ifrs 02 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 2

ifrs02.pdf
View Download
ფასს 2


ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 2

წილობრივი გადახდა


მიზანი


1. ამ ფასს ის მიზანია, განსაზღვროს საწარმოს ფინანსური ანგარიშგება იმ შემთხვევისთვის, როდესაც საწარმო ახორციელებს წილობრივი გადახდის გარიგებებს. კერძოდ, იგი საწარ მოსაგან მოითხოვს, რომ მან მოგება/ზარალში და ფინანსურ მდგომარეობაში ასახოს წილობრივი გადახდის გარიგებების შედეგები, იმ გარიგებებთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, რომლის თანახმადაც აქციის ოფციონები დაქირავებულ მომუშავეებს გამოეყო.

მოქმედების სფერო


2. საწარმომ ეს ფასს უნდა გამოიყენოს ყველანაირი წილობრივი გადახდის გარიგების აღრიცხვისათვის, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას ზუსტად განსაზღვროს ყველა ან ზოგიერთი მიღებული საქონელი ან მომსახურება, მათ შორის:

ა) წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებები;

ბ) ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებები; და

გ) გარიგებები, რომლის დროსაც საწარმო საქონელს ან მომსახურებას იძენს და შეთან ხმების პირობები უზრუნველყოფს საწარმოს, ან ამ საქონლის, ან მომსახურების მომწოდებელს არჩევნით – ფულით (ან სხვა აქტივებით) გადაიხდის ამ გარიგებისთვის საწარმო თუ წილობრივი ინსტრუმენტის გამოშვებით  

გარდა 3ა 6 პუნქტებში აღნიშნულისა. თუ არ არსებობს კონკრეტულად იდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება, შეიძლება სხვა გარემოებები მიანიშნებდეს, რომ საწარმომ მიიღო (ან მიიღებს) საქონელი ან მომსახურება, რა შემთხვევაშიც საწარმო გამოიყენებს წინამდებარე ფასს ს. 

3. [გაუქმებულია].

3ა. წილობრივი გადახდის გარიგებები შეიძლება დაიფაროს ჯგუფის სხვა საწარმოს მიერ (ან ჯგუფის რომელიმე საწარმოს აქციონერის მიერ) იმ საწარმოს სახელით, რომელიც იღებს ან იძენს საქონელს ან მომსახურებას. მე 2 პუნქტი ასევე ეხება იმ საწარმოსაც:

ა) რომელიც იღებს საქონელს ან მომსახურებას და იმავე ჯგუფის სხვა საწარმოს (ჯგუფის რომელიმე საწარმოს აქციონერს) გააჩნია წილობრივი გადახდის გარიგების ანგარისშწორების ვალდებულება; ან

ბ) რომელსაც გააჩნია წილობრივი გადახდის გარიგების ანგარისშწორების ვალდებულება და იმავე ჯგუფის სხვა საწარმო იღებს საქონელს ან მომსახურებას.

იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს გარიგება საწარმოსათვის მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ანაზღაურებისგან აშკარად განსხვავებულ სხვა მიზანს ემსახურება.

4. ამ ფასს ის მიზნებისათვის, გარიგება დაქირავებულ მომუშავეებთან (ან სხვა მხარეებთან), როგორც საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების მფლობელებთან, არ წარმოადგენს წი ლობრივი გადახდის გარიგებას. მაგალითად, თუ საწარმო მისი ცალკეული კატეგორიის წი ლობრივი ინსტრუმენტის მფლობელებს უფლებას გადასცემს, დამატებით შეიძინოს საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტები იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ამ წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულებაა და მომუშავე ამ უფლებას იღებს იმის გამო, რომ იგი ამ კატეგორი ის წილობრივი ინსტრუმენტების მფლობელია, მოცემული უფლების გადაცემა ან გამოყენება არ წარმოადგენს ამ ფასს ის მოთხოვნების საგანს.
 










 
 
ფასს 2



5. როგორც მე 2 პუნქტშია აღნიშნული, წინამდებარე ფასს გამოიყენება ისეთი წილობრივი გადახდის გარიგებებისათვის, რომლის დროსაც საწარმო იძენს, ან იღებს საქონელს ან მომ სახურებას. საქონელი მოიცავს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს, საწარმოო მოხმარებისთვის განკუთვნილ საქონელს, ძირითად საშუალებებს, არამატერიალურ აქტივებ სა და სხვა არაფინანსურ აქტივებს. თუმცა, საწარმომ არ უნდა გამოიყენოს ეს ფასს ისეთი გარიგებებისათვის, რომლის დროსაც საწარმო საქონელს შეიძენს საწარმოთა გაერთიანე ბისას (როგორც ეს განმარტებულია ფასს 3 ში   ,,საწარმოთა გაერთიანება’’ (გადასინჯუ ლი 2008 წელს)) შეძენილი წმინდა აქტივების შემადგენელი ნაწილის სახით, კერძოდ, ისეთი საწარმოების ან სამეურნეო სუბიექტების გაერთიანებისას, რომლებიც საერთო კონტროლს ექვემდებარებიან, როგორც აღწერილია ფასს 3 ის ბ1 ბ4 პუნქტებში, ან წილის სახით, ერთობლივი საწარმოს ფორმირებისას, როგორც ეს განმარტებულია ფასს 11 ში   `ერთობლივი საქმიანობა~. ამგვარად, შეძენილ საწარმოზე კონტროლის მოპოვების სანაც ვლოდ საწარმოთა გაერთიანების დროს გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტები არ განეკუთვნება ფასს 2 ის მოქმედების სფეროს. თუმცა, შეძენილი საწარმოს დაქირავებული მომუშავეებისთვის, როგორც თანამშრომლებისთვის გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენ ტები (მაგალითად, მომსახურების გაგრძელების სანაცვლოდ) შედის წინამდებარე ფასს ის მოქმედების სფეროში. ანალოგიურად, წილობრივი გადახდის შეთანხმებების გაუქმება, მათი პირობების შეცვლა ან სხვა ტიპის სახეცვლილება, რაცა განაპირობა საწარმოთა გაერთია ნებამ ან საკუთარი კაპიტალის სხვა სახის რესტრუქტურიზაციამ, უნდა აისახოს ამ ფასს ის თანახმად. ფასს 3 ში მოცემულია მითითებები, თუ როგორ უნდა განისაზღვროს, საწარმოთა გაერთიანების დროს გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტები, შეძენილ საწარმოზე კონტროლის აღების სანაცვლოდ გადაცემული კომპენსაციის ნაწილია (და, მაშასადამე, ფასს 3 ის მოქმედების სფეროშია), თუ უწყვეტი მომსახურების ანაზღაურებაა, რომელიც უნდა აღიარდეს საწარმოთა გაერთიანების შემდგომ პერიოდში (და, მაშასადამე, განეკუთვნება ამ ფასს ის მოქმედების სფეროს).



6. მოცემული ფასს არ გამოიყენება წილობრივი გადახდის გარიგებისათვის, რომლის დროსაც საწარმო საქონელს ან მომსახურებას იღებს ან იძენს ისეთი ხელშეკრულებით, რომელიც თავსდება ბასს 32 ის (გადასინჯული 2003 წელს)   ,,ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა’’   8 10 პუნქტების ან ბასს 39 ის (გადასინჯული 2003 წელს) ,,ფინანსური ინსტრუმენტები: აღია რება და შეფასება’’   5 7 პუნქტების სფეროში.

აღიარება


7. საწარმომ წილობრივი გადახდის გარიგებით მიღებული ან შეძენილი საქონელი ან მომსა ხურება უნდა აღიაროს მაშინ, როცა მიიღებს ამ საქონელს ან მომსახურებას. საწარმომ უნ და აღიაროს: შესაბამისი ზრდა საკუთარ კაპიტალში, თუ საქონელი ან მომსახურება მიღე ბულია წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებით; ან ვალდებულება, თუ საქონელი ან მომსახურება შეძენილია ფულით განსაზღვრული წილობ რივი გადახდის გარიგებით.

8. როდესაც წილობრივი გადახდის გარიგებით მიღებული ან შეძენილი საქონელი ან მომსახუ რება არ აკმაყოფილებს აქტივებად აღიარების კრიტერიუმებს, უნდა მოხდეს მათი ხარჯე ბად აღიარება.

9. საზოგადოდ, ხარჯი წარმოიშობა საქონლის ან მომსახურების მოხმარებით. მაგალითად, მომსახურების გამოყენება, საზოგადოდ, დაუყოვნებლივ ხდება, რა შემთხვევაშიც ხარჯის აღიარება მაშინვე ხდება, როგორც კი მეორე მხარე მომსახურებას გასწევს. საქონლის მოხ მარება შეიძლება დროთა განმავლობაში გაგრძელდეს ან, მარაგის შემთხვევაში, მოგვიანე ბით გაიყიდოს, რა შემთხვევაშიც ხარჯის აღიარება მაშინ მოხდება, როცა საქონელი მოიხ მარება ან გაიყიდება. თუმცა, ზოგჯერ ხარჯის აღიარება საჭიროა მანამ, სანამ საქონლის ან მომსახურების მოხმარება ან გაყიდვა მოხდება, იმის გამო, რომ ისინი არ კვალიფიცირ დება აღიარებადად, როგორც აქტივები. მაგალითად, საწარმომ შეიძლება საქონელი შეიძი ნოს ახალი პროდუქტის შემუშავების პროექტის სამეცნიერო კვლევის ფაზის შემადგენელი ნაწილის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი არ იქნა მოხმარებული, იგი შეიძლება არ აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს, შესაბამისი ფასს ის მიხედვით.

 
 
ფასს 2

წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებები


მიმოხილვა

10. წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებისათვის სა წარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება და საკუთარ კაპიტალში შესაბამისი ზრდა უნდა შეაფასოს პირდაპირ, მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულე ბით, იმ შემთხვევის გარდა, როცა რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებე ლია. თუ მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია, საწარმომ მათი ღირებულება და საკუთარ კაპიტალში შესაბამისი ზრდა უნდა შეაფასოს არაპირდაპირ, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით.1

11. მე 10 პუნქტის მოთხოვნების გამოსაყენებლად ისეთი გარიგებების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული დაქირავებულ მომუშავეებთან და სხვებთან, რომლებიც მსგავს მომსახურე ბას უზრუნველყოფენ2, საწარმომ მიღებული მომსახურების რეალური ღირებულება უნდა შე აფასოს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით, იმის გამო, რომ, საზოგადოდ, შეუძლებელია მიღებული მომსახურების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება, როგორც მე 12 პუნქტშია ახსნილი. ამ წილობრივი ინსტრუმენტების რე ალური ღირებულება წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის უნდა შეფასდეს.

12. საზოგადოდ, აქციები, აქციის ოფციონები და სხვა წილობრივი ინსტრუმენტები დაქირავებულ მომუშავეებს გადაეცემათ, როგორც მათი ანაზღაურების პაკეტის ნაწილი, ხელფასთან და მომუშავეთა სხვა შეღავათებთან (დახმარებებთან) ერთად. ჩვეულებრივ, შეუძლებელია მი ღებული მომსახურების პირდაპირი შეფასება დაქირავებული მომუშავის ანაზღაურების პაკე ტის ცალკეული კომპონენტისათვის. ასევე შესაძლოა დამოუკიდებლად ვერ შეფასდეს ანაზ ღაურების მთლიანი პაკეტი, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებუ ლების პირდაპირი შეფასების გარეშე. გარდა ამისა, ზოგჯერ აქციების ან აქციის ოფციონე ბის გადაცემა საპრემიო შეთანხმების ნაწილის სახით ხდება და არა ძირითადი ანაზღაურე ბის ნაწილის, მაგალითად, როგორც დაქირავებული მომუშავეების წახალისება, დარჩნენ სა წარმოში სამუშაოდ, ან მათი ძალისხმევის ჯილდოდ საწარმოს შედეგების გაუმჯობესების საქმეში. სხვა ანაზღაურებასთან ერთად, აქციების ან აქციის ოფციონების გადაცემით საწარ მო იხდის დამატებით ანაზღაურებას დამატებითი სარგებლის მისაღებად. ამ დამატებითი სარგებლის რეალური ღირებულების შეფასება საკმაოდ ძნელია. მიღებული მომსახურების პირდაპირი შეფასების სირთულის გამო, საწარმომ დაქირავებული მომუშავეებისაგან მიღე ბული მომსახურების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს გამოყოფილი წილობრივი ინ სტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით.

13. მე 10 პუნქტის მოთხოვნების გამოსაყენებლად დაქირავებულ მომუშავეთა გარდა სხვა მხა რეებთან დაკავშირებული გარიგებების მიმართ, არსებობს უარყოფადი ვარაუდი, რომ მიღე ბული საქონლის ან მომსახურების საიმედოდ შეფასება შესაძლებელია. რეალური ღირებუ ლება უნდა შეფასდეს იმ თარიღისათვის, როდესაც საწარმო საქონელს იღებს ან მეორე მხა რე მომსახურებას გასწევს. იშვიათ შემთხვევებში, თუ საწარმო უარყოფს ამ მოსაზრებას იმის გამო, რომ საიმედოდ ვერ შეაფასებს მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალურ ღირებულებას, საწარმომ მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულება და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა არაპირდაპირ უნდა შეაფასოს, გამოყოფილი წი ლობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით, რომელიც შეფასებულია იმ თარიღისათვის, როცა საწარმო საქონელს იღებს ან მეორე მხარე მომსახურებას გასწევს.




1. ამ ფასს ში გამოყენებულია ფრაზა `მიხედვით~ და არა `რეალური ღირებულებით~, იმის გამო, რომ გარიგებები საბო ლოოდ ფასდება მე 11 და მე 13 პუნქტებში (რომელიც მისაღებია) განსაზღვრული თარიღისათვის შეფასებული, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების გამრავლებით წილობრივი ინსტრუმენტების რა ოდენობაზე, როგორც მე 19 პუნქტშია ახსნილი.

2. ამ ფასს ის დანარჩენ ნაწილში, ყველგან, სადაც ნახსენებია დაქირავებული მომუშავეებს, ასევე იგულისხმება ისინიც, ვინც მსგავს მომსახურებას უზრუნველყოფს.
 


 
 
ფასს 2

13ა.
 


კერძოდ, თუ საწარმოს მიერ მიღებული იდენტიფიცირებადი ანაზღაურება (თუ ასეთი არსებობს) ნაკლებია გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ან აღებული ვალდე ბულების რეალურ ღირებულებაზე, როგორც წესი, ამგვარი სიტუაცია იმის მიმანიშნებელია, რომ საწარმომ მიიღო (ან მიიღებს) სხვა სახის ანაზღაურება (ე.ი. არაიდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება). საწარმომ მიღებული იდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება უნდა შეაფასოს წინამდებარე ფასს ის შესაბამისად. საწარმომ მიღებული (ან მისაღები) არაიდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება უნდა შეაფასოს, როგორც სხვაობა წილობრივი გადახდის რეალურ ღირებულებასა და მიღებული (ან მისაღები) იდენტიფიცირებადი საქონლის ან მომსახურების რეალურ ღირებულებას შორის. საწარმომ მიღებული არაიდენტიფიცირებადი საქონელი ან მომსახურება უნდა შეაფასოს წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისთვის. ამასთან, ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის, ვალდებულება ხელახლა უნდა შეფასდეს ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს 30 33 ე პუნქტების შესაბამისად, სანამ არ დაიფარება.


გარიგება, რომლის თანახმად მომსახურების მიღება ხდება
 

14. თუ გამოყოფილ წილობრივ ინსტრუმენტებზე დაუყოვნებლივ გადაეცემა უფლება, მეორე მხა რეს არ მოეთხოვება მომსახურების წინასწარ განსაზღვრული პერიოდის დამთავრება, რათა უპირობოდ უფლებემოსილი გახდეს ამ წილობრივი ინსტრუმენტების მიღებაზე. საწინააღმდე გო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, საწარმომ უნდა ჩათვალოს, რომ მეორე მხარის მიერ გაწეული მომსახურება, როგორც წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურება, მიღებულია. ამ შემთხვევაში, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის საწარმომ უნდა აღიაროს მომსახურების სრულად მიღება, საკუთარ კაპიტალში შესაბამისი ზრდით.

15. თუ გამოყოფილ წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლება არ გადაეცემა, სანამ მეორე მხარე არ დაასრულებს მომსახურების წინასწარ განსაზღვრულ პერიოდს, საწარმომ უნდა მიიჩნიოს, რომ მეორე მხარის მიერ წილობრივი ინსტრუმენტების სანაცვლოდ გასაწევი მომსახურება მომავალში იქნება მიღებული, უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში. საწარმომ ეს მომსახურება უნდა ასახოს უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში მეორე მხარის მი ერ მომსახურების გაწევის შესაბამისად და ამასთან აღიაროს საკუთარი კაპიტალის შესაბა მისი ზრდა. მაგალითად:

ა) თუ დაქირავებულ მომუშავეს აქციის ოფციონები გამოუყვეს სამი წლის სამსახურის პი რობით, მაშინ საწარმომ უნდა მიიჩნიოს, რომ დაქირავებული მომუშავის მიერ აქციის ოფციონების სანაცვლოდ გასაწევი მომსახურება მიღებული იქნება მომავალში, უფლე ბის გადაცემის სამწლიანი პერიოდის განმავლობაში;

ბ) თუ დაქირავებულ მომუშავეს აქციის ოფციონები გამოუყვეს საქმიანობის პირობის მისაღწევად და საწარმოში სამუშაოდ დარჩენის პირობით მანამ, სანამ ეს პირობა არ შესრულდება, ხოლო უფლების გადაცემის პერიოდის ხანგრძლივობა იცვლება იმისდა მიხედვით, როდის დაკმაყოფილდება საქმიანობის პირობა, საწარმომ უნდა მიიჩნიოს, რომ დაქირავებული მომუშავის მიერ აქციის ოფციონების სანაცვლოდ გასაწევი მომსა ხურება მომავალში იქნება მიღებული, მოსალოდნელი უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში. საწარმომ მოსალოდნელი უფლების გადაცემის პერიოდის ხანგრძლივო ბა უნდა გამოთვალოს წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის, ეფექტიანობის პირობის სავარაუდო შედეგებზე დაყრდნობით. თუ ეფექტიანობის პირობა საბაზრო პირ ობაა, მოსალოდნელი უფლების გადაცემის პერიოდის ხანგრძლივობის შეფასება შესაბა მისობაში უნდა მოვიდეს გამოყოფილი ოფციონების რეალური ღირებულების გამოთ ვლებში გამოყენებულ დაშვებებთან და შემდგომში აღარ უნდა გადაისინჯოს. თუ ეფექტიანობის პირობა საბაზრო პირობა არ არის, საწარმომ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადასინჯოს უფლების გადაცემის პერიოდის ხანგრძლივობის შეფასება, თუ შემდგომი ინფორმაცია მიუთითებს, რომ უფლების გადაცემის პერიოდის ხანგრძლივობა განსხვავებულია ადრინდელი შეფასებებისაგან.
 











