. ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები

framework.pdf
View Download

ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები

კონცეპტუალური საფუძვლები ბასსს-მა გამოსცა  2010 წლის  სექტემბერში. მან ჩაანაცვლა  ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები.
 



შინაარსი პუნქტიდან
წინასიტყვაფტბა
ფინანსური  ანგარიშგების  კფტნცეპტუალური  საფუძვლები
შესავალი
მიზანი და სტატუსი
მოქმედების სფერო
თავები
1.   საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი მ1
2.   ანგარიშვალდებული საწარმო დაემატება
3.   სასარგებლო ფინანსური ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები ხმ1
4. სტრუქტურული საფუძვლები (1989 წ.): დარჩენილი ტექსტი 4.1
საბჭფტს  მიერ  2010  წელს  გამფტცემული  კფტნცეპტუალური საფუძვლების  დამტკიცება
დასკვნის  საფუძველი  1-ლი  და  მე-3  თავების  შესახებ
შესაბამისფტბის  ცხრილი
 

წინასიტყვაობა


ამჟამად ბუღალტრული  აღრიცხვის  საერთაშორისო  სტანდარტების საბჭო მუშაობს  კონცეპტუალური საფუძვლების განახლებაზე. კონცეპტუალური საფუძვლების პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება.
როგორც   კი   რომელიმე   თავზე   მუშაობა   დასრულდება,   ჩანაცვლდება   1989   წელს   გამოცემული ფინანსური   ანგარიშგების   მომზადებისა   და   წარდგენის   სტრუქტურული   საფუძვლების   შესაბამისი პუნქტები.    კონცეპტუალური    საფუძვლების    პროექტის    დასრულების    შემდეგ,    საბჭოს    ექნება სრულყოფილი  და  ყოვლისმომცველი  ერთი  დოკუმენტი,  სახელწოდებით  ფინანსური  ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები.
კონცეპტუალური საფუძვლების  წინამდებარე  ვერსია  მოიცავს  პირველ ორ თავს,  რომლებიც საბჭომ გამოსცა  კონცეპტუალური  საფუძვლების  პროექტის  პირველი  ეტაპის  დასრულების  შედეგად:  1-ლი თავი     საერთო  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშგების  მიზანი  და  მე-3  თავი       სასარგებლო ფინანსური    ინფორმაციის    ხარისხობრივი    მახასიათებლები.    მე-2    თავში    განხილული    იქნება ანგარიშვალდებული    საწარმოს    ცნება.    საბჭომ    2010    წლის    მარტში    ამ    თემაზე    გამოაქვეყნა განსახილველი  პროექტი  და  კომენტარების  წარმოდგენის  საბოლოო  ვადად  დააწესა  2010  წლის  16 ივლისი.    მე-4    თავი    მოიცავს    სტრუქტურული    საფუძვლებიდან    (1989    წ.)    დარჩენილ    ტექსტს. შესაბამისობის  ცხრილში,  რომელიც  კონცეპტუალურ  საფუძვლებს  დაერთვის,  ნაჩვენებია,  როგორ შეესაბამება   ერთმანეთს   1989   წელს   გამოცემული   სტრუქტურული   საფუძვლები   და   2010   წელს გამოცემული კონცეპტუალური საფუძვლები.
 

  

შესავალი
მსოფლიოს  მრავალი  საწარმო  წარუდგენს  გარე  მომხმარებელს  ფინანსურ  ანგარიშგებას.  მიუხედა- ვად იმისა, რომ  სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ანგარიშგება  ერთმანეთის მსგავსია, მათ  შორის მა- ინც არსებობს  გარკვეული  განსხვავებები, რაც განპირობებულია მრავალი  სოციალური, ეკონომიკუ- რი,  და  საკანონმდებლო  ფაქტორით,  აგრეთვე  იმით,  რომ  ამ  ქვეყნებში  ბუღალტრული  აღრიცხვის ეროვნული  სტანდარტების  შექმნა  ხდება  ფინანსური  ანგარიშგების  მომხმარებელთა  სხვადასხვა  კა- ტეგორიის ინტერესთა გათვალისწინებით.
ამ  განსხვავებულმა  ფაქტორებმა  გამოიწვია  ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტების  (მაგალითად, აქტივები, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი, შემოსავლები, ხარჯები) განმარტებათა მრავალფე- როვნება,  აგრეთვე  ფინანსური  ანგარიშგების  მუხლების  აღიარებისა  და  შეფასებისთვის  განსხვავე- ბული  კრიტერიუმების  გამოყენება.  იგივე  შეიძლება  ითქვას  ფინანსური  ანგარიშგების  მოქმედების სფეროსა და თანდართულ განმარტებით შენიშვნებზე.
ბუღალტრული  აღრიცხვის   საერთაშორისო  სტანდარტების  საბჭოს  (ბასსს)  საქმიანობის  მიზანია,  შე- ამციროს  ეს  განსხვავებები  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებისა  და  წარდგენის  წესების,  პროცე- დურებისა  და  ბუღალტრული  აღრიცხვის  სტანდარტების  ჰარმონიზაციის  მეშვეობით.  მას  მიაჩნია, რომ ჰარმონიზაციის მიღწევის საუკეთესო გზაა ყურადღების გამახვილება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლის  მიერ  ეკონომიკური  გადაწყვეტილებების  მისაღებად  აუცილებელ  ფინანსურ  ინფორ- მაციაზე.
საბჭოს  მიაჩნია,  რომ  ზემოაღნიშნული  მიზნების  გათვალისწინებით  მომზადებული  ფინანსური  ანგა- რიშგება  პასუხობს  მომხმარებელთა  უმრავლესობის  საერთო  მოთხოვნილებებს.  ეს  გამოწვეულია იმით,  რომ  ფინანსური  ანგარიშგების  თითქმის  ყველა  მომხმარებელი,  ძირითადად,  დაინტერესებუ- ლია შემდეგი ტიპის ეკონომიკური გადაწყვეტილებებით:

ა) გადაწყვიტოს, როდის იყიდოს, დაიტოვოს ან გაყიდოს ინვესტირებული კაპიტალი;
ბ) შეაფასოს    საწარმოს    ხელმძღვანელობის    საქმიანობა    და   პასუხისმგებლობა   მესაკუთრეთა წინაშე;
გ) შეაფასოს,  შეუძლია  თუ  არა  საწარმოს  უზრუნველყოს  თავისი  მუშაკები  ხელფასებითა  და  სხვა სახის დახმარებებით;
დ) შეაფასოს საწარმოს ნასესხები სახსრების უზრუნველყოფა;
ე) განსაზღვროს საგადასახადო პოლიტიკა;
ვ)    განსაზღვროს გასანაწილებელი მოგება და დივიდენდები;
ზ)    მოამზადოს და გამოიყენოს ეროვნული შემოსავლის სტატისტიკური მონაცემები;
თ)   დაარეგულიროს საწარმოს საქმიანობა.

ამავე  დროს  ბასსს  აღიარებს,  რომ  ცალკეული  ქვეყნის  მთავრობებს  შეუძლიათ  განსხვავებული  ან დამატებითი მოთხოვნების  ფორმულირება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ისე, რომ ცვლი- ლებები  და  დამატებები  არ  ეწინააღმდეგებოდეს  საზოგადოების  რომელიმე  ჯგუფის  ინტერესებს, სხვა ჯგუფის ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების ხარჯზე.

როგორც  წესი,  ფინანსური  ანგარიშგება  მზადდება  ანაზღაურებადი  პირვანდელი  ღირებულებისა  და ნომინალური  ფინანსური  კაპიტალის  შენარჩუნების  კონცეფციების  მიხედვით.  გამორიცხული  არაა, რომ  რომელიმე  სხვა  მოდელი  და კონცეფცია  უფრო მისაღები იყოს  მომხმარებლისათვის, ისეთი  ინ- ფორმაციის    მიწოდების    თვალსაზრისით,    რომელიც    გამოადგებათ    ეკონომიკური    გადაწყევე-
 

ტილებების  მისაღებად.  თუმცა,  ამჯერად  არავითარი  საფუძველი  არ  არსებობს  აღნიშნული  კონცეფ- ციების  შესაცვლელად.  წინამდებარე  კონცეპტუალური  საფუძვლები  ისეა  შემუშავებული,  რომ  მისი გამოყენება  შესაძლებელია  კაპიტალისა  და  კაპიტალის  შენარჩუნების  მოდელებისა  და  კონცეფციე- ბის პირობებში.

მიზანი და სტატუსი

კონცეპტუალურ  საფუძვლებში  განსაზღვრულია  კონცეფციები,  რომლებიც  საფუძვლად  ედება  გარე მომხმარებლებისათვის   ფინანსური   ანგარიშგების   მომზადებასა   და   წარდგენას.   კონცეპტუალური საფუძვლების მიზანია, დაეხმაროს:
ა) ბასსს-ს სამომავლო ფასს-ების შემუშავებასა და არსებული ფასს-ების სრულყოფაში;
ბ) ბასსს-ს  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენასთან  დაკავშირებული  პროცედურების,  არსებული წესებისა     და     ბუღალტრული     აღრიცხვის     სტანდარტების     ჰარმონიზაციაში,     ფასს-ებით გათვალისწინებული ალტერნატიული სააღრიცხვო მეთოდების შემცირების გზით;
გ)    სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის ეროვნულ ორგანოებს ეროვნული სტანდარტების დამუშავებაში;
დ) ფინანსური ანგარიშგების შემდგენლებს ფასს-ების გამოყენებასა და იმ საკითხების შესწავლაში, რომლებიც განხილულია ფასს-ებში;
ე) აუდიტორებს ფინანსური ანგარიშგების ფასს-ებთან შესაბამისობის შესახებ მოსაზრების ჩამოყა- ლიბებაში;
ვ) ფასს-ების  მოთხოვნების  დაცვით  მომზადებულ  ფინანსური  ანგარიშგების  მომხმარებელს  ფინან- სურ ანგარიშგებაში წარმოდგენლი ინფორმაციის აღქმაში;
ზ) ბასსს-ის  მუშაობით  დაინტერესებულ  პირებს  ინფორმაცია  მიაწოდოს  ფასს-ების  შემუშავების  მე- თოდოლოგიის შესახებ.
კონცეპტუალური საფუძვლები არ არის ფასს და, აქედან გამომდინარე, აქ არაა განხილული შეფასე- ბისა   და   ფინანსური   ანგარიშგების   მომზადების   პროცედურების   კონკრეტული   ნორმები.   კონცეპ- ტუალურ საფუძვლებს უპირატესობა არ ენიჭება ცალკეულ ფასს-თან მიმართებით.
ბასსს  აღიარებს,  რომ  ზოგჯერ  შესაძლოა  წარმოიშვას  წინააღმდეგობა  რომელიმე  ფასს-სა  და  წი- ნამდებარე  კონცეპტუალურ  საფუძვლებს  შორის.  ასეთ  პირობებში  უპირატესობა  ენიჭება  ფასს-ის მოთხოვნებს.  თუმცა,  ბასსს,  დაეყრდნობა  რა  კონცეპტუალურ  საფუძვლებს  ახალი  ფასს-ების  შემუშა- ვებისა  და  არსებული  ფასს-ების  შემდგომი  სრულყოფის  დროს,  ვარაუდობს,  რომ  ამგვარი  წინააღ- მდეგობები დროთა განმავლობაში შემცირდება.
დრო და დრო მოხდება კონცეპტუალური საფუძვლების განხილვა და გადამუშავება, ბასსს-ის მუშაო- ბის გამოცდილების გათვალისწინებით.

კონცეპტუალური საფუძვლების მოქმედების სფერო

კონცეპტუალურ საფუძვლებში განხილულია შემდეგი საკითხები:
ა) ფინანსური ანგარიშგების დანიშნულება;
ბ) სასარგებლო ფინანსური ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები;
გ) ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტების  განმარტებები,  მათი  აღიარებისა  და  შეფასების  კრიტე- რიუმები;
დ)   კაპიტალისა და კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციები.
 



შინაარსი პუნქტიდან
1-ლი  თავი:  საერთფტ  დანიშნულების  ფინანსური ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი
შესავალი მ1
საერთფტ  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის მიზანი,  სარგებლიანფტბა  და  შეზღუდვები მ2
ინფფტრმაცია  ანგარიშვალდებული  საწარმფტს  ეკფტნფტმიკური რესურსების,  მის  მიმართ  არსებული  მფტთხფტვნებისა  და  ამ რესურსებსა  და  მფტთხფტვნებში  მფტმხდარი  ცვლილებების  შესახებ მ12
ეკონომიკური რესურსები და მოთხოვნები მ13
ეკონომიკური რესურსებისა და მოთხოვნების ცვლილებები მ15
ფინანსური შედეგები, რომლებიც ასახულია დარიცხვის მეთოდით მ17
ფინანსური შედეგები, რომლებიც ასახულია გასული პერიოდის ფულად ნაკადებში მ20
ეკონომიკური რესურსებისა და მოთხოვნების ცვლილებები, რომლებიც გამოწვეული არ არის ფინანსური შედეგებით მ21
 

1-ლი თავი: საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი

შესავალი

მ1.        საერთო   დანიშნულების   ფინანსური   ანგარიშგების   მიზანი   კონცეპტუალური   საფუძვლების ფუნდამენტს   წარმოადგენს.   კონცეპტუალური   საფუძვლების   სხვა   ასპექტები       ანგარიშ- ვალდებული    საწარმოს    ცნება,    სასარგებლო    ფინანსური    ინფორმაციის    ხარისხობრივი მახასიათებლები    და    მასთან    დაკავშირებული    შეზღუდვები,    ფინანსური    ანგარიშგების ელემენტები,  მათი  აღიარება,  შეფასება,  წარდგენა  და  ინფორმაციის  გახსნა  განმარტებით შენიშვნებში   ლოგიკურად გამომდინარეობს კონცეპტუალური საფუძვლების მიზნიდან.

საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენი მიზანი, სარგებლიანობა და შეზღუდვები

მ2.        საერთო    დანიშნულების    ფინანსური    ანგარიშგების    წარდგენი    მიზანია1    არსებულ    და პოტენციურ   ინვესტორებს,   გამსესხებლებსა   და   სხვა   კრედიტორებს   ანგარიშვალდებული საწარმოს  შესახებ  მიაწოდოს  ისეთი  ინფორმაცია,  რომელიც  სასარგებლო  იქნება  მათთვის, მოცემული   საწარმოს   რესურსებით   უზრუნველყოფის   შესახებ   გადაწყვეტილებების   მისა- ღებად.  ზემოაღნიშნული  გადაწყვეტილებები  ეხება  წილობრივი  და  სავალო  ინსტრუმენტების ყიდვას,  გაყიდვას  ან  დატოვებას  და  ასევე  სესხების  გაცემას  ან  დაფარვას  და  დაკრედიტების სხვა ფორმებს.
მ3.        რა   გადაწყვეტილებას   მიიღებენ   არსებული   და   პოტენციური   ინვესტორები   იმის   შესახებ, იყიდონ,  გაყიდონ  თუ  დაიტოვონ  წილობრივი  და  სავალო  ინსტრუმენტები,  დამოკიდებულია იმ  უკუგებაზე,  რომლის  მიღებასაც  ისინი  მოელიან  ფინანსურ  ინსტრუმენტებში  განხორციე- ლებული  ინვესტიციიდან,  როგორიცა,  მაგალითად  დივიდენდები,  დავალიანების  ძირითადი თანხისა და პროცენტების გადახდა, ან საბაზრო ფასების ზრდა. ანალოგიურად, არსებული და პოტენციური   გამსესხებლებისა   და   სხვა   კრედიტორების   გადაწყვეტილებები   სესხებისა   და სხვა   ფორმის   კრედიტების   გაცემის,   ან   დაფარვის   შესახებ,   დამოკიდებულია   გადასახდელ ძირითად  თანხასა  და  პროცენტებზე,  ან  სხვა  სახის  უკუგებაზე,  რომლის  მიღებასაც  ისინი მოელიან  ინვესტიციიდან.  ინვესტორების,  გამსესხებლებისა  და  სხვა  კრედიტორების  მოლო- დინი   ინვესტიციიდან   უკუგების   მიღების   შესახებ,   დამოკიდებულია   იმაზე,   რა   შეფასებას მისცემენ ისინი საწარმოს მომავალი წმინდა ფულადი სახსრების შემოსულობების ოდენობას, მათი   მიღების   ვადებსა   და   მასთან   დაკავშირებულ   განუსაზღვრელობას   (პერსპექტივას). მაშასადამე, არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს, გამსესხებლებსსა და სხვა კრედიტორებს ესაჭიროებათ  ინფორმაცია,  რომელიც  მათ  დაეხმარება  კონკრეტული  საწარმოს  მომავალი წმინდა ფულადი სახსრების შემოსულობების პერსპექტივის შეფასებაში.
მ4.        იმისათვის,  რომ  შეაფასოს  საწარმოს  პერსპექტივა  მომავალი  წმინდა  ფულადი  სახსრების შემოსულობების  პოზიციიდან,  არსებულ  და  პოტენციურ  ინვესტორებს,  გამსესხებლებსა  და სხვა   კრედიტორებს   ესაჭიროებათ   ინფორმაცია   საწარმოს   რესურსებისა   და   მის   მიმართ არსებული   მოთხოვნების   შესახებ,   ასევე   იმის   შესახებ,   რამდენად   რაციონალურად   და ეფექტიანად  შეასრულა  საწარმოს  ხელმძღვანელობამ  და  მმართველმა  ორგანომ2  საწარმოს რესურსების  გამოყენებასთან  დაკავშირებით  დაკისრებული  ვალდებულებები.  ამგვარ  ვალ- დებულებებს    განეკუთვნება    საწარმოს    რესურსების    დაცვა    ეკონომიკური    ფაქტორების არახელსაყრელი  ზემოქმედებისგან,  როგორიცაა,  მაგალითად  ფასებისა  და  ტექნოლოგიების ცვლილებები  და  ასევე  იმის  უზრუნველყოფა,  რომ  საწარმომ  დაიცვას  მოქმედი  კანონები,

1.    ამ  კონცეპტუალურ  საფუძვლებში  ტერმინები  ფინანსური  ანგარიშები  და  ფინანსური  ანგარიშგება  ეხება  საერთო დანიშნულების  ფინანსურ  ანგარიშებსა  და  საერთო  დანიშნულების  ფინანსურ  ანგარიშგებას,  თუ  სპეციალურად სხვა რამ არ არის მითითებული.
2.    კონცეპტუალურ    საფუძვლებში    ტერმინი    ხელმძღვანელობა    აღნიშნავს    ხელმძღვანელობასა    და    მმართველ ორგანოს, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის მითითებული.
 

სხვა  ნორმატიული  აქტები  და  სახელშეკრულებო  დებულებები.  არსებული  და  პოტენციური ინვესტორების,  გამსესხებლებისა  და  სხვა  კრედიტორების  გადაწყვეტილებებისთვის,  ვისაც გააჩნია   ხმის  უფლება  ხელმძღვანელობის  მოქმედებების  განსაზღვრის  საკითხში,  ან  სხვა მხრივ  აქვს  შესაძლებლობა,  გავლენა  მოახდინოს  ხელმძღვანელობის  მოქმედებებზე,  ასევე სასარგებლოა   ინფორმაცია   იმის   შესახებ,   როგორ   ასრულებს   ხელმძღვანელობა   მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
მ5.        ბევრ   არსებულ   და   პოტენციურ   ინვესტორს,   გამსესხებელსა   და   სხვა   კრედიტორებს   არ შეუძლიათ,  ანგარიშვალდებულ  საწარმოებს  მოსთხოვონ  ინფორმაციის  მიწოდება  უშუალოდ მათთვის  და  ისინი  უნდა  დაეყრდნონ  საერთო  დანიშნულების  ფინანსურ  ანგარიშებს,  რათა მიიღონ   მათთვის   საჭირო   ინფორმაციის   მნიშვნელოვანი   ნაწილი.   შესაბამისად,   სწორედ ისინი    არიან    ძირითადი    მომხმარებლები,    რომლებზედაც    ორიენეტირებულია    საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშები.
მ6.        თუმცა,  საერთო  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშები  არ  მოიცავს  და  შეუძლებელია,  რომ მოიცავდეს    მთელ    ინფორმაციას,    რომელიც    ესაჭიროებათ    არსებულ    და    პოტენციურ ინვესტორებს,   გამსესხებლებსა   და   სხვა   კრედიტორებს.   ზემოაღნიშნულ   მომხმარებლებს სჭირდებათ  სხვა  წყაროებიდან  მოპოვებული  ინფორმაციის  გათვალისწინებაც,  როგორიცა, მაგალითად საერთო ეკონომიკური პირობები და მოლოდინები, პოლიტიკური მოვლენები და პოლიტიკური კლიმატი და დარგისა და საწარმოს პერსპექტივები.
მ7.        საერთო    დანიშნულების    ფინანსური    ანგარიშები    იმისთვის    არაა    განკუთვნილი,    რომ გვიჩვენოს      ანგარიშვალდებული      საწარმოს      ღირებულება;      თუმცა,      ზემოაღნიშნული ანგარიშები  შეიცავს  ისეთ  ინფორმაციას,  რომელიც  არსებულ  და  პოტენციურ  ინვესტორებს, გამსესხებლებსა     და     სხვა     კრედიტორებს     ეხმარება     ანგარიშვალდებული     საწარმოს ღირებულების შეფასებაში.
მ8.        ფინანსური  ანგარიშგების  ცალკეულ  ძირითად  მომხმარებელს  განსხვავებული  და,  შეიძლება, საპირისპირო  საინფორმაციო  მოთხოვნილებები  და  სურვილები  გააჩნდეთ.  ბასსს  ფინანსური ანგარიშგების     სტანდარტებზე     მუშაობისას     ეცდება,     რომ     ფინანსური     ანგარიშგების მომხმარებლებს   მიაწოდოს   ინფორმაციის   ისეთი   ნაკრები,   რომელიც   შეძლებისდაგვარად მეტი   ძირითადი   მომხმარებლის   მოთხოვნილებებს   დააკმაყოფილებს.   თუმცა,   ყურადღების გამახვილება       საერთო       საინფორმაციო       მოთხოვნილებებზე       ხელს       არ       უშლის ანგარიშვალდებულ    საწარმოს,    წარმოადგინოს    დამატებითი    ინფორმაციაც,    რომელიც ყველაზე   მეტად  იქნება  სასარგებლო   ძირითადი  მომხმარებლების   რომელიმე   გარკვეული ქვეჯგუფისთვის.
მ9.        საწარმოს   შესახებ   ფინანსური   ინფორმაცია   აინტერესებს   ანგარიშვალდებული   საწარმოს ხელმძღვანელობასაც.    თუმცა,   ხელმძღვანელობას    არა   აქვს   იმის   აუცილებლობა,    რომ დაეყრდნოს    საერთო    დანიშნულების    ფინანსურ    ანგარიშებს,    ვინაიდან    მას    საჭირო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია საწარმოს შიდა წყაროებიდან.
მ10.      საერთო  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშები  ასევე  შეიძლება  სასარგებლო  აღმოჩნდეს სხვა    მხარეებისთვისაც,    როგორიცაა,    მაგალითად    მარეგულირებელი    ორგანოები    და საზოგადოების   წევრები,   რომლებიც   არ   არიან   ინვესტორები,   გამსესხებლები   და   სხვა კრედიტორები.  თუმცა,  ეს  ანგარიშები,  ძირითადად,  ორიენტირებული  არ  არის  ზემოაღნიშ- ნულ სხვა ჯგუფებზე.
მ11.       ფინანსური   ანგარიშები,   მნიშვნელოვანწილად,   შეფასებებს,   მსჯელობასა   და   მოდელებს ეყრდნობა  და  არა  ეკონომიკური  მოვლენების  ზუსტ  ასახვას.  კონცეპტუალური  საფუძვლები ადგენს   პრინციპებს,   რომლებიც   საფუძვლად   უდევს   ამგვარ   შეფასებებს,   მსჯელობასა   და მოდელებს.  ეს  პრინციპები  წარმოადგენს  მიზანს, რომლისკენაც ისწრაფვიან  როგორც  საბჭო, ისე   ფინანსური   ანგარიშების   მომმზადებლები.   როგორც   ნებისმიერი   მიზნის   შემთხვევაში ხდება,   კონცეპტუალური   საფუძვლების   შესაბამისი   იდეალური   ფინანსური   ანგარიშგების სურათის  სრულყოფილად  მიღწევა,  ალბათ,  შეუძლებელი  იქნება,  უკიდურეს  შემთხვევაში, მოკლე  ვადაში  მაინც,  ვინაიდან  დრო  არის  საჭირო  ოპერაციებისა  და  სხვა  მოვლენების ანალიზის   ახალი   მეთოდების   გასაგებად,   მისაღებად   და   დასანერგად.   მიუხედავად   ამისა, მისაღწევი  საკონტროლო  მიზნის  განსაზღვრას  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  აქვს  ფინანსური ანგარიშგების იმგვარად განვითარებისთვის, რომ ამაღლდეს მისი სარგებლიანობა.
 

ინფორმაცია     ანგარიშვალდებული     საწარმოს     ეკონომიკური     რესურსების, საწამოს  მიმართ  არსებული  მოთხოვნებისა  და  ამ  რესურსებსა  და  მოთხოვნებში მომხდარი ცვლილებების შესახებ

მ12.      საერთო  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშები  ინფორმაციას  იძლევა  ანგარიშვალდებული საწარმოს   ფინანსური   მდგომარეობის    შესახებ,   ანუ    ინფორმაციას   ანგარიშვალდებული საწარმოს  ეკონომიკური  რესურსებისა  და  მის  მიმართ  არსებული  მოთხოვნების  შესახებ. გარდა  ამისა,  ფინანსური  ანგარიშები  შეიცავს  ინფორმაციას  ისეთი  ოპერაციებისა  და  სხვა მოვლენების    შედეგების    შესახებ,    რომლებიც    იწვევს    ანგარიშვალდებული    საწარმოს ეკონომიკური   რესურსებისა   და   მოთხოვნების   ცვლილებას.   ორივე   ტიპის   ინფორმაცია შეიცავს   საწარმოსთვის   რესურსების   მიწოდების   შესახებ   გადაწყვეტილებების   მისაღებად სასარგებლო ამოსავალ მონაცემებს.
ეკონომიკური რესურსები და მოთხოვნები
მ13.       ინფორმაცია,  ანგარიშვალდებული  საწარმოს  ეკონომიკური  რესურსებისა  და  მის  მიმართ არსებული   მოთხოვნების   ხასიათისა   და   სიდიდის   შესახებ,   მომხმარებლებს   დაეხმარება ანგარიშვალდებული   საწარმოს   ფინანსური   მდგომარეობის   ძლიერი   და   სუსტი   მხარეების დადგენაში.    აღნიშნული    ინფორმაცია     მომხმარებლებს    ეხმარება    ანგარიშვალდებული საწარმოს  ლიკვიდობისა  და  გადახდისუნარიანობის,  დაფინანსების  დამატებით  წყაროებზე მისი  მოთხოვნილებების  შეფასებაში  და  ასევე  იმის  შეფასებაშიც,  სავარაუდოდ,  რამდენად წარმატებით   შეძლებს   ის   აუცილებელი   ფინანსების   მოპოვებას.   ინფორმაცია   არსებული მოთხოვნების   პრიორიტეტულობისა   და   გადახდის   პირობების   შესახებ   მომხმარებლებს დაეხმარება   იმის   განჭვრეტაში,  როგორ   განაწილდება  მომავალი  ფულადი   ნაკადები   მათ შორის, ვისაც გააჩნია მოთხოვნები ანგარიშვალდებული საწარმოს მიმართ.
გ14.      სხვადასხვა     ტიპის     ეკონომიკური     რესურსები     სხვადასხვანაირად    ზემოქმედებს     მომ- ხმარებლების    შეფასებაზე,    რომელიც    ეხება    ანგარიშვალდებული    საწარმოს    მომავალი ფულადი    ნაკადების    პერსპექტივას.    ზოგიერთი    მომავალი    ფულადი    ნაკადი    პირდაპირ არსებული  ეკონომიკური რესურსებიდან  წარმოიქმნება, როგორც, მაგალითად მოთხოვნების (დებიტორების     ანგარიშების)     შემთხვევაში.     სხვა     ფულადი     ნაკადები     წარმოიქმნება მომხმარებლებისთვის   საქონლის,   ან   მომსახურების   წარმოებისა   და   გაყიდვის   მიზნით რამდენიმე   ტიპის   რესურსის   ერთობლივი   გამოყენების   შედეგად.   მართალია,   აღნიშნული ფულადი  ნაკადების  მიკუთვნება  შეუძლებელია  ცალკეული  ეკონომიკური  რესურსისთვის  (ან მოთხოვნისთვის),   მაგრამ   ფინანსური   ანგარიშების   მომხმარებლებისთვის   აუცილებელია იცოდნენ  იმ  რესურსების  ხასიათი  და  ოდენობა,  რომლის  გამოყენებაც  ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია თავის საქმიანობაში.
ეკონომიკური რესურსებისა და მოთხოვნების ცვლილებები
მ15.       ანგარიშვალდებული    საწარმოს    ეკონომიკური    რესურსებისა    და    მის    მიმართ    არსებული მოთხოვნების  ცვლილებებს  იწვევს  მოცემული  საწარმოს  საქმიანობის  ფინანსური  შედეგები  (იხ. მ17 მ20 პუნქტები) და ასევე სხვა მოვლენები, ან ოპერაციები, როგორიცაა, მაგალითად სავალო, ან   წილობრივი   ინსტრუმენტების   გამოშვება   (იხ.   მ21   პუნქტი).   იმისათვის,   რომ   სათანადოდ შეაფასონ  ანგარიშვალდებული  საწარმოს  მომავალი  ფულადი  ნაკადების  პერსპექტივა,  მომხმა- რებლებს უნდა შეეძლოთ ამ ორი ტიპის ცვლილების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
მ16.      ინფორმაცია,  ანგარიშვალდებული  საწარმოს  საქმიანობის  ფინანსური  შედეგების   შესახებ, მომხმარებლებს    ეხმარება    იმის    გაგებაში,    როგორი    უკუგება    მიიღო    საწარმომ    მის განკარგულებაში   არსებული   ეკონომიკური   რესურსებიდან.   საწარმოს   მიერ   მიღებული უკუგება   იმაზე   მიუთითებს,   რამდენად   კარგად   შეასრულა   საწარმოს   ხელმძღვანელობამ მასზე   დაკისრებული   ვალდებულებები       რაციონალურად   და   ეფექტიანად   გამოიყენოს ანგარიშვალდებული   საწარმოს   რესურსები.   მომხმარებლისთვის   ასევე   მნიშვნელოვანია ინფორმაცია  საწარმოს  მიერ  მიღებული  უკუგების  ცვალებადობისა  და  მისი  შემადგენელი კომპონენტების   შესახებ,   განსაკუთრებით   მომავალ   ფულად   ნაკადებთან   დაკავშირებული განუსაზღვრელობის  შესაფასებლად.  ინფორმაცია  ანგარიშვალდებული  საწარმოს  წარსული საქმიანობის   ფინანსური   შედეგებისა   და   იმის   შესახებ,   როგორ   შეასრულა   საწარმოს ხელმძღვანელობამ   მასზე   დაკისრებული   ვალდებულებები,   როგორც   წესი,   სასარგებლო
 

