ifrs 09 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9

ifrs09.pdf
View Download
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9

ფინანსური ინსტრუმენტები



1-ლი თავი მიზანი

1.1 წინამდებარე სტანდარტის მიზანია ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვისთვის ისეთი პრინციპების დადგენა, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს უზრუნველყოფს საწარმოს მომავალი ფულადი ნაკადების სიდიდის, მოძ-რაობის დროსა და მასთან დაკავშირებული განუსაზღვრელობის შესაფასებლად შესაბამისი და სასარგებლო ინფორმაციით.


მე-2 თავი  მოქმედების სფერო

2.1 საწარმომ წინამდებარე სტანდარტი უნდა გამოიყენოს ყველა მუხლის მიმართ, რომელიც განეკუთვნება ბასს 39-ის  `ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება”  მოქმე-დების სფეროს.

მე-3 თავი  აღიარება და აღიარების შეწყვეტა

3.1 თავდაპირველი აღიარება


3.1.1 საწარმო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს ფინანსურ აქტივს ან ფინანსურ ვალდებულებას, თუ საწარმო ხდება ფინანსური ინსტრუმენტის სახელშეკრულებო პირობების მონაწილე (იხ. პუნქტები ბ3.1.1 და ბ3.1.2). როდესაც საწარმო თავდაპირველად აღიარებს ფინანსურ აქტივს, მისი კლასიფიცირება უნდა მოახდინოს 4.1.14.1.5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად და შეაფასოს 5.1.1 და 5.1.2 პუნქტების შესაბამისად. როდესაც საწარმო თავდაპირველად აღიარებს ფინანსურ ვალდებულებას, მისი კლასიფიცირება უნდა მოახდინოს 4.2.1 და 4.2.2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად და შეაფასოს 5.1.1 პუნქტის შესაბამისად.


ფინანსური აქტივების ყიდვა-გაყიდვის ჩვეულებრივი გზა

3.1.2 ფინანსური აქტივების ჩვეულებრივი გზით ყიდვა-გაყიდვისას, აქტივის აღიარება და აღიარების შეწყვეტა უნდა მოხდეს გარიგების თარიღით ან ანგარიშსწორების თარიღით, შესაბამისად. (იხ პუნქტები ბ3.1.3ბ3.1.6)


3.2  ფინანსური აქტივების აღიარების შეწყვეტა


3.2.1 კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში პუნქტები 3.2.23.2.9, ბ3.1.1, ბ3.1.2 და ბ3.2.1ბ3.2.17 გამოიყენება კონსოლიდირებულ დონეზე. მაშასადამე, საწარმო, პირველ რიგში, ახორციელებს ყველა შვილობილი საწარმოს კონსოლიდირებას ფასს 10-ის  `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება”  მოთხოვნების შესაბამისად და შემდგომ ზემოაღნიშნულ პუნქტებს იყენებს ჯგუფის მიმართ.


3.2.2 სანამ შეაფასებს, საჭიროა თუ არა 3.2.33.2.9 პუნქტების მიხედვით რომელიმე ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტა და რა ნაწილში, საწარმო ქვემოთ განხილული წესის მიხედვით განსაზღვრავს, აღნიშნული პუნქტები ფინანსური აქტივის რომელიმე ნაწილის (ან მსგავს ფინანსურ აქტივთა ჯგუფის ნაწილის) მიმართ უნდა გამოიყენოს, თუ მთლიანად ფინანსური აქტივის (ან მსგავს ფინანსურ აქტივთა მთელი ჯგუფის) მიმართ:
 




1
 
ა) 3.2.33.2.9 პუნქტები ფინანსური აქტივის ნაწილის (ან მსგავსი ფინანსური აქტივების ჯგუფის ნაწილის) მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ აღიარების შეწყვეტისათვის გამიზნული ნაწილი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამი პირობიდან რომელიმეს:

(ი) აღნიშნული ნაწილი შეიცავს მხოლოდ ფინანსური აქტივიდან (ან მსგავსი ფინანსური აქტივების ჯგუფის ნაწილიდან) მისაღებ, კონკრეტულად დადგენილ

ფულად ნაკადებს. მაგალითად, როდესაც საწარმო დებს საპროცენტო განაკვეთის სტრიპის გარიგებას, რის შედეგადაც კონტრაჰენტი მოიპოვებს საპროცენტო

ფულადი ნაკადების მიღების უფლებას, მაგრამ არ ექნება სავალო ინსტრუმენტიდან ძირითადი თანხების მიღების უფლება, 3.2.3-3.2.9 პუნქტები გამოიყენება საპროცენტო ფულადი ნაკადების მიმართ;

(იი) აღნიშნული ნაწილი შეიცავს მხოლოდ ფინანსური აქტივიდან (ან მსგავსი ფინანსური აქტივების ჯგუფის ნაწილიდან) მისაღები ფულადი ნაკადების სრულად პროპორციულ წილს. მაგალითად, როდესაც საწარმო დებს გარიგებას, რის შედეგადაც კონტრაჰენტი მოიპოვებს სავალო ინსტრუმენტიდან შემოსული ნებისმიერი ფულადი ნაკადების 90%-ის მიღების უფლებას, პუნქტები 3.2.33.2.9 გამოიყენება მოცემული ფულადი ნაკადების 90%-ის მიმართ. თუ კონტრაჰენტი ერთზე მეტია, არ მოითხოვება, რომ თითოეულ მათგანს გააჩნდეს ფულადი ნაკადების პროპორციული წილი, იმ პირობით, თუ აქტივის გადამცემ საწარმოს გააჩნია სრულად პროპორციული წილი;


(იიი) აღნიშნული ნაწილი შეიცავს მხოლოდ ფინანსური აქტივიდან (ან მსგავსი ფინანსური აქტივების ჯგუფის ნაწილიდან) მისაღებ, კონკრეტულად განსაზ-ღვრული ფულადი ნაკადების სრულად პროპორციულ წილს. მაგალითად, როდესაც საწარმო დებს გარიგებას, რის შედეგადაც კონტრაჰენტი მოიპოვებს ფინანსური აქტივიდან შემოსული საპროცენტო ფულადი ნაკადების 90%-ის მიღების უფლებას, 3.2.33.2.9 პუნქტები გამოიყენება საპროცენტო ფულადი ნაკადების 90%-ის მიმართ. თუ კონტრაჰენტი ერთზე მეტია, არ მოითხოვება, რომ თითოეულ მათგანს გააჩნდეს წინასწარდადგენილი ფულადი ნაკადების პროპორციული წილი, იმ პირობით, თუ აქტივის გადამცემ საწარმოს გააჩნია სრულად პროპორციული წილი.


ბ) ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, 3.2.33.2.9 პუნქტები გამოიყენება მთლიანი ფინანსური

აქტივის (ან მსგავს ფინანსურ აქტივთა მთელი ჯგუფის) მიმართ. მაგალითად, როდესაც საწარმო გადასცემს (ი) ფინანსური აქტივიდან (ან ფინანსურ აქტივთა ჯგუფიდან)

მისაღები ფულადი ნაკადების პირველი ან უკანასკნელი 90%-ის მიღების უფლებას, ან (იი) მოთხოვნების ჯგუფიდან მისაღები ფულადი ნაკადების 90%-ის მიღების უფლებას, მაგრამ მყიდველს სთავაზობს გარანტიას, აუნაზღაუროს ნებისმიერი საკრედიტო დანაკარგები მოთხოვნების ძირითადი თანხის 8 პროცენტამდე ოდენობით, მაშინ 3.2.33.2.9 პუნქტები გამოიყენება მთლიანი ფინანსური აქტივის (ან მსგავს ფინანსურ აქტივთა მთელი ჯგუფის) მიმართ.

3.2.33.2.12 პუნქტებში ტერმინი `ფინანსური აქტივი” აღნიშნავს ან ფინანსური აქტივის (ან მსგავს ფინანსურ აქტივთა ჯგუფის) ნაწილს, როგორც ზემოთ განსაზღვრულია (ა) პუნქტში, ან, სხვა შემთხვევაში, მთლიან ფინანსურ აქტივს (ან მსგავს ფინანსურ აქტივთა მთელ ჯგუფს).
 












2
 
3.2.3 საწარმო ფინანსური აქტივის აღიარებას წყვეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ფინანსური აქტივიდან მისაღები ფულადი ნაკადების მიღების სახელშეკრულებო უფლე-ბებს ვადა გასდის; ან

ბ) იგი ფინანსურ აქტივს გადასცემს 3.2.4 და 3.2.5 პუნქტების შესაბამისად და აღნიშნული გადაცემა, 3.2.6 პუნქტის თანახმად, განაპირობებს აღიარების შეწყვეტას.

(ფინანსური აქტივების გაყიდვის ჩვეულებრივი გზის შესახებ მითითებებისთვის იხილეთ პუნქტი 3.1.2).

3.2.4 საწარმო ფინანსურ აქტივს გადასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადასცემს ფინანსური აქტივიდან ფულადი სახსრების მიღების სახელშეკრულებო უფ-ლებებს; ან

ბ) ინარჩუნებს ფინანსური აქტივიდან ფულადი სახსრების მიღების სახელშეკრულებო უფ-ლებებს, მაგრამ აღიარებს სახელშეკრულებო ვალდებულებას, გადაუხადოს ეს ფულადი სახსრები ერთ ან მეტ მიმღებ სუბიექტს ისეთი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც აკმაყოფილებს 3.2.5 პუნქტში მოცემულ პირობებს.

3.2.5 როდესაც საწარმო ინარჩუნებს ფინანსური აქტივიდან (`თავდაპირველი აქტივიდან~) ფულა-დი სახსრების მიღების სახელშეკრულებო უფლებებს, მაგრამ იღებს სახელშეკრულებო ვალ-დებულებას, აღნიშნული ფულადი სახსრები გადაუხადოს ერთ ან მეტ საწარმოს (`საბოლოო მიმღებს~), საწარმო მოცემულ ოპერაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, როგორც ფინანსური აქტივის გადაცემას, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი სამივე პი-რობა:


ა) საწარმოს არა აქვს ვალდებულება, საბოლოო მიმღებ სუბიექტებს გადაუხადოს ზემოხ-სენებული ფულადი სახსრები, თუ იგი თავდაპირველი აქტივიდან ვერ მიიღებს ეკვივალენტური რაოდენობის თანხებს. ამ პირობას არ არღვევს საწარმოს მიერ გაცემული მოკლევადიანი ავანსები, რომლებიც საშუალებას იძლევა, საწარმომ სრუ-ლად ამოიღოს გასესხებულ თანხას პლუს საბაზრო განაკვეთით განსაზღვრული დარიც-ხული პროცენტები;


ბ) საწარმოს აქტივის გადაცემის ხელშეკრულების პირობებით ეკრძალება თავდაპირველი აქტივის გაყიდვა ან დაგირავება, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმო ამ აქტივს საბოლოო მიმღებ სუბიექტებს გადასცემს მათთვის ფულადი სახსრების გადახდის ვალ-დებულების უზრუნველყოფის სახით;

გ) საწარმოს გააჩნია ვალდებულება, საბოლოო მიმღები სუბიექტების სახელით ამოღებუ-ლი ნებისმიერი ფულადი სახსრები არსებითი დაყოვნების გარეშე გადარიცხოს. გარდა ამისა, საწარმოს არა აქვს ასეთი ფულადი სახსრების რეინვესტირების უფლება, იმ შემ-თხვევის გარდა, როდესაც ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების (როგორც განმარტებულია ბასს 7-ში  `ფულადი ნაკადების ანგარიშგება~) რეინვესტირებას ახდენს მოკლევადიანი პერიოდით, რაც მოიცავს ფულადი სახსრების მიღების თარიღ-იდან საბოლოო მიმღები სუბიექტებისთვის მათი გადარიცხვის სავალდებულო თარიღამ-დე პერიოდს და, ამასთან, ასეთ ინვესტიციებზე მიღებული პროცენტები საბოლოო მიმ-ღებ სუბიექტებს გადაეცემა.


3.2.6 როდესაც საწარმო გადასცემს ფინანსურ აქტივს (იხ. პუნქტი. 3.2.4), მან უნდა შეაფასოს, რა დონეზე ინარჩუნებს გადაცემულ ფინანსურ აქტივთან დაკავშირებულ საკუთრების რისკსა და სარგებელს. ამ შემთხვევაში:

ა) თუ საწარმო გადასცემს ფინანსური აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, საწარმომ უნდა შეწყვიტოს ფინანსური აქტივის აღიარება და ცალკე აქტივის ან ვალდებულების სახით აღიაროს აქტივის გადა-ცემისას წარმოშობილი ან შენარჩუნებული უფლებები და ვალდებულებები;

3
 
ბ) თუ საწარმო ინარჩუნებს ფინანსური აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, საწარმომ უნდა განაგრძოს ფინანსური აქტივის აღიარება;


გ) თუ საწარმო არც გადასცემს და არც ინარჩუნებს ფინანსური აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, საწარმომ უნდა განსაზ-ღვროს, ინარჩუნებს თუ არა კონტროლს ფინანსურ აქტივზე. ამ შემთხვევაში:

(ი) თუ საწარმო არ ინარჩუნებს კონტროლს, იგი წყვეტს ფინანსური აქტივის აღიარე-

ბას და ცალკე აქტივის ან ვალდებულების სახით აღიარებს აქტივის გადაცემისას

წარმოშობილ ან შენარჩუნებულ უფლებებსა და ვალდებულებებს;

(იი) თუ საწარმო ინარჩუნებს კონტროლს, მან უნდა განაგრძოს ფინანსური აქტივის

აღიარება იმის შესაბამისად, რა დონეზეც განაგრძობს მონაწილეობას ფინანსურ

აქტივში (იხ. პუნქტი 3.2.16).

3.2.7 რისკებისა და სარგებლის გადაცემის (იხ. პ. 3.2.6) შეფასება ხდება გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული ნეტო ფულადი ნაკადების ოდენობისა და ვადების ცვლილების რისკების შე-დარებით, აქტივის გადაცემამდე და გადაცემის შემდეგ. საწარმო ინარჩუნებს ფინანსურ აქ-ტივზე საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, თუ გა-დაცემის შედეგად მნიშვნელოვნად არ იცვლება ფინანსური აქტივიდან მისაღები მომავალი ნეტო ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების ცვალებადობის რისკი (მაგალითად, იმის გამო, რომ საწარმომ ფინანსური აქტივი გაყიდა უკუშესყიდვის პირობით, ფიქსირებულ ფასად, ან `გაყიდვის ფასს დამატებული კრედიტორის შემოსავალი~ თანხით). საწარმოს მაშინ აქვს გადაცემული ფინანსური აქტივის საკუთრებასთან დაკავში-რებული პრაქტიკულად ყველა რისკი და სარგებელი, თუ ზემოაღნიშნული ცვალებადობის რისკი აღარ არის მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივიდან მომავალში მისაღები ნეტო ფულა-დი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების შესაძლო საერთო ცვალებადობასთან შედა-რებით (მაგალითად, რადგან საწარმომ ფინანსური აქტივი გაყიდა მხოლოდ იმ პირობით, რომ გამოისყიდდა მას გამოსყიდვის მომენტში არსებული რეალური ღირებულებით, ან გა-დასცა უფრო მსხვილი ფინანსური აქტივიდან მისაღებ ფულად სახსრებზე სრული პროპორ-ციული წილი, მაგალითად, სესხში თანამონაწილეობის ხელშეკრულებით, რომელიც აკმაყო-ფილებს 3.2.5 პუნქტის პირობებს).



3.2.8 ხშირ შემთხვევაში, აშკარად ჩანს, საწარმო გადასცემს თუ ინარჩუნებს საკუთრებასთან და-კავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს და ამიტომ აუცილებელი არაა რაიმე სახის გამოთვლების შესრულება. სხვა შემთხვევებში, აუცილებელია გამოთვლების ჩატარება და საწარმოზე სამომავლო ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების შესაძლო ცვალებადობის რისკის გავლენის შედარება გადაცემამდე და გადაცემის შემდეგ. გამოთვლები და შედარებები კეთდება დისკონტირების განაკვეთად შესაფერისი მიმდინარე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. საწარმო განიხილავს ნეტო ფულადი ნაკადების ნებისმიერ გონივრულ შესაძლო ცვალებადობას და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ შედეგებს, რომელთა ალბათობებიც უფრო მეტია.

3.2.9 საწარმო ინარჩუნებს თუ არა კონტროლს გადაცემულ აქტივზე (იხ. პ. 3.2.6 (გ)), დამოკიდებუ-ლია მიმღები მხარის შესაძლებლობაზე, გაყიდოს აქტივი. თუ მიმღებს გააჩნია მთლიანი აქ-ტივის მესამე არადაკავშირებულ მხარეზე მიყიდვის პრაქტიკული შესაძლებლობა და, ამავე დროს, ამ შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია ცალმხრივად და გადაცემაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების გარეშე, საწარმო კონტროლს არ ინარჩუნებს. ყველა სხვა შემ-თხვევაში, საწარმო კონტროლს ინარჩუნებს.
 









4
 
გადაცემები, რომლებიც განაპირობებს აღიარების შეწყვეტას

3.2.10 თუ საწარმო ფინანსურ აქტივს ისეთი პირობით გადასცემს, რომ აქტივის გადაცემა განაპი-რობებს მთლიანი აქტივის აღიარების შეწყვეტას და საწარმო ინარჩუნებს უფლებას, მომსა-ხურება გაუწიოს ფინანსურ აქტივს გარკვეული ანაზღაურების საფასურად, მან, აღნიშნულ მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა აღიაროს ან მომსახურების აქტი-ვი, ან მომსახურების ვალდებულება. თუ მოსალოდნელია, რომ საწარმოს მიერ მისაღები მომსახურების საფასური ადეკვატურად ვერ მოახდენს მომსახურების დანახარჯების კომ-პენსირებას, მომსახურების ვალდებულება უნდა აღიარდეს რეალური ღირებულებით. თუ მოსალოდნელია, რომ მისაღები საზღაური უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გაწეული მომსახუ-რების ადეკვატური ანაზღაურება, მომსახურების უფლებასთან დაკავშირებით უნდა აღია-რდეს მომსახურების აქტივი, რომლის ღირებულება განისაზღვრება უფრო დიდი ფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულების განაწილების საფუძველზე, 3.2.13 პუნქტის შესაბამისად.

3.2.11 თუ გადაცემის შედეგად ფინანსური აქტივის აღიარება მთლიანად შეწყდა, მაგრამ გადაცე-მის შედეგად საწარმო იღებს ახალ ფინანსურ აქტივს, ახალ ფინანსურ ვალდებულებას, ან მომსახურების ვალდებულებას, მან ახალი ფინანსური აქტივი, ფინანსური ვალდებულება ან მომსახურების ვალდებულება უნდა აღიაროს რეალური ღირებულებით.

3.2.12 ფინანსური აქტივის აღიარების მთლიანად შეწყვეტისას, მოგებაში ან ზარალში უნდა აღია-რდეს სხვაობა:

ა) საბალანსო ღირებულებასა (განსაზღვრული აღიარების შეწყვეტის თარიღისთვის); და

ბ) მიღებულ ანაზღაურებას (ნებისმიერი ახალი აქტივის ჩათვლით, რომელსაც გამოკლებუ-ლი აქვს ახლად აღებული ვალდებულება) შორის.

3.2.13 თუ გადაცემული აქტივი უფრო დიდი ფინანსური აქტივის ნაწილია (მაგალითად, როდესაც საწარმო გადასცემს საპროცენტო ფულადი ნაკადების შემოსავლებს, რომლებიც სავალო ინ-სტრუმენტის ნაწილია, იხ. პ. 3.2.2(ა)) და გადაცემული ნაწილი მთლიანად აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, უფრო დიდი ფინანსური აქტივის ადრინდელი საბა-ლანსო ღირებულება უნდა განაწილდეს იმ ნაწილებს შორის, რომლის აღიარება გრძელდე-ბა და რომლის აღიარებაც შეწყდა, გადაცემის მომენტში განსაზღვრული მათი რეალური ღირებულებების საფუძველზე. ამ მიზნით, შენარჩუნებული მომსახურების აქტივი განხილულ უნდა იქნეს, როგორც ნაწილი, რომლის აღიარებაც გრძელდება. მოგებაში ან ზარალში უნ-და აღიარდეს სხვაობა:


ა) აღიარებაშეწყვეტილ ნაწილზე მიკუთვნებულ საბალანსო ღირებულებასა (განსაზ-ღვრული აღიარების შეწყვეტის თარიღისათვის) და

ბ) აღიარებაშეწყვეტილ ნაწილზე მიღებულ ანაზღაურებას (ნებისმიერი ახალი აქტივის ჩათვლით, რომელსაც გამოკლებული აქვს ახლად აღებული ვალდებულება) შორის.

3.2.14 როდესაც საწარმო ანაწილებს დიდი ფინანსური აქტივის ადრინდელ საბალანსო ღირებულე-ბას იმ ნაწილებზე, რომელთა აღიარებაც გრძელდება და რომლის აღიარებაც შეწყდა, მან უნდა განსაზღვროს იმ ნაწილის რეალური ღირებულება, რომლის აღიარებაც გრძელდება. როდესაც საწარმოს გააჩნია შენარჩუნებული ნაწილის მსგავსი ნაწილების გაყიდვის პრაქ-ტიკა, ან ასეთ ნაწილებთან დაკავშირებით არსებობს სხვა საბაზრო გარიგებები, ფაქტობ-რივი გარიგებების უკანასკნელი ფასები წარმოადგენს მისი რეალური ღირებულების საუ-კეთესო შეფასებას. როდესაც აქტივის შენარჩუნებული ნაწილის რეალური ღირებულების დასადგენად არ არსებობს არანაირი კოტირებული ფასები, ან მიმდინარე საბაზრო გარიგე-ბები, ზემოაღნიშნული რეალური ღირებულების საუკეთესო შეფასება იქნება უფრო დიდი მთლიანი აქტივის რეალურ ღირებულებას გამოკლებული აქტივის აღიარებაშეწყვეტილი ნა-წილისათვის აქტივის მიმღები სუბიექტისგან მიღებული ანაზღაურება.






5
 
გადაცემები, რომლებიც არ განაპირობებს აღიარების შეწყვეტას

3.2.15 თუ გადაცემა არ იწვევს აღიარების შეწყვეტას იმის გამო, რომ საწარმო ინარჩუნებს გადა-ცემულ აქტივზე საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგე-ბელს, საწარმომ უნდა განაგრძოს მთლიანი გადაცემული აქტივის აღიარება და, ამასთან, ფინანსური ვალდებულება უნდა აღიაროს მიღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შემ-დგომ პერიოდებში საწარმომ უნდა აღიაროს გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული ნების-მიერი შემოსავლები და ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებით გაწეული ნებისმიერი ხარჯი.


გადაცემულ აქტივებში მონაწილეობის შენარჩუნება

3.2.16 თუ საწარმო არც გადასცემს და არც ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს გადაცემულ აქტივზე და ინარჩუნებს კონ-ტროლს გადაცემულ აქტივზე, იგი განაგრძობს გადაცემული აქტივის აღიარებას, მასში შენარჩუნებული მონაწილეობის მოცულობის პროპორციულად. გადაცემულ აქტივში შენარჩუნებული საწარმოს მონაწილეობის მოცულობა იქნება ის თანხა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ზემოქმედებს საწარმოზე გადაცემული აქტივის რეალური ღირებულე-ბის ცვლილების რისკი, ასე, მაგალითად:

ა) როდესაც გადაცემულ აქტივში საწარმოს მონაწილეობის გაგრძელება ამ აქტივის გა-რანტირების ფორმას იძენს, საწარმოს მონაწილეობის მოცულობა არის უმცირესი (1) აქტივის ღირებულებასა და (2) მიღებული ანაზღაურების მაქსიმალურ ოდენობას შო-რის, რომლის დაბრუნებაც საწარმოს შეიძლება მოეთხოვოს (`საგარანტიო თანხა~);

ბ) როდესაც გადაცემულ აქტივში საწარმოს მონაწილეობის გაგრძელება გადაცემულ აქ-ტივთან დაკავშირებით გაყიდული (გამოშვებული), ან შესყიდული ოფციონის ფორმას იძენს (ან ორივეს ერთად), მისი მონაწილეობის მოცულობა განისაზღვრება გადაცემუ-ლი აქტივის ღირებულებით, რომლის გამოსყიდვაც საწარმოს შეუძლია. თუმცა, აქტი-ვთან დაკავშირებით გაყიდული ფუთ-ოფციონის შემთხვევაში, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, საწარმოს აქტივში მონაწილეობის მოცულობა განისაზღვრე-ბა გადაცემული აქტივის რეალურ ღირებულებასა და ოფციონის გამოყენების ფასს შო-რის უმცირესით; (იხ. პუნქტი ბ3.2.13)

გ) როდესაც გადაცემულ აქტივში საწარმოს მონაწილეობის გაგრძელება ფულადი სახსრე-ბით დასაფარი ოფციონის ან მსგავსი უფლების ფორმას იძენს, საწარმოს მონაწილეო-ბის მოცულობა იმავე მეთოდით შეფასდება, როგორც ზემოთ, (ბ) ქვეპუნქტში არაფულა-დი სახსრებით დასაფარი ოფციონის შემთხვევაში.

3.2.17 როდესაც საწარმო აქტივის აღიარებას განაგრძობს მასში შენარჩუნებული მონაწილეობის მოცულობის მიხედვით, იგი იმავდროულად აღიარებს დაკავშირებულ ვალდებულებასაც. ამ სტანდარტით განსაზღვრული შეფასების სხვა მოთხოვნების მიუხედავად, გადაცემული აქტი-ვისა და დაკავშირებული ვალდებულების შეფასება ხდება ისეთ საფუძველზე, რომელიც ასა-ხავს საწარმოს მიერ შენარჩუნებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. დაკავშირებული ვალ-დებულება იმგვარად შეფასდება, რომ გადაცემული აქტივისა და დაკავშირებული ვალდებუ-ლების ნეტო საბალანსო ღირებულების თანხა იყოს:

ა) საწარმოს მიერ შენარჩუნებული უფლებებისა და ვალდებულებების ამორტიზებული ღი-რებულება  იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული აქტივი შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით; ან

ბ) განცალკევებულად შეფასებული, საწარმოს მიერ შენარჩუნებული უფლებებისა და ვალ-დებულებების რეალური ღირებულების ტოლი  იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული აქ-ტივი შეფასებულია რეალური ღირებულებით.
 




6
 
3.2.18 საწარმომ უნდა განაგრძოს გადაცემული ფინანსური აქტივიდან წარმოქმნილი ნებისმიე-რი შემოსავლის აღიარება შენარჩუნებული მონაწილეობის მოცულობის პროპორციუ-ლად და, ამავე დროს, აღიაროს დაკავშირებული ვალდებულებიდან წარმოშობილი ნე-ბისმიერი ხარჯი.


3.2.19 შემდგომი შეფასების მიზნით, გადაცემული აქტივისა და დაკავშირებული ვალდებულების რეალური ღირებულების ნებისმიერი აღიარებული ცვლილება აისახება თანამიმდევრულად, 5.7.1 პუნქტის შესაბამისად და არ შეიძლება მათი ურთიერთგადაფარვა.

3.2.20 თუ გადაცემულ აქტივში საწარმოს მონაწილეობის გაგრძელება მხოლოდ ფინანსური აქტი-ვის რომელიმე ნაწილში მონაწილეობაა (ე.ი. როდესაც საწარმო ინარჩუნებს გადაცემული აქტივის ნაწილის გამოსყიდვის უფლებას, ან/და ინარჩუნებს ნარჩენ წილს ამ აქტივში, რაც არ განაპირობებს საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარ-გებლის შენარჩუნებას და საწარმო კონტროლს ინარჩუნებს), იგი ფინანსური აქტივის ად-რინდელ საბალანსო ღირებულებას ანაწილებს აქტივის იმ ნაწილზე, რომლის აღიარებაც გრძელდება შენარჩუნებული მონაწილეობის პროპორციულად და ასევე იმ ნაწილზე, რომ-ლის აღიარებაც უკვე შეწყდა, ამ ნაწილების რეალურ ღირებულებებზე დაყრდნობით გადა-ცემის თარიღისათვის. ამ მიზნით გამოიყენება 3.2.14 პუნქტის მოთხოვნები. მოგებაში ან ზა-რალში უნდა აღიარდეს სხვაობა:

ა) აღიარებაშეწყვეტილ ნაწილზე მიკუთვნებულ საბალანსო ღირებულებასა (შეფასებული აღიარების შეწყვეტის თარიღისთვის); და

ბ) აღიარებაშეწყვეტილ ნაწილთან დაკავშირებით მიღებულ ანაზღაურებას შორის.

3.2.21 თუ გადაცემული აქტივი შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით, დაკავშირებული ვალ-დებულებისათვის არ გამოიყენება ამ სტანდარტის არჩევანის უფლება, ფინანსური ვალდებუ-ლება შეფასდეს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით.

ყველა გადაცემა

3.2.22 თუ გადაცემული აქტივის აღიარება გრძელდება, არ შეიძლება აქტივისა და დაკავშირებული ვალდებულების ურთიერთგადაფარვა. ანალოგიურად, საწარმომ არ უნდა გადაფაროს გადა-ცემული აქტივიდან წარმოშობილი არანაირი შემოსავალი დაკავშირებული ვალდებულები-დან წარმოშობილი ხარჯით (იხ. ბასს 32  `ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა~, 42-ე პუნქტი).


3.2.23 თუ აქტივის გადამცემი აქტივის მიმღებს სთავაზობს არაფულად უზრუნველყოფას (მაგალითად, სავალო ან წილობრივ ინსტრუმენტს), ამ უზრუნველყოფის ასახვის წესი გა-დამცემისა და მიმღების მიერ დამოკიდებული იქნება იმაზე, აქვს თუ არა მიმღებს მიღებუ-ლი უზრუნველყოფის გაყიდვის ან გადაგირავების უფლება და შეასრულა თუ არა გადამცემ-მა მხარემ თავისი ვალდებულებები. გადამცემმა და მიმღებმა საწარმომ ზემოაღნიშნული უზრუნველყოფა უნდა ასახონ შემდეგნაირად:

ა) თუ მიმღებს გააჩნია მიღებული უზრუნველყოფის გაყიდვის ან გადაგირავების სახელშეკრულებო უფლება, გადამცემმა საწარმომ უნდა მოახდინოს აღნიშნული აქტი-ვის რეკლასიფიკაცია სხვა აქტივებისგან განცალკევებით ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში (მაგალითად, როგორც სასესხო აქტივი, დაგირავებული წილობრივი ინ-სტრუმენტი ან უკუშესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება));


ბ) თუ მიმღები საწარმო ყიდის უზრუნველყოფის სახით გადაცემულ უზრუნველყოფას, იგი აღიარებს გაყიდვიდან მიღებულ თანხებსა და რეალური ღირებულებით შეფასებულ ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტი-ვის უკან დაბრუნებასთან;
 




7
 
გ) თუ გადამცემი საწარმო არ შეასრულებს სახელშეკრულებო პირობებს და უკვე აღარ აქვს უზრუნველყოფის სახით გადაცემული აქტივის უკან დაბრუნების უფლება, მან უნდა შეწყვიტოს ამ უზრუნველყოფის აღიარება, ხოლო მიმღებმა საწარმომ უნდა აღიაროს მიღებული უზრუნველყოფა, როგორც საკუთარი აქტივი, რომელიც თავდაპირველად შეფასებული იყო რეალური ღირებულებით, ან იმ შემთხვევაში, თუ მას უზრუნველყოფა უკვე გაყიდული აქვს, გადამცემმა საწარმომ უნდა შეწყვიტოს გადაცემული უზრუნველ-ყოფის უკან დაბრუნების ვალდებულების აღიარება;

დ) (გ) ქვეპუნქტში განხილული შემთხვევის გარდა, სხვა შემთხვევაში, უზრუნველყოფის სახით გადაცემული აქტივი გადამცემმა საწარმომ ისევ უნდა ასახოს, როგორც საკუ-თარი აქტივი, ხოლო მიმღებმა საწარმომ აქტივად არ უნდა აღიაროს მიღებული უზრუნველყოფა.

3.3  ფინანსური ვალდებულების აღიარების შეწყვეტა


3.3.1 საწარმომ ფინანსური ვალდებულება (ან ფინანსური ვალდებულების ნაწილი) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ამოიღოს, როდესაც ის შეს-რულდება  ე.ი. როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება დაიფარება, გა-უქმდება ან ვადა გაუვა.

3.3.2 არსებითად განსხვავებული პირობების მქონე სავალო ინსტრუმენტის გაცვლა არსებულ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის განხილულ უნდა იქნეს, როგორც თავდაპირველი ფი-ნანსური ვალდებულების დაფარვა და ახალი ფინანსური ვალდებულების აღიარება. ანალოგიურად, არსებული ფინანსური ვალდებულების ან მისი ნაწილის პირობების მნიშვნელოვანი შეცვლა (მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა დებიტორის ფინანსურ სიძნელეებთან) განხილულ უნდა იქნეს, როგორც თავდაპირველი ფინანსური ვალდებულების დაფარვა და ახალი ფინანსური ვალდებულების აღიარება.

3.3.3 დაფარული ან სხვა მხარისათვის გადაცემული ფინანსური ვალდებულების (ან ფინანსური ვალდებულების ნაწილის) საბალანსო ღირებულებასა და გადახდილ ანაზღაურებას (გადაცე-მული არაფულადი აქტივების, ან აღებული ვალდებულებების ჩათვლით) შორის სხვაობა უნ-და აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

3.3.4 თუ საწარმო გამოისყიდის ფინანსური ვალდებულების ნაწილს, მან ფინანსური ვალდებულე-ბის ადრინდელი საბალანსო ღირებულება უნდა გაანაწილოს ვალდებულების იმ ნაწილებს შორის, რომელთა აღიარებაც გრძელდება და რომელთა აღიარებაც უკვე შეწყდა, გამოს-ყიდვის თარიღისთვის განსაზღვრული მათი (ამ ნაწილების) რეალურ ღირებულებების საფუძველზე. სხვაობა (ა) აღიარებაშეწყვეტილ ნაწილზე მიკუთვნებულ საბალანსო ღირებუ-ლებასა და (ბ) გადახდილ ანაზღაურებას (აღიარებაშეწყვეტილ ნაწილთან დაკავშირებული, გადაცემული არაფულადი აქტივებისა თუ აღებული ვალდებულების ჩათვლით) შორის უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.



მე-4 თავი კლასიფიკაცია

4.1 ფინანსური აქტივების კლასიფიკაცია


4.1.1 თუ საწარმო 4.5 პუნქტს არ იყენებს, მან ფინანსურ აქტივებს კლასიფიკაცია `შემდგომში ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული~, ან `შემდგომში რეალური ღირებულებით შეფასებული~  უნდა მიანიჭოს ორივე შემდეგი ფაქტორის საფუძველზე:

ა) საწარმოს ბიზნესმოდელი, რომელიც გამოიყენება ფინანსური აქტივების მართვისთვის; და

ბ) ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მახასიათებლები.
 