 
 
ფასს 2

გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით შეფასებული გარიგებები

გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების განსაზღვრა

16. გარიგებისათვის, რომელიც გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებუ ლების მიხედვით არის შეფასებული, საწარმომ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს შეფასების თარიღისათვის, საბაზრო ფასებზე დაყ რდნობით, თუ ეს ხელმისაწვდომია, იმ ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, რომლი თაც ამ წილობრივი ინსტრუმენტების გადასაცემად გამოყოფა მოხდა (19 22 პუნქტების მოთ ხოვნების გათვალისწინებით).

17. თუ საბაზრო ფასი ხელმისაწვდომი არაა, საწარმომ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტე ბის რეალური ღირებულება უნდა გამოთვალოს შეფასების ტექნიკის გამოყენებით – რა იქ ნებოდა ამ წილობრივი ინსტრუმენტების ფასი შეფასების თარიღისათვის, საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარებს შორის ,,გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით’’ შესრულებულ გარიგებაში. შეფასების ტექნიკა შესაბამისობაში უნდა იყოს ფინანსური ინსტრუმენტების ფა სის განსაზღვრისათვის საზოგადოდ მიღებულ შეფასების მეთოდოლოგიასთან და უნდა მოი ცავდეს ყველა ფაქტორსა და დაშვებას, რომელსაც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი საბაზრო მხარეები განიხილავდნენ ფასის განსაზღვრისას (19 22 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით).

18. (ბ) დანართი მოიცავს დამატებით მითითებებს აქციებისა და აქციის ოფციონების რეალური ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით, იმ სპეციფიკურ პირობებსა და ვადებზე ყურად ღების გამახვილებით, რომლებიც დაქირავებულ მომუშავეებზე აქციების ან აქციის ოფციონე ბის გადაცემის ზოგად მახასიათებლებს წარმოადგენენ.

მიდგომა უფლების გადაცემის პირობებისათვის

19. წილობრივი ინსტრუმენტების გადაცემა შესაძლოა პირობითი იყოს კონკრეტული უფლების გადაცემის პირობების დაკმაყოფილებამდე. მაგალითად, აქციების ან აქციის ოფციონების გადაცემა დაქირავებული მომუშავეებისათვის, როგორც წესი, პირობითია, წინასწარ განსაზ ღვრული პერიოდის განმავლობაში საწარმოში სამუშაოდ დარჩენის პირობის თვალსაზრი სით. შესაძლებელია დადგენილი იყოს საქმიანობის პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყო ფილდეს, მაგალითად, საწარმოს მოგების გარკვეული ოდენობით ზრდის მიღწევა ან საწარ მოს აქციების ფასის კონკრეტული ზრდა. როდესაც აქციების ან აქციის ოფციონების რეალუ რი ღირებულების გამოთვლა ხდება შეფასების თარიღისათვის, არ გაითვალისწინება საბაზ რო პირობების გარდა სხვა უფლების გადაცემის პირობები. სამაგიეროდ, უფლების გადაცე მის პირობები მხედველობაში მიიღება გარიგების თანხის შეფასებაში გათვალისწინებული წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობის კორექტირებით ისე, რომ, საბოლოო ჯამში, თან ხა, რომელიც აღიარდება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურების სანაც ვლოდ მიღებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, უნდა ეყრდნობოდეს წი ლობრივი ინსტრუმენტების იმ რაოდენობას, რომელზეც ფაქტობრივად მოხდება უფლების გა დაცემა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, მიღებულ საქონელთან ან მომსახურე ბასთან დაკავშირებით არანაირი თანხა არ აღიარდება, თუ არ ხდება გამოყოფილ წილობ რივ ინსტრუმენტებზე უფლების გადაცემა უფლების გადაცემის პირობის შეუსრულებლობის გამო, მაგალითად, მეორე მხარე ვერ ასრულებს საწარმოში სამუშაოდ დარჩენის (მომსახურების) დათქმულ პერიოდს, ან საქმიანობის პირობა არ შესრულდა, 21 ე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.



 20. მე 19 პუნქტის მოთხოვნების გამოსაყენებლად, საწარმომ მიღებული საქონლის ან მომსახუ რების თანხა უნდა აღიაროს უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში იმ წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობის ყველაზე ხელმისაწვდომი საუკეთესო შეფასების საფუძველზე, რომელზეც მოსალოდნელია უფლების გადაცემა და, საჭიროებისამებრ, უნდა შეასწოროს ეს შეფასება, თუ შემდგომი ინფორმაცია მიუთითებს, რომ გადასაცემი წილობრივი ინსტრუმენ ტების რაოდენობა განსხვავდება წინანდელი შეფასებისგან. უფლების გადაცემის თარიღი სათვის საწარმომ უნდა შეასწოროს ეს შეფასება, რათა იგი უტოლდებოდეს წილობრივი ინ სტრუმენტების იმ რაოდენობას, რომელზეც საბოლოოდ მოხდა უფლების გადაცემა 21 ე პუნ ქტის მოთხოვნების გათვა ლისწინებით.

 
 
ფასს 2

21. საბაზრო პირობები, მაგალითად, აქციების დათქმული ფასი, რომლითაც უფლების გადაცემა (ან გამოყენებადობა) არის განპირობებული, გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების შეფასებისას. ამგვარად, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტებისათვის, რომლებიც შეპირობებულია საბაზრო პირობებით, სა წარმომ უნდა აღიაროს ნებისმიერი მეორე მხარისაგან მიღებული საქონელი ან მომსახურე ბა, რომელიც აკმაყოფილებს უფლების გადაცემის ყველა სხვა პირობას (მაგალითად, დაქირავებული მომუშავისაგან მიღებული მომსახურება, რომელიც დაქირავებულ მომუშავდ რჩება მომსახურების წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში), იმის მიუხედავად

– დაკმაყოფილდა თუ არა საბაზრო პირობები.

სააღრიცხვო მიდგომა სხვა პირობებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენს უფლების გადაცემის პირობებს

21ა. ანალოგიურად, საწარმომ გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებუ ლების განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა სხვა პირობაც, რომელიც არ წარმოადგენს წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლების გადაცემის პირობას. ამგვარად, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტებისათვის, რომელთაც ახლავს ისეთი პირობები, რომლებიც არ წარმოადგენს უფლების გადაცემის პირობას, საწარმომ უნდა აღიაროს მეორე მხარისგან მიღებული ის საქონელი ან მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს უფლების გადაცემის ყველა არასაბაზრო პირობას (მაგ., მომსახურება, რომელიც მიღებულია დაქირავებული მომუშავისაგან, რომელიც რჩება მომსახურების გასაწევად დათქმული პერიოდის განმავლობაში), იმის მიუხედავად, შესრულებული იქნება თუ არა პირობები, რომლებიც არ წარმოადგენს უფლების გადაცემის პირობას.

სააღღიცხვო მიდგომა ოფციონის განმეორებით გამოყოფის უფლებისათვის

22. ოფციონების განმეორებით გამოყოფის პირობის მქონე ოფციონებისათვის, გამოყოფილი ოფ ციონების რეალური ღირებულების გამოთვლისას შეფასების თარიღისათვის, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ოფციონების განმეორებით გამოყოფის უფლება. სანაცვლოდ, განმეორე ბით გამოყოფილი ოფციონი მხოლოდ მაშინ უნდა აღირიცხოს როგორც ახალი ოფციონის გამოყოფა, როდესაც მისი გამოყოფა მოხდება შემდგომში.

უფლების გადაცემის თარიღის შემდეგ

23. 10 22 პუნქტების შესაბამისად მიღებული საქონლის ან მომსახურების აღიარებისა და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი გაზრდის შემდეგ, საწარმომ აღარ უნდა გააკეთოს მთლია ნი საკუთარი კაპიტალის შესწორებები შემდგომში, უფლების გადაცემის თარიღის შემდეგ. მაგალითად, საწარმომ შემდგომში არ უნდა გააუქმოს დაქირავებული მომუშავისაგან მიღე ბული საქონლის ან მომსახურების აღიარებული თანხა, თუ შემდგომში უფლებამოსილებაში გადაცემული წილობრივი ინსტრუმენტების ჩამორთმევა მოხდა ან, აქციის ოფციონების შემ თხვევაში, ოფციონი არ იქნა გამოყენებული. თუმცა, ეს მოთხოვნა საწარმოს ხელს არ უშ ლის, აღიაროს გადანაცვლება საკუთარი კაპიტალის შიგნით, ე.ი. კაპიტალის ერთი კომპო ნენტის გადატანა მეორეში.


თუ წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შეუძლებელია

24. 16 23 პუნქტების მოთხოვნები მაშინ გამოიყენება, როდესაც საწარმოს წილობრივი გადახდის გარიგების შეფასება მოეთხოვება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღი რებულების მიხედვით. იშვიათ შემთხვევებში, საწარმომ შეიძლება საიმედოდ ვერ გამოთვა ლოს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება შეფასების თარი ღისათვის, 16 22 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად. მხოლოდ ამ იშვიათ შემთხვევებში საწარმომ სანაცვლოდ უნდა:

ა) შეაფასოს წილობრივი ინსტრუმენტები მათი საკუთარი ღირებულებით, თავიდან იმ თა რიღისათვის, როცა საწარმო საქონელს იღებს ან მეორე მხარე მომსახურებას გასწევს და შემდგომში ყოველი საანგარიშგებო თარიღისა და საბოლოო გადახდის თარიღისათ ვის და საკუთარი ღირებულების ნებისმიერი ცვლილება აღიაროს მოგება/ზარალში. გამოყოფილი აქციის ოფციონებისთვის, წილობრივი გადახდის შეთანხმება საბოლოოდ
 


 
 
ფასს 2

მაშინ არის გადახდილი, როცა ოფციონები გამოყენებულია, ჩამორთმეულია (მაგალი თად, მუშაობის შეწყვეტისას) ან ძალადაკარგულია (მაგალითად, ოფციონის ვადის დას რულებისას);

ბ) აღიაროს მიღებული საქონელი ან მომსახურება წილობრივი ინსტრუმენტების იმ რაო დენობის საფუძველზე, რომლებზეც საბოლოოდ განხორციელდება უფლების გადაცემა, ან გამოიყენება (სადაც გამოყენება არის შესაფერისი). ამ მოთხოვნების გამოსაყენებლად აქციის ოფციონებისათვის, მაგალითად, საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება უნდა აღიაროს მე 14 და მე 15 პუნქტების თანახმად, უფლების გადაცემის პერიოდის გან მავლობაში, თუ ასეთი არსებობს, როდესაც მას არ ეხება 15(ბ) პუნქტის მოთხოვნები სა ბაზრო პირობების შესახებ. მიღებული საქონლის ან მომსახურების თანხის აღიარება უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში უნდა ეყრდნობოდეს აქციის ოფციონების იმ რაოდენობას, რომლებზეც მოსალოდნელია, რომ განხორციელდება უფლების გადა ცემა. საწარმომ, საჭიროებისამებრ, უნდა შეასწოროს ეს შეფასება, თუ შემდგომი ინ ფორმაცია მიუთითებს, რომ აქციის ოფციონების რაოდენობა, რომლებზეც მოსალოდნე ლია უფლების გადაცემა, განსხვავებულია ადრინდელი შეფასებისაგან. უფლების გა დაცემის თარიღისათვის, საწარმომ უნდა შეასწოროს ეს შეფასება, რათა იგი უტოლდე ბოდეს წილობრივი ინსტრუმენტების იმ რაოდენობას, რომელზეც საბოლოოდ განხორ ციელდა უფლების გადაცემა. უფლების გადაცემის თარიღის შემდეგ საწარმომ უნდა გააუქმოს მიღებული საქონლის ან მომსახურების აღიარებული თანხა, თუ შემდგომში აქციის ოფციონების ჩამორთმევა მოხდა ან ძალა დაკარგეს აქციის ოფციონების ვადის დასრულებისას.


25. თუ საწარმო 24 ე პუნქტს იყენებს, აუცილებელი არაა 26 29 ე პუნქტების გამოყენება, ვინაიდან წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის ვადებსა და პირობებში მომხდარი ნების მიერი ცვლილება გაითვალისწინება 24 ე პუნქტში მოცემული საკუთარი ღირებულების მე თოდის გამოყენების დროს. თუმცა, თუ საწარმო იხდის გამოყოფილი წილობრივი ინსტრუ მენტისთვის, რომლისთვისაც 24 ე პუნქტია გამოყენებული:

ა) თუ გადახდა ხდება უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში, საწარმომ გადახდა უნდა აღრიცხოს როგორც უფლების გადაცემის დაჩქარება. ამის გამო, დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს ის თანხა, რომელიც სხვაგვარად აღიარებული იქნებოდა უფლების გადა ცემის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიღებული მომსახურებისათვის;

ბ) ნებისმიერი გადახდა უნდა აღირიცხოს როგორც წილობრივი ინსტრუმენტის გამოსყიდ ვა. ე.ი. როგორც საკუთარი კაპიტალიდან გამოკლება, იმ ოდენობით, რამდენითაც გა დახდა აღემატება წილობრივი ინსტრუმენტის საკუთარ ღირებულებას, რომელიც შეფა სებულია გამოსყიდვის თარიღისათვის. ნებისმიერი ასეთი მეტობა ხარჯად უნდა აღიარ დეს.


წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის ვადებისა და პირობების შეცვლა, მათ შორის გაუქმება და გადახდა

26. საწარმომ შეიძლება შეცვალოს ის ვადები და პირობები, რომლის საფუძველზეც წილობრივი ინსტრუმენტების გადასაცემად გამოყოფა განხორციელდა. მაგალითად, მან შეიძლება შეამ ციროს დაქირავებული მომუშავეებისთვის გამოყოფილი ოფციონების გამოსაყენებლი ფასი (ე.ი. ოფციონებს ხელახლა დაადოს ფასი), რაც ზრდის ამ ოფციონების რეალურ ღირებულე ბას. 27 29 ე პუნქტების მოთხოვნები ამ ცვლილებების შედეგების ასახვის შესახებ გამოხატუ ლია დაქირავებულ მომუშავეებთან განხორციელებული წილობრივი გადახდის გარიგებების კონტექსტში. თუმცა, ამ მოთხოვნების გამოყენება ასევე უნდა მოხდეს სხვა მხარეებთან, არაDდაქირავებულ მომუშავეებთან, დაკავშირებული წილობრივი გადახდის გარიგებე ბისთვისაც, რომლებიც უნდა შეფასდეს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, 27 29 ე პუნქტებში, სადაც მითითე ბულია წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღი, მის ნაცვლად საწარმომ უნდა იგულის მოს თარიღი, როცა საწარმო საქონელს იღებს ან მეორე მხარე მომსახურებას გასწევს.

27. საწარმომ, როგორც მინიმუმი, უნდა აღიაროს მიღებული მომსახურება, რომელიც შეფასე ბულია გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულებით, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის, ისეთი შემთხვევის გარდა, როცა არ ხდება წილობრივ

 
 
ფასს 2

ინსტრუმენტებზე უფლების გადაეცემა, უფლების გადაცემის პირობის (რომელიც არ არის საბაზრო პირობა) შეუსრულებლობის გამო, რომელიც განსაზღვრული იყო წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის. ეს პრინციპი გამოიყენება იმ ვადებისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებისაგან დამოუკიდებლად, რომლის საფუძველზეც განხორციელდა წი ლობრივი ინსტრუმენტების გამოყოფა, ან წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის გაუქმე ბის ან მისი გადახდის მიუხედავად. გარდა ამისა, საწარმომ უნდა აღიაროს ისეთი ცვლილე ბების შედეგები, რომლებიც ზრდის წილობრივი გადახდის შეთანხმების მთლიან რეალურ ღირებულებას, ან სხვაგვარად არის სასარგებლო დაქირავებული მომუშავისათვის. ამ მოთ ხოვნის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია (ბ) დანართში.

28. თუ საწარმო წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფას აუქმებს ან გადაიხდის გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტებისთვის განსაზღვრული უფლების გადაცემის პერიოდის განმავ ლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფა უქმდება ჩამორთმევის გზით, რადგან უფლების გადაცემის პირობები არ შესრულდა):

ა) საწარმომ უნდა აღრიცხოს გაუქმება ან გადახდა როგორც უფლების გადაცემის დაჩქა რება და ამის გამო დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს თანხა, რომელიც სხვაგვარად აღია რებული იქნებოდა უფლების გადაცემის დარჩენილ პერიოდში მიღებული მომსახურები სათვის;

ბ) წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის გაუქმების ან გადახდის დროს დაქირავებული მომუშავისათვის გადახდილი ნებისმიერი თანხა უნდა აღირიცხოს როგორც საკუთარი კაპიტალის წილის გამოსყიდვა, ე.ი. როგორც კაპიტალიდან გამოკლება, იმ ოდენობით, რამდენითაც გადახდა აღემატება გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებას, რომელიც შეფასებულია გამოსყიდვის თარიღისათვის. ნებისმიერი ასეთი მეტობა ხარჯად უნდა იქნეს აღიარებული; თუმცა, თუ წილობრივი გადახდის შეთანხმება მოიცავს ვალდებულების ელემენტებსაც, საწარმომ ხელახლა უნდა განსაზღვროს ამ ვალდებულების რეალური ღირებულება წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის გაუქ მების ან გადახდის თარიღისთვის. ვალდებულების ელემენტის დასაფარად განხორციე ლებული ნებისმიერი გადახდა უნდა აისახოს როგორც ვალდებულების გადახდა.

