sic27 იმკ-ის ინტერპრეტაცია 27

sic27.pdf
View Download
იმკ 27


იმკ-ის ინტერპრეტაცია 27


გარიგებების შინაარსის შეფასება, რომელიც შეიცავს იჯარის სამართლებრივ ფორმას



წყაროები:

 



ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.

ბასს 11  `სამშენებლო კონტრაქტები~.

ბასს 17  `იჯარა~ (შესწორებული 2003 წელს).

ბასს 18  `ამონაგები~.

ბასს 37  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები~.

ფასს 4  `სადაზღვევო ხელშეკრულებები~.

ფასს 9  `ფინანსური ინსტრუმენტები~

 


განსახილველი საკითხი


1. საწარმომ შეიძლება დადოს გარიგება ან სტრუქტურული გარიგებები (შეთანხმება) არადა-კავშირებულ მხარესთან ან მხარეებთან (ინვესტორი), რომელიც მოიცავს იჯარის იურიდი-ულ ფორმას. მაგალითად, საწარმომ აქტივები შეიძლება მიაქირავოს ინვესტორს და მოახ-დინოს იმავე აქტივების უკან დაქირავება. ყოველი შეთანხმების ფორმა და მისი პირობები და ვადები შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს. იჯარისა და უკუიჯარის შემთხვევაში, შეთანხმება შეიძლება აწყობილი იყოს ინვესტორისათვის საგადასახადო უპირატესობის მი-საღწევად, რომელიც საწარმოსთან ურთიერთობს შენატანის სახით და არა აქვს აქტივის გა-მოყენების უფლება.

2. როდესაც შეთანხმება ინვესტორთან მოიცავს იჯარის სამართლებრივ ფორმას, წარმოიქმნე-ბა შემდეგი საკითხები:

ა) როგორ უნდა განისაზღვროს, არის თუ არა გარიგებების დაკავშირებული და უნდა აღი-რიცხონ თუ არა ისინი, როგორც ერთი ოპერაცია;

ბ)   აკმაყოფილებს თუ არა შეთანხმება ბასს 17-ის “იჯარის” განმარტებას; ხოლო თუ არა,

(ი) წარმოადგენს თუ არა ცალკე საინვესტიციო ანგარიში და იჯარის გადასახდელი ვალდებულებები (რომლებიც შეიძლება არსებობდეს საწარმოს აქტივებსა და ვალ-დებულებებს (მაგ., ინტერპრეტაციაზე დართული მითითებების ა2(ა) პუნქტში აღწე-რილი მაგალითი);

(იი) როგორ უნდა აღრიცხოს საწარმომ შეთანხმებიდან გამომდინარე სხვა ვალდებუ-ლებები; და

(იიი) როგორ უნდა აღრიცხოს საწარმომ შენატანი, რომელსაც ის ინვესტორისაგან მიი-ღებს.


კონსენსუსი


3. გარიგებები, რომლებიც იწვევს იჯარის სამართლებრივი ფორმის ჩართვას, ურთიერთდაკავ-შირებულია და უნდა აღირიცხოს, როგორც ერთი გარიგება, როდესაც საერთო ეკონომიკუ-რი ეფექტი გაუგებარი იქნებოდა გარიგებების ერთიანად აღქმის გარეშე. ეს ხდება, მაგალი-თად, როდესაც გარიგებები მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებული, შეთანხმებისას გა-
 



 
იმკ 27

ნიხილება ერთ გარიგებად და მათი შესრულება ხდება პარალელური ან გაგრძელებადი სიხ-შირით. (ინტერპრეტაციაზე დართული მითითებების ა ნაწილში მოცემულია ამ ინტერპრეტა-ციის გამოყენების ილუსტრაციები.)

4. აღრიცხვა ასახავს შეთანხმების შინაარსს. შეთანხმების ყველა ასპექტი და ვარიანტი უნდა შეფასდეს მისი შინაარსის განსასაზღვრავად, უფრო მეტი წონის მიცემით იმ ასპექტებსა და ვარიანტებზე, რომლებსაც ეკონომიკური ეფექტი აქვთ.

5. ბასს 17 გამოიყენება, როდესაც შეთანხმების შინაარსი შეიცავს აქტივის გამოყენების უფლე-ბის გადაცემას შეთანხმებული დროის პერიოდის განმავლობაში. ინდიკატორები, რომლებიც ინდივიდუალურად აჩვენებს, რომ შეთანხმება შინაარსობრივად შეიძლება შეიცავდეს იჯა-რას ბასს 17-ის მიხედვით, მოიცავს (ინტერპრეტაციაზე დართული მითითებების ბ ნაწილში მოცემულია ამ ინტერპრეტაციის გამოყენების ილუსტრაციები.) შემდეგ საკითხებს:

ა) საწარმო იტოვებს ყველა რისკსა და სარგებელს, რაც ეხება მოცემული აქტივის მფლო-ბელობას და არსებითად იმავე უფლებებით სარგებლობს, როგორც შეთანხმებამდე;

ბ) შეთანხმების ძირითადი მიზანია კონკრეტული საგადასახადო შედეგის მიღწევა და არა აქტივის მოხმარების უფლების ქონა; და

გ) ოფციონი ჩართულია ისეთი ვადებით, რაც მის განხორციელებას თითქმის კონკრეტულს ხდის (მაგ., რომელიც ფასზე განხორციელებადია გამყიდველის ოფციონი, რომელიც გა-ცილებით აღემატება მოსალოდნელ რეალურ ღირებულებას, მაშინ ის ხორციელდება).