ინფორმაციაა   საწარმოს   ეკონომიკური   რესურსებიდან   მომავალში   მისაღები    უკუგების პროგნოზების გამოსათვლელად.
ფინანსური შედეგები, რომლებიც ასახულია დარიცხვის მეთოდით
მ17.      ბუღალტრული  აღრიცხვის  დარიცხვის  მეთოდის  გამოყენების  შედეგად  ანგარიშვალდებული საწარმოს  ეკონომიკურ  რესურსებსა  და  მის  მიმართ  არსებულ  მოთხოვნებზე  ოპერაციებისა და   სხვა   მოვლენებისა   თუ   გარემოებების   გავლენის   შედეგები   აისახება   იმ   პერიოდებში, როდესაც  აღნიშნული  შედეგები  დაფიქსირდა,  თუნდაც  სხვა  პერიოდში  მოხდეს  შესაბამისი ფულადი    სახსრების    მიღება    და    გადახდა.    ეს    მნიშვნელოვანია,    რადგან    ინფორმაცია ანგარიშვალდებული   საწარმოს   ეკონომიკური   რესურსებისა   და   მის   მიმართ   არსებული მოთხოვნების  და  ამ  ეკონომიკურ  რესურსებსა  და  მოთხოვნებში  პერიოდის  განმავლობაში მომხდარი   ცვლილებების   შესახებ   საუკეთესო   ბაზაა   საწარმოს   წარსული   და   მომავალი საქმიანობის   შედეგების   შესაფასებლად,   ვიდრე   ინფორმაცია,   რომელიც   ეხება   მხოლოდ პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებულ და გადახდილ ფულად სახსრებს.
მ18.       ინფორმაცია,  ანგარიშვალდებული  საწარმოს  კონკრეტული  პერიოდის  საქმიანობის  ფინანსუ- რი  შედეგების  შესახებ,  რომელიც  ასახავს  მის  ეკონომიკურ  რესურსებსა  და  მოთხოვნებში მომხდარ    ისეთ    ცვლილებებს,    რაც    არ    გამოუწვევია    უშუალოდ    ინვესტორებისა    და კრედიტორების  მხრიდან  დამატებითი  რესურსების  მიღებას  (იხ.  მ21  პუნქტი),  სასარგებლო ინფორმაციაა    საწარმოს    წარსული    და    მომავალი    შესაძლებლობის         უზრუნველყოს საწარმოში  წმინდა  ფულადი  სახსრების  შემოსვლა     შესაფასებლად.  ეს  ინფორმაცია  იმაზე მიუთითებს,     რამდენად     გაიზარდა     ანგარიშვალდებული     საწარმოს     განკარგულებაში არსებული  ეკონომიკური  რესურსები  და,  შესაბამისად,  მისი  შესაძლებლობა,  უზრუნველყოს საწარმოში  წმინდა  ფულადი  სახსრების  შემოსვლა  თავისი  საქმიანობიდან  და  არა  უშუალოდ ინვესტორებისა და კრედიტორებისგან დამატებითი რესურსების მოპოვებით.
მ19.       ინფორმაცია,  ანგარიშვალდებული  საწარმოს  კონკრეტული  პერიოდის  საქმიანობის  ფინანსუ- რი   შედეგების   შესახებ,   შეიძლება   იმაზეც   მიუთითებდეს,   რა   გავლენა   იქონია   საწარმოს ეკონომიკური    რესურსებისა    და    მის    მიმართ    არსებული    მოთხოვნების    გაზრდაზე    ან შემცირებაზე    ისეთმა    მოვლენებმა,    როგორიცაა    საბაზრო    ფასების,    ან    საპროცენტო განაკვეთების  ცვლილება  და,  აქედან  გამომდინარე,  რა  გავლენა  მოახდინეს  ამ  მოვლენებმა მის შესაძლებლობაზე   უზრუნველყოს საწარმოში წმინდა ფულადი სახსრების შემოსვლა.
ფინანსური შედეგები, რომელიც ასახულია გასული პერიოდის ფულად ნაკადებში
მ20.      ინფორმაცია,  ანგარიშვალდებული  საწარმოს  კონკრეტული  პერიოდის  ფულადი  ნაკადების შესახებ,    მომხმარებლებს    ასევე    ეხმარება    საწარმოს    მომავალი    შესაძლებლობის      უზრუნველყოს   საწარმოში   წმინდა   ფულადი   სახსრების   შემოსვლა       შეფასებაშიც.   ეს ინფორმაცია   იმაზე   მიუთითებს,   როგორ   მოიპოვებს   და   ხარჯავს   ანგარიშვალდებული საწარმო  ფულად  სახსრებს,  მათ  შორის,  გვაწვდის  ინფორმაციას  მისი  ნასესხები  სახსრებისა და    დავალიანების    დაფარვის    მდგომარეობის,    ინვესტორებზე    გაცემული    ფულადი    დი- ვიდენდებისა და  სხვა სახის განაწილებების და ასევე სხვა ფაქტორების  შესახებ, რომლებსაც შეუძლია  გავლენის  მოხდენა  საწარმოს  ლიკვიდობასა  თუ  გადახდისუნარიანობაზე.  ფულადი ნაკადების     შესახებ     ინფორმაცია     მომხმარებლებს     ეხმარება,     წარმოდგენა     შეიქმნან ანგარიშვალდებული    საწარმოს    მიერ    განხორციელებულ    ოპერაციებზე,   შეაფასონ   მისი საფინანსო   და   საინვესტიციო  საქმიანობა,  ლიკვიდობა   თუ  გადახდისუნარიანობა   და  სხვა ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის ფინანსური შედეგების შესახებ.
ეკონომიკური რესურსებისა და მოთხოვნების ცვლილებები, რომლებიც გამოწვეული არ არის ფინანსური შედეგებით
მ21.      ანგარიშვალდებული   საწარმოს   ეკონომიკური   რესურსებისა   და   მის   მიმართ   არსებული მოთხოვნების  ცვლილება,  მისი  საქმიანობის  ფინანსური  შედეგების  გარდა,  შეიძლება  სხვა მიზეზებმაც    გამოიწვიოს,    როგორიცაა,    მაგალითად    საკუთარი    კაპიტალის    დამატებითი აქციების  გამოშვება.  ამ  ტიპის  ცვლილების  შესახებ  ინფორმაციის  მიწოდება  მომხმარებლე- ბისთვის   აუცილებელია,   რათა   მათ   სრულყოფილი   წარმოდგენა   შეიქმნან   იმის   შესახებ, რატომ  შეიცვალა  ანგარიშვალდებული  საწარმოს  ეკონომიკური  რესურსები  და  მის  მიმართ არსებული  მოთხოვნები  და  რა  გავლენას  იქონიებს  ეს  ცვლილებები  საწარმოს  მომავალი საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე.
 



მე-2  თავი:  ანგარიშვალდებული  საწარმფტ
[დაემატება]
 


შინაარსი პუნქტიდან
მე-3  თავი:  სასარგებლფტ  ფინანსური  ინფფტრმაციის ხარისხფტბრივი  მახასიათებლები
შესავალი ხმ1
სასარგებლფტ  ფინანსური  ინფფტრმაციის  ხარისხფტბრივი მახასიათებლები ხმ4
ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლები ხმ5
შესაბამისობა ხმ6
სამართლიანი წარდგენა ხმ12
ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლების გამოყენება ხმ17
ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც ამაღლებს ინფორმაციის სარგებლიანობას ხმ19
შესადარისობა ხმ20
შემოწმების შესაძლებლობა ხმ26
დროულობა ხმ29
აღქმადობა ხმ30
იმ ხარისხობრივი მახასიათებლების გამოყენება, რომლებიც ამაღლებს ინფორმაციის სარგებლიანობას ხმ33
შეზღუდვა,  რფტმელიც  დაკავშირებულია  სასარგებლფტ  ფინანსური ინფფტრმაციის  წარდგენის  დანახარჯებთან ხმ35
 

მე-3 თავი: სასარგებლო ფინანსური ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები


შესავალი

ხმ1.      სასარგებლო     ფინანსური     ინფორმაციის     ხარისხობრივი     მახასიათებლები,     რომლებიც წინამდებარე    თავშია    განხილული,    ადგენს    ინფორმაციის    ისეთ    სახეებს,    რომელიც, სავარაუდოდ,  ყველაზე  მეტად  სასარგებლოა  არსებული  და  პოტენციური  ინვესტორებისთვის, გამსესხებლებისა   და   სხვა   კრედიტორებისთვის,   ანგარიშვალდებული   საწარმოს   შესახებ გადაწყვეტილებების   მისაღებად   მათ   ფინანსურ   ანგარიშში   წარმოდგენილი   ინფორმაციის (ფინანსური ინფორმაციის) საფუძველზე.
ხმ2.      ფინანსური  ანგარიშები  შეიცავს  ინფორმაციას  ანგარიშვალდებული  საწარმოს  ეკონომიკური რესურსების,    მის    მიმართ    არსებული    მოთხოვნებისა    და    ისეთი    ოპერაციების,    სხვა მოვლენებისა    და    პირობების    გავლენის    შედეგების    შესახებ,    რომლებიც    იწვევს    ამ რესურსებისა  და  მოთხოვნების  ცვლილებას  (კონცეპტუალურ  საფუძვლებში  ეს  ინფორმაცია მოიხსენიება,   როგორც   ინფორმაცია   ეკონომიკური   მოვლენების   შესახებ).   გარდა   ამისა, ზოგიერთი     ფინანსური     ანგარიში     მოიცავს    ახსნა-განმარტებით    მასალასაც    ანგარიშ- ვალდებული  საწარმოს  ხელმძღვანელობის   მოლოდინებისა  და  სტრატეგიების   შესახებ  და სხვა ტიპის საპროგნოზო ინფორმაციას.
ხმ3.      სასარგებლო   ფინანსური   ინფორმაციის   ხარისხობრივი   მახასიათებლები3   ეხება   როგორც ფინანსურ   ანგარიშგებაში   წარმოდგენილ   ფინანსურ   ინფორმაციას,   ასევე   სხვა   ფორმით წარმოდგენილ  ინფორმაციასაც.  ზემოაღნიშნულ  ინფორმაციასთან  ანალოგიურად  დაკავში- რებულია    დანახარჯებიც,    რაც    სასარგებლო    ფინანსური    ინფორმაციის    მიწოდებასთან დაკავშირებით  ანგარიშვალდებული  საწარმოს  შესაძლებლობის  მნიშვნელოვან  შეზღუდვას წარმოადგენს.      თუმცა,      სხვადასხვა      ტიპის      ინფორმაციის      მიმართ      ხარისხობრივი მახასიათებლებისა      და      დანახარჯებთან      დაკავშირებული      შეზღუდვების      გამოყენე- ბის/გათვალისწინების    ასპექტები    შეიძლება    განსხვავებული    იყოს.    მაგალითად,    მათი გათვალისწინება    საპროგნოზო    ინფორმაციასთან    მიმართ    შეიძლება    განსხვავდებოდეს არსებული   ეკონომიკური   რესურსებისა   და   მოთხოვნების   და   ასევე   ამ   რესურსებსა   და მოთხოვნებში მომხდარ ცვლილებებთან მიმართებით გამოყენებისგან.

სასარგებლო ფინანსური ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები

ხმ4.      იმისთვის,  რომ  ფინანსური  ინფორმაცია  სასარგებლო  იყოს,  ის  უნდა  იყოს  შესაბამისი  და სამართლიანად  წარმოაჩენდეს  იმას,  რისი  ასახვისთვისაც  არის  განკუთვნილი.  ფინანსური ინფორმაციის  სარგებლიანობა  უფრო  მაღლდება,  თუ  ის  შესადარისია,  შესაძლებელია  მისი შემოწმება, დროულია და აღქმადი.
ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლები
ხმ5. ფინანსური   ინფორმაციის   ძირითადი   ხარისხობრივი   მახასიათებლებია   შესაბამისობა   და
სამართლიანი წარდგენა.
შესაბამისობა
ხმ6.      შესაბამის   ფინანსურ   ინფორმაციას   შეუძლია   გავლენის   მოხდენა   მომხმარებლების   მიერ მიღებულ    გადაწყვეტილებებზე.    ინფორმაციას    იმ    შემთხვევაშიც    შეუძლია    ზემოქმედება მომხმარებლების  გადაწყვეტილებაზე,  თუ  ზოგიერთი  მათგანი  გადაწყვეტს,  არ  გამოიყენოს ის, ან ეს ინფორმაცია უკვე ცნობილია მისთვის სხვა წყაროებიდან.

3.    კონცეპტუალურ   საფუძვლებში   ტერმინები   ხარისხობრივი   მახასიათებლები   და   შეზღუდვა   ეხება   სასარგებლო ფინანსური    ინფორმაციის    ხარისხობრივ    მახასიათებლებსა    და    სასარგებლო    ფინანსურ    ინფორმაციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
 

ხმ7.      შესაბამის   ფინანსურ   ინფორმაციას   მაშინ   შეუძლია   გავლენის   მოხდენა   მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე, თუ მას გააჩნია საპროგნოზო ან დამადასტურებელი თვისება, ან ორივე ერთად.
ხმ8.      ფინანსურ  ინფორმაციას  გააჩნია  საპროგნოზო  თვისება  (ღირებულება),  თუ  მისი  გამოყენება შესაძლებელია   ამოსავალ   ბაზად   იმ   პროცესებში,   რომლებსაც   მომხმარებლები   იყენებენ მომავალი  შედეგების პროგნოზირებისთვის.  იმისათვის, რომ ინფორმაციას ჰქონდეს საპროგნო- ზო ღირებულება, აუცილებელი არაა, რომ თვითონ ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი პროგნოზის ფორმით.   ფინანსურ   ინფორმაციას,   რომელსაც   საპროგნოზო   თვისება   გააჩნია,   მომხმა- რებლები იყენებენ საკუთარი პროგნოზების გამოსათვლელად.
ხმ9.      ფინანსურ  ინფორმაციას  გააჩნია  შესადარისობის  თვისება,  თუ  ის  უზრუნველყოფს  მტკიცებუ- ლებებს (ადასტურებს ან ცვლის) ადრე გაკეთებულ შეფასებებზე.
ხმ10.     ფინანსური   ინფორმაციის   საპროგნოზო   და   დამადასტურებელი   თვისებები   ერთმანეთთან არის   დაკავშირებული.   ინფორმაციას,   რომელსაც   გააჩნია   საპროგნოზო   თვისება,   ხშირად გააჩნია   ასევე   დამადასტურებელი   თვისებაც.   მაგალითად,   ინფორმაცია   მიმდინარე   წლის ამონაგების  შესახებ,  რომლის  გამოყენებაც  შესაძლებელია  მომავალი  წლების  ამონაგების პროგნოზირების   საფუძვლად,   შეიძლება   ასევე   შევუდაროთ   მიმდინარე   წლის   ამონაგების პროგნოზს,  რაც  გამოთვლილი  იყო  წინა  წლებში.  ამგვარი  შედარების  შედეგები  მომხმა- რებელს   ეხმარება  იმ  პროცესების/მეთოდების   შეცვლასა   და  გაუმჯობესებაში,  რომლებიც წინა პერიოდებში გამოიყენა პროგნოზების გამოსათვლელად.
არსებითობა
ხმ11.     ინფორმაცია  არსებითია,  თუ  მისი  გამოტოვება  ან  დამახინჯება  გავლენას  მოახდენს  მომხმა- რებლების    გადაწყვეტილებებზე,    რომლებსაც    იღებენ    კონკრეტული    ანგარიშვალდებული საწარმოს  ფინანსური  ინფორმაციის  საფუძველზე.  სხვა  სიტყვებით,  არსებითობა  ამა  თუ  იმ საწარმოსთვის   დამახასიათებელი   სპეციფიკური   ასპექტია,   რომელიც   გამომდინარეობს   იმ ელემენტების  ხასიათიდან,  ან  სიდიდიდან  (ან  ორივე  აღნიშნული  ფაქტორიდან),  რომელსაც ეხება  მოცემული  ინფორმაცია,  კონკრეტული  საწარმოს  ფინანსური  ანგარიშის  კონტექსტში. მაშასადამე,  საბჭოს  არ  შეუძლია,  არსებითობისთვის  დაადგინოს  ერთიანი  რაოდენობრივი ზღვარი,  ან  წინასწარ  განსაზღვროს,  რა  შეიძლება  იყოს  არსებითი  რომელიმე  კონკრეტულ სიტუაციაში.
სამართლიანი წარდგენა
ხმ12.     ფინანსური    ანგარიშები,    ეკონომიკური    მოვლენების    შესახებ,    წარმოდგენას    გვიქმნის სიტყვებისა  და  ციფრების  მეშვეობით.  ფინანსური  ინფორმაცია  სასარგებლო  რომ  იყოს,  ის არა  მარტო  შესაბამისი  ეკონომიკური  მოვლენების  შესახებ  უნდა  გვიქმნიდეს  წარმოდგენას, არამედ  ასევე  სამართლიანად  უნდა  წარმოაჩენდეს  იმ  მოვლენებს,  რომლის  ასახვისთვისაც არის განკუთვნილი. იმისთვის, რომ ინფორმაცია იდეალური იყოს მოვლენების სამართლიანი ასახვის  თვალსაზრისით, მას  უნდა  გააჩნდეს  სამი მახასიათებელი:  უნდა იყოს  სრულყოფილი, ნეიტრალური  და  არ  უნდა  შეიცავდეს  შეცდომებს.  ცხადია,  იდეალურობის  მიღწევა  იშვიათად არის    შესაძლებელი,    თუკი    ეს    საერთოდ    შესაძლებელია.    ფასს-ების    მომზადებასთან დაკავშირებით   საბჭოს   მიზანი   იმაში   მდგომარეობს,   რომ,   შეძლებისდაგავარად,   მაქსი- მალურად აამაღლოს ინფორმაციის ზემოაღნიშნული თვისებები.
ხმ13.     სრულყოფილი   ასახვა   გულისხმობს   ყველანაირი   ინფორმაციის   მიწოდებას,   ყველა   აუცი- ლებელი აღწერილობისა და განმარტების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მომხმარებელმა   ნათელი   წარმოდგენა   შეიქმნას   იმ   ეკონომიკური   მოვლენების   შესახებ, რომელიც   უნდა   ასახოს   ამ   ინფორმაციამ.   მაგალითად,   ჯგუფის   აქტივების   სრულყოფილი ასახვა,   როგორც   მინიმუმი,   გულისხმობს   ჯგუფის   აქტივების   ხასიათის   აღწერას,   ჯგუფის ყველა   აქტივის   რაოდენობრივად   გამოსახვას,   ასევე   იმის   განმარტებას,   რას   ასახავს მოცემული    ციფრობრივი    მონაცემები    (მაგალითად,    პირვანდელ    ღირებულებას,    კორექ- ტირებულ  ღირებულებას  თუ  რეალურ  ღირებულებას).  გარდა  ამისა,  ზოგიერთი  მუხლისთვის სრულყოფილი  ასახვა  შეიძლება  გულისხმობდეს  ამ  მუხლების  ხასიათსა  და  რაოდენობასთან დაკავშირებული  მნიშვნელოვანი  ფაქტების  განმარტებას,  იმ  ფაქტორებისა  და  გარემოებების
 

ახსნას,  რომლებსაც  შეუძლია  გავლენის  მოხდენა  მათ  რაოდენობასა  და  ხასიათზე  და  ასევე რაოდენობრივი მონაცემების განსაზღვრისთვის გამოყენებული პროცესის აღწერას.
ხმ14.     ნეიტრალური   ასახვა   გულისხმობს   ფინანსური   ინფორმაციის   შერჩევას,   ან   წარმოდგენას მიუკერძოებლად.   ნეიტრალური   ასახვა   არ   გულისხმობს   ტენდენციურობას,   ორიენტაციას იმაზე,  რომ  მომხმარებლების  ყურადღება  მიმართოს  რომელიმე  მიმართულებით,  წინასწარ- გამიზნულად რაიმეზე გაამახვილოს, ან პირიქით შეასუსტოს მათი ყურადღება, ან რაიმე სხვა გზით   მოახდინოს   ზემოქმედება   მომხმარებლის   მოსაზრებებზე,   რათა   გაიზარდოს   იმის ალბათობა,   რომ   ფინანსურ   ინფორმაციას   მომხმარებლები   მიიჩნევენ   ხელსაყრელად   ან არახელსაყრელად.  ნეიტრალური  ინფორმაცია  არ  აღნიშნავს  ისეთ  ინფორმაციას,  რომელსაც არ   გააჩნია   არანაირი   მიზანი,   ან   არანაირ   ზეგავლენას   არ   ახდენს   მომხმარებლების ქცევებზე.   პირიქით,   შესაბამის   ინფორმაციას,   განმარტების   თანახმად,   შეუძლია   გავლენის მოხდენა მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე, მათი შეცვლა.
ხმ15.     სამართლიანი წარდგენა არ ნიშნავს სიზუსტეს ყველა ასპექტში. შეცდომების არარსებობა არ ნიშნავს  იმას,  რომ  ეკონომიკური  მოვლენების  აღწერაში  საერთოდ  არ  იარსებებს  შეცდომა, ან  არაფერი  იქნება  გამოტოვებული,  ან  წარმოდგენილი  ინფორმაციის  მისაღებად  პროცესი უშეცდომოდ იყო შერჩეული და გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, შეცდომების არარსებობა არ     ნიშნავს     აბსოლუტურ     სიზუსტეს     ყველა     ასპექტში.     მაგალითად,     შეუძლებელია არადაკვირვებადი (არაემპირიული) ფასის ან ღირებულების შეფასების მიკუთვნება ზუსტი, ან არაზუსტი   ინფორმაციის   კატეგორიებზე.   თუმცა,   ამგვარი   შეფასების   წარდგენა   შეიძლება სამართლიანი   იყოს,   თუ   თანხა   ზუსტად   და   ნათლად   იქნება   დახასიათებული,   როგორც შეფასებითი   მნიშვნელობა,   ახსნილი   იქნება   შეფასების   პროცესის   ხასიათი   და   მისთვის დამახასიათებელი   შეზღუდვები   და   შეცდომები   დაშვებული   არ   იყო   შეფასებითი   მნიშვნე- ლობის დასადგენად სათანადო პროცესის შერჩევასა და გამოყენებაში.
ხმ16.     სამართლიანი    წარდგენა,    თავისთავად,    ყოველთვის    არ    უზრუნველყოფს    ინფორმაციის სარგებლიანობას.   მაგალითად,   ანგარიშვალდებულმა   საწარმომ   ძირითადი   საშუალებები შეიძლება  მიიღოს  სახელმწიფო  გრანტის  მეშვეობით.  ცხადია,  ანგარიშგებაში  იმის  ჩვენება, რომ   საწარმომ   აქტივი   უსასყიდლოდ   (ნულოვანი   ღირებულებით)   მიიღო,   უზრუნველყოფს მისი  თვითღირებულების  სამართლიანად  წარდგენას,  მაგრამ  ეს  ინფორმაცია,  სავარაუდოდ, არ   იქნება   ძალიან   სასარგებლო.   შედარებით   უფრო   რთულ   მაგალითად   გამოდგება   იმ თანხის შეფასება, რომლითაც უნდა გაკორექტირდეს აქტივის საბალანსო ღირებულება, რათა აისახოს    აქტივის    ღირებულების    გაუფასურება.    ამგვარი    შეფასება    შეიძლება    უზრუნ- ველყოფდეს  სამართლიან  წარდგენას  იმ  შემთხვევაში,  თუ  ანგარიშვალდებულმა  საწარმომ აქტივის  გაუფასურების  შესაფასებლად  სათანადოდ  გამოიყენა  შესაბამისი  პროცესი,  სწორად დაახასიათა    მოცემული    შეფასებითი    მნიშვნელობა    და    განმარტა    ყველანაირი    განუ- საზღვრელობა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ შეფასებაზე. თუმცა, თუ ამგვარ შეფასებასთან   დაკავშირებული   განუსაზღვრელობა   ძალიან   მაღალია,   ამგვარი   შეფასება, მაინცდამაინც,   სასარგებლო   ინფორმაცია   არ   იქნება.   სხვა   სიტყვებით,   ამ   შემთხვევაში, აქტივის შესახებ სამართლიანად წარმოდგენილი ინფორმაციის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს. თუ  არ  არსებობს  უფრო  სამართლიანი  წარდგენის  სხვა  საშუალება,  მაშინ  ზემოაღნიშნული შეფასებითი მნიშვნელობა შეიძლება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაცია იყოს.
ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლების გამოყენება
ხმ17.     იმისთვის,   რომ   სასარგებლო   იყოს,   ინფორმაცია   უნდა   იყოს   როგორც   შესაბამისი,   ასევე სამართლიანად    წარმოდგენილი.    მომხმარებლებს    გადაწყვეტილებების    მიღებაში    ვერ დაეხმარება   ვერც   სამართლიანად   წარდგენილი   ინფორმაცია   შეუსაბამო      ეკონომიკური მოვლენების   შესახებ   და   ვერც   არსამართლიანად   წარდგენილი   ინფორმაცია   შესაბამისი ეკონომიკური მოვლენების შესახებ.
ხმ18.     ინფორმაციის   მიმართ   ძირითადი   ხარისხობრივი   მახასიათებლების   გამოყენების/გათვა- ლისწინების  ყველაზე  რაციონალური  და  ეფექტიანი  პროცესი,  როგორც  წესი,  შემდეგნაირად გამოიყურება   (ამასთან,   გასათვალისწინებელია   ასევე   სხვა   მახასიათებლების   გავლენაც, რომლებიც ამაღლებს   ინფორმაციის სარგებლიანობას და სასარგებლო ინფორმაციის მომზა- დების  დანახარჯებთან  დაკავშირებული  შეზღუდვები,  რაც  მხედველობაში  არ  მიიღება  ამ მაგალითში).   პირველი,  დადგინდება   ისეთი   ეკონომიკური   მოვლენები,   რომლებიც   პოტენ-
 

ციურად  შეიძლება  სასარგებლო  იყოს  ანგარიშვალდებული  საწარმოს  ფინანსური  ინფორ- მაციის  მომხმარებლებისთვის.  მეორე,  განისაზღვრება,  ამ  ეკონომიკური  მოვლენის  შესახებ რა  სახის  ინფორმაცია  იქნებოდა  ყველაზე  შესაბამისი,  თუ  ის  იარსებებდა  და  შესაძლებელი იქნებოდა   მისი   სამართლიანი   წარდგენა.   მესამე,   დადგინდება,   არსებობს   თუ   არა   ეს ინფორმაცია  და  შესაძლებელია  თუ  არა  მისი  სამართლიანად  წარდგენა.  თუ  ასეა,  ამ  ეტაპზე დასრულდება   ძირითად   ხარისხობრივ   მახასიათებლებთან   ინფორმაციის   შესაბამისობის უზრუნველყოფის   პროცესი.   წინააღმდეგ   შემთხვევაში,   პროცესი   გამეორდება   სხვა   ტიპის, უფრო შესაბამის ინფორმაციასთან მიმართებით

ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც ამაღლებს ინფორმაციის სარგებლიანობას
ხმ19.     შესადარისობა,   შემოწმებადობა,   დროულობა   და   აღქმადობა   ის   ხარისხობრივი   მახასი- ათებლებია,  რომლებიც  ამაღლებს  შესაბამისი  და  სამართლიანად  წარმოდგენილი  ინფორ- მაციის   სარგებლიანობას.   გარდა   ამისა,   ზემოაღნიშნული   ხარისხობრივი   მახასიათებლები იმის  დადგენაშიც  გვეხმარება,  ორი  მეთოდიდან  რომელი  უნდან  გამოვიყენოთ  ამა  თუ  იმ ეკონომიკური   მოვლენის   ასახვისთვის,   თუ   მიიჩნევა,   რომ   ორივე   მეთოდი   ერთნაირად შესაბამისია და უზრუნველყოფს სამართლიან წარდგენას.
შესადარისობა
ხმ20.    მომხმარებლების   მიერ   გადაწყვეტილებების   მიღების   პროცესი   მოიცავს   ალტერნატიულ ვარიანტებს   შორის   არჩევანის   გაკეთებას,   მაგალითად:   ინვესტიცია   უნდა   გაყიდოს,   თუ შეინარჩუნოს,   ან   ინვესტიცია   რომელიმე   ერთ   ანგარიშვალდებულ   საწარმოში   განახო- რციელოს,  თუ  სხვაში.  აქედან  გამომდინარე,  ინფორმაცია  ანგარიშვალდებული  საწარმოს შესახებ  უფრო  სასარგებლოა,  თუ  შესაძლებელია  მისი  შედარება  სხვა  საწარმოთა  შესახებ არსებულ  ანალოგიურ  ინფორმაციასთან  და  იმავე  საწარმოს  სხვა  პერიოდის,  ან  თარიღის ანალოგიურ ინფორმაციასთან.
ხმ21.     შესადარისობა   ინფორმაციის   ისეთი   ხარისხობრივი   მახასიათებელია,   რომელიც   მომხმა- რებლებს  განსახილველ  ელემენტებს  შორის  მსგავსებისა  და  განსხვავების  დადგენისა  და გააზრების  საშუალებას  აძლევს.  სხვა  ხარისხობრივი  მახასიათებლებისაგან  განსხვავებით, შესადარისობის   ცნება   დაკავშირებული   არ   არის   რომელიმე   ერთ   ელემენტთან.   შედარე- ბისთვის საჭიროა სულ მცირე ორი მუხლი.
ხმ22.    მართალია,    ცნება    უცვლელობა    დაკავშირებულია    შესადარისობასთან,    მაგრამ    ისინი სხვადასხვა  ცნებებია.  უცვლელობა  გულისხმობს  ერთი  და  იმავე  მუხლების  მიმართ  ერთი  და იმავე  მეთოდების  გამოყენებას,  ან  ერთი  ანგარიშვალდებული  საწარმოს  მიერ  სხვადასხვა პერიოდში,    ან    ერთსა    და    იმავე    პერიოდში,    მაგრამ    სხვადასხვა    საწარმოს    მიერ. შესადარისობა მიზანია, უცვლელობა ხელს უწყობს ამ მიზნის მიღწევას.
ხმ23.    შესადარისობა  არ  არის  ერთგვაროვნება.  იმისათვის,  რომ  ინფორმაცია  შესადარისი  იყოს, მსგავსი   საგნები   ერთნაირად   უნდა   გამოიყურებოდეს,   ხოლო   განსხვავებული   საგნები     განსხვავებულად.   ფინანსური   ინფორმაციის   შესადარისობა   არ   ამაღლდება,   თუ   განსხვა- ვებული   საგნები   წარმოდგენილი   იქნება   მსგავსად,   ან   პირიქით,   თუ   მსგავსი   საგნები წარმოდგენილი იქნება, როგორც განსხვავებული.
ხმ24.    სავარაუდოდ,   შესადარისობის   გარკვეული   დონის   მიღწევა   შესაძლებელია   ინფორმაციის ხარისხობრივ   მახასიათებლებთან   შესაბამისობის   უზრუნველყოფით.   შესაბამისი   ეკონო- მიკური   მოვლენების   სამართლიანი   წარდგენა   ბუნებრივად   უნდა   გულისხმობდეს   შესადა- რისობის    გარკვეულ    ხარისხსაც,    სხვა     ანგარიშვალდებული     საწარმოს     ანალოგიური ეკონომიკური მოვლენების სამართლიან წარდგენასთან.
ხმ25.    მართალია,    ერთი    ეკონომიკური    მოვლენის    სამართლიანად    წარდგენა    შესაძლებელია რამდენიმე  მეთოდით,  მაგრამ  ინფორმაციის  შესადარისობის  ხარისხი  მცირდება,  როდესაც ერთი   და   იმავე   ეკონომიკური   მოვლენისთვის   ნებადართულია   ბუღალტრული   აღრიცხვის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
 