გ) თუ ახალი წილობრივი ინსტრუმენტები გამოეყო დაქირავებულ მომუშავეს და ამ თარი ღისათვის, როცა ახალი წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფა განხორციელდა, საწარ მო გამოყოფილ ახალ წილობრივ ინსტრუმენტს განსაზღვრავს, როგორც გაუქმებული წილობრივი ინსტრუმენტების შეცვლას წილობრივი ინსტრუმენტებით, საწარმომ წილობ რივი ინსტრუმენტების შეცვლა ისეთივე გზით უნდა ასახოს, როგორც თავდაპირველად გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების სახეცვლილება, 27 ე პუნქტისა და (ბ) დანარ თის მითითებების შესაბამისად. გადაცემული ნაზარდი რეალური ღირებულება წარმო ადგენს სხვაობას წილობრივი ინსტრუმენტების შეცვლის რეალურ ღირებულებასა და გა უქმებული წილობრივი ინსტრუმენტების წმინდა რეალურ ღირებულებას შორის, იმ თა რიღისათვის, როცა წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის შეცვლა განხორციელდა. გაუქმებული წილობრივი ინსტრუმენტების წმინდა რეალური ღირებულება არის მათი რეალური ღირებულება უშუალოდ გაუქმების წინ, რასაც აკლდება წილობრივი ინსტრუ მენტების გაუქმებისას დაქირავებული მომუშავისათვის გადახდილი ნებისმიერი თანხა, რაც აღირიცხება როგორც საკუთარი კაპიტალიდან გამოკლება ზემო (ბ) პუნქტის შესა ბამისად. თუ საწარმო გამოყოფილ ახალ წილობრივ ინსტრუმენტებს არ განსაზღვრავს როგორც გაუქმებული წილობრივი ინსტრუმენტების შეცვლას წილობრივი ინსტრუმენტე ბით, საწარმომ ახალი წილობრივი ინსტრუმენტები უნდა აღრიცხოს როგორც წილობრი ვი ინსტრუმენტების ახალი გამოყოფა.



28ა. თუ საწარმოს ან მეორე მხარეს არჩევანის უფლება აქვს, შეასრულებს თუ არა გარკვეულ პირობას, რომელიც არ წარმოადგენს უფლების გადაცემის პირობას, საწარმომ უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში ამ პირობის შეუსრულებლობა თვითონ საწარმოს ან მეორე მხარის მხრიდან უნდა ასახოს, როგორც წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის გაუქმება.
 






 
 
ფასს 2

29. თუ საწარმო გამოისყიდის უფლებამოსილებაში გადაცემულ წილობრივ ინსტრუმენტებს, დაქირავებული მომუშავისათვის გადახდილი თანხა უნდა აღირიცხოს როგორც საკუთარი კაპიტალიდან გამოკლება, იმ ოდენობით, რამდენითაც გადახდა აღემატება გამოსყიდული წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებას, რომელიც შეფასებულია გამოსყიდვის თარიღისათვის. ნებისმიერი ასეთი მეტობა ხარჯად უნდა აღიარდეს.

ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებები


30. ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებისათვის საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება და წარმოშობილი ვალდებულება უნდა შეაფასოს ვალდებულე ბის რეალური ღირებულებით. სანამ ვალდებულება დაფარული არაა, საწარმომ ვალდებუ ლების რეალური ღირებულება უნდა შეაფასოს ყოველი საანგარიშგებო თარიღისა და გა დახდის თარიღისათვის და რეალური ღირებულების ნებისმიერი ცვლილება აღიაროს პერი ოდის მოგება/ზარალში.

31. მაგალითად, საწარმომ შეიძლება დაქირავებულ მომუშავეებს მიანიჭოს აქციის გაძვირების უფლებები, როგორც მათი ანაზღაურების პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რის შედეგადაც დაქირავებული მომუშავეები უფლებამოსილნი ხდებიან მომავალ ფულად ანაზღაურებაზე (და არა წილობრივ ინსტრუმენტზე) საწარმოს აქციების ფასის ზრდის საფუძველზე, აქციის ფასის დათქმული დონიდან, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში. ასევე, საწარმოს შეუძლია დაქირავებულ მომუშავეებს მომავალი ფულადი ანაზღაურების უფლება მიანიჭოს აქციებზე უფლების მინიჭებით (აქციის ოფციონების გამოსაყენებლად გამოსაშვები აქციების ჩათ ვლით), რომელიც გამოსყიდვას ექვემდებარება ან სავალდებულოდ (თანამშრომლობის შეწ ყვეტისას), ან დაქირავებული მომუშავის სურვილისამებრ.

32. საწარმომ მიღებული მომსახურება და ამ მომსახურებისათვის გადასახდელი ვალდებულება უნდა აღიაროს მაშინ, როცა დაქირავებული მომუშავე მომსახურებას გასწევს. მაგალითად, ზოგჯერ აქციის გაძვირების უფლებები დაუყოვნებლივ გადაეცემა და ამდენად, დაქირა ვებულ მომუშავეს აღარ მოეთხოვება მომსახურების დათქმული პერიოდის დასრულება, რა თა უფლებამოსილი გახდეს ფულად ანაზღაურებაზე. საწინააღმდეგო მტკიცებულების არარ სებობის შემთხვევაში, საწარმომ უნდა ჩათვალოს, რომ მიღებულია დაქირავებული მომუ შავის მიერ გაწეული მომსახურება აქციის გაძვირების უფლებების სანაცვლოდ. ამგვარად, საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს მიღებული მომსახურება და გადასახდელი ვალდე ბულება. თუ აქციების გაძვირების უფლებები არ გადაეცემა მანამ, სანამ დაქირავებული მომუშავე მომსახურების დათქმულ პერიოდს არ დაასრულებს, საწარმო მიღებულ მომსახუ რებას და ამისათვის გადასახდელ ვალდებულებას მაშინ აღიარებს, როდესაც დაქირავე ბული მომუშავე გასწევს მომსახურებას ამ პერიოდის განმავლობაში.


33. ვალდებულება უნდა შეფასდეს აქციის გაძვირების უფლების რეალური ღირებულებით, ოფცი ონების ფასწარმოქმნის მოდელის გამოყენებით, თავდაპირველად და თითოეული საანგა რიშგებო თარიღისათვის, სანამ არ დაიფარება იმ ვადებისა და პირობების გათვალისწინე ბით, რომლებითაც აქციების გაძვირების უფლების მინიჭება მოხდა და იმ ოდენობით, რამდე ნითაც დაქირავებულმა მომუშავემ მომსახურება გასწია ამ თარიღისათვის.

წილობრივი გადახდის გარიგებები ფულადი ალტერნატივებით


34. წილობრივი გადახდის გარიგებისათვის, რომელშიც შეთანხმების პირობები საწარმოს ან მეორე მხარეს უზრუნველყოფს არჩევანით საწარმომ ფულით (ან სხვა აქტივების გადახ დით) უნდა განახორციელოს ეს გარიგება, თუ წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით – საწარმომ ეს გარიგება ან მისი კომპონენტები უნდა აღრიცხოს როგორც ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება, თუ და რა ზომითაც, საწარმოს დაეკისრა ფულით (ან სხვა აქტივებით) გადასახდელი ვალდებულება, ან როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება, თუ და რა ზომითაც, ასე თი ვალდებულება არ წარმოშობილა.
 







 
 
ფასს 2

წილობრივი გადახდის გარიგება, რომელშიც შეთანხმების პირობები მეორე მხარეს უზრუნველყოფს გადახდის ფორმის არჩევანით

35. თუ საწარმომ მეორე მხარეს მიანიჭა უფლება, წილობრივი გადახდის გარიგებაში აირჩიოს ფულით1, ან წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით გადახდა, საწარმოს გადაცემული აქვს რთული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს როგორც ვალდებულების კომპო ნენტს (ე.ი. მეორე მხარის უფლება, მოითხოვოს ფულით გადახდა), ისე წილობრივ კომპო ნენტს (ე.ი. მეორე მხარის უფლება, გადახდა მოითხოვოს წილობრივი ინსტრუმენტებით და არა ფულით). დაქირავებული მომუშავეების გარდა სხვა მხარეებთან განხორციელებულ გარიგებებში, რომლებშიც მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალური ღირებულება პირდაპირაა შეფასებული, საწარმომ რთული ფინანსური ინსტრუმენტის წილობრივი კომპო ნენტი უნდა შეაფასოს, როგორც სხვაობა მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალურ ღირებულებასა და ვალდებულების კომპონენტის რეალურ ღირებულებას შორის, იმ თარი ღისათვის, როდესაც საქონელი ან მომსახურება მიიღება.


36. სხვა გარიგებებისათვის, დაქირავებულ მომუშავეებთან დადებული გარიგებების ჩათვლით, საწარმომ რთული ფინანსური ინსტრუმენტის წილობრივი კომპონენტი უნდა შეაფასოს შეფა სების თარიღისათვის, იმ ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, რომლებითაც ფულზე ან წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებების მინიჭება მოხდა.

37. 36 ე პუნქტის გამოყენებისას, საწარმომ ჯერ უნდა შეაფასოს ვალდებულების კომპონენტის რეალური ღირებულება, შემდეგ კი წილობრივი კომპონენტის რეალური ღირებულება – იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მხარეს უნდა ჩამოერთვას ფულის მიღების უფლება, წილობ რივი ინსტრუმენტის მისაღებად. რთული ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულება არის ამ ორი კომპონენტის რეალური ღირებულებების ჯამი. თუმცა, წილობრივი გადახდის გარიგებები, რომლის თანახმადაც მეორე მხარე გადახდის ფორმის არჩევანით სარგებლობს, ხშირად ისეა ფორმულირებული, რომ გადახდის ერთი ალტერნატივის რეალური ღირებულე ბა იგივეა, რაც მეორესი. მაგალითად, მეორე მხარეს შეიძლება ჰქონდეს არჩევანი, მიიღოს აქციის ოფციონები ან ფულით განსაზღვრული აქციების გაძვირების უფლება. ასეთ შემთხვე ვებში, წილობრივი კომპონენტის რეალური ღირებულება ნულია და მაშასადამე, რთული ფი ნანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულება ვალდებულების კომპონენტის რეალური ღი რებულების ტოლია. შესაბამისად, თუ გადახდის ალტერნატივების რეალური ღირებულებები განსხვავებულია, ჩვეულებრივ, წილობრივი კომპონენტის რეალური ღირებულება ნულზე მე ტია, რა შემთხვევაშიც რთული ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულება მეტი იქნე ბა, ვიდრე ვალდებულების კომპონენტის რეალური ღირებულება.


38. საწარმომ რთული ფინანსური ინსტრუმენტის ცალკეული კომპონენტის მიხედვით უნდა აღ რიცხოს მიღებული ან შეძენილი საქონელი ან მომსახურება. ვალდებულების კომპონენტისა თვის საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება და მათ გადახდასთან დაკავშირებუ ლი ვალდებულება უნდა აღიაროს მეორე მხარის მიერ საქონლის მოწოდების ან მომსახუ რების გაწევის მიხედვით, ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგების მიმართ დადგენილი მოთხოვნების თანახმად (30 33 პუნქტები). წილობრივი კომპონენტისათვის (თუ არის) საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა უნდა აღიაროს მეორე მხარის მიერ საქონლის მოწოდების ან მომსახურების გაწევის მიხედვით, წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებების მიმართ დადგენილი მოთხოვნების თანახმად (10 29 პუნქტები).

39. გადახდის თარიღისათვის, საწარმომ ხელახლა უნდა შეაფასოს ვალდებულება მისი რეალუ რი ღირებულებით. თუ საწარმო შეთანხმების ანგარიშსწორებისათვის გამოსცემს წილობ რივ ინსტრუმენტებს და არ იხდის ფულით, ვალდებულება პირდაპირ უნდა გადავიდეს საკუ თარ კაპიტალში, როგორც გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურება.

40. თუ საწარმო შეთანხმების ანგარიშსწორებისათვის ფულს იხდის წილობრივი ინსტრუმენტე ბის გამოშვების მაგივრად, ეს გადახდა გამოიყენება ვალდებულების მთლიანად დასაფარად. ადრე აღიარებული ნებისმიერი წილობრივი კომპონენტი ისევ უნდა დარჩეს საკუთარ კაპი 



1. 35 43 პუნქტებში ყველა მითითება ფულზე ასევე გულისხმობს საწარმოს სხვა აქტივებს.
 

 
 
ფასს 2

ტალში. თუ მეორე მხარე ანაზღაურებას ფულით ირჩევს, ის წილობრივი ინსტრუმენტების მი ღების უფლებას კარგავს. თუმცა, ეს მოთხოვნა არ გამორიცხავს საწარმოს მიერ საკუთარი კაპიტალის შიგნით გადანაცვლების აღიარებას, ე.ი. საკუთარი კაპიტალის ერთი კომპონენ ტის გადანაცვლებას მეორეში.


წილობრივი გადახდის გარიგება, რომელშიც შეთანხმების პირობები საწარმოს უზრუნველყოფს გადახდის ფორმის არჩევანით

41. წილობრივი გადახდის გარიგებისათვის, რომელშიც შეთანხმების პირობები საწარმოს უზრუნ ველყოფს გადახდის ფორმის არჩევანით – ფულით თუ წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვე ბით მოახდინოს ანგარიშსწორება, საწარმომ უნდა განსაზღვროს, აქვს თუ არა ფულით გადა სახდელი მიმდინარე მოვალეობა და შესაბამისად აღრიცხოს წილობრივი გადახდის ოპერაცია. საწარმოს მაშინ აქვს ფულით გადასახდელი მიმდინარე მოვალეობა, თუ წილობრივი ინსტრუ მენტების გამოშვებით ანაზღაურების არჩევანს არა აქვს კომერციული შინაარსი (მაგალითად, იმის გამო, რომ საწარმოს კანონით აკრძალული აქვს აქციების გამოშვება), ან საწარმოს აქვს ფულით ანაზღაურების წარსული გამოცდილება ან დაწესებული პოლიტიკა; ან, საზოგადოდ, ფუ ლით იხდის, როცა კი მეორე მხარე ითხოვს ფულით ანაზღაურებას.

42. თუ საწარმოს აქვს ფულით გადასახდელი მიმდინარე მოვალეობა, მან გარიგება უნდა აღ რიცხოს ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებების მიმართ დადგენილი, 30 33 ე პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.

43. თუ ფულით გადასახდელი მიმდინარე მოვალეობა არ არსებობს, საწარმომ გარიგება უნდა აღრიცხოს წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარი გებების მიმართ დადგენილი, 10 29 ე პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად. ანაზღაურების დროს:

ა) თუ საწარმო ფულით გადახდას ირჩევს, ეს ანაზღაურება უნდა აღირიცხოს, როგორც სა კუთარი კაპიტალის წილის გამოსყიდვა, ე.ი. როგორც კაპიტალიდან გამოკლება, გარდა ქვემოთ აღნიშნული (გ) შემთხვევისა;

ბ) თუ საწარმო წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვებით ანაზღაურებას ირჩევს, შემდგო მი აღრიცხვა აღარ მოითხოვება (გარდა საკუთარი კაპიტალის ერთი კომპონენტის მეო რეში გადანაცვლებისა, თუ საჭიროა), გარდა ქვემოთ აღნიშნული (გ) შემთხვევისა;

გ) თუ საწარმო უფრო მაღალი რეალური ღირებულების მქონე ანაზღაურების ალტერნატივას ირჩევს, გადახდის თარიღისათვის საწარმომ უნდა აღიაროს დამატებითი ხარჯი გაცემულ ღირებულებაზე ნამეტი თანხის ოდენოით ე.ი. სხვაობა გადახდილ ფულსა და წილობრივი ინ სტრუმენტების რეალურ ღირებულებას შორის, რომლებიც გამოშვებული უნდა ყოფილიყო სამაგიეროდ, ან სხვაობა გამოშვებული წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულე ბასა და ფულად თანხას შორის, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო.

წილობრივი გადახდის გარიგებები ჯგუფის საწარმოებს შორის (2009 წლის ცვლილებები)


43ა. ჯგუფის საწარმოთა შორის წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის, საქონლის ან მომსახურების მიმღებმა საწარმომ, მიღებული საქონელი ან მომსახურება ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ასახოს როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება ან ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება, რისთვისაც უნდა შეაფასოს:

ა) გადაცემული ჯილდოს ხასიათი; და

ბ) თავისი უფლებები და ვალდებულებები.

გ) საქონლის ან მომსახურების მიმღები საწარმოს მიერ აღიარებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს კონსოლიდირებული ჯგუფის, ან ჯგუფის სხვა საწარმოს მიერ აღიარებული თანხისგან, რომელიც იხდის წილობრივი გადახდის გარიგებისთვის.

43ბ. საქონლის ან მომსახურების მიმღებმა საწარმომ მიღებული საქონელი ან მომსახურება უნდა აღიაროს როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება, როდესაც:
 



 
 
ფასს 2



ა) გადაცემული ჯილდო თვითონ საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტებია; ან

ბ) საწარმოს არა აქვს წილობრივი გადახდის გარიგებისთვის ანგარიშსწორების ვალდებულება.

საწარმომ წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის ამგვარი გარიგება შემდგომში ხელახლა უნდა შეაფასოს 19 21 პუნქტების შესაბამისად, მხოლოდ უფლების გადაცემის არასაბაზრო პირობებში მომხდარი ცვლილებების გასათვალისწინებლად. ყველა სხვა შემთხვევაში, საწარმომ, რომელიც საქონელს ან მომსახურებას იღებს, მიღებული საქონელი ან მომსახურება უნდა შეაფასოს, როგორც ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება.


43გ. საწარმომ, რომელიც იხდის წლობრივი გადახდის გარიგებისთვის, როდესაც ჯგუფის სხვა საწარმო იღებს საქონელს ან მომსახურებას, ეს გარიგება მხოლოდ მაშინ უნდა აღიაროს როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება, თუ გარიგებისთვის იხდის საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტებით. სხვა შემთხვევაში, გარიგება უნდა აღიარდეს, როგორც ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება.

43დ. ჯგუფის ზოგიერთი გარიგება ითვალისწინებს გადახდის ისეთ სისტემას, რომელიც მოითხოვს, რომ ჯგუფის ერთმა საწარმომ გადაუხადოს მეორე საწარმოს საქონლის ან მომსახურების მომწოდებლებს წილობრივი გადახდის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, საქონლის ან მომსახურების მიმღებმა საწარმომ წილობრივი გადახდის გარიგება უნდა ასახოს 43ბ პუნქტის შესაბამისად, შიდაჯგუფური გადახდის წესების მიუხედავად.

განმარტებითი შენიშვნები


44. საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ისეთი ინფორმაცია უნდა გააშუქოს, რომ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებმა შეძლონ იმ წილობრივი გადახდის გარიგებების შინაარსისა და მოცულობის გაგება, რომლებსაც პერიოდის განმავ ლობაში ჰქონდა ადგილი.

