sic29 იმკ-ის ინტერპრეტაცია 29

sic29.pdf
View Download
იმკ 29


იმკ-ის ინტერპრეტაცია 29


განმარტებითი შენიშვნები - მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმება




წყაროები:

 


ბასს 1 _ `ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა~ (შესწორებული 2007 წელს).

ბასს 16 _ `ძირითადი საშუალებები~  (შესწორებული 2003 წელს).

ბასს 17 _ `იჯარა~ (შესწორებული 2003 წელს).

ბასს 37 _ `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები~.

ბასს 38 _ `არამატერიალური აქტივები~ (შესწორებული 2004 წელს).

ფასიკ 12 - `მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებები~.

 

განსახილველი საკითხი


1. საწარმო (კონცესიის ოპერატორი) შეიძლება შევიდეს შეთანხმებაში სხვა საწარმოსთან (კონცესიის უზრუნველმყოფელი) ისეთი მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომელიც იძლე-ვა საჯარო დაშვებას ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ საშუალებებზე. კონცესიის უზ-რუნველმყოფელი შეიძლება იყოს საჯარო ან კერძო სექტორის საწარმო სამთავრობო ორ-განიზაციის ჩათვლით. მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების მაგალითებია წყლის მიწო-დების და მომსახურების საშუალებები, გზები, ავტომანქანის სადგომები, გვირაბები, ხიდები, აეროპორტები და ტელეკომუნიკაციის ქსელები. იმ შეთანხმებების მაგალითები, რომლებიც არ არიან მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების ხასიათის, შემდეგია: საწარმო, რომე-ლიც ეწევა თავისი შიდა სერვისების გარედან შემოტანას (მაგ თანამშრომელთა სასადილო, შენობის მომსახურება, და საბუღალტრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციები).

2. მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმება ზოგადად მოიცავს, რომ კონცესიის პერიოდის მან-ძილზე კონცესიის უზრუნველმყოფელი შემდეგ უფლებებს გადასცემს კონცესიის ოპერატორს:

ა) მომსახურების უზრუნველყოფის უფლება, რომელიც იძლევა საჯარო დაშვებას ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ საშუალებებზე; და

ბ) ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიკური მატერიალური, არამატერიალური და ფინანსური აქტივების გამოყენების უფლება,

კონცესიის ოპერატორი კი თავის მხრივ ვალდებულია:

გ) უზრუნველყოს მომსახურება გარკვეული ვადებითა და პირობებით კონცესიის პერიო-დის განმავლობაში, და

დ) როდესაც მოსახერხებელი იქნება, დააბრუნოს კონცესიის პერიოდის ბოლოს კონცესიის პერიოდის დასაწყისში ან მის განმავლობაში მიღებული/შეძენილი უფლებები.

3. ყველა მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების ზოგადი მახასიათებელი არის ის, რომ კონ-ცესიის ოპერატორი იღებს როგორც უფლებას, ასევე მოვალეობას საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ.
 








 
იმკ 29

4. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ინფორმაცია განმარტებულ უნდა იქნეს კონცესიის ოპე-რატორისა და უზრუნველმყოფელის ფინანსური ანგარიშგებების შენიშვნებში.

5. ზოგიერთი ტიპის მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების გარკვეული ასპექტები და ახსნა-განმარტებები უკვე განხილულია არსებულ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტან-დარტებში (მაგ ბასს 16 გამოიყენება ძირითადი საშუალებების შეძენისთვის, ბასს 17 გამოი-ყენება აქტივების იჯარით გაცემისას, ხოლო ბასს 38 გამოიყენება არამატერიალური აქტივე-ბის შესაძენად). თუმცა, მომსახურებაზე კონცესიურ შეთანხმებას შეიძლება თან ახლდეს გან-სახორციელებელი კონტრაქტები, რომლებიც არაა განხილული ბუღალტრული აღრიცხვის სა-ერთაშორისო სტანდარტებში, გარდა წამგებიანი კონტრაქტებისა, რომლებისთვისაც გამოი-ყენება ბასს 37. ამის გამო, ეს ინტერპრეტაცია განიხილავს მომსახურებაზე კონცესიური შე-თანხმებებისთვის დამატებით ახსნა-განმარტებას.

კონსენსუსი


6. მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების ყველა ასპექტი განხილულ უნდა იქნას შესაბამისი ახსნა-განმარტებების შენიშვნებში განსაზღვრისას. კონცესიის ოპერატორმა და კონცესიის უზრუნველმყოფელმა ყოველ პერიოდში უნდა მოახდინონ შემდეგი საკითხების ახსნა-გან-მარტება:

ა)    შეთანხმების აღწერა;

ბ) შეთანხმების მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სა-მომავლო ფულადი სახსრების თანხაზე, ვადებზე და განსაზღვრულობაზე (მაგ კონცესიის პერიოდი, გადაფასების თარიღები და საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზ-ღვრება გადაფასება და ახალი მოლაპარაკებები);

გ) შემდეგი საკითხების ბუნება და ფარგლები (მაგ რაოდენობა, დროის პერიოდი ან თანხა, რომლებიც უფრო შესაბამისი იქნება)

(ი) სპეციფიკური აქტივების გამოყენების უფლებები;

(იი) მომსახურების გაწევით გამოწვეული მოსალოდნელი უფლებები ან უზრუნველყოფი-ლი ვალდებულებები;

(იიი) ძირითადი საშუალებების აგების ან შეძენის ვალდებულებები;

(ივ) კონცესიის პერიოდის ბოლოს სპეციფიკური აქტივის მიღების უფლება ან მიწოდების ვალდებულება;

(ვ) განახლებისა და შეწყვეტის ოფციონები; და

(ვი) სხვა უფლებები და მოვალეობები (მაგ., კაპიტალური რემონტი); და

დ) პერიოდის განმავლობაში შეთანხმებაში მომხდარი ცვლილებები;

ე) როგორ არის კლასიფიცირებული მომსახურებაზე შეთანხმება.

6ა. ოპერატორმა უნდა აჩვენოს ამონაგების თანხა და მოგება ან ზარალი, რომელიც აღიარებულია იმ პერიოდში, როდესაც სამშენებლო მომსახურება გაიცვალა ფინნასურ აქტივზე ან არამატერიალურ აქტივზე.

7. ამ ინტერპრეტაციის მე-6 პუნქტის მიხედვით მოთხოვნილი ახსნა-განმარტებები ინდივიდუა-ლურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილნი ყოველი მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების-თვის ან ჯამურად ყოველი მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმების კლასისთვის. კლასი წარმოადგენს ერთნაირი ბუნების მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებების დაჯგუფებას (მაგ შემოსავლების შეგროვება, ტელეკომუნიკაციები, წყლის მომსახურების სერვისი).
 



 
იმკ 29

კონსენსუსის თარიღი


2001 წლის მაისი.


ძალაში შესვლის თარიღი


ეს ინტერპრეტაცია ძალაში შედის 2001 წლის 31 დეკემბერს.

საწარმომ 6(ე) და 6ა პუნქტებში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2008 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო ფასიკ 12-ს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.