8
 
4.1.2 ფინანსური აქტივი შეფასდება ამორტიზებული ღირებულებით, თუ შემდეგი პირობებიდან ორივე არის დაკმაყოფილებული:

ა) საწარმოს აქტივის მართვა ხდება ისეთი ბიზნესმოდელის პირობებში, რომლის მიზანია აქტივების ფლობა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით;

ბ) ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო პირობები კონკრეტულ თარიღებს ადგენს ისეთი ფულადი ნაკადების მიღებისთვის, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას.


ბ4.1.1ბ4.1.26 პუნქტებში მოცემულია სახელმძღვანელო მითითებები აღნიშნული პირობების გამოყენების შესახებ.

4.1.3 4.1.2(ბ) პუნქტის გამოყენების მიზნებისთვის, პროცენტი არის ფულის დროითი ღირებუ-ლებისა და საკრედიტო რისკის კომპენსაცია, რაც უკავშირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასესხებულ დაუფარავ ძირითად თანხას.

4.1.4 ფინანსური აქტივი უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით, თუ იგი 4.1.2 პუნქტის შესაბამისად შეფასებული არ არის ამორტიზებული ღირებულებით.

ფინანსური აქტივის კლასიფიცირების შესაძლებლობა, როგორც `რეალური

ღირებულებით შეფასებული, ცვლილებების მოგებაში ან ზარალში ასახვით

4.1.5 4.1.14.1.4 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, საწარმოს თავდაპირველი აღიარებისას შეუქცევადი არჩევანის უფლება აქვს, ფინანსურ აქტივს მიანიჭოს კატეგორია `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~, თუ ამგვარი კლასიფიკაცია მთლიანად აღმოფხვრის, ან მნიშვნელოვნად ამცირებს შეფასებით ან აღიარებით გამოწვეულ შეუსაბამობებს (რასაც ზოგჯერ `სააღრიცხვო შეუსაბამობებს~ უწოდებენ), რაც წარმოიქმნებოდა განსხვავებული საფუძვლით აქტივების ან ვალდებულებების შეფასებიდან, ან შესაბამისი შემოსულობებისა და ზარალის აღიარებიდან (იხ. პუნქტები ბ4.1.29ბ4.1.32).

4.1.6 ფასს 7  `ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები~  მოითხოვს, რომ სა-წარმომ განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს ინფორმაცია ფინანსური აქტივების შესახ-ებ, რომლებიც კლასიფიცირებული აქვს როგორც `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~.


4.2 ფინანსური ვალდებულებების კლასიფიკაცია


4.2.1 საწარმომ ყველა ფინანსურ ვალდებულებას უნდა მიანიჭოს კლასიფიკაცია `შემდგომში ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით, გარდა:

ა) ფინანსური ვალდებულებებისა, რომლებიც ასახულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით. ასეთი ვალდებულებები, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ჩათვლით, რომლებიც ვალდებულებებს წარმოადგენს, საწარმომ შემდგომში უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით;

ბ) ფინანსური ვალდებულებებისა, რომლებიც იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც ფინანსური აქტივის გადაცემა არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, ან, როდესაც გამოიყენება აქტივში მონაწილეობის შენარჩუნების მიდგომა. ამგვარი ვალდებულებების შესაფასებლად გამოიყენება 3.2.15 და 3.2.17 პუნქტების მოთხოვნები;

გ) ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებებისა, როგორც ეს განმარტებულია (ა) დანართში. თავდაპირველი აღიარების შემდეგ, ამგვარი ხელშეკრულების ემიტენტმა (თუ არ გამოიყენება 4.2.1 (ა) ან (ბ) ქვეპუნქტები) იგი შემდგომში უნდა შეაფასოს შემდეგ ორ სიდიდეს შორის უდიდესით:
 


9
 
(ი) ბასს 37-ის  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები~ 

შესაბამისად განსაზღვრული თანხა; და

(იი) თავდაპირველად აღიარებულ ღირებულებას (იხ. პ. 5.1.1) გამოკლებული

ბასს 18-ის  `ამონაგები~  შესაბამისად განსაზღვრული დაგროვილი ამორტი-

ზაცია, საჭიროების შემთხვევაში.

დ) საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაბალი განაკვეთით სესხის გაცემის ვალდებუ-ლებისა. თავდაპირველი აღიარების შემდგომ, ამგვარი ვალდებულების ემიტენტმა (თუ არ გამოიყენება 4.2.1(ა) პუნქტი), იგი შემდგომში უნდა შეაფასოს შემდეგ ორ სიდიდეს შორის უდიდესით:

(ი) ბასს 37-ის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრული თანხა; და

(იი) თავდაპირველად  აღიარებულ  ღირებულებას  (იხ.  პუნქტი  5.1.1)  გამოკლებული,

ბასს 18-ის შესაბამისად განსაზღვრული დაგროვილი ამორტიზაცია, საჭიროების

შემთხვევაში.

ე) მყიდველი საწარმოს პირობითი კომპენსაციისა, რომელიც დაკავშირებულია ფასს 3-ის  `საწარმოთა გაერთიანება~  მოქმედების სფეროში მყოფ საწარმოთა გაერთია-ნებასთან. ამგვარი პირობითი კომპენსაცია შემდგომში უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით.

ფინანსური ვალდებულებების კლასიფიცირების შესაძლებლობა,

როგორც `რეალური ღირებულებით შეფასებული, ცვლილებების

მოგებაში ან ზარალში ასახვით~

4.2.2 თავდაპირველი აღიარებისას, საწარმოს შეუქცევადი არჩევანის უფლება აქვს, ფინანსური ვალდებულება აღრიცხოს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, როდესაც ეს ნებადართულია 4.3.5 პუნქტით, ან ამგვარი კლასიფიკაცია უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის უფრო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, რადგან იგი:

ა) მთლიანად აღმოფხვრის ან მნიშვნელოვნად ამცირებს შეფასებით ან აღიარებით გამოწვეულ შეუსაბამობებს (რასაც ზოგჯერ `სააღრიცხვო შეუსაბამობებს~ უწოდებენ), რაც წარმოიქმნებოდა განსხვავებული საფუძვლით აქტივების ან ვალდებულებების შეფასებიდან, ან შესაბამისი შემოსულობებისა და ზარალის აღიარებიდან; (იხ. პ. ბ4.1.29-ბ4.1.32) ან

ბ) დოკუმენტირებული რისკის მართვის ან საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისად ფინანსური ვალდებულებების ჯგუფის, ან ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ჯგუფის მართვა და შედეგების შეფასება ხდება რეალური ღირებულების საფუძველზე და ამავე საფუძველზე მიეწოდება ჯგუფის შესახებ ინფორმაცია საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობას (როგორც ეს განმარტებულია ბასს 24-ში  `დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები~), მაგალითად საწარმოს დირექტორთა საბჭოსა და მთავარ აღმასრულებელ პირს (იხ. პუნქტები ბ4.1.33-ბ4.1.36).

4.2.3 ფასს 7  `ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები~  მოითხოვს, რომ სა-წარმომ განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლებიც კლასიფიცირებული აქვს როგორც `რეალური ღირებულებით შეფასე-ბული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~.
 









10
 
4.3  ჩართული წარმოებული ინსტრუმენტები

 

4.3.1 ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი არის კომბინირებული (ჰიბრიდული) ხელშეკრულების კომპონენტი, რომელიც ასევე შეიცავს არაწარმოებულ ძირითად ხელშეკრულებას, რომლის გავლენაც იმაში გამოიხატება, რომ კომბინირებული ინსტრუმენტის ზოგიერთი ფულადი ნა-კადი იცვლება ცალკე არსებული (დამოუკიდებელი) წარმოებული ინსტრუმენტის მსგავსად. ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი იწვევს ზოგიერთი ან ყველა ფულადი ნაკადის იმგვარ ცვლილებას, რაც, სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულებით იქნებოდა განსაზღვრული შეთან-ხმებული საპროცენტო განაკვეთის, ფინანსური ინსტრუმენტის ფასის, საქონლის ფასის, სავალუტო კურსის, ფასების ინდექსების ან განაკვეთების, საკრედიტო რეიტინგის ან საკრე-დიტო ინდექსის, ან სხვა ცვლადების შესაბამისად, იმ პირობით, რომ არაფინანსური ცვლა-დის შემთხვევაში, ეს ცვლადი არ წარმოადგენს ხელშეკრულების რომელიმე მხარის სპეცი-ფიკურ მახასიათებელს. წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც მიბმულია ფინანსურ ინსტრუ-მენტზე, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად შესაძლებელია მისი დამოუკიდებლად გადაცემა, ან გააჩნია განსხვავებული კონტრაჰენტი, არ არის ჩართული წარმოებული, არამედ ცალკე არსებული ფინანსური ინსტრუმენტია.


კომბინირებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ფინანსური აქტივის ძირითად ხელშეკრულებას

4.3.2 თუ კომბინირებული ხელშეკრულება მოიცავს ძირითად ხელშეკრულებას, რომელიც წინამდებარე ფასს-ის შესაბამისად არის აქტივი, საწარმომ მთლიანი კომბინირებული ხელშეკრულების მიმართ უნდა გამოიყენოს 4.1.14.1.5 პუნქტის მოთხოვნები.

სხვა კომბინირებული ხელშეკრულებები

4.3.3 თუ კომბინირებული ხელშეკრულება მოიცავს ძირითად ხელშეკრულებას, რომელიც წინამდებარე ფასს-ის შესაბამისად არ არის აქტივი, საწარმომ ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოყოს ძირითადი ხელშეკრულებიდან და მოცემული ფასს-ის შესაბამისად აღრიცხოს როგორც წარმოებული ინსტრუმენტი, თუ:

ა) ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ეკონომიკური მახასიათებლები და რისკები არ არის მჭიდროდ დაკავშირებული ძირითადი ხელშეკრულების ეკონომიკურ მახასიათებ-ლებსა და რისკებთან (იხ. პუნქტები ბ4.3.5 და ბ4.3.8);

ბ) ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის მსგავსი პირობების მქონე განცალკევებული ინსტრუმენტი დააკმაყოფილებდა წარმოებულად აღიარების კრიტერიუმებს; და

გ) კომბინირებული ხელშეკრულება არ არის შეფასებული რეალური ღირებულებით, რეალური ღირებულების ცვლილებების მოგებაში ან ზარალში ასახვით (ანუ ისთ ფინანსურ ვალდებულებაში ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში, არ გამოცალკევდება (არ არის დამოუკიდებელი).


4.3.4 თუ ჩართული წარმოებული გამოცალკევდება, ძირითადი ხელშეკრულება უნდა აისახოს შესაბამისი ფესს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით. წინამდებარე ფასს არ განსაზღვრავს, ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი განცალკევებით უნდა იყოს თუ არა წარმოდგენილი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში.

4.3.5 4.3.3 და 4.3.4 პუნქტების მიუხედავად, თუ ხელშეკრულება შეიცავს ერთ ან მეტ ჩართულ წარმოებულს და ძირითადი ხელშეკრულება არ არის აქტივი, რომელიც განეკუთვნება მოცემული ფასს-ის მოქმედების სფეროს, საწარმოს უფლება აქვს, მთელ კომბინირებულ ხელშეკრულებას მიანიჭოს კლასიფიკაცია `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც:
 





11
 
ა) ჩართული წარმოებულ(ებ)ი მნიშვნელოვნად არ ცვლის ფულადი ნაკადების სიდიდეს იმასთან შედარებით, რაც სხვა შემთხვევაში ხელშეკრულებით იქნებოდა მოთხოვნილი; ან


ბ) მსგავსი კომბინირებული ინსტრუმენტის პირველად განხილვის დროს, მცირე ანალიზიდან, ან მცირე ანალიზის გარეშეც აშკარად ჩანს, რომ ჩართული წარმოებული ინსტრუმენტ(ებ)ის ცალკე გამოყოფა იკრძალება, როგორიცაა, მაგალითად სესხში ჩართული წინასწარ გადახდის ოფციონი, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს, სესხის დასაფარად გადაიხადოს დაახლოებით მისი ამორტიზებული ღირებულების ტოლი თანხა.


4.3.6 თუ საწარმოს წინამდებარე ფასს-ის მოთხოვნებით ევალება ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ცალკე გამოყოფა ძირითადი ხელშეკრულებიდან, მაგრამ არ შეუძლია ჩარ-თული წარმოებული ინსტრუმენტის ცალკე შეფასება ან შესყიდვის დროს, ან მომდევნო საანგარიშგებო თარიღისათვის, მან მთელ კომბინირებულ ხელშეკრულებას უნდა მიანიჭოს კლასიფიკაცია `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~.

4.3.7 თუ საწარმოს არ შეუძლია ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება მის ვადებსა და პირობებზე დაყრდნობით, ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის რეალური ღირებულება იქნება კომბინირებული ინსტრუმენტისა და ძირითა-დი ხელშეკრულების რეალური ღირებულებების სხვაობა. თუ საწარმოს არ შეუძლია ჩარ-თული წარმოებული ინსტრუმენტის რეალური ღირებულების შეფასება ამ მეთოდით, გამოი-ყენება 4.3.6 პუნქტი და კომბინირებული ხელშეკრულება კლასიფიცირდება, როგორც რეა-ლური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით.


4.4 რეკლასიფიკაცია


4.4.1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო ცვლის ფინანსური აქტივების მართვის ბიზნესმოდელს, მან უნდა მოახდინოს ყველა შესაბამისი ფინანსური აქტივის რეკლა-სიფიკაცია, 4.1.14.1.4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.

4.4.2 საწარმოს ფინანსური ვალდებულებების რეკლასიფიკაციის უფლება არა აქვს.

4.4.3 4.4.14.4.2 პუნქტების მიზნებისთვის რეკლასიფიკაციად არ მიიჩნევა შემდეგი სახის ცვლი-ლებები:


ა) მუხლი, რომელიც ადრე კლასიფიცირებული იყო და წარმოადგენდა ფულადი ნაკადების, ან ნეტო ინვესტიციის ჰეჯირებისას ეფექტური ჰეჯირების ინსტრუმენტს აღარ აკმაყოფილებს ასეთ კატეგორიად კლასიფიცირების კრიტერიუმებს;

ბ) მუხლი ხდება ფულადი ნაკადების ან ნეტო ინვესტიციების ჰეჯირებისას ეფექტური ჰეჯირების ინსტრუმენტი; და

გ) შეფასების ცვლილებები 6.7 განყოფილების შესაბამისად.
 

















12
 
მე-5 თავი  შეფასება

5.1 საწყისი შეფასება




5.1.1 თავდაპირველი აღიარებისას საწარმო ფინანსურ აქტივსა და ფინანსურ ვალდებულებას აფასებს რეალურ ღირებულებით, დამატებული ან გამოკლებული გარიგების ის დანახარჯე-ბი (ფინანსური აქტივისა და ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, რომელიც შეფასებული არ არის რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით), რომლე-ბიც უშუალოდ დაკავშირებულია ფინანსური აქტივის შეძენასთან, ან ფინანსური ვალდებუ-ლების ემისიასთან.


5.1.1ა თუ ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულება თავდა-პირველი აღიარებისას განსხვავდება გარიგების ფასისაგან, საწარმომ უნდა გამოიყენოს ბ5.1.2ა პუნქტის მოთხოვნები.

5.1.2 როდესაც საწარმო ანგარიშსწორების თარიღით აღრიცხვის მეთოდს იყენებს აქტივისათვის, რომელიც შემდგომში ამორტიზებული ღირებულებით შეფასდება, აქტივი თავდაპირველად აღიარდება გარიგების თარიღისთვის განსაზღვრული რეალური ღირებულებით. (იხ. პუნქტე-ბი ბ3.1.3ბ3.1.6) 


5.2 ფინანსური აქტივების შემდგომი შეფასება


5.2.1 საწარმომ ფინანსური აქტივი საწყისი აღიარების შემდგომ 4.1.1-4.1.5 პუნქტების შესაბამისად უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით, ან ამორტიზებული ღირებულებით (იხ. ბასს 39-ის პუნქტები მე-9 და მგ5მგ8).

5.2.2 საწარმომ ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივების მიმართ უნდა გამოიყენოს ბასს 39-ის 58-65-ე და მგ84-მგ93 პუნქტებში მოცემული გაუფასურების შემოწმების მოთხოვნები.

5.2.3 საწარმომ ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებულ ფინანსურ აქტივთან მიმართებით უნდა გამოიყენოს 6.5.86.5.14 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები ჰეჯირების აღრიცხვისათვის (და, საჭიროების შემთხვევაში, ბასს 39-ის 8994 პუნქტები, რომლებიც ეხება რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვას პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას).


5.3 F  ფინანსური ვალდებულებების შემდგომი შეფასება


5.3.1 საწარმომ ფინანსური ვალდებულებები თავდაპირველი აღიარების შემდგომ უნდა შეაფასოს

4.2.14.2.2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად (იხ. ბასს 39-ის მე-9 და მგ5მგ8 პუნქტები).

5.3.2 საწარმომ ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებულ ფინანსურ ვალდებულებასთან მიმართებით უნდა გამოიყენოს 6.5.86.5.14 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები ჰეჯირების აღრიცხვისათვის (და, საჭიროების შემთხვევაში, ბასს 39-ის 8994 პუნქტები, რომლებიც ეხება რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვას პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას).


5.4.1-

5.4.3 [გაუქმებულია]

5.5 ამორტიზებული ღირებულებით შეფასება – არ გამოიყენება
 






13
 
5.6 ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაცია


5.6.1 როდესაც საწარმო ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაციას ახდენს 4.4.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მან რეკლასიფიკაცია უნდა განახორციელოს პერსპექტიულად რეკლასიფიკაციის თარიღიდან. საწარმომ არ უნდა გადაიანგარიშოს ადრე აღიარებული რაიმე შემოსულობა, ზარალი ან პროცენტი.

5.6.2 თუ საწარმო ფინანსური აქტივის რეკლასიფიკაციას ახდენს რეალური ღირებულებით შეფასებულ კატეგორიად, 4.4.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მისი რეალური ღირებულების შეფასება ხდება რეკლასიფიკაციის თარიღით. შემოსულობა ან ზარალი, რომელიც წარმოიქმნება ადრინდელ საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის განსხვავებით, აღიარდება მოგებაში ან ზარალში.

5.6.3 თუ საწარმო ფინანსური აქტივის რეკლასიფიკაციას ახდენს ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ კატეგორიად, 4.4.1 პუნქტის შესაბამისად, რეკლასიფიკაციის თარიღისათვის განსაზღვრული მისი რეალური ღირებულება გახდება მისი ახალი საბალანსო ღირებულება.

5.7 შემოსულობები და ზარალი


5.7.1 რეალური ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი შემოსულობა ან ზარალი უნდა აისახოს მოგებაში ან ზარალში, შემდეგი შემთხვევების გარდა:

ა) როდესაც  იგი  წარმოადგენს  ჰეჯირების  ურთიერთობის  ნაწილს    (იხ.  პუნქტები 6.5.86.5.14  და, საჭიროების შემთხვევაში, ბასს 39-ის 8994 პუნქტები, რომლებიც ეხება

რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვას პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას);

ბ) როდესაც იგი წარმოადგენს ინვესტიციას წილობრივ ინსტრუმენტში და საწარმოს 5.7.5 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილი აქვს ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობები და ზარალი სხვა სრულ შემოსავალში ასახოს; ან

გ) როდესაც იგი არის ფინანსური ვალდებულება, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით და საწარმოს მოეთხოვება, ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების გავლენა (შედეგები) ასახოს სხვა სრულ შემოსავალში, 5.7.7 პუნქტის შესაბამისად.

5.7.2 ამორტიზებული ღირებულებით ასახულ ისეთ ფინანსურ აქტივთან დაკავშირებული შემო-სულობა და ზარალი, რომელიც არ წარმოადგენს ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილს (იხ. პუნქტები 6.5.86.5.14 და, საჭიროების შემთხვევაში, ბასს 39-ის 8994 პუნქტები, რომლებიც ეხება რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვას პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას), აღიარდება მოგებაში ან ზარალში ფინანსური აქტივის აღიარების შეწყვეტისას, გაუფასურებისას, ან 5.6.2 პუნქტის შესაბამისად რელასიფიკაციისას და ასევე ამორტიზების პროცესის მეშვეობით. ამორტიზებული ღირებულებით ასახულ ისეთ ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული შემოსულობა და ზარალი, რომელიც არ წარმოადგენს ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილს (იხ. პუნქტები 6.5.86.5.14 და, საჭიროების შემთხვევაში, ბასს 39-ის 8994 პუნქტები, რომლებიც ეხება რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვას პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას), აღია-რდება მოგებაში ან ზარალში, ფინანსური ვალდებულების აღიარების შეწყვეტისას და ამორტიზების პროცესის მეშვეობით.


5.7.3 ისეთ ფინანსურ აქტივებთან ან ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული შემოსულობა ან ზარალი, რომლებიც არ წარმოადგენს ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილს, უნდა აღიარდეს 6.5.86.5.14 პუნქტების შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, ბასს 39-ის 8994 პუნქტების შესაბამისად, რომლებიც ეხება რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვას პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას.
 


14
 
5.7.4 თუ საწარმო ფინანსურ აქტივებს აღიარებს ანგარიშსწორების თარიღით აღრიცხვის მეთოდით (იხ. პუნქტები 3.1.2, ბ3.1.3 და ბ3.1.6), მან ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ აქტივებთან დაკავშირებით არ უნდა აღიაროს ფინანსური აქტივის რეალური ღირებულების არანაირი ცვლილება (გაუფასურების ზარალის გარდა), რომელიც დაფიქსირდა გარიგების თარიღიდან ანგარიშსწორების თარიღამდე პერიოდში. თუმცა, რეალური ღირებულებით შე-ფასებულ აქტივებთან დაკავშირებით, რეალური ღირებულების ცვლილება უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში, ან სხვა სრულ შემოსავალში, როგორც მოითხოვება 5.7.1 პუნქტის შესაბამისად.


ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში

5.7.5 საწარმოს თავდაპირველი აღიარებისას შეუქცევადი არჩევანის უფლება აქვს, სხვა სრულ შემოსავალში ასახოს ისეთ წილობრივი ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიციის რეალურ ღირებულებაში შემდგომში მომხდარი ცვლილებები, რომელიც განეკუთვნება წინამდებარე ფასს-ის მოქმედების სფეროს და არ წარმოადგენს სავაჭროდ გამიზნულ ინსტრუმენტს და არც მყიდველი საწარმოს პირობით კომპენსაციას, რომელიც დაკავში-რებულია ფასს 3-ის  `საწარმოთა გაერთიანება~  მოქმედების სფეროში მყოფ საწარ-მოთა გაერთიანებასთან.


5.7.6 თუ საწარმო გადაწყვეტილებას იღებს 5.7.5 პუნქტის შესაბამისად, მან მოგებაში ან ზარალში უნდა აღიაროს აღნიშნული ინვესტიციიდან მიღებული დივიდენდები, როდესაც ბასს 18-ის შესაბამისად დადგინდება საწარმოს უფლება, მიიღოს გადახდილი დივიდენდები.

ვალდებულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით

5.7.7 საწარმომ მოგებაში ან ზარალში უნდა აღიაროს ისეთ ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული შემოსულობა და ზარალი, რომელიც კლასიფიცირებულია რეალური ღირე-ბულებით შეფასებულ კატეგორიად, მოგებაში ან ზარალში ასახვით, შემდეგი წესების დაცვით:


ა) ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულების ცვლილების ნაწილი, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებას, უნდა აისახოს სხვა სრულ შემოსავალში (იხ. პუნქტები ბ5.7.13ბ5.7.20); და

ბ) ვალდებულების რეალური ღირებულების ცვლილების დანარჩენი ნაწილი უნდა აისახოს მოგებაში ან ზარალში, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც (ა) ქვეპუნქტში აღწერილი ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების შედეგების აღრიცხვა გამოიწვევდა ან გაზრდიდა მოგებაში ან ზარალში სააღრიცხვო შეუსაბამობებს (რა შემთხვევაშიც 5.7.8 პუნქტის მოთხოვნები გამოიყენება). ბ5.7.5ბ5.7.7 და ბ5.7.10.-ბ5.7.12 პუნქტებში მოცემულია მითითებები იმის შესახებ, როგორ უნდა განსაზღვროს საწარმომ, წარმოიქმნება თუ არა, ან გაიზრდება თუ არა სააღრიცხვო შეუსაბამობები.

5.7.8 იმ შემთხვევაში, თუ 5.7.7 პუნქტის მოთხოვნები გამოიწვევს ან გაზრდის მოგებაში ან ზარალში სააღრიცხვო შეუსაბამობებს, საწარმომ აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველანაირი შემოსულობა ან ზარალი (ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების გავლენის ჩათვლით) უნდა ასახოს მოგებაში ან ზარალში.

5.7.9 5.7.7 და 5.7.8 პუნქტების მოთხოვნების მიუხედავად, საწარმომ მოგებაში ან ზარალში უნდა ასახოს ისეთ სასესხო ვალდებულებასა და ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი შემოსულობა ან ზარალი, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~.
 







15
 
მე-6 თავი  ჰეჯირების აღრიცხვა

6.1 ჰეჯირების აღრიცხვის მიზანი და მოქმედების სფერო


6.1.1 ჰეჯირების აღრიცხვის მიზანია, ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოაჩინოს იმ საწარმოს რისკების მართვის პროცესების გავლენა, რომელიც ფინანსურ ინსტრუმენტებს იყენებს კონკრეტული რისკების ზემოქმედების მართვისთვის, რომლებსაც შეუძლია გავლენის მოხდენა მოგებაზე ან ზარალზე (ან სხვა სრულ შემოსავალზე, იმ შემთხვევაში, როდესაც წილობრივ ინსტრუმენტებში განხორციელებული ინვესტიციებისთვის საწარმო იყენებს არჩევანის უფლებას, რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები ასახოს სხვა სრულ შემოსავალში 5.7.5 პუნქტის შესაბამისად). აღნიშნული მიდგომის მიზანია, გვიჩვენოს, რა გარემოებებში გამოიყენება ჰეჯირების ინსტრუმენტები, რომლის მიმართაც საწარმო იყენებს ჰეჯირების აღრიცხვის მეთოდს, რათა ნათელი გახდეს ჰეჯირების ინსტრუმენტების გამოყენების მიზანი და ეფექტი.


6.1.2 საწარმოს უფლება აქვს, ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ჰეჯი-რების ურთიერთობის კლასიფიკაცია განსაზღვროს 6.2.16.3.7 და ბ6.2.1ბ6.3.25 პუნქტების შესაბამისად. ჰეჯირების ურთიერთობისათვის, რომელიც საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, საწარმომ ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლთან დაკავ-შირებული შემოსულობა ან ზარალი უნდა ასახოს 6.5.16.5.14 და ბ6.5.1ბ6.5.28 პუნქტების შესაბამისად. როდესაც ჰეჯირებული მუხლი გარკვეული ელემენტების ჯგუფია, საწარმომ დამატებით უნდა შეასრულოს 6.6.16.6.6 და ბ6.6.1ბ6.6.16 პუნქტების მოთხოვნები.

6.1.3 ფინანსური აქტივების ან ფინანსური ვალდებულებების პორტფელის საპროცენტო განაკვე-თის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებისას (და მხოლოდ ასეთი ჰეჯირებისას), საწარმოს უფლება აქვს, წინამდებარე სტანდარტის ნაცვლად, ბასს 39-ის ჰეჯირების მოთხოვნები გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ იმავდროულად უნდა გამოიყენოს პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოთხოვნები და ჰეჯირებულ მუხლად მიიჩნიოს ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ფულად თანხას. (იხ. ბასს 39, პუნქტები 81ა, 89ა და გმ114-გმ132)


6.2 ჰეჯირების ინსტრუმენტები


ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ჰეჯირების ინსტრუმენტებად კლასიფიცირების კრიტერიუმებს

6.2.1 საზოგადოდ, წარმოებული ინსტრუმენტი, ზოგიერთი გაყიდული (გამოშვებული) ოფციონის გარდა, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტი. (იხ. პ. ბ6.2.4)

6.2.2 არაწარმოებული ფინანსური აქტივი ან არაწარმოებული ფინანსური ვალდებულება, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, შეიძლე-ბა კლასიფიცირდეს როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტი, თუ ფინანსური ვალდებულება არ განეკუთვნება რეალური ღირებულებით შეფასებულ კატეგორიას, მოგებაში ან ზარალში ასახვით, რომლის საკრედიტო რისკის ცვლილებით განპირობებული რეალური ღირებულების ცვლილება აისახება სხვა სრულ შემოსავალში 5.7.7 პუნქტის შესაბამისად. სავალუტო რისკის ჰეჯირების დროს, არაწარმოებულ ფინანსურ აქტივთან ან არაწარმოე-ბულ ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული სავალუტო რისკის კომპონენტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირების ინსტრუმენტად, თუ იგი არ არის წილობრივ ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია, რომლისთვისაც საწარმოს არჩეული აქვს რეალური ღირებულების ცვლილების ასახვა სხვა სრულ შემოსავალში, 5.7.5 პუნქტის შესაბამისად.
 







16
 
6.2.3 ჰეჯირების აღრიცხვის მიზნით, ჰეჯირების ინსტრუმენტებად კლასიფიცირდება მხოლოდ ან-გარიშვალდებული საწარმოს გარეშე მხარეებთან (ე.ი. ანგარიშვალდებული ჯგუფის, ან ინ-დივიდუალური საწარმოს გარეშე მხარეებთან) დადებული ხელშეკრულებები.

ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიცირება ჰეჯირების ინსტრუმენტებად

6.2.4 ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს, მთლიანად უნდა იქნეს მიჩნეული ჰეჯირების ინსტრუმენტად. დასაშვებ გამონაკლისებს წარ-მოადგენს მხოლოდ:


ა) ოფციონის ხელშეკრულებისთვის საკუთარი ღირებულებისა და დროითი ღირებულების განცალკევება და ჰეჯირების ინსტრუმენტად მხოლოდ ოფციონის საკუთარი ღი-რებულების ცვლილების კლასიფიცირება და არა დროითი ღირებულების ცვლილების; (იხ. პუნქტები 6.5.15 და ბ6.5.29ბ6.5.33)


ბ) ფორვარდულ ხელშეკრულებაში ფორვარდული ელემენტისა და სპოტ ელემენტის განცალკევება და ჰეჯირების ინსტრუმენტად მხოლოდ სპოტ ელემენტის ღირებულების ცვლილების კლასიფიცირება და არა ფორვარდული ელემენტის ღირებულების ცვლი-ლების; ანალოგიურად, შესაძლებელია უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედის განცალ-კევება და მისი გამორიცხვა ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტიდან; (იხ. პუნქტები 6.5.16 და ბ6.5.34ბ6.5.39) და


გ) მთლიანი ჰეჯირების ინსტრუმენტის ნაწილი, როგორიცაა, მაგალითად ნომინალური ღი-რებულების 50%, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირების ინსტრუმენტად ჰეჯირების ურთიერთობაში. თუმცა, ჰეჯირების ინსტრუმენტად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილების ნაწილი, რომელიც დაკავში-რებულია მხოლოდ დროის პერიოდის იმ ნაწილთან, რომლის განმავლობაშიც ჰეჯირე-ბის ინსტრუმენტი დაუფარავი რჩება.


6.2.5 საწარმოს შეფასება შეუძლია კომბინირებულად და ჰეჯირების ინსტრუმენტად მთლიანად მიიჩნიოს შემდეგი ელემენტების ნებისმიერი კომბინაცია (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზოგიერთ ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით წარმოქმნილი რისკი, ან რისკები გადაფარავს სხვა ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებულ რისკს, ან რისკებს):

ა) წარმოებული ინსტრუმენტები ან მათი ნაწილი; და

ბ) არაწარმოებული ინსტრუმენტები ან მათი ნაწილი.

6.2.6 თუმცა, წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც შეიცავს გაყიდულ და შესყიდულ ოფციონებს (მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის ქოლარი), არ დააკმაყოფილებს ჰეჯირების ინსტრუ-მენტად კლასიფიცირების კრიტერიუმებს, თუ კლასიფიკაციის განსაზღვრის თარიღისთვის იგი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ნეტო გაყიდულ ოფციონს (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც წარმოებული ინსტრუმენტი აკმაყოფილებს ბ6.2.4 პუნქტის კრიტერიუმებს). ანალოგიურად, ორი ან მეტი ინსტრუმენტი (ან მათი ნაწილები) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ერთობლივად მიჩნეულ იქნეს ჰეჯირების ინსტრუმენტად, თუ კლასიფიკაციის განსაზღვრის თარიღისთვის ისინი ერთობლივად, ფაქტობრივად, არ წარმოადგენს ნეტო გაყიდულ ოფციონს (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაკმაყოფილებულია ბ6.2.4 პუნქტის კრიტერიუმები).



6.3 ჰეჯირებული მუხლები


მუხლები, რომლებიც აკმაყოფილებს ჰეჯირებულ მუხლებად კლასიფიცირების კრიტერიუმებს

6.3.1 ჰეჯირებული მუხლი შეიძლება იყოს აღიარებული აქტივი ან ვალდებულება, არაღიარებუ-ლი მყარი ვალდებულება, პროგნოზირებული გარიგება ან უცხოურ ქვედანაყოფში განხორ-ციელებული ნეტო ინვესტიცია. ჰეჯირებული მუხლი შეიძლება იყოს:

17
 
ა) ცალკეული მუხლი; ან

ბ) მუხლების ჯგუფი (6.6.16.6.6 და ბ6.6.1ბ6.6.16 პუნქტების მოთხოვნების გათვა-ლისწინებით).

ჰეჯირებული მუხლი შეიძლება ასევე იყოს ამგვარი მუხლის, ან მუხლების ჯგუფის ნაწილი. (იხ. პუნქტები 6.3.7 და ბ6.3.7ბ6.3.25)

6.3.2 შესაძლებელი უნდა იყოს ჰეჯირებული მუხლის საიმედოდ შეფასება.

6.3.3 თუ ჰეჯირებული მუხლი პროგნოზირებული გარიგებაა (ან მისი ნაწილი), აღნიშნული გარიგება მაღალი ალბათობით უნდა იყოს მოსალოდნელი.

6.3.4 ჰეჯირებულ მუხლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს აგრეგირებული რისკი, რომელიც წარმოადგენს წარმოებული ინსტრუმენტისა და ისეთი რისკის კომბინაციას, რომელიც 6.3.1 პუნქტის შესაბამისად აკმაყოფილებს ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიკაციის კრიტერიუმებს (იხ. პუნქტები ბ6.3.3ბ6.3.4). აღნიშნული მოიცავს აგრეგირებული რისკის შესახებ პროგნოზირებულ გარიგებას (ანუ, სავარაუდო მომავალ გარიგებებს, რომლებიც გამოიწვევს რისკისა და წარმოებული ინსტრუმენტის წარმოქმნას), თუ აგრეგირებული რისკი მაღალი ალბათობის მქონეა და როდესაც ის მატერიალიზდება და, მაშასადამე, აღარ იქნება პროგნოზირებული რისკი, შესაძლებელი იქნება მისი კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად.