45. 44 ე პუნქტში მოცემული პრინციპის ასამოქმედებლად, საწარმომ უნდა განმარტოს, სულ მცი რე, შემდეგი:

ა) თითოეული ტიპის წილობრივი გადახდის შეთანხმების აღწერილობა, რომლებიც არსე ბობდა ნებისმიერ დროს პერიოდის განმავლობაში, მათ შორის თითოეული შეთანხმების ზოგადი პირობები და ვადები, როგორიცაა უფლების გადაცემის მოთხოვნები, გამოყოფი ლი ოფციონების მაქსიმალური ვადა და გადახდის მეთოდი (მაგალითად, ფულით ან წი ლობრივი ინსტრუმენტებით). საწარმოს შეუძლია არსებითად მსგავსი ტიპის წილობრივი გადახდის გარიგებების შეთანხმებებისათვის დააჯგუფოს ეს ინფორმაცია, თუ საჭირო არაა თითოეული შეთანხმების ცალკე განმარტება, 44 ე პუნქტის პრინციპის დასაკმაყო ფილებლად;

ბ) აქციის ოფციონების რაოდენობა და მათი გამოსაყენებელი საშუალო შეწონილი ფასი ოფციონების თითოეული ჯგუფისათვის:

(ი) გადასახდელი (გადავადებული) პერიოდის დასაწყისისათვის;

(იი) პერიოდის განმავლობაში გამოყოფილი;

(იიი) პერიოდის განმავლობაში გაუქმებული;

(ივ) პერიოდის განმავლობაში გამოყენებული;

(ვ) პერიოდის განმავლობაში ვადაგასული;

(ვი) გადასახდელი (გადავადებული) პერიოდის ბოლოსათვის; და

(ვიი) პერიოდის ბოლოსათვის გამოსაყენებელი.

გ) პერიოდის განმავლობაში გამოყენებული აქციის ოფციონებისათვის   საშუალო შეწონი ლი ფასი გამოყენების თარიღისათვის. თუ ოფციონებს რეგულარულად იყენებენ პერიო დის მანძილზე, საწარმომ ამის ნაცვლად შეიძლება განმარტოს აქციების საშუალო შე წონილი ფასი პერიოდის განმავლობაში;
 



 
 
ფასს 2

დ) პერიოდის ბოლოსათვის გადასახდელი აქციის ოფციონებისათვის, გამოსაყენებელი ფა სის დიაპაზონი და საშუალო შეწონილი დარჩენილი საკონტრაქტო ვადა. თუ გამოსაყე ნებელი ფასის დიაპაზონი ფართოა, გადასახდელი ოფციონები ისეთ ჯგუფებად უნდა და იყოს, რომლებიც მნიშვნელოვანია შესაძლო დამატებითი აქციების გამოშვების რაოდე ნობისა და გრაფიკის, ასევე იმ ფულის განსასაზღვრად, რომელიც ამ ოფციონების გამო ყენებით მიიღება.

46. საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ისეთი ინფორმაცია უნდა გააშუქოს, რომელიც ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გაერკვნენ, როგორ განისაზღვრა პერიოდის განმავლობაში მიღებული საქონლის ან მომსა ხურების რეალური ღირებულება, ან გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება.

47. თუ საწარმო მიღებული საქონლის ან მომსახურების რეალურ ღირებულებას, როგორც სა წარმოს წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურებას, არაპირდაპირ აფასებს, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების მიხედვით, 46 ე პუნქტის პრინციპის ასამოქმედებლად საწარმომ უნდა განმარტოს, სულ მცირე, შემდეგი:

ა) პერიოდის განმავლობაში გამოყოფილი აქციის ოფციონებისათვის საშუალო შეწონილი რეალური ღირებულება შეფასების თარიღისათვის და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა რეალური ღირებულების შეფასება:

(ი) ოფციონის ფასწარმოქმნის გამოყენებული მოდელი და ამ მოდელის საწყისი მონა ცემები, მათ შორის, აქციების საშუალო შეწონილი ფასი, ოფციონის გამოსაყენებე ლი ფასი, მოსალოდნელი ცვალებადობა, ოფციონის ვადა, მოსალოდნელი დივიდენ დები, ურისკო საპროცენტო განაკვეთი და მოდელის სხვა საწყისი მონაცემები, ასე ვე გამოყენებული მეთოდისა და ოფციონის ადრე გამოყენებით მოსალოდნელი შე დეგების გასათვალისწინებლად გაკეთებული დაშვებები;

(იი) როგორ განისაზღვრა მოსალოდნელი ცვალებადობა, მათ შორის, რა დონეზე ეფუძ ნებოდა მოსალოდნელი ცვალებადობის განსაზღვრა წარსული პერიოდების ცვალე ბადობას; და

(იიი) იყო თუ არა გათვალისწინებული და როგორ, ოფციონის გამოყოფის სხვა მახასი ათებლები (პირობები) რეალური ღირებულების შეფასებაში, მაგალითად, საბაზრო პირობები.

ბ) პერიოდის განმავლობაში გამოყოფილი სხვა წილობრივი ინსტრუმენტებისათვის (ე.ი. აქ ციის ოფციონების გარდა), ამ წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობა და საშუალო შე წონილი რეალური ღირებულება შეფასების თარიღისათვის და ინფორმაცია, როგორ შე ფასდა რეალური ღირებულება:

(ი) თუ რეალური ღირებულება არ შეფასდა ემპირიული საბაზრო ფასის საფუძველზე, როგორ მოხდა მისი განსაზღვრა;

(იი) იყო თუ არა გათვალისწინებული და როგორ, მოსალოდნელი დივიდენდები რეალუ რი ღირებულების შეფასებაში; და

(იიი) იყო თუ არა გათვალისწინებული და როგორ, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუ მენტების სხვა მახასიათებლები რეალური ღირებულების შეფასებაში.

გ) წილობრივი გადახდის შეთანხმებებისათვის, რომლებიც პერიოდის განმავლობაში შეც ვალეს:

(ი) ამ ცვლილებების ახსნა;

(იი) გადაცემული ნაზარდი რეალური ღირებულება (როგორც ამ ცვლილებების შედეგი); და

(იიი) ინფორმაცია გადაცემული ნაზარდი ღირებულების შეფასებაზე, ზემოთ მოყვანილი

(ა) და (ბ) პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც გამოსაყენებელია.

48. თუ საწარმომ პირდაპირ შეაფასა პერიოდის განმავლობაში მიღებული საქონლის ან მომსა ხურების რეალური ღირებულება, საწარმომ უნდა განმარტოს, როგორ განსაზღვრა რეალუ რი ღირებულება, მაგალითად, იყო თუ არა რეალური ღირებულება შეფასებული ამ საქონლის ან მომსახურების საბაზრო ფასით.

 
 
ფასს 2

49. თუ საწარმომ უარყო მე 13 პუნქტის დაშვება, მან უნდა განმარტოს ეს ფაქტი და ახსნას, რა ტომ მოხდა ამ მოსაზრების უარყოფა.

50. საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ისეთი ინფორმაცია უნდა გააშუქოს, რომელიც ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაარკვიონ წილობრივი გადახდის გარიგებების გავლენა საწარმოს საანგარიშგებო პერიო დის მოგება/ზარალსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

51. 50 ე პუნქტის პრინციპის ასამოქმედებლად, საწარმომ უნდა განმარტოს, სულ მცირე, შემდეგი:

ა) მოცემული პერიოდის მთელი აღიარებული ხარჯი, წარმოშობილი წილობრივი გადახ დის ისეთი გარიგებებიდან, რომლებშიც მიღებული საქონელი ან მომსახურება არ კვა ლიფიცირდებოდა აღიარებადად, როგორც აქტივები და, აქედან გამომდინარე, დაუყოვ ნებლივ ხარჯად იყო აღიარებული, ასევე მთლიანი ხარჯის იმ ნაწილის განმარტება, რომელიც წარმოიშვა გარიგების აღრიცხვით წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზ ღვრულ წილობრივი გადახდის გარიგებად;

ბ) წილობრივი გადახდის გარიგებებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები:

(ი) მთლიანი საბალანსო ღირებულება პერიოდის ბოლოსათვის; და

(იი) ვალდებულებების მთლიანი საკუთარი ღირებულება პერიოდის ბოლოსათვის, რომ ლებითაც მეორე მხარის უფლება ფულზე ან სხვა აქტივებზე, პერიოდის ბოლოსათ ვის გადაცემული იყო (მაგალითად, აქციების გაძვირების უფლებების გადაცემა).

52. თუ ამ ფასს ით მოთხოვნილი ინფორმაციის განმარტება არ აკმაყოფილებს 44 ე, 46 ე და 50 ე პუნქტებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, საწარმომ უნდა განმარტოს მათ დასაკმაყოფილებ ლად საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

გარდამავალი დებულებები


53. წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებისათვის სა წარმომ უნდა გამოიყენოს ეს ფასს ი აქციებზე, აქციის ოფციონებზე ან სხვა წილობრივ ინ სტრუმენტებზე უფლებების მინიჭებისათვის, რომლებიც განხორციელდა 2002 წლის 7 ნოემ ბრის შემდეგ და წინამდებარე ფასს ის ძალაში შესვლის თარიღისათვის ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული მათზე უფლება.

54. საწარმოს რეკომენდაცია ეძლევა, მაგრამ არ მოეთხოვება გამოიყენოს მოცემული ფასს ი სხვა წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებების მინიჭებისათვის, თუ საწარმომ საჯაროდ გან მარტა ამ წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება, რომელიც შეფასების თარი ღისათვის განისაზღვრა.

55. წილობრივ ინსტრუმენტებზე მინიჭებული ყველა უფლებისათვის, რომლისთვისაც ეს ფასს ი გამოიყენება, საწარმომ ხელახლა უნდა ჩამოაყალიბოს შესადარისი ინფორმაცია და, სადაც საჭიროა, შეასწოროს გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი, ყველაზე ადრინდელი წარდ გენილი პერიოდისათვის.

56. წილობრივ ინსტრუმენტებზე მინიჭებული ყველა უფლებისათვის, რომლებისთვისაც მოცემუ ლი ფასს ი არ გამოიყენება (მაგალითად, 2002 წლის 7 ნოემბერს ან მანამდე გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტები), საწარმომ მაინც უნდა განმარტოს 44 ე და 45 ე პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია.

57. თუ წინამდებარე ფასს ის ძალაში შესვლის შემდეგ, საწარმო ცვლის წილობრივი ინსტრუმენ ტებზე უფლებების მინიჭების ვადებსა და პირობებს, რომლისთვისაც ეს ფასს არ გამოიყენე ბოდა, საწარმომ მაინც უნდა გამოიყენოს 26 29 ე პუნქტები, ნებისმიერი ასეთი ცვლილების აღსარიცხავად.

58. წილობრივი გადახდის გარიგებებიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის, რომლებიც წინამდებარე ფასს ის ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებობდა, საწარმომ ფასს ი რეტ როსპექტულად უნდა გამოიყენოს. ამ ვალდებულებებისათვის საწარმომ ხელახლა უნდა ჩა მოაყალიბოს შესადარისი ინფორმაცია, ყველაზე ადრინდელი წარდგენილ პერიოდებში გაუ ნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთის შესწორების ჩათვლით. გარდა ამისა, საწარმოს არ
 


 
 
ფასს 2

მოეთხოვება შესადარისი ინფორმაციის ხელახლა ჩამოყელიბება იმ ზომით, რა ზომითაც ინ ფორმაცია უკავშირდება 2002 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდს ან თარიღს.

59. საწარმოს რეკომენდაცია ეძლევა, მაგრამ არ მოეთხოვება ამ ფასს ის რეტროსპექტულად გამოყენება სხვა ვალდებულებების მიმართ, რომლებიც წილობრივი გადახდის გარიგებები დან წარმოიშვა, მაგალითად, ვალდებულებებისათვის, რომლებიც იმ პერიოდის განმავლო ბაში გადაიხადეს, რა პერიოდისთვისაც შესადარისი ინფორმაცია იყო წარდგენილი.

ძალაში შესვლის თარიღი


60. საწარმომ მოცემული ფასს უნდა გამოიყენოს 2005 წლის 1 იანვარს ან შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. სასურველია უფრო ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო იყენებს ფასს ს 2005 წლის 1 იანვრამდე დაწყებული პერიოდისათვის, მან ეს ფაქტი შენიშვნებში უნდა განმარტოს.

61. ფასს 3 მა (შესწორებული 2008 წელს) და 2009 წლის აპრილში გამოცემულმა ფასს ების გაუმჯობესებამ გამოიწვია მე 5 პუნქტის შეცვლა. საწარმომ აღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის I ივლისს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. თუ საწარმო ფასს 3 ს (შესწორებული 2008 წელს) უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებაც.

62. საწარმომ რეტროსპექტულად უნდა გამოიყენოს შემდეგი ცვლილებები 2009 წლის იანვარს ან მის შემდგომ დაწყებულ წლიურ პერიოდებში:

ა) 21(ა) პუნქტის მოთხოვნები, რომლებიც ეხება ისეთ პირობებს, რომლებიც არ წარ მოადგენს უფლების გადაცემის პირობას;

ბ) შეცვლილი განმარტებები შემდეგი ცნებების: `უფლების გადაცემა~ და `უფლების გადაცემის პირობები;

გ) 28 ე და 28(ა) პუნქტებში შესული ცვლილებები წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფის გაუქმების შესახებ.

დასაშვებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ზემოაღნიშნულ ცვლილებებს 2009 წლის 1 იანვრამდე დაწყებული წლიური პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

63. 2009 წლის ივნისში გამოცემული დოკუმენტით   `ჯგუფის ფულით განსაზღვრული წილობრი ვი გადახდის გარიგებები~   განპირობებული შემდეგი ცვლილებები საწარმომ უნდა გამოი ყენოს რეტროსპექტულად, 53 59 ე პუნქტებით განსაზღვრული გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, ბასს 8 ის   `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასე ბებში და შეცდომები~   შესაბამისად, 2010 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლი ური პერიოდებისთვის:

ა) მე 2 პუნქტში შესული ცვლილება, მე 3 პუნქტის გაუქმება, 3ა პუნქტისა და 43ა 43დ პუნქტების, ასევე `ბ~ დანართის ბ45, ბ47, ბ50, ბ54, ბ56 ბ58 და ბ60 პუნქტების დამატება ჯგუფის საწარმოებს შორის დადებული გარიგებების ბუღალტრული აღრიცხვის წესთან დაკავშირებით;

ბ) `ა~ დანართში მოცემული შემდეგი ტერმინების განმარტებები: ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება;

წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება; წილობრივი გადახდის შეთანხმება; და

წილობრივი გადახდის გარიგება.

თუ არ არსებობს რეტროსპექტული გამოყენებისთვის აუცილებელი ინფორმაცია, საწარმომ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ასახოს ადრე ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული თანხები. ნებადართულია ამ ცვლილებების ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ზემოაღნიშნულ ცვლილებებს იყენებს 2010 წლის 1
 



 
 
ფასს 2

იანვრამდე დაწყებული პერიოდისთვის, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

63ა. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 10 მა   `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება~ და ფასს 11 მა გამოიწვია მე 5 პუნქტისა და `ა~ დანართის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 10 სა და ფასს 11 ს.

63ბ. 2013 წლის მაისში გამოცემულმა დოკუმენტმა   `ფასს ების ყოველწლიური გაუმჯობესება   2010 2012 წლების ციკლი~   გამოიწვია მე 15 და მე 19 პუნქტების შეცვლა. `ა~ დანართში შეიცვალა განმარტებები   `უფლების გადაცემის პირობები~ და `საბაზრო პირობა~ და დაემატა განმარტებები   `საქმიანობის პირობა~ და `მომსახურების პირობა~. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს პერსპექტიულად იმ წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის, რომლისთვისაც წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღი არის 2014 წლის 1 ივლისი, ან შემდგომი თარიღი. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ზემოაღნიშნულ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.


ინტერპრეტაციების გაუქმება


64. 2009 წლის ივნისში გამოცემულმა დოკუმენტმა   `ჯგუფის ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებები~   შეცვალა ფასიკ 8   `ფასს 2 ის მოქმედების სფერო~ და ფასიკ 11   `ფასს 2   ჯგუფი და ოპერაციები პორტფელში არსებულ საკუთარ აქციებზე~. ამ დოკუმენტით განპირობებული ცვლილებები გაერთიანებული იყო ფასიკ 8 ისა და ფასიკ

11 ის ადრინდელ მოთხოვნებში, კერძოდ:

ა) შეცვლილი მე 2 პუნქტი და დამატებული 13ა პუნქტი, რომლებიც ეხება ისეთი გარიგებების ბუღალტრული აღრიცხვის წესს, რომელშიც საწარმო ვერ ადგენს კონკრეტულად ზოგიერთ ან ყველა მიღებულ საქონელს ან მომსახურებას. ეს მოთხოვნები ძალაში შედიოდა 2006 წლის 1 მაისს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის;

ბ) `ბ~ დანართში დამატებული პუნქტები ბ46, ბ48, ბ49, ბ51 ბ53, ბ55, ბ59 და ბ61, რომლებიც ეხება ჯგუფის საწარმოთა შორის დადებული გარიგებების აღრიცხვის წესს. ეს მოთხოვნები ძალაში შედიოდა 2007 წლის 1 მარტს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის.

აღნიშნული მოთხოვნების გამოყენება საწარმოებს ევალებოდათ ბასს 8 ის მოთხოვნების შესაბამისად, ფასს 2 ის გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით.
 

























 
 
ფასს 2

დანართი ა

ტერმინების განმარტება

ეს დანართი ფასს ის შემადგენელი ნაწილია.
 


ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება
 


წილობრივი გადახდის გარიგება, რომლის თანახმად ანგარიშვალ დებული საწარმო იძენს საქონელს ან მომსახურებას, ამ საქონლის ან მომსახურების მომწოდებლის მიმართ ფულადი სახსრების ან სხვა აქტი ვების გადაცემის ვალდებულების წარმოშობის გზით, რომლის სიდიდე განისაზღვრება ანაგრიშვალდებული საწარმოს, ან ჯგუფის სხვა საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების (მათ შორის აქციების ან აქციის ოფციონების) ფასის (ან ღირებულების) საფუძველზე.
 

დაქირავებული პიროვნებები,  რომლებიც  საწარმოს  პირად  მომსახურებას  უწევენ  და
მომუშავეები და სხვები, ამასთან  (ა)  ეს  პიროვნებები  დაქირავებულ  მომუშავეთა  კატეგორიას
რომლებიც მსგავს მიეკუთვნებიან იურიდიული ან საგადასახადო მიზნებისათვის, ან (ბ) ეს
მომსახურებას პიროვნებები საწარმოსთვის მუშაობენ მისი ხელმძღვანელობით ისევე,
უზრუნველყოფენ როგორც  იურიდიული  ან  საგადასახდო  მიზნებისათვის დაქირავებულ
მომუშავეებად  მიჩნეული  პიროვნებები,  ან  (გ)  მათი მომსახურება
დაქირავებულ მომუშავეთა მიერ გაწეული მომსახურების მსგავსია. მაგა 
ლითად, ეს ტერმინი მოიცავს მთელ ხელმძღვანელ კადრებს, ე.ი. ვისაც
აქვს დაგეგმვის, საწარმოს საქმიანობის მართვისა და კონტროლის პასუ 
ხისმგებლობა და უფლებამოსილება, არააღმასრულებელი დირექტორე 
ბის ჩათვლით.
წილობრივი ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს საწარმოს აქტივებში
ინსტრუმენტი ყველა მისი ვალდებულების1 გამოკლების შემდეგ დარჩენილ წილს.
გამოყოფილი წილობრივი გადახდის შეთანხმებით საწარმოს მიერ მეორე მხარისათ 
წილობრივი ვის საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტზე მინიჭებული უფლება (პირობი 
ინსტრუმენტი თი ან უპირობო).
წილობრივი წილობრივი  გადახდის  გარიგება,  რომლის  თანახმად  ანგარიშვალ 
ინსტრუმენტებით დებული საწარმო:
განსაზღვრული ა) საქონელს ან მომსახურებას იღებს საკუთარი წილობრივი ინსტრუ 
წილობრივი გადახდის მენტებით (მათ შორის, აქციებისა და აქციის ოფციონების) ანაზღა 
გარიგება ურების სანაცვლოდ; ან
ბ) იღებს საქონელს ან მომსახურებას, მაგრამ მას არ ეკისრება
მომწოდებელთან ანგარიშსწორების ვალდებულება ამ გარიგებიდან
გამომდინარე.
 

რეალური

ღირებულება

 

თანხა, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს, ვალდებულება დაიფა როს, ან გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტი გაიცვალოს საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის, ,,გაშლილი ხელის მანძილის~ პრინციპით განხორციელებულ გარიგებაში.
 






1. ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები განმარტავს ვალდებულებას, როგორც საწარმოს მიმდინარე მოვალეობას, რომელიც წარმოიქმნა წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად, რომლის დაფარვა მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს საწარმოდან რესურსების (ე.ი. ფულადი სახსრების, ან საწარმოს სხვა აქტივე ბის გასვლას) გასვლას.
 



 
 
ფასს 2

წილობრივი უფლებების თარიღი, როდესაც ანგარიშვალდებული საწარმო და მეორე მხარე (მათ

მინიჭების თარიღი შორის, დაქირავებული მომუშავე) დებენ წილობრივი გადახდის შეთანხმებას ანუ როდესაც საწარმო და მეორე მხარე სახელშეკრულებო ვადებსა და პირობებზე შეთანხმდებიან. წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის საწარმო მეორე მხარეს ანიჭებს საწარმოს ფულადი სახსრების, სხვა აქტივების, ან წილობრივი ინსტრუმენტების მიღების უფლებას იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება დათქმული უფლე ბის გადაცემის პირობები, თუ ასეთი არსებობს. თუ ეს შეთანხმება დამ ტკიცების პროცედურას ექვემდებარება (მაგალითად, აქციონერთა მიერ), წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღად ითვლება დამტკიცების თა რიღი.
 

საკუთარი

ღირებულება
 

სხვაობა აქციების, რომლებზეც მეორე მხარეს (პირობითი ან უპირობო) ხელმოწერის, ან მიღების უფლება აქვს, რეალურ ღირებულებასა და იმ ფასს (თუ ასეთი არსებობს) შორის, რომელიც მეორე მხარემ უნდა გადა იხადოს (ან მომვალში მოეთხოვება, რომ გადაიხადოს) ამ აქციებისათ ვის. მაგალითად, აქციის ოფციონს, რომლის გამოსაყენებელი ფასი 15 ფე ია1 20 ფე რეალური ღირებულების მქონე აქციაზე, აქვს საკუთარი ღირე ბულება 5 ფე.
 

საბაზრო პირობა საქმიანობის პირობა, რომელზეც დამოკიდებულია წილობრივი ინსტრუ მენტის გამოსაყენებელი ფასი, მასზე უფლების გადაცემა ან მისი გამოყე ნებადობა და დაკავშირებულია საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების (ან იმავე ჯგუფის სხვა საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების) საბაზრო ფასთან (ან ღირებულებასთან), როგორიცაა, მაგალითად:

ა) აქციის ოფციონის საკუთარი ღირებულების დათქმული ოდენობის, ან აქციის ფასის დათქმული სიდიდის მიღწევა; ან

ბ) გარკვეული მიზნის მიღწევა, რომელიც დაფუძნებულია საწარმოს წი ლობრივი ინსტრუმენტების (ან იმავე ჯგუფის სხვა საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების) საბაზრო ფასისა (ან ღირებულების) და სხვა საწარმოთა წილობრივი ინსტრუმენტების საბაზრო ფასების ინ დექსის თანაფარდობაზე.

საბაზრო პირობა მოითხოვს, რომ მეორე მხარე, წინასწარდადგენილი პერიოდის განმავლობაში, ემსახუროს საწარმოს (ე.ი. შეასრულოს მომსა ხურების ვადის პირობა); მომსახურების მოთხოვნა შეიძლება აშკარად გამოხატული იყოს, ან არაპირდაპირ, ნაგულისხმევი იყოს.

საქმიანობის პირობა უფლების გადაცემის პირობა, რომელიც მოითხოვს, რომ:

ა) მეორე მხარე წინასწარდადგენილი პერიოდის განმავლობაში ემსა ხუროს საწარმოს (ე.ი. შეასრულოს მომსახურების ვადის პირობა); მომსახურების მოთხოვნა შეიძლება აშკარად გამოხატული იყოს, ან არაპირდაპირ, ნაგულისხმევი იყოს; და

ბ) მიღწეულ იქნეს საქმიანობის წინასწარდადგენილი საკონტროლო მაჩვენებელი (მაჩვენებლები), როდესაც მეორე მხარე გასწევს (ა) პუნქტით მოთხოვნილ მომსახურებას.

საქმიანობის საკონტროლო მაჩვენებლის (მაჩვენებლების) მიღწევისთვის საჭირო პერიოდი:

ა) არ უნდა სცილდებოდეს მომსახურების პერიოდის ფარგლებს; და

ბ) შეიძლება იწყებოდეს მომსახურების პერიოდის დაწყებამდე, იმ პი რობით, თუ საქმიანობის საკონტროლო მაჩვენებლის მისაღწევად დადგენილი პერიოდის დაწყების თარიღი წინ არ უსწრებს მომსახუ რების პერიოდის დაწყების თარიღს.



1. ამ დანართში ფულადი თანხები გამოსახულია `ფულად ერთეულებში” (ფე).
 

 
 



















მომსახურების პირობა







შეფასების თარიღი











ოფციონის განმეორებით გამოყოფის უფლება



განმეორებით გამოყოფილი ოფციონი

წილობრივი გადახდის შეთანხმება
 
ფასს 2

საქმიანობის საკონტროლო მაჩვენებელი განისაზღვრება:

ა) საწარმოს საკუთარი ოპერაციების (ან საქმიანობების), ან იმავე ჯგუფის სხვა საწარმოს ოპერაციების, ან საქმიანობების (ე.ი. არა საბაზრო პირობის) მიხედვით; ან

ბ) საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების, ან იმავე ჯგუფის სხვა საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების (მათ შორის, აქციებისა და აქციის ოფციონების) ფასზე (ან ღირებულებაზე) (ე.ი. საბაზრო პირობაზე) დაყრდნობით.

საქმიანობის საკონტროლო მაჩვენებელი შეიძლება დაკავშირებული იყოს მთელი საწარმოს, ან საწარმოს (ან ჯგუფის) გარკვეული ნაწილის საქმიანობის შედეგებთან, როგორიცაა, მაგალითად რომელიმე ქვედანა ყოფი, ან ინდივიდუალური თანამშრომელი.

უფლების გადაცემის პირობა, რომელიც მეორე მხარეს ავალდებულებს, საწარმოს ემსახუროს წინასწარდადგენილი პერიოდის განმავლობაში. თუ მეორე მხარე, მიზეზის ტიპის მიუხედავად, შეწყვეტს მომსახურების გაწევას უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში, ის აღარ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. მომსახურების პირობა არ მოითხოვს საქმიანობის საკონტროლო მაჩვენებლის მიღწევას.

თარიღი, რომლისთვისაც გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რე 

ალური ღირებულება ფასდება ამ ფასს ის მიზნებისათვის. დაქირავებულ

მომუშავეებთან და სხვებთან, რომლებიც მსგავს მომსახურებას უზრუნ ველყოფენ   დადებული გარიგებებისათვის შეფასების თარიღია წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღი. დაქირავებულ მომუშავეთა და სხვების, ვინც მსგავს მომსახურებას უზრუნველყოფენ   გარდა სხვა მხარეებთან დადებული გარიგებებისათვის, შეფასების თარიღი არის ის თარიღი, როდესაც საწარმო საქონელს იღებს ან მეორე მხარე მომსახუ რებას გასწევს.


სახელშეკრულებო პირობა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი აქცი ის ოფციონების ავტომატურად გამოყოფას იმ შემთხვევაში, როდესაც ოფ ციონის მფლობელი ადრე გამოყოფილ ოფციონებს ახორციელებს და ოფციონის გამოსაყენებელი ფასის დასაფარად საწარმოს აქციებს იყენებს და არა ფულად სახსრებს.


ახალი აქციის ოფციონი, რომელიც მაშინ გამოიყოფა, როდესაც ადრე გამოყოფილი აქციის ოფციონის გამოსაყენებელი ფასის დაფარვა აქციებით ხდება.


შეთანხმება ანგარიშვალდებულ საწარმოსა (ან ჯგუფის სხვა საწარმოს, ან ჯგუფის რომელიმე საწარმოს ნებისმიერ აქციონერსა) და მეორე მხა რეს (მათ შორის, დაქირავებულ მომუშავეებს) შორის წილობრივი გადახდის გარიგების დადებაზე, რომელიც მეორე მხარეს უფლებას აძ ლევს, მიიღოს:

ა) ფულადი სახსრები ან საწარმოს სხვა აქტივები ისეთი ოდენობით, რომელიც ეფუძნება ანგარიშვალდებული საწარმოს ან ჯგუფის სხვა საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების (მათ შორის აქციების ან აქციის ოფციონების) ფასს (ან ღირებულებას); ან

ბ) ანგარიშვალდებული საწარმოს ან ჯგუფის სხვა საწარმოს წილობ რივი ინსტრუმენტები (მათ შორის აქციები ან აქციის ოფციონები), თუ დათქმული უფლების გადაცემის პირობები შესრულდება.
 





 
 
ფასს 2

წილობრივი

გადახდის

გარიგება
 


გარიგება, რომლის თანახმად ანგარიშვალდებული საწარმო:

ა) იღებს საქონელს ან მომსახურებას ამ საქონლის ან მომსახურების მომწოდებელთან (მათ შორის, დაქირავებულ მომუშავესთან) დადებული წილობრივი გადახდის შეთანხმების ფარგლებში; ან

ბ) იღებს ვალდებულებას, მომწოდებელს გადაუხადოს წილობრივი გა დახდის გარიგებისთვის ანაზღაურება, წილობრივი გადახდის შე თანხმების ფარგლებში, როდესაც ჯგუფის სხვა საწარმო იღებს ამ საქონელს ან მომსახურებას.
 

აქციის ოფციონი ხელშეკრულება,  რომელიც  მფლობელს  უფლებას  აძლევს,  მაგრამ  არ

ავალდებულებს, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გახდეს საწარმოს

აქციების ხელმომწერი, აქციის ფიქსირებული ან განსაზღვრადი ფასის

პირობებში.

უფლების უფლებამოსილად გახდომა. წილობრივი გადახდის შეთანხმებით განსაზ 

გადაცემა ღვრული მეორე მხარის უფლება საწარმოს ფულადი სახსრების, სხვა აქ 

ტივების ან წილობრივი ინსტრუმენტების მიღებაზე მეორე მხარეს

გადაეცემა, როდესაც მეორე მხარის უფლებამოსილება უკვე აღარ არის

შეპირობებული უფლების გადაცემის რომელიმე პირობის შესრულებით.


უფლების პირობა, რომლებიც განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა საწარმო იმ

გადაცემის პირობა მომსახურებას, რომელიც მეორე მხარეს უფლებამოსილს ხდის საწარმოს

ფულადი  სახსრების,  სხვა  აქტივების  ან  წილობრივი  ინსტრუმენტების

მიღებაზე წილობრივი გადახდის შეთანხმების ფარგლებში. უფლების

გადაცემის პირობა ან მომსახურების ვადის პირობაა, ან საქმიანობის

პირობა.

უფლების პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა დაკმაყოფილდეს წილობრივი

გადაცემის პერიოდი გადახდის შეთანხმებით განსაზღვრული, უფლების გადაცემის ყველა

პირობა.
 

































 
 

საწარმომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტორები, რომელსაც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი ბაზრის მონაწილეები მხედველობაში მიიღებდნენ ოფციონების ფასწარმოქმნის მოდელის გამოყენების შერჩევისას. მაგალითად, დაქირავებულ მომუშავეთა ბევრ ოფციონს
 

ბ5.

დაქირავებული მომუშავეებისათვის გამოყოფილი აქციის ოფციონებისათვის ხშირად საბაზ რო ფასები დაუდგენელია, ვინაიდან გადაცემული ოფციონები ისეთ ვადებსა და პირობებს ექვემდებარება, რომლებიც არ გამოიყენება სავაჭრო ოფციონებისათვის. თუ მსგავსი ვადე ბისა და პირობების სავაჭრო ოფციონები არ არსებობს, გამოყოფილი ოფციონების რეალუ რი ღირებულების გამოთვლა ოფციონების ფასწარმოქმნის მოდელის გამოყენებით უნდა მოხდეს.

ბ4.

მაგალითად, თუ Dდაქირავებულ მომუშავეს უფლება არა აქვს, დივიდენდები მიიღოს უფლე ბის გადაცემის პერიოდის განმავლობაში, ეს ფაქტორი გათვალისწინებულ უნდა იქნეს გამოყოფილი აქციების რეალური ღირებულების გამოთვლისას. ანალოგიურად, თუ აქციები ექვემდებარება გადაცემის შეზღუდვებს უფლების გადაცემის თარიღის შემდეგ, ეს ფაქტორი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგრამ მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც უფლების გადაცემის შემდგომი შეზღუდვები გავლენას ახდენს ფასზე, რომელსაც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი ბაზრის მონაწილეები გადაიხდიდნენ ამ აქციისათვის. მაგალითად, თუ აქციები აქტიურად იყიდება განვითარებულ და ლიკვიდურ ბაზარზე, უფლების გადაცემის შემდგომმა შეზღუდვებმა, თუ ასეთი არსებობს, შესაძლოა მცირე გავლენა, მოახდინოს ფას ზე, რომელსაც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი ბაზრის მონაწილეები გადაიხდიდნენ ამ აქციისათვის. გადაცემის შეზღუდვები ან სხვა შეზღუდვები, რომლებიც უფლების გადაცე მის პერიოდის განმავლობაში არსებობს, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული გამოყოფილი აქციების რეალური ღირებულების გამოთვლისას წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის, იმის გამო, რომ ეს შეზღუდვები გამომდინარეობს უფლების გადაცემის პი რობების არსებობიდან, რომლებიც აღირიცხება 19 21 ე პუნქტების თანახმად.
აქციის ოფციონები

ბ3.

დაქირავებული მომუშავეებისათვის გამოყოფილი აქციებისათვის, აქციების რეალური ღირე ბულება უნდა შეფასდეს საწარმოს აქციების საბაზრო ფასით (ან გამოთვლილი საბაზრო ფასით, თუ საწარმოს აქციები საჯაროდ არ იყიდება), რომელიც შესწორებულია აქციების გამოყოფის ვადებისა და პირობების გათვალისწინებით (გარდა უფლების გადაცემის პირო ბებისა, რომლებიც გამოირიცხება რეალური ღირებულების შეფასებიდან 19 21 ე პუნქტების თანახმად).

ბ2.

აქციები

ამ დანართის ბ2–ბ41 პუნქტები განიხილავს გადაცემული აქციებისა და აქციის ოფციონების რეალური ღირებულების შეფასებას, იმ განსაკუთრებულ ვადებსა და პირობებზე ყურადღე ბის გამახვილებით, რომლებიც Dდაქირავებული მომუშავეებისათვის აქციების ან აქციის ოფ ციონების გადაცემის ზოგად მახასიათებლებს წარმოადგენს. ამის გამო, ის არ არის ამომწუ რავი. გარდა ამისა, ვინაიდან ქვემოთ განხილული შეფასების საკითხები Dდაქირავებული მომუშავეებისათვის გადაცემულ აქციებსა და აქციის ოფციონებზე ამახვილებს ყურადღებას, ნაგულისხმევია, რომ აქციების ან აქციის ოფციონების რეალური ღირებულება წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისთვისაა შეფასებული. თუმცა, ქვემოთ განხილული შეფასების საკითხებიდან მრავალი (მაგალითად, მოსალოდნელი ცვალებადობის განსაზღვრა) ასევე გა მოიყენება არაDაქირავებულ მომუშავეთათვის გამოყოფილი აქციების ან აქციის ოფციონე ბის რეალური ღირებულების გამოთვლის კონტექსტშიც, იმ თარიღისათვის, როცა საწარმო საქონელს იღებს ან მეორე მხარე მომსახურებას გასწევს.

გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების გამოთვლა

ეს დანართი ფასს ის შემადგენელი ნაწილია.
ბ1.