შემოწმებადობა
ხმ26.    ინფორმაციის  შემოწმების  შესაძლებლობის  თვისება  მომხმარებელს  ეხმარება   დარწმუნდეს იმაში,   რომ   ინფორმაცია   სამართლიანად   ასახავს   იმ   ეკონომიკურ   მოვლენას,   რომლის ასახვისთვისაც    არის    განკუთვნილი.    შემოწმებადობა    იმას    ნიშნავს,    რომ    სხვადასხვა ინფორმირებული   და   დამოუკიდებელი   დამკვირვებელი   შეძლებს   ერთი   და   იმავე   აზრის გამოტანას,   თუმცა   აუცილებელია   არ   არის,   რომ   სრულ   თანხმობას   მიაღწიონ   იმასთან დაკავშირებით,  რომ  გარკვეული  მოვლენა  სამართლიანად  არის  წარდგენილი.  იმისათვის, რომ ინფორმაციას  გააჩნდეს შემოწმების  შესაძლებლობის  თვისება, სავალდებულო არ არის, რაოდენობრივი   ინფორმაცია   ასახავდეს   ერთადერთ   შესაძლო   შეფასებით   მნიშვნელობას. შემოწმებას  შეიძლება  დაექვემდებაროს  შესაძლო  მნიშვნელობების  გარკვეული  დიაპაზონი (მწკრივი) და მასთან დაკავშირებული ალბათობებიც.
ხმ27.    შემოწმებადობა  შეიძლება  იყოს  პირდაპირი,  ან  არაპირდაპირი.  პირდაპირი  შემოწმებადობა იმას  ნიშნავს, რომ  რიცხობრივი  მონაცემის,  ან  სხვა  ინფორმაციის  შემოწმება  შესაძლებელია უშუალო  დაკვირვების  გზით,  მაგალითად  თანხის  დამტკიცება  ფულადი  სახსრების  დათვლით. არაპირდაპირი  შემოწმებადობა  ნიშნავს  მოდელის  ამოსავალი  მონაცემების,  ფორმულებისა და  მოდელის  სხვა  შემადგენელი  ელემენტების  შემოწმებას  და  მიღებული  შედეგების  იმავე მეთოდიკით   ხელახლა   დამოუკიდებლად   დათვლას.   ამის   მაგალითია   სასქონლო-მატერი- ალური   ფასეულობების   საბალანსო   ღირებულების   შემოწმება   ამოსავალი   მონაცემების (რაოდენობებისა  და  ღირებულებების)  შემოწმებით  და  მარაგის  საბოლოო  ნაშთის  ხელახლა დათვლა  ღირებულებების  მოძრაობის  შესახებ  იმავე  დაშვების  გამოყენებით  (მაგალითად,
`პირველი შემოსავალში, პირველი გასავალში~ (ფიფო)   მეთოდით).
ხმ28.    ზოგიერთი  განმარტებითი  მასალისა  და  საპროგნოზო  ინფორმაციის  შემოწმება  შეიძლება შესაძლებელი   იყოს   მხოლოდ   მომავალ   პერიოდში,   ან   საერთოდ   შეუძლებელი   იყოს. იმისთვის,  რომ  მომხმარებლებმა  შეძლონ  იმის  გადაწყვეტა,  სურთ  თუ  არა  მათ  ამგვარი ინფორმაციის    გამოყენება,    როგორც    წესი,    აუცილებელია    გამოყენებული    ძირითადი დაშვებების   განმარტება   ფინანსურ   ანგარიშგებაში,   მომხმარებლებისთვის   ინფორმაციის მიწოდება  ზემოაღნიშნული  ინფორმაციის  შეგროვების  მეთოდებისა  და  სხვა  ფაქტორებისა თუ გარემოებების შესახებ, რომლებიც ასაბუთებს ამ ინფორმაციას.
დროულობა
ხმ29.    ინფორმაციის  დროულობა  იმას  ნიშნავს,  რომ  გადაწყვეტილებების  მიმღებ  პირებს  ინფორ- მაცია   ხელთ   ჰქონდეთ   იმ   დროს,   როდესაც   მას   შეუძლია   გავლენის   მოხდენა   მათ   მიერ მიღებულ   გადაწყვეტილებებზე.   საზოგადოდ,   რაც   უფრო   ძველია   ინფორმაცია,   მით   უფრო ნაკლებად   სასარგებლოა.   თუმცა,   ზოგიერთი   ინფორმაცია   შეიძლება   დროული   დარჩეს საანგარიშგებო  პერიოდის  დამთავრების  შემდეგ  დიდი  ხნის  განმავლობაში  იმის  გამო,  რომ ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება აინტერესებდეს ტენდენციების დადგენა და შეფასება.
აღქმადობა
ხმ30. კლასიფიცირება,  სისტემატიზაცია  და  ნათლად  და  ლაკონურად  წარმოდგენა  ინფორმაციას
აღქმადს, გასაგებს ხდის.
ხმ31.     ზოგიერთი  ეკონომიკური  მოვლენა,  თავისი  არსით,  რთულია  და  შეუძლებელია  მისი  წარ- მოდგენა  ადვილად  გასაგები  ფორმით.  თუ  ფინანსურ  ანგარიშებში  ამგვარი  ეკონომიკური მოვლენების  შესახებ  ინფორმაცია  არ  აისახება,  ასეთი  ფინანსური  ანგარიშების  ინფორმაცია შეიძლება  უფრო  ადვილად  გასაგები  გახდეს.  თუმცა,  ასეთი  ანგარიშები  არ  იქნება  სრულ- ყოფილი და, მაშასადამე, პოტენციურად შეუძლია მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.
ხმ32.    ფინანსური   ანგარიშები   მზადდება   ისეთი   მომხმარებლებისთვის,   რომლებსაც   გააჩნიათ ბიზნესისა  და  ეკონომიკური  საქმიანობის  შესახებ  საკმარისი  ცოდნა  და  ამ  ინფორმაციას გულდასმით     შეისწავლიან     და     აანალიზებენ.     ზოგჯერ     მცოდნე     და     ყურადღებიან მომხმარებლებსაც    სჭირდებათ    კონსულტანტის    დახმარება,    რათა    გაერკვნენ    რთული ეკონომიკური მოვლენების ამსახველ ინფორმაციაში.
 

იმ ხარისხობრივი მახასიათებლების გამოყენება, რომლებიც ამაღლებს ინფორმაციის სარგებლიანობას
ხმ33.     შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იქნეს  მიღწეული  შესაბამისობა ინფორმაციის ისეთ ხარისხობრივ   მახასიათებლებთან,   რომლებიც   ამაღლებს   ინფორმაციის   სარგებლიანობას. თუმცა,  ზემოაღნიშნული  მახასიათებლები,  ვერც  ინდივიდუალურად  და  ვერც  ერთობლივად ვერ  გახდის  ინფორმაციას  სასარგებლოს,  თუ  ეს  ინფორმაცია  არ  არის  შესაბამისი,  ან  არ არის სამართლიანად წარმოდგენილი.
ხმ34.    ისეთი  ხარისხობრივი  მახასიათებლების  გამოყენება/გათვალისწინება,  რომლებიც  ამაღლებს ინფორმაციის  სარგებლიანობას,  იტერაციული  პროცესია,  რომელიც  არ  ემორჩილება  წინას- წარდადგენილ   მოქმედებებს.     ზოგჯერ,   შეიძლება   აუცილებელი   იყოს   რომელიმე   ხარის- ხობრივი  მახასიათებლის  შემცირება  მეორე  ხარისხობრივი  მახასიათებლის  მაქსიმალურად უზრუნველყოფის   მიზნით.   მაგალითად,   შესადარისობის   ხარისხის   დროებით   შემცირება ფინანსური    ანგარიშგების    ახალი    სტანდარტის    პერსპექტიულად    გამოყენების    შედეგად, შეიძლება  გამართლებული  იყოს  ინფორმაციის  შესაბამისობის,  ან  სამართლიანი  წარდგენის უზრუნველსაყოფად  უფრო  ხანგრძლივ  პერიოდში.  მონაცემთა  შეუსადარისობის  კომპენსაცია შეიძლება    ნაწილობრივ    უზრუნველყოფილ    იქნეს    ფინანსურ    ანგარიშებში    სათანადო განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებით.

შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სასარგებლო ფინანსური
ინფორმაციის წარდგენის დანახარჯებთან

ხმ35.     დანახარჯები   იმ   ინფორმაციასთან   დაკავშირებული   განუყოფელი   შეზღუდვაა,   რომელიც შეიძლება   წარდგენილი  იყოს  ფინანსურ   ანგარიშგებაში.  ფინანსური   ინფორმაციის  მომზა- დებასა  და  წარდგენას  ყოველთვის  ესაჭიროება  გარკვეული  დანახარჯების  გაწევა  და  მნიშ- ვნელოვანია,    რომ    ეს    დანახარჯები    გამართლებული    იყოს,    მოცემული    ინფორმაციის წარდგენით  მიღებული  სარგებლის  თვალსაზრისით.  არსებობს  რამდენიმე  ტიპის  დანახარჯი და სარგებელი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
ხმ36.    პირები,  რომლებიც  ფინანსურ  ინფორმაციას  წარადგენენ,  ყველაზე  მეტ  შრომას  ხარჯავენ ფინანსური   ინფორმაციის   შეგროვებაზე,   დამუშავებაზე,   შემოწმებასა   და   გავრცელებაზე, მაგრამ,  საბოლოო  ჯამში,  ამ  დანახარჯების  მატარებლები  გამოდიან  მომხმარებლები,  რაც გამოიხატება     მათი     ინვესტიციის     უკუგების     შემცირებით.     ანალოგიურად,     ფინანსური ინფორმაციის     მომხმარებლებიც     ეწევიან     დანახარჯებს     მიწოდებული     ინფორმაციის გაანალიზებასა   და   ინტერპრეტაციაზე.   თუ   მომხმარებლებს   აუცილებელი   ინფორმაცია   არ მიეწოდებათ,  მათ  მოუწევთ  დამატებითი  დანახარჯების  გაწევა,  რათა  საჭირო  ინფორმაცია მოიპოვონ რომელიმე სხვა წყაროდან, ან განსაზღვრონ მისი შეფასებითი მნიშვნელობა.
ხმ37.    ისეთი   ფინანსური   ინფორმაციის   მიწოდება,   რომელიც   შესაბამისია   და   სამართლიანად წარმოადგენს   მოვლენებს,   რომლის   ასახვისთვისაც   არის   განკუთვნილი,   მომხმარებლებს ეხმარება,  უფრო  დამაჯერებლად  მიიღონ  გადაწყვეტილებები.  ეს  უზრუნველყოფს  კაპიტალის ბაზრების   უფრო   ეფექტიანად   ფუნქციონირებას   და   კაპიტალის   ღირებულების   შემცირებას მთელი  ეკონომიკის  მასშტაბით.  სარგებელს  იღებენ  ასევე  ინდივიდუალური  ინვესტორები, გამსესხებლები    და    სხვა    კრედიტორებიც,    როდესაც    გადაწყვეტილებებს    იღებენ    დიდი მოცულობის      ინფორმაციაზე      დაყრდნობით.      თუმცა,      შეუძლებელია,      რომ      საერთო დანიშნულების   ფინანსური   ანგარიშები   შეიცავდეს   ყველანაირ   ინფორმაციას,   რომელსაც თითოეული ინდივიდუალური მომხმარებელი შესაფერისად მიიჩნევს.
ხმ38.     დანახარჯებთან   დაკავშირებული   შეზღუდვის   გათვალისწინებისას,   საბჭო   აფასებს,   კონ- კრეტული   ინფორმაციის   წარდგენით   განპირობებული   სარგებელი   ამართლებს   თუ   არა დანახარჯებს,    რომელიც    გაწეულია    ამ    ინფორმაციის    წარდგენისა    და    გამოყენებისას. როდესაც   საბჭო   შეთავაზებულ   ფინანსური   ანგარიშგების   სტანდარტზე   მუშაობისას   ითვა- ლისწინებს   დანახარჯებთან   დაკავშირებულ   შეზღუდვას,   იგი   განსახილველ   სტანდარტთან დაკავშირებული    სარგებლისა    და    დანახარჯების    ხასიათისა    და    მოცულობის    შესახებ მოსაზრებების  გამოსათქმელად  მიმართავს  მათ,  ვინც  წარადგენს  ფინანსურ  ინფორმაციას,
 

მომხმარებლებს, აუდიტორებს, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სხვა პირებს. მეტ წილ   შემთხვევებში,   აღნიშნული   შეფასებები   ეყრდნობა   როგორც   რაოდენობრივ,   ასევე ხარისხობრივ ინფორმაციას.
ხმ39.    სხვადასხვა   პირთა   შეფასებები,   რომელიც   ეხება   ფინანსური   ინფორმაციის   კონკრეტული მუხლების   წარდგენასთან   დაკავშირებულ   დანახარჯებსა   და   სარგებელს,   განსხვავებული იქნება,   ამ   პროცესისთვის   ობიექტურად   დამახასიათებელი   სუბიექტურობის   გამო.   აქედან გამომდინარე,   საბჭო   ცდილობს   დანახარჯებისა   და   სარგებლის   შეფასებას   არა   მარტო ცალკეულ ანგარიშვალდებულ საწარმოსთან, არამედ მთლიანად ფინანსურ ანგარიშგებასთან მიმართებით.    ეს   იმას   არ    ნიშნავს,   რომ    დანახარჯებისა    და    სარგებლის    შეფასებები ყოველთვის   გაამართლებს   ყველა   საწარმოსთვის   ფინანსური   ინფორმაციის   წარდგენის ერთნაირი  მოთხოვნების  შემოღებას.  განსხვავებების  არსებობა  შეიძლება  მისაღები  იყოს საწარმოთა   განსხვავებული   ზომის,   კაპიტალის   მოზიდვის   განსხვავებული   საშუალებების (საჯარო  ბაზრის,  ან  კერძო),  მომხმარებელთა  განსხვავებული  მოთხოვნილებების,  ან  სხვა ფაქტორების გამო.
 


შინაარსი პუნქტიდან
მე-4  თავი:  სტრუქტურული  საფუძვლები  (1989წ.): დარჩენილი  ტექსტი
ძირითადი  დაშვება 4.1
ფუნქციონირებადი საწარმო 4.1
ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტები 4.2
ფინანსური მდგომარეობა 4.4
აქტივები 4.8
ვალდებულებები 4.15
საკუთარი კაპიტალი 4.20
საწარმოს საქმიანობის შედეგები 4.24
შემოსავლები 4.29
ხარჯები 4.33
კაპიტალის შენარჩუნების რეგულირება 4.36
ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტების  აღიარება 4.37
მომავალი ეკონომიკური სარგებლის ალბათობა 4.40
შეფასების საიმედოობა 4.41
აქტივების აღიარება 4.44
ვალდებულებების აღიარება 4.46
შემოსავლების აღიარება 4.47
ხარჯების აღიარება 4.49
ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტების  შეფასება 4.54
კაპიტალისა  და  კაპიტალის  შენარჩუნების  კფტნცეფციები 4.57
კაპიტალის კონცეფციები 4.57
კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციები და მოგების განსაზღვრა 4.59
 

მე-4 თავი: სტრუქტურული საფუძვლები (1989 წ.): დარჩენილი ტექსტი



ფინანსური   ანგარიშგების   მომზადებისა    და   წარდგენის   სტრუქტურული   საფუძვლებიდან
(1989  წ.)  დარჩენილ  ტექსტში  შესწორებები  არ  არის  შეტანილი  ბასს  1-ით     `ფინანსური ანგარიშგების   წარდგენა~   (შესწორებული   2007   წელს)       განპირობებული   ცვლილებების ასახვის მიზნით.
დარჩენილი  ტექსტიც  განახლდება,  როდესაც  საბჭო  განიხილავს  ფინანსური  ანგარიშგების ელემენტებს და მათი შეფასების საფუძვლებს.


ძირითადი დაშვება

ფუნქციონირებადი საწარმო
4.1 ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს, ჩვეულებრივ, იგულისხმება, რომ საწარმო ფუნ- ქციონირებს  და  თავის  საქმიანობას  გააგრძელებს  საპროგნოზო  მომავალშიც.  ე.ი.  იგულის- ხმება,  რომ  საწარმო  არ  აპირებს  და  არ  საჭიროებს  ლიკვიდაციას,  ან  თავისი  საქმიანობის მასშტაბების  საგრძნობლად  შემცირებას.  ხოლო  თუ  ასეთი  განზრახვა  ან  აუცილებლობა  არ- სებობს,  მაშინ  შესაძლოა  საჭირო  გახდეს  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადება  სხვა  საფუძ- ველზე, რომელიც აღწერილი იქნება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები

4.2 ფინანსურ  ანგარიშგებაში  აღწერილია  საანგარიშგებო  პერიოდში  მომხდარი  ყველა  სამეურ- ნეო  ოპერაციისა  და  მოვლენის  ფინანსური  შედეგები,  რომლებიც  დაჯგუფებულია  ფართო კატეგორიებად,     მათი     ეკონომიკური     მახასიათებლების     მიხედვით.     ამგვარ     ფართო კატეგორიებს  უწოდებენ  ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტებს.  ბუღალტრულ  ბალანსში  ეს ელემენტები წარმოდგენილია აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის სახით; ამ  მაჩვენებლების  მიხედვით  ხდება  საწარმოს  ფინანსური  მდგომარეობის  შეფასება.  მოგები- სა   და   ზარალის   ანგარიშგების   ძირითადი   ელემენტებია   შემოსავლები   და   ხარჯები,   რის საფუძველზეც  ფასდება  საწარმოს  საქმიანობის  შედეგები.  საწარმოს  ფინანსური  მდგომარეო- ბის  ცვლილებების  შესახებ  ანგარიშგებაში,  როგორც  წესი,  ასახულია  მოგებისა  და  ზარალის ანგარიშგების     ელემენტები     და     ბალანსის     ელემენტების     ცვლილებები.     შესაბამისად, კონცეპტუალურ საფუძვლებში დახასიათებული არ არის ის ელემენტები, რომლებიც მხოლოდ ამ ანგარიშგებაში აისახება.
4.3 ზემოაღნიშნული  ელემენტების  ასახვა  ბუღალტრულ  ბალანსსა  და  მოგებისა  და  ზარალის ანგარიშგებაში  გულისხმობს  მათი  ქვეჯგუფებად  დაყოფის  პროცესს.  მაგალითად,  აქტივე- ბი  და  ვალდებულებები  შეიძლება  დაჯგუფდეს  საწარმოს  საქმიანობაში  მათი  დანიშნულე- ბის,     ან     ფუნქციების     მიხედვით,     რათა     ფინანსური     ანგარიშგების     ინფორმაცია მაქსიმალურად  სასარგებლო  იყოს  მომხმარებლისათვის,  ეკონომიკური  გადაწყვეტილებე- ბის  მიღების  თვალსაზრისით.
ფინანსური მდგომარეობა
4.4 საწარმოს  ფინანსური  მდგომარეობის  შესაფასებლად,  როგორც  წესი,  გამოიყენება  შემდეგი ელემენტები:  აქტივები,  ვალდებულებები  და  საკუთარი  კაპიტალი.  ისინი  შემდეგნაირად  განი- მარტება:
ა) აქტივი  არის  რესურსი,  რომელსაც  საწარმო  აკონტროლებს  წარსულში  მომხდარი  მოვ- ლენების  შედეგად  და  რის  საფუძველზეც  საწარმო  მომავალში  მოელის  ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
 

ბ) ვალდებულება   საწარმოს   მიმდინარე   პერიოდის   მოვალეობაა,   რომელიც   წარმოიშვა წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და რომლის დაფარვა გამოიწვევს საწარმო- დან რესურსების გასვლას, რომელშიც განივთებულია ეკონომიკური სარგებელი;
გ) საკუთარი  კაპიტალი  არის  საწარმოს  აქტივების  ის  ნაწილი,  რომელიც  რჩება  ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ.
4.5 აქტივებისა  და  ვალდებულებების  განმარტებებში  მხოლოდ  არსებითი  ნიშან-თვისებებია  აღ- წერილი, მაგრამ განსაზღვრული არ არის მათი ბალანსში ასახვის კრიტერიუმები. აქედან გა- მომდინარე,  განმარტების  თანახმად,  აქტივებისა  და  ვალდებულებების  შემადგენლობაში  შე- დის  ისეთი   ელემენტებიც,   რომლებიც  არ   აისახება   ბალანსში,  რადგან   არ   აკმაყოფილებს 4.37 4.53  პუნქტებში  მოცემულ  აღიარების  კრიტერიუმებს.  კერძოდ,  მომავალი  ეკონომიკური სარგებლის საწარმოში შემოსვლის ან საწარმოდან გასვლის ალბათობა უნდა აკმაყოფილებ- დეს  4.38 პუნქტში  მითითებულ კრიტერიუმებს,  ვიდრე  მოხდება  მათი  აღიარება  აქტივებად  და ვალდებულებებად.
4.6 იმისათვის, რომ შევაფასოთ, აკმაყოფილებს თუ არა ესა თუ ის ელემენტი აქტივის, ვალდებულე- ბის ან საკუთარი კაპიტალის განმარტებას, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ეკონომიკურ შინა- არსსა  და  ბუნებას  და  არა  მხოლოდ  სამართლებრივ  ფორმას.  მაგალითად,  ფინანსური  იჯარის ეკონომიკური  შინაარსი  ის  არის,  რომ  მოიჯარე  მომავალში  მიიღებს  ეკონომიკურ  სარგებელს, იჯარით აღებული აქტივის ფუნქციონირების შედეგად მისი სასარგებლო მომსახურების ძირითა- დი  ვადის  განმავლობაში  და  ამისათვის  მეიჯარეს  გადაუხდის  აქტივის  რეალურ  ღირებულებას- თან მიახლოებულ თანხას და შესაბამის ფინანსურ გადასახდელს. ამგვარად, საიჯარო ურთიერ- თობა  წარმოშობს  ისეთ  მუხლებს,  რომლებიც  აკმაყოფილებს  აქტივებისა  და  ვალდებულებების განმარტებას, ამიტომ ასეთივე სახით ხდება მათი ასახვა მოიჯარის ბალანსში.
4.7 დღეისათვის  მოქმედი  ფასს-ების  მოთხოვნების  შესაბამისად  შედგენილი  ბუღალტრული  ბა- ლანსი  შესაძლებელია  მოიცავდეს  ისეთ  მუხლებს,  რომლებიც  არ  აკმაყოფილებს  აქტივის,  ან ვალდებულების    განმარტებას    და    არც    ნაჩვენები    არ    არის    საკუთარი    კაპიტალის შემადგენლობაში.  არსებული  ფასს-ების  სრულყოფასა  და  ახალი  ფასს-ების  შექმნას  საფუძ- ვლად უდევს 4.4 პუნქტში მოცემული განმარტებები.
აქტივები
4.8 აქტივებში  განივთებული  მომავალი  ეკონომიკური  სარგებელი  არის  აქტივის  უნარი,  ხელი შეუწყოს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემოს- ვლას  საწარმოში.  ეს  შეიძლება  იყოს  საწარმოო ხასიათის  უნარი,  რადგან  ის  არის  საოპერა- ციო  საქმიანობის  ნაწილი.  სხვა  შემთხვევაში,  შეიძლება  იყოს  ფულად  სახსრებად  და  მათ  ეკ- ვივალენტებად გარდაქმნის  უნარი, ან იმის  უნარი, შეამციროს  საწარმოდან ფულადი  სახსრე- ბის  გასვლა,  როგორც,  მაგალითად  ალტერნატიული  საწარმოო  პროცესის  შემოღება  ამცი- რებს საწარმოო დანახარჯებს.
4.9 საწარმო,  როგორც  წესი,  მოიხმარს  აქტივებს  იმ  საქონლის  საწარმოებლად  და  მომსახურე- ბის გასაწევად, რომლებიც დააკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებებს. თუ საქონე- ლი    ან    მომსახურება    აკმაყოფილებს    მომხმარებლების    მოთხოვნილებებს,    ისინი    მზად იქნებიან,  გადაიხადონ  ამ  საქონლისა  და  მომსახურების  საფასური  და  ამით  ხელი  შეუწყონ საწარმოში  ფულადი  სახსრების  შემოსვლას.  ფულადი  სახსრები  კი,  როგორც  უნივერსალური საწარმოო რესურსი, თვითონ საწარმოს ემსახურება.
4.10 აქტივებში  განივთებული  მომავალი  ეკონომიკური  სარგებელი  საწარმოში  შემოდის  სხვადას- ხვა გზით. მაგალითად, შეიძლება:
ა) აქტივის  გამოყენება  ცალკე  ან  სხვა  აქტივებთან  ერთად,  საქონლის  წარმოებისა  და  მომ- სახურების გაწევის პროცესში;
ბ) აქტივის გაცვლა სხვა აქტივზე;
გ) აქტივის გამოყენება ვალდებულების დასაფარად;
დ)    აქტივის განაწილება საწარმოს მესაკუთრეებზე.
 

4.11 მრავალ  აქტივს,  მაგალითად  ძირითად  საშუალებებს,  ფიზიკური  ფორმა  გააჩნია,  მაგრამ  აქ- ტივების  ერთადერთი  განმსაზღვრელი  თვისება  ფიზიკური  ფორმა  არ  არის.  ასე,  მაგალითად პატენტს  და  საავტორო  უფლებას  არ  გააჩნია  ფიზიკური  ფორმა,  მაგრამ  მიიჩნევა  აქტივად, თუ  საწარმოს  განკარგულებაში  იმყოფება  და  ივარაუდება,  რომ  მათი  გამოყენება  გამოიწ- ვევს ფულადი სახსრების შემოსვლას საწარმოში.
4.12 ზოგიერთი  აქტივი, მაგალითად მისაღები  თანხები  (დებიტორული  დავალიანებები)  და ქონება დაკავშირებულია  სამართლებრივ  და,  მათ  შორის,  საკუთრების  უფლებებთან.  საწარმოში  აქ- ტივების  არსებობის  განსაზღვრისთვის  საკუთრების  უფლება  არ  არის  მთავარი.  მაგალითად, იჯარით  აღებული  ქონება  მიიჩნევა  აქტივად,  თუ  საწარმო  აკონტროლებს  ეკონომიკურ  სარ- გებელს,  რომლის  მიღებაც  ივარაუდება  ამ  ქონების  გამოყენებით.  თუმცა,  საწარმოს  უნარი, გააკონტროლოს  ეკონომიკური  სარგებელი,  ჩვეულებრივ,  მის  მიერ  სამართლებრივი  უფლე- ბების  განხორციელების  შედეგია.  ესა  თუ  ის  საგანი  შეიძლება  მიჩნეულ  იქნეს  აქტივად  მაში- ნაც  კი,  როდესაც  არ  არსებობს  სამართლებრივი  კონტროლი.  მაგალითად,  ნოუ-ჰაუ,  რომე- ლიც  მიიღება  საცდელ-საკონსტრუქტორო  სამუშაოების  შედეგად,  შეიძლება  აკმაყოფილებდეს აქტივის განმარტებას, თუ ნოუ-ჰაუს საიდუმლოს შენახვის გზით საწარმო აკონტროლებს მის- გან მომავალში მისაღებ სარგებელს.
4.13 საწარმოს  აქტივები  წარმოიქმნება  წარსულში  მომხდარი  სამეურნეო  ოპერაციებისა  და  მოვ- ლენების შედეგად. საწარმო, როგორც წესი, შეიძენს ან თვითონ აწარმოებს აქტივებს, თუმცა შესაძლებელია, რომ აქტივები წარმოიშვას სხვაგვარი ოპერაციების შედეგადაც. მაგალითად, საწარმომ შეიძლება მთავრობისაგან მიიღოს ქონება რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის,  ან  რომელიმე  მინერალური  რესურსების  აღმოჩენის  პროგრამის  თანახმად. მომავალში მოსახდენი სამეურნეო ოპერაციები და მოვლენები თავისთავად არ იწვევს აქტი- ვების  ზრდას: მაგალითად, მომავალში საწარმოს მიერ სასაქონლო-მატერიალური  ფასეულო- ბების შეძენის სურვილი არ აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას.
4.14 დანახარჯების  გაწევასა  და  აქტივების  წარმოშობას  შორის  მჭიდრო  კავშირია,  თუმცა  ეს ორი  მოვლენა  ყოველთვის  არ  ემთხვევა  ერთმანეთს.  მაგალითად,  საწარმოს  მიერ  გაწეული დანახარჯები შეიძლება იმის დასტური იყოს, რომ ივარაუდება ეკონომიკური სარგებლის მი- ღება  მომავალში.  ამასთან,  ეს  იმას  არ  ნიშნავს,  რომ  გაწეული  დანახარჯები  აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას და შესაძლებელია ბალანსში მათი აქტივებად აღიარება. მსგავსად ამი- სა,  დანახარჯების  არარსებობა  ხელს  არ  უშლის  ობიექტის  აქტივად  აღიარებას.  მაგალითად, საწარმოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული ობიექტები აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას.
ვალდებულებები
4.15 ვალდებულების უპირველესი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ საწარმოს გააჩნია მიმდინა- რე  მოვალეობა.  ვალდებულება  არის  საწარმოს  მოვალეობა  ან  პასუხისმგებლობა,  რომლის შესრულება  გარკვეულ  ნორმებს  ექვემდებარება.  ვალდებულებები  შეიძლება  სამართლებრი- ვად  შევიდეს  ძალაში  სავალდებულო  წესით  შესასრულებელი  ხელშეკრულების  ან  საკანონ- მდებლო  მოთხოვნის  ძალით.  ნორმალურია,  მაგალითად,  ვალდებულების  წარმოშობა  საწარ- მოსთვის საქონლის ან მომსახურების მიწოდებისთვის. მოვალეობა წარმოიშობა ყოველდღი- ური  სამეურნეო  საქმიანობის  პირობებში,  აგრეთვე,  თუ საწარმოს  სურს  კარგი  საქმიანი  ურ- თიერთობები  შეინარჩუნოს  დამკვეთთან  ან  სხვა  მომხმარებელთან.  მაგალითად,  თუ  საწარ- მო  გადაწყვეტს,  გამოასწოროს  საგარანტიო  ვადის  შემდეგ  აღმოჩენილი  წუნიც  კი,  მაშინ თანხები,  რომელთა  დახარჯვა  მოსალოდნელია  უკვე  გაყიდულ  საქონელთან  დაკავშირებით, არის ვალდებულებები.
4.16 აუცილებელია  გაიმიჯნოს  მიმდინარე  მოვალეობა  და  მომავალი  ვალდებულება.  საწარმოს ხელმძღვანელობის  მიერ  მიღებული  გადაწყვეტილება  მომავალში  აქტივების  შეძენის  შესა- ხებ,  თავისთავად  არ  წარმოშობს  ვალდებულებას.  როგორც  წესი,  ვალდებულება  წარმოიშო- ბა  მხოლოდ  მაშინ,  როდესაც  აქტივი  მიღებულია  ან,  თუ  საწარმო  დადებს  შეუქცევად  ხელ- შეკრულებას აქტივების შეძენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების შეუქცევადობა ნიშნავს,  რომ  ვალდებულების  შესრულების  უუნარობის  ეკონომიკურმა  შედეგებმა,  მაგალი- თად  დიდი  ოდენობის  ჯარიმების  არსებობამ,  შეიძლება  საწარმოს  არ  მისცეს  რესურსების სხვა მიმართულებით გამოყენების უფლება.
 