6.3.5 ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებისთვის, ჰეჯირებულ მუხლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ აქტივები, ვალდებულებები, მყარი ვალდებულებები, ან მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული გარიგებები ანგარიშვალდებული საწარმოს გარეშე მხარესთან. ჰეჯირების აღრიცხვის გამოყენება ერთი და იმავე ჯგუფის საწარმოებს შორის გარიგე-ბებთან/ოპერაციებთან მიმართებით შესაძლებელია მხოლოდ ამ საწარმოთა ინდივიდუ-ალურ ფინანსურ ანგარიშგებაში და არ შეიძლება ჯგუფის კონსოლიდებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, გარდა საინვესტიციო საწარმოს (როგორც ეს განმარტებულია ფასს 10-ში) კონსოლიდებული ფინანსური ანგარიშგებისა, სადაც კონსოლიდებული ფინანსური ანგარიშგებიდან არ გამოირიცხება საინვესტიციო საწარმოსა და შვილობილ საწარმოებს (რომლებიც აღირიცხება რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით) შორის განხორციელებული ოპერაციები.


6.3.6 თუმცა, 6.3.5 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, შიდაჯგუფური ფულადი მუხლის (მაგალითად, მოთხოვნები და ვალდებულებები ორ შვილობილ საწარმოს შორის) სავალუტო რისკმა შესაძლოა დააკმაყოფილოს კონსოლიდებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ჰეჯირებულ მუხ-ლად კლასიფიცირების კრიტერიუმები იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი შემოსულობა ან ზარალი კონსოლიდირებისას მთლიანად არ გამოირიცხება ბასს 21-ის  `უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედე-გები~  შესაბამისად. ბასს 21-ის თანახმად, კონსოლიდირების დროს, შიდაჯგუფურ ფულად მუხლთან დაკავშირებით მიღებული საკურსო სხვაობის შემოსულობა და ზარალი მთლია-ნად არ ელიმინირდება, როდესაც შიდაჯგუფურ ფულად მუხლთან დაკავშირებული ოპერაცია სრულდება ჯგუფში შემავალ ორ ისეთ საწარმოს შორის, რომლებსაც განსხვავე-ბული სამუშაო ვალუტა გააჩნიათ. გარდა ამისა, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშ-გებაში, მაღალი ალბათობის მქონე შიდაჯგუფური პროგნოზირებული გარიგების სავალუტო რისკი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირებულ მუხლად, თუ ეს გარიგება გამოსახული არ არის გარიგების მონაწილე საწარმოს სამუშაო ვალუტაში და სავალუტო რისკი გავლენას იქონიებს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე.



მუხლების კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლებად

6.3.7 საწარმოს უფლება აქვს, ჰეჯირებულ მუხლად მიიჩნიოს ჰეჯირების ურთიერთობაში მონაწილე მუხლი მთლიანად ან მისი კომპონენტი (ნაწილი). მთლიანი მუხლი მოიცავს ფულადი ნაკადების, ან ამა თუ იმ მუხლის რეალური ღირებულების ყველა ცვლილებას. კომპონენტი მოიცავს რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილების ან ფულადი ნაკადების

18
 
მთლიანი ცვალებადობის გარკვეულ ნაწილს. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მხოლოდ შემდეგი ტიპის კომპონენტების (მათი კომბინაციების ჩათვლით) კლასიფიცირება შეუძლია ჰეჯირებულ მუხლად:


ა) მხოლოდ კონკრეტულ რისკზე ან რისკებზე (რისკის კომპონენტი) მისაკუთვნებელი ფულადი ნაკადების ან რეალური ღირებულების ცვლილება, იმ პირობით, თუ კონკრე-ტული საბაზრო სტრუქტურის გათვალისწინებით განხორციელებული შეფასების თანახ-მად, რისკის კომპონენტი განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფა-სებადია (იხ. პუნქტები ბ6.3.8ბ6.3.15). რისკის კომპონენტები გულისხმობს მხოლოდ გარკვეულ ფასზე, ან სხვა ცვლადზე ზემოთ ან ქვემოთ ფულადი ნაკადების ან რეალური ღირებულების ცვლილების კლასიფიცირებას ჰეჯირებულ მუხლად (ცალმხრივი რისკი);

ბ) ერთი ან რამდენიმე შერჩეული სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები;

გ) ნომინალური ღირებულების ნაწილი, ანუ მუხლის ღირებულების კონკრეტული ნაწილი (იხ. პუნქტები ბ6.3.16ბ6.3.20).

6.4 კრიტერიუმები ჰეჯირების აღრიცხვისთვის


6.4.1 ჰეჯირების ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში კლასიფიცირდება ჰეჯირების აღრიც-ხვად, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი:

ა) ჰეჯირების ურთიერთობა მოიცავს მხოლოდ ისეთ ჰეჯირების ინსტრუმენტებსა და ჰეჯი-რებულ მუხლებს, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს;

ბ) ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ჰეჯირების ურთიერთობას მინიჭებული აქვს ფორმალური კლასიფიკაცია და არსებობს ჰეჯირების ურთიერთობის, საწარმოს რისკის მართვის მიზნისა და ჰეჯირების განხორციელების სტრატეგიის დოკუმენტაცია. აღნიშნუ-ლ დოკუმენტაციაში განსაზღვრული უნდა იყოს ჰეჯირების ინსტრუმენტი, ჰეჯირებული მუხლი, ჰეჯირებისთვის გამიზნული რისკის ხასიათი და აღწერილი იყოს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც საწარმო შეაფასებს, ჰეჯირების ურთიერთობა აკმაყოფილებს თუ არა ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნებს (მათ შორის, მოცემული უნდა იყოს ჰე-ჯირების არაეფექტურობის მიზეზების ანალიზი და როგორ განსაზღვრავს საწარმო ჰეჯირების კოეფიციენტს);


გ) ჰეჯირების ურთიერთობა აკმაყოფილებს ჰეჯირების ეფექტიანობის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

(ი) ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტს შორის არსებობს ეკონომიკური

ურთიერთდამოკიდებულება; (იხ. პუნქტები ბ6.4.4ბ6.4.6)

(იი) აღნიშნული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით გამოწვეულ ღირებუ-ლების ცვლილებაში არ დომინირებს საკრედიტო რისკის გავლენა; (იხ. პუნქტები ბ6.4.7ბ6.4.8) და

(იიი) განსახილველი ჰეჯირების ურთიერთობისთვის ჰეჯირების კოეფიციენტი იგივეა, რაც გამომდინარეობს ფაქტობრივად ჰეჯირებული მუხლების რაოდენობიდან და ამ მუხლების ჰეჯირებისთვის ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტების რაოდენობიდან. თუმცა, მოცემულმა ჰეჯირების ურთიერთობამ არ უნდა ასახოს ჰეჯირების არაეფექტურობის (მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა) გამომწვევი ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის წონებს შორის დისბალანსი, რაც გამოიწვევს ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგებს. (იხ. პუნქტები ბ6.4.9-ბ6.4.11)
 







19
 
6.5  ჰეჯირების ურთიერთობის აღრიცხვა

 

6.5.1 საწარმო ჰეჯირების აღრიცხვას იყენებს ჰეჯირების ურთიერთობისთვის, რომელიც აკმაყოფილებს 6.4.1 პუნქტის მოთხოვნებს (რომელიც მოიცავს საწარმოს გადაწყვეტილებას, ჰეჯირების ურთიერთობისთვის ფორმალური კლასიფიკაციის მინიჭების შესახებ).

6.5.2 არსებობს სამი ტიპის ჰეჯირების ურთიერთობა:

ა) რეალური ღირებულების ჰეჯირება: აღიარებული აქტივის ან ვალდებულების, ან არაღი-არებული მყარი ვალდებულების, ან ნებისმიერი ამგვარი მუხლის გარკვეული ნაწილის რეალური ღირებულების მოსალოდნელი ცვლილებების ჰეჯირება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ რისკთან და შეუძლია გავლენის მოხდენა მოგებაზე ან ზარალზე;


ბ) ფულადი ნაკადების ჰეჯირება: ფულადი ნაკადების მოსალოდნელი ცვალებადობის ჰეჯი-რება, რაც შეიძლება მიეკუთვნოს კონკრეტულ რისკს, რომელიც დაკავშირებულია მთლიან აღიარებულ აქტივთან ან ვალდებულებასთან, ან მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებულ გარიგებასთან, ან მათ ნაწილთან/კომპონენტთან (როგორიცაა ყველა ან ზოგიერთი სამომავლო საპროცენტო გადასახდელი ცვალებადგანაკვეთიან ვალზე) და რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა მოგებაზე ან ზარალზე;

გ) უცხოურ ქვედანაყოფში (როგორც განმარტებულია ბასს 21-ში) განხორციელებული ნეტო ინვესტიციების ჰეჯირება.

6.5.3 თუ ჰეჯირებული მუხლი წილობრივი ინსტრუმენტია, რომლისთვისაც 5.7.5 პუნქტის შესაბამისად საწარმო გადაწყვეტს რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებების სხვა სრულ შემოსავალში ასახვას, 6.5.2(ა) პუნქტში ნახსენები ჰეჯირებული რისკი უნდა იყოს ის რისკი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოხდენა სხვა სრულ შემოსავალზე. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აღიარებული ჰეჯირების არაეფექტურობა აისახება სხვა სრულ შემოსავალში.


6.5.4 მყარი ვალდებულების სავალუტო რისკის ჰეჯირება შეიძლება აისახოს როგორც რეალური ღირებულების ჰეჯირება, ან ფულადი ნაკადების ჰეჯირება.

6.5.5 თუ ჰეჯირების ურთიერთობა აღარ აკმაყოფილებს ჰეჯირების კოეფიციენტთან დაკავში-რებულ ჰეჯირების ეფექტიანობის მოთხოვნებს (იხ. პ. 6.4.1(გ)(იიი)), მაგრამ მოცემული ჰეჯირების ურთიერთობისთვის რისკის მართვის მიზანი იგივე რჩება, საწარმომ უნდა გააკორექტიროს ჰეჯირების კოეფიციენტი ისე, რომ ჰეჯირების ურთიერთობა ისევ აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს (წინამდებარე სტანდარტში ეს პროცესი მოხსენიებულია როგორც `ხელახლა დაბალანსება~  იხ. პუნქტები ბ6.5.7ბ6.5.21).

6.5.6 საწარმომ ჰეჯირების აღრიცხვა უნდა შეწყვიტოს პერსპექტიულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეჯირების ურთიერთობა (ან ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი) აღარ აკმაყოფილებს ჰეჯირების აღრიცხვის კრიტერიუმებს (საჭიროების შემთხვევაში, ჰეჯირების ურთიერთობის ხელახალი დაბალანსების გათვალისწინების შემდეგ). ასე შეიძლება მაშინ მოხდეს მაგალითად, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტს ვადა გაუვა ან გაი-ყიდება, გაუქმდება ან დაიფარება. ამ მიზნით, ჰეჯირების ინსტრუმენტის ვადის შეცვლა, ან გაგრძელება ან სხვა ჰეჯირების ინსტრუმენტით შეცვლა არ ნიშნავს ვადის გასვლას ან გა-უქმებას, თუ ამგვარი ჩანაცვლება ან ვადის გაგრძელება წარმოადგენს საწარმოს რისკის მართვის დოკუმენტირებული მიზნის ნაწილს, ან გამომდინარეობს ამ მიზნიდან. გარდა ამისა, ამავე მიზნებისათვის ჰეჯირების ინსტრუმენტი ვადაგასულად ან გაუქმებულად არ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, ან ახალი კანონებისა თუ სხვა ნორმატიული აქტების ამოქმედების ფარგლებში, ჰეჯირების ინსტრუმენტში მონაწილე მხარეები შეთან-ხმდებიან, რომ ერთი ან რამდენიმე კლირინგული კონტრაჰენტი შეცვლის თავდაპირველ კონტრაჰენტს და გახდება თითოეული მხარის ახალი კონტრაჰენტი. ამ

20
 
მიზნებისთვის, კლირინგულ კონტრაჰენტად მიიჩნევა ცენტრალური კონტრაჰენტი (ზოგჯერ უწოდებენ `კლირინგულ ორგანიზაციას~, ან `კლირინგულ სააგენტოს~), ან, მაგალითად კლირინგული ორგანიზაციის წევრი/მონაწილე საწარმო ან საწარმოები, ან კლირინგული ორგანიზაციის მონაწილის კლიენტი, რომელიც მოქმედებს როგორც კონტრაჰენტი ცენტრალური კონტრაჰენტის მიერ კლირინგის განხორციელების საკითხში. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტის მონაწილე მხარეები თავის თავდაპირველ კონტრაჰენტებს სხვადასხვა კონტრაჰენტით ცვლიან, წინამდებარე პუნქტის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ თითოეული ახალი კონტრაჰენტი კლირინგს ახორციელებს ერთი და იმავე ცენტრალურ კონტრაჰენტთან;

ბ) ჰეჯირების ინსტრუმენტის ყველა სხვა ცვლილება, თუ ეს მოხდება, იზღუდება მხოლოდ ისეთი ცვლილებებით, რომლებიც აუცილებელია კონტრაჰენტის ზემოთ აღწერილი ჩანაცვლების განსახორციელებლად. ზემოაღნიშნული ცვლილებები შეზღუდულია ისეთი ცვლილებებით, რაც მოსალოდნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჰეჯირების ინსტრუმენტი თავდაპირველად ითვალისწინებდა კლირინგის განხორციელებას კლირინგის კონტრაჰენტთან. ამგვარ ცვლილებებს განეკუთვნება ცვლილებები უზრუნველყოფისადმი წაყენებულ მოთხოვნებში, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთების ურთიერთგადაფარვის უფლებებსა და ამოსაღებ გადასახადებთან მიმართებაში.


ჰეჯირების აღრიცხვის შეწყვეტამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჰეჯირების ურთი-ერთობაზე მთლიანად, ან მის ნაწილზე (ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების ურთიერთობის დარჩენილი ნაწილისათვის გრძელდება ჰეჯირების აღრიცხვა).

6.5.7 საწარმომ უნდა გამოიყენოს:

ა) 6.5.10 პუნქტის მოთხოვნები, როდესაც იგი წყვეტს ჰეჯირების აღრიცხვას რეალური ღირებულების ჰეჯირებისათვის, რომლისთვისაც ჰეჯირებული მუხლი არის ამორტი-ზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური ინსტრუმენტი (ან მისი ნაწილი); და

ბ) 6.5.12 პუნქტის მოთხოვნები, როდესაც იგი წყვეტს ჰეჯირების აღრიცხვას ფულადი ნაკადების ჰეჯირებისთვის.

რეალური ღირებულების ჰეჯირება

6.5.8 მანამდე, სანამ რეალური ღირებულების ჰეჯირება აკმაყოფილებს 6.4.1 პუნქტის კრიტერიუმებს, ჰეჯირების ურთიერთობა უნდა აისახოს შემდეგნაირად:

ა) ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობა ან ზარალი უნდა აღიარდეს

მოგებაში  ან  ზარალში  (ან  სხვა  სრულ  შემოსავალში,  თუ  ჰეჯირების  ინსტრუმენტი

ახდენს წილობრივი ინსტრუმენტის ჰეჯირებას, რომლისთვისაც 5.7.5 პუნქტის შესაბამისად საწარმოს არჩეული აქვს რეალური ღირებულების ცვლილებების ასახვა სხვა სრულ შემოსავალში);

ბ) ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული ჰეჯირების შემოსულობით ან ზარალით უნდა გაკორექტირდეს ჰეჯირებული მუხლის საბალანსო ღირებულება (თუ შესაფერისია ეს მოთხოვნა) და ეს თანხა უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში. თუმცა, თუ ჰეჯირებული მუხლი არის წილობრივი ინსტრუმენტი, რომლისთვისაც საწარმოს 5.7.5 პუნქტის შესაბამისად არჩეული აქვს რეალური ღირებულების ცვლილებების ასახვა სხვა სრულ შემოსავალში, ეს თანხები უნდა დარჩეს სხვა სრულ შემოსავალში. როდე-საც ჰეჯირებული მუხლი არაღიარებული მყარი ვალდებულებაა (ან მისი ნაწილი), მყა-რი ვალდებულების რეალური ღირებულების მთელი ცვლილება, რომელიც დაგროვდა ჰეჯირებულ მუხლად მისი კლასიფიცირების შემდეგ, აღიარდება როგორც აქტივი ან ვალდებულება, ხოლო შესაბამისი შემოსულობა ან ზარალი აღიარდება მოგებაში ან ზა-რალში.
 





21
 
6.5.9 როდესაც რეალური ღირებულების ჰეჯირების დროს ჰეჯირებული მუხლი არის საწარმოს მყარი ვალდებულება (ან მისი ნაწილი), რომელიც ეხება აქტივის შეძენას ან ვალდებულების აღებას, საწარმოს მიერ მყარი ვალდებულების შესრულებით წარმოქმნილი აქტივის ან ვალდებულების საწყისი საბალანსო ღირებულება კორექტირდება იმ მიზნით, რომ მოიცვას საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღიარებული ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების აკუმულირებული ცვლილება.


6.5.10 თუ ჰეჯირებული მუხლი არის ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური ინს-ტრუმენტი (ან მისი ნაწილი), 6.5.8(ბ) პუნქტის შესაბამისად წარმოქმნილი ნებისმიერი კორექ-ტირების თანხა უნდა ჩამოიწეროს მოგების ან ზარალის ანგარიშის მეშვეობით. ამორ-ტიზაციის დაწყება შესაძლებელია კორექტირების საჭიროების წარმოქმნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს იმ მომენტისა, როდესაც შეწყდება ჰეჯირებული მუხლის კორექტირება ჰეჯი-რების შემოსულობით ან ზარალით. ამორტიზება (ჩამოწერა) ხდება ამორტიზების დაწყების თარიღისთვის გადაანგარიშებულ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე დაყრდნობით.

ფულადი ნაკადების ჰეჯირება

6.5.11 მანამდე, სანამ ფულადი ნაკადების ჰეჯირება აკმაყოფილებს 6.4.1 პუნქტის კრიტერიუმებს, ჰეჯირების ურთიერთობა უნდა აისახოს შემდეგნაირად:

ა) ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული საკუთარი კაპიტალის განცალკევებული კომპონენტი (ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი) კორექტირდება შემდეგი ორი სიდიდიდან (აბსოლუტურ გამოხატულებაში) უმცირეს სიდიდემდე:

(ი) ჰეჯირების დაწყების მომენტიდან ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით აკუმულირებული შემოსულობები ან ზარალი; და

(იი) ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების აკუმულირებული ცვლილება (ანუ ჰეჯირებული მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების კუმულაციური ცვლი-ლების დისკონტირებული ღირებულება) ჰეჯირების დაწყების მომენტიდან.

ბ) ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის ნაწილი, რომელიც განიხილება ეფექტურ ჰეჯირებად (ანუ ის ნაწილი, რომელიც იფარება (ა) პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის ცვლილებით), უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში;

გ) ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული, დარჩენილი შემოსულობა ან ზარალი (ან ნებისმიერი შემოსულობა ან ზარალი, რომელიც საჭიროა (ა) პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის ცვლილების დასაბალან-სებლად) წარმოადგენს ჰეჯირების არაეფექტურობას და უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში;


დ) ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვში (ა) პუნქტის შესაბამისად აკუმულირებული თანხა უნდა აისახოს შემდეგნაირად:

(ი) თუ პროგნოზირებული გარიგების ჰეჯირება შემდგომში იწვევს არაფინანსური აქტივის ან არაფინანსური ვალდებულების აღიარებას, ან არაფინანსური აქტივის ან არაფინანსური ვალდებულების შესახებ პროგნოზირებული გარიგება გახდება მყარი ვალდებულება, რომლისთვისაც რეალური ღირებულების ჰეჯირების აღ-რიცხვა გამოიყენება, საწარმომ ეს თანხა უნდა ამოიღოს ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვიდან და პირდაპირ ჩართოს აქტივის ან ვალდებულების საწ-ყის ან საბალანსო ღირებულებაში. ეს არ არის რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა~) და, მაშასადამე, გავლენას არ ახდენს სხვა სრულ შემოსავალზე.
 





22
 
(იი) ფულადი ნაკადების ჰეჯირებისთვის, გარდა (ი) პუნქტში განხილული შემთხვევისა, საწარმომ ზემოაღნიშნული თანხა ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვიდან უნდა გადაიტანოს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1) იმავე პერიოდში ან პერიოდებში, რომლის განმავლო-ბაშიც ჰეჯირებული მოსალოდნელი ფულადი ნაკადები გავლენას იქონიებს მოგე-ბაზე ან ზარალზე (მაგალითად, იმ პერიოდებში, როდესაც აღიარდება საპროცენტო შემოსავალი ან საპროცენტო ხარჯები, ან, როდესაც პროგნოზირე-ბული გაყიდვა განხორციელდება);


(იიი) თუმცა, თუ ზემოაღნიშნული თანხა ზარალია და საწარმო ვარაუდობს, რომ მთელი ზარალი, ან მისი ნაწილი არ დაიფარება ერთი ან რამდენიმე საანგარიშ-გებო პერიოდის განმავლობაში, მან, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვიდან დაუყოვნებლივ მოგებაში ან ზარალ-ში უნდა გადაიტანოს ის თანხა, რომლის ამოღების იმედიც აღარ აქვს. (იხ. ბასს 1)

6.5.12 როდესაც საწარმო წყვეტს ჰეჯირების აღრიცხვას ფულადი ნაკადების ჰეჯირებისათვის (იხ. პუნქტები 6.5.6 და 6.5.7(ბ)), მან ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვში აკუმულირებული თანხა უნდა ასახოს 6.5.11(ა) პუნქტის შესაბამისად, შემდეგნაირად:

ა) თუ მაინც მოსალოდნელია, რომ ჰეჯირებული მომავალი ფულადი ნაკადები წარმო-იშობა, ზემოაღნიშნული თანხა უნდა დარჩეს ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვში

მანამ, სანამ მომავალი ფულადი ნაკადები არ წარმოიქმნება, ან სანამ საწარმო გამოიყენებს 6.5.11(დ)(იიი) პუნქტის მოთხოვნებს. როდესაც წარმოიქმნება მომავალი ფულადი ნაკადები, საწარმო გამოიყენებს 6.5.11(დ) პუნქტს.

ბ) თუ მოსალოდნელი აღარ არის, რომ ჰეჯირებული მომავალი ფულადი ნაკადები წარმოიქმნება, საწარმომ ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა დაუ-ყოვნებლივ უნდა გადაიტანოს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1). ჰეჯირებული მომავალი ფულადი ნაკადი, რომლის მოხდენა მაღალი ალბათობით აღარ არის მოსალოდნელი, შესაძლოა მაინც ივარაუდებოდეს, რომ მოხდება.


უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციების ჰეჯირება

6.5.13 უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციების ჰეჯირება, ფულადი მუხ-ლის ჰეჯირების ჩათვლით, რომელიც ნეტო ინვესტიციის ნაწილად მიიჩნევა (იხ. ბასს 21), უნ-და აისახოს ფულადი ნაკადების ჰეჯირების მსგავსად:

ა) ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის ნაწილი, რომ-ელიც განიხილება ეფექტურ ჰეჯირებად, უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში; (იხ. პ. 6.5.11) და

ბ) არაეფექტური ნაწილი უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

6.5.14 ჰეჯირების ინსტრუმენტის შემოსულობა ან ზარალი, რომელიც დაკავშირებულია ჰეჯირების ეფექტურ ნაწილთან და აკუმულირებულია უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშების რეზერვში, უცხოური ქვედანაყოფის გაყიდვისას ან ნაწილობრივი გაყიდვისას, საწარმომ ბასს 21-ის 48-49-ე პუნქტების შესაბამისად, საკუთარი კაპიტალიდან უნდა გადაიტანოს მოგებაში ან ზა-რალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება. (იხ. ბასს 1)

ოფციონის დროითი ღირებულების აღრიცხვა

6.5.15 როდესაც ოფციონის ხელშეკრულებისთვის საწარმო განაცალკევებს საკუთარ ღირებუ-ლებასა და დროით ღირებულებას და ჰეჯირების ინსტრუმენტად მხოლოდ ოფციონის საკუთარი ღირებულების ცვლილებებს განიხილავს (იხ. პუნქტი 6.2.4(ა)), მან ოფციონის დროითი ღირებულება უნდა ასახოს შემდეგნაირად: (იხ. პუნქტები ბ6.5.29ბ6.5.33)

23
 
ა) საწარმომ ოფციონის დროითი ღირებულება უნდა გამოაცალკევოს ოფციონის მეშვეობით ჰეჯირებული მუხლის ტიპის მიხედვით: (იხ. პ. ბ6.5.29)

(ი) გარიგებასთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლი; ან

(იი) დროის პერიოდთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლი.

ბ) ოფციონის დროითი ღირებულების რეალური ღირებულების ცვლილება, რომლის მეშვე-ობითაც ხდება გარიგებასთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ჰეჯირება, უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში იმ ოდენობით, რომელიც დაკავშირებულია ჰეჯი-რებულ მუხლთან და დაგროვდეს საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტის/მუხლის სახით. ოფციონის დროითი ღირებულებით წარმოქმნილი რეალური ღირებულების აკუმულირებული ცვლილება, რომელიც დაგროვილია საკუთარი კაპიტალის ცალკე მუხლის სახით (`თანხა~), უნდა აისახოს შემდეგნაირად:


(ი) თუ ჰეჯირებული მუხლი შემდგომში გამოიწვევს არაფინანსური აქტივის ან არა-ფინანსური ვალდებულების აღიარებას, ან არაფინანსური აქტივის ან არაფინანსუ-რი ვალდებულების შესახებ მყარ ვალდებულებას, რომლისთვისაც რეალური ღი-რებულების ჰეჯირების აღრიცხვა გამოიყენება, საწარმომ ზემოაღნიშნული თანხა უნდა ამოიღოს საკუთარი კაპიტალის ცალკე მუხლიდან და პირდაპირ ჩართოს აქტივის ან ვალდებულების საწყის ან საბალანსო ღირებულებაში. ეს არ არის რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1) და, მაშასადამე, გავლენას არ ახდენს სხვა სრულ შემოსავალზე;

(იი) ჰეჯირების ურთიერთობისთვის, გარდა (ი) პუნქტში განხილული შემთხვევისა, საწარმომ საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტიდან ზემოაღნიშნული თანხა უნდა გადაიტანოს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექ-ტირება (იხ. ბასს 1) იმავე პერიოდში ან იმ პერიოდებში, რომლის განმავლობა-შიც ჰეჯირებული მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადები გავლენას იქონი-ებს მოგებაზე ან ზარალზე (მაგალითად, იმ პერიოდებში, როდესაც პროგნოზირე-ბული გაყიდვა განხორციელდება);

(იიი) თუმცა, თუ მოსალოდნელი არ არის, რომ ზემოაღნიშნული თანხა ან მისი ნაწილი დაიფარება ერთი ან რამდენიმე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, საწარმომ, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება, დაუყოვნებლივ მოგებაში ან ზარალში უნდა გადაიტანოს ის თანხა, რომლის ამოღების იმედიც აღარ აქვს. (იხ. ბასს 1)


გ) ოფციონის დროითი ღირებულების რეალური ღირებულების ცვლილება, რომლის მეშვეობითაც ხდება დროის პერიოდთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ჰეჯი-რება, უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში იმ ოდენობით, რომელიც დაკავშირე-ბულია ჰეჯირებულ მუხლთან და დაგროვდეს საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტის სახით. ოფციონის ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირების თარი-ღისთვის არსებული დროითი ღირებულება, იმ ოდენობით, რომელიც დაკავშირებულია ჰეჯირებულ მუხლთან, უნდა ჩამოიწეროს რაციონალური საფუძვლით სისტემატურად იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც ოფციონის საკუთარი ღირებულების ჰეჯირების კორექტირებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოგებაზე ან ზარალზე (ან სხვა სრულ შემოსავალზე, თუ ჰეჯირებული მუხლი არის წილობრივი ინსტრუმენტი, რომლისთვისაც 5.7.5 პუნქტის შესაბამისად საწარმოს არჩეული აქვს რეალური ღირებულების ცვლილებების ასახვა სხვა სრულ შემოსავალში). შესაბამისად, საწარმომ თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ამორტიზაციის თანხა საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტიდან უნდა გადაიტანოს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1). თუმცა, თუ ჰეჯირების აღრიცხვა შეწყდება ჰეჯირების ურთიერთობისთვის, რომელიც მოიცავს ოფციონის საკუთარი ღირებულების ცვლილებას, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტს, საწარმომ, ნეტო თანხა (ანუ აკუმულირებული ამორტიზაციის გათვალისწინებით), რომელიც დაგროვდა საკუთარი კაპიტალის ცალკე მუხლის სახით, დაუყოვნებლივ უნდა გადაიტანოს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1).





24
 
ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტისა და ფინანსური ინსტრუმენტის უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედის აღრიცხვა

6.5.16 როდესაც საწარმო ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდულ ელემენტსა და სპოტ ელემენტს ერთმანეთისგან განაცალკევებს და ჰეჯირების ინსტრუმენტის კლასიფიკაციას მხოლოდ სპოტ ელემენტის ღირებულების ცვლილებას ანიჭებს, ან, როდესაც საწარმო ფინანსური ინსტრუმენტიდან გამოყოფს უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედს და გამო-რიცხავს მას ამ ფინანსური ინსტრუმენტის ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირებიდან (იხ. პუნქტი 6.2.4(ბ)), მას შეუძლია 6.5.15 პუნქტის გამოყენება ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტის, ან უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედის მიმართ იმგვარადვე, როგორც გამოიყენება ოფციონის დროით ღირებულებასთან მიმართებით. ასეთ შემთხვე-ვაში, საწარმომ უნდა გამოიყენოს ბ6.5.34ბ6.5.39 პუნქტების მითითებები.


6.6 მუხლების ჯგუფის ჰეჯირება


ჯგუფის ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირების შესაძლებლობა

6.6.1 ჰეჯირებულ მუხლად მუხლების ჯგუფის (მათ შორის, მუხლების ჯგუფის, რომელიც ნეტო პოზიციას წარმოადგენს; იხ. პუნქტები ბ6.6.1ბ6.6.8) კლასიფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ:

ა) იგი შედგება ისეთი მუხლებისაგან (მათ შორის, მუხლების ნაწილებისგან), რომლებიც ინდივიდუალურად უფლებამოსილია, რომ კლასიფიცირებული იყოს ჰეჯირებულ მუხლად;


ბ) რისკის მართვის მიზნებისთვის ჯგუფში შემავალი მუხლების მართვა ხდება ერთობლივად; და


გ) ისეთი მუხლების ჯგუფის ფულადი ნაკადების ჰეჯირების დროს, რომლის ფულად ნაკადებში მოსალოდნელია, რომ ცვლილებები არ იქნება მთლიანად ჯგუფის ფულადი ნაკადების ცვლილების პროპორციული მიახლოებით, რის გამოც წარმოიქმნება ურთიერთგადამფარავი რისკების პოზიციები:

(ი) იგი არის სავალუტო რისკის ჰეჯირება; და

(იი) აღნიშნული ნეტო პოზიციის კლასიფიცირება ზუსტად განსაზღვრავს საანგა-რიშგებო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირებულმა გარიგებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოგებაზე ან ზარალზე, ასევე მათ ხასიათსა და სიდიდეზე. (იხ. პუნქტები ბ6.6.7ბ6.6.8)

ნომინალური ღირებულების კომპონენტის კლასიფიცირება

6.6.2 კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისთვის უფლება-მოსილი მუხლების ჯგუფის გარკვეულ ხვედრით (პროცენტულ) წილს, დასაშვებია, რომ კლასიფიცირდეს ჰეჯირებულ მუხლად, თუ ამგვარი კლასიფიკაცია შესაბამისობაშია საწარმოს რისკის მართვის მიზანთან.


6.6.3 მუხლების მთლიანი ჯგუფის გარკვეული ფენისათვის (მაგალითად, ქვედა ფენისთვის)

მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები ჰეჯირების აღრიცხვის გამოყენება, თუ:

ა) შესაძლებელია მისი ცალკე იდენტიფიცირება და საიმედოდ შეფასება;

ბ) რისკის მართვის მიზანია ფენის ჰეჯირება;
 







25
 
გ) ჯგუფში შემავალი მუხლები, საიდანაც გამოიყო ფენა, ექვემდებარება ერთი და იმავე ჰეჯირებულ რისკს (ისე, რომ ჰეჯირებული ფენის შეფასებაზე გავლენას არ ახდენს მთლიანი ჯგუფიდან რომელიმე კონკრეტული მუხლები, რომლებიც ქმნიან ჰეჯირებულ ფენას);


დ) არსებული მუხლების ჰეჯირებისთვის (მაგალითად, არაღიარებელი მყარი ვალდე-ბულება ან აღიარებული აქტივი) საწარმოს შეუძლია განსაზღვროს და გააკონტროლოს მთლიანი ჯგუფის ის მუხლები, საიდანაც განისაზღვრა ჰეჯირებული ფენა (ისე, რომ საწარმოს შეუძლია დააკმაყოფილოს ჰეჯირების ურთიერთობის აღრიცხვის კრიტე-რიუმები); და


ე) ჯგუფში შემავალი მუხლები, რომლებიც შეიცავს წინასწარ გადახდის ოფციონებს, აკმაყოფილებს ნომინალური ღირებულების კომპონენტების კლასიფიკაციის მოთხოვ-ნებს. (იხ. პუნქტი ბ6.3.20)ს


წარდგენა

6.6.4 ურთიერთგადამფარავი რისკების პოზიციების მქონე მუხლების ჯგუფის ჰეჯირებისას (ანუ ნეტო პოზიციის ჰეჯირებისას), რომლის ჰეჯირებული რისკი გავლენას ახდენს მოგებისა და ზარალის ან სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგების სხვადასხვა მუხლზე, აღნიშნულ ანგარიშგებაში ჰეჯირების შემოსულობა ან ზარალი უნდა აისახოს იმ მუხლებისაგან განცალკევებით, რომლებზეც გავლენას ახდენს ჰეჯირებულ მუხლები. შესაბამისად, აღნიშნულ ანგარიშგებაში უშუალოდ ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული მუხლი (მაგალითად, ამონაგები ან რეალიზებული საქონლის თვითღირებულება) უცვლელი რჩება.


6.6.5 აქტივებისა და ვალდებულებებისთვის, რომელთა ჰეჯირება რეალური ღირებულების ჰეჯირებისას ჯგუფურად ხდება, ინდივიდუალურ აქტივთან ან ვალდებულებასთან და-კავშირებული შემოსულობა ან ზარალი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა აღიარდეს, როგორც ჯგუფის შემადგენელი შესაბამისი ინდივიდუალური მუხლების საბალანსო ღირებულების კორექტირება, 6.5.8(ბ) პუნქტის თანახმად.

ნულოვანი ნეტო პოზიცია

6.6.6 როდესაც ჰეჯირებული მუხლი არის ჯგუფი, რომელიც ნულოვან ნეტო პოზიციას წარმოადგენს (ანუ ჰეჯირებული მუხლები ერთმანეთში მთლიანად გადაფარავენ რისკს, რომელიც ჯგუფურად იმართება), საწარმოს მისი კლასიფიცირების უფლება აქვს ისეთ ჰეჯირების ურთიერთობაში, რომელიც არ მოიცავს ჰეჯირების ინსტრუმენტს, თუ:

ა) ჰეჯირება არის ნეტო რისკის მცოცავი ჰეჯირების სტრატეგიის ნაწილი, რომლის დროსაც საწარმო დროის გასვლასთან ერთად რეგულარულად ახდენს ერთი და იმავე ტიპის ახალი პოზიციების ჰეჯირებას (მაგალითად, როდესაც გარიგებების გადანაც-ვლება ხდება დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომლის ჰეჯირებასაც საწარმო ახორციელებს);


ბ) ჰეჯირებული ნეტო პოზიცია ნეტო რისკის მცოცავი ჰეჯირების სტრატეგიის პერიოდის განმავლობაში იცვლება ზომაში და საწარმო ნეტო რისკის ჰეჯირებისთვის იყენებს უფლებამოსილ ჰეჯირების ინსტრუმენტს (ანუ, როდესაც ნეტო პოზიცია არ არის ნულის ტოლი);


გ) ამგვარი ნეტო პოზიციისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება ჰეჯირების აღრიცხვა, როდესაც იგი ნული (ნულოვანი) არ არის და მისი ჰეჯირება უფლებამოსილი ჰეჯირების ინსტრუმენტებით ხდება; და


დ) ნულოვანი ნეტო პოზიციის მიმართ ჰეჯირების აღრიცხვის არგამოყენება გამოიწვევს სააღრიცხვო შედეგების შეუსაბამობას, რადგან ასეთი აღრიცხვა არ აღიარებს ურთიერთგადამფარავი რისკების პოზიციებს, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, აღიარე-ბული იქნებოდა ნეტო პოზიციის ჰეჯირებისას.

26
 
6.7  საკრედიტო რისკის კლასიფიცირების შესაძლებლობა, როგორც `რეალური

ღირებულებით შეფასებული,  მოგებაში ან ზარალში ასახვით~


საკრედიტო რისკების კლასიფიცირების შესაძლებლობა, როგორც `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~

6.7.1 თუ საწარმო მთლიანად ფინანსური ინსტრუმენტის ან მისი ნაწილის საკრედიტო რისკის (საკრედიტო რისკის გავლენის) მართვის მიზნით იყენებს საკრედიტო წარმოებულს, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, მას უფლება აქვს აღნიშნულ ფინანსურ ინსტრუმენტს (ანუ მთელ ინსტრუმენტს, ან მის ნაწილს) მიანიჭოს კლასიფიკაცია `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~ ამგვარი მართვის მოცულობის ფარგლებში, თუ:

ა) საკრედიტო რისკის სახელი (მაგალითად, მსესხებელი ან სავალო ვალდებულების მფლობელი) შეესაბამება საკრედიტო წარმოებული ინსტრუმენტის შესაბამის საწარმოს (`სახელით თანხვედრა~); და

ბ) ფინანსური ინსტრუმენტის კლასის რიგითობა შეესაბამება იმ ინსტრუმენტების კლასს, რომლის მიწოდებაც შესაძლებელია საკრედიტო წარმოებული ინსტრუმენტის შესა-ბამისად.


საწარმოს აღნიშნული არჩევანის უფლება აქვს იმის მიუხედავად, მოცემული სტანდარტის მოქმედების სფეროს განეკუთვნება თუ არა ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საკრედიტო რისკსაც მართავს საწარმო (მაგალითად, საწარმოს შეუძლია ზემოაღნიშნული კლასიფიკაცია მიანიჭოს სასესხო ვალდებულებას, რომელიც ამ სტანდარტის მოქმედების სფეროს არ განეკუთვნება). საწარმოს ფინანსური ინსტრუმენტისთვის ამგვარი კლასიფიკაციის მინიჭება შეუძლია თავდაპირველი აღიარებისას, ან შემდგომში, ან იმ დროის განმავლობაში, როდესაც ის არ არის აღიარებული. საწარმომ პარალელურად დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს მისი კლასიფიცირება.

აღრიცხვა საკრედიტო რისკის, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით

6.7.2 თუ ფინანსური ინსტრუმენტი 6.7.1 პუნქტის შესაბამისად კლასიფიცირებულია, როგორც `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~ თავდაპირველი აღიარების შემდგომ, ან ადრე აღიარებული არ იყო, კლასიფიკაციის მინიჭების თარი-ღისთვის დაუყოვნებლივ მოგებაში ან ზარალში უნდა აღიარდეს სხვაობა საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის.


6.7.3 საწარმომ უნდა შეწყვიტოს საკრედიტო რისკის ზრდის გამომწვევი ფინანსური ინსტრუმენტის, ან მისი ნაწილის შეფასება რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ:

ა) 6.7.1 პუნქტში მოცემული პირობები აღარ არის დაკმაყოფილებული, მაგალითად:

(ი) საკრედიტო წარმოებულს, ან მასთან დაკავშირებულ, საკრედიტო რისკის გამომწვევ ფინანსურ ინსტრუმენტს ვადა გაუვიდა, ან გაიყიდა, გაუქმდა და დაიფარა; ან

(იი) ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მართვა აღარ ხდება საკრედიტო წარმოებულის გამოყენებით. მაგალითად, ასე შეიძლება მოხდეს მსესხებლის ან ვალდებულების მფლობელის საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების, ან საწარმოზე კაპიტალის მიმართ დადგენილი მოთხოვნების ცვლილების გამო.

ბ) საჭირო აღარ არის საკრედიტო რისკის გამომწვევი ფინანსური ინსტრუმენტის შეფასება რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით (ანუ ამ დროის განმავ-ლობაში საწარმოს ბიზენსმოდელი არ შეცვლილა, ამიტომ 4.4.1 პუნქტის შესაბამისად საჭირო არ იყო რეკლასიფიკაცია). 


27
 
6.7.4 როდესაც საწარმო წყვეტს საკრედიტო რისკის გამომწვევი ფინანსური ინსტრუმენტის ან მისი ნაწილის შეფასებას რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, შეფასების შეწყვეტის თარიღისათვის ამ ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულება ხდება მისი ახალი საბალანსო ღირებულება. შემდგომში საწარმომ იგივე შეფასების მოდელი უნდა გამოიყენოს, რასაც იქამდე იყენებდა, სანამ ფინანსურ ინსტრუმენტს მიანი-ჭებდა კლასიფიკაციას, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, (ახალი საბალანსო ღირებულების შედეგად გამოწვეული ამორტიზაციის ჩათვლით). მაგალითად, თავდაპირველად ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ კატეგორიად კლასიფიცირებული ფინანსური აქტივი დაუბრუნდება ამავე შეფასებას და მისი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გადაანგარიშება მოხდება ახალი საბალანსო ღირებულების მიხედვით, რომელიც ექნება რეალური ღირებულებით შეფასების შეწყვეტის თარიღისათვის. ანალოგიურად, სასესხო ვალდებულება ან ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება უნდა შეფასდეს შემდეგი ორი სიდიდიდან უდიდესით:


ა) ბასს 37-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულება; და

ბ) რეალური ღირებულებით შეფასების შეწყვეტის თარიღისათვის არსებულ ახალ საბალანსო ღირებულებას მინუს აკუმულირებული ამორტიზაცია. ამორტიზაციის პერიოდი იქნება ინსტრუმენტის დარჩენილი ვადა.




მე-7 თავი ძალაში შესვლის თარიღი და მოცემულ სტანდარტზე გადასვლა

7.1 ძალაში შესვლის თარიღი



7.1.1 მოცემული სტანდარტი ხელმისაწვდომია გამოყენებისათვის. თუ საწარმო გადაწყვეტს აღნიშნული სტანდარტის გამოყენებას, მან ერთდროულად უნდა გამოიყენოს სტანდარტის ყველა მოთხოვნა (მაგრამ ასევე იხილეთ 7.1.2, 7.2.16 და 7.3.2 პუნქტები), განმარტებით შენიშვნებში აღნიშნოს ამის შესახებ და იმავდროულად გამოიყენოს `გ~ დანართის ცვლილებებიც.

7.1.2 7.1.1 პუნქტის მიუხედავად, საწარმოს შეუძლია მოგებაში ან ზარალში ასახვით, რეალური ღირებულებით შეფასებულ ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის წარდგენისათვის აირჩიოს 5.7.1(გ), 5.7.75.7.9, 7.2.12 და ბ5.7.5ბ5.7.20 პუნქტების მოთხოვნების გამოყენება ისე, რომ არ გამოიყენოს ამ სტანდარტის სხვა მოთხოვნები. თუ საწარმო აირჩევს მხოლოდ აღნიშნული პუნქტების გამოყენებას, მან ამის შესახებ უნდა აღნიშნოს განმარტებით შენიშვნებში და წარმოადგინოს ფასს 7-ის მე-10-11 პუნქტების შესაბამისი ინფორმაცია (2010 წლის ოქტომბერში გამოცემული ფასს 9-ის შესაბამისად შეცვლილი ვერსია).

7.1.3 2013 წელს გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასს-ების ყოველწლიური გაუმჯობესება, 2010-2012-ის ციკლი~  გამოიწვია 4.2.1 და 5.7.5 პუნქტების შეცვლა, ფასს 3-ში შეტანილი ცვლილე-ბების პასუხად. საწარმომ აღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს პერსპექტიულად საწარმოთა გაერთიანებებისათვის, რომელთაც ფასს 3-ის მოცემული ცვლილება ეხება.

7.2 მოცემულ ფასს-ზე გადასვლა

7.2.1 საწარმომ წინამდებარე სტანდარტი უნდა გამოიყენოს რეტროსპექტულად, ბასს 8-ის  `საა-ღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~  შესაბამისად, გარდა 7.2.47.2.15 და 7.2.167.2.21 პუნქტებისა. ეს სტანდარტი საწარმომ არ უნდა გამოი-ყენოს იმ მუხლების მიმართ, რომელთა აღიარებაც უკვე შეწყდა სტანდარტის თავდაპირ-ველად გამოყენების თარიღისათვის.
 




28
 
7.2.2 7.2.1, 7.2.37.2.15 და 7.2.18 პუნქტებში განსაზღვრული გარდამავალი დებულებების მიზნე-ბისათვის, თავდაპირველი გამოყენების თარიღია ის, როდესაც საწარმო პირველად გამოიყენებს აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნებს. თავდაპირველი გამოყენების თარიღი არის საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისი, რომელშიც საწარმო გამოიყენებს აღნიშნულ მოთხოვნებს. ფასს 9-ის გამოყენების მიმართ საწარმოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ფასს-ზე გადასვლა შესაძლოა შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე თავდაპირველი გამოყენების თარიღს სხვადასხვა მოთხოვნისათვის.

7.2.3 თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის საწარმო ამ თარიღისათვის არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით აფასებს, ფინანსური აქტივი აკმაყოფილებს თუ არა 4.1.2(ა) პუნქტის პირობებს. მიღებული კლასიფიკაცია რეტროსპექტულად უნდა იქნეს გამოყენებული წინა პერიოდების საწარმოს ბიზნესმოდელის მიუხედავად.

7.2.4 თუ საწარმო, 4.1.4 ან 4.1.5 პუნქტების შესაბამისად, რეალური ღირებულებით აფასებს კომბი-ნირებულ ხელშეკრულებას, მაგრამ შესადარის საანგარიშგებო პერიოდებში შეფასებული არ ჰქონდა კომბინირებული ხელშეკრულების რეალური ღირებულება, თითოეული შესა-დარისი საანგარიშგებო პერიოდისთვის კომბინირებული ხელშეკრულების რეალური ღირე-ბულება უნდა იყოს შემადგენელი კომპონენტების (ანუ არაწარმოებული ძირითადი ხელშეკრულება და ჩართული წარმოებული) რეალურ ღირებულებათა ჯამი.

7.2.5 საწარმომ თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის, მთლიანი კომბინირებული ხელშეკ-რულების რეალურ ღირებულებასა და შემადგენელი კომპონენტების რეალურ ღირებუ-ლებათა ჯამს შორის სხვაობა უნდა აღიაროს:

ა) თავდაპირველი გამოყენების საანგარიშგებო პერიოდში  გაუნაწილებელი მოგების საწყისს ნაშთში, თუ საწარმო აღნიშნულ სტანდარტს გამოიყენებს საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისიდან; ან

ბ) მოგებაში ან ზარალში, თუ საწარმო აღნიშნული სტანდარტის გამოყენებას საანგარიშ-გებო პერიოდის განმავლობაში დაიწყებს.

7.2.6 თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის საწარმოს უფლება აქვს აირჩიოს შემდეგი კლასიფიკაცია:

ა) ფინანსური აქტივისთვის  როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, 4.1.5 პუნქტის შესაბამისად; ან

ბ) წილობრივ ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიციისთვის  როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, სხვა სრულ შემოსავალში ასახვით, 5.7.5 პუნქტის შესაბამისად.

ამგვარი არჩევანი უნდა გაკეთდეს თავდაპირველი გამოყენების თარიღისათვის არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით. აღნიშნული კლასიფიკაცია გამოყენებულ უნდა იქნეს რეტროსპექტულად.

7.2.7 თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის:

ა) თუ ფინანსური აქტივი არ აკმაყოფილებს 4.1.5 პუნქტის მოთხოვნებს, საწარმომ აუცილებლად უნდა გააუქმოს ფინანსური აქტივის ადრინდელი კლასიფიკაცია  რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით;

ბ) თუ ფინანსური აქტივი აკმაყოფილებს 4.1.5 პუნქტის მოთხოვნებს, საწარმოს უფლება აქვს, გააუქმოს ფინანსური აქტივის ადრინდელი კლასიფიკაცია  რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით.

ამგვარი არჩევანი (კლასიფიკაციის გაუქმება) უნდა გაკეთდეს თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით. ეს კლასიფიკაცია გამოყენებულ უნდა იქნეს რეტროსპექტულად.
 







29
 
7.2.8 თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის:

ა) საწარმოს, 4.2.2(ა) პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ფინანსურ ვალდებულებას მიანიჭოს კლასიფიკაცია `რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით~;

ბ) საწარმომ აუცილებლად უნდა გააუქმოს ფინანსური ვალდებულების ადრინდელი კლასიფიკაცია  რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ ასეთი გადაწყვეტილება თავდაპირველი აღიარებისას მიიღო ისეთი გარემოებების თანახმად, რაც ახლა აღწერილია 4.2.2(ა) პუნქტში და ასეთი არჩევანი სტანდარტის თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის არ აკმაყოფილებს აღნიშნულ გარემოებებს;

გ) საწარმოს უფლება აქვს, გააუქმოს ფინანსური ვალდებულების ადრინდელი კლასი-ფიკაცია  რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ ასეთი გადაწყვეტილება თავდაპირველი აღიარებისას მიიღო ისეთი გარემოებების თანახმად, რაც ახლა აღწერილია 4.2.2(ა) პუნქტში და ასეთი არჩევანი სტანდარტის თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის არ აკმაყოფილებს აღნიშნულ გარემოებებს.

ამგვარი არჩევანი (კლასიფიკაციის მინიჭება და გაუქმება) უნდა გაკეთდეს თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით. ეს კლასი-ფიკაცია გამოყენებულ უნდა იქნეს რეტროსპექტულად.

7.2.9 თუ საწარმოსთვის შეუძლებელია (როგორც განმარტებულია ბასს 8-ში) ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის რეტროსპექტულად გამოყენება, ან გაუფასურების გამოყენება ბასს 39-ის 58-65 და გმ84გმ93 პუნქტების შესაბამისად, საწარმომ:

ა) ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულება თითოეული წარდგენილი შესადარისი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის უნდა მიიჩნიოს მის ამორტიზებულ ღირებულებად, თუ წინა პერიოდების მონაცემებს გადაიანგარიშებს;

ბ) ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულება, განსაზ-ღვრული სტანდარტის თავდაპირველად გამოყენების თარიღისათვის უნდა მიიჩნიოს ფინანსური აქტივის, ან ფინანსური ვალდებულების ახალ ამორტიზებულ ღირებულებად სტანდარტის თავდაპირველი გამოყენების თარიღისთვის.

7.2.10 თუ საწარმო წინათ, ბასს 39-ის შესაბამისად, თვითღირებულებით აღრიცხავდა წილობრივ ინსტრუმენტში ფლობილ ინვესტიციას, რომლისთვისაც არ არსებობს იდენტური ინსტრუმენ-ტების აქტიური ბაზრის კოტირებული ფასი (ანუ 1-ლი დონის ამოსავალი მონაცემი), (ან წარმოებულ აქტივს, რომელიც დაკავშირებულია და უნდა დაიფაროს ამგვარი წილობრივი ინსტრუმენტის გადაცემით), მან წინამდებარე სტანდარტის თავდაპირველი გამოყენებისას ეს ინსტრუმენტი უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით. სხვაობა ადრინდელ საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის უნდა აღიარდეს იმ საანგარიშგებო პერიოდის გაუნაწილებელი მოგების საწყის ნაშთში, რომელიც მოიცავს ამ სტანდარტის თავდაპირველი გამოყენების თარიღს.


7.2.11 თუ საწარმო წინათ ბასს 39-ის შესაბამისად თვითღირებულებით აღრიცხავდა წარმოებულ ვალდებულებას, რომელიც დაკავშირებულია და უნდა დაიფაროს ისეთი წილობრივი ინსტრუმენტის გადაცემით, რომლისთვისაც არ არსებობს იდენტური ინსტრუმენტების აქტიური ბაზრის კოტირებული საბაზრო ფასი (ანუ 1-ლი დონის ამოსავალი მონაცემი), მან წინამდებარე სტანდარტის თავდაპირველი გამოყენებისას წარმოებული ვალდებულება უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით. სხვაობა ადრინდელ საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის უნდა აღიარდეს იმ პერიოდის გაუნაწილებელი მოგების საწყის ნაშთში, რომელიც მოიცავს ამ სტანდარტის თავდაპირველი გამოყენების თარიღს.


7.2.12 საწარმომ სტანდარტის პირველად გამოყენებისას, ამ თარიღისთვის არსებულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს, 5.7.7 პუნქტის მოთხოვნები ხომ არ გამო-იწვევს ან გაზრდის მოგებაში ან ზარალში სააღრიცხვო შეუსაბამობებს. ამ გადაწყვეტი-ლების საფუძველზე აღნიშნული სტანდარტი გამოყენებულ უნდა იქნეს რეტროსპექტულად.
 





30
 
7.2.13 7.2.1 პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, საწარმომ, რომელიც იყენებს მოცემული სტანდარტის კლასიფიკაციისა და შეფასების მოთხოვნებს, განმარტებით შენიშვნებში უნდა წარმოადგინოს ფასს 7-ის 44ტ-44ღ მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია, მაგრამ საჭირო არ არის წინა პერიოდების მონაცემების გადაანგარიშება. საწარმოს წინა პერიოდების მონაცემების გადაანგარიშება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება შესაძლებელია რეტროსპექტული მიდგომის გამოყენების გარეშე. თუ საწარმო არ გადაიანგარიშებს წინა პერიოდების მონაცემებს, მან გაუნაწილებელი მოგების საწყის ნაშთში (ან საკუთარი კაპიტალის სხვა მუხლში, საჭიროებისამებრ) უნდა აღიაროს სხვაობა წინა საბალანსო ღირებულებასა და იმ საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის არსებულ საბალანსო ღირებულებას შორის, რომელსაც განეკუთვნება სტანდარტის თავ-დაპირველად გამოყენების თარიღი. თუმცა, თუ საწარმო გადაიანგარიშებს წინა პერი-ოდების მონაცემებს, გადაანგარიშებული ფინანსური ანგარიშგება უნდა ასახავდეს ამ სტანდარტის ყველა მოთხოვნას.

7.2.14 თუ საწარმო ბასს 34-ის  `შუალედური ფინანსური ანგარიშგება~  შესაბამისად ამზადებს შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებას, საჭირო არ არის ამ სტანდარტის მოთხოვნების გამო-ყენება შუალედური პერიოდების მიმართ, რომლებიც წინ უსწრებს ამ სტანდარტის პირველად გამოყენების თარიღს, თუ ამის გაკეთება შეუძლებელია (როგორც ეს განმარ-ტებული ბასს 8-ში).


საწარმოები, რომლებმაც ფასს 9 (2009 წ.) ან ფასს 9 (2010 წ.) ვადაზე ადრე გამოიყენეს

7.2.15 საწარმომ 7.2.17.2.14 პუნქტების გარდამავალი დებულებები უნდა გამოიყენოს თავდაპირველი გამოყენების შესაბამისი თარიღისათვის. საწარმომ 7.2.37.2.12 პუნქტების გარდამავალი დებულებები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ (ანუ, თუ საწარმო ირჩევს ფასს 9-ის იმგვარად გამოყენებას, რომელიც მოიცავს თავდაპირველი გამოყენების რამდენიმე თარიღს, მას აღარ შეუძლია ამ მოთხოვნების ხელახლა გამოყენება, თუ ისინი უკვე გამოიყენა რომელიმე წინა თარიღისთვის).

გარდამავალი დებულებები ჰეჯირების აღრიცხვისთვის (თავი 6)

7.2.16 როდესაც საწარმო პირველად გამოიყენებს ამ სტანდარტის 2013 წლის ნოემბერში შეცვლილ ვერსიას, მას შეუძლია სააღრიცხვო პოლიტიკად აირჩიოს ისევ ბასს 39-ის ჰეჯირების აღრიცხვის მოთხოვნების გამოყენება, ამ სტანდარტის მე-6 თავის მოთხოვნების გამოყენების ნაცვლად. საწარმომ აღნიშნული პოლიტიკა უნდა გამოიყენოს ჰეჯირების ყველა ურთიერთობის მიმართ. საწარმომ, რომელიც ამ პოლიტიკას აირჩევს, ფასიკ 16  `უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება~  უნდა გამოი-ყენოს იმ ცვლილებების გაუთვალისწინებლად, რომელთაც ეს ინტერპრეტაცია შესაბა-მისობაში მოჰყავს მოცემული სტანდარტის მე-6 თავის მოთხოვნებთან.


7.2.17 საწარმომ წინამდებარე სტანდარტის ჰეჯირების აღრიცხვის მოთხოვნები, გარდა 7.2.21 პუნქტის მოთხოვნებისა, უნდა გამოიყენოს პერსპექტიულად.

7.2.18 იმისათვის, რომ საწარმომ ჰეჯირების აღრიცხვის მიდგომა გამოიყენოს მოცემული სტან-დარტის ჰეჯირების მოთხოვნების თავდაპირველი გამოყენების თარიღიდან, ამ თარი-ღისთვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს ჰეჯირების აღრიცხვის ყველა კრიტერიუმი.

7.2.19 ჰეჯირების ურთიერთობა, რომელიც ჰეჯირების აღრიცხვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა ბასს 39-ის შესაბამისად და, ამავე დროს, ჰეჯირების ურთიერთობად კლასიფიცირდება ამ სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისადაც (იხ. პუნქტი 6.4.1), ჰეჯირების ურთიერთობის ხელახალი დაბალანსების გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 7.2.20(ბ)) საწარმომ უნდა მიიჩნიოს ჰეჯირების ურთიერთობის გაგრძელებად.

7.2.20 ამ სტანდარტის ჰეჯირების მოთხოვნების პირველად გამოყენებისას:

ა) საწარმოს შეუძლია აღნიშნული მოთხოვნები გამოიყენოს ბასს 39-ის ჰეჯირების მოთხოვნების გამოყენების შეწყვეტის მომენტიდან; და
 


31
 
ბ) ბასს 39-ის შესაბამისად განსაზღვრული ჰეჯირების კოეფიციენტი უნდა მიიჩნიოს საწყის წერტილად განგრძობითი ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების კოეფიციენტის ხელა-ხალი დაბალანსების უზრუნველსაყოფად. ამგვარი დაბალანსებიდან მიღებული შემოსუ-ლობა ან ზარალი უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

7.2.21 ამ სტანდარტის ჰეჯირების მოთხოვნების პერსპექტიული გამოყენების პრინციპიდან გამონაკლისის სახით:

ა) საწარმომ ოფციონის დროითი ღირებულების აღრიცხვისათვის 6.5.15 პუნქტის მოთ-ხოვნები უნდა გამოიყენოს რეტროსპექტულად, თუ ჰეჯირების ურთიერთობაში მხო-ლოდ ოფციონის საკუთარი ღირებულების ცვლილება იყო კლასიფიცირებული ჰეჯი-რების ინსტრუმენტად ბასს 39-ის შესაბამისად. რეტროსპექტული გამოყენების ზემოაღ-ნიშნული მოთხოვნა ეხება მხოლოდ ჰეჯირების იმ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ყველაზე ადრეული შესადარისი პერიოდისათვის, ან მის შემდეგ მოხდა მათი კლასიფიცირება;

ბ) საწარმოს შეუძლია 6.5.16 პუნქტის შესაბამისად ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტის აღრიცხვის გამოყენება რეტროსპექტულად, თუ ჰეჯირების ურთიერთობაში ბასს 39-ის შესაბამისად მხოლოდ ფორვარდული ხელშეკრულების სპოტ ელემენტის ცვლილება იყო კლასიფიცირებული ჰეჯირების ინსტრუმენტად. რეტროს-პექტული გამოყენების ზემოაღნიშნული მოთხოვნა ეხება მხოლოდ ჰეჯირების იმ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ყველაზე ადრეული შესადარისი პერიო-დისათვის, ან მის შემდეგ მოხდა მათი კლასიფიცირება. გარდა ამისა, თუ საწარმო ირჩევს აღრიცხვის ამ მეთოდის რეტროსპექტულ გამოყენებას, მან ეს მეთოდი უნდა გამოიყენოს ჰეჯირების ყველა ურთიერთობისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ არჩევანის უფლების გამოყენების მოთხოვნებს (ანუ ამ სტანდარტზე გადასვლისას შესაძლებელი არ არის ზემოაღნიშნული არჩევანის უფლების გამოყენება ცალკეული ჰეჯირების ურთიერთობის მიმართ). უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედების აღრიცხვის გამოყენება (იხ. პუნქტი 6.5.16) შესაძლებელია რეტროსპექტულად ჰეჯირების იმ ურთიერთობის მიმართ, რომლებიც არსებობდა ყველაზე ადრეული შესადარისი პერიოდისათვის, ან მის შემდეგ მოხდა მათი კლასიფიცირება.



გ) საწარმომ 6.5.6 პუნქტის მოთხოვნები უნდა გამოიყენოს რეტროსპექტულად, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტი არ მიიჩნევა ვადაგასულად ან გაუქმებულად, თუ:

(ი) მოქმედი კანონმდებლობის, ან ახალი კანონებისა თუ სხვა ნორმატიული აქტების ამოქმედების ფარგლებში ჰეჯირების ინსტრუმენტში მონაწილე მხარეები შეთან-ხმდებიან, რომ ერთი ან რამდენიმე კლირინგული კონტრაჰენტი შეცვლის თავდა-პირველ კონტრაჰენტს და გახდება თითოეული მხარის ახალი კონტრაჰენტი; და

(იი) ჰეჯირების ინსტრუმენტის ყველა სხვა ცვლილება, თუ ეს მოხდება, იზღუდება მხოლოდ ისეთი ცვლილებებით, რომლებიც აუცილებელია კონტრაჰენტის ზემოთ აღწერილი ჩანაცვლების განსახორციელებლად.

7.3 ფასიკ 9-ის, ფასს 9-ისა (2009 წ.) და ფასს 9-ის (2010 წ.) გაუქმება

7.3.1 წინამდებარე სტანდარტმა ჩაანაცვლა ფასიკ 9  `ჩართული წარმოებული ინსტრუმენტების ხელახლა შეფასება~. მოთხოვნები, რომლებიც 2010 წლის ოქტომბერში ფასს 9-ს დაემატა, მოიცავს იმ მოთხოვნებსაც, რომლებიც ადრე მოცემული იყო ფასიკ 9-ის მე-5 და მე-7 პუნქტებში. შესაბამისად, ფასს 1-ში  `ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარ-ტების პირველად გამოყენება~  გაერთიანდა მოთხოვნები, რომლებიც ადრე მოცემული იყო ფასიკ 9-ის მე-8 პუნქტში.

7.3.2 მოცემული სტანდარტი ცვლის 2009 წელს გამოცემულ ფასს 9-სა და 2010 წელს გამოცემულ ფასს 9-ს. თუმცა, საწარმოს, წინამდებარე სტანდარტის ნაცვლად, შეუძლია 2009 წელს ან 2010 წელს გამოცემული ფასს 9-ის გამოყენება.
 





32
 
დანართი ა


ტერმინების განმარტება

წინამდებარე დანართი ამ სტანდარტის განუყოფელი ნაწილია.

აღიარების ადრე აღიარებული ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების
შეწყვეტა ამოღება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან.
წარმოებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი არის ქვემოთ ჩამოთვლილი
ფინანსური სამივე  მახასიათებლის  მქონე  ფინანსური  ინსტრუმენტი  ან  სხვა
ინსტრუმენტი ხელშეკრულება, რომელიც განეკუთვნება წინამდებარე სტანდარტის
მოქმედების სფეროს (იხ. პუნქტი 2.1):
ა) მისი ღირებულება იცვლება რაიმე განსაზღვრული საპროცენტო
განაკვეთის, ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების, საქონლის
ფასის, გაცვლითი სავალუტო კურსის, ფასების ან განაკვეთების
ინდექსის,  საკრედიტო  რეიტინგის  და  საკრედიტო  ინდექსის  ან
სხვა  ცვლადის  ცვლილების  შესაბამისად,  თუ  არაფინანსური
ცვლადის  შემთხვევაში,  ეს  ცვლადი  არ  არის  ხელშეკრულების
რომელიმე  მხარისთვის  დამახასიათებელი  (ზოგჯერ  უწოდებენ
`საბაზისო~ ცვლადს);
ბ) იგი არ მოითხოვს საწყის ნეტო ინვესტიციას ან მოითხოვს ისეთ
საწყის ნეტო ინვესტიციას, რომელიც უფრო მცირეა, ვიდრე ამას
მოითხოვდა სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც, სავარაუ-
დოდ, მსგავს რეაგირებას ახდენს საბაზრო ფაქტორების ცვლილე-
ბაზე; და

გ) მისი განაღდება ხდება მომავალი თარიღით.
რეალური რეალური ღირებულება არის ფასი, რომელიც მიღებული ან გადახ-
ღირებულება დილი  იქნებოდა  აქტივის  გაყიდვიდან  ან  ვალდებულების  გადაცე-
მისას,  შეფასების  თარიღისთვის  ბაზრის  მონაწილეებს  შორის
ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის დროს. (იხ. ფასს 13)
ფინანსური  გარანტიის ხელშეკრულება,  რომელიც  მოითხოვს,  რომ  ემიტენტმა  წინასწარ
ხელშეკრულება
განსაზღვრული  თანხები  გადაუხადოს  მფლობელს  იმ  ზარალის
ასანაზღაურებლად, რომელსაც მიიღებს იმის გამო, რომ გარკვეულმა
დებიტორმა დროულად ვერ გადაუხადა ვალი, სავალო ინსტრუმენ-
ტისთვის  თავდაპირველად  დადგენილი  ან  შეცვლილი  პირობების
შესაბამისად.
რეალური ფინანსური ვალდებულება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი პირო-
ღირებულებით ბებიდან ერთ-ერთს:
შეფასებული ა)  იგი აკმაყოფილებს სავაჭროდ გამიზნულის განმარტებას;
ფინანსური
ვალდებულება, ბ)  თავდაპირველი აღიარებისას, 4.2.2 ან 4.3.5 პუნქტების შესაბამი-
მოგებაში ან ზარალში სად, საწარმოს მიერ იგი კლასიფიცირებულია, როგორც რეალუ-
ასახვით რი ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით;
გ) 6.7.1 პუნქტის შესაბამისად, იგი თავდაპირველი აღიარებისას ან
შემდგომში  კლასიფიცირებულია,  როგორც  რეალური  ღირებუ-
ლებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით.
 




33
 
მყარი ვალდებულება იურიდიული  ძალის  მქონე  შეთანხმება  დადგენილი  რაოდენობის
რესურსების,  დადგენილი  ფასით  გაცვლის  შესახებ  დადგენილი
მომავალი თარიღისათვის ან თარიღებისათვის.
პროგნოზირებული არშემდგარი (არასავალდებულო), მაგრამ მოსალოდნელი მომავალი
გარიგება გარიგება.
ჰეჯირების ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულებასა და ჰეჯირებული მუხლის
კოეფიციენტი ღირებულებას შორის თანაფარდობა, გამოსახული ხვედრითი წონის
სახით.
სავაჭროდ გამიზნული ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება, რომელიც:
ა) შეძენილია ან აღებულია მხოლოდ უახლოეს ვადებში გაყიდვის
ან გამოსყიდვის მიზნით;
ბ) თავდაპირველი აღიარებისას გარკვეული ფინანსური ინსტრუმენ-
ტების პორტფელის ნაწილია, რომლებიც ერთად იმართება  და
რომლისთვისაც უახლოეს წარსულში მოკლევადიანი მოგების მი-
ღების მტკიცებულება არსებობს; ან
გ) წარმოებული  ინსტრუმენტია  (ისეთი  წარმოებული  ინსტრუმენტის
გამოკლებით, რომელიც არის  ფინანსური  გარანტიის  ხელშეკრუ-
ლება ან კლასიფიცირებულია ეფექტური ჰეჯირების ინსტრუმენტად).
რეკლასიფიცირების პირველი  საანგარიშგებო  პერიოდის  პირველი  დღე,  რომელიც
თარიღი მოჰყვება  ბიზნესმოდელის  იმგვარად  შეცვლას,  რაც  საწარმოს
ფინანსური აქტივების რეკლასიფიცირებას აიძულებს.
ყიდვა-გაყიდვის ფინანსური აქტივის ყიდვა ან გაყიდვა ხელშეკრულებით, რომლის პი-
ჩვეულებრივი გზა რობებიც მოითხოვს აქტივის მოწოდებას კანონმდებლობით, ან სა-
ბაზრო გარიგების შედეგად დადგენილ ვადებში.




შემდეგი ტერმინების განმარტებები მოცემულია ბასს 32-ის მე-11 პუნქტში, ბასს 39-ის მე-9 პუნქტში ან ფასს 7-ის `ა~ დანართში და წინამდებარე სტანდარტშიც იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რაც მინიჭებული აქვს ბასს 32-ში, ბასს 39-სა და ფასს 7-ში:

ა) ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების ამორტიზებული ღირებულება;

ბ) საკრედიტო რისკი;

გ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდი;

დ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ე) წილობრივი ინსტრუმენტი;

ვ) ფინანსური აქტივი;

ზ) ფინანსური ინსტრუმენტი;

თ) ფინანსური ვალდებულება;

ი) გარიგების დანახარჯები.
 









34
 
დანართი ბ


მითითებები გამოყენებაზე

წინამდებარე დანართი ამ სტანდარტის განუყოფელი ნაწილია.