დანართი ბ
მითითებები გამოყენებაზე
ფასს 2 მდ
 
ფასს 2 მდ

ხანგრძლივი ვადა აქვს, ჩვეულებრივ, გამოყენებადია უფლების გადაცემის თარიღსა და ოფ ციონების ვადის დასასრულამდე პერიოდის განმავლობაში და ხშირად ადრევე ხდება მათი გამოყენება. ეს ფაქტორები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოფციონების რეალური ღირებულების გამოთვლისას წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის. ბევრი სა წარმოსათვის ეს შეიძლება ხელისშემშლელი იყოს ბლექ შოლზ მერტონის ფორმულის გამო საყენებლად, რომელიც არ უშვებს ოფციონის გამოყენების შესაძლებლობას, მისი ვადის და სასრულის დადგომამდე და შესაძლოა არაადეკვატურად ასახავდეს ოფციონის ადრე გამო ყენების შედეგებს. იგი ასევე არ უშვებს მოსალოდნელი ცვალებადობისა და მოდელის სხვა მონაცემების ცვლილებების შესაძლებლობას ოფციონის სახელშეკრულებო ვადის განმავლო ბაში. თუმცა, შედარებით ხანმოკლე სახელშეკრულებო ვადის მქონე აქციის ოფციონებისათ ვის, ან ისეთებისათვის, რომლებიც მოკლე პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიყენონ უფ ლების გადაცემის თარიღის შემდეგ, ზემოთ აღნიშნული ფაქტორები შეიძლება შესაფერისი არ იყოს. ასეთ შემთხვევებში, ბლექ შოლზ მერტონის ფორმულამ შეიძლება მოგვცეს ღირე ბულება, რომელიც არსებითად იგივეა, რაც სხვა, ოფციონების უფრო მოქნილი ფასწარმოქ მნის მოდელებით გამოთვლილი.



ბ6. ოფციონების ფასწარმოქმნის ყველა მოდელი ითვალისწინებს, სულ მცირე, შემდეგ ფაქტო რებს:

ა) ოფციონის გამოსაყენებელი ფასი;

ბ) ოფციონის ვადა;

გ) ქვემდებარე აქციების მიმდინარე ფასი;

დ) აქციების ფასის მოსალოდნელი ცვალებადობა;

ე) მოსალოდნელი დივიდენდები აქციებზე (თუ მართებულია); და

ვ) ურისკო საპროცენტო განაკვეთი ოფციონის ვადისათვის.

ბ7. სხვა ფაქტორები, რომლებსაც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი ბაზრის მონაწილეე ბი გაითვალისწინებდნენ ფასის დადგენისას, ასევე უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (გარდა უფლების გადაცემის პირობებისა და ოფციონების განმეორებით გამოყოფის პირობე ბისა, რომლებიც გამორიცხულია რეალური ღირებულების შეფასებიდან, 19 22 ე პუნქტების თანახმად).

ბ8. მაგალითად, დაქირავებული მომუშავეებისათვის გარიგების მსურველი აქციის ოფციონები, ჩვეულებრივ, არ შეიძლება იქნეს გამოყენებული განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში (მაგალითად, უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში, ან ფასიანი ქაღალდების მარე გულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში). ეს ფაქტორი გათ ვალისწინებულ უნდა იქნეს, თუ ოფციონების ფასწარმოქმნის გამოყენებული მოდელი სხვაგ ვარად არ გულისხმობს, რომ ოფციონი შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერ დროს, მი სი ვადის განმავლობაში. თუმცა, თუ საწარმო იყენებს ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელს, რომელიც აფასებს ისეთ ოფციონებს, რომელთა გამოყენება მხოლოდ ოფციონის ვადის და სასრულს შეიძლება, არავითარი შესწორება არ მოითხოვება მათი გამოუყენებლობისათვის უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში (ან სხვა პერიოდებში ოფციონების ვადის გან მავლობაში), ვინაიდან მოდელი გულისხმობს, რომ ოფციონები გამოყენებული არ იქნება ამ პერიოდებში.


ბ9. ანალოგიურად, დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფციონებისათვის დამახასიათებელი სხვა საერთო ხასიათის ფაქტორი არის ოფციონების ადრე გამოყენების შესაძლებლობა, მა გალითად, იმის გამო, რომ ოფციონები არ არის თავისუფლად გადაცემადი, ან იმის გამო, რომ დაქირავებულმა მომუშავემ თანამშრომლობის დამთავრებამდე უნდა გამოიყენოს ყვე ლა ოფციონი, რომელზეც უფლება გადაეცა. ადრე გამოყენების მოსალოდნელი შედეგები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც ბ16 ბ21 პუნქტებშია განხილული.

ბ10. ფაქტორები, რომლებსაც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი ბაზრის მონაწილეები არ გაითვალისწინებდნენ აქციის ოფციონების (ან სხვა წილობრივი ინსტრუმენტების) ფასის დადგენისას, არ უნდა იქნეს მხედველობაში გამოყოფილი აქციის ოფციონების (ან სხვა წი ლობრივი ინსტრუმენტების) რეალური ღირებულების გამოთვლისას. მაგალითად,
 


 
 
ფასს 2 მდ

დაქირავებული მომუშავეებისათვის გამოყოფილი აქციის ოფციონებისათვის, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ოფციონის ღირებულებაზე მხოლოდ ინდივიდუალური დაქირავებული მომუშავის პერსპექტივიდან, უადგილოა იმ ფასის გამოთვლისათვის, რომე ლიც საქმის მცოდნე და გარიგების მსურველი ბაზრის მონაწილეების მიერ დადგინდებოდა.

ოფციონების ფასწარმოქმნის მოდელების საწყისი მონაცემები

ბ11. ქვემდებარე აქციების მოსალოდნელი ცვალებადობისა და დივიდენდების გამოთვლისას მი ზანი მოლოდინთან მიახლოებაა, რომელიც აისახება მიმდინარე ბაზარზე ან ოფციონების სა ხელშეკრულებო გასაცვლელ ფასზე. ანალოგიურად, დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფ ციონების ადრე გამოყენების შედეგების გამოთვლისას, მიზანს წარმოადგენს მოლოდინთან მიახლოება, რომელსაც დაქირავებულ მომუშავეთა მიერ ოფციონების გამოყენების ქცევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მქონე გარეშე მხარე შეიმუშავებს, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

ბ12. ხშირად მოსალოდნელია არსებობდეს დასაბუთებული მოლოდინის დიაპაზონი მომავალი ცვალებადობის, დივიდენდებისა და ოფციონების გამოყენების ქცევის შესახებ. თუ ასეა, მო სალოდნელი ღირებულება გამოთვლილი უნდა იქნეს ყოველი თანხის ხვედრითი წილით ამ დიაპაზონში, მასთან დაკავშირებული ხდომილობის ალბათობით.

ბ13. მოსალოდნელი მონაცემების გამოთვლა, საზოგადოდ, გამოცდილებას ემყარება, მაგრამ იც ვლება, თუ გონივრულობის ფარგლებში სავარაუდოა, რომ მომავალი წარსულისაგან გან სხვავებული იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეულმა ფაქტორებმა შეიძლება მიგვანიშ ნოს, რომ შესწორებების გარეშე წარსული გამოცდილება მომავალი გამოცდილების შედა რებით ცუდი პროგნოზია. მაგალითად, თუ საწარმო თავისი საქმიანობის ორი სრულიად გან სხვავებული სახეობიდან გაასხვისებს ერთ ერთს, რომელიც ნაკლებად რისკიანია მეორეზე, წარსული ცვალებადობა შეიძლება არ წარმოადგენდეს საუკეთესო ინფორმაციას, რომელიც მომავალი მოლოდინის საფუძვლად გამოდგება.


ბ14. სხვა შემთხვევებში, წარსული ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს. მაგალითად, საფონდო ბირჟაზე ახლადკოტირებულ საწარმოს ცოტა, ან საერთოდ არ ექნება წარსული მონაცემები თავისი აქციების ფასების ცვალებადობის შესახებ. არაკოტირებული და ახლად კოტირებული საწარმოები ქვემოთ კიდევ იქნება განხილული.

ბ15. საბოლოო ჯამში, საწარმოს გამოთვლები ცვალებადობასთან, გამოყენების ქცევის მოდელ თან და დივიდენდებთან დაკავშირებით არ უნდა ეყრდნობოდეს მარტო წარსულ ინფორმა ციას იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ წარსული გამოც დილება მომავალი გამოცდილების საპროგნოზოდ გამოდგეს.

მოსალოდნელი ადრე გამოყენება

ბ16. დაქირავებული მომუშავეები ხშირად ადრე იყენებენ ოფციონებს სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, დაქირავებულ მომუშავეთა ოფციონები ტიპურად გადაუცემადია. ეს ხშირად იწ ვევს დაქირავებულ მომუშავეთა მიერ ოფციონების ადრე გამოყენებას, ვინაიდან ეს თანამ დებობის გაუქმების ერთადერთი გზაა დაქირავებული მომუშავეებისათვის. ასევე, დაქირა ვებულ მომუშავეებს, რომლებიც წყვეტენ მუშაობას, ჩვეულებრივ, მათ უფლებამოსილებაში გადაცემული ოფციონების გამოყენება ხანმოკლე დროში მოეთხოვებათ, სხვაგვარად აქციის ოფციონები გაუქმდება. ეს ფაქტორი ასევე იწვევს დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფციო ნების ადრე გამოყენებას, სხვა ფაქტორები, რომლებიც ადრე გამოყენებას იწვევს, არის რის კის შიში და კეთილდღეობის გამრავალფეროვნების ნაკლებობა.

ბ17. საშუალებები, რითაც მოსალოდნელი ადრე გამოყენების შედეგები აღირიცხება, დამოკიდე ბულია ოფციონის ფასწარმოქმნის გამოყენებული მოდელის ტიპზე. მაგალითად, მოსალოდნე ლი ადრე გამოყენება შეიძლება აღირიცხოს ოფციონის ვადის გამოთვლის გამოყენებით (რომელიც დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფციონებისათვის წარმოადგენს დროის მო ნაკვეთს, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღიდან ოფციონის მოსალოდნელი გამოყე ნების თარიღამდე), როგორც ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელის საწყისი მონაცემი (მაგა ლითად, ბლექ შოლზ მერტონის ფორმულა). ალტერნატიულად, მოსალოდნელი ადრე გამოყე ნება შესაძლებელია მოდელირებულ იქნეს ოფციონის ფასწარმოქმნის ბინომიალურ ან მსგავს მოდელში, რომელიც საწყის მონაცემად ოფციონის სახელშეკრულებო ვადას იყენებს.

 
 
ფასს 2 მდ



ბ18. ადრე გამოყენების გამოთვლებში გასათვალისწინებელი ფაქტორებია:

ა) უფლების გადაცემის პერიოდის ხანგრძლივობა, ვინაიდან აქციის ოფციონი ჩვეულებრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფლების გადაცემის პერიოდის დასასრულამდე. აქე დან, მოსალოდნელი ადრე გამოყენების შეფასების მნიშვნელობის განსაზღვრა ეყრდნო ბა დაშვებას, რომ განხორციელდება ოფციონზე უფლების გადაცემა. უფლების გადაცემის პირობების მნიშვნელობა განხილულია 19 21 ე პუნქტებში;

ბ) დროის საშუალო ხანგრძლივობა წარსულში გადასახდელი დარჩენილი მსგავსი ოფციო ნებისათვის;

გ) ქვემდებარე აქციების ფასები. გამოცდილებამ შეიძლება აჩვენოს, რომ დაქირავებული მომუშავეები ოფციონების გამოიყენებას მაშინ არჩევენ, როცა აქციების ფასები აღწევს განსაზღვრულ დონეს, გამოსაყენებელ ფასზე მაღლა;

დ) Dდაქირავებული მომუშავის თანამდებობრივი რანგი საწარმოს შიგნით. მაგალითად, გა მოცდილებამ შეიძლება აჩვენოს, რომ მაღალი რანგის დაქირავებულ მომუშავეებს ახა სიათებთ ოფციონების გამოყენების ტენდენცია, დაბალი რანგის მომუშავეებზე უფრო გვიან (განხილულია შემდგომში ბ21 პუნქტში);

ე) ქვემდებარე აქციების მოსალოდნელი ცვალებადობა. საშუალოდ, დაქირავებულმა მომუშავეებმა მაღალი ცვალებადობის მქონე აქციებისათვის შეიძლება ოფციონების გამოყენება უფრო ადრე ირჩიონ, ვიდრე დაბალი ცვალებადობის მქონე აქციების შემ თხვევაში.


ბ19. როგორც ბ17 ე პუნქტშია აღნიშნული, ადრე გამოყენების შედეგები შეიძლება აღირიცხოს ოფციონის ვადის, როგორც ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელის საწყისი მონაცემის, გამოთ ვლის გამოყენებით. დაქირავებულ მომუშავეთა ჯგუფისთვის გამოყოფილი აქციის ოფციონე ბის მოსალოდნელი ვადის გამოთვლისას, საწარმომ ამ გამოთვლის საფუძვლად შეიძლება გამოიყენოს, შესაბამისად, საშუალო შეწონილი ვადა დაქირავებულ მომუშავეთა მთელი ჯგუფისათვის, ან შესაბამისად საშუალო შეწონილი ვადები დაქირავებულ მომუშავეთა ქვეჯგუფებისათვის ჯგუფის შიგნით, დაქირავებულ მომუშავეთა მიერ ოფციონების გამოყენე ბის ქცევის უფრო დეტალურ მონაცემებზე დაყრდნობით (განხილულია ქვემოთ).

ბ20. ოფციონზე უფლებების მინიჭების განცალკევება დაქირავებულ მომუშავეთა ჯგუფის შიგნით მნიშვნელოვანია შედარებით ერთგვაროვანი ქცევის მოდელის მიხედვით. ოფციონის ღირე ბულება არ წარმოადგენს ოფციონის ვადის წრფივ ფუნქციას; ღირებულება იმატებს შემცირე ბადი პროპორციით ვადის ხანგრძლივობის განმავლობაში. მაგალითად, თუ ყველა სხვა დაშ ვება თანაბარია, მიუხედავად იმისა, რომ ორწლიანი ოფციონი უფრო ღირებულია, ვიდრე ერთწლიანი, ორჯერ მეტი მაინც არ ღირს. ეს ნიშნავს, რომ ოფციონის გამოთვლილი ღირე ბულების შეფასება მხოლოდ საშუალო შეწონილი ვადის საფუძველზე, რომელიც მოიცავს განსხვავებების ფართო დიაპაზონს ინდივიდუალური ვადებისათვის, გადაამეტებს გა მოყოფილი აქციის ოფციონების მთლიან რეალურ ღირებულებას. გამოყოფილი ოფციონების განცალკევება რამდენიმე ჯგუფში, რომელთაგანაც თითოეულს ვადების შედარებით ვიწრო დიაპაზონი აქვს, ამცირებს ამ გადანამეტს.


ბ21. მსგავს მოსაზრებებს მიმართავენ, როცა ბინომიალურ ან მსგავს მოდელს იყენებენ. მაგალი თად, საწარმოს გამოცდილება, რომელიც ოფციონებს ფართოდ გადასცემს ყველა დონის დაქირავებულ მომუშავეს, შეიძლება გვიჩვენებდეს, რომ მაღალი რანგის ადმინისტრაცია არ ჩევს უფრო დიდხანს შეინარჩუნოს თავიანთი ოფციონები, ვიდრე საშუალო დონის მმარ თველი პერსონალი, ხოლო დაბალი რანგის დაქირავებულ მომუშავეებს მიდრეკილება აქვთ სხვა ჯგუფებზე ადრე გამოიყენონ თავიანთი ოფციონები. გარდა ამისა, დაქირავებული მომუშავეები, რომლებიც წახალისებული არიან ან მოეთხოვებათ თავიანთი დამსაქმებლის წილობრივი ინსტრუმენტების, მათ შორის ოფციონების მინიმალური რაოდენობის შენარჩუ ნება, შეიძლება საშუალოდ უფრო გვიან იყენებდნენ ოფციონებს, ვიდრე ის დაქირავებული მომუშავეები, რომლებიც ამ დებულებას არ ექვემდებარებიან. ასეთ შემთხვევებში, ოფციონე ბის განცალკევება მიმღებთა ჯგუფებად შედარებით ერთგვაროვანი ქცევის მოდელით, გადა 
 



 
 
ფასს 2 მდ

ცემული აქციის ოფციონების მთლიანი რეალური ღირებულების უფრო ზუსტ შეფასებას იძ ლევა.

მოსალოდნელი ცვალებადობა

ბ22. მოსალოდნელი ცვალებადობა წარმოადგენს იმ თანხის საზომს, რომლითაც მოსალოდნელია ფასის შეცვლა პერიოდის განმავლობაში. ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელებში გამოყენე ბული ცვალებადობის საზომი წარმოადგენს აქციებზე უკუგების უწყვეტად ცვალებადი ნაერ თი განაკვეთების წლიურ სტანდარტულ გადახრას პერიოდის განმავლობაში. ცვალებადობა, ჩვეულებრივ, წლიური საზომებით გამოიხატება, რომლებიც შესადარისია გამოთვლებში გა მოყენებული პერიოდის მიუხედავად, მაგალითად, ფასის ყოველდღიური, ყოველკვირეული თუ ყოველთვიური დაკვირვებისას.


ბ23. ამა თუ იმ პერიოდისთვის გამოთვლილი აქციის უკუგების განაკვეთი (რომელიც შეიძლება დადებითი ან უარყოფითი იყოს) აფასებს, რამდენად მოიგო აქციონერმა დივიდენდებით და აქციების ფასის მომატებით (ან გაუფასურებით).

ბ24. აქციის მოსალოდნელი წლიური ცვალებადობა წარმოადგენს დიაპაზონს, რომელშიც მოსა ლოდნელია, რომ აქციებზე უკუგების უწყვეტად ცვალებადი ნაერთი განაკვეთები დაახლოე ბით დროის 2/3 ის განმავლობაში დაეცემა. მაგალითად, ვთქვათ, აქციას, რომელსაც მოსა ლოდნელი უკუგების უწყვეტად ცვალებადი ნაერთი განაკვეთი 12% აქვს, ხოლო 30% იანი ცვალებადობა, ეს ნიშნავს, რომ ალბათობა იმისა, რომ უკუგების განაკვეთი აქციაზე ერთი წლის განმავლობაში იქნება –18% სა (12%   30%) და 42% ს (12% + 30%) შორის, დაახლოე ბით ორი მესამედია. თუ აქციის ფასი 100 ფე ია წლის დასაწყისში და დივიდენდები არ გადა იხდება, წლის ბოლოს აქციის ფასი მოსალოდნელია, რომ 83.53 ფე სა (100 ფე × ე–0.18) და 152.20 ფე ს (100 ფე × ე0.42) შორის დროის დაახლოებით 2/3 ის განმავლობაში იყოს.

