sic 07 იმკ-ის ინტერპრეტაცია 7

sic07.pdf
View Download
იმკ 7


იმკ-ის ინტერპრეტაცია 7

`ევროს” შემოღება


წყაროები:



ბასს 1  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (შესწორებული 2007 წელს)~.

ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.

ბასს 10  `საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები~ .

ბასს 21  `უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები~ (შესწო-რებული 2003 წელს).

ბასს 27  `კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება~ (შესწო-რებული 2008 წელს).

 

განსახილველი საკითხი


1. 1999 წლის 1 იანვრიდან 'ეკონომიკური და ფულად-საკრედიტო ურთიერთობის ფაქტობრივი ფუნქციონირების დაწყებიდან `ევრო” გახდება უცხოური ვალუტა და `ევროსა” და მონაწი-ლე ეროვნული ვალუტების საკონვერსიო განაკვეთები შეუქცევლად დაფიქსირდება, ანუ სა-კურსო სხვაობების რისკი მონაწილე ვალუტებისთვის ანულირდება ამ თარიღიდან.

2. განსახილველი საკითხი ეხება ბასს 21-ის გამოყენებას ევროკავშირის წევრი, ზემოთ აღნიშ-ნული კავშირის მონაწილე ქვეყნების მიერ ახალ ვალუტაზე, `ევროზე” გადასვლას (`ახალ ვალუტაზე გადასვლა”).

კონსენსუსი


3. ბასს 21-ით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც ეხება უცხოური ვალუტით წარმოე-ბული სავალუტო ოპერაციებისა და უცხოური ოპერაციების ფინანსური ანგარიშგების გადა-ანგარიშებას, აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ევროზე გადასვლისას. იგივე პრინცი-პი გამოიყენება სავალუტო კურსის დაფიქსირებისას, როდესაც ქვეყნები შეუერთდებიან ეკო-ნომიკურ და ფულად-საკრედიტო ურთიერთობას შემდგომ ეტაპებზე.

4. კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ:

ა) უნდა გაგრძელდეს ოპერაციების შედეგად მიღებული, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ფულადი აქტივებისა და ვალდებულებების წარსადგენ ვალუტაში გადაყვანა საანგარიშ-გებო თარიღის საბოლოო სავალუტო კურსით. შედეგად მიღებული საკურსო სხვაობები დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს შემოსავლად ან ხარჯად, გარდა იმ შემთხვევისა, როდე-საც საწარმო აგრძელებს არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებას საკურსო სხვაობებით განპირობებული შემოსულობისა და ზარალის მიმართ, რომელიც დაკავში-რებულია პროგნოზირებული გარიგების სავალუტო რისკის ჰეჯირებასთან;

ბ) უცხოური ქვეგანაყოფების ფინანსური ანგარიშგების გადაანგარიშების შედეგად წარმოქ-მნილი ჯამური საკურსო სხვაობები, რომლებიც აღიარებულია სხვა სრულ შემოსავალში, უნდა დაგროვდეს საკუთარი კაპიტალის განყოფილებაში და საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში მათი რეკლასიფიკაცია უნდა მოხდეს მხოლოდ უცხოურ ქვეგანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის დათმობისას ან ნაწილობრივ დათმობისას; და

გ) ზემოაღნიშნულ კავშირში მონაწილე ვალუტაში გამოხატული ვალდებულებების გადაან-გარიშების შედეგად წარმოქმნილი საკურსო სხვაობები არ უნდა დაემატოს შესაბამისი აქტივების საბალანსო ღირებულებას.
 



 
იმკ 7

კონსენსუსის თარიღი:


1997 წლის ოქტომბერი



ძალაში შესვლის თარიღი:


წინამდებარე ინტერპრეტაცია ძალაში შედის 1998 წლის 1 ივნისს. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილე-ბები უნდა აისახოს ბასს 8-ის მოთხოვნების შესაბამისად.

ბასს 1-მა  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა~  (შესწორებული 2007 წელს) შეცვალა ფასს-ებში გამოყენებული ტერმინოლოგია. გარდა ამისა, განაპირობა მე-4 პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო ბასს 1-ს (შესწორებული 2007 წელს) უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.

ბასს 27-მა (შესწორებული 2008 წელს) განაპირობა 4(ბ) პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 ივლისს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო ბასს 27-ს (შესწორებული 2008 წელს) უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებაც.