმავე ფულადი სახსრების გაცვლა.

3. გამყიდველი, რომელიც უზრუნველყოფს სარეკლამო მომსახურებას ჩვეულებრივი საქმიანობის დროს, ბასს 18-ის მიხედვით საბარტერო გარიგების დროს, სარეკლამო მომსახურების ჩათვლით, შემოსავალს აღიარებს მაშინ, როდესაც სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან ერთად, გაც-ვლილი მომსახურებები არაერთნაირია (ბასს 18.12) და შემოსავლის თანხა შეიძლება საიმედოდ გაიზომოს. ეს ინტერპრეტაცია ასევე გამოიყენება არაერთნაირი სარეკლამო მომსახურებების გაცვლისათვის. ერთნაირი სარეკლამო მომსახურებების გაცვლა ბასს 18-ის მიხედვით არ წარმო-ადგენს გარიგებას, რომლიდანაც წარმოიქმნება შემოსავალი.

4. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ რომელ შემთხვევებში შეუძლია გამყიდველს რეალური ღირე-ბულებით შემოსავლის საიმედოდ შეფასება იმ სარეკლამო მომსახურებისათვის, რომელიც მიღე-ბულ იქნა, ან უზრუნველყოფილ იქნა ბარტერული ოპერაციით.

კონსენსუსი


5. შემოსავალი ბარტერული ოპერაციიდან, რომელიც შეიცავს რეკლამას, არ შეიძლება საიმედოდ გაიზომოს მიღებული სარეკლამო მომსახურების რეალური ღირებულებით. თუმცა, გამყიდველს შეუძლია რეალური ღირებულებით შემოსავლის საიმედოდ შეფასება იმ სარეკლამო მომსახურე-ბისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია ბარტერული ოპერაციით, მხოლოდ არაბარტერულ ოპე-რაციებზე მითითებით, როდესაც იგი:

ა) შეიცავს ბარტერული ოპერაციის მსგავს რეკლამას;

ბ) ხშირად ხდება;

გ) წარმოადგენს უფრო მეტი რაოდენობის ოპერაციებსა და თანხას, იმ რეკლამის უზრუნველ-მყოფელ ყველა ოპერაციასთან შედარებით, რომელიც ბარტერული ოპერაციით რეკლამის

ანალოგიურია;

დ) შეიცავს ფულად სახსრებს და/ან გარიგების სხვა ფორმებს (მაგ., საბაზრო აქციები, არაფუ-ლადი აქტივები და სხვა მომსახურება), რომლებსაც აქვთ საიმედოდ შეფასებადი რეალური ღირებულება; და

ე) არ შეიცავს იმავე მხარეს, რაც არსებობს ბარტერულ ოპერაციაში.

კონსენსუსის თარიღი


2001 წლის მაისი.

ძალაში შესვლის თარიღი


ეს ინტერპრეტაცია ძალაში შედის 2001 წლის 31 დეკემბერს. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები აისახება ბასს 8-ის შესაბამისად.