აღიარება და აღიარების შეწყვეტა (მე-3 თავი)


თავდაპირველი აღიარება (ნაწილი 3.1)

ბ.3.1.1 3.1.1 პუნქტის პრინციპის თანახმად, საწარმო ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღი-არებს ყველა სახელშეკრულებო უფლებასა და ვალდებულებას, შესაბამისად, როგორც აქტი-ვებსა და ვალდებულებებს. გამონაკლისს წარმოადგენს წარმოებული ინსტრუმენტები, რომ-ლებიც კრძალავს ფინანსური აქტივების გადაცემის გაყიდვად აღრიცხვას (იხ. პუნქტი ბ.3.2.14). თუ ფინანსური აქტივების გადაცემა არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, აქტივის მიმღები მიღებულ აქტივს საკუთარ აქტივად არ აღიარებს. (იხ. პუნქტი ბ.3.2.15)

ბ.3.1.2 ქვემოთ განხილულია 3.1.1 პუნქტის პრინციპების გამოყენების მაგალითები:

ა) უპირობო მოთხოვნები და ვალდებულებები მაშინ აღიარდება, როგორც აქტივები ან ვალდებულები, როდესაც საწარმო ხდება ხელშეკრულების მონაწილე და, შესაბამისად, აქვს ფულადი თანხების მიღების იურიდიული უფლება, ან ფულადი სახსრების გადახდის იურიდიული ვალდებულება;

ბ) საქონლის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვის მყარი ვალდებულების შედეგად წარმოქ-მნილი აქტივები და აღებული ვალდებულებები, საზოგადოდ, არ აღიარდება მინიმუმ იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მხარე არ შეასრულებს გარიგების პირობებს. მაგალითად, საწარმო, რომელიც იღებს სავალდებულო შეკვეთას, გარიგების მომენტში აქტივს არ აღიარებს (ხოლო შემკვეთი საწარმო არ აღიარებს ვალდებულებას) და გადაავადებს აღიარებას მანამ, სანამ განხორციელდება შეკვეთილი საქონლის გაგზავნა ან მიწოდე-ბა, ან მომსახურების გაწევა. თუ არაფინანსური მუხლების ყიდვა-გაყიდვის მყარი ვალ-დებულება განეკუთვნება ამ სტანდარტის მოქმედების სფეროს, ბასს 39-ის მე-5-7 პუნქტე-ბის თანახმად, მისი ნეტო რეალური ღირებულების აქტივად ან ვალდებულებად აღიარე-ბა ხდება გარიგების დადების თარიღით (იხ. პუნქტი ბ4.1.30(გ)). ამასთან, თუ მანამდე არაღიარებული მყარი ვალდებულება კლასიფიცირდება, როგორც ჰეჯირებული მუხლი რეალური ღირებულებით ჰეჯირებისას, ჰეჯირების დაწყების შემდეგ ჰეჯირებულ რის-კთან დაკავშირებული ნეტო რეალური ღირებულების ნებისმიერი ცვლილება უნდა აღი-არდეს აქტივად ან ვალდებულებად; (იხ. პუნქტები 6.5.8(ბ) და 6.5.9)


გ) ამ სტანდარტის მოქმედების სფეროში შემავალი ფორვარდული ხელშეკრულება (იხ. პუნქტი 2.1) აღიარდება აქტივად ან ვალდებულებად გარიგების დადების თარიღით და არა განაღდების თარიღით. როდესაც საწარმო ხდება ფორვარდული ხელშეკრულების მონაწილე, უფლებისა და ვალდებულების რეალური ღირებულებები, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთის ტოლია. მაშასადამე, ფორვარდული ხელშეკრულების ნეტო რეალური ღირებულება ნულს უტოლდება. თუ უფლებისა და ვალდებულების ნეტო რეალური ღირებულება ნულის ტოლი არ არის, მაშინ ხელშეკრულება უნდა აღიარდეს როგორც აქტივი ან ვალდებულება;


დ) ოფციონის ხელშეკრულება, რომელიც ამ სტანდარტის მოქმედების სფეროს განეკუთ-ვნება (იხ. პუნქტი 2.1), მაშინ აღიარდება აქტივად ან ვალდებულებად, როდესაც მფლო-ბელი ან გამყიდველი ხდება ხელშეკრულების მონაწილე მხარე;

ე) დაგეგმილი მომავალი გარიგებები, მიუხედავად მათი ალბათობისა, არ წარმოადგენს აქტივებს ან ვალდებულებებს, რადგან საწარმო არ გამხდარა ხელშეკრულების მონაწი-ლე მხარე.
 




35
 
ფინანსური აქტივების ყიდვა-გაყიდვის ჩვეულებრივი გზა

ბ3.1.3 ბ3.1.5 და ბ3.1.6 პუნქტების შესაბამისად, ფინანსური აქტივის ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის აღიარება ხდება გარიგების თარიღით ან განაღდების თარიღით. საწარმომ ერთი და იგივე მეთოდი უნდა გამოიყენოს უცვლელად ფინანსური აქტივების ყველა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის მიმართ, რომლებიც ერთნაირად არის კლასიფიცირებული მოცემული ფასს-ის შესაბამისად. ამ მიზნით, აქტივები, რომელთა შეფასება სავალდებულოა რეალური ღირებუ-ლებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, წარმოქმნის ცალკე საკლასიფიკაციო კატეგორიას, რომელიც გამოყოფილია იმ აქტივებისგან, რომლებიც საწარმოს აქვს კლასიფიცირებული, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში და ზარალში ასახვით. გარდა ამისა, ცალკე საკლასიფიკაციო კატეგორიას წარმოქმნის ის ინვესტიციებიც, რომლებიც აღირიცხება 5.7.5 პუნქტით გათვალისწინებული არჩევანის უფლების თანახმად.


ბ3.1.4 ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვს ან უშვებს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილე-ბის ნეტო ანგარიშსწორებას, არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ხელშეკრულებას (ხელშეკრულებას ჩვეულებრივი პირობებით). ნაცვლად ამისა, ასეთი ხელშეკრულება გარი-გების თარიღიდან ანგარიშსწორების თარიღამდე პერიოდში აღირიცხება როგორც წარმოე-ბული ინსტრუმენტი.

ბ3.1.5 გარიგების თარიღი ის თარიღია, როდესაც საწარმო იღებს აქტივის ყიდვის ან გაყიდვის ვალდებულებას. გარიგების თარიღით აღრიცხვა ნიშნავს (ა) მისაღები აქტივისა და მასზე გა-დასახდელი თანხების გადახდის ვალდებულების აღიარებას გარიგების თარიღისათვის და

(ბ) გაყიდული აქტივის აღიარების შეწყვეტას, გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის ან ზა-რალის აღიარებასა და მყიდველისაგან მისაღები მოთხოვნების აღიარებას გარიგების თა-რიღით. საზოგადოდ, აქტივსა და დაკავშირებულ ვალდებულებებზე პროცენტების დარიცხვა არ იწყება ანგარიშსწორების თარიღის დადგომამდე, როდესაც საკუთრების უფლება გადაეცემა.

ბ3.1..6 ანგარიშსწორების თარიღი არის თარიღი, როდესაც აქტივი მიეწოდება საწარმოს, ან სა-წარმო მიაწოდებს აქტივს. ანგარიშსწორების თარიღით აღრიცხვა ნიშნავს (ა) მიღებული აქტივის აღიარებას საწარმოს მიერ მისი მიღების თარიღით და (ბ) აქტივის აღიარების შეწ-ყვეტას და გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის ან ზარალის აღიარებას იმ თარიღით, როდესაც საწარმომ გადასცა აქტივი. როდესაც საწარმო ანგარიშსწორების თარიღით აღ-რიცხვას იყენებს, მან გარიგების თარიღიდან ანგარიშსწორებამდე თარიღამდე პერიოდში მისაღები აქტივის რეალური ღირებულების ნებისმიერი ცვლილება ისევე უნდა აღრიცხოს, როგორც აღრიცხავს შესყიდულ აქტივს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამორტიზებული ღი-რებულებით შეფასებული აქტივების ღირებულების ცვლილება არ აღიარდება; ეს ცვლილება მოგებაში ან ზარალში აღიარდება ფინანსური აქტივებისათვის, რომლებიც კლასიფიცირებუ-ლია, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით; და სხვა სრულ შემოსავალში აღიარდება წილობრივ ინსტრუმენტებში ფლობილი ინვესტიცი-ებისათვის, რომლებიც აისახება 5.7.5 პუნქტის შესაბამისად.























36
 
ფასს  9

ფინანსური აქტივების აღიარების შეწყვეტა (ნაწილი 3.2)

ბ3.2.1 შემდეგი სქემაზე ნაჩვენებია იმის მაგალითი, თუ როგორ და რა მოცულობით ხდება ფინანსუ-

რი აქტივის აღიარების შეწყვეტა.


მოახდინეთ ყველა შვილობილი საწარმოს კონსოლიდაცია

(პუნქტი 3.2.1)


განსაზღვრეთ, ქვემოთ ჩამოთვლილი აღიარების შეწყვეტის პრინციპები ყველა აქტივის (ან მსგავსი აქტივების ჯგუფის), თუ მისი ნაწილის მიმართ გამოიყენება (პუნქტი 3.2.2)
 



აქტივიდან ფულადი ნაკადების

მიღების უფლების ვადა გასულია?

[პუნქტი 3.2.3(ა)]

არა

საწარმოს გადაცემული აქვს

აქტივიდან ფულადი ნაკადების

მიღების უფლებები? [პუნქტი 3.2.4(ა)]

არა

საწარმოს აღებული აქვს ვალდე-

ბულება, აქტივიდან მიღებული ისეთი
დიახ ფულადი სახსრების გადაცემის შესა-ხებ, რომელიც აკმაყოფილებს 3.2.5 პუნქტის პირობებს? [პუნქტი 3.2.4(ბ)]

დია

საწარმოს გადაცემული აქვს

პრაქტიკულად ყველა რისკი და

სარგებელი? [პუნქტი 3.2.6 (ა)]

არა

საწარმოს შენარჩუნებული აქვს

პრაქტიკულად ყველა რისკი და

სარგებელი? [პუნქტი 3.2.6 (ბ)]

  არა


საწარმო ინარჩუნებს აქტივზე

კონტროლს? [პუნქტი 3.2.6(გ)]

დიახ

გააგრძელეთ აქტივის აღიარება საწარმოს მონაწილეობის მოცულობის შესაბამისად.
 



დიახ















არა








დიახ






დიახ





არა
 




შეწყვიტეთ აქტივის

აღიარება













გააგრძელეთ აქტივის

აღიარება







შეწყვიტეთ აქტივის

აღიარება





გააგრძელეთ აქტივის

აღიარება




შეწყვიტეთ აქტივის

აღიარება
 






37
 
ფასს  9

შეთანხმებები, რომლის თანახმადაც საწარმო ინარჩუნებს ფინანსური აქტივიდან ფულადი სახსრების მიღების სახელშეკრულებო უფლებებს, მაგრამ აღიარებს სახელშეკრულებო ვალდებულებას, აღნიშნული ფულადი სახსრები გადაუხადოს ერთ ან რამდენიმე მიმღებ სუბიექტს (პუნქტი 3.2.4(ბ)).

ბ3.2.2 3.2.4(ბ)პუნქტში აღწერილი სიტუაცია (როდესაც საწარმო ინარჩუნებს ფინანსური აქტივიდან ფულადი სახსრების მიღების სახელშეკრულებო უფლებებს, მაგრამ აღიარებს სახელშეკ-რულებო ვალდებულებას, აღნიშნული ფულადი სახსრები გადაუხადოს ერთ ან რამდენიმე მიმღებ სუბიექტს) მაშინ წარმოიშობა, მაგალითად, თუ საწარმო წარმოადგენს ტრასტს (ბენეფიციურ ორგანიზაციას) და ინვესტორებისთვის ახორციელებს ბენეფიციური წილების ემისიას თავის საკუთარ ფინანსურ აქტივებში და მათ სთავაზობს აღნიშნული ფინანსური აქ-ტივების მომსახურებას. ამ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია 3.2.5 და 3.2.6 პუნქტების მოთხოვნები, ფინანსური აქტივები აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს.

ბ3.2.3 3.2.5 პუნქტის გამოყენებისას, საწარმო შეიძლება იყოს, მაგალითად ფინანსური აქტივის გამომშვები, ან ჯგუფი, რომელიც მოიცავს შვილობილ საწარმოს, რომელმაც შეიძინა ფინან-სური აქტივი და ფულად სახსრებს გადასცემს არადაკავშირებულ მესამე მხარე ინვეს-ტორებზე.


საკუთრებასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის გადაცემის შეფასება (პუნქტი 3.2.6)

ბ3.2.4 საწარმოს მიერ საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარგებ-ლის გადაცემის მაგალითებია:

ა) ფინანსური აქტივის უპირობო გაყიდვა;

ბ) ფინანსური აქტივის გაყიდვა, გამოსყიდვის თარიღისათვის ფინანსური აქტივის რეალუ-რი ღირებულებით გამოსყიდვის უფლებით; და

გ) ფინანსური აქტივის გაყიდვა ძალიან არახელსაყრელი ქოლ ან ფუთ ოფციონით (ე.ი. ოფ-ციონი იმდენად არახელსაყრელია, რომ ვადის ამოწურვამდე მისი ხელსაყრელად გახდომა ძალიან საეჭვოა).

ბ3.2.5 საწარმოს მიერ საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარგებ-ლის შენარჩუნების მაგალითებია:

ა) გაყიდვისა და უკუშესყიდვის ოპერაცია, როდესაც გამოსყიდვის ფასი წარმოადგენს ფიქ-სირებულ ფასს, ან გაყიდვის ფასს დამატებული გამსესხებლის უკუგება;

ბ) ფასიანი ქაღალდების გასესხების შეთანხმება;

გ) ფინანსური აქტივისა და მთლიანი უკუგების სვოპის ერთად გაყიდვა, რის შედეგადაც სა-წარმოს უკან უბრუნდება საბაზრო რისკი;

დ) ფინანსური აქტივის გაყიდვა ძალიან ხელსაყრელი ქოლ ან ფუთ ოფციონით (ე.ი. ოფციო-ნი იმდენად ხელსაყრელია, რომ ვადის ამოწურვამდე ძალიან საეჭვოა, რომ არახელსაყრელი გახდეს);

ე) მოკლევადიანი მოთხოვნების გაყიდვა, რომლის დროსაც საწარმო იძლევა გარანტიას, მიმღებ სუბიექტს აუნაზღაუროს შესაძლო საკრედიტო დანაკარგები.

ბ3.2.6 თუ საწარმო დაადგენს, რომ გადაცემის შედეგად მან გადასცა გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკი და სარგებელი, იგი შემდგომ პერიოდში აღარ აღიარებს გადაცემულ აქტივს, თუ ახალი გარიგების შედეგად ისევ არ შეიძენს გადაცემული აქტივს.
 











 
ფასს  9

კონტროლის გადაცემის შეფასება

ბ3.2.7 საწარმო გადაცემულ აქტივზე კონტროლს არ ინარჩუნებს, თუ მიმღებ სუბიექტს გააჩნია გადაცემული აქტივის გაყიდვის პრაქტიკული შესაძლებლობა. საწარმო გადაცემულ აქტივზე კონტროლს ინარჩუნებს, თუ მიმღებ სუბიექტს არ გააჩნია გადაცემული აქტივის გაყიდვის პრაქტიკული შესაძლებლობა. მიმღებ სუბიექტს გააჩნია გადაცემული აქტივის გაყიდვის პრაქტიკული შესაძლებლობა, თუ იგი იყიდება აქტიურ ბაზარზე, რადგან, მიმღებ სუბიექტს შეეძლება გადაცემული აქტივის გამოსყიდვა იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება აქტივის დაბრუნება გადამცემი საწარმოსთვის. მაგალითად, მიმღებ სუბიექტს გააჩნია გადაცემული აქტივის გაყიდვის პრაქტიკული შესაძლებლობა, თუ გადაცემული აქტივი წარმოადგენს ოფ-ციონის საგანს, რომელიც საწარმოს მისი გამოსყიდვის უფლებას აძლევს, ხოლო მიმღებ სუბიექტს, ოფციონის აღსრულების შემთხვევაში, გადაცემული აქტივის ადვილად მოპოვება შეუძლია ბაზარზე. მიმღებ სუბიექტს არ გააჩნია გადაცემული აქტივის გაყიდვის პრაქტიკუ-ლი შესაძლებლობა, თუ გადამცემი საწარმო ინარჩუნებს ასეთ ოფციონს და მის მიერ ოფცი-ონის გამოყენების შემთხვევაში, მიმღებ სუბიექტს გადაცემული აქტივის ადვილად მოპოვება ბაზარზე არ შეუძლია.


ბ3.2.8 მიმღებ სუბიექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია გადაცემული აქტივის გაყიდვის პრაქტი-კული შესაძლებლობა, თუ მას შეუძლია მთლიანი გადაცემული აქტივის მიყიდვა არადაკავ-შირებულ მესამე მხარეზე და, ამავე დროს, ამ შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია ცალ-მხრივად და აქტივის გადაცემაზე ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვების დაწესების გარე-შე. გადამწყვეტი მნიშვნელობის კითხვა მდგომარეობს იმაში, პრაქტიკულად რისი გაკეთე-ბის უნარი აქვს მიმღებ სუბიექტს და არა იმაში, რა სახელშეკრულებო უფლებები გააჩნია მას გადაცემულ აქტივთან მიმართებაში, ან რა სახელშეკრულებო შეზღუდვები არსებობს. კერძოდ:

ა) გადაცემული აქტივის გაყიდვის სახელშეკრულებო უფლებას მცირე პრაქტიკული ეფექტი აქვს, თუ ამ აქტივისათვის არ არსებობს ბაზარი; და

ბ) გადაცემული აქტივის გაყიდვის შესაძლებლობას მცირე პრაქტიკული ეფექტი აქვს, თუ მას თავისუფლად არ შეუძლია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ამ მიზნებისთვის:

(ი) მიმღები სუბიექტის შესაძლებლობა, გაყიდოს გადაცემული აქტივი, უნდა იყოს სხვების ქმედებისგან დამოუკიდებელი (ე.ი. საწარმოს უნდა ჰქონდეს ცალმხრივად გაყიდვის შესაძლებლობა); და

(იი) მიმღებ სუბიექტს გადაცემული აქტივის გაყიდვა უნდა შეეძლოს მის გადაცემაზე დამატებითი შემზღუდველი პირობების დაწესების გარეშე (როგორიცაა, მაგალი-თად პირობები იმის შესახებ, როგორ უნდა იქნეს გამოყენებული გადაცემული აქ-ტივი, ან ოფციონი, რომელიც მიმღებ სუბიექტს აქტივის გამოსყიდვის უფლებას აძლევს).

ბ3.2.9 ის ფაქტი, რომ მიმღები სუბიექტის მიერ გადაცემული აქტივის გაყიდვა ნაკლებად სა-რწმუნოა, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ აქტივის გადამცემმა სუბიექტმა შეინარჩუნა კონტროლი გადაცემულ აქტივზე. თუმცა, თუ ფუთ-ოფციონის ან გარანტიის ხელშეკრულება მიმღებ სუბიექტს გადაცემული აქტივის გაყიდვას უკრძალავს, მაშინ გადამცემი სუბიექტი ინარჩუნებს კონტროლს გადაცემულ აქტივზე. მაგალითად, თუ ფუთ-ოფციონი ან გარანტია საკმარისად ღირებულია, იგი მიმღებ სუბიექტს უზღუდავს გადაცემული აქტივის გაყიდვის შესაძლებლობას, რადგან, პრაქტიკულად, მიმღები სუბიექტი გადაცემულ აქტივს მესამე მხა-რეს ვერ მიჰყიდის, მსგავსი ოფციონის ან შემზღუდავი პირობების დამატების გარეშე. ამის ნაცვლად, მიმღები სუბიექტი შეინარჩუნებს გადაცემულ აქტივს, რათა თვითონ მიიღოს გა-რანტიით თუ ფუთ-ოფციონით გათვალისწინებული თანხები. ამ შემთხვევაში, გადამცემი სუბიექტი ინარჩუნებს კონტროლს გადაცემულ აქტივზე.
 










 
ფასს  9

გადაცემები, რომლებიც განაპირობებს აღიარების შეწყვეტას

ბ3.2.10 საწარმოს შეუძლია შეინარჩუნოს გადაცემულ აქტივებზე საპროცენტო გადასახდელების ნა-წილის მიღების უფლება, როგორც აღნიშნული აქტივების მომსახურების ანაზღაურება. საპ-როცენტო გადასახდელების ნაწილი, რომელსაც საწარმო დათმობს მომსახურების ხელშეკრულების გადაცემის ან გაუქმების შემთხვევაში, გადანაწილდება მომსახურების აქ-ტივზე ან მომსახურების ვალდებულებაზე. საპროცენტო გადასახდელების ნაწილი, რომელ-საც საწარმო არ დათმობს, წარმოადგენს მხოლოდ საპროცენტო შემოსავლის მიღების მოთხოვნას. მაგალითად, თუ საწარმო მომსახურების ხელშეკრულების გადაცემის ან გაუქ-მებისას არ თმობს არანაირ საპროცენტო შემოსავალს, მთლიანი საპროცენტო სპრედი წარ-მოადგენს მხოლოდ საპროცენტო შემოსავლის მიღების მოთხოვნას. 3.2.13 პუნქტის გამოყენების მიზნებისთვის, მოთხოვნების საბალანსო ღირებულების გასანაწილებლად აქ-ტივის აღიარებაშეწყვეტილ ნაწილსა და შენარჩუნებულ ნაწილს შორის გამოიყენება მომ-სახურების აქტივისა და მხოლოდ საპროცენტო შემოსავლის მიღების მოთხოვნის რეალური ღირებულებები. თუ არ არსებობს მომსახურების დადგენილი საფასური ან საეჭვოა, რომ მომსახურების საფასური აანაზღაურებს საწარმოს მიერ მომსახურებაზე გაწეულ დანახარ-ჯებს, მომსახურების ვალდებულება უნდა აღიარდეს რეალური ღირებულებით.


ბ3.2.11 3.2.13 პუნქტის გამოყენების მიზნებისთვის, აქტივის აღიარებაშეწყვეტილი ნაწილისა და შენარჩუნებული ნაწილის რეალური ღირებულებების შესაფასებლად, საწარმომ 3.2.14 პუნქტთან ერთად უნდა გამოიყენოს რეალური ღირებულების შეფასებასთან დაკავში-რებული ფასს 13-ის მოთხოვნები.


გადაცემები, რომლებიც არ განაპირობებს აღიარების შეწყვეტას

ბ3.2.12 3.2.15 პუნქტში აღწერილი პრინციპი გამოიყენება შემდეგნაირად: თუ საწარმოს მიერ გაცემული გარანტია, რომელიც ეხება გადაცემული აქტივის გადაუხდელობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ხელს უშლის გადაცემული აქტივის აღიარების შეწყვეტას იმის გა-მო, რომ საწარმო ინარჩუნებს გადაცემული აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, გრძელდება გადაცემული აქტივის მთლიანად აღიარება, ხოლო მიღებული კომპენსაცია აღიარდება, როგორც ვალდებულება.

გადაცემულ აქტივში მონაწილეობის შენარჩუნება

ბ3.2.13 ქვემოთ ჩამოთვლილია მაგალითები, როგორ აფასებს საწარმო გადაცემულ აქტივსა და და-კავშირებულ ვალდებულებას 3.2.16 პუნქტის შესაბამისად.

ყველა აქტივი

ა) თუ საწარმოს მიერ გაცემული გარანტია, აანაზღაუროს გადაცემული აქტივის გადა-უხდელობით მიყენებული ზარალი, ხელს უშლის გადაცემული აქტივის აღიარების შეწ-ყვეტას მასში საწარმოს მიერ შენარჩუნებული მონაწილეობის ფარგლებში, გადაცემუ-ლი აქტივი გადაცემის თარიღისთვის უნდა შეფასდეს შემდეგი ორი სიდიდიდან უმცირე-სით: (1) აქტივის საბალანსო ღირებულება და (2) გადაცემული აქტივიდან მიღებული ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა, რომლის დაბრუნებაც შესაძლოა მოეთხოვოს საწარმოს (`საგარანტიო თანხა~). დაკავშირებული ვალდებულება თავდაპირველად შეფასდება საგარანტიო თანხაზე გარანტიის რეალური ღირებულების დამატებით (რაც, ჩვეულებრივ, გარანტიისთვის მიღებული საკომპენსაციო გადასახდელებია). შემდგომში გარანტიის საწყისი რეალური ღირებულება აღიარდება მოგებაში ან ზარალში დროის პროპორციულობის მეთოდით (იხ. ბასს 18), ხოლო აქტივის საბალანსო ღირებულება შემცირდება გაუფასურების ზარალით.
 










 
ფასს  9

ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული აქტივები

ბ) თუ საწარმოს მიერ გამოშვებული ფუთ-ოფციონის ვალდებულება ან ქოლ-ოფციონის უფ-ლება ხელს უშლის გადაცემული აქტივის აღიარების შეწყვეტას და საწარმო გადაცემულ აქტივს აფასებს ამორტიზებული ღირებულებით, დაკავშირებულ ვალდებულებას საწარ-მო აფასებს თვითღირებულებით (ე.ი. მიღებული საკომპენსაციო თანხები), რომელიც კორექტირებულია ოფციონის ვადის ამოწურვის თარიღისთვის გადაცემული აქტივის თვითღირებულებასა და ამორტიზებულ ღირებულებას შორის სხვაობის თანხით. მაგალითად, დავუშვათ, რომ აქტივის საბალანსო ღირებულება და ამორტიზებული ღი-რებულება გადაცემის თარიღისთვის არის 98ფე, ხოლო მიღებული კომპენსაცია შეადგენს 95ფე-ს. აქტივის ამორტიზებული ღირებულება ოფციონის გამოყენების თარიღისთვის იქნება 100ფე. დაკავშირებული ვალდებულების საწყისი საბალანსო ღი-რებულება უდრის 95ფე-ს და სხვაობა 95ფე-სა და 100 ფე-ს შორის ეფექტური საპროცენ-ტო განაკვეთის მეთოდით აღიარდება მოგებაში ან ზარალში. თუ ოფციონი აღსრუ-ლდება, სხვაობა დაკავშირებული ვალდებულების საბალანსო ღირებულებასა და ოფციონის გამოყენების ფასს შორის უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.


რეალური ღირებულებით შეფასებული აქტივები

გ) თუ საწარმოს მიერ ქოლ-ოფციონით შენარჩუნებული უფლება ხელს უშლის გადაცე-მული აქტივის აღიარების შეწყვეტას და საწარმო გადაცემულ აქტივს რეალური ღირე-ბულებით აფასებს, აქტივის შეფასება გრძელდება მისი რეალური ღირებულებით. დაკავ-შირებული ვალდებულების შეფასება ხდება (1) ოფციონის გამოყენების ფასით, რომელ-საც აკლდება ოფციონის დროითი ღირებულება, თუ ოფციონი ხელსაყრელია, ან (2) გა-დაცემული აქტივის რეალური ღირებულებით, რომელსაც აკლდება ოფციონის დროითი ღირებულება, თუ ოფციონი არახელსაყრელია. დაკავშირებული ვალდებულების შეფასე-ბის კორექტირება უზრუნველყოფს იმას, რომ აქტივისა და დაკავშირებული ვალდებუ-ლების ნეტო საბალანსო ღირებულება იქნება ქოლ-ოფციონის რეალური ღირებულება. მაგალითად, თუ საბაზისო აქტივის რეალური ღირებულება არის 80 ფე, ოფციონის გამოყენების ფასი 95 ფე და ოფციონის დროითი ღირებულება 5ფე, დაკავშირებული ვა-ლდებულების საბალანსო ღირებულება იქნება 75 ფე (80 ფე – 5 ფე), ხოლო გადაცემუ-ლი აქტივის საბალანსო ღირებულება  80 ფე (ანუ მისი რეალური ღირებულება).



დ) თუ საწარმოს მიერ გამოშვებული ფუთ-ოფციონი ხელს უშლის გადაცემული აქტივის აღია-რების შეწყვეტას და საწარმო გადაცემულ აქტივს რეალური ღირებულებით აფასებს, და-კავშირებული ვალდებულების შეფასება ხდება ოფციონის გამოყენების ფასზე ოფციონის დროითი ღირებულების დამატებით. აქტივის რეალური ღირებულების შეფასება განისაზ-ღვრება რეალურ ღირებულებასა და ოფციონის დროით ღირებულებას შორის უმცირესით, ვინაიდან საწარმოს უფლება არა აქვს, ოფციონის გამოყენების ფასი გაზარდოს გადაცემუ-ლი აქტივის რეალურ ღირებულებაზე მეტად. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ აქტივისა და დაკავშირებული ვალდებულების ნეტო საბალანსო ღირებულება იქნება ფუთ-ოფციონის ვალდებულების რეალური ღირებულება. მაგალითად, თუ საბაზისო აქტივის რეა-ლური ღირებულება არის 120 ფე, ოფციონის გამოყენების ფასი 100 ფე და ოფციონის დროი-თი ღირებულება 5 ფე, დაკავშირებული ვალდებულების საბალანსო ღირებულება იქნება 105ფე (100 ფე + 5 ფე), ხოლო გადაცემული აქტივის საბალანსო ღირებულება  100 ფე (ამ შემთხვევაში, ოფციონის გამოყენების ფასი).


ე) თუ შესყიდული ქოლ-ოფციონისა და გაყიდული ფუთ-ოფციონის ქოლარი (პროცენტიანი სასესხო აქტივის მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო განაკვეთი) ხელს უშლის გადაცემული აქტივის აღიარების შეწყვეტას და საწარმო გადაცემულ აქტივს აფასებს რეალური ღირებულებით, იგი აგრძელებს აქტივის შეფასებას რეალური ღირებულებით. დაკავშირებული ვალდებულების შეფასება ხდება (1) ქოლ-ოფციონის გამოყენების ფა-სისა და ფუთ-ოფციონის რეალური ღირებულების ჯამით, რომელსაც აკლდება ქოლ-ოფ-ციონის დროითი ღირებულება, იმ შემთხვევაში, თუ ქოლ-ოფციონი ხელსაყრელია, ან (2) აქტივის რეალური ღირებულებისა და ფუთ-ოფციონის რეალური ღირებულების ჯამით, რომელსაც აკლდება ქოლ-ოფციონის დროითი ღირებულება, თუ ქოლ-ოფციონი



 
ფასს  9

არახელსაყრელია. დაკავშირებული ვალდებულების კორექტირება უზრუნველყოფს იმას, რომ აქტივისა და დაკავშირებული ვალდებულების ნეტო საბალანსო ღირებულება იყოს საწარმოს მიერ ფლობილი და გამოშვებული ოფციონების რეალური ღირებულების ტოლი. მაგალითად, დავუშვათ, საწარმო გადასცემს რეალური ღირებულებით შეფასებუ-ლ ფინანსურ აქტივს, იმავდროულად ყიდულობს ქოლ-ოფციონს 120 ფე ტოლი გამოყენე-ბის ფასით და უშვებს ფუთ-ოფციონს, რომლის გამოყენების ფასია 80 ფე. ასევე წარმო-ვიდგინოთ, რომ გადაცემის თარიღისთვის აქტივის რეალური ღირებულება არის 100 ფე. ფუთ- და ქოლ-ოფციონის დროითი ღირებულება შესაბამისად არის 1 ფე და 5 ფე. ამ შემ-თხვევაში, საწარმო აქტივს აღიარებს 100 ფე ღირებულებით (აქტივის რეალური ღირე-ბულება) და ვალდებულებას 96 ფე [(100 ფე + 1 ფე) –5 ფე] ღირებულებით. შედეგად მივიღებთ აქტივის ნეტო ღირებულებას 4 ფე-ს, რაც წარმოადგენს საწარმოს მიერ ფლო-ბილი და გამოშვებული ოფციონების რეალურ ღირებულებას.


ყველა გადაცემა

ბ3.2.14 როდესაც ფინანსური აქტივის გადაცემა არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრი-ტერიუმებს, გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული გადამცემი სუბიექტის სახელშეკრულებო უფლებები ან ვალდებულებები განცალკევებით არ აღირიცხება, როგორც წარმოებული ინსტრუმენტები, თუ გადაცემიდან წარმოშობილი წარმოებული ინსტრუმენტისა და გადაცე-მული აქტივის ან ვალდებულების ერთად აღიარება გამოიწვევს ერთი და იმავე უფლებების ან ვალდებულებების ორჯერ აღიარებას. მაგალითად, გადამცემი სუბიექტის მიერ შენარჩუ-ნებულ ქოლ-ოფციონს შეუძლია ხელი შეუშალოს იმას, რომ ფინანსური აქტივების გადაცემა აისახოს, როგორც აქტივების გაყიდვა. ამ შემთხვევაში, ქოლ-ოფციონი განცალკევებით არ აღიარდება, როგორც წარმოებული აქტივი.


ბ3.2.15 როდესაც ფინანსური აქტივის გადაცემა არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტე-რიუმებს, მიმღები სუბიექტი გადაცემულ აქტივს საკუთარ აქტივად არ აღიარებს. მიმღები სუბიექტი წყვეტს გადახდილი ფულადი სახსრების ან სხვა საკომპენსაციო გადასახდელების აღიარებას და აღიარებს მოთხოვნას გადამცემი სუბიექტის მიმართ. თუ გადამცემ სუბიექტს გააჩნია უფლებაც და ვალდებულებაც, რომ მთლიან გადაცემულ აქტივზე ფიქსირებული თანხის გადახდით აღიდგინოს კონტროლი (მაგალითად, გამოსყიდვის შეთანხმებით), მიმღებ სუბიექტს შეუძლია მოთხოვნა აღრიცხოს ამორტიზებული ღირებულებით, თუ იგი აკმაყოფილებს 4.1.2 პუნქტის მოთხოვნებს.