ბ25. მოსალოდნელი ცვალებადობის შეფასებაში გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს:

ა) თანმდევ ცვალებადობას სავაჭრო აქციის ოფციონებიდან საწარმოების აქციებზე, ან სა წარმოს სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოიცავს ოფციონების მახასიათებ ლებს (როგორიცაა კონვერტირებადი ვალი), თუ ასეთი არსებობს;

ბ) აქციის ფასის წარსულ ცვალებადობას ყველაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც ზოგადად ფარდებადია ოფციონის მოსალოდნელ ვადასთან (ოფციონის დარჩენილი საკონტრაქტო ვადისა და მოსალოდნელი ადრე გამოყენების შედეგების გათვალისწინებით);

გ) საწარმოს აქციების საჯარო ვაჭრობის დროის ხანგრძლივობას. ახლადკოტირებულ სა წარმოს შეიძლება დიდი წარსული ცვალებადობა ჰქონდეს, იმ მსგავს საწარმოებთან შე დარებით, რომლებიც უფრო დიდი ხანია კოტირებული არიან. შემდგომი მითითებები ახ ლადკოტირებული საწარმოებისათვის ქვემოთაა მოცემული;

დ) ცვალებადობის მიდრეკილებას, დაუბრუნდეს თავის საშუალო მნიშვნელობას, ე.ი. მის გრძელვადიან საშუალო დონეს და სხვა ფაქტორებს, რომლებიც მიუთითებს, რომ მოსა ლოდნელი მომავალი ცვალებადობა შესაძლოა განსხვავდებოდეს წარსული ცვალებადო ბისაგან. მაგალითად, თუ საწარმოს აქციის ფასი არაჩვეულებრივად ცვალებადი იყო ზო გიერთი განსაზღვრული პერიოდისათვის საწარმოთა წარუმატებელი შერწყმის ან ძირი თადი რესტრუქტურიზაციის გამო, ეს პერიოდი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარ სული წლიური ცვალებადობის გამოთვლისას;


ე) სათანადო და რეგულარულ ინტერვალებს ფასზე დაკვირვებისათვის. ფასზე დაკვირვება თავსებადი უნდა იყოს პერიოდიდან პერიოდამდე. მაგალითად, საწარმო შეიძლება იყენებ დეს ყოველი კვირის საბოლოო ფასს ან კვირის უმაღლეს ფასს, მაგრამ არ უნდა გამოიყე ნოს ზოგიერთი კვირის საბოლოო ფასი და სხვა კვირების უმაღლესი ფასი. ასევე, ფასზე დაკვირვებები იმავე ვალუტაში უნდა გამოისახოს, როგორც გამოსაყენებელი ფასი.
 







 
 
ფასს 2 მდ

ახლადკოტირებული საწარმოები

ბ26. როგორც ბ25 პუნქტშია აღნიშნული, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს აქციის ფასის წარსუ ლი ცვალებადობა, ყველაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც, ზოგადად, ფარდება დია ოფციონის მოსალოდნელ ვადასთან. თუ ახლადკოტირებულ საწარმოს არ გააჩნია წარ სული ცვალებადობის შესახებ საკმარისი ინფორმაცია, მან მაინც უნდა გამოთვალოს წარსუ ლი ცვალებადობა ხანგრძლივი პერიოდისათვის, რომლისთვისაც სავაჭრო საქმიანობა შე საძლებელია. მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მსგავსი საწარმოების წარსული ცვალება დობა მათი არესებობის შესადარისი პერიოდის მიყოლებით. მაგალითად, საწარმო, რომე ლიც მხოლოდ ერთი წელია კოტირებული და ოფციონებს გადასცემს საშუალო ვადით ხუთი წლით, შეიძლება ითვალისწინებდეს იმავე სფეროს საწარმოთა წარსული ცვალებადობის მოდელს და დონეს პირველი ექვსი წლისათვის, როდესაც ამ საწარმოთა აქციები საჯაროდ იყიდებოდა.

არაკოტირებული საწარმოები

ბ27. არაკოტირებულ საწარმოებს მოსალოდნელი ცვალებადობის გამოთვლისას წარსული ინ ფორმაცია არ ექნებათ გასათვალისწინებლად. სხვა, მათ ნაცვლად გასათვალისწინებელი ფაქტორები ქვემოთაა განხილული.

ბ28. ზოგიერთ შემთხვევაში, არაკოტირებულ საწარმოებს, რომლებიც დაქირავებულ მომუ შავეებს (ან სხვა მხარეებს) რეგულარულად გადასცემენ ოფციონებს ან აქციებს შეიძლება შიდა ბაზარი ჩამოაყალიბონ თავიანთი აქციებისათვის. ამ აქციათა ფასების ცვალებადობა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსალოდნელი ცვალებადობის შეფასებისას.

ბ29. ალტერნატიულად, საწარმომ შეიძლება გაითვალისწინოს წარსული ან ნაგულისხმევი ცვა ლებადობა ჩამონათვალში მყოფი მსგავსი საწარმოებისა, რომლისთვისაც აქციის ფასზე ან ოფციონის ფასზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია მოსალოდნელი ცვალებადობის გამოთვლებ ში გამოსაყენებლად. ეს მისაღებია მაშინ, როცა საწარმო მსგავსი კოტირებული საწარმოე ბის აქციათა ფასებზე დაყრდნობით ადგენს თავისი აქციების ღირებულებას.

ბ30. თუ საწარმო მსგავსი კოტირებული საწარმოების აქციათა ფასებზე დაყრდნობით არ ად გენს თავისი აქციების ღირებულებას და ნაცვლად ამისა, თავისი აქციების შეფასების სხვა მეთოდოლოგიას იყენებს შესაფასებლად, საწარმოს შეუძლია მოსალოდნელი ცვა ლებადობის შეფასება მიიღოს შეფასების ამ მეთოდოლოგიის შესატყვისად. მაგალითად, საწარმომ შეიძლება თავისი აქციები შეაფასოს წმინდა აქტივების ან მოგების საფუძველ ზე. მას შეუძლია გაითვალისწინოს წმინდა აქტივების ღირებულების ან მოგების მოსა ლოდნელი ცვალებადობა.

მოსალოდნელი დივიდენდები

ბ31. გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ არა მოსალოდნელი დივიდენდები გამოყოფილი აქციების ან ოფციონების რეალური ღირებულების გამოთვლისას, დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა მეორე მხარე უფლებამოსილი ამ დივიდენდებზე ან დივიდენდის ეკვივალენტებზე.

ბ32. მაგალითად, თუ Dდაქირავებულ მომუშავეებს გადასცეს ოფციონები და ისინი უფლებამო სილნი არიან ქვემდებარე აქციების დივიდენდებზე ან დივიდენდის ეკვივალენტებზე (რომლე ბიც შეიძლება ფულით იქნეს გადახდილი ან გამოსაყენებელი ფასის შემცირების გზით) წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღსა და გამოყენების თარიღებს შორის, გადაცემუ ლი ოფციონები ისე უნდა შეფასდეს, თითქოს დივიდენდები არ გადაიხდება ქვემდებარე აქცი ებზე, ე.ი. მოსალოდნელი დივიდენდების მონაცემი ნული იქნება.

ბ33. ანალოგიურად, როცა დაქირავებულ მომუშავეთათვის გამოყოფილი აქციების რეალური ღი რებულების გამოთვლა წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის ხდება, შესწორე ბა არ მოითხოვება მოსალოდნელი დივიდენდებისათვის, თუ დაქირავებული მომუშავე უფ ლებამოსილია მიიღოს დივიდენდები, რომლებიც გადახდილია უფლების გადაცემის პერიო დის განმავლობაში.


ბ34. პირიქით, თუ დაქირავებული მომუშავეები უფლებამოსილნი არ არიან დივიდენდებზე ან დი ვიდენდის ეკვივალენტებზე უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში (ან გამოყენებამ დე, ოფციონის შემთხვევაში), წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის ოფციონებზე

 
 
ფასს 2 მდ

ან აქციებზე უფლებების შეფასებამ უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი დივიდენდები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა ოფციონზე მინიჭებული უფლების რეალური ღირებულების გამოთვლა ხდება, მოსალოდნელი დივიდენდები უნდა ჩაირთოს ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელის გამოყენებაში. როცა ოფციონის უფლების რეალური ღირებულების გამოთვლა ხდება, შეფასება უნდა შემცირდეს უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში მოსალოდ ნელი გადასახდელი დივიდენდების დისკომტირებული ღირებულებით.

ბ35. ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელები, ზოგადად, ითვალისწინებს მოსალოდნელი დივიდენ დების შემოსავლიანობას. თუმცა, მოდელები შეიძლება მოდიფიცირებული იყოს მოსალოდნე ლი დივიდენდების თანხის გამოყენებით, შემოსავლიანობის ნაცვლად. საწარმომ შეიძლება გამოიყენოს ან მოსალოდნელი შემოსავლიანობა, ან მოსალოდნელი გადახდები. თუ საწარ მო ამ უკანასკნელს იყენებს, მან უნდა გაითვალისწინოს მისი დივიდენდების ზრდის წარსუ ლი ნიმუში. მაგალითად, თუ საწარმოს ზოგადი პოლიტიკაა დივიდენდების ზრდა წელიწადში დაახლოებით 3% ით, მისი ოფციონის გამოთვლილმა ღირებულებამ არ უნდა დაუშვას დივი დენდის ფიქსირებული თანხა ოფციონის ვადის განმავლობაში, თუ ამ დაშვების მხარდამჭერი მტკიცებულება არ არსებობს.


ბ36. ზოგადად, მოსალოდნელი დივიდენდების შესახებ დაშვება უნდა ეყრდნობოდეს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. საწარმომ, რომელიც არ იხდის დივიდენდებს და არც აპი რებს ამის გაკეთებას, უნდა იგულისხმოს, რომ მოსალოდნელი დივიდენდების შემოსავ ლიანობა ნულის ტოლია. თუმცა, ახლადშექმნილი საწარმო, დივიდენდების გადახდის წარსული გამოცდილების გარეშე, უნდა ელოდებოდეს დივიდენდების გადახდის დაწყებას დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფციონების მოსალოდნელი ვადის განმავლობაში. ამ საწარმოებმა შეიძლება გამოიყენონ თავიანთი წარსული დივიდენდური შემოსავლიანო ბის საშუალო რაოდენობა (ნული), ან სათანადოდ შესადარისი თანასწორი ჯგუფის საშუ ალო შემოსავლიანობა.

ურისკო საპროცენტო განაკვეთი

ბ37. ჩვეულებრივ, ურისკო საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს ამჟამად ხელმისაწვდომ ნაგუ ლისხმევ შემოსავლიანობას ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მქონე სახელმწიფო ობლი გაციებზე იმ ქვეყნებში, რომელთა ვალუტაშიც გამოხატულია გამოსაყენებელი ფასი, შეფასე ბული ოფციონის მოსალოდნელი ვადის ტოლი დარჩენილი ვადით (ოფციონის დარჩენილ სა ხელშეკრულებო ვადაზე დაყრდნობით და მოსალოდნელი ადრე გამოყენების შედეგების გათვალისწინებით). შეიძლება საჭირო გახდეს სათანადო შემცვლელის გამოყენება, თუ ასე თი სახელმწიფო ობლიგაციები არ არსებობს ან გარემოებები მიუთითებს, რომ ნაგულისხმევი შემოსავლიანობა ნულოვანი განაკვეთის მქონე სახელმწიფო ობლიგაციებზე, ურისკო საპროცენტო განაკვეთის ნიმუშად არ გამოდგება (მაგალითად, მაღალინფლაციურ ეკონომი კებში). ასევე, სათანადო შემცვლელის გამოყენებაა საჭირო, თუ ბაზრის მონაწილეები, ჩვეუ ლებრივ, ურისკო საპროცენტო განაკვეთს ამ შემცვლელის გამოყენებით ადგენენ, ნაცვლად ნაგულისხმევი შემოსავლიანობისა, ნულოვანი განაკვეთის მქონე სახელმწიფო ობლიგაციებ ზე, როცა გამოითვლება ოფციონის რეალური ღირებულება, რომლის ვადა შესაფასებელი ოფციონის მოსალოდნელი ვადის ტოლია.

კაპიტალის სტრუქტურის ეფექტები

ბ38. სავაჭრო აქციის ოფციონებს, ჩვეულებრივ, მესამე მხარეები ყიდიან და არა საწარმო. როცა ამ აქციის ოფციონებს იყენებენ, გამომცემელი აქციებს გადასცემს ოფციონის მფლობელს. ეს აქციები შეძენილია არსებული აქციონერებისაგან. აქედან გამომდინარე, სავაჭრო აქციის ოფციონების გამოყენებას გაზავების ეფექტი არ გააჩნია.

ბ39 საპირისპიროდ, როცა საწარმოს მიერ არის გაყიდული ოფციონები, ახალი აქციები გამო იცემა ამ ოფციონების გამოყენებისას (ან ფაქტობრივად გამოიცემა, ან არსებითად, თუ ადრე გამოსყიდული და ხაზინაში მყოფი აქციები გამოყენებულია). ცნობილია რა, რომ აქციები უნდა გამოიცეს გამოსაყენებელი ფასით და არა საბაზრო ფასით გამოყენების თარიღისათვის, ამ ფაქტობრივმა ან პოტენციურმა გაზავებამ შეიძლება აქციების ფასი შეამციროს. ასე, რომ ოფციონის მფლობელი ვერ მიიღებს ისეთ სარგებელს გამოყენები სას, როგორც სხვა შემთხვევაში, მსგავსი სავაჭრო ოფციონის გამოყენებისას, რომელიც არ აქვეითებს აქციათა ფასს.



 
 
ფასს 2 მდ

ბ40. აქვს თუ არა ამას მნიშვნელოვანი გავლენა გადასაცემად გამოყოფილი ოფციონების ღირე ბულებაზე, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მაგალითად, ოფციონების გამოყენებისას გამოსაშვები ახალი აქციების რაოდენობაზე, უკვე გამოშვებული აქციების რაოდენობასთან შედარებით. ასევე, თუ ბაზარზე უკვე მოსალოდნელია, რომ ადგილი ექნება ოფციონების გადაცემას, შესაძლოა ბაზარზე უკვე ნაჩვენები იყოს აქციების ფასის პოტენციური შემცირება წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის.

ბ41 მიუხედავად ამისა, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს, ექნება თუ არა გავლენა გამოყოფილი ოფციონების მომავალი გამოყენების შესაძლო გაზავებით ეფექტს, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის მათი რეალური ღირებულების გამოთვლებზე. შესაძლებელია ოფციონის ფასწარმოქმნის მოდელების ადაპტირება, პოტენციური გაზავებითი ეფექტის გათ ვალისწინებით.


წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის შეთანხმებების სახეცვლილებები

ბ42. 27 ე პუნქტი მოითხოვს, რომ მიუხედავად ნებისმიერი სახეცვლილებისა იმ ვადებსა და პი რობებში, რომლითაც წილობრივი ინსტრუმენტების გამოყოფა მოოხდა, ან წილობრივი ინ სტრუმენტების გამოყოფის გაუქმების ან გადახდის შემთხვევებში, საწარმომ უნდა აღიაროს, სულ მცირე, მიღებული მომსახურება, შეფასებული გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტე ბის რეალური ღირებულებით წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლება გადაცემული არ არის, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის განსაზღვრული უფლების გადაცემის პირობების (სა ბაზრო პირობებისაგან განსხვავებული) დაუკმაყოფილებლობის გამო. გარდა ამისა, საწარ მომ უნდა აღიაროს სახეცვლილებების შედეგები, რომლებიც ზრდის წილობრივი გადახდის შეთანხმების მთლიან რეალურ ღირებულებას ან სხვაგვარად არის სასარგებ ლოDდაქირავებული მომუშავისათვის.

ბ43. 27 ე პუნქტის მოთხოვნათა განსახორციელებლად:

ა) თუ სახეცვლილება ზრდის გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებუ ლებას (მაგალითად, გამოსაყენებელი ფასის შემცირებით), რომელიც შეფასებულია უშუ ალოდ სახეცვლილებამდე და მის შემდეგ, საწარმომ გადაცემული ნაზარდი რეალური ღირებულება უნდა ჩართოს მიღებული მომსახურების, როგორც გამოყოფილი წილობ რივი ინსტრუმენტების ანაზღაურების აღიარებული თანხის შეფასებაში. გადაცემული ნა ზარდი რეალური ღირებულება წარმოადგენს სხვაობას სახეცვლილი წილობრივი ინ სტრუმენტის რეალურ ღირებულებასა და წილობრივი ინსტრუმენტის საწყის რეალურ ღირებულებას შორის, გამოთვლილს სახეცვლილების თარიღისათვის. თუ ცვლილება ხორციელდება უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში, გადაცემული ნაზარდი რეალური ღირებულება ჩაირთვება მიღებული მომსახურებისათვის აღიარებული თანხის შეფასებაში, პერიოდის განმავლობაში – დაწყებული ცვლილების თარიღიდან, დამთავ რებული თარიღით, როდესაც სახეცვლილ წილობრივ ინსტრუმენტზე უფლების გადაცემა მოხდა, იმ თანხაზე დამატებით, რომელიც ეყრდნობა თავდაპირველი წილობრივი ინ სტრუმენტის რეალურ ღირებულებას წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის, რომელიც აღიარდება უფლების გადაცემის თავდაპირველი პერიოდის დარჩენილი ნაწი ლის განმავლობაში. თუ ცვლილება უფლების გადაცემის თარიღის შემდეგ ხორციელდე ბა, გადაცემული ნაზარდი რეალური ღირებულება მაშინვე აღიარდება, ან უფლების გა დაცემის პერიოდის განმავლობაში, თუ Dდაქირავებულ მომუშავეს მოეთხოვება დაასრუ ლოს მომსახურების დამატებითი პერიოდი, სანამ უპირობოდ უფლებამოსილი გახდება მოცემულ სახეცვლილ წილობრივ ინსტრუმენტებზე;



ბ) ანალოგიურად, თუ სახეცვლილება ზრდის გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რაოდენობას, საწარმომ უნდა ჩართოს სახეცვლილების თარიღისათვის შეფასებული და მატებით გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება, გამოყოფი ლი წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურებისათვის მიღებული მომსახურების აღია რებული თანხის შეფასებაში, ზემოთ მოყვანილი (ა) მოთხოვნების შესაბამისად. მაგალი თად, თუ ცვლილება უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში ხდება, გამოყოფილი დამატებითი წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულება ჩაირთვება პერიოდის
 


 
 
ფასს 2 მდ

განმავლობაში მიღებული მომსახურების აღიარებული თანხის შეფასებაში – დაწყებული ცვლილების თარიღიდან, დამთავრებული თარიღით, როდესაც მოხდა დამატებით წი ლობრივ ინსტრუმენტზე უფლების გადაცემა, იმ თანხასთან ერთად, რომელიც ეყრდნობა თავდაპირველი წილობრივი ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებას წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის და აღიარებულია უფლების გადაცემის თავდაპირ ველი პერიოდის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში;

გ) თუ საწარმო უფლების გადაცემის პირობებს ცვლის Dდაქირავებული მომუშავისათვის სასარგებლო სახით, მაგალითად, უფლების გადაცემის პერიოდის შემცირებით ან საქმია ნობის პირობის (რომელიც არ არის საბაზრო პირობა, რომელთა ცვლილებები აღირიც ხება ზემოთ მოყვანილი (ა) პუნქტის თანახმად) შეცვლით ან გაუქმებით, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს უფლების გადაცემის სახეცვლილი პირობები, 19 21 ე პუნქტების მოთ ხოვნათა გამოყენებისას.

