იმკ 15
იმკ-ის ინტერპრეტაცია 15
საოპერაციო იჯარა - სტიმულირება
წყაროები:
ბასს 1 `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა~ (შესწორებული 2003 წელს).
ბასს 8 `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.
ბასს 17 `იჯარა~ (შესწორებული 1997 წელს).
განსახილველი საკითხი
1. ახალი ან განახლებული საოპერაციო იჯარის თაობაზე მოლაპარაკების წარმოებისას მეიჯარემ შესაძლოა მოიჯარეს მისცეს გარიგებაში შესვლის სტიმული. ამგვარი სტიმულირების მაგალითე-ბია მოიჯარისათვის თანხის მიცემა წინასწარ ან მეიჯარის მიერ მოიჯარის ხარჯების ანაზღაუ-რება ან თავის თავზე აღება (ისეთი როგორიცაა, გადაადგილების ხარჯები, საიჯარო ქონების კეთილმოწყობა და მანამდე არსებულ საიჯარო ვალდებულებასთან დაკავშირებული ხარჯები). ალტერნატიული ვარიანტია საიჯარო ვადის საწყის პერიოდში საიჯარო ქირისაგან გათავისუფ-ლება ან ქირის შემცირება.
2. საკითხი დგას ამგვარად: როგორ უნდა აღიარდეს სტიმულირება როგორც მოიჯარის, ასევე მეი-ჯარის ფინანსურ ანგარიშგებაში.
კონსენსუსი
3. ახალი ან განახლებული საოპერაციო იჯარის ხელშეკრულების ყველანაირი სტიმულირება უნდა აღიარდეს როგორც შეთანხმებული წმინდა გადახდის შემადგენელი ნაწილი, მიუხედავად სტიმუ-ლირების ხასიათის ან გადახდის ფორმისა და პერიოდულობისა.
4. მეიჯარემ სტიმულირების აგრეგირებული დანახარჯი უნდა აღიაროს საიჯარო ვადის განმავ-ლობაში, საიჯარო შემოსავლის შემცირების სახით წრფივი მეთოდის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სისტემატური საფუძველი უფრო ზუსტად ასახავს მისაღები სარგე-ბლის დროში განაწილებას.
5. მოიჯარემ სტიმულირების აგრეგირებული სარგებელი უნდა აღიაროს საიჯარო ვადის განმავ-ლობაში საიჯარო ხარჯების შემცირების სახით წრფივი მეთოდის საფუძველზე, გარდა იმ შემ-თხვევისა, როდესაც სხვა სისტემატური საფუძველი უფრო ზუსტად ასახავს მის განაწილებას იმ დროში, რომლის განმავლობაში საიჯარო აქტივისაგან მისაღები სარგებელი შემცირებულია.
6. მოიჯარის მიერ გაწეული დანახარჯები, მათ შორის, მანამდე არსებულ იჯარასთან დაკავშირე-ბული დანახარჯები (მაგ., შეწყვეტის, გადაადგილების ან საიჯარო ქონების კეთილმოწყობის), უნდა აღირიცხოს ამ დანახარჯების შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტან-დარტების მიხედვით, იმ დანახარჯების ჩათვლით, რომლებიც რეალურად კომპენსირებულია წა-მახალისებელი შეთანხმების მეშვეობით.
კონსენსუსის თარიღი
1998 წლის ივნისი.
ძალაში შესვლის თარიღი
წინამდებარე ინტერპრეტაცია ძალაში შედის საიჯარო ხელშეკრულებისთვის, რომელიც მოიცავს 1999 წლის 1 იანვარს და მის შემდგომ დაწყებულ პერიოდს.