მაგალითები

ბ3.2.16 ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში ილუსტრირებულია ამ ფასს-ის აღიარების შეწყვეტის პრინ-ციპების გამოყენება:

ა) გამოსყიდვის შეთანხმებები და ფასიანი ქაღალდების გასესხება. თუ ფინანსური აქტივი გა-იყიდა ფიქსირებული ფასით ან გაყიდვის ფასს დამატებული გამსესხებლის უკუგების ღირე-ბულებით მისი უკან გამოსყიდვის შეთანხმებით, ან გადაცემულია გადამცემი სუბიექტისათ-ვის მისი უკან დაბრუნების შეთანხმებით, მისი აღიარება არ წყდება, რადგან გადამცემი სუბიექტი ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს. თუ მიმღები სუბიექტი აქტივის გაყიდვის ან დაგირავების უფლებას იძენს, გა-დამცემი სუბიექტი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ახდენს აქტივის რეკლასიფი-ცირებას, მაგალითად გასესხებულ აქტივად ან გამოსყიდულ მოთხოვნად;

ბ) გამოსყიდვის შეთანხმებები და ფასიანი ქაღალდების გასესხება  არსებითად მსგავსი აქტივები. თუ ფინანსური აქტივი გაიყიდა მსგავსი აქტივის, ან თითქმის მსგავსი აქტივის გამოსყიდვის შეთანხმებით ფიქსირებული ფასით, ან გაყიდვის ფასს დამატებული გამ-სესხებლის უკუგების ღირებულებით, ან თუ მოხდა ფინანსური აქტივის გასესხება ან სესხად აღება გადამცემი სუბიექტისათვის მსგავსი აქტივის, ან თითქმის მსგავსი აქტი-ვის უკან დაბრუნების შეთანხმებით, მისი აღიარება არ წყდება, რადგან გადამცემი სუბიექტი ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს;




 
ფასს  9

გ) გამოსყიდვის შეთანხმებები და ფასიანი ქაღალდების გასესხება  ჩანაცვლების უფლება. თუ ფიქსირებული ფასით ან გაყიდვის ფასს დამატებული გამსესხებლის უკუგების ტოლი ფასით გამოსყიდვის შეთანხმება, ან მსგავსი ფასიანი ქაღალდების გასესხების გარიგება მიმღებ სუბიექტს უფლებას აძლევს, გადაცემული აქტივი ჩაანაცვლოს ისეთი აქტივით, რომელიც გადაცემული აქტივის მსგავსია და გამოსყიდვის თარიღისთვის გადაცემული აქტივის ტოლი რეალური ღირებულება გააჩნია, გაყიდული ან გასესხებული აქტივის აღიარება არ წყდება, რადგან გადამცემი სუბიექტი ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს;


დ) რეალური ღირებულებით გამოსყიდვის უარყოფის პირველი უფლება. თუ საწარმო ყი-დის ფინანსურ აქტივს და ინარჩუნებს მხოლოდ გადაცემული აქტივის რეალური ღირე-ბულებით გამოსყიდვის პირველი უარყოფის უფლებას, თუ მიმღები სუბიექტი შემდგომში გაყიდის მას, საწარმო წყვეტს აქტივის აღიარებას, რადგან მან უკვე გადასცა საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკი და სარგებელი;

ე) ფიქტიური გაყიდვის გარიგება. ფინანსური აქტივის გაყიდვიდან მოკლე პერიოდში მისი გამოსყიდვა ზოგჯერ მიიჩნევა ფიქტიურ გაყიდვად. ამგვარი გამოსყიდვა ხელს არ უშლის აღიარების შეწყვეტას იმ პირობით, თუ ძირითადი გარიგება აკმაყოფილებდა აღიარების შეწყვეტის მოთხოვნებს. თუმცა, თუ ფინანსური აქტივის გაყიდვის შეთანხმე-ბასთან ერთად იდება იმავე აქტივის გამოსყიდვის შეთანხმება ფიქსირებული ფასით ან გაყიდვის ფასზე დამატებული გამსესხებლის უკუგების ტოლი ფასით, აქტივის აღიარება არ წყდება;


ვ) ძალიან ხელსაყრელი ფუთ- და ქოლ-ოფციონები. თუ შესაძლებელია, რომ გადამცემმა სუბიექტმა ფინანსური აქტივი უკან გამოითხოვოს და ქოლ-ოფციონი ძალიან ხელსაყრე-ლია, გადაცემა არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, რადგან გადამ-ცემი სუბიექტი ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რის-კსა და სარგებელს. ანალოგიურად, თუ მიმღებ სუბიექტს შეუძლია ფინანსური აქტივის უკან დაბრუნება და ფუთ-ოფციონი ძალიან ხელსაყრელია, გადაცემა არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, რადგან გადამცემი სუბიექტი ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს;

ზ) ძალიან არახელსაყრელი ფუთ- და ქოლ-ოფციონები. ფინანსური აქტივის გადაცემა, რომლის დროსაც მიმღები სუბიექტი ძალიან არახელსაყრელ ფუთ-ოფციონს ან გადამცე-მი ძალიან არახელსაყრელ ქოლ-ოფციონს ფლობს, განაპირობებს აღიარების შეწყვე-ტას. ამის მიზეზი ისაა, რომ გადამცემი სუბიექტი გადასცემს საკუთრებასთან დაკავში-რებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს;


თ) ადვილად ხელმისაწვდომი აქტივები, რომლის ქოლ-ოფციონი არ არის არც ძალიან ხელსაყრელი და არც ძალიან არახელსაყრელი. თუ საწარმო ფლობს ქოლ-ოფციონს აქ-ტივზე, რომელიც ბაზარზე ადვილად ხელმისაწვდომია და ოფციონი არ არის არც ძალიან ხელსაყრელი და არც ძალიან არახელსაყრელი, აქტივის აღიარება წყდება. ამის მიზეზი ისაა, რომ (1) საწარმო არც ინარჩუნებს და არც გადასცემს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს და (2) არ ინარჩუნებს კონტროლს. თუმცა, თუ აქტივი არ არის ბაზარზე ადვილად ხელმისაწვდომი, აღიარების შეწყვეტა აკრძალულია აქტივის იმ ღირებულების ოდენობით, რომელზეც საწარმო ფლობს ქოლ-ოფციონს, რადგან საწარმო აქტივზე ინარჩუნებს კონტროლს;


ი) ძნელად ხელმისაწვდომი აქტივები, რომლის ფუთ-ოფციონი არ არის არც ძალიან ხელსაყ-რელი და არც ძალიან არახელსაყრელი. თუ საწარმო გადასცემს ფინანსურ აქტივს, რომე-ლიც ბაზარზე ძნელად ხელმისაწვდომია და უშვებს ფუთ-ოფციონს, რომელიც არ არის ძალიან არახელსაყრელი, საწარმო არც გადასცემს და არც ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს. საწარმო ინარჩუნებს კონ-ტროლს აქტივზე, თუ ფუთ-ოფციონი საკმაოდ ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ მიმღებ სუბიექტს ხელს შეუშლის აქტივის გაყიდვაში და, ასეთ შემთხვევაში, აქტივის აღიარება გრძელდება გადამცემი სუბიექტის აქტივში მონაწილეობის შენარჩუნების მოცულობის
 



 
ფასს  9

პროპორციულად (იხ. პუნქტი ბ3.2.9). საწარმო გადასცემს კონტროლს აქტივზე, თუ ფუთ-ოფ-ციონი არ არის საკმაოდ ღირებული იმ თვალსაზრისით, რომ მიმღებ სუბიექტს ხელს შეუ-შალოს აქტივის გაყიდვაში და, ამ შემთხვევაში, აქტივის აღიარება წყდება;

კ) აქტივები, რომლებიც წარმოადგენს რეალური ღირებულების ფუთ- და ქოლ-ოფციონის ან გამოსყიდვის ფორვარდული შეთანხმების საგანს. ფინანსური აქტივის გადაცემა, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ფუთ- ან ქოლ-ოფციონის ან გამოსყიდვის ფორვარდუ-ლი შეთანხმების საგანს, რომელთა გამოყენების ან გამოსყიდვის ფასი ტოლია გამოს-ყიდვის თარიღისთვის განსაზღვრული ფინანსური აქტივის რეალური ღირებულების, იწ-ვევს აღიარების შეწყვეტას, რადგან ხდება საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარგებლის გადაცემა;


ლ) ფულადი სახსრებით გასანაღდებელი ქოლ- და ფუთ-ოფციონები. ფინანსური აქტივის გა-დაცემას, რომელიც წარმოადგენს ფულადი სახსრებით გასანაღდებელი ფუთ- ან ქოლ-ოფციონის ან გამოსყიდვის ფორვარდული შეთანხმების საგანს და უნდა დაიფაროს ფულადი სახსრებით ნეტო ანგარიშსწორებით, საწარმო აფასებს, შეინარჩუნა თუ გადას-ცა საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკი და სარგებელი. თუ სა-წარმო გადაცემულ აქტივზე არ ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, იგი განსაზღვრავს, ინარჩუნებს თუ არა კონტროლს გადაცემულ აქტივზე. ის ფაქტი, რომ ფუთ- ან ქოლ-ოფციონის ან გამოსყიდ-ვის ფორვარდული შეთანხმების განაღდება უნდა მოხდეს ფულადი სახსრებით ნეტო ანგარიშსწორებით, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ საწარმომ კონტროლი გადას-ცა (იხ. პუნქტები ბ3.2.9 და ზემოთ (ზ), (თ) და (ი) ქვეპუნქტები);


მ) ანგარიშსწორების პირობების აცილება. ანგარიშსწორების პირობების აცილება წარმო-ადგენს უპირობო გამოსყიდვის (ქოლ) ოფციონს, რომელიც ზოგიერთი შეზღუდვის გათვალისწინებით, საწარმოს უფლებას აძლევს უკან გამოითხოვოს გადაცემული აქტი-ვები. იმ პირობით, თუ ასეთი ოფციონი არ იწვევს საწარმოს მიერ საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარგებლის არც შენარჩუნებას და არც გადაცემას, იგი აღიარების შეწყვეტას ხელს უშლის მხოლოდ გამოსყიდვის ღირე-ბულების ოდენობით (იმის დაშვებით, რომ მიმღებ სუბიექტს არ შეუძლია აქტივების გა-ყიდვა). მაგალითად, თუ სასესხო აქტივის გადაცემისას საბალანსო ღირებულება და შემოსულობა 100,000 ფე-ის ტოლია და შესაძლებელია ნებისმიერი ინდივიდუალური სეს-ხის უკან გამოთხოვა, მაგრამ სესხების მთლიანი ოდენობა (თანხა), რომლის გამოსყი-დვაც შეიძლება, არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ფე-ს, აღიარების შეწყვეტას იმსახურებს მხოლოდ სესხები ნაწილი, კერძოდ, 90,000 ფე;


ნ) სუფთა ქოლი. საწარმო შეიძლება იყოს გადამცემი სუბიექტი, რომელიც ახორციელებს გადაცემული აქტივის მომსახურებას და შეიძლება ფლობდეს დარჩენილი გადაცემული აქტივების გამოსყიდვის სუფთა ქოლ ოფციონს, თუ აქტივების დაუფარავი ნაწილის ღი-რებულება დაეცემა დადგენილ ზღვარზე დაბლა, რომლის დროსაც აღნიშნული აქტივე-ბის მომსახურების ფასი გადაიქცევა მომსახურებიდან მისაღები ამონაგების ტვირთად. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სუფთა ქოლი არ იწვევს საწარმოს მიერ საკუთრებასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა რისკისა და სარგებლის არც შენარჩუნებას და არც გადაცემას, ხოლო მიმღებ სუბიექტს არ შეუძლია აქტივების გაყიდვა, იგი ხელს უშლის აღიარების შეწყვეტას მხოლოდ იმ აქტივების ფარგლებში, რომლებიც წარმოად-გენს ქოლ-ოფციონის საგანს;


ო) შენარჩუნებული სუბორდინირებული (მეორეხარისხოვანი) წილები და საკრედიტო გა-რანტიები. საწარმომ მიმღებ სუბიექტს შეიძლება შესთავაზოს საკრედიტო რეიტინგის ამაღლებაში დახმარება, გადაცემულ აქტივში მისი ზოგიერთი ან მთლიანი წილის მეო-რეხარისხოვნად მიჩნევის გზით. ალტერნატიულად, საწარმომ მიმღებ სუბიექტს საკრე-დიტო რეიტინგის ამაღლებაში დახმარება შეიძლება შესთავაზოს საკრედიტო გარანტიის ფორმით, რომელიც შეიძლება შეუზღუდავი იყოს ან გარკვეული ოდენობით შეზღუდუ-ლი. თუ საწარმო გადაცემულ აქტივზე ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა რისკსა და სარგებელს, გრძელდება აქტივის მთლიანად აღიარება.


 
ფასს  9

თუ საწარმო გადაცემულ აქტივზე ინარჩუნებს საკუთრებასთან დაკავშირებულ ზოგი-ერთ, მაგრამ არა ყველა რისკსა და სარგებელს და ინარჩუნებს კონტროლს, აღიარების შეწყვეტა იკრძალება ფულადი სახსრებისა თუ სხვა აქტივების იმ მოცულობით, რომლის გადახდაც შეიძლება მოეთხოვოს საწარმოს;

პ) მთლიანი უკუგების სვოპი. საწარმოს შეუძლია ფინანსური აქტივი მიჰყიდოს მიმღებ სუბიექტს და მიმღებ პირთან ერთად ჩაერთოს მთლიანი უკუგების სვოპში, რომლის თანახმად საწარმოს გადაეცემა საბაზისო აქტივიდან მისაღები მთლიანი საპროცენტო ფულადი გადასახდელები, ფიქსირებული გადასახდელების, ან ცვალებადი განაკვეთის გადასახდელების სანაცვლოდ და საწარმო აითვისებს (შთანთქამს) საბაზისო აქტივის რეალური ღირებულების ზრდას, ან შემცირებას. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია მთელი აქტივის აღიარების შეწყვეტა;


ჟ) საპროცენტო განაკვეთის სვოპი. საწარმოს შეუძლია მიმღებ სუბიექტს გადასცეს ფიქსი-რებული განაკვეთის ფინანსური აქტივი და მიმღებ პირთან ერთად ჩაერთოს საპროცენ-ტო განაკვეთის სვოპში, რათა მიიღოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი და გადაი-ხადოს პირობით ღირებულებაზე დამყარებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, რომე-ლიც გადაცემული ფინანსური აქტივის ძირითადი თანხის ტოლი იქნება. საპროცენტო გა-ნაკვეთის სვოპი ხელს არ უშლის გადაცემული აქტივის აღიარების შეწყვეტას იმ პირო-ბით, რომ სვოპზე გადასახდელი თანხები დამოკიდებული არ არის გადაცემულ აქტივზე გადასახდელ თანხებზე;


რ) ამორტიზებადი საპროცენტო განაკვეთის სვოპი. საწარმოს შეუძლია მიმღებ სუბიექტს გადასცეს ფიქსირებული განაკვეთის მქონე ფინანსური აქტივი, რომელიც დროთა განმავლობაში განაღდდება და მიმღებ პირთან ერთად ჩაერთოს ამორტიზებადი საპრო-ცენტო განაკვეთის სვოპში, რათა მიიღოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი და გა-დაიხადოს პირობით ღირებულებაზე დამყარებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. თუ სვოპის პირობითი ღირებულება ისე ამორტიზდება, რომ იგი დროის ნებისმიერ მომენ-ტში უტოლდება გადაცემული აქტივის დაუფარავ ძირითად თანხას, სვოპი, საზოგადოდ, იწვევს საწარმოს მიერ წინასწარგადახდის რისკის შენარჩუნებას, რომლის დროსაც საწარმო აგრძელებს მთლიანი გადაცემული აქტივის აღიარებას, ან აქტივის აღიარებას აგრძელებს მასში შენარჩუნებული მონაწილეობის მოცულობის შესაბამისად. ამის საპირისპიროდ, თუ სვოპის პირობითი ღირებულების ამორტიზაცია მიბმული არ არის გადაცემული აქტივის დაუფარავ ძირითად თანხასთან, ასეთი სვოპი არ გამოიწვევს სა-წარმოს მიერ აქტივზე წინასწარგადახდის რისკის შენარჩუნებას. ამგვარად, ეს ხელს არ უშლის გადაცემული აქტივის აღიარების შეწყვეტას, თუ სვოპზე გადასახდელი თანხები დამოკიდებული არ არის გადაცემულ აქტივზე გადასახდელ საპროცენტო თან-ხებზე და სვოპი არ გამოიწვევს საწარმოს მიერ გადაცემულ აქტივთან დაკავშირებული საკუთრების რაიმე სხვა მნიშვნელოვანი რისკებისა და სარგებლის შენარჩუნებას.


ბ3.2.17 ამ პუნქტში მოცემულია ფინანსურ აქტივში მონაწილეობის შენარჩუნების მიდგომის გამო-ყენების საილუსტრაციო მაგალითები, როდესაც საწარმო მონაწილეობას აგრძელებს ფინან-სური აქტივის ნაწილში.
 




















 
ფასს  9



წარმოვიდგინოთ, რომ საწარმოს გააჩნია წინასწარგადასახდელი სესხების პორტფელი, რომელთა კუპონური შემოსავალი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 10 პროცენ-ტი, ხოლო ძირითადი თანხა და ამორტიზებული ღირებულება 10,000 ფე. საწარმო ერთვება გარიგებაში, რომლის თანახმად 9,115 ფე-ის გადახდის ნაცვლად მიმღები სუბიექტი იღებს ამოღებული ძირითადი თანხის 9,000 ფე-ისა და ასევე მასზე 9.5 პროცენტის მიღების უფლე-ბას. საწარმო ინარჩუნებს ნებისმიერ ძირითად გადასახდელ 1,000 ფე-ს პლუს 10 პროცენ-ტის მიღების უფლებასა და დარჩენილ ძირითად 9,000 ფე-ზე 0,5 პროცენტ ნამეტ სპრედს. ამოღებული წინასწარი გადასახდელები გადანაწილდება საწარმოსა და მიმღებ სუბიექტს შორის პროპორციულად 1:9 კოეფიციენტით, მაგრამ ნებისმიერი გადაუხდელი თანხა უნდა გამოიქვითოს საწარმოს 1,000 ფე პროცენტიდან, სანამ პროცენტი არ ამოიწურება. სესხე-ბის რეალური ღირებულება გარიგების თარიღისთვის უდრის 10,100 ფე-ს, ხოლო 0,5 პრო-ცენტი ნამეტი სპრედის რეალური ღირებულება 40 ფე-ს.


საწარმო ადგენს, რომ მან გადასცა საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნე-ლოვანი რისკი და სარგებელი (მაგალითად, წინასწარგადახდის მნიშვნელოვანი რისკი), მაგრამ ამასთან შეინარჩუნა საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი რისკი და სარგებელი (შენარჩუნებული სუბორდინირებული მონაწილეობის გამო) და შეი-ნარჩუნა კონტროლი. შესაბამისად, იგი იყენებს აქტივში მონაწილეობის გაგრძელების (შენარჩუნების) მიდგომას.


ამ სტანდარტის გამოყენების მიზნით, საწარმო გარიგებას განიხილავს, როგორც (ა) 1,000 ფე ღირებულების მთლიანად პროპორციული პროცენტის შენარჩუნებას, პლუს (ბ) შენარ-ჩუნებული ნაწილის სუბორდინირებას, რათა მიმღებ სუბიექტს საკრედიტო დანაკარგების დასაფარად შესთავაზოს საკრედიტო ხაზის გაუმჯობესება.

საწარმო ანგარიშობს, რომ მთლიანი მიღებული კომპენსაციიდან (9,115 ფე) 9,090 ფე (90% × 10,100) წარმოადგენს კომპენსაციას სრულად პროპორციული 90-პროცენტიანი წი-ლისათვის. დარჩენილი საკომპენსაციო გადასახდელი (25 ფე) წარმოადგენს საკომპენსა-ციო გადასახდელებს მის მიერ შენარჩუნებული ნაწილის სუბორდინირებისთვის, იმ მიზ-ნით, რომ მიმღებ სუბიექტს შესთავაზოს საკრედიტო ხაზის გაუმჯობესება საკრედიტო და-ნაკარგების ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, 0,5 პროცენტი ნამეტი სპრედი წარმოადგენს საკომპენსაციო გადასახდელს საკრედიტო ხაზის გაუმჯობესებისათვის. ამგვარად, საკრე-დიტო ხაზის გაუმჯობესების მთლიანი საკომპენსაციო თანხა იქნება 65 ფე (25 ფე + 40 ფე).

საწარმო შემოსულობას ან ზარალს ანგარიშობს 90 პროცენტი წილის გაყიდვიდან მიღე-ბული ფულადი ნაკადებიდან. თუ დავუშვებთ, რომ ცალკე გადაცემული 90-პროცენტიანი წილისა და შენარჩუნებული 10-პროცენტიანი წილის რეალური ღირებულების დადგენა გადაცემის თარიღისთვის შეუძლებელია, საწარმო აქტივის საბალანსო ღირებულებას 3.2.14 პუნქტის შესაბამისად შემდეგნაირად გადაანაწილებს:

რეალური გადანაწილებული
პროცენტი საბალანსო
ღირებულება
ღირებულება
გადაცემული ნაწილი 9,090 90% 9,000
შენარჩუნებული ნაწილი 1,010 10% 1,000
სულ 10,100 10,000




გაგრძელება
 






 
ფასს  9



საწარმო ფულადი ნაკადების 90 პროცენტი წილის გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობას ან ზარალს ანგარიშობს საკომპენსაციო შემოსავლებიდან გადაცემულ ნაწილზე გადანაწი-ლებული საბალანსო ღირებულების გამოქვითვით, ე.ი. 90 ფე (9,090 ფე  9,000ფე). საწარ-მოს მიერ შენარჩუნებული ნაწილის საბალანსო ღირებულება უდრის 1,000 ფე-ს.

ამას გარდა, საწარმო აღიარებს აქტივში მონაწილეობის შენარჩუნებას, რაც გამოწვეუ-ლია საკრედიტო დანაკარგებისათვის მისი შენარჩუნებული ნაწილის სუბორდინირებით. შესაბამისად, იგი აღიარებს 1,000 ფე ღირებულების აქტივს (ფულადი სახსრების მაქსიმა-ლურ ოდენობას, რომელსაც იგი ვერ მიიღებს სუბორდინირების გამო) და 1,065 ფე ღირე-ბულების დაკავშირებულ ვალდებულებას (რაც წარმოადგენს ფულადი სახსრების მაქსიმა-ლურ ოდენობას, რომელსაც იგი ვერ მიიღებს სუბორდინირების გამო, ე.ი. 1,000 ფე პლუს სუბორდინაციის რეალური ღირებულება 65 ფე).


საწარმო ზემოთ განხილულ ინფორმაციას მოცემული გარიგების აღრიცხვისათვის იყენებს

შემდეგნაირად:


დებეტი კრედიტი
თავდაპირველი აქტივი 9,000
სუბორდინაციისათვის აღიარებული აქტივი ან 1,000
დარჩენილი ნაწილი
მიღებული საკომპენსაციო გადასახდელების აქტივი 40
ნამეტი სპრედის ფორმით
მოგება ან ზარალი (შემოსულობა გადაცემაზე) 90
ვალდებულება 1,065
მიღებული ფულადი სახსრები 9,115
სულ 10,155 10,155


უშუალოდ გარიგების შემდეგ, აქტივის საბალანსო ღირებულება იქნება 2,040 ფე, რომელიც შეიცავს შენარჩუნებულ ნაწილზე გადანაწილებულ 1,000 ფე-ს და ასევე 1,040 ფე-ს, საწარმოს დამატებით მონაწილეობას, მის მიერ შენარჩუნებული ნაწილის საკრედიტო დანაკარგებისთვის სუბორდინირების გამო (რაც 40 ფე ნამეტ სპრედს შეიცავს).

შემდგომ პერიოდებში საწარმო საკრედიტო ხაზის გაუმჯობესებისთვის მიღებულ საკომ-პენსაციო გადასახდელებს (65 ფე) აღიარებს დროის პროპორციულობის მეთოდით, აღია-რებულ აქტივს პროცენტს დაარიცხავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით და აღიარებულ აქტივზე აღიარებს საკრედიტო გაუფასურებას. ამ უკანასკნელის მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ მომდევნო წელს არსებობს საბაზისო სესხების საკრედიტო დანა-კარგი 300 ფე (საკრედიტო გაუფასურება). საწარმო აღიარებულ აქტივს ამცირებს 600 ფე-ით (300 ფე უკავშირდება საწარმოს მიერ შენარჩუნებულ წილს და 300 ფე კი  აქტივში დამატებით მონაწილეობას, რაც გამოწვეულია საკრედიტო დანაკარგებისთვის შენარჩუნებული წილის სუბორდინირებით),ხოლო აღიარებულ ვალდებულებას ამცირებს 300 ფე-ით. ნეტო შედეგი არის მოგების ან ზარალის შემცირება 300 ფე-ით, საკრედიტო გაუფასურების გამო.

 










 
ფასს  9

ფინანსური ვალდებულებების აღიარების შეწყვეტა (ნაწილი 3.3)

ბ3.3.1 ფინანსური ვალდებულება (ან მისი ნაწილი) უქმდება, როდესაც დებიტორი:

ა) ფარავს ვალდებულებას (ან მის ნაწილს), როგორც წესი, კრედიტორისათვის ფულადი სახსრების გადახდის, სხვა ფინანსური აქტივების, საქონლის ან მომსახურების მიწოდე-ბით; ან

ბ) სასამართლო პროცესის ან კრედიტორის მეშვეობით კანონიერად თავისუფლდება თავდაპირველი ვალდებულების (ან მისი ნაწილის) პასუხისმგებლობისაგან (თუ დებიტო-რი იძლევა გარანტიას, აღნიშნული პირობა შეიძლება მაინც დაკმაყოფილდეს).

ბ3.3.2 თუ სავალო ინსტრუმენტის ემიტენტი გამოისყიდის აღნიშნულ ინსტრუმენტს, ვალი გაუქმდე-ბა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემიტენტი ამ ინსტრუმენტის ბაზრის შემქმნელია, ან ვარაუდობს ახლო მომავალში მის ხელახლა გაყიდვას.

ბ3.3.3 მესამე მხარისათვის თანხების გადახდა, ტრასტის ჩათვლით (ზოგჯერ უწოდებენ `არსები-თად ანულირებას~), კანონიერი შეღავათების არარსებობის პირობებში, თავისთავად არ ამ-ცირებს კრედიტორის წინაშე დებიტორის თავდაპირველ ვალდებულებას.

ბ3.3.4 თუ დებიტორი მესამე მხარეს ვალდებულების აღებისათვის უხდის თანხებს და თავის კრე-დიტორს ატყობინებს, რომ მესამე მხარემ აღიარა მისი სავალო ვალდებულება, დებიტორი არ წყვეტს სავალო ვალდებულების აღიარებას, თუ ბ3.3.1(ბ) პუნქტის პირობები დაკმაყოფი-ლებული არ არის. დებიტორი აუქმებს ვალს, თუ იგი მესამე მხარეს ვალდებულების აღებისათვის უხდის თანხებს და იღებს კანონიერ განთავისუფლებას თავისი კრედიტორისა-გან. თუმცა, თუ დებიტორი თანხმდება, რომ ვალთან დაკავშირებით გადასახდელი თანხები გადაუხადოს მესამე მხარეს, ან პირდაპირ მის ადრინდელ კრედიტორს, დებიტორი აღია-რებს ახალ სავალო ვალდებულებას მესამე მხარის წინაშე.


ბ3.3.5 თუ გადაცემულ ფინანსურ აქტივთან მიმართებით დაკმაყოფილებული არ არის 3.2.13.2.23 პუნქტების აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმები, საწარმოს შეუძლია ახალი ვალდებულების აღიარება იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს წესით, ან კრედიტორისაგან მიღებული კა-ნონიერი შეღავათები იწვევს ვალდებულების აღიარების შეწყვეტას. თუ აღნიშნული კრიტე-რიუმები არ არის დაკმაყოფილებული, გადაცემული აქტივების აღიარება არ წყდება და სა-წარმო გადაცემულ აქტივებთან დაკავშირებით აღიარებს ახალ ვალდებულებას.

ბ3.3.6 3.3.2 პუნქტის მიზნებისათვის, პირობები არსებითად განსხვავებულად მიიჩნევა, თუ თავდა-პირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული ახალი პირობების შესაბამისი ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება, ნებისმიერი ნეტო გადახდილი საზღაუ-რის (გადახდილ საზღაურს მინუს მიღებული საზღაური) ჩათვლით, სულ მცირე 10 პროცენ-ტით განსხვავდება თავდაპირველი ფინანსური ვალდებულების დარჩენილი ფულადი ნაკადე-ბის დისკონტირებული ღირებულებისაგან. თუ სავალო ინსტრუმენტების გაცვლა ან პირო-ბების შეცვლა განიხილება როგორც გაუქმება, ნებისმიერი წარმოშობილი დანახარჯები თუ საფასური უნდა აღიარდეს, როგორც გაუქმების შედეგად მიღებული შემოსულობა ან ზარა-ლი. თუ სავალო ინსტრუმენტების გაცვლა ან პირობების შეცვლა არ განიხილება, როგორც გაუქმება, ნებისმიერი წარმოქმნილი დანახარჯები თუ საზღაური აკორექტირებს ვალდებუ-ლების საბალანსო ღირებულებას და ამორტიზდება მოდიფიცირებული ვალდებულების დარ-ჩენილი ვადის განმავლობაში.


ბ3.3.7 ზოგ შემთხვევაში, კრედიტორი დებიტორს ათავისუფლებს მიმდინარე გადასახდელების ვალდებულებისაგან, მაგრამ დებიტორი იღებს გადახდის საგარანტიო ვალდებულებას, თუ თავდაპირველი ვალდებულების ამღები მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდება. ამ შემთხვევაში, დებიტორი:

ა) აღიარებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას მის მიერ აღებული საგარანტიო ვალდებუ-ლების რეალურ ღირებულებაზე დაყრდნობით; და

ბ) აღიარებს შემოსულობას ან ზარალს, შემდეგი ორი სიდიდის სხვაობაზე დაყრდნობით:

(1) გადახდილი კომპენსაცია და (2) თავდაპირველი ფინანსური ვალდებულების საბა-ლანსო ღირებულებას გამოკლებული ახალი ფინანსური ვალდებულების რეალური ღი-რებულება.



 
ფასს  9

კლასიფიკაცია (მე-4 თავი)


ფინანსური აქტივების კლასიფიკაცია (ნაწილი 4.1)

ფინანსური აქტივების სამართავად გამოყენებული საწარმოს ბიზნესმოდელი

ბ4.1.1 4.1.1(ა) პუნქტი მოითხოვს, რომ საწარმომ, ფინანსური აქტივების სამართავად გამოყე-ნებული საწარმოს ბიზნესმოდელის საფუძველზე, ფინანსური აქტივების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც შემდგომში ამორტიზებული ღირებულებით, ან რეალური ღირებუ-ლებით შეფასებული. იმის დასადგენად, ფინანსური აქტივები აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნულ პირობებს, საწარმო ითვალისწინებს ბიზნესმოდელის მიზანს, რაც განსაზღ-ვრულია საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი პერსონალის (როგორც ეს განმარტებულია ბასს 24-ში) მიერ.

ბ4.1.2 საწარმოს ბიზნესმოდელი დამოკიდებული არ არის ინდივიდუალური ინსტრუმენტის მიმართ ხელმძღვანელობის განზრახვაზე. შესაბამისად, ეს პირობა არ წარმოადგენს ცალკეული ინსტრუმენტისთვის გამოსაყენებელ საკლასიფიკაციო მიდგომას და უნდა განისაზღვროს აგრეგირების უფრო მაღალ დონეზე. ამასთან, კონკრეტული საწარმო ფინანსური აქტივების მართვის მიზნებისთვის შესაძლოა იყენებდეს რამდენიმე ბიზნესმოდელს. შესაბამისად, კლასიფიკაცია არ უნდა განხორციელდეს მთლიანად საწარმოს დონეზე. მაგალითად, საწარმო შეიძლება ფლობდეს ინვესტიციების პორტფელს, რომლის მართვის მიზანია სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღება და ასევე ინვესტიციების სხვა პორტფელს, რომელიც გამიზნულია სავაჭროდ, რეალური ღირებულების ცვლილებების რეალიზების მიზნით.

ბ4.1.3 მართალია, შესაძლოა საწარმოს ბიზნესმოდელის მიზანი იყოს ფინანსური აქტივების ფლობა მათგან სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ყველა ამ ინსტრუმენტს საწარმო ფლობდეს დაფარვის ვადამდე. ამგვარად, საწარმოს ბიზნესმოდელი შესაძლოა იყოს ფინანსური აქტივების ფლობა მათგან სახელშეკ-რულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით მაშინაც კი, როდესაც ის ყიდის ფინანსურ აქტივებს. მაგალითად, საწარმოს შეუძლია გაყიდოს ფინანსური აქტივი, თუ:

ა) ფინანსური აქტივი საწარმოს საინვესტიციო პოლიტიკას აღარ შეესაბამება (ანუ ფინანსური აქტივის საკრედიტო რეიტინგი ეცემა საწარმოს საინვესტიციო პოლიტიკით მოთხოვნილ დონეზე დაბლა);

ბ) მზღვეველი საინვესტიციო პორტფელს აკორექტირებს მოსალოდნელ ვადიანობაში ცვლილებების ასახვის მიზნით (ანუ გასავლების მოსალოდნელი ვადიანობის მიხედვით); ან

გ) საწარმოს ესაჭიროება კაპიტალური დანახარჯის დაფინანსება.

თუმცა, თუ პორტფელიდან გაყიდვები იშვიათზე უფრო ხშირად ხდება, საწარმომ უნდა შეაფასოს, გაყიდვები შეესაბამება თუ არა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზანს და როგორ შეესაბამება.

ბ4.1.4 ქვემოთ მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საწარმოს ბიზნესმოდელის მიზანია ფინანსური აქტივების ფლობა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად. მაგალითების სია არ არის ამომწურავი.