6. სტრუქტურული საფუძვლების1 49-ე64-ე პუნქტებში მოცემული განმარტებები და მითითებები გამოყენებულ უნდა იქნეს იმის განსასაზღვრავად, წარმოადგენს თუ არა ცალკე საინვესტი-ციო ანგარიში და საიჯარო გადასახდელი ვალდებულებები საწარმოს აქტივებსა და ვალდე-ბულებებს. ინდიკატორები, რომლებიც ერთობლივად აჩვენებენ, რომ არსებითად ცალკე სა-ინვესტიციო ანგარიში და საიჯარო გადასახდელი ვალდებულებები ვერ აკმაყოფილებს აქტი-ვისა და ვალდებულების განმარტებებს და არ აღიარდება საწარმოს მიერ, შემდეგია:

ა) საწარმოს არ შეუძლია საინვესტიციო ანგარიშის კონტროლი კერძო მიზნების მიღწე-ვისათვის და ვალდებული არაა თავისი საიჯარო გადასახდელების გასტუმრებაზე. ეს ხდება, როცა წინასწარი გადახდის ანგარიში ჯდება ცალკე საინვესტიციო ანგარიშზე ინ-ვესტორის დასაცავად და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინვესტორისათვის გადასახდე-ლად. ინვესტორი თანხმდება, რომ საიჯარო გადასახდელი ვალდებულებები გასტუმრე-ბულ უნდა იქნეს საინვესტიციო ანგარიშის ფონდებიდან და საწარმოს შესაძლებლობა არა აქვს დააკავოს გადახდები ინვესტორისათვის საინვესტიციო ანგარიშიდან;

ბ) საწარმოს აქვს მთლიანი თანხის შევსების  მხოლოდ მცირე რისკი ინვესტორის შენატა-

ნებისაგან და შესაძლო დამატებითი გადახდებისას, ან როდესაც შენატანი არ იქნება მი-

ღებული, მხოლოდ მცირე რისკია იმისა, რომ თანხა გადასახდელი იქნება სხვა ვალდე-

ბულებების ფარგლებში (მაგ., გარანტია). გადახდის მხოლოდ მცირე რისკი არსებობს,

როცა შეთანხმების პირობები მოითხოვს, რომ წინასწარი გადახდების ანგარიში ინვეს-

ტირებულ იქნეს რისკისაგან თავისუფალ აქტივებში, რომლებიდანაც მოსალოდნელია

საკმარისი ფულადი სახსრების წარმოქმნა საიჯარო ვალდებულებების გასასტუმრებ-

ლად; და

გ) გარდა შეთანხმების საწყისი ფულადი ნაკადებისა, შეთანხმების მიხედვით არსებული

ერთადერთი მოსალოდნელი ფულადი ნაკადებია საიჯარო გადასახდელები, რომლებიც

მთლიანად კმაყოფილდება საწყისი ფულადი სახსრებით შედგენილი ცალკე საინვესტი-

ციო ანგარიშის ფონდებიდან.

7. შეთანხმების სხვა ვალდებულებები, რომლებიც შეიცავს ადრინდელ შეწყვეტის თარიღამდე უზრუნველყოფილ გარანტიებს და გასტუმრებულ ვალდებულებებს, უნდა აღირიცხოს ბასს 37-ის, ფასს 4-ის, ან ფასს 9-ის მიხედვით, ვადებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე.



1. მინიშნებაში `სტრუქტურული საფუძვლები~ იგულისხმება ბასსკ-ის მიერ 2001 წელს გამოცემული  `ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები~. 2010 წლის სექტემბერში ბასსს-მა სტრუქტურული საფუძვლები ჩაანაცვლა `ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლებით~. 49-64 პუნქტები ამჟამად არის კონცეპტუალური საფუძვლების 4.44.19 პუნქტები.
 