4.17 მიმდინარე  ვალდებულების  დაფარვა,  როგორც  წესი,  გულისხმობს  საწარმოდან  ეკონომიკუ- რი  რესურსების  გასვლას,  მევალე  მხარის  ინტერესების  დაკმაყოფილების  მიზნით.  ვალდებუ- ლების დაფარვა ხდება სხვადასხვა გზით, მაგალითად:
ა) ფულის გადახდით;
ბ) სხვა აქტივების გადაცემით;
გ) მომსახურების გაწევით;
დ) ერთი ვალდებულების მეორეთი შეცვლით; ან
ე) ვალდებულების საკუთარ კაპიტალად გადაქცევის გზით.
ვალდებულების  დაფარვა  შესაძლებელია  სხვა  საშუალებითაც,  მაგალითად  კრედიტორის  მი- ერ მისაღებ თანხებზე უარის თქმით ან კრედიტორობის უფლების კონფისკაციით.
4.18 ვალდებულება  წარმოიშობა  გასული  პერიოდის  სამეურნეო  ოპერაციებისა  და  მოვლენების შედეგად. ასე, მაგალითად საქონლის შეძენა ან მომსახურების მიღება წარმოშობს შესაბამის სავაჭრო  ვალდებულებას  (თუკი  გადახდა  არ  ხდება  წინასწარ  ან  მიწოდებისთანავე),  ხოლო ბანკიდან  სესხის  მიღება  წარმოშობს  ამ  სესხის  დაფარვის  ვალდებულებას.  საწარმოს  შეუძ- ლია  ვალდებულების  სახით  ასახოს  მუდმივი  დამკვეთებისთვის  საქონლის  მიწოდებაზე  გათ- ვალისწინებული  მომავალი  ფასდათმობის  თანხები.  ამ  შემთხვევაში,  ვალდებულების  წარმო- შობის მიზეზია წარსულში გაყიდული საქონელი.
4.19 ზოგიერთი ვალდებულების შეფასება მხოლოდ მიახლოებითი მნიშვნელობით შეიძლება. ზოგი საწარმო  ამგვარ  ვალდებულებას  ასახავს  როგორც  ანარიცხებს.  ზოგიერთ  ქვეყანაში  ასეთი ანარიცხები  ვალდებულებად  არ  მიიჩნევა,  ვინაიდან  ვალდებულების  ცნება  ვიწრო  მნიშვნე- ლობითაა  გამოყენებული  და  მოიცავს  მხოლოდ  იმ  თანხებს,  რომელთა  გამოთვლა  შესაძლე- ბელია  შეფასების  გარეშე.  4.4  პუნქტში  მოცემული  ვალდებულების  ცნება  უფრო  ფართო  მიდ- გომას  გულისხმობს.  ამგვარად,  როდესაც  ანარიცხი  გულისხმობს  მიმდინარე  მოვალეობის არსებობას   და   აკმაყოფილებს   ვალდებულების   განმარტების   დანარჩენ   კრიტერიუმებს,   ის მიიჩნევა ვალდებულებად მაშინაც კი, როდესაც მისი ოდენობა მხოლოდ მიახლოებით ფასდე- ბა.  მაგალითად,  ანარიცხები  არსებულ  გარანტიებთან  დაკავშირებული  გასავლებისათვის  და ანარიცხები საპენსიო ვალდებულებათა დასაფარად.
საკუთარი კაპიტალი
4.20 საკუთარი კაპიტალი 4.4 პუნქტში განხილულია როგორც ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილი  აქტივების  ნაწილი.  ბალანსში  იგი  შეძლება   ქვეჯგუფებად  დაიყოს.  მაგალითად, სააქციო  კაპიტალი,  გაუნაწილებელი  მოგება,  გაუნაწილებელი  მოგებიდან  შექმნილი  რეზერ- ვები  და  რეზერვები,  რომლებიც  უზრუნველყოფს  კაპიტალის  შენარჩუნებას,  შეიძლება  აისა- ხოს  ცალ-ცალკე.  ასეთი  კლასიფიკაცია  შეიძლება  სასარგებლო  იყოს  ფინანსური  ანგარიშგე- ბის  მომხმარებლისათვის  ეკონომიკური  გადაწყვეტილების  მისაღებად,  როდესაც  კლასიფიკა- ცია  ასახავს  საწარმოს  მიერ  საკუთარი  კაპიტალის  განაწილების  ან  სხვაგვარი  გამოყენების სამართლებრივ,  ან  სხვა  სახის  შეზღუდვებს.  ამგვარი  სტრუქტურა  შეიძლება  ასევე  ასახავდეს მესაკუთრეთა  განსხვავებულ  უფლებებს,  დივიდენდების  მიღებისა  და  კაპიტალის  ამოღებას- თან მიმართებაში.
4.21 რეზერვების  შექმნა  ზოგჯერ  მოითხოვება  წესდებით  ან  კანონმდებლობით,  მესაკუთრეებისა და  კრედიტორების  ზარალისგან  დამატებითი  დაცვის  მიზნით.  შეიძლება  შეიქმნას  სხვა  რე- ზერვიც,  თუ  ქვეყნის  საგადასახადო  კანონმდებლობა  ათავისუფლებს  საწარმოს  გადასახადი- საგან ან ამცირებს საგადასახადო ვალდებულებას, როდესაც ასეთი რეზერვი იქმნება. ბალან- სში  ამგვარი  სამართლებრივი,  საკანონმდებლო  და  საგადასახადო  რეზერვების  არსებობას შესაძლოა  მნიშვნელობა  ჰქონდეს  მომხმარებლის  მიერ  ეკონომიკური  გადაწყვეტილებების მიღებისთვის.  რეზერვების  შექმნა  უფრო მიღებული  შემოსავლების  შენარჩუნებაა,  ვიდრე  და- ნახარჯების გაწევა.
4.22 საწარმოს ბალანსში ასახული საკუთარი  კაპიტალის  სიდიდე  დამოკიდებულია  აქტივებისა  და ვალდებულებების შეფასებაზე. როგორც წესი, საკუთარი კაპიტალის ჯამური სიდიდე შეიძლე- ბა მხოლოდ შემთხვევით უდრიდეს საწარმოს აქციათა ჯამურ საბაზრო ფასს  ან თანხას, რო-
 

მელიც  შეიძლება  მიღებულ  იქნეს  წმინდა  აქტივების  ცალ-ცალკე,  ან  მთლიანად  საწარმოს, როგორც ფუნქციონირებადი საწარმოს გაყიდვით.
4.23 კომერციული,  სამრეწველო  თუ  სხვა  სახის  სამეწარმეო  საქმიანობა  ძირითადად  ხორციელ- დება  საწარმოთა  შემდეგი  ორგანიზაციულ-სამართლებრივი  ფორმით:  ინდივიდუალური  მე- წარმე, ამხანაგობა, ტრესტი და სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო კომერციული საწარმოები. ამ საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები განსხვავდება კორპორაციული სა- წარმოსგან  (სააქციო  საზოგადოებისგან).  მაგალითად,  მათ  შეიძლება    ნაკლები  შეზღუდვები ჰქონდეთ, ან  საერთოდ არ  ჰქონდეთ  შეზღუდვები, რომლებიც ეხება  საკუთარ  კაპიტალში  შე- მავალი  თანხების  განაწილებას  მესაკუთრეთა  და  სხვა  ბენეფიციარებისათვის.  მიუხედავად ამისა,  კონცეპტუალურ  საფუძვლებში  მოცემული  საკუთარი  კაპიტალის  განმარტება  მისაღე- ბია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის საწარმოსათვის.
საწარმოს საქმიანობის შედეგები
4.24 საწარმოს  საქმიანობის  შედეგების  შესაფასებლად  ხშირად  იყენებენ  მოგების  მაჩვენებელს, აგრეთვე  სხვა  მაჩვენებლებსაც,  როგორიცა,  მაგალითად  ინვესტიციების  უკუგების  მაჩვენებე- ლი  და  ერთ  აქციაზე  მიღებული  შემოსავალი  (მოგება).  მოგება  განისაზღვრება  ორი  ელემენ- ტით:  საერთო  შემოსავლებით  და  საერთო  ხარჯებით.  საწარმოს  მიერ  შემოსავლებისა  და ხარჯების  და,  შესაბამისად,  მოგების  აღიარებისა  და  შეფასების  წესი  ნაწილობრივ  დამოკი- დებულია კაპიტალისა და კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციების გამოყენებაზე, რაც საფუძ- ვლად  უდევს  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებას.  ეს  კონცეფციები  განხილულია  4.57 4.65 პუნქტებში.
4.25 შემოსავლები და ხარჯები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) შემოსავალი  არის  საწარმოს  ეკონომიკური  სარგებლის  ზრდა,  საანგარიშგებო  პერიოდ- ში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით, რაც გამოიხატება საწარმოს საკუთარი  კაპიტალის  გადიდებით,  რომელიც  დაკავშირებული  არაა  მესაკუთრეთა  მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან;
ბ) ხარჯები  არის  საწარმოს  ეკონომიკური  სარგებლის  შემცირება  საანგარიშგებო  პერიო- დის  განმავლობაში  აქტივების  საწარმოდან  გასვლის  ან  ვალდებულებების  ზრდის  საფუძ- ველზე,  რაც  გამოიხატება  საწარმოს  საკუთარი  კაპიტალის  შემცირებით,  რომელიც  და- კავშირებული არაა მესაკუთრეთათვის კაპიტალის განაწილებასთან.
4.26 შემოსავლებისა  და  ხარჯების  განმარტებებში  ყურადღება  გამახვილებულია  მხოლოდ  არსე- ბით  მომენტებზე,  მაგრამ  არაა  განსაზღვრული  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  მათი აღიარების  კრიტერიუმები.  შემოსავლებისა  და  ხარჯების  აღიარების  კრიტერიუმები  განხი- ლულია 4.37 4.53 პუნქტებში.
4.27 შემოსავლებისა  და  ხარჯების  ასახვა  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  სხვადასხვანაი- რად  შეიძლება,  რათა  მომხმარებელი  უზრუნველყოფილ  იქნეს  ეკონომიკური  გადაწყვეტილე- ბების  მისაღებად  აუცილებელი  ინფორმაციით.  მაგალითად,  მიღებული  პრაქტიკის  მიხედვით, ჩვეულებრივი  საქმიანობის  პირობებში  მიღებულ  შემოსავლებსა  და  დანახარჯებს  განასხვა- ვებენ იმ შემოსავლებისა და დანახარჯებისაგან, რომლებიც წარმოიშობა საწარმოსთვის რა- იმე    უჩვეულო    პირობებში.    ამგვარი    გამიჯვნა    ხდება    იმის    საფუძველზე,    ელემენტის წარმოქმნის   წყარო   გამოდგება   თუ   არა   საწარმოს   უნარის       გამოიმუშავოს   ფულადი სახსრები  და  ფულადი  სახსრების  ელემენტები  მომავალში     შესაფასებლად.  შეფასებისას გათვალისწინებულ  უნდა  იქნეს  საწარმოსა  და  მისი  საქმიანობის  თავისებურებები.  მაგალი- თად ის, რაც ერთი  საწარმოსათვის  არის  ჩვეულებრივი  საქმიანობა, მეორისათვის  შეიძლება არაორდინალური მოვლენა იყოს.
4.28 შემოსავლებისა  და  ხარჯების  ელემენტებს  შორის  განსხვავების  დადგენა  და  მათი  სხვადას- ხვა  გზით  დაჯგუფება  საშუალებას  იძლევა,  საწარმოს  საქმიანობის  შედეგები  დავახასიათოთ სხვადასხვა მაჩვენებლის მეშვეობით. ამ მაჩვენებლებს გააჩნიათ განსხვავებული საინფორმა- ციო  დატვირთვა.  მაგალითად,  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  შეიძლება  ნაჩვენები იყოს  მთლიანი  (ბრუტო)  მოგება,  ჩვეულებრივი  საქმიანობიდან  მიღებული  მოგება  დაბეგ- ვრამდე,  ჩვეულებრივი  საქმიანობიდან  მიღებული  მოგება  დაბეგვრის  შემდგომ  და  მოგება  ან ზარალი.
 

შემოსავლები
4.29 შემოსავლების ცნება მოიცავს ამონაგებსა და შემოსულობას. ამონაგები წარმოიშობა საწარ- მოს  ჩვეულებრივი  საქმიანობის  პროცესში  და  ცნობილია  სხვადასხვა  სახელწოდებით:  მაგა- ლითად,  ამონაგები  საქონლის  რეალიზაციიდან;  ამონაგები  მომსახურების  გაწევიდან,  პრო- ცენტი, დივიდენდები, როიალტი და საიჯარო ქირა.
4.30 შემოსულობა  გულისხმობს  სხვა  მუხლებს,  რომლებიც  აკმაყოფილებს  შემოსავლის  განმარტე- ბას  და  შეიძლება  წარმოიშვას  ან  არ  წარმოიშვას  საწარმოს  ჩვეულებრივი  საქმიანობის პროცესში. შემოსულობა გულისხმობს საწარმოს ეკონომიკური სარგებლის გადიდებას და, ამ თვალსაზრისით,  არ  განსხვავდება  ამონაგებიდან.  ამიტომ  წინამდებარე  კონცეპტუალურ  სა- ფუძვლებში შემოსულობები ცალკე არ განიხილება.
4.31 შემოსულობა  შეიძლება  მიღებულ  იქნეს  ძირითადი  აქტივების  გაყიდვის  შედეგად.  შემოსავ- ლების  ცნება  გულისხმობს  არარეალიზებულ  შემოსულობებს,  რომელიც  შესაძლოა  წარმოიშ- ვას  ლიკვიდური  ფასიანი  ქაღალდების  გადაფასებით,  ან  გრძელვადიანი  აქტივების  საბალან- სო  ღირებულების  ზრდით.  თუ  საანგარიშგებო  პერიოდში  შემოსულობები  აღიარდა  მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, საწარმო ვალდებულია ისინი ასახოს ცალკე მუხლად, რათა ფი- ნანსური  ანგარიშგების  მომხმარებლებმა  შეძლონ  ეფექტიანი  ეკონომიკური  გადაწყვეტილე- ბების  მიღება.  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  შემოსულობებს  ხშირად  ასახავენ  მათ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით.
4.32 შემოსავლის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის აქტივის მიღება ან არსებულის გა- უმჯობესება. მაგალითად, ფულადი სახსრები, მოთხოვნები, საქონელი და მომსახურება, რომ- ლებიც  მიიღება  საქონლის  გაცვლისა  და  გაწეული  მომსახურების  შედეგად.  ასევე,  შემოსავა- ლი  შეიძლება  წარმოიშვას  ვალდებულების დაფარვით. მაგალითად, საწარმოს  შეუძლია კრე- დიტორული დავალიანების დასაფარად კრედიტორს მიაწოდოს საქონელი ან მომსახურება.
ხარჯები
4.33 ხარჯების  ცნება  მოიცავს  ზარალს  (დანაკარგებს)  და  ასევე  ხარჯებს,  რომლებიც  წარმოიშო- ბა  საწარმოს  ჩვეულებრივი  საქმიანობის  პროცესში.  საწარმოს  ჩვეულებრივი  საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ხარჯებია, მაგალითად: რეალიზებული საქონლის თვითღირებულე- ბა,  ხელფასები  და  ცვეთა.  როგორც  წესი,  საწარმოს  ჩვეულებრივი  საქმიანობის  პროცესთან დაკავშირებული  ხარჯები  პრაქტიკაში  სხვადასხვა  სახის  აქტივების  (ფულადი  სახსრები  და მათი   ეკვივალენტები,   სასაქონლო-მატერიალური   ფასეულობები,   ძირითადი   საშუალებები) შემცირებით ან საწარმოდან გასვლით გამოიხატება.
4.34 ზარალი  გულისხმობს  სხვა  მუხლებს,  რომლებიც  აკმაყოფილებს  ხარჯების  განმარტებას  და შეიძლება  წარმოიქმნას  ან  არ  წარმოიქმნას  საწარმოს  ჩვეულებრივი  საქმიანობის  პროცეს- ში.  ზარალი  ასახავს  საწარმოდან  ეკონომიკური  სარგებლის  გასვლას  და,  ამდენად,  თავისი ბუნებით  არ  განსხვავდება  სხვა  ხარჯებისგან.  ამიტომ  კონცეპტუალურ  საფუძვლებში  ისინი ცალკე არ განიხილება.
4.35 ზარალი  შეიძლება წარმოიშვას საწარმოს არაორდინარული საქმიანობის პირობებში, რაიმე სტიქიური   უბედურების   ან   კატასტროფის   გამო   (წყალდიდობა,   ხანძარი   და   სხვ.),   ასევე გრძელვადიანი  აქტივების  გასვლის  შედეგად.  ხარჯების  ცნება  აგრეთვე  მოიცავს  ფარულ  ზა- რალს.  მაგალითად,  იგი  შეიძლება  წარმოიშვას  უცხოური  სავალუტო  კურსის  ზრდის  გამო ეროვნულთან  შედარებით,  თუ  საწარმოს  ამ  ვალუტაში  ჰქონდა  ნასესხები  სახსრები.  როდე- საც  ზარალი  აღიარდება  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში,  ის,  როგორც  წესი,  ცალკე აისახება,  ვინაიდან  ამგვარი  ინფორმაცია  მომხმარებელს  სჭირდება  ეკონომიკური  გადაწყვე- ტილებების  მისაღებად.  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  ზარალი  უფრო  ხშირად  აისა- ხება მასთან დაკავშირებული შემოსავლების გარეშე.
 

კაპიტალის შენარჩუნების რეგულირება
4.36 აქტივებისა  და  ვალდებულებების  გადაფასების,  ან  გადაანგარიშების  პროცესი  იწვევს  საკუ- თარი   კაპიტალის   შესაბამის   ცვლილებას.   მიუხედავად   იმისა,   რომ   კაპიტალის   ცვლილება (ზრდა  ან  შემცირება)  თავსებადია  შემოსავლებისა  და  ხარჯების  ცნებასთან, იგი  არ  აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, კაპიტალის შენარჩუნების ზოგიერთი კონცეფციის თა- ნახმად.  ამიტომ  ეს  თანხები  საკუთარი  კაპიტალის  შემადგენლობაში  აღირიცხება,  როგორც კაპიტალის  შენარჩუნების  კორექტირება  ან,  როგორც  გადაფასების  რეზერვი.  კაპიტალის  შე- ნარჩუნების     აღნიშნული     კონცეფციები     განხილულია     წინამდებარე     კონცეპტუალური საფუძვლების 4.57 4.65 პუნქტებში.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარება

4.37 აღიარება  არის  საწარმოს  ბალანსში  ან  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  იმ  მუხლის ასახვის  პროცესი,  რომელიც  აკმაყოფილებს  მოცემული  ელემენტის  განმარტებას  და  4.38  პუნ- ქტში  განხილულ  აღიარების  კრიტერიუმებს.  აღიარება  გულისხმობს  მოცემული  მუხლის  სიტ- ყვიერ  და  თანხობრივ  ასახვას  ბუღალტრულ  ბალანსში  ან  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგე- ბაში.  ის  მუხლები,  რომლებიც  აკმაყოფილებს  აღიარების  კრიტერიუმებს,  უნდა  აისახოს  ბა- ლანსში  ან  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში.  აღნიშნული  მუხლების  აღიარებაში  დაშვე- ბული  შეცდომების  გასწორება  არ  შეიძლება  არც  გამოყენებული  სააღრიცხვო  პოლიტიკის განმარტებით  და  არც  მათი  ასახვით  ფინანსური  ანგარიშგების  შენიშვნებსა  თუ  სხვა  ახსნა- განმარტებით დანართებში.
4.38 მუხლი,  რომელიც  აკმაყოფილებს  ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტის  განმარტებს,  უნდა აღიარდეს ფინანსურ ანგარიშგებაში, თუ:
ა) მოსალოდნელია  ამ  მუხლით  გამოწვეული  მომავალი  ეკონომიკური  სარგებლის  საწარ- მოში შემოსვლა ან საწარმოდან გასვლა; და
ბ) მუხლს  გააჩნია  თვითღირებულება  ან  ღირებულება,  რომელიც  შეიძლება  საიმედოდ  შე- ფასდეს.
4.39 ფინანსური  ანგარიშგების  რომელიმე  ელემენტის  აღიარების  შესაძლებლობის  დადგენისას, აუცილებელია  მე-3  თავში     `სასარგებლო  ფინანსური  ინფორმაციის  ხარისხობრივი  მახასია- თებლები~     განხილული  არსებითობის  კრიტერიუმების  გათვალისწინება.  ფინანსური  ანგა- რიშგების  ელემენტებს  შორის  მჭიდრო კავშირი  არსებობს.  ელემენტებს  შორის  ურთიერთდა- მოკიდებულება  ნიშნავს,  რომ  მუხლი,  რომელიც  აკმაყოფილებს  ფინანსური  ანგარიშგების კონკრეტული  ელემენტის  განმარტებასა  და  აღიარების  კრიტერიუმებს   (მაგალითად,  აქტივი), ავტომატურად მოითხოვს სხვა ელემენტის, მაგალითად შემოსავლის ან ვალდებულების აღია- რებასაც.

მომავალი ეკონომიკური სარგებლის ალბათობა
4.40 ალბათობის  ცნებას  იყენებენ  ფინანსური  ანგარიშგების  კონკრეტული  ელემენტის  აღიარებას- თან დაკავშირებული მომავალი ეკონომიკური სარგებლის საწარმოში შემოსვლის ან საწარ- მოდან  გასვლის  განსაზღვრისას.  ეს  ცნება  დაკავშირებულია  იმ  განუსაზღვრელ  გარემოსთან, რომელშიც  საწარმოს  უწევს  საქმიანობა.  მომავალი  ეკონომიკური  სარგებლის  საწარმოში შემოსვლის  მიმართ     გარემოს  განუსაზღვრელობის  ზემოქმედების  ხარისხის  შეფასება  ეყ- რდნობა  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადების  პროცესში  არსებულ  ხელმისაწვდომ  ინფორ- მაციას.  მაგალითად,  თუ  მოსალოდნელია,  რომ  საწარმოს  მოთხოვნები  დაიფარება  (თუ  ხელ- შეკრულებაში  სხვა  რამ  არ  არის  გათვალისწინებული),  მართებულია  ამოსაღები  თანხების აქტივებად აღიარება, მაგრამ  თუ ეს  თანხები  ძალიან  დიდია, მაშინ,  როგორც  წესი, მიიჩნევა, რომ მათი  გარკვეული ნაწილის ამოღება  ვერ მოხერხდება.  შესაბამისად, ეკონომიკური სარ- გებლის მოსალოდნელი შემცირება   ხარჯად აღიარდება.
 

შეფასების საიმედოობა
4.41 აღიარების  მეორე  კრიტერიუმია  მოცემული  ღირებულების  ან  თვითღირებულების  საიმედო განსაზღვრის  შესაძლებლობა.  ხშირად,  ღირებულება  ან  თვითღირებულება  უნდა  შეფასდეს. გონივრული  შეფასებების  გამოყენება  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადების  მნიშვნელოვანი ნაწილია  და  არ ამცირებს  მათი  საიმედოობის  ხარისხს.  მაგრამ  თუ შეუძლებელია  მოცემული ელემენტის საიმედოდ შეფასება, იგი არ აისახება საწარმოს ბალანსში ან მოგებისა და ზარა- ლის  ანგარიშგებაში.  მაგალითად,  საწარმოს  სასამართლო  პროცესში  მონაწილეობის  დროს, შესაძლებელია  მოსალოდნელი  იყოს  ფულადი  სახსრების  მიღება,  რომელიც  თავისთავად  აკ- მაყოფილებს  აქტივისა  და  შემოსავლების  ცნებას  და  მისი  აღიარების  ალბათობის  კრიტერი- უმს. მაგრამ თუ ამოსაღები თანხის საიმედო შეფასება-განსაზღვრა შეუძლებელია, იგი არ აი- სახება   საწარმოს   ფინანსურ   ანგარიშგებაში   როგორც   აქტივი   ან   შემოსავალი.   მაგრამ მოთხოვნების (მოთხოვნების) არსებობის ფაქტი უნდა აისახოს ფინანსური ანგარიშგების გან- მარტებით შენიშვნებში.
4.42 თუ  რომელიმე  მუხლმა  გარკვეულ  მომენტში  არ  დააკმაყოფილა  4.38  პუნქტში  განხილული აღიარების   კრიტერიუმები,   მისი   აღიარების   საკითხის   განხილვა   შეიძლება   მოგვიანებით, მოვლენების ან პირობების ცვლილების გათვალისწინებით.
4.43 თუ  მუხლს  გააჩნია  ფინანსური  ანგარიშგების  ელემენტად  აღიარების  ძირითადი  ნიშნები, მაგრამ  არ  აკმაყოფილებს  აღიარების  კრიტერიუმებს,  იგი  აუცილებლად  უნდა  აისახოს  და განიმარტოს  ფინანსური  ანგარიშგების  შენიშვნებში,  ან  სხვა  დანართებში.  ამის  გაკეთება აუცილებელია  მაშინ,  როდესაც ამ  ინფორმაციის  ცოდნას  არსებითი  მნიშვნელობა  აქვს  ფი- ნანსური  ანგარიშგების  მომხმარებლებისთვის,  იმ  თვალსაზრისით,  რომ  შეაფასონ  საწარ- მოს  ფინანსური  მდგომარეობა,  მისი  საქმიანობის  შედეგები  და  ფინანსური  მდგომარეობის ცვლილებები.

აქტივების აღიარება
4.44 აქტივი  აღიარდება  ბალანსში,  თუ  შესაძლებელია  ამ  აქტივის  მონაწილეობით  მომავალში ეკონომიკური  სარგებლის  შემოსვლა  საწარმოში  და,  ამავე  დროს,  მისი   თანხობრივი  შეფა- სება საიმედოდ.
4.45 აქტივი  არ  აღიარდება  ბალანსში,  თუ  მოსალოდნელია,  რომ  გაწეული  დანახარჯების  შედე- გად  საწარმო  ვერ  მიიღებს  ეკონომიკურ  სარგებელს  მიმდინარე  საანგარიშგებო  პერიოდის შემდგომ.  სამაგიეროდ,  იგი  აისახება  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  ხარჯის  სახით. ასეთი მიდგომა არ ნიშნავს იმას, რომ  ხელმძღვანელობის მიერ სახსრების ხარჯვას სხვა მი- ზანი ჰქონდა  და არა ეკონომიკური სარგებლის მიღება, ან იმას, რომ ხელმძღვანელობამ  და- უშვა  შეცდომა.  იგულისხმება  მხოლოდ  ის,  რომ  მიმდინარე  საანგარიშგებო  პერიოდის  შემ- დგომ  ეკონომიკური  სარგებლის  შემოსვლის  ალბათობის  დონე  საკმარისი  არ  არის  აქტივის აღიარებისთვის.

ვალდებულების აღიარება
4.46 საწარმოს  ბალანსში  ვალდებულება  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში  აისახება,  თუ  მისი  დაფარვა გამოიწვევს  საწარმოდან  ეკონომიკური  სარგებლის  შემცველი  რესურსების  გასვლას  მომა- ვალში  და  შესაძლებელია  მისი  ოდენობის  საიმედოდ  შეფასება.  პრაქტიკაში  ის  სახელშეკრუ- ლებო  ვალდებულებები,  რომლებიც  არ  შესრულებულა  (მაგალითად,  თუ  სასაქონლო-მატერი- ალური  ფასეულობა  შეკვეთილია,  მაგრამ  ჯერ  არ  არის  მიღებული),  არ  აისახება  ფინანსურ ანგარიშგებაში,   როგორც   ვალდებულებები.   მაგრამ   ზოგჯერ   ასეთმა   ვალდებულებამ   შე- იძლება  დააკმაყოფილოს  ვალდებულების  განმარტება  და  აღიარების  კრიტერიუმები.  ასეთ გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი აღიარება. ცხადია, ვალდებულების აღიარება გამოიწვევს მასთან დაკავშირებული აქტივების ან ხარჯების აღიარებასაც.
 

