sic25 იმკ-ის ინტერპრეტაცია 25

sic25.pdf
View Download
იმკ 25


იმკ-ის ინტერპრეტაცია 25

მოგებიდან გადასახადები  ცვლილება საწარმოს ან მის აქციონერთა საგადასახადო სტატუსში

წყაროები



ბასს 1  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა~ (შესწორებული 2007 წელს).

ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.

ბასს 12  `მოგებიდან გადასახადები~.

 
განსახილველი საკითხი


1. ცვლილებას საწარმოს ან მის აქციონერთა საგადასახადო სტატუსში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საწარმოს საგადასახადო აქტივების ან ვალდებულებების ზრდა ან შემცირება. ეს შეიძლება მოხ-დეს, მაგალითად საწარმოს საკუთარი კაპიტალის ინსტრუმენტების ბირჟაზე წარდგენისას, ან სა-წარმოს საკუთარი კაპიტალის რესტრუქტურიზაციისას. ეს ასევე შეიძლება მოხდეს მაკონტროლე-ბელი აქციონერის წასვლისას უცხო ქვეყანაში. ასეთი მოვლენის შედეგად, საწარმო განსხვავებუ-ლად უნდა დაიბეგროს; მან, მაგალითად, შეიძლება საგადასახადო სტიმულებისაგან მოიგოს ან წააგოს ან მომავალში ჰქონდეს განსხვავებული საგადასახადო განაკვეთი.

2. საწარმოს ან მის აქციონერთა საგადასახადო სტატუსში ცვლილებას შესაძლოა მყისიერი ეფექტი ჰქონდეს საწარმოს მიმდინარე საგადასახადო აქტივებსა და ვალდებულებებზე. ცვლილებამ ასევე შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს საწარმოს მიერ აღიარებული გადავადებული საგადასახადო აქტივები და ვალდებულებები, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტი ექნება ცვლილე-ბას საგადასახადო სტატუსში იმ საგადასახადო შედეგებზე, რომლებიც წარმოიქმნება საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებების ამოღებითა და გასტუმრებით.

3. საკითხი მდგომარეობს იმაში, როგორ უნდა აღრიცხოს საწარმომ საგადასახადო შედეგები, რომ-ლებიც მოჰყვება ცვლილებას მის ან მის აქციონერთა საგადასახადო კანონში.

კონსენსუსი


4. ცვლილება საწარმოს ან მის აქციონერთა საგადასახადო სტატუსში არ იწვევს მოგების ან ზარალის გარეთ აღიარებული თანხების ზრდას ან შემცირებას. საგადასახადო კანონში ცვლილე-ბის მიმდინარე და გადავადებული საგადასახადო შედეგები ჩართული იქნება პერიოდის მოგე-ბაში ან ზარალში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ შედეგებს კავშირი აქვს ისეთ გარიგებასა და მოვლენებთან, რომლებიც იმავე ან სხვა პერიოდში იწვევენ პირდაპირ კრედიტს ან დარიც-ხვას საკუთარ კაპიტალში ან სხვა სრულ შემოსავალში აღიარებულ თანხაში. ის საგადასახადო შედეგები, რომლებიც ეხება საკუთარ კაპიტალში აღიარებულ თანხაში იმავე ან სხვა პერიოდში

მომხდარ ცვლილებებს (რომელიც არ შედის მოგება-ზარალში), დადებეტდება ან დაკრედიტდება პირდაპირ საკუთარ კაპიტალში. ის საგადასახადო შედეგებიც, რომლებიც სხვა სრულ შემოსავალში აღიარებულ თანხებს ეხება, უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში.

კონსენსუსის თარიღი


1999 წლის აგვისტო.

ძალაში შესვლის თარიღი


ეს კონსენსუსი ძალაში შედის 2000 წლის 15 ივლისს. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები აისახება ბასს 8-ის შესაბამისად.

ბასს 1-მა  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა~  (შესწორებული 2007 წელს) შეცვალა ფასს-ში გამოყენებული ტერმინოლოგია. გარდა ამისა, განაპირობა მე-4 პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებული
 




 
იმკ 25 დს

წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო ბასს 1-ს (შესწორებული 2007 წელს) უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.