 
იმკ 27

8. ბასს 18-ის მე-20 პუნქტის კრიტერიუმი გამოყენებულ უნდა იქნეს ყოველი შეთანხმების ფაქ-ტებისა და შემთხვევებისათვის, რათა განისაზღვროს, როდის უნდა აღიარდეს საწარმოს მი-ერ მიღებული შენატანი შემოსავლად. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შენატანის მოსაპოვებლად აუცილებელი მომავალი საქმიანობით ვალდებულე-ბების დაკმაყოფილება, ნარჩენი რისკები, საგარანტიო შეთანხმებების ვადები და შენატანის დაბრუნების რისკი. ინდიკატორები, რომლებიც ინდივიდუალურად აჩვენებენ მთლიანი შენა-ტანის შემოსავლად აღიარებას მიღების დროს და მიღებული იქნება შეთანხმების დასაწყის-ში, შეუსაბამო იქნება და შემდეგი სახისაა:

ა) გარკვეული მნიშვნელოვანი საქმიანობის ჩასატარებელი ან დასატოვებელი ვალდებუ-ლებები წარმოადგენს შენატანის მიღების პირობებს და ამის გამო სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების ამოქმედება არ არის შეთანხმებით მოთხოვნილი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი;

ბ) დაწესებულია შეზღუდვები მოცემული აქტივის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელ-საც პრაქტიკული ეფექტი აქვს აქტივის საწარმოს მიერ გამოყენების შეზღუდვასა და მნიშვნელოვნად შეცვლაში (მაგ., გაცვეთა, გაყიდვა ან გირაოში დამატების სახით ჩადე-ბა);

გ) შენატანი თანხის უკუდაბრუნების ალბათობა და დამატებითი თანხის შესაძლო გადახდა საკმაოდ არაიშვიათია. ეს ხდება, როდესაც, მაგალითად:

(ი) მოცემული აქტივი არ არის სპეციალიზებული აქტივი, რომელიც მოითხოვება სა-წარმოსაგან თავისი საქმიანობის წარმართვისათვის და ამის გამო არსებობს ალ-ბათობა, რომ საწარმოს შეთანხმების ადრე დასარღვევად შეუძლია თანხის გადახ-და; ან

(იი) შეთანხმების ვადების მიხედვით საწარმოს მოეთხოვება, ან აქვს გარკვეული ან სრული თავისუფლება, მოახდინოს წინასწარ გადახდილი თანხის ინვესტირება ისეთ აქტივებში, რომლებიც ატარებს არც ისე უმნიშვნელო რისკს (მაგ., ვალუტა, საპრო-ცენტო განაკვეთი ან საკრედიტო რისკი). ამ შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ ინვეს-ტიციის თანხა არასაკმარისი იქნება საიჯარო ვალდებულებების გასასტუმრებლად, არც ისე მცირეა და ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ საწარმოს მოეთხოვება გარკვეული თანხის გადახდა.

9. შენატანი უნდა აისახოს მოგება-ზარალის ანგარიშგებაში საკუთარი ეკონომიკური შინაარსი-დან და ბუნებიდან გამომდინარე.

განმარტებითი შენიშვნები


10. შეთანხმების ყველა ასპექტი, რომელიც შინაარსის მიხედვით შეიცავს იჯარას ბასს 17-ის მი-ხედვით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი განმარტებების განსაზღვრისას, რომლე-ბიც, თავის მხრივ, აუცილებელია ხელშეკრულებისა და სააღრიცხვო მეთოდის გასაგებად. ხელშეკრულების არსებობის დროს საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორ-მაცია:

ა)   ხელშეკრულების აღწერა მოიცავს:

(ი) მოცემულ აქტივს და შეზღუდვებს მის გამოყენებაზე;

(იი) ხელშეკრულების ხანგრძლივობასა და სხვა ვადებს;

(იიი) ურთიერთდაკავშირებულ ოპერაციებს, ოფციონების ჩათვლით; და

ბ) მიღებული შენატანებისათვის გამოყენებულ სააღრიცხვო მეთოდს, პერიოდში შემოსავ-ლად აღიარებულ თანხას და მოგება-ზარალის ანგარიშგების პუნქტს, რომელშიც იგი შე-დის.

11. ამ ინტერპრეტაციის მე-10 პუნქტის მიხედვით მოთხოვნილი განმარტებითი შენიშვნები მოცე-მულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად ყოველი ხელშეკრულებისათვის ან ჯამური სახით ხელ-შეკრულების ყოველი კლასისათვის. კლასი წარმოადგენს ერთნაირი ბუნების აქტივებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ჯგუფს (მაგ., გენერაციის სადგურები).
 




 
იმკ 27

კონსენსუსის თარიღი


2000 წლის თებერვალი.

ძალაში შესვლის თარიღი


ეს კონსენსუსი ძალაში შედის 2001 წლის 31 დეკემბერს. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები აი-სახება ბასს 8-ის შესაბამისად.

ფასს 9-ის 2013 წლის ნოემბერში შაცვლილმა ვერსიამ გამოიწვია მე-7 პუნქტის შეცვლა. საწარმომ ეს ცვლილება იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 9-ის 2013 წლის შეცვლილ ვერსიას.