შემოსავლების აღიარება
4.47 საწარმოს  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  შემოსავლის  აღიარება  ხდება  იმ  შემთხვე- ვაში,  თუ  საწარმოს  მომავალი  ეკონომიკური  სარგებლის  ზრდა  გამოწვეულია  აქტივების ზრდით  ან  ვალდებულებების  შემცირებით  და  მისი  საიმედოდ  შეფასება  შესაძლებელია.  ეს  კი იმას  ნიშნავს,  რომ  შემოსავლების  აღიარება  ხდება  მაშინვე,  როგორც კი  აღიარდება  აქტივე- ბის  ზრდა  ან  ვალდებულებების  შემცირება  (მაგ.,  აქტივების  ზრდა  საქონლის  ან  მომსახურე- ბის  რეალიზაციის  შედეგად,  ან  ვალდებულების  შემცირება  კრედიტორის  მიერ  ვალზე  უარის თქმის შემთხვევაში).
4.48 პროცედურები,  რომლებიც,  ჩვეულებისამებრ,  გამოიყენება  პრაქტიკაში  შემოსავლების  აღია- რებისთვის,  მაგალითად  იმის  მოთხოვნა,  რომ  ამონაგები  მიღებული  უნდა  იყოს,  წარმოად- გენს  კონცეპტუალური  საფუძვლებით  განსაზღვრული  აღიარების  კრიტერიუმების  გამოყენე- ბას.  როგორც წესი, ამგვარი პროცედურები მიმართულია ისეთი  მუხლების აღიარების  შესაზ- ღუდად,  რომელთა  საიმედოდ  შეფასება  შესაძლებელია  და  რომელთაც  განსაზღვრულობის საკმარისი ხარისხი გააჩნიათ.

ხარჯების აღიარება
4.49 საწარმოს  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  ხარჯები  აღიარდება  მაშინ,  თუ  საწარმო- დან  მომავალი  ეკონომიკური  სარგებლის  გასვლა  დაკავშირებული  იქნება  აქტივების  შემცი- რებასთან ან ვალდებულებების ზრდასთან და შესაძლებელია მისი საიმედოდ შეფასება. ეს კი იმას  ნიშნავს,  რომ  ხარჯების  აღიარება  ხდება  მაშინვე,  როგორც  კი  აღიარდება  აქტივების შემცირება  ან  ვალდებულებების  ზრდა   (მაგალითად,  ცვეთის,  ან  თანამშრომელთათვის  ხელ- ფასის დარიცხვა).
4.50 საწარმოს  მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  ხარჯები  აღიარდება  მაშინ,  თუ  დანახარ- ჯების  გაწევისა  და  შემოსავლების  ცალკეული  მუხლების  მიღების  პროცესებს  შორის  არსე- ბობს პირდაპირი კავშირი. ეს არის ამონაგებისა და  დანახარჯების  შესაბამისობის პრინციპი. იგი გულისხმობს ერთი და იმავე სამეურნეო ოპერაციით, ან მოვლენით გამოწვეული ხარჯე- ბისა    და    ამონაგების    ერთდროულ    აღიარებას.    მაგალითად,    რეალიზებული    საქონლის თვითღირებულების  შემადგენელი  სხვადასხვა  სახის  ხარჯი  აღიარდება  მაშინვე,  როგორც  კი საწარმო  მიიღებს  შემოსავალს  მოცემული  პროდუქციის  რეალიზაციიდან.  ამ  პრინციპის  თა- ნახმად,  არ  შეიძლება  ისეთი  მუხლების  აღიარება  ბალანსში,  რომლებიც  არ  აკმაყოფილებს აქტივის, ან ვალდებულების განმარტებებს.
4.51 თუ ეკონომიკური სარგებლის  შემოსვლა საწარმოში მოსალოდნელია რამდენიმე საანგარიშ- გებო  პერიოდის  შემდეგ  და  მათი  კავშირის  დადგენა  შემოსავლებთან  მხოლოდ  ზოგადად  და არაპირდაპირ  არის  შესაძლებელი,  ხარჯების  აღიარება  უნდა  მოხდეს  სისტემატურად,  განა- წილების  რაიმე  რაციონალური  პროცედურების  მიხედვით.  ეს,  ძირითადად,  აუცილებელია ისეთ  აქტივებზე  გაწეული  ხარჯების  აღიარებისთვის,  როგორიცაა:  ძირითადი  საშუალებები, გუდვილი,  პატენტები,  სავაჭრო  ნიშნები;  ასეთ  დროს  დანახარჯების  აღიარება  ხდება  ცვეთის ან  ამორტიზაციის  ანარიცხების  სახით.  ხარჯების  განაწილების  აღნიშნული  პროცედურები ითვალისწინებს  დანახარჯების  აღიარებას  იმ  საანგარიშგებო  პერიოდებში,  როდესაც  აღნიშ- ნულ მუხლებთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი მოიხმარება ან ამოიწურება.
4.52 საწარმომ მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ხარჯი უნდა აღიაროს მისი გაწევისთანავე, თუ  იგი  არ  წარმოშობს  სამომავლო  ეკონომიკურ  სარგებელს,  ან,  როდესაც  ამ  დანახარჯის შედეგად  მიღებული  ეკონომიკური  სარგებელი  არ,  ან  აღარ  აკმაყოფილებს  ბალანსში  აქტი- ვის სახით აღიარების კრიტერიუმებს.
4.53 მოგებისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში  ხარჯი  მაშინაც  აღიარდება,  როდესაც  ვალდებულება წარმოიშობა აქტივების აღიარების გარეშე, მაგალითად, პროდუქციის გარანტიის უზრუნველ- ყოფით წარმოშობილი ვალდებულება.
 

ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასება

4.54 შეფასება  არის  ფულადი  თანხების  განსაზღვრის  პროცესი,  რომლის  მიხედვითაც  ფინანსური ანგარიშგების მოცემული ელემენტები აღიარდება და აისახება საწარმოს ბალანსსა და მოგე- ბისა  და  ზარალის  ანგარიშგებაში.  ეს  პროცესი  გულისხმობს  შეფასების  გარკვეული  მეთო- დის/ბაზის შერჩევას.
4.55 საწარმოს  ფინანსური  ანგარიშგების  შედგენის  დროს  იყენებენ  შეფასების  სხვადასხვა  მე- თოდს, სხვადასხვა ხარისხით და მრავალი კომბინაციით. ეს მეთოდებია:
ა) პირვანდელი  ღირებულება.  აქტივების  აღრიცხვა  ხდება  მათი  შეძენის  დროს  გადახდილი ფულადი  სახსრების  ან  მათი  ეკვივალენტების  ოდენობით,  ან  იმ  რეალური  ღირებულე- ბით, რომელიც უნდა გადახდილიყო მათი შეძენის მომენტში. ვალდებულებები აღირიცხე- ბა  იმ  თანხის  სიდიდით,  რომელიც  მიღებულია  მოცემული  ვალდებულების  სანაცვლოდ; ზოგიერთ  შემთხვევაში  (მაგალითად,  მოგების  გადასახადი)  კი  იმ  თანხით,  რომლის  სა- წარმოდან  გასვლა  მოსალოდნელია  ამ  ვალდებულების  დასაფარად  საწარმოს  ჩვეულებ- რივი საქმიანობის პირობებში;
ბ) მიმდინარე  ღირებულება.  აქტივების  აღრიცხვა  ხდება  ფულადი  სახსრების  ან  მათი  ეკვი- ვალენტების  იმ  თანხით,  რომელიც  გადასახდელი  იქნებოდა  საწარმოს  მიერ  იმავე  ან ანალოგიური  აქტივის  შესაძენად  მიმდინარე  პერიოდში.  ვალდებულებები  აისახება  არა- დისკონტირებული  ფულადი  თანხით,  რომელიც  საჭიროა  მის  დასაფარად  მიმდინარე  პე- რიოდში;
გ)    სარეალიზაციო  ღირებულება.  აქტივების  აღრიცხვა  ხდება  ფულადი  სახსრების  ან  მათი ეკვივალენტების იმ თანხით, რომლის მიღება შესაძლებელი იქნებოდა ამ აქტივის გაყიდ- ვის  შედეგად  მიმდინარე  პერიოდში.  ვალდებულებები  აღირიცხება  არადისკონტირებული ფულადი  თანხით,  რომელიც  გადახდილ  უნდა  იქნეს  მის  დასაფარად,  საწარმოს  ჩვეულებ- რივი საქმიანობის პირობებში;
დ)    დისკონტირებული  ღირებულება.  აქტივების  აღრიცხვა  ხდება  მომავალი  წმინდა  ფულადი სახსრების    შემოსულობების    დისკონტირებული     ღირებულებით,    რომლის    მიღებაც მოსალოდნელია მოცემული აქტივიდან საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში. საწარმოს  ვალდებულებები  აისახება  მომავალი  წმინდა  ფულადი  სახსრების  გასავლების დისკონტირებული  ღირებულებით,  რომლის  საწარმოდან  გასვლა  მოსალოდნელია,  რომ აუცილებელი  იქნება  ამ  ვალდებულების  დასაფარად,  საწარმოს  ჩვეულებრივი  საქმიანო- ბის პირობებში.
4.56 ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებისას  ყველაზე  ხშირად იყენებენ  პირვანდელი  ღირებულე- ბის  მეთოდს.  როგორც  წესი,  უფრო  მიღებულია  მისი  გამოყენება  სხვა  მეთოდებთან  ერთობ- ლივად.  ასე,  მაგალითად,  სასაქონლო-მატერიალური  ფასეულობები  აღირიცხება  პირვანდელ ღირებულებასა  და  ნეტო  სარეალიზაციო  ღირებულებას  შორის  უმცირესი  თანხით;  ფასიანი ქაღალდების  აღრიცხვა  შესაძლებელია  მათი  საბაზრო  ღირებულებით,  ხოლო  საპენსიო  ვალ- დებულებების       დისკონტირებული   ღირებულებით.   ამასთან,   ზოგიერთი   საწარმო   იყენებს მიმდინარე  ღირებულების  მეთოდს,  რადგან  პირვანდელი  ღირებულების  მეთოდი  ვერ გვიჩვე- ნებს არაფულადი აქტივების ფასების ცვლილების შედეგებს.

კაპიტალისა და კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციები

კაპიტალის კონცეფციები
4.57 ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებისას  საწარმოთა  უმეტესობა  იყენებს  კაპიტალის  ფინან- სურ კონცეფციას. კაპიტალის ფინანსური კონცეფციის თანახმად, კაპიტალი როგორც ინვესტი- რებული  ფული  ან  ინვესტირებული  მსყიდველობითი  უნარი,  გაიგივებულია  საწარმოს  ნეტო აქტივებთან   ან   საკუთარ   კაპიტალთან.   კაპიტალის   ფიზიკური   კონცეფციის   მიხედვით   კი (რომელიც    კაპიტალში    საწარმოს    საოპერაციო    სიმძლავრეს    გულისხმობს),   კაპიტალად მიიჩნევა  საწარმოო  სიმძლავრე,  რომელიც  განისაზღვრება,  მაგალითად  პროდუქციის  (სამუ- შაოს, მომსახურების) დღიური გამომუშავებით.
 

4.58 საწარმოს  მიერ  კაპიტალის  შესაბამისი  კონცეფციის  შერჩევა  უნდა  გამომდინარეობდეს  ფი- ნანსური  ანგარიშგების  მომხმარებელთა  მოთხოვნილებებიდან.  ასე  მაგალითად,  კაპიტალის ფინანსური კონცეფცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები  ძირითადად  დაინტერესებულნი  არიან  ნომინალური  დაბანდებული  კაპიტა- ლის,  ან  დაბანდებული  კაპიტალის  მსყიდველობითუნარიანობის  შენარჩუნებით.  ხოლო  თუ მომხმარებელს  ძირითადად  აინტერესებს  საწარმოს  მიმდინარე  სიმძლავრე,  მაშინ  გამოყენე- ბულ უნდა იქნეს კაპიტალის ფიზიკური კონცეფცია. საწარმოს მიერ შერჩეული კონცეფცია მი- უთითებს  იმ  მიზანს,  რომელსაც  ყურადღება  ექცევა  მოგების  განსაზღვრისას,  მიუხედავად იმისა,  რომ  ამ  კონცეფციის  პრაქტიკულ  გამოყენებას  შესაძლოა  თან  ახლდეს  გარკვეული სიძნელეები, შეფასებასთან დაკავშირებით.

კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციები და მოგების განსაზღვრა
4.59 პუნქტში  განხილული  კაპიტალის  კონცეფციებს  შეესაბამება  კაპიტალის  შენარჩუნების  შემდე- გი კონცეფციები:
ა) კაპიტალის  ფინანსური  შენარჩუნების  კონცეფცია.  ამ  კონცეფციის  თანახმად,  საწარმოს მიერ  მოგების  აღიარება  ხდება  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  წმინდა  აქტივების ფულადი  ღირებულება  საანგარიშგებო  პერიოდის  ბოლოს  აღემატება  წმინდა  აქტივების ფულად  ღირებულებას  საანგარიშგებო  პერიოდის  დასაწყისისთვის,  რომელიც  რჩება  მო- ცემულ პერიოდში კაპიტალის ყოველნაირი გადანაწილებისა და მესაკუთრეთა მიერ გან- ხორციელებული,  ყოველგვარი  დამატებითი  შენატანების  გამოქვითვის  შემდეგ.  ფინანსუ- რი   კაპიტალის   შენარჩუნება   იზომება   ნომინალურ   ფულად   ერთეულებში,  ან   მუდმივი მსყიდველობითუნარიანობით;
ბ) კაპიტალის  ფიზიკური  შენარჩუნების კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, საწარმოს მი- ერ  მოგების  აღიარება  ხდება  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  საანგარიშგებო  პერი- ოდის  ბოლოს  საწარმოს  ფიზიკური  მწარმოებლურობა  (ან  მიმდინარე  სიმძლავრე)  აღე- მატება  საწარმოს  მწარმოებლურობას  (ან  რესურსებს  ან  სახსრებს,  რომელიც  საჭიროა მიმდინარე  სიმძლავრის  მისაღწევად)  საანგარიშგებო  პერიოდის  დასაწყისში,  რომელიც რჩება   მოცემულ პერიოდში  კაპიტალის ყოველნაირი  გადანაწილებისა  და მესაკუთრეთა მიერ განხორციელებული ყოველგვარი დამატებითი შენატანების გამოქვითვის შედეგად.
4.60 კაპიტალის  შენარჩუნების  თითოეულ  კონცეფციაში  მთავარია  ის,  თუ  როგორ  განსაზღვრავს საწარმო  კაპიტალს,  რომელიც  უნდა  იყოს  შენარჩუნებული.  ეს  კონცეფციები  თვითონ  უზრუნ- ველყოფს   კავშირს   კაპიტალის   კონცეფციებსა   და   მოგების   კონცეფციებს   შორის,   რადგან იძლევა  მოგების  განსაზღვრის  საფუძველს.  სწორედ  მისი  მიხედვით  ხდება  იმ  განსხვავების დადგენა,  რომელიც  არსებობს  საწარმოს  კაპიტალიდან  მიღებულ  შემოსავალსა  და  კაპიტა- ლის  ბრუნვას  შორის.  მხოლოდ  და  მხოლოდ  ის  თანხა  შეიძლება  ჩაითვალოს  მოგებად  და, შესაბამისად,  კაპიტალიდან  მიღებულ  შემოსავლად,  რომელიც  წარმოიშობა  შემოსული  აქტი- ვების  გადამეტებით  კაპიტალის  შესანარჩუნებლად  საჭირო  თანხაზე.  კაპიტალის  ფიზიკური შენარჩუნების კონცეფციის თანახმად კი, მოგება არის თანხა, რომელიც რჩება შემოსავლები- დან   დანახარჯების   გამოქვითვის   შემდეგ.   თუ   დანახარჯები   გადააჭარბებს   შემოსავლებს, სხვაობა ზარალი იქნება.
4.61 კაპიტალის ფიზიკური  შენარჩუნების კონცეფციის  თანახმად, სააღრიცხვო შეფასებების საფუძ- ვლად  აღებულ  უნდა  იქნეს  მიმდინარე  ღირებულება.  ხოლო  ფინანსური  კაპიტალის  შენარჩუ- ნების კონცეფცია არ მოითხოვს შეფასების რომელიმე განსაკუთრებული მეთოდის გამოყენე- ბას.  აქ  შეფასების  საფუძვლის  შერჩევა  დამოკიდებულია  ფინანსური  კაპიტალის  ტიპზე,  რომ- ლის შენარჩუნებაც აინტერესებს საწარმოს.
4.62 კაპიტალის  შენარჩუნების  აღნიშნულ  ორ  კონცეფციას  შორის  პრინციპული  განსხვავება  სა- წარმოს  აქტივებისა  და  ვალდებულებების  ფასების  ცვლილებების  შედეგების  ასახვის  წესში მდგომარეობს.  ზოგადად,  საწარმოს  კაპიტალი  შენარჩუნებულად  მიიჩნევა,  თუ  მას  საანგა- რიშგებო პერიოდის  ბოლოს  ექნება  იმავე  რაოდენობის  კაპიტალი,  რაც პერიოდის  დასაწყის- ში.  ნებისმიერი  მეტობა  საანგარიშგებო  პერიოდის  დასაწყისისთვის  არსებულ  იმ  კაპიტალის სიდიდეზე, რომლის შენარჩუნებაც მოითხოვება, მიიჩნევა საწარმოს მოგებად.
 

4.63 კაპიტალის  ფინანსური  შენარჩუნების  კონცეფციის  შესაბამისად,  რომლის  მიხედვითაც  კაპი- ტალი შეფასებულია ნომინალურ ფულად ერთეულებში, მოგება წარმოადგენს საანგარიშგებო პერიოდის  განმავლობაში  ნომინალური  ფულადი  კაპიტალის  ზრდას.  ამგვარად,  საანგარიშგე- ბო პერიოდში კუთვნილი აქტივების ფასების ზრდა, როგორც წესი, მიიჩნევა აქტივების ღირე- ბულების  ზრდის  შედეგად  მიღებულ  შემოსულობად  ანუ  მოგებად.  მაგრამ  მოგების  აღიარება არ  შეიძლება  მანამ,  სანამ  არ  მოხდება  აქტივების  მიღება  გაცვლითი  ოპერაციის  საფუძველ- ზე.  როდესაც  კაპიტალის  ფინანსური  შენარჩუნების  კონცეფციის  გამოყენებით  კაპიტალი  შე- ფასებულია  ფულის  მუდმივი  მსყიდველობითუნარიანობით,  მოგება  წარმოადგენს  საანგარიშ- გებო  პერიოდის  განმავლობაში  ინვესტირებული  მსყიდველობითი  უნარის  ზრდას.  ამგვარად, ამ  შემთხვევაში,  მოგებად  ჩაითვლება  მხოლოდ აქტივების  ფასების  ზრდის  ის  ნაწილი,  რომე- ლიც  აღემატება  ფასების  საერთო  დონის  ზრდას.  აქტივების  ფასების  ზრდიდან  მიღებული  ნა- მეტი  ღირებულების  დარჩენილი  ნაწილი  ჩაითვლება  კაპიტალის  შენარჩუნების  კორექტირე- ბის თანხად და, შესაბამისად, კაპიტალის ნაწილად.
4.64 კაპიტალის  ფიზიკური  შენარჩუნების  კონცეფციის  თანახმად,  როდესაც  კაპიტალი  განმარ- ტებულია  როგორც  მისი  ფიზიკური  მწარმოებლურობა,  მოგება  საანგარიშგებო  პერიოდის განმავლობაში  კაპიტალის  ზრდის  სიდიდეს  წარმოადგენს.  ფასების  ნებისმიერი  ცვლილება, რაც  გავლენას  ახდენს  საწარმოს  აქტივებსა  და  ვალდებულებებზე,  მიიჩნევა  საწარმოს  ფი- ზიკური  მწარმოებლურობის  შეფასებაში  მომხდარ  ცვლილებად.  შესაბამისად,  ისინი  განი- ხილება  როგორც  კაპიტალის  შენარჩუნების  კორექტირება,  რომელიც  კაპიტალის  ნაწილია და არა მოგება.
4.65 შეფასების საფუძვლისა და, შესაბამისად, კაპიტალის შენარჩუნების კონცეფციის შერჩევა გან- საზღვრავს  მოცემულ  საწარმოში  გამოყენებულ  სააღრიცხვო  მოდელს,  რომლის  მიხედვითაც მზადდება ფინანსური ანგარიშგება. სხვადასხვა სააღრიცხვო მოდელი  შესაბამისობისა და სა- იმედოობის  სხვადასხვა  დონეს  უზრუნველყოფს  და  მათ  შორის  წონასწორობა  საწარმოს ხელმძღვანელობამ  თვითონ  უნდა  დაამყაროს.  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებისა  და წარდგენის  კონცეპტუალური  საფუძვლების  გამოყენება  შესაძლებელია  სხვადასხვა  სააღრიც- ხვო მოდელის დროს და მისი სახელმძღვანელო პრინციპები გამოდგება ფინანსური ანგარიშ- გების  მომზადებისა  და  წარდგენის  ნებისმიერი  შერჩეული  მოდელისთვის.  ამჟამად,  ბასსს-ის მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ  შექმნას ცალკე, განსხვავებული მოდელი იმ სა- წარმოთათვის,  რომლებიც  ანგარიშგებას  აწარმოებენ  განსაკუთრებულ  ვითარებაში,  სახელ- დობრ,  ჰიპერინფლაციური  ეკონომიკის  ვალუტაში.  თუმცა,  აღნიშნული  მიზნის  განხორციელე- ბა დამოკიდებული იქნება მსოფლიოში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
 


2010 წლის სექტემბერში გამოცემული `ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების~ დამტკიცება საბჭოს მიერ

ფინანსური   ანგარიშგების   კონცეპტუალური   საფუძვლები   გამოსაცემად   დაამტკიცა   ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს თხუთმეტმა წევრმა.


სერ დევიდ ტვიდი თავმჯდომარე
სტეფან კუპერი
ფილიპ დანიოუ
იან ენგსტრომი
პატრიკ ფინეგანი
რობერტ ფ. გარნეტი
გილბერტ ჯერალდი
ამარო ლუიზ დე ოლივეირა გომესი
პრაბჰაკარ კალავაჩერლა
ჯეიმს ჯ. ლისენრინგი
პატრიცია მაკკონელი
უორენ ჯ. მაკგრეგორი
ჯონ თ. სმიტი
ტაცუმი იმადა
ვეი-გუო ზენგი
 


შინაარსი
პუნქტები
დასკვნის  საფუძველი  1-ლი  თავის:  საერთფტ  დანიშნულების ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი     შესახებ
შესავალი დს1.1
ამოსავალი ინფორმაცია დს1.3
საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა დს1.4
ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ დს1.8
ძირითადი  მფტმხმარებლები დს1.9
კონცეპტუალურ საფუძვლებში   განსაზღვრული უნდა იყოს ძირითად მომხმარებელთა ჯგუფი?
დს1.14
რატომ მიიჩნევა არსებული და პოტენციური ინვესტორები, გამსესხებლები და სხვა კრედიტორები ძირითად მომხმარებლებად?
დს1.15
აუცილებელია მომხმარებელთა იერარქია? დს1.18
იმ მომხმარებელთა საინფორმაციო მოთხოვნილებები, რომლებიც არ შედიან ძირითად მომხმარებელთა ჯგუფში
დს1.19
ხელმძღვანელობის საინფორმაციო მოთხოვნილებები დს1.19
მარეგულირებელი ორგანოების საინფორმაციო მოთხოვნილებები დს1.20
გადაწყვეტილების  მისაღებად  სასარგებლფტ  ინფფტრმაცია დს1.24
სხვადასხვა ტიპის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი დს1.29
ინფფტრმაცია  ანგარიშვალდებული  საწარმფტს  რესურსების,  საწარმფტს მიმართ  არსებული  მფტთხფტვნებისა  და  ამ  რესურსებსა  და მფტთხფტვნებში  მფტმხდარი  ცვლილებების  შესახებ

დს1.31
ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელობა დს1.31
ფინანსური მდგომარეობა და გადახდისუნარიანობა დს1.34
 

დასკვნის საფუძველი
1- ლი თავის   საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი   შესახებ
დასკვნის საფუძველი თან ერთვის, მაგრამ არ არის 1-ლი თავის ნაწილი.

შესავალი

დს1.1      წინამდებარე  დასკვნის  საფუძველში  შეჯამებულია  ბუღალტრული  აღრიცხვის  საერთაშო- რისო სტანდარტების საბჭოს განხილვები 1-ლი თავის   `საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი~   შესახებ გამოტანილ დასკვნებთან დაკავშირებით. მასში მოცემულია   ზოგიერთი   ალტერნატივის   მიღებისა   და   სხვა   ალტერნატივების   უარყოფის არგუმენტები.    საბჭოს    ინდივიდუალურმა    წევრებმა    ზოგიერთ    ფაქტორს    უფრო    მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს, ვიდრე სხვა ფაქტორებს.
დს1.2     საბჭომ   1-ლი   თავი   სრულყო   აშშ-ის   ფინანსური   აღრიცხვის   სტანდარტების   საბჭოსთან ერთად.    შედეგად,    ამ    დასკვნის    საფუძველში    ზოგან    მითითებულია    აშშ-ის    საბჭოს ლიტერატურა.

ამოსავალი ინფორმაცია
დს1.3      საბჭომ    ფინანსური    ანგარიშგების    წარდგენის    მიზნის    სრულყოფის    პროცესი    დაიწყო საკუთარი,  ასევე  სტანდარტების  შემმუშავებელი  სხვა  ორგანოების  სტრუქტურული  საფუძვ- ლებისა    და    კონცეფციების    გადახედვით.    2006    წლის    ივლისში    საბჭომ    ამ    თემასთან დაკავშირებით   გამოსცა   განსახილველი   დოკუმენტი.   იგივე   დოკუმენტი   გამოსცა   აშშ-ის ფინანსური  აღრიცხვის  სტანდარტების  საბჭომაც.  საბჭომ  და  აშშ-ის  ფინანსური  აღრიცხვის სტანდარტების     საბჭომ     179     გამოხმაურება    მიიღეს.     ამ    თემასთან     დაკავშირებული პრობლემური  საკითხების  განხილვისას, საბჭომ  გაითვალისწინა  ყველა  მიღებული  შენიშვნა და  ასევე  სხვა  ალტერნატიული  წყაროებიდან  მოპოვებული  ინფორმაცია.  2008  წლის  მაისში საბჭომ     და     აშშ-ის     ფინანსური     აღრიცხვის     სტანდარტების     საბჭომ     ერთობლივად გამოაქვეყნეს     განსახილველი     პროექტი.     მათ     ამ     პროექტთან     დაკავშირებით     142 გამოხმაურება  მიიღეს.  საბჭომ  განმეორებით  განიხილა  თემასთან  დაკავშირებული  ყველა პრობლემური საკითხი. ეს დოკუმენტი მიღებულია ხელმეორედ განხილვების შედეგად.

საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
დს1.4     საბჭოს   პასუხისმგებლობის   შესაბამისად,   კონცეპტუალურ   საფუძვლებში   განსაზღვრულია არა  მარტო  ფინანსური  ანგარიშგების,  არამედ ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი. ფინანსური  ანგარიშგება  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  ცენტრალური  ნაწილია  და საკითხთა  უმრავლესობა,  რომელსაც  საბჭო  განიხილავს,  ეხება  ფინანსურ  ანგარიშგებას. მიუხედავად  იმისა,  რომ  აშშ-ის  ფინანსური  აღრიცხვის  სტანდარტების  საბჭოს  კონცეფციების ოფიციალური     დოკუმენტის    (#1)         `კომერციული    საწარმოების    მიერ    ფინანსური ანგარიშგების    წარდგენის    მიზნები~         მოქმედების    სფერო    ფინანსური    ანგარიშგების წარდგენაა,   აშშ-ის   ფინანსური   აღრიცხვის   სტანდარტების   საბჭოს   კონცეფციების   სხვა ოფიციალური   დოკუმენტები   კონცენტრირებულია   ფინანსურ   ანგარიშგებაზე.   ბასსს-ის      
`ფინანსური   ანგარიშგების  მომზადებისა   და   წარდგენის  სტრუქტურული   საფუძვლების~    მოქმედების   სფერო,   რომელიც   1989   წელს   გამოსცა   საბჭოს   წინამორბედმა   ორგანომ (შემდგომში  მოიხსენიება  როგორც  სტრუქტურული  საფუძვლები  (1989)),  ეხებოდა  მხოლოდ ფინანსურ    ანგარიშგებას.    ამიტომ    ორივე    საბჭოსთვის    კონცეპტუალური    საფუძვლების მოქმედების სფერო უფრო ფართოა.
დს1.5     განხილვებში  მონაწილეებმა  მოსაზრება  გამოთქვეს,  რომ  ტექნიკური  პროგრესის  შედეგად შეიძლება     საერთოდ     საჭირო     აღარ     გახდეს     საერთო     დანიშნულების     ფინანსური ანგარიშგების   წარდგენა.   ახალი   ტექნოლოგიების,   მაგალითად   საწარმოს   ანგარიშგების წარდგენის     გაფართოებული     ენის     (XBღL     ტაქსონომიის)     გამოყენება     მომავალში
 

შესაძლებელს     გახდის,     რომ     ანგარიშვალდებულმა     საწარმომ     სხვადასხვა     ტიპის მომხმარებლებისთვის   საჭირო   ინფორმაცია   მოამზადოს,   ან   ხელმისაწვდომი    გახადოს სხვადასხვა  ფინანსური  ანგარიშების  შეკრებით,  რომელიც  უპასუხებს  მათ  ინდივიდუალურ საინფორმაციო მოთხოვნილებებს.
დს1.6     სხვადასხვა   მომხმარებლისთვის   განსხვავებული   ანგარიშების   მიწოდება,   ან   ყველანაირი ინფორმაციის        მიწოდება,        რომელიც        მომხმარებლებს        სჭირდებათ        საკუთარ მოთხოვნილებებზე  მორგებული  ანგარიშების  შესადგენად,  ძვირი  დაჯდება.  გარდა  ამისა, არც  გონივრული  იქნებოდა   ფინანსური  ინფორმაციის  მომხმარებლებისგან  იმის  მოთხოვნა, რომ    თვითონ    შეადგინონ    საკუთარი    ანგარიშები,    ვინაიდან,    ამ    შემთხვევაში,    ბევრ მომხმარებელს  დასჭირდებოდა  ბუღალტრული  აღრიცხვის  საკითხების  უფრო  საფუძვლიანი ცოდნა,   ვიდრე   ამჟამად   გააჩნია.   ამიტომ   საბჭომ   დაასკვნა,   რომ   ამ   ეტაპზე   საერთო დანიშნულების    ფინანსური    ანგარიშგება    რჩება    ყველაზე    რაციონალურ    და    ეფექტიან საშუალებად,  რომელიც  აკმაყოფილებს  სხვადასხვა  ტიპის  მომხმარებელთა  საინფორმაციო მოთხოვნილებებს.
დს1.7     განსახილველ   დოკუმენტში   საბჭომ   გამოიყენა   ტერმინი   `საერთო   დანიშნულების   გარე ფინანსური   ანგარიშგების   წარდგენა~.   სიტყვა   `გარე~   გამოხატავდა   საბჭოს   მოსაზრებას, რომ საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების ბენეფიციარებში არ იგულისხმებოდა შიდა  მომხმარებლები,  როგორიცაა  ხელმძღვანელობა.  განხილვისას  საბჭომ  დაასკვნა,  რომ ეს    ტერმინი    ზედმეტი    იყო.    ამიტომ    1-ელ    თავში    გამოყენებულია    ტერმინი    `საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა~.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ
დს1.8     განსახილველი  პროექტის  ზოგიერთმა  რესპონდენტმა  აზრი  გამოთქვა,  რომ  ანგარიშვალ- დებული  საწარმო  არც  განცალკევებულია  თავისი  აქციონერებისგან  და  არც  აქციონერების ნაწილია.    ეს    მოსაზრება    საფუძველს    იღებს    იმ    პერიოდიდან,    როდესაც    საწარმოთა უმრავლესობა   წარმოდგენილი   იყო   ინდივიდუალური   კერძო   მეწარმის   ან   ამხანაგობის სახით,  რომელსაც  მართავდნენ  მესაკუთრეები,  რომელთაც  შეუზღუდავი  პასუხისმგებლობა გააჩნდათ   საქმიანობის   მსვლელობისას   წარმოქმნილ   ვალებთან   დაკავშირებით.   დროთა განმავლობაში   საწარმოებისა   და   მათი   მესაკუთრეების   ერთმანეთისგან   გამიჯვნა   სულ უფრო    ფართო    ხასიათს    იღებდა.    დღევანდელი    საწარმოების    უმრავლესობას    გააჩნია სამართლებრივი  არსი/სუბსტანცია,  რომელიც  მათი  მესაკუთრეებისგან  განცალკევებულია ორგანიზაციულ-სამართლებრივი   ფორმის   საფუძველზე,   სადაც   შეზღუდული   იურიდიული პასუხისმგებლობის     მქონე     უამრავი     ინვესტორი     და     პროფესიონალი     მმართველი გამოყოფილია  მესაკუთრეებისგან.  აქედან  გამომდინარე,  საბჭომ  დაასკვნა,  რომ  ფინანსურ ანგარიშგებაში   ეს   დაყოფა   ასახული   უნდა   იყოს   საწარმოს   (და   მისი   ეკონომიკური რესურსების,  ასევე  საწარმოს  მიმართ  არსებული  მოთხოვნების)  პოზიციიდან  და  არა  მისი ძირითადი   მომხმარებლებისა   თუ   ანგარიშვალდებულ   საწარმოსთან   მიმართებით   მათი ინტერესების გათვალისწინებით.

