sic10 იმკ-ის ინტერპრეტაცია 10

sic10.pdf
View Download
იმკ 10


იმკ-ის ინტერპრეტაცია 10


სახელმწიფო დახმარება – საოპერაციო საქმიანობასთან უშუალო კავშირის არქონა


წყაროები:

 


ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.

ბასს 20  `სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები~.

 

განსახილველი საკითხი


1. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო დახმარება საწარმოების მიმართ შესაძლოა გამიზნული იყოს ცალკეულ რეგიონში ან სამრეწველო დარგში საწარმოთა საქმიანობის წახალისების ან გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. ამგვარი დახმარების მიღების პირობები შესაძლოა კონკრეტულად საწარმოს საოპერაციო საქმიანობასთან არ იყოს დაკავშირებული. ამგვარი დახმარების მაგალითებს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ რესურსების გადაცემა იმ სა-წარმოებისთვის, რომლებიც:


ა) საქმიანობას ეწევიან რომელიმე განსაზღრულ დარგში;

ბ) საქმიანობას განაგრძობენ  ახლად პრივატიზებულ დარგებში; ან

გ)… საქმიაობას იწყებენ ან განაგრძობენ  განვითარებად დარგებში.

2. საკითხი შემდეგნაირად ისმება: წარმოადგენს თუ არა ამგვარი სახელმწიფო დახმარება `სა-ხელმწიფო გრანტის” ბასს 20-ის შესაბამისად და, აქედან გამომდინარე, უნდა აღირიცხოს აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად თუ არა.

კონსენსუსი


3. საწარმოებისადმი გაწეული სახელმწიფო დახმარება აკმაყოფილებს ბასს 20-ით განსაზღვ-რულ განმარტებას სახელმწიფო გრანტების შესახებ, თუნდაც არ არსებობდეს ის პირობები, რომლებიც კონკრეტულად საწარმოს საოპერაციო საქმიანობას უკავშირდება, გარდა იმ მოთხოვნისა, რომელიც ითვალისწინებს ცალკეულ რეგიონებში ან სამრეწველო დარგებში მონაწილეობას.


კონსენსუსის თარიღი:


1998 წლის იანვარი.

ძალაში შესვლის თარიღი:


წინამდებარე ინტერპრეტაცია ძალაში შედის 1998 წლის 1 აგვისტოდან. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები უნდა აისახოს ბასს 8-ის შესაბამისად.