მაგალითი ანალიზი
1-ლი მაგალითი მართალია, საწარმო ფინანსური აქტივის რეალურ ღირე-
საწარმო ფლობს ინვესტიციას ბულებას,  სხვა  ინფორმაციასთან  ერთად,  განიხილავს
ლიკვიდობის პოზიციიდან (ანუ ფულადი სახსრების ოდე-
სახელშეკრულებო ფულადი ნობა, რომლის რეალიზება მაშინ მოხდება, თუ საწარმოს
ნაკადების  მიღების მიზნით, დასჭირდება  აქტივების  გაყიდვა),  მაგრამ  საწარმოს
მაგრამ  გარკვეულ გარემოე- მიზანია  ფინანსური  აქტივის  ფლობა  და  სახელშეკრუ-
ბებში ყიდის მას. ლებო ფულადი ნაკადების მიღება. ზოგიერთი გაყიდვა ამ
მიზანს არ ეწინააღმდეგება.
გაგრძელება
 



 
ფასს  9

მე-2 მაგალითი საწარმოს ბიზნესმოდელის მიზანია ფინან-
საწარმოს ბიზნესმოდელია ფინანსური აქტი- სური  აქტივის  ფლობა  და  სახელშეკ-
რულებო ფულადი ნაკადების მიღება.
ვების, როგორიცაა სესხები, პორტფელის საწარმო პორტფელს არ ყიდულობს მისი
შეძენა. აღნიშნული პორტფელი შესაძლოა გაყიდვიდან მოგების მიღების მიზნით.
მოიცავდეს  ან  არ  მოიცავდეს  საკრედიტო
ზარალის  მქონე  ფინანსურ  აქტივებს.  თუ ანალოგიურად გაანალიზდება ისეთი
სესხის  თანხების  გადახდა  დროულად  არ სიტუაცია, როდესაც საწარმო არ ვარაუ-
ხდება, საწარმო სახელშეკრულებო ფულადი დობს  ყველა სახელშეკრულებო ფულადი
ნაკადების ამოღებას ცდილობს სხვადასხვა ნაკადის მიღებას (მაგალითად, ფინანსური
ხერხით – მაგალითად, დებიტორთან ელექტ- აქტივების ნაწილმა განიცადა საკრედიტო
რონული  ფოსტით,  ტელეფონით  ან  სხვა ზარალი).
საშუალებებით დაკავშირებით. გარდა  ამისა,  ის  ფაქტი,  რომ  საწარმომ
ზოგ  შემთხვევაში,  საწარმო  დებს  საპრო- პორტფელის  ფულადი  ნაკადების  მოდიფი-
ცენტო განაკვეთის სვოპის გარიგებას, რათა ცირების მიზნით ხელშეკრულება დადო
შეცვალოს  პორტფელში  შემავალი  კონკრე- წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის
ტული ფინანსური აქტივის ცვალებადი საპრო- შესახებ, თავისთავად არ ცვლის საწარმოს
ცენტო განაკვეთი ფიქსირებული საპროცენტო ბიზნესმოდელს. ბიზნესმოდელის მიზანი
განაკვეთით. შეიძლება იყოს აქტივების ფლობა სახელ-
შეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად,
თუ  პორტფელის  მართვა  არ  ხდება  რეა-
ლური ღირებულების საფუძველზე.
მე-3 მაგალითი კონსოლიდირებულმა ჯგუფმა  სახელშეკ-
საწარმოს  ბიზნესმოდელის  მიზანია  მომხმა- რულებო ფულადი ნაკადების მიღების
მიზნით გასცა სესხები.
რებლებზე  სესხების  გაცემა  და  შემდგომში
აღნიშნული  სესხების  მიყიდვა  სეკურიტიზა- ამასთან, სესხების გამცემი საწარმოს მი-
ციით  დაკავებული  საწარმოსთვის.  სეკური- ზანია  ფულადი  ნაკადების  ამოღება  სეს-
ტიზაციის  საწარმო  ინვესტორებისათვის  უშ- ხების პორტფელიდან სეკურიტიზაციის სა-
ვებს ინსტრუმენტებს. წარმოზე სესხების მიყიდვის გზით; შესა-
სესხის გამცემი საწარმო აკონტროლებს სე- ბამისად, ინდივიდუალური ფინანსური ან-
გარიშგების მიზნებისათვის არ მიიჩნევა,
კურიტიზაციის  საწარმოს და, მაშასადამე, რომ პორტფელის მართვა ხდება სახელ-
ახდენს მის კონსოლიდირებას. შეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების
სეკურიტიზაციის საწარმო სახელშეკრულებო მიზნით.
ფულად  ნაკადებს  იღებს  სესხებიდან  და
გადასცემს თავის ინვესტორებს.
ამ მაგალითში იგულისხმება, რომ კონსოლი-
დირებულ  ფინანსური  მდგომარეობის  ანგა-
რიშგებაში გრძელდება  სესხების  აღიარება,
ვინაიდან სეკურიტიზაციის საწარმო   არ
წყვეტს მათ აღიარებას.


ბ4.1.5 ერთ-ერთი ბიზნესმოდელი, რომლის დროსაც საწარმოს მიზანი არ არის ინსტრუმენტების ფლობა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად, არის საწარმოს მიერ ფინანსური აქტივების პორტფელს მართვა აქტივების გაყიდვიდან ფულადი ნაკადების მიღების მიზნით. მაგალითად, თუ საწარმო აქტივების პორტფელს აქტიურად მართავს საკრედიტო სპრედისა და შემოსავლიანობის მრუდის ცვლილებით განპირობებული რეალური ღირებულების ცვლილების რეალიზების მიზნით, მისი ბიზნესმოდელი არ არის აქტივების ფლობა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად. საწარმოს მიზანი იწვევს აქტიურ ყიდვა-გაყიდვას და საწარმო ფინანსურ ინსტრუმენტებს მართავს რეალური ღირებულების ცვლილებიდან შემოსულობის და არა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით.
 





 
ფასს  9

ბ4.1.6 ფინანსური აქტივების პორტფელი, რომლის მართვა და შედეგების შეფასება ხდება რეალური ღირებულების საფუძველზე (როგორც აღწერილია 4.2.2(ბ) პუნქტში), არ არის გამიზნული სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად. ანალოგიურად, სავაჭროდ გამიზნულად კლასიფიცირებულ ფინანსური აქტივების პორტფელსაც საწარმო არ ფლობს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მისაღებად. ინსტრუმენტების ასეთი პორტფელი უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით.


სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები, რაც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას

ბ4.1.7 4.1.1 პუნქტი მოითხოვს, რომ საწარმომ (თუ 4.1.5 პუნქტი არ გამოიყენება) ფინანსური აქტივების კლასიფიკაცია შემდგომში მოახდინოს როგორც ამორტიზებული ღირებულებით ან რეალური ღირებულებით შეფასებული, ისეთი ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მახასიათებლების საფუძველზე, რომელიც შედის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით მართულ ფინანსური აქტივების ჯგუფის შემადგენლობაში.

ბ4.1.8 საწარმომ იმ ვალუტაში უნდა შეაფასოს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები წარმოადგენს თუ არა ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას, რომელშიც გამოსახულია ფინანსური აქტივი (ასევე იხილეთ პუნქტი ბ5.7.2)

ბ4.1.9 ლევერიჯი ზოგიერთი ფინანსური აქტივის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მახასია-თებელია. ლევერიჯი ზრდის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების ცვალებადობას, რის გამოც მათ პროცენტის ეკონომიკური მახასიათებლები არ გააჩნია. განცალკევებული ოფციონის, ფორვარდული და სვოპის ხელშეკრულებები ლევერიჯის შემცველი ფინანსური აქტივების მაგალითებია. შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს 4.1.2(ბ) პუნქტის პირობებს და შემდგომში არ შეიძლება შეფასდეს ამორტიზებული ღირებულებით.

ბ4.1.10 სახელშეკრულებო დებულებები, რომლებიც ემიტენტს (ე.ი. მსესხებელს) სავალო ინსტრუ-მენტის (ე.ი სესხი, ან ობლიგაცია) წინასწარ დაფარვის უფლებას აძლევს, ან მფლობელს (ე.ი კრედიტორს) უფლებას აძლევს, დაფარვის ვადამდე დაუბრუნოს ემიტენტს სავალო ინსტრუმენტი, იმ შემთხვევაში წარმოქმნის სახელშეკრულებო ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა, თუ:

ა) ეს დებულებები დამოკიდებული არ არის მომავალ მოვლენებზე, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც ეს დებულებები ითვალისწინებს:

(ი) სავალო ინსტრუმენტის მფლობელის დაცვას ემიტენტის საკრედიტო მდგომა-რეობის გაუარესებისგან (ანუ, სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებ-ლობა, კრედიტების გადატანა უფრო დაბალ კატეგორიაში და სასესხო შეთან-ხმებების დარღვევა), ან ემიტენტის კონტროლის ცვლილებისაგან; ან

(იი) მფლობელის ან ემიტენტის დაცვას საგადასახადო, ან სხვა კანონების შესაბამისი ცვლილებებისაგან; და

ბ) წინასწარგადახდილი თანხა პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადაუხდელ ნაწილს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტი-სათვის დამატებითი კომპენსაციის გადახდას.

ბ4.1.11 სახელშეკრულებო დებულებები, რომლებიც ემიტენტს ან მფლობელს სავალო ინსტრუმენტის სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების უფლებას აძლევს, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოქმნის ისეთ სახელშეკრულებო ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა, თუ:

ა) დებულებები დამოკიდებული არ არის მომავალ მოვლენებზე, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც ეს დებულებები ითვალისწინებს:

(ი) სავალო ინსტრუმენტის მფლობელის დაცვას ემიტენტის საკრედიტო მდგომა-რეობის გაუარესებისგან (ანუ, სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრუ-ლებლობა, კრედიტების გადატანა უფრო დაბალ კატეგორიაში და სასესხო შეთანხმებების დარღვევა), ან ემიტენტის კონტროლის ცვლილებისაგან; ან


 
ფასს  9

(იი) მფლობელის ან ემიტენტის დაცვას საგადასახადო, ან სხვა კანონების შესაბამისი ცვლილებებისაგან; და

ბ) გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში ვადის გაგრძელების პირობები წარმოქმნის ისეთ სახელშეკრულებო ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა.

ბ4.1.12 ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდის ვადის ან ოდენობის ცვლილების გამომწვევი სახელშეკრულებო პირობა არ წარმოქმნის ისეთ სახელშეკრულებო ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა, თუ იგი არის:

ა) ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ფულის დროითი ღირებულებისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის (რომელიც მხოლოდ თავდაპირველი აღიარებისას შეიძლება განისაზღვროს და, შესაბამისად, შეიძლება იყოს ფიქსირებული) კომპენსაციას; და

ბ) სახელშეკრულებო პირობა არის წინასწარგადახდის ოფციონი, რომელიც აკმაყოფილებს ბ4.1.10 პუნქტის მოთხოვნებს; ან

გ) სახელშეკრულებო პირობა არის გადავადების ოფციონი, რომელიც აკმაყოფილებს ბ4.1.11 პუნქტის მოთხოვნებს.

ბ4.1.13 ქვემოთ მოყვანილია ისეთი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების საილუსტრაციო მაგალითები, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. მაგალითების სია არ არის ამომწურავი.


ფინანსური ინსტრუმენტი ანალიზი
`ა~ ინსტრუმენტი სახელშეკრულებო   ფულადი   ნაკადები   წარმოადგენს
`ა~ ინსტრუმენტი არის განსა- ძირითადი  თანხისა  და  ძირითადი  თანხის  დაუფარავ
ნაწილთან  დაკავშირებული  პროცენტის  გადახდას.  ძირი-
ზღვრული დაფარვის თარიღის თადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან
მქონე ობლიგაცია. ძირითადი დაკავშირებული  პროცენტის  თანხების  გადახდის  მიბმა
თანხისა და ძირითადი თანხის არალევერიჯებულ  ინფლაციის  ინდექსზე  იწვევს  ფულის
დაუფარავ  ნაწილთან დაკავ- დროითი  ღირებულების  მიმდინარე  დონემდე  დაყვანას.
შირებული პროცენტის თანხე- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინსტრუმენტის საპროცენტო
ბის გადახდა მიბმულია იმ ვა- განაკვეთი  ასახავს  `რეალურ~  საპროცენტო  განაკვეთს.
ლუტის  (ფულადი  ერთეულის) შესაბამისად, პროცენტის თანხები წარმოადგენს ძირითადი
ინფლაციის ინდექსზე, რომელ- თანხის  დაუფარავ  ნაწილთან  დაკავშირებული  ფულის
შიც გამოსახულია ინსტრუმენ- დროითი   ღირებულების   კომპენსაციას.   თუმცა,   თუ
ტი. ინფლაციასთან კავშირი პროცენტის  თანხების  გადახდა  მიბმული  იქნებოდა  სხვა
არ არის  ლევერიჯებული  და ინდექსზე, მაგალითად დებიტორის საქმიანობის შედეგებზე
ძირითადი თანხა დაცულია. (ე.ი  მსესხებლის  ნეტო  შემოსავალზე),  ან  საკუთარი
კაპიტალის აქციების ფასების ინდექსზე, სახელშეკრულებო
ფულადი ნაკადები არ იქნებოდა ძირითადი თანხისა და
ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული
პროცენტის გადახდა. ამის მიზეზი ისაა, რომ პროცენტების
გადახდა არ წარმოადგენს ფულის დროითი ღირებულებისა
და  ძირითადი  თანხის  დაუფარავ  ნაწილთან  დაკავში-
რებული საკრედიტო რისკის კომპენსაციას. აქ სახელშეკ-
რულებო  პროცენტის  თანხების  ოდენობას  ახასიათებს
ცვალებადობა,  რაც  არ  შეესაბამება  საბაზრო  საპრო-
ცენტო განაკვეთების ცვლილებას.
გაგრძელება
 




 

`ბ~ ინსტრუმენტი
ფასს  9


სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები წარმოადგენს

მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის `ბ~ ინსტრუმენტი არის განსაზღვრუ- დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის ლი დაფარვის თარიღისა და ცვალე- გადახდას, ვინაიდან ინსტრუმენტის ვადის განმავ-ბადი საპროცენტო განაკვეთის მქო- ლობაში გადახდილი პროცენტები ასახავს ფულის ნე ინსტრუმენტი, რომელიც მსეს- დროითი ღირებულებისა და ინსტრუმენტის საკრე-ხებელს საბაზრო საპროცენტო განა- დიტო რისკის კომპენსაციას. ის ფაქტი, რომ ინსტრუ-კვეთი მუდმივად არჩევის შესაძლებ-

ლობას აძლევს. მაგალითად, საპ- მენტის ვადის განმავლობაში იცვლება LIBOღ, თავის-თავად არ იწვევს ინსტრუმენტის დისკვალიფიკაციას.
როცენტო განაკვეთის ხელახლა და-

დგენის ყველა თარიღისათვის, მსეს- თუმცა, თუ მსესხებელს შეუძლია აირჩიოს სამი ხებელს შეუძლია აირჩიოს, 3 თვის თვის განმავლობაში ერთთვიანი LIBOღ-ის გადახ-განმავლობაში გადაიხადოს სამთვი- და და აღნიშნული ერთთვიანი LIBOღ ხელახლა არ ანი LIBOღ, ან ერთი თვის განმავ- განისაზღვრება ყოველ თვეში, სახელშეკრულებო

ლობაში  ერთთვიანი LIBOღ. ფულადი ნაკადები არ წარმოადგენს ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილ-

თან დაკავშირებული პროცენტის გადახდას.

ანალოგიურად  გაანალიზდება  ისეთი სიტუაცია,
როდესაც  მსესხებელს  შეუძლია  არჩევანის  გაკე-
თება  გამსესხებლის  გამოქვეყნებულ ერთთვიან
ცვალებად საპროცენტო განაკვეთსა და სამთვიან
ცვალებად საპროცენტო განაკვეთს შორის.
თუმცა, თუ ინსტრუმენტის სახელშეკრულებო საპ-
როცენტო განაკვეთი ეყრდნობა ინსტრუმენტის
დარჩენილ  ვადაზე  უფრო  ხანგრძლივ  პერიოდს,
მისი  სახელშეკრულებო  ფულადი  ნაკადები  არ
წარმოადგენს  ძირითადი  თანხისა  და  ძირითადი
თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული
პროცენტის გადახდას. მაგალითად, ხუთწლიანი
ობლიგაცია, რომელზეც გადაიხდება ცვალებადი
საპროცენტო განაკვეთი,  რომელიც  პერიოდულად
იცვლება, მაგრამ ყოველთვის ითვალისწინებს
ხუთწლიან დაფარვის ვადას, არ წარმოქმნის ისეთ
სახელშეკრულებო ფულად  ნაკადებს, რომელიც
წარმოადგენს  ძირითადი  თანხისა  და  ძირითადი
თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული
პროცენტის  გადახდას.  ამის  მიზეზი  ისაა,  რომ
ცალკეულ პერიოდში (დასაწყისის გარდა) გადასახ-
დელი  პროცენტის  თანხები  დაკავშირებული  არ
არის ინსტრუმენტის ვადასთან.
`გ~ ინსტრუმენტი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები, როგორც:
`გ~  ინსტრუმენტი არის განსაზღვ- ა)  ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე
რული  დაფარვის თარიღის  მქონე ინსტრუმენტის, ისე
ბ)  ცვალებადი  საპროცენტო  განაკვეთის  მქონე
ობლიგაცია, რომელზეც გადაიხდება
ცვალებადი საბაზრო  საპროცენტო ინსტრუმენტის
განაკვეთი. აღნიშნულ ცვალებად წარმოადგენს  ძირითადი  თანხისა  და  ძირითადი
საპროცენტო განაკვეთს გააჩნია თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული
მაქსიმალური ზედა ზღვარი (`ქეფი~). პროცენტის გადახდას, ვინაიდან ინსტრუმენტის ვა-
დის განმავლობაში გადახდილი პროცენტები ასა-
ხავს ფულის დროითი ღირებულებისა და ინსტრუ-
მენტის საკრედიტო რისკის კომპენსაციას.
გაგრძელება
 



 
ფასს  9

ამგვარად,  ინსტრუმენტს,  რომელიც  წარმოადგენს
(ა)  და  (ბ)  ინსტრუმენტების  კომბინაციას  (ანუ
ობლიგაციას, რომელსაც გააჩნია საპროცენტო გა-
ნაკვეთის  ქეფი),  შესაძლოა  გააჩნდეს  ფულადი
ნაკადები, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ძირი-
თადი  თანხისა  და  ძირითადი  თანხის  დაუფარავ
ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას.
ასეთმა მახასიათებელმა შესაძლოა შეამციროს ფუ-
ლადი ნაკადების ცვალებადობა, ცვალებად საპრო-
ცენტო  განაკვეთზე  შეზღუდვების  დაწესებით  (ანუ
საპროცენტო  განაკვეთის  ქეფი  ან  ფლორი),  ან
გაზარდოს ფულადი სახსრების ცვალებადობა, იმის
გამო,  რომ  ფიქსირებული  განაკვეთი  ცვალებადი
ხდება.
`დ~ ინსტრუმენტი ის ფაქტი, რომ სრული რეგრესის უფლების მქონე
`დ~ ინსტრუმენტი არის სრული რეგ- სესხი უზრუნველყოფილია, თავისთავად, გავლენას
რესის  უფლების  მქონე  სესხი,  რო- არ ახდენს იმის დადგენაზე, არის თუ არა სახელ-
მელიც უზრუნველყოფილია გირაოთი. შეკრულებო ფულადი ნაკადები მხოლოდ ძირითადი
თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილ-
თან დაკავშირებული პროცენტის  გადახდა.

ბ4.1.14 ქვემოთ მოყვანილია ისეთი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების საილუსტრაციო მაგალითები, რომლებიც არ წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას. მაგალითების სია ამომწურავი არ არის.


ფინანსური ინსტრუმენტი ანალიზი
`ე~ ინსტრუმენტი მფლობელი კონვერტირებად ობლიგაციას
`ე~ ინსტრუმენტი არის  ემიტენტის განიხილავს მთლიანობაში.
წილობრივ ინსტრუმენტებში კონვერ- სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები არ წარ-
ტირებადი ობლიგაცია. მოადგენს  მხოლოდ  ძირითადი  თანხისა  და
ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავ-
შირებული პროცენტის გადახდას, რადგან საპ-
როცენტო  განაკვეთი  არ  ასახავს  მხოლოდ
ფულის დროითი ღირებულებისა და ძირითადი
თანხის  დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული
საკრედიტო რისკის კომპენსაციას. შემოსავალი
ასევე  დაკავშირებულია  ემიტენტის  კაპიტალის
ღირებულებასთან.
`ვ~ ინსტრუმენტი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები   არის
`ვ~ ინსტრუმენტი არის სესხი, რომელ- მხოლოდ  ძირითადი  თანხისა  და  ძირითადი
თანხის  დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული
ზეც გადაიხდება საბაზრო საპროცენ- პროცენტის გადახდა.
ტო განაკვეთის შებრუნებული ცვალე-
ბადი საპროცენტო განაკვეთი  (ანუ საპროცენტო გადასახდელები არ არის ძირითა-
სესხის საპროცენტო განაკვეთი საბაზ- დი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებუ-
რო საპროცენტო განაკვეთთან უკუპ- ლი ფულის დროითი ღირებულების კომპენსაცია.
როპორციულ დამოკიდებულებაში იმ-
ყოფება).
გაგრძელება
 
ფასს  9
ფინანსური ინსტრუმენტი ანალიზი
`ზ~ ინსტრუმენტი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები არ წარ-
`ზ~ ინსტრუმენტი უვადო ინსტრუმენ- მოადგენს  მხოლოდ  ძირითადი  თანხისა  და
ტია, მაგრამ  ემიტენტს ნებისმიერ ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავ-
მომენტში შეუძლია მისი გამოხმობა შირებული  პროცენტის  გადახდას.  ამის  მიზეზი
და მფლობელისათვის ნომინალურ ისაა,  რომ  ემიტენტი  შეიძლება  ვალდებული
ღირებულებას დამატებული დარიცხუ- გახდეს, რომ გადაავადოს პროცენტის გადახდა
ლი გადაუხდელი პროცენტის თანხის და ამ გადავადებულ პროცენტის თანხებზე მას
გადახდა. არ დაერიცხება დამატებითი პროცენტი. ამიტომ
`ზ~ ინსტრუმენტზე გადაიხდება საბაზ- პროცენტის თანხების გადახდა არ წარმოადგენს
რო საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ძირითადი თანხის დაუფარავ   ნაწილთან
პროცენტის  გადახდა  არ  ხდება,  თუ დაკავშირებული ფულის დროითი ღირებულების
უშუალოდ  გადახდის შემდგომ   ემი- კომპენსაციას.
ტენტი ვერ შეძლებს გადახდისუნარი- თუ გადავადებულ თანხებზე დაირიცხებოდა და-
ანობის შენარჩუნებას. მატებითი პროცენტი, სახელშეკრულებო ფულა-
გადავადებული პროცენტი არ იწვევს დი  ნაკადები  შეიძლება  ყოფილიყო  ძირითადი
დამატებითი პროცენტის დარიცხვას. თანხისა  და ძირითადი თანხის  დაუფარავ  ნა-
წილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა.


ის ფაქტი რომ `ზ~ ინსტრუმენტი არის უვადო,

თავისთავად არ ნიშნავს, რომ სახელშეკრუ-

ლებო ფულადი ნაკადები არ არის მხოლოდ

ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუ-

ფარავ  ნაწილთან  დაკავშირებული  პროცენტის

თანხების გადახდა. ფაქტობრივად, უვადო ფინან-

სურ ინსტრუმენტს გააჩნია მუდმივად (მრა-

ვალჯერადად) განახლების ოფციონი. ასეთმა

ოფციონმა შესაძლოა წარმოქმნას ისეთი სახელ-

შეკრულებო ფულადი ნაკადები, რომელიც არის

მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი

თანხის  დაუფარავ  ნაწილთან  დაკავშირებული

პროცენტის გადახდა, თუ პროცენტების გადახდა

სავალდებულოა  და  გადახდა  უნდა  განხორცი-

ელდეს უვადოდ (მუდმივად).

ასევე,  ის  ფაქტი,  რომ  `ზ~  ინსტრუმენტი  არის

გამოთხოვადი, არ ნიშნავს, რომ სახელშეკრუ-

ლებო ფულადი ნაკადები არ არის მხოლოდ

ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუ-

ფარავ  ნაწილთან  დაკავშირებული  პროცენტის

გადახდა,  იმ  შემთხვევის  გარდა,  როდესაც  ის

გამოთხოვადია ისეთი თანხით, რომელიც მნიშ-

ვნელოვნად განსხვავდება ძირითადი თანხის

დაუფარავი ნაწილისა და მასზე დარიცხული

პროცენტების  თანხისგან.  იმ  შემთხვევაშიც  კი,

თუ გამოსყიდვის ღირებულება მოიცავს

მფლობელის კომპენსაციას ინსტრუმენტის

ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის, სახელშეკრულებო

ფულადი ნაკადები შესაძლოა იყოს მხოლოდ

ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის

დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენ-

ტის გადახდა.
 








 
ფასს  9

ბ4.1.15 ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსურ აქტივს შესაძლოა გააჩნდეს ისეთი ფულადი ნაკადები, რომელიც მიიჩნევა ძირითად თანხად და პროცენტად, მაგრამ აღნიშნული ფულადი ნაკადები არ წარმოადგენდეს ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას იმ გაგებით, როგორც აღწერილია წინამდებარე ფასს-ის 4.1.2(ბ) და 4.1.3 პუნქტებში.

ბ4.1.16 ასე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური აქტივი წარმოადგენს კონკრეტულ აქტივებში განხორციელებულ ინვესტიციას ან ფულად სახსრებს და, მაშასადამე, სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები არ არის მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა. მაგალითად, სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები შესაძლოა მოიცავდეს გადახდას ისეთი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც არ წარმოადგენს ფულის დროითი ღირებულებისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის კომპენსაციას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი არ დააკმაყოფილებს 4.1.2(ბ) პუნქტის მოთხოვნებს. ასე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მხოლოდ დებიტორის კონკრეტული აქტივებით ან კონკრეტული აქტივებიდან მისაღები ფულადი სახსრებით (მაგალითად, `რეგრესის უფლების არმქონე~ ფინანსური აქტივი).


ბ4.1.17 თუმცა, ის ფაქტი, რომ ფინანსური აქტივი არის რეგრესის უფლების გარეშე, თავის მხრივ, არ გამორიცხავს ფინანსური აქტივის მიერ 4.1.2(ბ) პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ასეთ შემთხვევებში, კრედიტორს მოეთხოვება კონკრეტული საბაზისო აქტივების ან ფულადი ნაკადების შეფასება იმის დასადგენად, აქტივიდან მიღებული სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები არის თუ არა ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა. თუ ფინანსური აქტივის პირობები წარმოშობს სხვა სახის ფულად ნაკადებს ან ზღუდავს ფულად ნაკადებს ისე, რომ ისინი არ შეესაბამება ძირითადი თანხისა და დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას, ფინანსური აქტივი არ აკმაყოფილებს 4.1.2(ბ) პუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნულ შეფასებაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, საბაზისო აქტივი ფინანსური აქტივია თუ არაფინანსური.



ბ4.1.18 თუ სახელშეკრულებო ფულადი სახსრების მახასიათებელი რეალური არ არის, ეს გავლენას არ ახდენს ფინანსური აქტივის კლასიფიკაციაზე. ფულადი სახსრების მახასიათებელი არ არის რეალური, თუ იგი ინსტრუმენტის სახელშეკრულებო ფულად ნაკადებზე გავლენას ახდენს მხოლოდ უკიდურესად იშვიათი, ძალიან ანომალური და ძალიან ნაკლებად მოსალოდნელი მოვლენის მოხდენის შემთხვევაში.

ბ4.1.19 თითქმის ყველა სასესხო გარიგების დროს, კრედიტორის ინსტრუმენტის კლასიფიცირება ხდება დებიტორის სხვა კრედიტორების ინსტრუმენტებთან მიმართებით. სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით დაბალი რანგის (კლასის) ინსტრუმენტს შესაძლოა გააჩნდეს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები, რომელიც წარმოადგენს ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას, თუ დებიტორის გადაუხდელობა ხელშეკრულების დარღვევაა და ინსტრუმენტის მფლობელს, დებიტორის გაკოტრების შემთხვევაშიც კი, გააჩნია სახელშეკრულებო უფლება დაუფარავ ძირითად თანხასა და პროცენტზე. მაგალითად, სავაჭრო დებიტორული დავალიანება, რომელიც კრედიტორს მიიჩნევს ჩვეულებრივ კრედიტორად, დააკმაყოფილებს როგორც ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდის მქონეს. ასეა იმ შემთხვევაშიც, როდესაც დებიტორი იღებს უზრუნველყოფილ სესხს, რომელიც, გაკოტრების შემთხვევაში, უზრუნველყოფის საგანზე უპირატესობას ანიჭებს აღნიშნული სესხის მფლობელს, ჩვეულებრივი კრედიტორების მოთხოვნებთან შედარებით, მაგრამ არ ცვლის ჩვეულებრივი კრედიტორის სახელშეკრულებო უფლებას გადაუხდელ ძირითად თანხასა და სხვა გადავადებულ თანხებზე.



ხელშეკრულებით დაკავშირებული ინსტრუმენტები

ბ4.1.20 ზოგიერთი ტიპის გარიგებისას საწარმომ შეიძლება ფინანსური აქტივების მფლობელთათვის გადასახდელი თანხები პრიორიტეტებად დაყოს ხელშეკრულებით დაკავშირებული სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, რომლებიც წარმოქმნის საკრედიტო რისკის


 
ფასს  9

კონცენტრაციას (ტრანშეები). თითოეულ ტრანშეს გააჩნია დაქვემდებარებული ადგილი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ემიტენტის მიერ მიღებული ფულადი სახსრების ტრანშეებს შორის განაწილების რიგითობას. ასეთ შემთხვევებში, ტრანშეს მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს ძირითადი თანხა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პრო-ცენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი მიიღებს საკმარის ფულად სახსრებს უფრო ზემდგომი რანგის ტრანშეების დასაკმაყოფილებლად.

ბ4.1.21 ამგვარი გარიგებების დროს, ტრანშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ფულადი სახსრების ისეთი მახასიათებლები, რაც წარმოადგენს ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას, თუ:

ა) კლასიფიცირებისათვის განსახილველ ტრანშესთან დაკავშირებით (ძირითად ფინანსურ ინსტრუმენტთა გაერთიანების განხილვის გარეშე) სახელშეკრულებო პირობები წარმოქმნის ისეთ ფულად ნაკადებს, რომლებიც არის მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა (ე.ი ტრანშესთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთი დაკავშირებული არ არის სასაქონლო ინდექსთან);

ბ) საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფს გააჩნია ბ4.1.23 და ბ4.1.24 პუნქტებში აღწერილი ფულადი სახსრების მახასიათებლები; და

გ) საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფში შემავალი ტრანშესათვის დამახასიათებელი საკრედიტო რისკი ტოლია ან ნაკლებია საბაზისო ფინანსურ ინსტრუმენტთა ჯგუფის საკრედიტო რისკის (მაგალითად, ეს პირობა დაკმაყოფილდება, თუ საკრედიტო ზარალის გამო საბაზისო ფინანსურ ინსტრუმენტთა ჯგუფი კარგავს 50% და ტრანშე, ნებისმიერ შემთხვევაში, დაკარგავს 50%-ს ან ნაკლებს).

ბ4.1.22 ფულადი ნაკადების წარმომქმნელ საბაზისო ინსტრუმენტთა ჯგუფის დასადგენად საწარმომ უნდა ჩაატაროს ანალიზი. ეს იქნება საბაზისო ფინანსურ ინსტრუმენტთა ჯგუფი.

ბ4.1.23 საბაზისო ინსტრუმენტთა ჯგუფი უნდა მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ინსტრუმენტს, რომელსაც გააჩნია სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდას.

ბ4.1.24 საბაზისო ინსტრუმენტთა ჯგუფი შესაძლოა ასევე მოიცავდეს ინსტრუმენტებს, რომლებიც:

ა) ბ4.1.23 პუნქტში აღწერილი ფულადი სახსრების ცვალებადობას ამცირებს და როდესაც გაერთიანებულია ბ4.1.23 პუნქტში მითითებულ ინსტრუმენტებთან, იწვევს ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ძირითადი თანხისა და ძირითადი თანხის დაუფარავ ნაწილთან დაკავშირებული პროცენტის გადახდა (ე.ი საპროცენტო განა-კვეთის ქეფი ან ფლორი, ან ხელშეკრულება, რომელიც ამცირებს ბ4.1.23 პუნქტის ზოგიერთი ან ყველა ინსტრუმენტის საკრედიტო რისკს); ან

ბ) ათანაბრებს ტრანშეების ფულად ნაკადებს ბ4.1.23 პუნქტში აღწერილ საბაზისო ინსტრუმენტთა ჯგუფის ფულად ნაკადებთან, რათა მართოს მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი განსხვავებები:

(ი) საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია თუ ცვალებადი;

(იი) ვალუტა, რომელშიც გამოსახულია ფულადი სახსრები, ამ ვალუტის ინფლაციის ჩათვლით; ან

(იიი) ფულადი ნაკადების წარმოქმნის პერიოდულობა.

ბ4.1.25 თუ ჯგუფის რომელიმე ინსტრუმენტი არ აკმაყოფილებს ბ4.1.23 ან ბ4.1.24 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ ბ4.1.21(ბ) პუნქტი არ არის დაკმაყოფილებული.

ბ4.1.26 თუ მფლობელს თავდაპირველი აღიარებისას არ შეუძლია ბ4.1.21 პუნქტის პირობების შეფასება, ტრანშე უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით. თუ თავდაპირველი აღიარების შემდეგ საბაზისო ინსტრუმენტთა ჯგუფი შეიძლება იმგვარად შეიცვალოს, რომ აღარ აკმაყოფილებდეს ბ4.1.23 და ბ4.1.24 პუნქტების მოთხოვნებს, ტრანშე არ აკმაყოფილებს ბ4.1.21 პუნქტის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით.
 




 
ფასს  9

ფინანსური აქტივის კლასიფიცირების შესაძლებლობა, როგორც `რეალური ღირებულებით შეფასებული, ცვლილებების მოგებაში ან ზარალში ასახვით (ნაწილი 4.1 და 4.2)

ბ4.1.27 წინამდებარე სტანდარტის 4.1.5 და 4.2.2 პუნქტები საწარმოს უფლებას აძლევს, ფინანსური აქტივი, ფინანსური ვალდებულება ან ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფი (ფინანსური აქტივები, ფინანსური ვალდებულებები ან ორივე) შეაფასოს რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ ამის გაკეთება უფრო შესაბამის ინფორმაციას იძლევა.

ბ4.1.28 საწარმოს მიერ გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება განსაზღვროს რეალური ღირებულებით აღრიცხვისთვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით, სააღრიცხვო პოლიტიკის არჩევანის მსგავსი პროცედურაა (თუმცა, სააღრიცხვო პოლიტიკისგან განსხვავებით, არ მოითხოვება, რომ ამგვარი კლასიფიკაცია გამოიყენებოდეს ყველა მსგავსი გარიგებისათვის). როდესაც საწარმო ამგვარ არჩევანს მიმართავს, ბასს 8-ის 14(ბ) პუნქტი მოითხოვს, რომ შერჩეულმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს ფინანსურ ანგარიშგებაში უფრო საიმედო და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების, სხვა მოვლენების ან პირობების გავლენის შესახებ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი საქმიანობის შედეგებსა და ფულად ნაკადებზე. მაგალითად, მოგებაში ან ზარალში ასახვით, რეალური ღირებულებით აღრიცხვისთვის მუხლების კლასიფიცირებასთან დაკავშირებით, 4.2.2 პუნქტი განსაზღვრავს ორ გარემოებას, როდესაც შესრულდება უფრო შესაბამისი ინფორმაციის უზრუნველყოფის მოთხოვნა. 4.2.2 პუნქტის თანახმად, კლასი-ფიკაციის არჩევანის გასაკეთებლად საწარმოს სჭირდება იმის დემონსტრირება, რომ ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთს (ან ორივეს) აკმაყოფილებს.



კლასიფიკაცია მთლიანად აღმოფხვრის ან მნიშვნელოვნად ამცირებს სააღრიცხვო შეუსაბამობებს

ბ4.1.29 ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების შეფასება და რეალურ ღირებულებაში აღიარებული ცვლილებების კლასიფიკაცია განისაზღვრება მუხლის კლასიფიკაციით და იმით, იგი წარმოადგენს თუ არა ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილს. აღნიშნულმა მოთხოვნებმა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს შეუსაბამობები შეფასებაში ან აღიარებაში (ზოგჯერ უწოდებენ `სააღრიცხვო შეუსაბამობას~), მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ საწარმო არ გამოიყენებდა არჩევანის უფლებას და ფინანსურ აქტივს არ შეაფასებდა რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, ფინანსური აქტივი შემდგომში კლასიფიცირებული იქნება რეალური ღირებულებით შეფასებულად, ხოლო საწარმოს მიერ მასთან დაკავშირებულად მიჩნეული ვალდებულება შემდგომში შეფასდება ამორტიზებული ღირებულებით (რეალური ღირებულების ცვლილებების აღიარების გარეშე). ასეთ შემთხვევებში, საწარმომ შესაძლოა დაასკვნას, რომ ფინანსური ანგარიშგება უფრო შესაბამის ინფორმაციას უზრუნველყოფდა, თუ აქტივიც და ვალდებულებაც შეფასებული იქნებოდა რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით.