ძირითადი მომხმარებლები

დს1.9     მ2  პუნქტში  ჩამოყალიბებული   ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი  ეხება  არსებულ და    პოტენციურ    ინვესტორებს,    გამსესხებლებსა    და    სხვა    კრედიტორებს.    მ5    პუნქტში ძირითადი    მომხმარებლების    აღწერა    ეხება    არსებულ    და    პოტენციურ    ინვესტორებს, გამსესხებლებსა   და  სხვა  კრედიტორებს,  რომლებსაც  არ  შეუძლიათ,  ანგარიშვალდებულ საწარმოს  მოსთხოვონ,  უშუალოდ  მათ  მიაწოდოს  ინფორმაცია.  მ10  პუნქტში  აღნიშნულია:
`საერთო  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშები  ასევე  შეიძლება  სასარგებლო  აღმოჩნდეს სხვა    მხარეებისთვისაც,    როგორიცაა,    მაგალითად    მარეგულირებელი    ორგანოები    და საზოგადოების   წევრები,   რომლებიც   არ   არიან   ინვესტორები,   გამსესხებლები   და   სხვა კრედიტორები~,   მაგრამ   იქვე   მითითებულია,   რომ   საერთო   დანიშნულების   ფინანსური ანგარიშები უშუალოდ ორიენტირებული არ არის ამ მხარეებზე.
 

დს1.10    სტრუქტურული  საფუძვლების  (1989  წ.)  მე-9  პუნქტში  აღნიშნული  იყო,  რომ  მომხმარებლები არიან    `არსებული    და    პოტენციური    ინვესტორები,    დაქირავებული    თანამშრომლები, გამსესხებლები,     მომწოდებლები     და     სხვა     სავაჭრო     კრედიტორები~     (და     შემდეგ, ინვესტორების  მოთხოვნილებების  განხილვებისას,  დაემატა  კონსულტანტები),  ანუ  ყველა, ვინც  იგულისხმება  მ2  პუნქტში  მოცემულ  ფრაზაში.  სტრუქტურული  საფუძვლების  (1989)  მე-9 პუნქტში     ასევე     ჩამოთვლილი     იყო    სხვა     პოტენციური     მომხმარებლები:     საწარმოს მომხმარებლები   (კლიენტები),   მთავრობები    და   მათი    უწყებები   და   საზოგადოება.   ეს ჩამონათვალი   მ10   პუნქტში   მოცემული   ჩამონათვალის   მსგავსია,   რომელიც   ეხება   სხვა მხარეებს,   რომლებიც   შეიძლება   დაინტერესდნენ   ფინანსური   ანგარიშგებით,   მაგრამ   არ არიან ძირითადი მომხმარებლები.
დს1.11    სტრუქტურული საფუძვლების  (1989)  მე-10  პუნქტში  აღნიშნული  იყო:  `ვინაიდან  ინვესტორები საწარმოსთვის  სარისკო  კაპიტალის  მომწოდებლები  არიან,  მათი  მოთხოვნილებების  შესა- ბამისად მომზადებული  ფინანსური  ანგარიშგება  დააკმაყოფილებს  სხვა  მომხმარებელთა  ძი- რითად    მოთხოვნილებებსაც~,    რაც    შეიძლება    იმას    გულისხმობდეს,    რომ    ფინანსური ანგარიშგება   ორიენტირებულია   მხოლოდ   ინვესტორებზე.   მეორე   მხრივ,   მე-12   პუნქტში ნათლად  იყო  მითითებული,  რომ  `ფინანსური  ანგარიშგების  მიზანია  საწარმოს  ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების შესა- ხებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელთა ფართო ფენებს, რათა  დაეხმაროს მათ ეკონო- მიკური    გადაწყვეტილების    მიღებაში~.    ამრიგად,    სტრუქტურული    საფუძვლები    (1989) ორიენტირებული  იყო ინვესტორების  მოთხოვნილებებზე, როგორც მომხმარებელთა  ფართო ფენების    ტიპურ    წარმომადგენელთა    მოთხოვნილებებზე,    მაგრამ    აშკარად    არ    იყო მითითებული, რომ ეს იყო მომხმარებელთა ძირითადი   ჯგუფი.
დს1.12    აშშ-ის     ფინანსური     აღრიცხვის     სტანდარტების     საბჭოს     კონცეფციების     ოფიციალური დოკუმენტი #1 ეხებოდა `არსებული და პოტენციური ინვესტორებისა და კრედიტორების და სხვა   მომხმარებლების   მიერ   ინვესტიციებთან,   კრედიტებთან   და   მსგავს   საკითხებთან დაკავშირებული     რაციონალური     გადაწყვეტილებების     მიღებას~     (34-ე     პუნქტი).     ამ დოკუმენტში  ასევე  აღნიშნული  იყო,  რომ  `ინვესტორთა  მთავარი  ჯგუფებია  წილობრივი ფასიანი     ქაღალდებისა     და     სავალო     ფასიანი     ქაღალდების     მფლობელები~,     ხოლო
`კრედიტორთა  მთავარ  ჯგუფებს  წარმოადგენენ  საქონლის  და  მომსახურების  კრედიტით მომწოდებლები,  საწარმოს  მომხმარებლები  (კლიენტები)  და  თანამშრომლები,  რომლებსაც გააჩნიათ    მოთხოვნები    საწარმოსთან    მიმართებით,    გამსესხებელი    დაწესებულებები, ინდივიდუალური   გამსესხებლები   და   სავალო   ფასიანი   ქაღალდების   მფლობელები~   (35-ე პუნქტი).      ერთ-ერთი      განსხვავება      სტრუქტურული      საფუძვლებსა      (1989)      (სადაც განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს  მინიჭებული  სარისკო  კაპიტალის  მომწოდებლებს)  და აშშ-ის   კონცეფციების   ოფიციალურ   დოკუმენტ   #1-ს   შორის   იმაში   მდგომარეობს,   რომ კონცეფციების   ოფიციალური   დოკუმენტი   #1   ეხება   `როგორც   მას,   ვისაც   უსაფრთხო ინვესტირება  სურს,  ასევე  მას,  ვისაც  სურს  რისკის  გაწევა  მაღალი  შემოსავლის  მისაღებად~ (35-ე  პუნქტი).  მეორე  მხრივ,  სტრუქტურული  საფუძვლების  (1989)  მსგავსად,  კონცეფციების ოფიციალურ   დოკუმენტ   #1-ში   მითითებული   იყო,   რომ   ტერმინები   ინვესტორები   და კრედიტორები   `შეიძლება   ასევე   მოიცავდეს   ფასიანი   ქაღალდების   ანალიტიკოსებსა   და კონსულტანტებს,    ბროკერებს,    იურისტებს,    მარეგულირებელ    ორგანოებსა    და    სხვებს, რომლებიც    წარმოადგენენ    ინვესტორებისა    და    კრედიტორების    ინტერესებს,    ან    მათი კონსულტანტები  არიან,  ან  ვინც  სხვაგვარად  არის  დაინტერესებული  ინვესტორებისა  და კრედიტორების საქმიანობით ~ (35-ე პუნქტი).
დს1.13    მ3,  მ5,  და  მ10  პუნქტები  განსხვავდება  სტრუქტურული  საფუძვლებისა  (1989)-ს  და  აშშ-ის კონცეფციების    ოფიციალურ    დოკუმენტ    #1-ისგან    იმის    გამო,    რომ    პირველი,    აღარ ყოფილიყო      განსხვავება   სტრუქტურულ   საფუძვლებსა   და   კონცეფციების   ოფიციალური დოკუმენტს   #1-ს   შორის   და   მეორე,   კონცეპტუალური   საფუძვლები   უფრო   მეტად   იყოს ორიენტირებული   მომხმარებლებზე,   რომლებიც   გადაწყვეტილებებს   იღებენ   რესურსების მიწოდებასთან    დაკავშირებით    (მაგრამ    არ    გამორიცხავს    მრჩევლებს).    ეს    მიზეზები განხილულია დს1.15 დს1.24 პუნქტებში.
 

კონცეპტუალურ საფუძვლებში განსაზღვრული უნდა იყოს ძირითად მომხმარებელთა ჯგუფი?
დს1.14    სადისკუსიო  დოკუმენტი  და  განსახილველი  პროექტი  ითვალისწინებდა  ფინანსური  ანგარიშ- გების  მომხმარებელთა  ძირითადი  ჯგუფის  დადგენას.  განსახილველი  პროექტის  ზოგიერთმა რესპონდენტმა    აზრი    გამოთქვა,    რომ    სხვა    მომხმარებლები,    რომლებიც    საწარმოს რესურსებს   არ   აწვდიან   და   არც   აპირებენ   ამის   გაკეთებას,   ფინანსურ   ანგარიშგებას იყენებენ   სხვადასხვა   მიზეზის   გამო.   საბჭო   დადებითად   ეკიდება   მათ   საინფორმაციო მოთხოვნილებებს, მაგრამ დაასკვნა, რომ თუ არ დადგინდებოდა ძირითად მომხმარებელთა ჯგუფი,   წარმოიქმნებოდა   რისკი   იმისა,   რომ   კონცეპტუალური   საფუძვლები   ზედმეტად აბსტრაქტული ან ბუნდოვანი გახდებოდა.

რატომ მიიჩნევა არსებული და პოტენციური ინვესტორები, გამსესხებლები და სხვა კრედიტორები ძირითად მომხმარებლებად?
დს1.15    სადისკუსიო  დოკუმენტისა  და  განსახილველი  პროექტის  ზოგიერთმა  რესპონდენტმა  წინა- დადება წამოაყენა, რომ ძირითად მომხმარებელთა ჯგუფი უნდა შემოიფარგლოს არსებული აქციონერებით    ან    მაკონტროლებელი    საწარმოს    საკონტროლო    პაკეტის    მფლობელი აქციონერებით.  სხვებმა  გამოთქვეს   აზრი,  რომ  ძირითადი   მომხმარებლები   უნდა  იყვნენ არსებული  აქციონერები  და  კრედიტორები  და  ფინანსური  ანგარიშგება  ორიენტირებული უნდა იყოს მათ მოთხოვნილებებზე.
დს1.16    ქვემოთ  ჩამოთვლილია  ის  მიზეზები,  რომელთა  გამოც  საბჭომ  გადაწყვიტა,  რომ  ძირითად მომხმარებელთა  ჯგუფში  უნდა  შედიოდეს  ანგარიშვალდებული  საწარმოს  არსებული  და პოტენციური ინვესტორები, გამსესხებლები და სხვა კრედიტორები:
ა) არსებულ    და    პოტენციურ    ინვესტორებს,    გამსესხებლებსა    და    სხვა    კრედიტორებს ყველაზე  გადამწყვეტი  მნიშვნელობის  მქონე  და  გადაუდებელი  მოთხოვნილებები  აქვთ ფინანსურ   ანგარიშგებაში   წარმოდგენილ   ინფორმაციასთან   დაკავშირებით   და   ბევრ მათგანს    არ    შეუძლია    საწარმოს    მოსთხოვოს,    უშუალოდ    მათ    მიაწოდოს    ეს ინფორმაცია;
ბ) საბჭოს  და  აშშ-ის  ფინანსური  აღრიცხვის  სტანდარტების  საბჭოს  პასუხისმგებლობაში შედის,  რომ  ორიენტაცია  აიღონ  კაპიტალის  ბაზრის  მონაწილეთა  მოთხოვნილებებზე. მონაწილეებში     იგულისხმება     არა     მხოლოდ     არსებული     ინვესტორები,     არამედ პოტენციური ინვესტორები და ასევე არსებული და პოტენციური გამსესხებლები და სხვა კრედიტორები;
გ)    ინფორმაცია,  რომელიც  პასუხობს  ზემოაღნიშნულ  ძირითად  მომხმარებელთა  მოთხოვ- ნილებებს,   დააკმაყოფილებს   მომხმარებელთა   მოთხოვნილებებს   იმ   იურისდიქციაშიც, რომელსაც გააჩნია  აქციონერთა  კონტექსტში  განსაზღვრული  კორპორაციული  მართვის მოდელი     და     ასევე     იმ     იურისდიქციაშიც,     რომელსაც     გააჩნია     ყველა     სახის დაინტერესებულ    მხარეთა    კონტექსტში    განსაზღვრული    კორპორაციული    მართვის მოდელი.
დს1.17    ზოგიერთი   რესპონდენტის   აზრით,   ზემოაღნიშნულ   მომხმარებელთა   ძირითადი   ჯგუფი ზედმეტად  ვრცელია,  რაც   გამოიწვევს   ფინანსური   ანგარიშგების   გადატვირთვას   ზედმეტი ინფორმაციით.  მეორე  მხრივ,  `ზედმეტი  ინფორმაცია~  სუბიექტური  შეფასებაა.  ფინანსური ანგარიშგების    წარდგენის    მოთხოვნებზე   მუშაობისას,    რომელიც    პასუხობს   ფინანსური ანგარიშგების  წარდგენის  მიზნებს,  ორივე  საბჭო  დაეყრდნობა  სასარგებლო  ინფორმაციის ხარისხობრივ  მახასიათებლებსა  და  დანახარჯების  შემზღუდველ  ფაქტორს;  ამ  პრინციპული მიდგომით  თავიდან  იქნება  აცილებული  ზედმეტი/ძალიან  ბევრი  ინფორმაციის   წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში.
 

აუცილებელია მომხმარებელთა იერარქია?
დს1.18    განსახილველი  პროექტის  ზოგიერთმა  რესპონდენტმა,  რომლებმაც  მხარი  დაუჭირეს  ძირი- თად  მომხმარებელთა  ჯგუფის  განსაზღვრას,  ასევე  ურჩია  საბჭოს,  რომ  დაედგინა  ძირითად მომხმარებელთა  იერარქია,  რადგან  ინვესტორებს,  გამსესხებლებსა  და  სხვა  კრედიტორებს განსხვავებული  საინფორმაციო  მოთხოვნილებები  გააჩნიათ.  თუმცა,  საბჭომ  აღნიშნა,  რომ ცალკეულ  მომხმარებლებს  შეიძლება  განსხვავებული  და  შესაძლოა,  საწინააღმდეგო  საინ- ფორმაციო  მოთხოვნილებები  ჰქონდეთ,  ვიდრე  იმ  მომხმარებლებს,  რომელთაც  იმავე  ტიპის ინტერესი  გააჩნია  ანგარიშვალდებულ  საწარმოსთან  მიმართებით.  საერთო  დანიშნულების ფინანსური  ანგარიშგება  მომხმარებლებს  საერთო  ინფორმაციას  აწვდის  და  ვერ  დააკმაყო- ფილებს  ნებისმიერ  საინფორმაციო  მოთხოვნილებას.  საბჭო  ეცდება,  იპოვოს  ინფორმაციის ისეთი  ნაკრები,  რომელიც  უპასუხებს  მომხმარებელთა  მაქსიმალური  რაოდენობის  მოთხოვ- ნილებებს და მისაღები იქნება დანახარჯები/სარგებლის თანაფარდობის გათვალისწინებით.

იმ მომხმარებელთა საინფორმაციო მოთხოვნილებები, რომლებიც არ შედიან ძირითად მომხმარებელთა ჯგუფში

ხელმძღვანელობის საინფორმაციო მოთხოვნილებები
დს1.19    ზოგიერთი     რესპონდენტის     კითხვები     ეხებოდა     საერთო     დანიშნულების     ფინანსური ანგარიშგების       წარდგენასა       და       ხელმძღვანელობის       მოთხოვნილებებს       შორის ურთიერთკავშირს.   საბჭომ   დაადგინა,   რომ   ძირითად   მომხმარებლებზე   ორიენტირებული ზოგიერთი      ინფორმაცია,      სავარაუდოდ,      უპასუხებს      ხელმძღვანელობის      ზოგიერთ მოთხოვნილებასაც,    თუმცა    ყველას    არა.    მეორე    მხრივ,    ხელმძღვანელობას    შეუძლია დამატებითი   ფინანსური   ინფორმაციის   მოპოვება   და   ამიტომ   აუცილებელი   არაა,   რომ საერთო    დანიშნულების    ფინანსური    ანგარიშგება    ორიენტირებული    იყოს    უშუალოდ ხელმძღვანელობაზე.

მარეგულირებელი ორგანოების საინფორმაციო მოთხოვნილებები
დს1.20   ზოგიერთმა  რესპონდენტმა  გამოთქვა  აზრი,  რომ  კაპიტალის  ბაზარზე  ფინანსური  სტაბილუ- რობის   შენარჩუნება   (ქვეყნის   ან   რეგიონის   ეკონომიკური   ან   ფინანსური   სისტემების სტაბილურობა)   ფინანსური   ანგარიშგების   წარდგენის   მიზანია.   მათ   განაცხადეს,   რომ ფინანსური   ანგარიშგება   მიმართული   უნდა   იყოს   მარეგულირებელი   ორგანოებისა   და ფისკალურ  პოლიტიკასთან  დაკავშირებული  გადაწყვეტილებების  მიმღებთა  მოთხოვნილე- ბებზე, რომელთაც პასუხისმგებლობა აკისრიათ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
დს1.21    სხვები  წინააღმდეგნი  იყვნენ,  რომ  მიზნად  დაესახათ  ფინანსური  სტაბილურობის  მიღწევა. მათი   აზრით,   ფინანსურ   ანგარიშგებაში   რაც   შეიძლება   მიუკერძოებლად   უნდა   იყოს წარმოდგენილი  ანგარიშვალდებული  საწარმოს  ეკონომიკური  რეალობა  და  აუცილებელი არაა,    ამგვარი     წარდგენა     ეწინააღმდეგებოდეს     ფინანსური     სტაბილურობის    მიზანს. ეკონომიკური      რეალობის      წარმოჩენით,      ფინანსური      ანგარიშგების      საფუძველზე შესაძლებელი   იქნება   უფრო   ინფორმირებული   გადაწყვეტილებების   მიღება,   რაც   ხელს შეუწყობს   ფინანსურ   სტაბილურობას,   თუნდაც   ეს   არ   იყოს   ფინანსური   ანგარიშგების წარდგენის მთავარი მიზანი.4
დს1.22   თუმცა,  ფინანსური  სტაბილურობის  მიზნის  მხარდამჭერებს  განსხვავებულად  ჰქონდათ  წარ- მოდგენილი  შედეგი.  მათ  არ  დაიწყეს  საბჭოს  დარწმუნება,  რომ  მოეთხოვა,  ანგარიშვალ- დებულ  საწარმოებს  წარმოედგინათ  ინფორმაცია,  რომელსაც  გამოიყენებდნენ  მარეგული- რებლები   და   ფისკალურ   პოლიტიკასთან   დაკავშირებული   გადაწყვეტილებების   მიმღები

4. ამ  მოსაზრების  ავტორი  ერთ-ერთი  ჯგუფი  ფინანსური   კრიზისის   საკონსულტაციო  ჯგუფი  (ფკსჯ).   ფინანსური კრიზისის  საკონსულტაციო  ჯგუფი  შედგებოდა  დაახლოებით  20  ზედა  დონის  ხელმძღვანელისგან,  რომელთაც მრავალმხრივი   გამოცდილება   გააჩნდათ   საერთაშორისო   ფინანსურ   ბაზრებთან   დაკავშირებით   და   დაინტე- რესებულნი იყვნენ ფინანსურ  ანგარიშგებაში წარდგენილი  ინფორმაციის გამჭვირვალობით. ფინანსური  კრიზისის საკონსულტაციო   ჯგუფი   ჩამოყალიბდა   2009   წელს,   რათა   კონსულტაციები   გაეწია   საბჭოსთვის   და   აშშ-ის ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭოსთვის იმის თაობაზე,  რა გავლენის მოხდენა  შეუძლია სტანდარტების შემუშავებაზე ფინანსურ კრიზისსა და გლობალური მარეგულირებელი გარემოს პოტენციურ ცვლილებებს.
 

ორგანოები.    ამის    მაგიერ,    მათ    საბჭოს    ურჩიეს,    ფინანსური    ანგარიშგების    ახალი სტანდარტების   შედეგები   განეხილა   მსოფლიო   ეკონომიკური   და   ფინანსური   სისტემების სტაბილურობის   გათვალისწინებით   და   დროდადრო   მაინც,   უფრო   მეტი   მნიშვნელობა მიენიჭებინა     ამ     მიზნისთვის,     ვიდრე     ინვესტორების,     გამსესხებლებისა     და     სხვა კრედიტორების საინფორმაციო მოთხოვნილებებისთვის.
დს1.23    საბჭომ  აღიარა,  რომ  ინვესტორების,  გამსესხებლებისა  და  სხვა  კრედიტორების  ინტერესები ხშირად ემთხვევა მარეგულირებლების ინტერესებს. მეორე მხრივ, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის  მიზნის  იმგვარად  განვრცობამ,  რომ  ითვალისწინებდეს  ფინანსური  სტაბილუ- რობის  შენარჩუნებასაც,  შეიძლება  დროდადრო  კონფლიქტი  წარმოქმნას  მიზნებს  შორის, რომლებსაც  საბჭო  ვერ  მოაგვარებს.  მაგალითად,  ზოგიერთმა  შეიძლება  მხარი  დაუჭიროს იმ   აზრს,   რომ   ფინანსური   სტაბილურობის   შენარჩუნებისთვის   საუკეთესო   გამოსავალია, საწარმომ     არ     წარადგინოს,     ან     დააყოვნოს      აქტივებისა      და      ვალდებულებების ღირებულებებში  მომხდარი  ცვლილებების  წარდგენა.  ეს  მოთხოვნა  თითქმის  უცილობლად გამოიწვევს  იმას,  რომ  ინვესტორებს,  გამსესხებლებსა  და  სხვა  კრედიტორებს  არ  ექნებათ საჭირო    ინფორმაცია.    კონფლიქტის    თავიდან    აცილების    ერთადერთი    გზაა    ინვესტო- რებისთვის,    გამსესხებლებისა    და    სხვა    კრედიტორებისთვის    ინფორმაციის    წარდგენის არსებული  მიზნის  უარყოფა,  ანდა  ამ  მიზნისთვის  მინიჭებული  მნიშვნელობის  შემცირება. საბჭომ  დაასკვნა, რომ ამ  მიზნის  უარყოფა ეწინააღმდეგება  მის ძირითად მისიას, რომელიც მდგომარეობს     კაპიტალის     ბაზრის     მონაწილეთა     საინფორმაციო     მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.    საბჭომ    ასევე    აღნიშნა,    რომ    შესაბამისად    და    სამართლიანად წარდგენილმა   ფინანსურმა   ინფორმაციამ   შეიძლება   აამაღლოს   მომხმარებელთა   ნდობა ინფორმაციის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას.

გადაწყვეტილებების მისაღებად სასარგებლო ინფორმაცია

დს1.24   საბჭოს   და   აშშ-ის   ფინანსური   აღრიცხვის   სტანდარტების   საბჭოს   წინა   სტრუქტურული საფუძვლები     ორიენტირებული     იყო     ისეთი     ინფორმაციის     მიწოდებაზე,     რომელიც სასარგებლოა     ეკონომიკური     გადაწყვეტილებების     მისაღებად,     რაც     მიჩნეული     იყო ფინანსური   ანგარიშგების   წარდგენის   უმთავრეს   მიზნად.   ზემოაღნიშნულ   სტრუქტურულ საფუძვლებში  ასევე  მითითებული  იყო,  რომ  ეკონომიკური  გადაწყვეტილებების  მისაღებად სასარგებლო   ფინანსური   ინფორმაცია   ასევე   გამოდგება   იმის   შესაფასებლადაც,   როგორ შეასრულა ხელმძღვანელობამ დაკისრებული პასუხისმგებლობა.
დს1.25    სადისკუსიო  დოკუმენტში,  რომლის  შედეგადაც  შემუშავდა  1-ლი  თავი,  აღნიშნული  იყო,  რომ ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი  კონცენტრირებული  უნდა  ყოფილიყო  რესურ- სების    განაწილებასთან    დაკავშირებულ    გადაწყვეტილებებზე.    სადისკუსიო    დოკუმენტის რესპონდენტთა  უმრავლესობა  ეთანხმებოდა,  რომ  გადაწყვეტილების  მისაღებად  სასარგებ- ლო    ინფორმაციის    წარდგენა    შესაფერისი    მიზანი    იყო,    თუმცა    მათ    მიაჩნდათ,    რომ ინვესტორები,    გამსესხებლები    და    სხვა    კრედიტორები,    რესურსების    განაწილებასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილებების  გარდა,  სხვა  გადაწყვეტილებებსაც  იღებენ  ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. მაგალითად, აქციონერებს, რომლებიც ხმას    აძლევენ,    არსებული    დირექტორები    დატოვონ,    თუ    ახლები    დანიშნონ,    ან    რა ანაზღაურება   უნდა   მიიღოს   ხელმძღვანელობამ   გაწეული   სამსახურისთვის,   სჭირდებათ ინფორმაცია,   რომელზე   დაყრდნობითაც   მიიღებენ   ამ   გადაწყვეტილებებს.   აქციონერების გადაწყვეტილების     მიღების     პროცესი     შეიძლება     მოიცავდეს     მოცემული     საწარმოს ხელმძღვანელობის  მიერ  მიღწეული  შედეგებისა  და  იმავე  გარემოებებში  სხვა  კონკურენტი საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ მიღწეული შედეგების შედარებას.
დს1.26   საბჭო  დაეთანხმა  ამ  რესპონდენტებს  და  აღნიშნა,  რომ,  უმეტეს  შემთხვევაში,  ინფორმაცია, რომელიც    საჭიროა    რესურსების    განაწილებასთან    დაკავშირებული    გადაწყვეტილების მისაღებად,   ასევე   სასარგებლო   იქნება   ხელმძღვანელობის   საქმიანობის   შესაფასებლად. ამიტომ   განსახილველ   პროექტში,   რომლის   შედეგადაც   დამუშავდა   1-ლი   თავი,   საბჭომ შეიტანა  შემდეგი  ფორმულირება:  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანია,  ანგარიშ- ვალდებული    საწარმოს    შესახებ    წარმოადგინოს    ფინანსური    ინფორმაცია,    რომელიც სასარგებლო  იქნება  გადაწყვეტილებების  მიღებისას  არსებული  და  პოტენციური  ინვესტო-
 

რების,  გამსესხებლებისა  და  სხვა  კრედიტორებისთვის,  როგორც  კაპიტალის  მომწოდებლე- ბისთვის.   განსახილველ   პროექტში   ასევე   აღწერილია   ფინანსური   ანგარიშგების   როლი საწარმოს რესურსების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.
დს1.27   განსახილველ    პროექტში    ცალ-ცალკე    განყოფილებებში    იყო    განხილული    ფინანსური ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი  და  გადაწყვეტილებების  მისაღებად  სასარგებლო  ინფორ- მაცია.  საბჭომ  ეს  განყოფილებები  გააერთიანა  1-ელ  თავში,  ვინაიდან  ფინანსური  ანგარიშ- გების   წარდგენის   მიზანი   სწორედ   გადაწყვეტილებების   მისაღებად   სასარგებლო   ინფორ- მაციის  წარდგენაა.  ამის  გამო,  ორივე  განყოფილებაში  ერთი  და  იგივე  თვალსაზრისი  იყო განხილული   და   საჭიროზე   მეტ   დეტალებს   შეიცავდა.   ორი   განყოფილების   გაერთიანების შედეგად  გაუქმდა  ორი  ქვეგანყოფილება,  რომლებიც  ფულადი  ნაკადების  პერსპექტივისა  და ხელმძღვანელობის  მართვისუნარიანობის  შესაფასებლად  სასარგებლო  ინფორმაციას  ეხე- ბოდა.  ამით  საბჭო  არ  გულისხმობდა,  რომ  რომელიმე  მათგანი     ფულადი  ნაკადების  პერს- პექტივის   შეფასება,   ან   ხელმძღვანელობის   მართვისუნარიანობის   ხარისხის   შეფასება     უფრო  მნიშვნელოვანი  იყო.  როდესაც  საქმე  ეხება  საწარმოსთვის  რესურსების  მიწოდებას, გადაწყვეტილებების  მისაღებად  ორივე  ზემოაღნიშნული  ინფორმაცია  მნიშვნელოვანია  და, გარდა       ამისა,       ხელმძღვანელობის       მართვისუნარიანობის       შესახებ       ინფორმაცია მნიშვნელოვანია  რესურსების  მომწოდებლებისთვისაც,  რომლებსაც  საშუალება  აქვთ  მხარი დაუჭირონ, ან სხვა მხრივ მოახდინონ ზემოქმედება ხელმძღვანელობის ქმედებებზე.
დს1.28    საბჭომ  გადაწყვიტა,  1-ელ  თავში  არ  გამოეყენებინა  ტერმინი  მართვისუნარიანობა,  რადგან მისი   გადათარგმნა   სხვა   ენებზე   რთული   იქნებოდა.   ამის   მაგიერ,   საბჭომ   აღწერა,   რას ნიშნავს და რა იგულისხმება მართვისუნარიანობაში. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის  მიზანი  ადასტურებს,  რომ მომხმარებლები  იღებენ  რესურსების განაწილებასთან დაკავშირებულ  გადაწყვეტილებებს,  ასევე  დასკვნები  გამოაქვთ  იმის  შესახებ,  რაციონალუ- რად და ეფექტიანად გამოიყენა თუ არა ხელმძღვანელობამ მიწოდებული რესურსები.