ბ44. ამის შემდგომ, თუ საწარმო ცვლის გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ვადებსა და პირობებს ისეთი სახით, რაც ამცირებს წილობრივი გადახდის შეთანხმების მთლიან რეა ლურ ღირებულებას, ან სხვაგვარად არ არის ხელსაყრელი Dდაქირავებული მომუშავისათ ვის, საწარმომ მაინც უნდა გააგრძელოს მიღებული მომსახურების, როგორც გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ანაზღაურების აღრიცხვა იმგვარად, თითქოს ეს ცვლილება არც მომხდარა (გარდა ზოგიერთი ან ყველა გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტის გაუქ მების შემთხვევისა, რაც უნდა აღირიცხოს 28 ე პუნქტის შესაბამისად). მაგალითად:

ა) თუ სახეცვლილება ამცირებს გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირე ბულებას, რომელიც შეფასებულია უშუალოდ სახეცვლილებამდე და მის შემდეგ, საწარ მომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს ეს შემცირება რეალურ ღირებულებაში და გააგ რძელოს მიღებული მომსახურებისათვის, როგორც გამოყოფილი წილობრივი ინსტრუ მენტების ანაზღაურებისათვის, აღიარებული თანხის შეფასება, გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების რეალურ ღირებულებაზე დაყრდნობით, წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისათვის;


ბ) თუ სახეცვლილება ამცირებს დაქირავებულ მომუშავეებზე გამოყოფილი წილობრივი ინ სტრუმენტების რაოდენობას, ეს შემცირება უნდა აღირიცხოს როგორც გამოყოფილი წილობრივი ინსტრუმენტების ამ ნაწილის გაუქმება, 28 ე პუნქტის მოთხოვნების შესაბა მისად;

გ) თუ საწარმო უფლების გადაცემის პირობებს ცვლის ისე, რომ ეს არახელსაყრელია დაქი რავებული მომუშავისათვის, მაგალითად, უფლების გადაცემის პერიოდის გაზრდით ან საქმიანობის პირობის (რომელიც არ არის საბაზრო პირობა და მისი ცვლილებები აღი რიცხება ზემოთ მოყვანილი (ა) პუნქტის თანახმად) სახეცვლილებით ან დამატებით, სა წარმომ არ უნდა გაითვალისწინოს უფლების გადაცემის სახეცვლილი პირობები, როცა იყენებს 19 21 ე პუნქტების მოთხოვნებს.

წილობრივი გადახდის გარიგებები ჯგუფის საწარმოთა შორის

ბ45. 43ა 43გ ეხება ჯგუფის საწარმოთა შორის დადებული წილობრივი გადახდის გარიგებების ბუღალტრული აღრიცხვის წესს თითოეული საწარმოს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში. ბ46 ბ61 პუნქტებში განხილულია, როგორ უნდა გამოიყენოს საწარმომ 43ა 43გ პუნქტების მოთხოვნები. როგორც აღნიშნულია 43დ პუნქტში, ჯგუფის საწარმოებს შორის წილობრივი გადახდის გარიგებების დადება შეიძლება მრავალმა მიზეზემა განაპირობოს, კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებებისდა მიხედვით. მაშასადამე, ეს განხილვა ამომწურავ მაგალითებს არ მოიცავს და გულისხმობს, რომ როდესაც საქონლის ან მომსახურების მიმღებ საწარმოს არა აქვს ამგვარი გარიგებისთვის ანგარიშსწორების ვალდებულება, ეს გარიგება არის სათავო საწარმოს მიერ შვილობილ საწარმოში წილის შეტანა, შიდაჯგუფური გადახდის შეთანხმების ხასიათის მიუხედავად.


ბ46. მართალია, შემდეგ პუნქტებში მოცემული განხილვა ეხება დაქირავებულ მომუშავეებთან დადებულ გარიგებებს, მაგრამ ეს მოსაზრებები ასევე ეხება, დაქირავებული მომუშავეების გარდა, საქონლის ან მომსახურების სხვა მომწოდებლებთან დადებულ ანალოგიურ წილობრივი გადახდის გარიგებებსაც. სათავო და მის შვილობილ საწარმოს შორის დადებული
 


 
 
ფასს 2 მდ

შეთანხმება შეიძლება მოითხოვდეს, რომ შვილობილმა საწარმომ სათავო საწარმოს გადაუხადოს დაქირავებული მომუშავეებისთვის წილობრივი ინსტრუმენტების მიწოდე ბისთვის. განხილვა არ ეხება ამგვარი შიდაჯგუფური შეთანხმების აღრიცხვის წესს.

ბ47. ჯგუფის საწარმოთა შორის დადებული წილობრივი გადახდის გარიგებების აღრიცხვის დროს, საწარმოები, ძირითადად, ოთხ პრობლემას აწყდებიან. მეტი სიცხადისთვის, ქვემოთ მოცემულ მაგალითებში საკითხები განხილულია სათავო და მისი შვილობილი საწარმოების პოზიციიდან.


წილობრივი გადახდის შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს ანგარიშვალდებული საწარმოს საკუთარ წილობრივ ინსტრუმენტებს

ბ48. პირველი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: როგორ უნდა აისახოს წინამდებარე ფასს ის მოთხოვნების შესაბამისად შემდეგი გარიგებები (რომლებიც მოიცავს ანგარიშვალდებული საწარმოს საკუთარ წილობრივ ინსტრუმენტებს)   როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული გარიგება თუ ფულით განსაზღვრული გარიგება):

ა) საწარმო თავის თანამშრომლებს ანიჭებს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტების მიღების უფლებებს (მაგ., აქციის ოფციონები) და მას არჩევანის უფლება აქვს, ან მოეთ ხოვება ამ წილობრივი ინსტრუმენტების ყიდვა (ე.ი. საკუთარი აქციების გამოსყიდვა) სხვა მხარისგან, რათა შეასრულოს დაქირავებული მომუშავეების მიმართ არსებული ვალდებულებები; და

ბ) საწარმოს დაქირავებულ მომუშავეებს თვითონ საწარმო, ან მისი აქციონერები ანიჭებენ საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტების მიღების უფლებებს (მაგ., აქციის ოფციონები) და საწარმოს აქციონერები მათ გადასცემენ საჭირო წილობრივ ინსტრუმენტებს.


ბ49. საწარმომ წილობრივი გადახდის გარიგება, რომლის თანახმად ის მომსახურებას იღებს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტების სანაცვლოდ, უნდა ასახოს როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული გარიგება. ეს წესი გამოიყენება ორივე შემთხვევაში, იმის მიუხედავად, საწარმოს არჩევანის უფლება აქვს თუ მოეთხოვება ამ წილობრივი ინსტრუმენტების ყიდვა სხვა მხარისგან, რათა შეასრულოს წილობრივი გადახდის შეთანხმების მიხედვით თავისი დაქირავებული მომუშავეების მიმართ აღებული ვალდებულებები. ეს პრინციპი გამოიყენება ასევე იმის მიუხედავადაც:


ა) დაქირავებულ მომუშავეებს საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების მიღების უფლებები თვითონ საწარმომ მიანიჭა თუ მისმა აქციონერ(ებ)მა; ან

ბ) წილობრივი გადახდის შეთანხმების მიხედვით ვინ გადაიხადა, თვითონ საწარმომ თუ მისმა აქციონერ(ებ)მა.

ბ50. თუ გარიგების შესაბამისად, აქციონერს აქვს ინვესტირებული საწარმოს დაქირავებული მომუშავეებისთვის გადახდის ვალდებულება, ის გადასცემს ინვესტირებული საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტებს და არა საკუთარს. ამგვარად, თუ ინვესტირებული საწარმო იმავე ჯგუფის წევრია, რომლისაც ეს აქციონერი, 43გ პუნქტის შესაბამისად, აქციონერმა ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში თავისი ვალდებულება უნდა შეაფასოს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ეხება ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებს, ხოლო აქციონერის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში კი იმ მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც გამოიყენება წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის.


წილობრივი გადახდის შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს სათავო საწარმოს საკუთარ წილობრივ ინსტრუმენტებს

ბ51. მეორე პრობლემა ეხება ერთი და იმავე ჯგუფის ორ ან მეტ საწარმოს შორის დადებულ წილობრივი გადახდის გარიგებებს, რომლებიც მოიცავს ჯგუფის სხვა საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტს. მაგალითად, როდესაც შვილობილი საწარმოს დაქირავებულ მომუშავეებს ენიჭებათ სათავო საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების მიღების უფლებები, შვილობილი საწარმოსთვის გაწეული მომსახურების კომპენსაციის სახით.
 


 
 
ფასს 2 მდ

ბ52. ამგვარად, მეორე პრობლემა ეხება შემდეგი სახის წილობრივი გადახდის შეთანხმებებს:

ა) სათავო საწარმო თავის წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებებს თვითონ ანიჭებს პირდაპირ შვილობილი საწარმოს დაქირავებულ მომუშავეებს: შვილობილი საწარმოს დაქირავებული მომუშავეების წილობრივი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფის ვალდებუ ლება ეკისრება სათავო საწარმოს (და არა შვილობილს); და

ბ) შვილობილი საწარმო თავის დაქირავებულ მომუშავეებს ანიჭებს სათავო საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებებს: შვილობილ საწარმოს არა აქვს თავისი დაქირავებული მომუშავეების წილობრივი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფის ვალდებუ ლება.

სათავო საწარმო თავის წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებებს ანიჭებს შვილობილი საწარმოს დაქირავებულ მომუშავეებს (პუნქტი ბ52(ა))

ბ53. შვილობილ საწარმოს არა აქვს თავისი დაქირავებული მომუშავეების უზრუნველყოფის ვალდებულება სათავო საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტებით. ამგვარად, 43ბ პუნქტის შესაბამისად, შვილობილმა საწარმომ თავისი დაქირავებული მომუშავეებისგან მიღებული მომსახურება უნდა შეაფასოს წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა აღიაროს, როგორც სათავო საწარმოს მიერ წილის შეტანა.

ბ54. სათავო საწარმოს აქვს ვალდებულება, შვილობილი საწარმოს დაქირავებულ მომუ შავეებთან დადებული გარიგებისთვის გადაიხადოს სათავო საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტებით. ამგვარად, 43გ პუნქტის შესაბამისად, სათავო საწარმომ თავისი ვალდებულება უნდა შეაფასოს წილობრივი ინატრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

შვილობილი საწარმო თავის დაქირავებულ მომუშავეებს ანიჭებს სათავო საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებებს (პუნქტი ბ52(ა))

ბ55. ვინაიდან შვილობილი საწარმო არ აკმაყოფილებს 43ბ პუნქტის არც ერთ პირობას, მან დაქირავებულ მომუშავეებთან დადებული გარიგება უნდა ასახოს როგორც ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება. ეს მოთხოვნა გამოიყენება იმის მიუხედავად, როგორ მოიპოვებს ის წილობრივ ინსტრუმენტებს, დაქირავებული მომუშავეების მიმართ თავისი ვალდებულებების დასაფარად.


წილობრივი გადახდის შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს დაქირავებული მომუშავეებისთვის ფულით გადახდას

ბ56. მესამე პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: როგორ უნდა ასახოს თავისი მომწოდებლებისგან (მათ შორის დაქირავებული მომუშავეებისგან) საქონლის ან მომსახურების მიმღებმა საწარმომ ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის შეთანხმებები, როდესაც თვითონ საწარმოს არა აქვს თავისი მომწოდებლებისთვის ამ შეთანხმებისთვის გადახდის არანაირი ვალდებულება. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი შეთანხმებები, რომლის თანახმადაც სათავო საწარმოს (და არა თვითონ ანგარიშვალდებულ საწარმოს) აქვს ანგარიშვალდებული საწარმოს დაქირავებული მომუშავეებისთვის საჭირო ფულის გადახდის ვალდებულება:


ა) ანგარიშვალდებული საწარმოს დაქირავებული მომუშავეები კომპენსაციას მიიღებენ ფულით, რომლის სიდიდე დამოკიდებულია მისი წილობრივი ინსტრუმენტების ფასზე;

ბ) ანგარიშვალდებული საწარმოს დაქირავებული მომუშავეები კომპენსაციას მიიღებენ ფულით, რომლის სიდიდე დამოკიდებულია მისი სათავო საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტების ფასზე.

ბ57. შვილობილ საწარმოს არა აქვს თავის დაქირავებულ მომუშავეებთან დადებული გარი გებისთვის გადახდის ვალდებულება. ამგვარად, შვილობილმა საწარმომ თავის დაქირავებულ მომუშავეებთან დადებული გარიგება უნდა ასახოს, როგორც წილობრივი ინატრუმენტებით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება და საკუთარი კაპიტალის შესაბამისი ზრდა აღიაროს, როგორც სათავო საწარმოს მიერ წილის შეტანა. შემდგომში
 


 
 
ფასს 2 მდ

შვილობილმა საწარმომ ამ გარიგების ღირებულება ხელახლა უნდა შეაფასოს 19 21 პუნქტების შესაბამისად, უფლების გადაცემის არასაბაზრო პირობებში მომხდარი ისეთი ცვლილებების გასათვალისწინებლად, რომლებიც არ შესრულდა. ეს შეფასება განსხვავებული იქნება ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული შეფასებისგან, სადაც გარიგება შეფასებულია, როგორც ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგება.

ბ58. ვინაიდან შვილობილ საწარმოს არა აქვს ამ გარიგების მიხედვით დაქირავებული მომუშავეებისთვის გადახდის ვალდებულება და ანაზღაურება ფულით გაიცემა, სათავო საწარმომ (და კონსოლიდირებულმა ჯგუფმა) თავისი ვალდებულება უნდა შეაფასოს ფულით განსაზღვრული წილობრივი გადახდის გარიგებებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, 43გ პუნქტის მიხედვით.

დაქირავებულ მომუშავეთა მიერ სამუშაოს შეცვლა ჯგუფის საწარმოთა ფარგლებში

ბ59. მეოთხე პრობლემა უკავშირდება ჯგუფის წილობრივი გადახდის შეთანხმებებს, რომლებიც ეხება ჯგუფის ერთზე მეტი საწარმოს დაქირავებულ მომუშავეებს. მაგალითად, სათავო საწარმომ შეიძლება თავის წილობრივ ინსტრუმენტებზე უფლებები მიანიჭოს შვილობილი საწარმოს დაქირავებულ მომუშავეებს, იმ პირობით, თუ ისინი დათქმული პერიოდის მანძილზე დარჩებიან ჯგუფში სამუშაოდ. ერთი შვილობილი საწარმოს თანამშრომელი შეიძლება სამუშაოდ გადავიდეს სხვა შვილობილ საწარმოში, დათქმული უფლების გადაცემის პერიოდის განმავლობაში ისე, რომ ეს გავლენას არ ახდენდეს დაქირავებული მომუშავეეებისთვის თავდაპირველი წილობრივი გადახდის შეთანხმებით მინიჭებულ უფლებებზე, სათავო საწარმოს წილობრივ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით. თუ შვილობილ საწარმოებს არა აქვთ დაქირავებულ მომუშავეებთან დადებული წილობრივი გადახდის გარიგების მიხედვით გადახდის ვალდებულება, მათ ეს გარიგება უნდა ასახონ, როგორც წილობრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრული გარიგება. თითოეულმა შვილობილმა საწარმომ დაქირავებული მომუშავეებისგან მიღებული მომსახურება უნდა შეაფასოს წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება იმ თარიღისათვის, როდესაც სათავო საწარმომ წილობრივი ინსტრუმენტები გამოყო თავდაპირველად (როგორც განმარტებულია `ა~ დანართში) და უფლების გადაცემის პერიოდის იმ ნაწილის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც დაქირავებული მომუშავე მუშაობდა თითოეულ შვილობილ საწარმოში.



ბ60. თუ შვილობილ საწარმოს აკისრია ვალდებულება, დაქირავებულ მომუშავეებთან დადებული წილობრივი გადახდის გარიგებისთვის თვითონ გადაიხადოს თავისი სათავო საწარმოს წილობრივი ინსტრუმენტებით, მან ეს გარიგება უნდა ასახოს, როგორც ფულით განსაზღვრული. თითოეულმა შვილობილმა საწარმომ მიღებული მომსახურება უნდა შეაფასოს წილობრივი უფლებების მინიჭების თარიღისთვის განსაზღვრული წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულებით, უფლების გადაცემის პერიოდის იმ ნაწილის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც დაქირავებული მომუშავე მუშაობდა თითოეულ შვილობილ საწარმოში. გარდა ამისა, თითოეულმა შვილობილმა საწარმომ უნდა აღიაროს წილობრივი ინსტრუმენტების რეალური ღირებულების ცვლილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითოეულ შვილობილ საწარმოში დაქირავებული მომუშავის მუშაობის პერიოდის განმავლობაში.

ბ61. ამგვარმა თანამშრომელმა, ჯგუფის საწარმოთა ფარგლებში სამუშაო ადგილის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს უფლების გადაცემის რომელიმე პირობა, რომელიც არ არის საბაზრო პირობა, `ა~ დანართში მოცემული განმარტების თანახმად, მაგ., დაქირავებული მომუშავე ჯგუფიდან მიდის მომსახურების პერიოდის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან უფლების გადაცემის პირობა ჯგუფში მუშაობის პირობაა, თითოეულმა შვილობილმა საწარმომ ამ თანამშრომლისგან ადრე მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით აღიარებული თანხა უნდა შეასწოროს, მე 19 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად. მაშასადამე, თუ არ მოხდება სათავო საწარმოს მიერ წილობრივ ინსტრუმენტებზე გამოყოფილი უფლებების გადაცემა იმის გამო, რომ თანამშრომელმა ვერ დააკმაყოფილა უფლების გადაცემის რომელიმე პირობა, რომელიც არ არის საბაზრო პირობა, არავითარი თანხა არ აღიარდება ამ თანამშრომლისგან მიღებული მომსახურებისთვის ერთიანად, კუმულაციურ საფუძველზე, ჯგუფის რომელიმე საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში.
 




 
 
ფასს 2 მდ