სხვადასხვა ტიპის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი
დს1.29   საბჭომ   ასევე   განიხილა   შემდეგი   საკითხი:   უნდა   განსხვავდებოდეს   თუ   არა   სხვადასხვა ტიპის  საწარმოთა   საერთო   დანიშნულების   ფინანსური  ანგარიშგების   წარდგენის  მიზანი. შესაძლო ვარიანტებია:
ა) შედარებით მცირე ზომისა და უფრო მსხვილი საწარმოები;
ბ) საწარმოები,   რომლებსაც   გააჩნიათ   კოტირებული   (რეგისტრირებული)   სავალო   ან წილობრივი   ფინანსური   ინსტრუმენტები   და   საწარმოები,   რომელთაც   არ   გააჩნია ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტები; და
გ)    საწარმოები,  რომლებსაც  ძალიან  ცოტა  მესაკუთრე  ჰყავს  და  საწარმოები,  რომლებსაც მარავალრიცხოვანი მესაკუთრე ჰყავს.
დს1.30    ფინანსური  ანგარიშგების  გარე  მომხმარებლებს  მსგავსი  მიზნები  აქვთ,  მიუხედავად  საწარ- მოს   ტიპისა,   რომელშიც   დებენ   ინვესტიციებს.   ამიტომ   საბჭომ   დაასკვნა,   რომ   საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი ყველა საწარმოსთვის ერთი და იგივეა.  თუმცა,  დანახარჯების  შემზღუდველი  ფაქტორისა  და  საწარმოთა  განსხვავებული საქმიანობების   არსებობის   გამო,   საბჭომ   ზოგჯერ   შეიძლება   დაუშვას,   ან   მოითხოვოს განსხვავებული ანგარიშგების წარდგენა განსხვავებული ტიპის საწარმოებისთვის.
ინფორმაცია   ანგარიშვალდებული   საწარმოს   რესურსების,   საწარმოს   მიმართ არსებული   მოთხოვნებისა   და   ამ   რესურსებსა   და   მოთხოვნებში   მომხდარი ცვლილებების შესახებ

ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელობა
დს1.31 განხილვის   ბევრი   მონაწილის   მოსაზრების   თანახმად,   ანგარიშვალდებული   საწარმოს საქმიანობის  ფინანსური შედეგები,  რომელიც ასახულია  სრულ შემოსავალსა  და მის  კომპო-
 

ნენტებში,  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ინფორმაციაა.5  კონცეფციების  ოფიციალური  დოკუმენტ
#1-ში (43-ე პუნქტი) აღნიშნულია:
ფინანსური    ანგარიშგების    წარდგენისას    ძირითადი    ყურადღება    ექცევა    ინფორმაციას საწარმოს     საქმიანობის     შედეგების     შესახებ,     რომელიც     წარმოდგენილია     სრული შემოსავლისა  და  მისი  კომპონენტების  მეშვეობით.  ინვესტორებს,  კრედიტორებსა  და  სხვა მხარეებს,   რომლებიც   დაინტერესებულნი   არიან   საწარმოს   წმინდა   ფულადი   ნაკადების პერსპექტივის შეფასებით, განსაკუთრებით აინტერესებთ ეს ინფორმაცია.
ამისგან  განსხვავებით,  სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989)  ანგარიშვალდებული  საწარმოს ფინანსური  მდგომარეობისა  და  საქმიანობის  ფინანსური  შედეგების  შესახებ  ინფორმაციას თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული.
დს1.32    გადაწყვეტილების   მიღების   პროცესში   მნიშვნელოვანია,   რომ   ფინანსურ   ანგარიშგებაში წარმოდგენილი  იყოს  ინფორმაცია  ანგარიშვალდებული  საწარმოს  ეკონომიკური  რესურ- სებისა   და   მის   მიმართ   არსებული   მოთხოვნების,   ასევე   საანგარიშგებო   პერიოდში   ამ ეკონომიკურ  რესურსებსა  და  მოთხოვნებში  მომხდარი  ცვლილებების  შესახებ.  ანგარიშვალ- დებულ  საწარმოს  არ  შეუძლია  საკმარისად  სრულყოფილი  ინფორმაციის  წარდგენა  თავისი საქმიანობის     ფინანსური      შედეგების     შესახებ     (როგორც     წარმოდგენილია     სრულ შემოსავალში,  მოგება/ზარალში  ან  სხვა  მსგავსი  სახით),  თუ  არ  დაადგენს  და  შეაფასებს საკუთარ   ეკონომიკურ   რესურსებსა   და   მის   მიმართ   არსებულ   მოთხოვნებს.   შედეგად, საბჭომ   დაასკვნა,  რომ  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენისას  არასწორი  იქნება  ერთი სახის ინფორმაციაზე მთავარი ყურადღების გადატანა.
დს1.33    საწარმოს   ფინანსური   მდგომარეობის   განხილვისას,   განსახილველი   პროექტი   ეხებოდა ანგარიშვალდებული    საწარმოს    ეკონომიკურ    რესურსებსა    და    მის    მიმართ    არსებულ მოთხოვნებს.     ამ      თავში     გამოყენებულია     ფრაზა     ანგარიშვალდებული     საწარმოს ეკონომიკური     რესურსები     და     ანგარიშვალდებული     საწარმოს     მიმართ     არსებული მოთხოვნები   (იხ.   მ12   პუნქტი).   ამ   ცვლილების   მიზეზი   ისაა,   რომ,   ბევრ   შემთხვევაში, საწარმოს  მიმართ  არსებული   მოთხოვნები  არ  არის  კონკრეტული  რესურსების  მიმართ მოთხოვნები.  გარდა  ამისა,  ბევრი  მოთხოვნა  დაკმაყოფილდება  მომავალი  წმინდა  ფულადი ნაკადებიდან  წარმოქმნილი  რესურსების  საშუალებით.  ამრიგად,  მიუხედავად  იმისა,  რომ ყველა მოთხოვნა არის საწარმოს მიმართ არსებული მოთხოვნა, ყველა მოთხოვნა არ არის საწარმოში არსებული რესურსების მიმართ მოთხოვნა.
ფინანსური  მდგომარეობა  და გადახდისუნარიანობა
დს1.34    ზოგიერთმა  მონაწილემ  წინადადება  წამოაყენა,  რომ  ფინანსური  მდგომარეობის  ანგარი- შგების  ძირითადი  მიზანი  უნდა  იყოს  ისეთი  ინფორმაციის  წარდგენა,  რომელიც  მომხმა- რებელს   დაეხმარება   ანგარიშვალდებული   საწარმოს   გადახდისუნარიანობის   შეფასებაში. საკითხი   არ   დგას   ასე:   ფინანსურ   ანგარიშგებაში   წარმოდგენილი   ინფორმაცია   უნდა გამოდგებოდეს თუ არა გადახდისუნარიანობის შესაფასებლად; აშკარაა, ეს ასეც უნდა იყოს. გადახდისუნარიანობის შეფასებით დაინტერესებულია ინვესტორები, გამსესხებლები და სხვა კრედიტორები  და  საერთო  დანიშნულების  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანია, მათ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც გამოადგებათ გადაწყვეტილებების მისაღებად.
დს1.35    თუმცა,  ზოგიერთმა  გამოთქვა  აზრი,  რომ  ფინანსური  მდგომარეობის  ანგარიშგება  ორიენ- ტირებული   უნდა   იყოს   გამსესხებლების,   სხვა   კრედიტორებისა   და   მარეგულირებლების საინფორმაციო   მოთხოვნილებებზე,  შესაძლოა  ინვესტორებისა   და   სხვა   მომხმარებლების საზიანოდ.     ეს     კი     ეწინააღმდეგება     ძირითად     მომხმარებელთა     ჯგუფის     საერთო საინფორმაციო  მოთხოვნილებების  დაკმაყოფილების  მიზანს.  ამიტომ  საბჭომ  უარყო  იდეა, რომელიც გულისხმობდა, რომ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (ან  ნებისმიერი  სხვა კონკრეტული    ფინანსური    ანგარიშგება)    ორიენტირებული    ყოფილიყო    მომხმარებელთა კონკრეტული ქვეჯგუფის საინფორმაციო მოთხოვნილებებზე.

5. კონცეფციების   ოფიციალური   დოკუმენტი   #1   ეხებოდა   შემოსავლებსა   და   მის   კომპონენტებს.   თუმცა,   აშშ-ის ფინანსური   აღრიცხვის   სტანდარტების   საბჭოს   კონცეფციების   ოფიციალური   დოკუმენტ   #6-ში       `ფინანსური ანგარიშგების    ელემენტები~         ტერმინი    სრული    შემოსავალი    შეცვლილი    იყო    ტერმინით    შემოსავლები. უკანასკნელი ტერმინი დარეზერვებულია კონკრეტულად სრული შემოსავლის კომპონენტისთვის.
 


მე-2  თავის  დასკვნის  საფუძველი:
ანგარიშვალდებული  საწარმფტ

[დაემატება]
 


შესავალი პუნქტი
დასკვნის  საფუძველი  მე-3  თავის     სასარგებლფტ  ფინანსური ინფფტრმაციის  ხარისხფტბრივი  მახასიათებლები     შესახებ
შესავალი დს3.1
ამფტსავალი  ინფფტრმაცია დს3.3
ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანი  და  სასარგებლფტ  ფინანსური ინფფტრმაციის  ხარისხფტბრივი  მახასიათებლები
დს3.4
ძირითადი  ხარისხფტბრივი  მახასიათებლები  და  ხარისხფტბრივი მახასიათებლები,  რფტმლებიც  ამაღლებს  ინფფტრმაციის  სარგებლიანფტბას
დს3.8
ძირითადი  ხარისხფტბრივი  მახასიათებლები დს3.11
შესაბამისობა დს3.11
საპროგნოზო და დამადასტურებელი ღირებულება დს3.14
განსხვავება საპროგნოზო ღირებულებასა და მსგავს სტატისტიკურ ტერმინებს შორის დს3.16
არსებითობა დს3.17
სამართლიანი წარდგენა დს3.19
ტერმინი საიმედოობის შეცვლა დს3.20
შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა დს3.26
წინდახედულობა (კონსერვატიზმი) და ნეიტრალობა დს3.27
შეიძლება სამართლიანი წარდგენის ემპირიული შეფასება? დს3.30
ხარისხფტბრივი  მახასიათებლები,  რფტმლებიც  ამაღლებს  ინფფტრმაციის სარგებლიანფტბას
დს3.32
შესადარისობა დს3.32
შემოწმებადობა დს3.34
დროულობა დს3.37
აღქმადობა დს3.40
ხარისხფტბრივი  მახასიათებლები,  რფტმლებიც  შეტანილი არ  არის  კფტნცეპტუალურ  საფუძვლებში
დს3.44
შეზღუდვა,  რფტმელიც  დაკავშირებულია  სასარგებლფტ  ფინანსური ანგარიშგების  წარდგენის  დანახარჯებთან
დს3.47
 

დასკვნის საფუძველი
მე-3 თავის   სასარგებლო ფინანსური ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები   შესახებ

დასკვნის საფუძველი თან ერთვის მე-3 თავს, მაგრამ არ არის მისი ნაწილი.


შესავალი

დს3.1      ამ  დასკვნის  საფუძველში  შეჯამებულია  საბჭოს  განხილვები  მე-3  თავის     `სასარგებლო ფინანსური     ინფორმაციის     ხარისხობრივი     მახასიათებლები~          შესახებ     გამოტანილ დასკვნებთან დაკავშირებით. მასში მოცემულია ზოგიერთი ალტერნატივის მიღებისა და სხვა ალტერნატივების  უარყოფის  არგუმენტები.  საბჭოს  ინდივიდუალურმა  წევრებმა  ზოგიერთ ფაქტორს უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს, ვიდრე სხვა ფაქტორებს.
დს3.2 საბჭომ მე-3 თავი სრულყო აშშ-ის ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭოსთან ერთად.
შედეგად, ამ დასკვნის საფუძველში ზოგან მითითებულია აშშ-ის საბჭოს ლიტერატურა.

ამოსავალი ინფორმაცია
დს3.3     საბჭომ  სასარგებლო  ფინანსური  ინფორმაციის  ხარისხობრივი  მახასიათებლების   სრულყო- ფის  პროცესი  დაიწყო  საკუთარი,  ასევე  სტანდარტების  შემმუშავებელი  სხვა  ორგანოების სტრუქტურული  საფუძვლებისა  და  კონცეფციების  გადახედვით.  2006  წლის  ივლისში  საბჭომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოსცა განსახილველი დოკუმენტი. იგივე დოკუმენტი გამოსცა აშშ-ის   ფინანსური   აღრიცხვის   სტანდარტების   საბჭომაც.   ბასსს-მა   და   აშშ-ის   ფინანსური აღრიცხვის  სტანდარტების  საბჭომ  მიიღეს  179  გამოხმაურება.  ამ  თემასთან  დაკავშირებული პრობლემური  საკითხების  განხილვისას, საბჭომ  გაითვალისწინა  ყველა  მიღებული  შენიშვნა და  ასევე  სხვა  ალტერნატიული  წყაროებიდან  მოპოვებული  ინფორმაცია.  2008  წლის  მაისში საბჭომ     და     აშშ-ის     ფინანსური     აღრიცხვის     სტანდარტების     საბჭომ     ერთობლივად გამოაქვეყნეს   განსახილველი   პროექტი.   მათ   142   გამოხმაურება   მიიღეს   ამ   პროექტთან დაკავშირებით.    საბჭომ    განმეორებით    განიხილა    თემასთან    დაკავშირებული    ყველა პრობლემური საკითხი. ეს დოკუმენტი მიღებულია ხელმეორედ განხილვების შედეგად.

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზანი და სასარგებლო
ფინანსური ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები

დს3.4     ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ყველა ასპექტისთვის არსებობს ალტერნატიული ვარი- ანტები,  როგორიცაა, მაგალითად:  აღიარება,  აღიარების  შეწყვეტა,  შეფასება, კლასიფიკაცია, წარდგენა  და  ინფორმაციის  გამჟღავნება  განმარტებით  შენიშვნებში.  ფინანსური  ანგარიშ- გების  სტანდარტების  სრულყოფისას  საბჭო  აირჩევს  იმ  ალტერნატიულ  ვარიანტს,  რომელიც ყველაზე   უკეთ   შეუწყობს   ხელს   ფინანსური   ანგარიშგების   წარდგენის   მიზნის   მიღწევას. ფინანსური  ინფორმაციის  მომწოდებლებსაც  მოუწევთ  არჩევანის  გაკეთება  ალტერნატიული ვარიანტებიდან,  თუ  არ  იარსებებს  შესაფერისი  სტანდარტი,  ანდა,  თუ  კონკრეტული  სტან- დარტის    გამოყენება    მოითხოვს    გადაწყვეტილების    მიღებას    ან    არჩევანის    გაკეთებას ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მიზნის მისაღწევად.
დს3.5     1-ელ    თავში    დადგენილია,    რომ    საერთო    დანიშნულების    ფინანსური    ანგარიშგების წარდგენის   მიზანია   ისეთი   ფინანსური   ინფორმაცია   წარმოადგინოს   ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ, რომელიც სასარგებლოა არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, გამსესხებლებისა  და  სხვა  კრედიტორებისთვის  გადაწყვეტილების  მისაღებად  იმის  თაობაზე, მიაწოდოს   თუ   არა   ამ   საწარმოს   რესურსები.   გადაწყვეტილების   მიმღებები,   რომელზეც ორიენტირებულია    წინამდებარე    კონცეპტუალური    საფუძვლები,    არიან    არსებული    და პოტენციური ინვესტორები, გამსესხებლები და სხვა კრედიტორები.
 

დს3.6     თავის  მხრივ,  დასახული  მიზანი  ბევრადაა  დამოკიდებული  მსჯელობასა  და  გადაწყვეტი- ლების  მიღებაზე,  მაგრამ  მხოლოდ  მცირე  მითითებებია  მოცემული,  როგორ  უნდა  იქნეს მიღებული   ეს   გადაწყვეტილება.   მე-3   თავში   აღწერილია   პირველი   ნაბიჯი,   რომელიც აუცილებელია  დასახული  მიზნის  მისაღწევად  საჭირო  გადაწყვეტილების  მისაღებად.  მასში დადგენილი   და   აღწერილია   ხარისხობრივი  მახასიათებლები,  რომლებიც  უნდა  გააჩნდეს ფინანსურ  ინფორმაციას,  რათა  მან  უპასუხოს  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  მიზანს. მასში  ასევე  განხილულია  დანახარჯი,  რომელიც  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შემზღუდველი ფაქტორია.
დს3.7     შემდგომ  თავებში  გამოყენებული  იქნება  ხარისხობრივი  მახასიათებლები,  რომლებიც  ხელს შეუწყობს  აღიარების,  შეფასებისა  და  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენის  სხვა  ასპექტების შესახებ   ალტერნატივის არჩევას.

ძირითადი  ხარისხობრივი  მახასიათებლები  და  ხარისხობრივი  მახასიათებლები, რომლებიც ამაღლებს ინფორმაციის სარგებლიანობას

დს3.8     მე-3    თავში    ერთმანეთისგან    გამიჯნულია    ძირითადი    ხარისხობრივი    მახასიათებლები, რომლებიც   ყველაზე   მნიშვნელოვანია   და   ხარისხობრივი   მახასიათებლები,   რომლებიც ამაღლებს  ინფორმაციის  სარგებლიანობას,  თუმცა  შედარებით  ნაკლებად  მნიშვნელოვანია, მაგრამ  მეტად  საჭირო.  განსახილველ  დოკუმენტში  ხარისხობრივი  მახასიათებლები  გარ- კვევით  არ  არის  ერთმანეთისგან  გამიჯნული.  საბჭომ  ისინი  მოგვიანებით  გამიჯნა,  რადგან განსახილველი  დოკუმენტის  რესპონდენტები  ვერ  არკვევდნენ,  როგორ  იყო  ერთმანეთთან დაკავშირებული ეს ხარისხობრივი მახასიათებლები.
დს3.9     განსახილველი      პროექტის      ზოგიერთმა      რესპონდენტმა      განაცხადა,      რომ      ყველა ხარისხობრივი    მახასიათებელი    ერთმანეთის    ტოლფასად    უნდა    იყოს    მიჩნეული    და ხარისხობრივი   მახასიათებლების   ამგვარი   განცალკევება   შემთხვევითი   და   პირობითია. სხვებმა   გამოთქვეს   აზრი,   რომ   ყველა   მნიშვნელოვანი   ხარისხობრივი   მახასიათებელი მხოლოდ      გარემოებებიდან      გამომდინარე      განსხვავდება      ერთმანეთისგან;      ამიტომ ხარისხობრივი მახასიათებლების ერთმანეთისგან გამიჯვნა მისაღები არ არის.
დს3.10    საბჭო  არ  დაეთანხმა  იმ  აზრს,  რომ  გამიჯვნა  სუბიექტურია.  ორი  ძირითადი  ხარისხობრივი მახასიათებლის, შესაბამისობისა და სამართლიანი წარდგენის გარეშე ფინანსური ინფორმა- ცია  ვერ  იქნება  სასარგებლო    და  ვერც  იმით  გახდება  სასარგებლო,  თუ  იქნება  მხოლოდ უფრო  შესადარისი,  შემოწმებადი,  დროული  ან  აღქმადი.  მეორე  მხრივ,  ფინანსური  ინფორ- მაცია,     რომელიც     შესაბამისია     და     სამართლიანად     წარდგენილი,     შეიძლება     იყოს სასარგებლო,  თუნდაც  არ  გააჩნდეს  არც  ერთი  ხარისხობრივი  მახასიათებელი,  რომელიც ამაღლებას ინფორმაციის სარგებლიანობას.

ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლები

შესაბამისობა
დს3.11    თავისთავად   ცხადია,   რომ   ფინანსური   ინფორმაცია   მხოლოდ   იმ   შემთხვევაში   იქნება სასარგებლო  გადაწყვეტილებების  მისაღებად,  თუ  მისი  დახმარებით  შეიძლება  განსხვავე- ბული   გადაწყვეტილების   მიღება.   ამ   მახასიათებლის   აღსაწერად   კონცეპტუალურ   საფუძ- ვლებში  გამოიყენება  ტერმინი  შესაბამისობა.  იგი  სასარგებლო  ფინანსური  ინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებელია.
დს3.12    კონცეპტუალურ  საფუძვლებში  მოცემული  შესაბამისობის  განმარტება  შეესაბამება  აშშ-ის ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს კონცეფციების ოფიციალური დოკუმენტ #2-ში
   `სააღრიცხვო  ინფორმაციის  ხარისხობრივი  მახასიათებლები~     მოცემულ  განმარტებას. სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989)  მოცემული  განმარტების  თანახმად,  ინფორმაცია  შესა- ბამისია   მხოლოდ   იმ   შემთხვევაში,   თუ   იგი   ნამდვილად   ცვლის   მომხმარებლის   მიერ მიღებულ     გადაწყვეტილებას.     თუმცა,     მომხმარებლები     ითვალისწინებენ     სხვადასხვა წყაროებიდან   მიღებულ   სხვადასხვა   ინფორმაციას   და   რთულია   იმის   დადგენა   (რომ   არ
 

ვთქვათ    შეუძლებელი),    კონკრეტული    ეკონომიკური    მოვლენის    შესახებ    ინფორმაციამ, რამდენად იქონია გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე, თუნდაც თავად ამ ფაქტის შემდგომ.
დს3.13    ამის  საპირისპიროდ,  იმის  დადგენა,  შეუძლია  თუ  არა  ინფორმაციას  ცვლილება  შეიტანოს გადაწყვეტილებაში        (შესაბამისობა,        როგორც        განსაზღვრულია        კონცეპტუალურ საფუძვლებში)         შესაძლებელია.    განსახილველი    პროექტის        და    სხვა    შესაბამისი დოკუმენტების    გამოცემის    ერთ-ერთი    ძირითადი    მიზანია,    მოიძიოს    მომხმარებლების მოსაზრებები  იმის  შესახებ,  შეუძლია  თუ  არა  ფინანსური  ანგარიშგების  შემოთავაზებული სტანდარტების  მიერ  მოთხოვნილ  ინფორმაციას  შეცვალოს  მათი  გადაწყვეტილებები.  საბჭო ასევე     ხვდება     მომხმარებლებს     და     მათთან     ერთად     განიხილავს     შემოთავაზებულ სტანდარტებს, პოტენციური  გადაწყვეტილებების გეგმებს, ახლად  დანერგილი  სტანდარტების (გამოყენების) შედეგებს წარდგენილ ინფორმაციაზე და სხვა საკითხებს.

საპროგნოზო და დამადასტურებელი ღირებულება
დს3.14    ინვესტორების,  გამსესხებლებისა  და  სხვა  კრედიტორების  გადაწყვეტილებების  უმეტესობა დაფუძნებულია   წილობრივი   ინსტრუმენტის,   სავალო   ან   სხვა   საკრედიტო   ინსტრუმენტის უკუგების  თანხისა  და  დროის  შესახებ პირდაპირ თუ  არაპირდაპირ პროგნოზებზე.  შედეგად, ინფორმაციას  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში  შესწევს  ამ  გადაწყვეტილებების  შეცვლის  უნარი, თუ  იგი  დაეხმარება  მომხმარებლებს  ახალი  პროგნოზების  გაკეთებაში,  დაადასტურებს  ან შეასწორებს  (ან  ორივე  ერთად)  წინა  პროგნოზებს  (რაც  ინფორმაციის  საპროგნოზო  ან დამადასტურებელი ღირებულების განმარტებაა).
დს3.15    სტრუქტურულ    საფუძვლებში    (1989)    საპროგნოზო    ღირებულება    და    დამადასტურებელი ღირებულება  განსაზღვრული  იყო  როგორც  შესაბამისობის  კომპონენტები,  ხოლო  აშშ-ის კონცეფციების   ოფიციალური   დოკუმენტი   #2   ეხებოდა   საპროგნოზო   ღირებულებას   და უკუქმედების  ღირებულებას.  საბჭომ  დაასკვნა,  რომ  დამადასტურებელ  ღირებულებასა  და უკუქმედების ღირებულებას ერთი  და  იგივე  მნიშვნელობა აქვს. საბჭო და აშშ-ის ფინანსური აღრიცხვის  სტანდარტების  საბჭო  შეთანხმდნენ,  რომ  ორივე  საბჭო  გამოიყენებდა  ერსა  და იმავე  ტერმინს  (დამადასტურებელ  ღირებულებას),  რათა  არ  შექმნილიყო  შთაბეჭდილება, რომ ეს ორი სტრუქტურული საფუძვლები განსხვავებულია.

განსხვავება საპროგნოზო ღირებულებასა და მსგავს სტატისტიკურ ტერმინებს შორის
დს3.16    კონცეპტუალურ  საფუძვლებში  გამოყენებული  საპროგნოზო  ღირებულება  იგივე  არ  არის, რაც    სტატისტიკაში    გამოყენებული    ტერმინები:    პროგნოზირებადობა    და    მდგრადობა. ინფორმაციას     მაშინ     გააჩნია     საპროგნოზო     ღირებულება,     თუ     მისი     გამოყენება შესაძლებელია       წარსული       ან       მიმდინარე       მოვლენების       შესაძლო       შედეგების პროგნოზირებისთვის.  ამის  საპირისპიროდ,  სტატისტიკის  სპეციალისტები  იყენებენ  ტერმინს პროგნოზირებადობა,  როდესაც  ადგენენ,  რა  სიზუსტით  შეიძლება  მონაცემების  მწკრივში მომდევნო    მონაცემის    წინასწარგანსაზღვრა,    ხოლო    მდგრადობა    ეხება    მონაცემების მოცემული  მწკრივის  ტენდენციას,  რომელიც კვლავ  (სტაბილურად) ისევე  იცვლება,  როგორც წარსულში იცვლებოდა.

არსებითობა
დს3.17    კონცეფციების  ოფიციალურ  დოკუმენტ  #2-ში  და  სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989)  ერთნა- ირად  იყო  განხილული  და  განმარტებული  არსებითობა.  კონცეფციების  ოფიციალურ  დოკუ- მენტ    #2-ში    არსებითობა    დახასიათებული    იყო    როგორც    ფინანსური    ანგარიშგების წარდგენასთან  დაკავშირებული  შემზღუდველი  ფაქტორი,  რომელიც  განხილული  უნდა  იყოს მხოლოდ   ხარისხობრივ   მახასიათებლებთან,   განსაკუთრებით   შესაბამისობასა   და   სამარ- თლიან   წარდგენასთან   ერთად.   თუმცა,   სტრუქტურულ   საფუძვლებში   (1989)   არსებითობა განხილულია  როგორც შესაბამისობის  ასპექტი  და მითითებული არ იყო, რომ  არსებითობას მნიშვნელობა აქვს სხვა ხარისხობრივ მახასიათებლებთან მიმართებით.
დს3.18    სადისკუსიო  დოკუმენტში  და  განსახილველ  პროექტში  შემოთავაზებული  იყო,  რომ  არსები- თობა  ფინანსური  ანგარიშგების  წარდგენასთან  დაკავშირებული  მნიშვნელოვანი  შემზღუდ- ველი  ფაქტორია,  რადგან  ყველა  ხარისხობრივ  მახასიათებელს  უკავშირდება.  განსახილ-
 

ველი   პროექტის   ზოგიერთი   რესპონდენტი   დაეთანხმა,   რომ,   მართალია,   არსებითობა მნიშვნელოვანია,  მაგრამ  იგი  არ  არის  ფაქტორი,  რომელიც  ანგარიშვალდებულ  საწარმოს უზღუდავს      ინფორმაციის      წარმოდგენის      შესაძლებლობას.      პირიქით,      არსებითობა შესაბამისობის    ასპექტია,    რადგან    არაარსებითი    ინფორმაცია    გავლენას    არ    ახდენს მომხმარებლების    გადაწყვეტილებებზე.     უფრო    მეტიც,     სტანდარტების    შემმუშავებელი ორგანოები  სტანდარტებზე  მუშაობისას  არ  განიხილავენ  არსებითობას,  ვინაიდან  ეს  არის კონკრეტულ  საწარმოსთან  დაკავშირებული  მოსაზრება.  საბჭო  დაეთანხმა  ამ  მოსაზრებებს და    დაასკვნა,    რომ    არსებითობა    შესაბამისობის    ასპექტია,    რომელიც    გამოიყენება ინდივიდუალური საწარმოს დონეზე.

სამართლიანი წარდგენა
დს3.19    მე-3     თავში     მოცემული     სამართლიანი     წარდგენის     განხილვა     წინა     სტრუქტურულ საფუძვლებში  მოცემული  განხილვებისგან  ორი  ასპექტით  განსხვავდება.  პირველი,  მასში გამოყენებულია  ტერმინი  სამართლიანი  წარდგენა  და  არა  ტერმინი  საიმედოობა.  მეორე, შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა, წინდახედულობა (კონსერვატიზმი) და შემოწმებადობა, რომლებიც საიმედოობის ასპექტებად მიიჩნევა აშშ-ის კონცეფციების ოფიციალურ დოკუმენტ
#2-ში   ან   სტრუქტურულ   საფუძვლებში   (1989),   არ   მიიჩნევა   სამართლიანი   წარდგენის ასპექტებად.   შინაარსის   ფორმაზე   აღმატებულობა   და   წინდახედულობა   ამოღებული   იქნა კონცეპტუალური   საფუძვლებიდან,   დს3.26-დს3.29   პუნქტებში   აღწერილი   მიზეზების   გამო. შემოწმებადობა ახლა დახასიათებულია როგორც ხარისხობრივი მახასიათებელი, რომელიც ამაღლებს   ინფორმაციის   სარგებლიანობას   და   არა   როგორც   ზემოაღნიშნული   ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლის ნაწილი (იხ. პუნქტები დს3.34   დს3.36).

ტერმინის `საიმედოობა~ ჩანაცვლება
დს3.20   აშშ-ის  კონცეფციების  ოფიციალურ  დოკუმენტ  #2-ში  და  სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989) გამოყენებული     იყო     ტერმინი     საიმედოობა,     რაც     იმას     აღნიშნავდა,     რასაც     ახლა სამართლიანი წარდგენა ეწოდება.
დს3.21    აშშ-ის  კონცეფციების  ოფიციალურ  დოკუმენტ  #2-ში  ჩამოთვლილი  იყო  რეპრეზენტაციული სამართლიანობა,   შემოწმებადობა   და   ნეიტრალობა,   როგორც   საიმედოობის   ასპექტები, ხოლო სისრულე მიჩნეული იყო რეპრეზენტაციული სამართლიანობის ნაწილად.
დს3.22   სტრუქტურულ საფუძვლებში (1989) ნათქვამია:
ინფორმაცია  საიმედოა,  თუ  არ  შეიცავს  არსებით  შეცდომას  და  არ  არის  ტენდენციური.  ამას- თან,  მომხმარებელი  მას  შეიძლება  ენდოს  იმდენად,  რამდენადაც  სრულად  და  მიუკერძოებ- ლად ასახავს იმას, რისი ასახვისთვისაც არის განკუთვნილი.
სტრუქტურულ     საფუძვლებში     (1989)     ასევე     განხილული     იყო     შინაარსის     ფორმაზე აღმატებულობა,   ნეიტრალობა,   წინდახედულობა   და   სისრულე   როგორც   სამართლიანი წარდგენის ასპექტები.
დს3.23   სამწუხაროდ,   არც   ერთ   საფუძველში   გარკვევით   არ   იყო   გადმოცემული   საიმედოობის მნიშვნელობა.  უამრავი  შემოთავაზებული  სტანდარტის  შესახებ  გამოთქმული  რესპონდენ- ტების კომენტარებიდან ჩანდა, რომ ტერმინი საიმედოობა ყველას განსხვავებულად ესმოდა. ზოგიერთი    ყურადღებას    ამახვილებდა    შემოწმებადობაზე,    ან    იმაზე,    რომ    საიმედო ინფორმაცია   არ   უნდა   შეიცავდეს   არსებით   შეცდომას  და,  ფაქტობრივად,  გამორიცხავდა სამართლიან   წარდგენას.   სხვები   ყურადღებას  ამახვილებდნენ  სამართლიან   წარდგენაზე, რომელსაც  ასევე  გააჩნდა  ნეიტრალობის  თვისება.    ზოგიერთს  კი  აშკარად  მიაჩნდა,  რომ საიმედოობა, უპირველეს ყოვლისა, სიზუსტეს ნიშნავს.
დს3.24   ვინაიდან   წარუმატებელი   გამოდგა   საიმედოობის   ახსნის   მცდელობა,   საბჭომ   გამოძებნა განსხვავებული  ტერმინი,  რომელიც  უფრო  გასაგებად  გადმოსცემდა  ამ  მნიშვნელობას.  ამ ძიების  შედეგი  იყო  ტერმინი  სამართლიანი  წარდგენა,  ეკონომიკური  მოვლენის  ობიექტური გამოსახვა.    ეს    ტერმინი    მოიცავს    იმ    ძირითად    მახასიათებლებს,    რომლებიც    წინა სტრუქტურულ   საფუძვლებში მიჩნეული იყო საიმედოობის ასპექტებად.
 

დს3.25   სადისკუსიო დოკუმენტისა  და განსახილველი  პროექტის ბევრი  რესპონდენტი  არ დაეთანხმა საბჭოს   წინასწარ   გადაწყვეტილებას,   საიმედოობა   შეეცვალა   სამართლიანი   წარდგენით. ზოგიერთმა  გამოთქვა  აზრი,  რომ  საბჭოს  შეეძლო  უკეთ  აეხსნა,  რას  ნიშნავდა  საიმედოობა და არ შეეცვალა ეს ტერმინი. მეორე მხრივ, კომენტარების ავტორმა ბევრმა რესპონდენტმა, საიმედოობას  საბჭოსგან  განსხვავებული  მნიშვნელობა  მიანიჭა.  კერძოდ,  ბევრი  რესპონ- დენტის   მიერ   დახასიათებული   საიმედოობა   უფრო   ჰგავდა   საბჭოს   მიერ   გამოყენებულ შემოწმებადობის  ცნებას,  ვიდრე  საიმედოობის  ცნებას.  ამ  კომენტარების  შედეგად  საბჭომ გაამყარა   საკუთარი   გადაწყვეტილება,   ტერმინი   საიმედოობა   შეეცვალა   სამართლიანი წარდგენით.

შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა
დს3.26   შინაარსის  ფორმაზე  აღმატებულობა  განხილული  არ  არის  როგორც  სამართლიანი  წარ- დგენის   ცალკე   კომპონენტი,   რადგან   ეს   უბრალოდ   ზედმეტსიტყვაობა   იქნებოდა.   სამარ- თლიანი  წარდგენა  ნიშნავს,  რომ  ფინანსური  ინფორმაცია  ასახავს  ეკონომიკური  მოვლენის შინაარსს   და   არა   მარტო   მის   სამართლებრივ   ფორმას.   თუ   აღნიშნული   ეკონომიკური მოვლენის  სამართლებრივი  ფორმა  განსხვავდება  მისი  ეკონომიკური  შინაარსისგან,  ასეთ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ სამართლიან წარდგენას.

წინდახედულობა (კონსერვატიზმი) და ნეიტრალობა
დს3.27   მე-3  თავში წინდახედულობა და კონსერვატიზმი  შეტანილი  არ არის  როგორც სამართლიანი წარდგენის      ასპექტები,      ვინაიდან,      ამ      შემთხვევაში,      ეს      შეუსაბამო      იქნებოდა ნეიტრალობასთან.   სადისკუსიო   დოკუმენტისა   და   განსახილველი   პროექტის   ზოგიერთი რესპონდენტი   არ   დაეთანხმა   ამ   მოსაზრებას.   მათ   განაცხადეს,   რომ   კონცეპტუალური საფუძვლები უნდა მოიცავდეს კონსერვატიზმს, ან წინდახედულობას, ან ორივეს ერთად. მათ მიიჩნიეს,  რომ  მიკერძოებულობა  ყოველთვის  არ  უნდა  იყოს  მიჩნეული  არასასურველად, განსაკუთრებით   იმ   შემთხვევაში,   როდესაც   მიკერძოებულობა,   მათი   აზრით,   ზოგიერთი მომხმარებლისთვის შესაბამის ინფორმაციას იძლევა.
დს3.28   აქტივების,   ვალდებულებების,   შემოსავლების   ან   საკუთარი   კაპიტალის   კონსერვატიული შეფასებების  განზრახ  ასახვა  ზოგჯერ  სასურველია,  ვინაიდან  იგი  ანეიტრალებს  ხელმძღვა- ნელობის  ზოგიერთი  შეფასების  შედეგებს,  რომლებიც  მეტისმეტად  ოპტიმისტურია.  თუმცა, არსებულ  საფუძვლებში  მოცემული  აკრძალვების  მიუხედავად,  რომელიც  ეხება  არასწორი ინფორმაციის     განზრახ     გაცემას,     წინდახედულობა,     სავარაუდოდ,     მიკერძოებულობას გამოიწვევს.   აქტივების   ღირებულების   შემცირება,   ან   ვალდებულებების   ღირებულების გადიდება  რომელიმე  ერთ  პერიოდში  ხშირად  შემდგომ  პერიოდებში  იწვევს  საქმიანობის ფინანსური შედეგების გადიდებას, ანუ შედეგს, რომლის შესახებაც შეუძლებელი იქნება იმის თქმა, რომ წინდახედულია ან ნეიტრალური.
დს3.29   განსახილველი  პროექტის  სხვა  რესპონდენტებმა  განაცხადეს,  რომ  ნეიტრალობის  მიღწევა შეუძლებელია. მათი  აზრით,  შესაბამის  ინფორმაციას  მიზანი  უნდა  ჰქონდეს  და  ინფორმაცია, რომელსაც   მიზანი   გააჩნია,   ვერ   იქნება   ნეიტრალური.   სხვა   სიტყვებით   რომ   ვთქვათ, ვინაიდან    ფინანსური    ანგარიშგების    წარდგენა    ინსტრუმენტია,    რომლის    მეშვეობითაც ზემოქმედება  ხდება  გადაწყვეტილების  მიღებაზე,  იგი  ვერ  იქნება  ნეიტრალური.  აშკარაა, რომ    წარდგენილი    ფინანსური    ინფორმაცია    იმისთვისაა    გამიზნული,    რომ    გავლენას მოახდენს   ამ   ინფორმაციის   მომხმარებელთა   ქმედებებზე   (გადაწყვეტილებებზე).   ამასთან, მხოლოდ  ის  ფაქტი,  რომ  მომხმარებელთა  უმრავლესობა  მსგავს  გადაწყვეტილებებს  იღებს წარდგენილი   ინფორმაციის   საფუძველზე,   არ   ნიშნავს   იმას,   რომ   ინფორმაცია   არ   არის ნეიტრალური.   საბჭო   არ   ცდილობს   მომხმარებელთა   ცალკეული   ქმედებების   წინასწარ- განჭვრეტას,  ან  ხელშეწყობას.  თუ  ფინანსური  ინფორმაცია  იმგვარად  მიკერძოებულია,  რომ ხელს     უწყობს     იმას,     რომ     მომხმარებლებმა     მიიღონ     ან     პირიქით,     არ     მიიღონ წინასწარგანსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასეთი ინფორმაცია ნეიტრალური არ არის.
 

შეიძლება სამართლიანი წარდგენის ემპირიული შეფასება?
დს3.30   ემპირიულ    აღრიცხვასთან    დაკავშირებული    კვლევების    ექსპერტებმა    მნიშვნელოვანი ფაქტები   დააგროვეს,   რომლებიც   ამყარებს   შესაბამის   და   სამართლიანად   წარდგენილ ფინანსურ  ინფორმაციას,  საწარმოების  წილობრივი  ან  სავალო  ინსტრუმენტების  საბაზრო ფასებში  მომხდარ  ცვლილებებთან  ურთიერთკავშირის  საშუალებით.  მეორე  მხრივ,  ასეთი კვლევები   სამართლიანი   წარდგენის   და   არც   შესაბამისობის   ემპირიულად   შეფასების საშუალებას არ იძლევა.
დს3.31    ორივე  წინა  სტრუქტურულ  საფუძვლებში  განხილული  იყო,  რამდენად  სასურველი  იყო  სტა- ტისტიკური     ინფორმაციის     წარდგენა     იმის     შესახებ,     რამდენად     სამართლიანადაა წარდგენილი   ფინანსური   შეფასება.   ეს   არ   იქნებოდა   უპრეცედენტო   შემთხვევა.   სხვა სტატისტიკური   ინფორმაცია   ზოგჯერ   აისახება   ფინანსურ   ანგარიშგებაში.   მაგალითად, ზოგიერთი საწარმო წარმოადგენს ინფორმაციას წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებისა და   მსგავსი   პოზიციებიდან   რისკის   საფუძველზე   გაკეთებული   შეფასების   შესახებ.   საბჭო ვარაუდობს,    რომ    ფინანსური    ანგარიშგების    წარდგენისთვის    სტატისტიკური    ცნებების გამოყენება,  ზოგიერთ  სიტუაციაში,  ისევ  მნიშვნელოვანი  იქნება.  სამწუხაროდ,  ვერც  ერთმა საბჭომ    ვერ    დაადგინა,    რა    საშუალებით    უნდა    მოხდეს    ფინანსურ    ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სამართლიანობის შეფასება.

ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც ამაღლებს
ინფორმაციის სარგებლიანობას

შესადარისობა
დს3.32   შესადარისობა   იყო   მნიშვნელოვანი   ცნება   როგორც   სტრუქტურულ   საფუძვლებში   (1989), ასევე    აშშ-ის    კონცეფციების    ოფიციალურ    დოკუმენტ    #2-ში,    მაგრამ    ორივე        წინა სტრუქტურულ    საფუძვლებში    მათ    მნიშვნელობაზე    განსხვავებული    შეხედულებები    იყო მოცემული.  სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989)  აღნიშნული  იყო,  რომ  შესადარისობა  ისევე მნიშვნელოვანია,     როგორც     შესაბამისობა     და     სამართლიანი     წარდგენა.6     აშშ-ის კონცეფციების  ოფიციალურ  დოკუმენტ  #2-ში  შესადარისობა  განმარტებული  იყო,  როგორც ორ    ან    მეტ    ინფორმაციას    შორის    ურთიერთკავშირის    ხარისხი,    რომელიც,    თუმცა მნიშვნელოვანია,      მაგრამ      მეორეხარისხოვანია,      შესაბამისობასა      და      სამართლიან წარდგენასთან შედარებით.
დს3.33    შესადარისი  და  სამართლიანად  წარდგენილი  ინფორმაცია  ყველაზე  სასარგებლოა  მაშინ, თუ  შეიძლება  მისი  შედარება  სხვა  საწარმოების მიერ  წარდგენილ მსგავს  ინფორმაციასთან და   იმავე   საწარმოს   მიერ   სხვა   პერიოდებში   წარდგენილ   ინფორმაციასთან.   ერთ-ერთი ყველაზე   მნიშვნელოვანი   მიზეზი,   რის   გამოც   ფინანსური   ანგარიშგების   სტანდარტები აუცილებელია,     იმაში     მდგომარეობს,     რომ     გაიზარდოს     წარდგენილი     ფინანსური ინფორმაციის  შესადარისობა.  მეორე  მხრივ,  თუ  არ  შეიძლება  შედარება,  შესაბამისი  და სამართლიანად   წარდგენილი   ინფორმაცია   მაინც   მნიშვნელოვანი   იქნება.   მეორე   მხრივ, შესადარისი  ინფორმაცია  სასარგებლო  არ  არის,  თუ  იგი  არ  არის  შესაბამისი  და  შეუძლია მომხმარებლების  შეცდომაში  შეყვანა,  თუ  სამართლიანად  არ  არის  წარდგენილი.  ამიტომ შესადარისობა  მიიჩნევა  ხარისხობრივ  მახასიათებლად,  რომელიც  ამაღლებს  ინფორმაციის სარგებლიანობას და არა ძირითად ხარისხობრივ მახასიათებლად.








6. ტერმინი  `საიმედოობა~  გამოყენებული  იყო  `სამართლიანი  წარდგენის~    ნაცვლად,  მაგრამ  მნიშვნელობა  იგივე იყო.
 

შემოწმებადობა
დს3.34   თავდაჯერებულად    შეიძლება    ისეთი    ინფორმაციის    გამოყენება,    რომლის    შემოწმებაც შესაძლებელია. ამ თვისების უქონლობა ინფორმაციას ყოველთვის არ გახდის უსარგებლოს, მაგრამ,   სავარაუდოდ,   მომხმარებლები   უფრო   მეტად   ფრთხილად   იქნებიან,   რადგან,   ამ შემთხვევაში, უფრო დიდია რისკი იმისა, რომ ინფორმაცია სამართლიანად არ ასახავს იმას, რისი ასახვისთვისაც არის განკუთვნილი.
დს3.35    სტრუქტურული   საფუძვლები   (1989)   აშკარად   არ   მოიცავდა   შემოწმებადობას,   როგორც ინფორმაციის საიმედოობის ასპექტს, მაგრამ აშშ-ის კონცეფციების ოფიციალური დოკუმენტი
#2  ითვალისწინებდა  ამ  ცნებას.  თუმცა,  ეს  ორი  სტრუქტურული  საფუძვლები  იმდენად  არ განსხვავდება   ერთმანეთისგან,   როგორც   ეს   შეიძლება   ჩანდეს,   რადგან   სტრუქტურულ საფუძვლებში  (1989)  მოცემულ  საიმედოობის  განმარტებაში  არის  ფრაზა  `და  მომხმარებელს შეუძლია    ენდოს~,    რაც    იმას    გულისხმობს,    რომ    მომხმარებლებს    ინფორმაციასთან დაკავშირებით სჭირდებათ რწმუნება (გარანტია).
დს3.36   განსახილველ  დოკუმენტში  აღნიშნულია,  რომ  წარდგენილი  ფინანსური  ინფორმაცია  უნდა იყოს  შემოწმებადი,  რათა  დაარწმუნოს  მომხმარებლები,  რომ  მასში  არ  არის  არსებითი შეცდომები  და  მიკერძოება  და  შეიძლება  ამ  ინფორმაციაზე  დაყრდნობა,  იგი  ასახავს  იმას, რისი    ასახვისთვისაც    არის    განკუთვნილი.    ამიტომ    შემოწმებადობა    მიჩნეულ    იქნა სამართლიანი  წარდგენის  ასპექტად.  ზოგიერთმა  რესპონდენტმა  აღნიშნა,  რომ  შემოწმება- დობის  ცნების,  როგორც  სამართლიანი  წარდგენის  ერთ-ერთი  ასპექტის  გათვალისწინება, გამოიწვევს  იმ  ინფორმაციის  გამორიცხვას,  რომელიც  არ  ექვემდებარება  შემოწმებას.  მათ აღიარეს,  რომ  ბევრი  საპროგნოზო  შეფასება,  რომელიც  მეტად  მნიშვნელოვანია  შესაბამისი ფინანსური   ინფორმაციის   წარსადგენად   (მაგალითად,   მოსალოდნელი   ფულადი   ნაკადები, სასარგებლო   მომსახურების   ვადა   და  სალიკვიდაციო  ღირებულება)   სრულყოფილად  ვერ შემოწმდება.   თუმცა,   ზემოაღნიშნული   შეფასებების   შესახებ   ინფორმაციის   გამორიცხვა ფინანსურ   ანგარიშგებას   ნაკლებად   სასარგებლოს   გახდის.   საბჭო   დაეთანხმა   მათ   და შემოწმებადობის   თვისება   ახლებურად  განსაზღვრა,   როგორც   ხარისხობრივი   მახასიათე- ბელი,  რომელიც  ამაღლებს  ინფორმაციის  სარგებლიანობას,  მეტად  სასურველი,  მაგრამ  არა აუცილებელი.

დროულობა
დს3.37    სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989)  დროულობა  განხილულია  როგორც  შემზღუდველი  ფაქ- ტორი,  რომელმაც  შეიძლება  ხელი  შეგვიშალოს  შესაბამისი  ინფორმაციის  მიღებაში.  აშშ-ის კონცეფციების   ოფიციალურ   დოკუმენტ   #2-ში   დროულობა   დახასიათებულია,   როგორც შესაბამისობის  ასპექტი.  მიუხედავად  ამისა,  დროულობის  არსი  ორივე  წინა  სტრუქტურულ საფუძვლებში არსებითად ერთი და იგივე იყო.
დს3.38    განსახილველ   დოკუმენტში   დროულობა   დახასიათებული   იყო,   როგორც   შესაბამისობის ასპექტი.    თუმცა,    ზოგიერთმა    რესპონდენტმა    აღნიშნა,    რომ    დროულობა    არ    არის შესაბამისობის ნაწილი იმავე მნიშვნელობით, როგორც საპროგნოზო და დამადასტურებელი ღირებულებები.   საბჭო   დაეთანხმა,   რომ   დროულობა   განსხვავდება   შესაბამისობის   სხვა კომპონენტებისგან.
დს3.39   დროულობა   მეტად   სასურველი   მახასიათებელია,   მაგრამ   არ   არის   ისე   მნიშვნელოვანი როგორც  შესაბამისობა  და  სამართლიანი  წარდგენა.  დროული  ინფორმაცია  სასარგებლოა მხოლოდ   იმ   შემთხვევაში,   თუ   იგი   შესაბამისია   და   სამართლიანად   წარდგენილი.   ამის საპირისპიროდ,    შესაბამისი    და    სამართლიანად    წარდგენილი    ინფორმაცია    შეიძლება სასარგებლო  იყოს  (განსაკუთრებით  დამადასტურებელი  მიზნებისთვის)  იმ  შემთხვევაშიც  კი, როდესაც იგი დროულად არ არის წარდგენილი.
 

აღქმადობა
დს3.40   სტრუქტურულ  საფუძვლებში  (1989)  და  აშშ-ის  კონცეფციების  ოფიციალურ  დოკუმენტ  #2-ში აღქმადობა     განმარტებულია,     როგორც     ხარისხობრივი     მახასიათებელი,     რომელიც მომხმარებლებს  საშუალებას  აძლევს,  გაიაზრონ  ინფორმაცია  და  ამის  საფუძველზე  მიიღონ გადაწყვეტილებები.  ორივე  სტრუქტურულ  საფუძვლებში  აღქმადობის  შესახებ  აღნიშნული იყო შემდეგი: იმისათვის, რომ ფინანსური ინფორმაცია იყოს აღქმადი, მომხმარებლები უნდა ერკვეოდნენ   ამ   სფეროში,   ჰქონდეთ   შესაბამისი   ცოდნა   და   მოცემული   ინფორმაციის გულდასმით შესწავლის სურვილი.
დს3.41    მიუხედავად  ჩატარებული  განხილვებისა,  რომელიც  ეხებოდა  აღქმადობასა  და  მომხმარე- ბელთა   პასუხისმგებლობის   საკითხს,   ფინანსური   ანგარიშგების   გაგების   თვალსაზრისით, გაუგებრობა   მაინც   არსებობს.   მაგალითად,   ზოგიერთმა   გამოთქვა   აზრი,   რომ   ახალი სააღრიცხვო  მეთოდი  არ  უნდა  დაინერგოს,  რადგან  ზოგიერთმა  მომხმარებელმა  შეიძლება ვერ   გაიგოს,   მიუხედავად   იმ   ფაქტისა,   რომ   ამ   ახალი   სააღრიცხვო   მეთოდის   შედეგად მივიღებთ   გადაწყვეტილებების   მისაღებად   მნიშვნელოვან   ფინანსურ   ინფორმაციას.   მათი აზრით, აღქმადობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესაბამისობა.
დს3.42   თუ    აღქმადობა    ფინანსური    ანგარიშგების    წარდგენისთვის    ფუნდამენტური    მოსაზრება იქნებოდა,   ალბათ   მიზანშეწონილი   იქნებოდა,   ინფორმაცია   წარდგენილი   არ   ყოფილიყო მეტად   რთული   საკითხების   შესახებ,   თუნდაც   ინფორმაცია   ყოფილიყო   შესაბამისი   და სამართლიანად    წარდგენილი.    აღქმადობის    კლასიფიცირება,    როგორც    ხარისხობრივი მახასიათებლის,    რომელიც    ამაღლებს    ინფორმაციის    სარგებლიანობას,    ნიშნავს,    რომ ინფორმაცია,   რომელიც   რთულად   აღსაქმელია,   წარდგენილი   და   ახსნილი   უნდა   იყოს მაქსიმალურად გასაგებად.
დს3.43   ზემოაღნიშნული მეორე საკითხის განსამარტავად, რომელსაც ასევე ხშირად საკმარისად არ აფასებენ,  კონცეპტუალურ  საფუძვლებში  ახსნილია,  რომ  მომხმარებლებს  პასუხისმგებლობა ეკისრებათ,  ნამდვილად  გულდასმით  შეისწავლონ  წარდგენილი  ფინანსური  ინფორმაცია  და საკმარისი  არ  არის  მხოლოდ  ამის  სურვილი  (წინა  სტრუქტურულ  საფუძვლებში  დასმული იყო    ეს    საკითხი).    გარდა    ამისა,    კონცეპტუალურ    საფუძვლებში    დადგენილია,    რომ მომხმარებლებს  შეიძლება  დასჭირდეთ  კონსულტანტების  დახმარება  ისეთი  ეკონომიკური მოვლენის შესაფასებლად (გასაგებად), რომელიც განსაკუთრებით რთულია.

ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც შეტანილი არ არის
კონცეპტუალურ საფუძვლებში

დს3.44   გამჭვირვალობა,   მაღალი   ხარისხი,   შინაგანი   თავსებადობა,   უტყუარი   და   სამართლიანი თვალსაზრისი   და   სანდოობა   შემოთავაზებული   იყო   როგორც   ფინანსური   ინფორმაციის სასურველი   ხარისხობრივი   მახასიათებლები.    მეორე   მხრივ,   გამჭვირვალობა,   მაღალი ხარისხი,  შინაგანი  თავსებადობა,  უტყუარი  და  სამართლიანი  თვალსაზრისი  განსხვავებული სიტყვებია  ისეთი  ინფორმაციის  დასახასიათებლად,  რომელსაც  გააჩნია  შესაბამისობისა  და რეპრეზენტაციული   სანდოობის   ხარისხობრივი   მახასიათებლები,  რომლებიც   გაუმჯობესე- ბულია   შესადარისობით,   შემოწმებადობით,   დროულობითა   და   აღქმადობით.   სანდოობა მსგავსი    ცნებაა,    მაგრამ    მასში    ასევე    იგულისხმება    ანგარიშვალდებული    საწარმოს ხელმძღვანელობის სანდოობაც.
დს3.45    დაინტერესებული  მხარეები  ზოგჯერ  საბჭოს  სთავაზობდნენ  სტანდარტების  შემუშავებასთან დაკავშირებული   გადაწყვეტილებების   სხვა   კრიტერიუმებს   და   საბჭო   ზოგიერთ   მათგანს დროდადრო  იყენებდა  ზოგიერთი  გადაწყვეტილების  საფუძვლად.  ამ  კრიტერიუმებში  შედიოდა სიმარტივე, ოპერატიულობა, მიზანშეწონილობა ან პრაქტიკულობა და მისაღებობა.
დს3.46   ეს  კრიტერიუმები  არ  არის  ხარისხობრივი  მახასიათებლები,  არამედ  სასარგებლო  ფინან- სური ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებული სარგებლისა და დანახარჯების საერთო წონასწორობის  ნაწილია.  მაგალითად,  უფრო  მარტივი  მეთოდი  შეიძლება  უფრო  ნაკლებ დანახარჯებს საჭიროებდეს, ვიდრე უფრო რთული. ზოგ შემთხვევაში, უფრო მარტივი მეთო- დითაც    შეიძლება    მივიღოთ    არსებითად    იგივე    ინფორმაცია,    მაგრამ    რაღაც    დონეზე
 

ნაკლებად  ზუსტი,  ვიდრე  ის  ინფორმაცია,  რომელიც  მიღებულია  უფრო  რთული  მეთოდის საშუალებით.   ასეთ   სიტუაციაში,   სტანდარტის   შემმუშავებელი   ორგანო,   სარგებლისა   და დანახარჯების    ურთიერთდაბალანსებისას,    გაითვალისწინებს    სამართლიანი    წარდგენის შემცირებას და დანერგვის დანახარჯების შემცირებას.

შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია სასარგებლო ფინანსური ანგარიშგების წარდგენის დანახარჯებთან

დს3.47   დანახარჯი     მნიშვნელოვანი     შემზღუდველი     ფაქტორია,     რომელსაც     ითვალისწინებენ სტანდარტების  შემმუშავებელი  ორგანოები,  ასევე  ფინანსური  ინფორმაციის  მომწოდებლები და   მომხმარებლები,   როდესაც   განიხილავენ   ფინანსური   ანგარიშგების   ახალი   შესაძლო მოთხოვნის  სარგებელს.  დანახარჯი  არ  არის  ინფორმაციის  ხარისხობრივი  მახასიათებელი, არამედ ინფორმაციის წარდგენისთვის საჭირო პროცესის მახასიათებელია.
დს3.48   საბჭო  ყოველთვის  ცდილობდა  და  კვლავ  ცდილობს  შეიმუშაოს  უფრო  სისტემატიზებული მეთოდები,  რომელთა  მეშვეობით  ინფორმაციას  მოიპოვებს  შეთავაზებული  სტანდარტების მიერ  მოთხოვნილი  ინფორმაციის  შეგროვებისა  და   დამუშავების   დანახარჯების   შესახებ. ძირითადი  მეთოდი,  რომელსაც  საბჭო  იყენებს,  იმაში  მდგომარეობს,  რომ  დაინტერესებულ მხარეებს  სთხოვენ,  ზოგჯერ  ოფიციალურად  (მაგალითად,  ადგილზე  პრაქტიკული  ტესტების ჩატარებისა    და    კითხვარების    მეშვეობით),    დანახარჯებისა    და    სარგებლის    შესახებ ინფორმაციის  მიწოდებას  საბჭოს  კონკრეტული  წინადადებისთვის,  რომლის  რაოდენობრივი გამოსახვა  გარკვეულ  დონეზე  შესაძლებელია.  ამ  მოთხოვნების  შედეგად  მივიღეთ  საჭირო ინფორმაცია  და  შევიტანეთ  ცვლილებები  შეთავაზებულ  მოთხოვნებში,  რათა  შემცირებუ- ლიყო  დანახარჯები ისე, რომ მნიშვნელოვნად არ შემცირებულიყო მასთან დაკავშირებული სარგებელი.
 

შესაბამისობების ცხრილი

ამ  ცხრილში  ნაჩვენებია,  როგორ  შეესაბამება  ერთმანეთს  სტრუქტურული  საფუძვლებისა  (1989)  და კონცეპტუალური საფუძვლების (2010) შინაარსი (პუნქტები).


სტრუქტურული საფუძვლების (1989)
პუნქტები კონცეპტუალური  საფუძვლების (2010)
პუნქტები
წინასიტყვაობა და შესავლის პუნქტები შესავალი
6–21 შეიცვალა 1-ლი თავით
22 არ არის გადმოტანილი
23 4.1
24–46 შეიცვალა მე-3 თავით
47–110 მე-4 თავი
47, 48 4.2, 4.3
49–52 4.4–4.7
53–59 4.8–4.14
60–64 4.15–4.19
65–68 4.20–4.23
69–73 4.24–4.28
74–77 4.29–4.32
78–80 4.33–4.35
81 4.36
82–84 4.37–4.39
85 4.40
86–88 4.41–4.43
89, 90 4.44, 4.45
91 4.46
92, 93 4.47, 4.48
94–98 4.49–4.53
99–101 4.54–4.56
102, 103 4.57, 4.58
104–110 4.59–4.65