ბ4.1.30 შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს, როდის არის შესრულებული ზემოაღნიშნული პირობა. საწარმოს შეუძლია ამ პირობის გამოყენება და ფინანსური აქტივების ან ფინანსური ვალდებულებების კლასიფიცირება რეალური ღირებულებით აღრიცხვისათვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება 4.1.5 ან 4.2.2(ა) პუნქტების პრინციპი:

ა) საწარმოს, სადაზღვევო ხელშეკრულებების შესაბამისად, აქვს ვალდებულებები, რომელთა შეფასება მოიცავს მიმდინარე ინფორმაციას (როგორც ნებადართულია ფასს 4-ის 24-ე პუნქტით) და ფინანსური აქტივები, რომლებსაც ამ ვალდებულებებთან დაკავშირებულად მიიჩნევს და ისინი, სხვა შემთხვევაში, შეფასებული იქნებოდა ამორტიზებული ღირებულებით.

ბ) საწარმოს გააჩნია ფინანსური აქტივები, ფინანსური ვალდებულებები ან ორივე, რომლებიც ინაწილებენ ამა თუ იმ რისკს, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის რისკს, რაც მათ რეალურ ღირებულებაში საპირისპირო ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ერთმანეთს გადაფარავს. თუმცა, მხოლოდ ზოგიერთი ინსტრუმენტი ფასდება რეალური


 
ფასს  9

ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით (მაგალითად, ისინი, რომლებიც წარმოებული ინსტრუმენტებია, ან კლასიფიცირებულია როგორც სავაჭროდ გამიზნული). ასე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ კმაყოფილდება ჰეჯირების აღრიცხვისათვის დადგენილი კრიტერიუმები, რადგან დაკმაყოფილებული არ არის, მაგალითად 6.4.1 პუნქტის ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნები.

გ) საწარმოს გააჩნია ფინანსური აქტივები, ფინანსური ვალდებულებები ან ორივე, რომლებიც ინაწილებენ ამა თუ იმ რისკს, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთის რისკს, რაც მათ რეალურ ღირებულებაში საპირისპირო ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ერთმანეთს გადაფარავს. ამასთან, ფინანსური აქტივებიდან ან ფინანსური ვალდებულებებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს ჰეჯირების აღრიცხვის კრიტერიუმებს, რადგან ისინი არ არის რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით. გარდა ამისა, ჰეჯირების აღრიცხვის არარსებობის გამო, შემოსულობისა და ზარალის აღიარებისას წარმოიქმნება მნიშვნელოვანი შეუსაბამობები. მაგალითად, საწარმოს სესხების გარკვეული ჯგუფი დაფინანსებული აქვს სავაჭრო ობლიგაციების გამოშვებით, რომელთა რეალური ღირებულების ცვლილებები ერთმანეთს გადაფარავს. თუ, ამავე დროს, საწარმო ობლიგაციებს რეგულარულად ყიდულობს და ყიდის, ხოლო სესხებს იშვიათად (ან არასდროს) ყიდის და ყიდულობს, ანგარიშგებაში როგორც სესხების, ასევე ობლიგაციების რეალური ღირებულებით წარდგენა, მოგებაში ან ზარალში ასახვით, აღმოფხვრის შემოსულობის ან ზარალის აღიარების პერიოდთან დაკავშირებულ შეუსაბამობებს, რაც იმ შემთხვევაში წარმოიქმნებოდა, თუ ორივე ამორტიზებული ღირებულებით შეფასდებოდა, ხოლო შემოსულობა ან ზარალი აღიარდებოდა ობლიგაციების თითოეული შესყიდვის დროს.




ბ4.1.31 წინა პუნქტში განხილულ შემთხვევებში, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი აღიარებასთან თუ შეფასებასთან დაკავშირებული შეუსაბამობების აღმოფხვრა ან მნიშვნელოვნად შემცირება და შედარებით უფრო შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, თუ საწყისი აღიარებისას კლასიფიკაციის განსაზღვრის დროს, ფინანსური აქტივები და ფინანსური ვალდებულებები კლასიფიცირებულია რეალური ღირებულებით აღრიცხვისათვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით. პრაქტიკაში, საწარმოს არ სჭირდება შეფასებასთან ან აღიარებასთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამომწვევი ყველა აქტივისა და ვალდებულების ზუსტად ერთსა და იმავე დროს შეფასება. ნებადართულია დაყოვნება გონივრულობის ფარგლებში, თუ თითოეული გარიგება საწყისი აღიარების დროს კლასიფიცირებული იქნება რეალური ღირებულებით აღრიცხვისათვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით და იმ დროისათვის მოსალოდნელია, რომ ნებისმიერი დარჩენილი გარიგება შედგება.


ბ4.1.32 მისაღები არ იქნება შეუსაბამობების გამომწვევი მხოლოდ ზოგიერთი ფინანსური აქტივისა და ფინანსური ვალდებულების კლასიფიცირება რეალური ღირებულებით აღრიცხვისათვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ ამის გაკეთება არ აღმოფხვრის ან მნიშვნელოვნად არ შეამცირებს ამ შეუსაბამობებს და, მაშასადამე, არ მოგვცემს უფრო შესაბამის ინფორმაციას. თუმცა, დასაშვებია მსგავსი ფინანსური აქტივების ან მსგავსი ფინანსური ვალდებულებების გარკვეული რაოდენობის კლასიფიცირება ამდაგვარად, თუ ამით მიიღწევა შეუსაბამობების მნიშვნელოვანი შემცირება (და პოტენციურად ამ შეუსაბამობების იმაზე მეტად შემცირება, ვიდრე სხვა დასაშვები კლასიფიკაციის გამოყენებით). მაგალითად, დავუშვათ, საწარმოს აქვს დიდი რაოდენობის მსგავსი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა მთლიანი ღირებულება შეადგენს 100 ფე-ს და დიდი რაოდენობის მსგავსი ფინანსური აქტივები, რომელთა ჯამური ოდენობა 50 ფე-ია, მაგრამ ისინი შეფასებულია სხვადასხვა საფუძვლის გამოყენებით. საწარმოს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს შეფასებასთან დაკავშირებული შეუსაბამობები, თუ საწყისი აღიარებისას ყველა აქტივს, მაგრამ ზოგიერთ ვალდებულებას (მაგალითად, ცალკეულ ვალდებულებებს, რომელთა ჯამური სიდიდე 45 ფე-ს შეადგენს) განსაზღვრავს რეალური ღირებულებით აღრიცხვისათვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით. თუმცა, ვინაიდან მხოლოდ მთლიანი ფინანსური ინსტრუმენტისთვის არის შესაძლებელი კლასიფიცირება რეალური ღირებულებით აღრიცხვისთვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით, ამიტომ ამ მაგალითში საწარმომ აღნიშნული კლასიფიკაცია უნდა მიანიჭოს მთლიანად ერთ ან მეტ ვალდებულებას. არ შეიძლება ამ კლასიფიკაციის მინიჭება ვალდებულების რომელიმე კომპონენტისთვის (მაგალითად, მხოლოდ ერთ რისკზე



 
ფასს  9

მისაკუთვნებელი  ღირებულების  ცვლილებებისათვის,  როგორიცაა,  საწყისი  საპროცენტო

განაკვეთი), ან ვალდებულების რაიმე პროპორციული ნაწილისათვის (პროცენტული

წილისათვის).

როდესაც ფინანსური ვალდებულებების ჯგუფის, ან ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების ჯგუფის მართვა და მათი შედეგის შეფასება ხდება რეალური ღირებულების საფუძველზე

ბ4.1.33 საწარმომ შესაძლოა ფინანსური ვალდებულებების ჯგუფი ან ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების ჯგუფი მართოს და მისი შედეგები შეაფასოს იმგვარად, რომ აღნიშნული ჯგუფის რეალური ღირებულებით შეფასებამ, მოგებაში ან ზარალში ასახვით, განაპირობოს უფრო შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა. ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია იმ მეთოდზე, რომლის მეშვეობითაც საწარმო მართავს და აფასებს შედეგს და არა ფინანსური ინსტრუმენტების ბუნებაზე.

ბ4.1.34 მაგალითად, საწარმომ შესაძლოა გამოიყენოს აღნიშნული პირობა ფინანსური ვალდე-ბულებების კლასიფიკაციისათვის რეალური ღირებულებით შეფასებულად, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ ის აკმაყოფილებს 4.2.2(ბ) პუნქტის მოთხოვნებს და საწარმოს გააჩნია ფინანსური აქტივები და ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც ინაწილებენ ერთ ან მეტ რისკს და ამ რისკების მართვა და შეფასება აქტივებისა და ვალდებულებების მართვის დოკუმენტირებული პოლიტიკის შესაბამისად ხდება რეალური ღირებულების საფუძველზე. ამის მაგალითი შეიძლება იყოს საწარმო, რომელმაც გამოუშვა `სტრუქტურიზებული პროდუქტები~, რომლებიც შეიცავს არაერთჯერად ჩართულ წარმოებულ ინსტრუმენტებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს მართავს რეალური ღირებულების საფუძველზე, წარმოებული და არაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ერთობლივად გამოყენებით.



ბ4.1.35 როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს პირობა ეყრდნობა საწარმოს მიერ ფინანსური ინსტრუ-მენტების ჯგუფის მართვისა და საქმიანობის შედეგების შეფასებისათვის გამოყენებულ მეთოდს. შესაბამისად, საწარმომ (იმ პირობით, თუ საწყისი აღიარების დროს იყენებს ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიცირების მოთხოვნას), რომელიც ზემოაღნიშნული პირობის საფუძველზე განსაზღვრავს ფინანსურ ვალდებულებებს რეალური ღირებულებით აღრიცხვისთვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით, ყველა უფლებამოსილ ფინანსურ ვალდებულებას, რომელთა მართვა და შეფასება ერთად ხდება, ამ პირობის საფუძველზე ასეთივე კლასიფიკაცია უნდა მიანიჭოს.


ბ4.1.36 აუცილებელი არ არის, რომ საწარმოს სტრატეგიის დოკუმენტაცია ძალიან დეტალური იყოს, მაგრამ იგი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ წარმოჩინდეს 4.2.2(ბ) პუნქტთან შესაბამისობა. ამგვარი დოკუმენტირება არ მოითხოვება ყველა ინდივიდუალური მუხლისთვის, არამედ შეიძლება მომზადებული იყოს პორტფელის საფუძველზე. მაგალითად, თუ საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი პერსონალის მიერ დამტკიცებული დეპარტამენტის საქმიანობის შედეგების მართვის სისტემა ნათლად აჩვენებს, რომ მისი საქმიანობის შედეგები ფასდება მთლიანი უკუგების საფუძველზე, 4.2.2(ბ) პუნქტთან შესაბამისობის დემონსტრირებისთვის სხვა დოკუმენტაცია არ მოითხოვება.


ჩართული წარმოებულები (ნაწილი 4.3)

ბ4.3.1 თუ საწარმო ხდება კომბინირებული ხელშეკრულების მონაწილე, რომლის ძირითადი ხელშეკრულება წარმოადგენს აქტივს, რომელიც არ განეკუთვნება წინამდებარე ფასს-ის მოქმედების სფეროს, 4.3.3 პუნქტი მოითხოვს, რომ საწარმომ დაადგინოს ნებისმიერი ამგვარი ჩართული წარმოებული და განსაზღვროს, საჭიროა თუ არა მისი გამოყოფა ძირითადი ხელშეკრულებიდან. იმ ხელშეკრულებებისთვის, საიდანაც მოითხოვება ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის გამოყოფა, ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი საწყისი აღიარების დროს და შემდეგშიც უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით.
 






 
ფასს  9

ბ4.3.2 თუ ძირითად ხელშეკრულებას არ გააჩნია მყარი ან წინასწარგანსაზღვრული დაფარვის ვა-და და იგი წარმოადგენს საწარმოს ნეტო აქტივებში ნარჩენ წილს, მაშინ მისი ეკონომიკუ-რი მახასიათებლები და რისკები წარმოადგენს წილობრივი ინსტრუმენტის მახასია-თებლებსა და მასთან დაკავშირებულ რისკებს და ჩართულ წარმოებულს უნდა გააჩნდეს იმავე საწარმოსთან დაკავშირებული კაპიტალის მახასიათებლები, რათა მიჩნეულ იქნეს ძირითად ხელშეკრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულად. თუ ძირითადი ხელშეკრულება არ არის წილობრივი ინსტრუმენტი და აკმაყოფილებს ფინანსური ინსტრუმენტის განმარ-ტებას, მაშინ მისი ეკონომიკური მახასიათებლები და რისკები სავალო ინსტრუმენტის ეკო-ნომიკური მახასიათებლები და რისკები იქნება.

ბ4.3.3 ჩართული წარმოებული ოფციონის გარეშე (მაგალითად, როგორიცაა ჩართული ფორვარდი ან სვოპი) მისი ძირითადი ხელშეკრულებიდან გამოიყოფა ხელშეკრულებით დადგენილი, ან ნაგულისხმევი არსებითი პირობების საფუძველზე ისე, რომ საწყისი აღიარების დროს გააჩ-ნდეს ნულოვანი რეალური ღირებულება. ჩართული წარმოებული ოფციონი (მაგალითად, როგორიცაა ჩართული ფუთი, ქოლი, ქეფი, ფლორი ან სვოპციონი) ძირითადი ხელშეკრულებიდან გამოიყოფა ოფციონის დადგენილი პირობების თანახმად. ძირითადი ინ-სტრუმენტის საწყისი საბალანსო ღირებულება იქნება ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის გამოყოფის შემდეგ დარჩენილი ღირებულება.


ბ4.3.4 საზოგადოდ, ერთ კომბინირებულ ხელშეკრულებაში ჩართული მრავალი წარმოებული განი-ხილება, როგორც ერთი, რთული ჩართული წარმოებული. თუმცა, ჩართული წარმოებული ინსტრუმენტები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც საკუთარი კაპიტალი (იხ. ბასს 32) აღირიცხება იმ წარმოებულებისაგან განცალკევებით, რომლებიც კლასიფიცირდება აქტივე-ბად ან ვალდებულებებად. ამასთან, თუ კომბინირებულ ხელშეკრულებას გააჩნია ერთზე მე-ტი ჩართული წარმოებული და აღნიშნული წარმოებულები დაკავშირებულია განსხვავებუ-ლი დანაკარგების (ზარალის) რისკთან, იოლად გამოყოფადია და ერთმანეთისაგან დამოუ-კიდებელი, ისინი ცალ-ცალკე აღირიცხება.


ბ4.3.5 ქვემოთ ჩამოთვლილ მაგალითებში ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ეკონომიკური მახასიათებლები და რისკები ძირითად ხელშეკრულებასთან არ არის მჭიდროდ დაკავშირე-ბული (პუნქტი 4.3.3(ა)). ამ მაგალითებში, საწარმო ჩართულ წარმოებულებს განიხილავს ძირითადი ხელშეკრულებისაგან განცალკევებით, იმ პირობით, თუ დაკმაყოფილებულია

4.3.3(ბ) და (გ) პუნქტების მოთხოვნები:

ა) ფინანსურ ინსტრუმენტში ჩართული ფუთ-ოფციონი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს, ემიტენტს მოსთხოვოს ინსტრუმენტის გამოსყიდვა ფულადი სახსრებისა თუ სხვა აქტივების მეშვეობით, რომლებიც იცვლება საკუთარი კაპიტალის, საქონლის ფასის ან ინდექსის ცვლილების შესაბამისად, არ არის მჭიდროდ დაკავშირებული ძირითად სავა-ლო ინსტრუმენტთან;


ბ) სავალო ინსტრუმენტის დაფარვის დარჩენილი ვადის გაზრდის ოფციონი, ან სხვა პირო-ბა არ წარმოადგენს ძირითად სავალო ინსტრუმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ვადის გაზრდის მომენტში კორექტირდება მიახლოებითი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. თუ საწარმო უშვებს სავალო ინსტრუმენტს, ხოლო სავალო ინსტრუმენტის მფლობელი მესამე მხარეს მიჰყიდის სავალო ინსტრუმენტზე ქოლ-ოფციონს, ემიტენტი ქოლ-ოფციონს მიიჩნევს სავალო ინსტრუმენტის დაფარვის ვა-დის გაგრძელებად, იმ პირობით, თუ ემიტენტს შეიძლება მოეთხოვოს სავალო ინსტრუ-მენტის ხელახალ რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება ან ხელშეწყობა, რაც გამოწვე-ულია სავალო ინსტრუმენტის ქოლ-ოფციონის გამოყენებით;


გ) ძირითად სავალო ინსტრუმენტში ან სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართული წილობ-რივი ინსტრუმენტების ფასით ინდექსირებული საპროცენტო ან ძირითადი გადასახდე-ლები, რომელთა თანახმადაც პროცენტის ან ძირითადი თანხის გადახდა ინდექსირებუ-ლია წილობრივი ინსტრუმენტების ღირებულების გათვალისწინებით, არ მიიჩნევა ძირი-თად ინსტრუმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულად, რადგან ძირითადი ხელშეკრულებისა და ჩართული წარმოებული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი რისკები ერთმანე-თისაგან განსხვავებულია.
 





 
ფასს  9

დ) ძირითად სავალო ინსტრუმენტში ან სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართული საქონ-ლის ფასით ინდექსირებული საპროცენტო ან ძირითადი გადასახდელები, რომლის თა-ნახმადაც პროცენტის ან ძირითადი თანხის გადახდა ინდექსირებულია საქონლის (მაგალითად, ოქროს) ფასების გათვალისწინებით, არ მიიჩნევა ძირითად ინსტრუმენ-ტთან მჭიდროდ დაკავშირებულად, რადგან ძირითადი ხელშეკრულებისა და ჩართული წარმოებული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი რისკები ერთმანეთისაგან გან-სხვავებულია.

ე) ძირითად სავალო ხელშეკრულებაში, ან ძირითად სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩარ-თული ქოლ-ოფციონი, ფუთ-ოფციონი, ან წინასწარგადახდის ოფციონი არ მიიჩნევა ძი-რითად ხელშეკრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულად, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც:


(ი) ოფციონის გამოყენების ფასი დაფარვის ყოველი თარიღისათვის დაახლოებით ტოლია ძირითადი სავალო ინსტრუმენტის ამორტიზებული ღირებულების, ან ძი-რითადი სადაზღვევო ხელშეკრულების საბალანსო ღირებულების; ან

(იი) წინასწარგადახდის ოფციონის გამოყენების ფასი გამსესხებელს არ აუნაზღაურებს ძირითადი ხელშეკრულების დარჩენილ ნაწილზე დაკარგული პროცენტების მიახლოებით დისკონტირებულ ღირებულებას. დაკარგული პროცენტი არის წინასწარგადახდილი ძირითადი თანხა გამრავლებული საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალზე. საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალი არის ძირითადი ხელშეკრულების ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ნამეტი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით, რომელსაც საწარმო მიიღებდა მსგავს ხელშეკრულებაში, წინასწარგადახდილი ძირითადი თანხის რეინვესტირებით წინასწარგადახდის თარიღისთვის, ძირითადი ხელშეკრულების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.



(იიი) იმის შეფასება, ქოლ-ოფციონი ან ფუთ-ოფციონი წარმოადგენს თუ არა ძირითად სავალო ხელშეკრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულს, ხდება ბასს 32-ის შესაბამისად კონვერტირებადი სავალო ინსტრუმენტიდან წილობრივი კომპონენტის გამოყოფამდე.

ვ) საკრედიტო წარმოებულები, რომლებიც ჩართულია ძირითად სავალო ინსტრუმენტში და ერთ-ერთ მხარეს (`ბენეფიციარს~) უფლებას აძლევს, სხვა მხარეს (`თავდებს~) გა-დასცეს ცალკეული აქტივის საკრედიტო რისკი, რომელიც შეიძლება არ იყის მისი საკუთარი, არ მიიჩნევა ძირითად სავალო ინსტრუმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულად. ასეთი საკრედიტო წარმოებულები თავდებს (გარანტიის გამცემს) უფლებას აძლევს, აღნიშნული საკრედიტო რისკი მიიჩნიოს განსახილველ აქტივთან დაკავშირებულად, მიუხედავად იმისა, რომ ის უშუალოდ მისი არ არის.

ბ4.3.6 კომბინირებული ხელშეკრულების მაგალითია ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მფლო-ბელს უფლებას აძლევს, ემიტენტს უკან დაუბრუნოს ფინანსური ინსტრუმენტი ფულადი სახ-სრების ან სხვა ფინანსური აქტივების მიღების სანაცვლოდ, რაც იცვლება საკუთარი კაპიტა-ლის ან სასაქონლო ინდექსის ცვლილების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია გაიზარ-დოს ან შემცირდეს (`დაბრუნებადი ინსტრუმენტი~). თუ ემიტენტი, საწყისი აღიარების დროს, დაბრუნებად ინსტრუმენტს არ განიხილავს რეალური ღირებულებით აღრიცხულ ფინანსურ ვალდებულებად, მოგებაში ან ზარალში ასახვით, მას ბ4.3.3 პუნქტის შესაბამისად მოეთხოვე-ბა ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ცალკე გამოყოფა (ე.ი. ინდექსირებული ძირითადი თანხა), რადგან ძირითადი ხელშეკრულება, ბ4.3.2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სავალო ინსტრუმენტს და ინდექსირებული გადასახდელი ძირითადი თანხა ბ4.3.5(ა) პუნქტის შესაბამისად მჭიდროდ დაკავშირებული არ არის ძირითად სავალო ინსტრუმენტთან. იმის გამო, რომ გადასახდელი ძირითადი თანხა შეიძლება გაიზარდოს და შემცირდეს, ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი წარმოადგენს წარმოებულს ოფციონის გარეშე, რომლის ღირე-ბულება ინდექსირებულია შესაბამისი ძირითადი ცვლადის მიმართ.


ბ4.3.7 დაბრუნებადი ინსტრუმენტის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს უკან დაბ-რუნდეს საწარმოს ნეტო აქტივის ღირებულების (მაგალითად, ღია ტიპის ერთობლივი ფონ-დის, ან ერთეულის ღირებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საინვესტიციო პროდუქტი)


 
ფასს  9

პროპორციული წილის ტოლი ფულადი სახსრების მიღების სანაცვლოდ, ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის გამოცალკევებისა და თითოეული კომპონენტის აღრიცხვის შედეგია კომბინირებული ხელშეკრულების შეფასება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს გადასახდელი გამოსყიდვის ღირებულებით, თუ მფლობელი გამოიყენებდა თავის უფლებას, ემიტენტისათვის უკან დაებრუნებინა ინსტრუმენტი.

ბ4.3.8 შემდეგ მაგალითებში ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ეკონომიკური მახასიათებლე-ბი და რისკები მჭიდროდ არის დაკავშირებული ძირითადი ხელშეკრულების ეკონომიკურ მახასიათებლებსა და რისკებთან. ამ მაგალითებში საწარმო ჩართულ წარმოებულს არ აღ-რიცხავს ძირითადი ხელშეკრულებისაგან განცალკევებით.

ა) ჩართულ წარმოებულს, რომლის საფუძველია საპროცენტო განაკვეთი ან საპროცენტო განაკვეთის ინდექსი, რომელსაც შეუძლია პროცენტის თანხის შეცვლა, რაც, სხვა შემთხვევაში, შეიძლება გადახდილი ან მიღებული ყოფილიყო პროცენტიანი ძირითადი სავალო ან სადაზღვევო ხელშეკრულებიდან, მიიჩნევა ძირითად ხელშეკრულებასთან მჭიდროდ დაკავშირებულად, თუ შესაძლებელი არ არის კომბინირებული ხელშეკრუ-ლების განაღდება ისეთი გზით, როდესაც მფლობელი ვერ აინაზღაურებს პრაქტიკულად ყველა აღიარებულ ინვესტიციას, ან ჩართულ წარმოებულს, როგორც მინიმუმი, შეუძ-ლია ძირითად ხელშეკრულებაზე მფლობელის უკუგების საწყისი განაკვეთის გაორმა-გება და შეუძლია უკუგების ისეთი განაკვეთის წარმოქმნა, რომელიც, სულ მცირე, ორ-ჯერ მაინც აღემატება ძირითადი ხელშეკრულების მსგავსი პირობების მქონე ხელშეკრულების უკუგების საბაზრო განაკვეთს.


ბ) სავალო ან სადაზღვევო ხელშეკრულების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ჩართული ფლორი ან ქეფი მჭიდროდ დაკავშირებულია ძირითად ხელშეკრულებასთან, იმ პირობით, თუ ხელშეკრულების ემისიის მომენტში ქეფი საბაზრო საპროცენტო განაკ-ვეთის ტოლი ან მასზე მაღალია, ხოლო ფლორი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ტო-ლი ან მასზე დაბალია და ქეფი თუ ფლორი არ არის ლევერიჯებული ძირითადი ხელშეკრულების მიმართ. ანალოგიურად, აქტივის (მაგალითად, საქონლის) ყიდვისა თუ გაყიდვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობები, რომლებიც განსაზღვრავს აქტივზე გადასახდელი ან მისაღები ფასისთვის ზედა და ქვედა ზღვარს (ქეფსა და ფლო-რს), მჭიდროდ დაკავშირებულია ძირითად ხელშეკრულებასთან, თუ ქეფიცა და ფლო-რიც დასაწყისში იყო `არახელსაყრელი~ და არ არის ლევერიჯებული.


გ) უცხოური ვალუტის ჩართული წარმოებული, რომელიც წარმოქმნილს უცხოურ ვალუტა-ში გამოსახული, გადასახდელი ძირითადი თანხის ან პროცენტების ნაკადს და ჩართუ-ლია ძირითად (ხელშეკრულება) სავალო ინსტრუმენტში (მაგალითად, ორვალუტიანი ობლიგაცია), მიიჩნევა ძირითად სავალო ინსტრუმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულად. ასეთი წარმოებული არ გამოიყოფა ძირითადი ინსტრუმენტიდან, რადგან ბასს 21  `უც-ხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები~  მოითხოვს, რომ ფუ-ლადი მუხლიდან უცხოური ვალუტით მიღებული ამონაგები და ზარალი აღიარდეს მოგე-ბაში ან ზარალში.


დ) ძირითად ხელშეკრულებაში ჩართული უცხოური ვალუტის წარმოებული, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებას ან არაფინანსურ ინსტრუმენტს (მაგალი-თად, არაფინანსური მუხლის ყიდვის ან გაყიდვის ხელშეკრულება, როდესაც ფასი გან-საზღვრულია უცხოურ ვალუტაში), მჭიდროდ დაკავშირებულია ძირითად ხელშეკრუ-ლებასთან, იმ პირობით, თუU იგი არ არის ლევერიჯებული, არ შეიცავს ოფციონის მახასიათებლებს და მოითხოვს გადახდებს, რომლებიც განსაზღვრულია ქვემოთ ჩამოთ-ვლილ ერთ-ერთ ვალუტაში:


(ი) აღნიშნული ხელშეკრულების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაწილის სამუშაო ვალუ-ტა;

(იი) ვალუტა, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომერციული გარიგებების დროს განსაზღვრულია შესყიდული ან მიღებული საქონლისა თუ მომსახურების ფასი (მაგალითად, ნედლი ნავთობის გარიგებებში  აშშ დოლარში); ან
 




 
ფასს  9

(იიი) ვალუტა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ეკონომიკურ გარემოში არაფინან-სური მუხლების ყიდვა-გაყიდვის დროს და რომელზეც იდება გარიგებები (ე.ი. შედარებით სტაბილური და ლიკვიდური ვალუტა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყე-ნება ადგილობრივი კომერციული გარიგებების ან საგარეო ვაჭრობის დროს).

ე) მხოლოდ საპროცენტო ან მხოლოდ ძირითადი თანხის შემოსავლებში ჩართული წინას-წარგადახდის ოფციონი მიიჩნევა ძირითად ხელშეკრულებასთან მჭიდროდ დაკავშირე-ბულად, იმ პირობით, თუ (1) ფინანსური ინსტრუმენტიდან სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების უფლების გამოყოფით წარმოქმნილი ძირითადი ხელშეკრულება, თა-ვისთავად, არ შეიცავს ჩართულ წარმოებულს და (2) არ შეიცავს ისეთ პირობებს, რომ-ლებსაც არ ითვალისწინებს ძირითადი სავალო ხელშეკრულება.

ვ) ძირითად (საიჯარო) ხელშეკრულებაში ჩართული წარმოებული მჭიდროდ არის დაკავ-შირებული ძირითად ხელშეკრულებასთან, თუ ჩართული წარმოებული წარმოადგენს:

(1) ინფლაციის ინდექსს, როგორიცაა სამომხმარებლო ფასების ინდექსისათვის საიჯა-რო გადასახდელების ინდექსი (იმ პირობით, რომ იჯარა არ არის ლევერიჯებული და ინდექსი უკავშირდება მოცემული საწარმოს ეკონომიკური გარემოს ინფლაციას), (2) დაკავშირებულ გაყიდვებზე დაფუძნებულ პირობით საიჯარო გადასახდელს, ან (3) ცვლად საპროცენტო განაკვეთებზე დაფუძნებულ პირობით საიჯარო გადასახდელს.

ზ) ძირითად ფინანსურ ინსტრუმენტში, ან ძირითად სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართუ-ლი ერთეულთან დაკავშირებული პარამეტრი მჭიდროდ დაკავშირებულია ძირითად ინ-სტრუმენტთან, ან ძირითად სადაზღვევო ხელშეკრულებასთან, თუ ერთეულის ღირე-ბულებაზე დამოკიდებული გადასახდელი თანხები შეფასებულია ერთეულის მიმდინარე ღირებულებით, რომელიც ასახავს ფონდის აქტივების რეალურ ღირებულებებს. ერთე-ულთან დაკავშირებული პარამეტრი არის ხელშეკრულების პირობა, რომელიც მოით-ხოვს შიდა თუ გარე საინვესტიციო ფონდის ერთეულებში განსაზღვრული თანხების გა-დახდას.


თ) სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართული წარმოებული მჭიდროდ დაკავშირებულია ძი-რითად სადაზღვევო ხელშეკრულებასთან, თუ ჩართული წარმოებული და ძირითადი სა-დაზღვევო ხელშეკრულება იმდენად ურთიერთდამოკიდებულია, რომ საწარმოს ჩართუ-ლი წარმოებული ინსტრუმენტის ცალკე (ე.ი. ძირითადი ხელშეკრულების გაუთვალისწი-ნებლად) შეფასება არ შეუძლია.


ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავს ჩართულ წარმოებულებს

ბ4.3.9 როგორც ბ4.3.1 პუნქტში იყო აღნიშნული, როდესაც საწარმო ხდება ისეთი კომბინირებული ხელშეკრულების მონაწილე, რომლის ძირითადი ხელშეკრულება წარმოადგენს აქტივს, რომელიც არ განეკუთვნება წინამდებარე ფასს-ის მოქმედების სფეროს და მოიცავს ერთ ან მეტ ჩართულ წარმოებულს, 4.3.3 პუნქტი საწარმოსგან მოითხოვს, რომ საწარმომ დაადგინოს ნებისმიერი ამგვარი ჩართული წარმოებული და განსაზღვროს, საჭიროა თუ არა მისი გამოყოფა ძირითადი ხელშეკრულებისგან. იმ ხელშეკრულებებისთვის, საიდანაც მოითხოვება ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის გამოყოფა, საწარმომ საწყისი აღიარების დროს და შემდეგშიც ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი უნდა შეაფასოს რეალური ღირებულებით. ეს მოთხოვნები შეიძლება უფრო რთული იყოს, ან იმაზე უფრო ნაკლებად საიმედო მაჩვენებლებს გვაძლევდეს, ვიდრე მთლიანი ინსტრუმენტის რეალური ღირებულებით შეფასება, მოგებაში ან ზარალში ასახვით. ამის გამო, წინამდებარე სტანდარტი საწარმოს უფლებას აძლევს, მთლიანი ინსტრუმენტის კლასიფიცირება მოახდინოს, როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით.



ბ4.3.10 ამგვარი კლასიფიკაციის გამოყენება შეიძლება იმის მიუხედავად, 4.3.3 პუნქტი მოითხოვს თუ კრძალავს ძირითადი ხელშეკრულებიდან ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის გამოყოფას. ამასთან, 4.3.5 პუნქტი არ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ საწარმომ კომბინირებული ხელშეკრულების კლასიფიცირება მოახდინოს, როგორც რეალური ღირებუ-ლებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით ისეთ სიტუაციებში, რომლებიც
 




 
ფასს  9

განსაზღვრულია 4.3.5(ა) და (ბ) პუნქტებში, რადგან ამის გაკეთება არ შეამცირებს სირთულეს, არც საიმედოობას არ აამაღლებს.

ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ხელახლა შეფასება

ბ4.3.11 4.3.3 პუნქტის თანახმად, როდესაც საწარმო პირველად ხდება ხელშეკრულების მონაწილე მხარე, მან უნდა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის გამოყოფა ძირითადი ხელშეკრულებიდან და მისი ცალკე აღრიცხვა. შემდგომში ხელახლა შეფასება აკრძალულია, თუ ხელშეკრულების პირობები არ იცვლება იმგვარად, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ფულად ნაკადებს, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, იქნებოდა მოთხოვნილი ხელშეკრულებით. ასეთ სიტუაციაში საჭიროა ხელახლა შეფასება. იმის დასადგენად, ფულადი ნაკადების მოდიფიკაცია მნიშვნელოვანია თუ არა, საწარმო იხილავს ჩართულ წარმოებულთან, ძირითად ხელშეკრულებასთან ან ორივესთან დაკავშირებულ მომავალი ფულადი ნაკადების ცვლილების მოცულობას და განსაზღვრავს, ცვლილება მნიშვნელოვანია თუ არა ხელშეკრულებიდან ადრე მოსალოდნელ ფულად ნაკადებთან მიმართებით.



ბ4.3.12 ბ4.3.11 პუნქტი არ გამოიყენება ისეთ ხელშეკრულებებში ჩართულ წარმოებულებთან მიმართებით, რომლებიც შეძენილია:

ა) საწარმოთა გაერთიანების დროს (როგორც ეს განმარტებულია ფასს 3-ში  `საწარმოთა გაერთიანება~);

ბ) საერთო კონტროლის ქვეშ მყოფი საწარმოების ან საქმიანობების გაერთიანებისას, როგორც ეს განმარტებულია ფასს 3-ის ბ1-ბ4 პუნქტებში; ან

გ) ერთობლივი საქმიანობის ჩამოყალიბებისას, როგორც განმარტებულია ფასს 11-ში  `ერთობლივი საქმიანობა~,

ან მათი შესაძლო გადაფასებების მიმართ შეძენის თარიღისთვის1.

ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაცია (ნაწილი 4.4)

ბ4.4.1 4.4.1 პუნქტი საწარმოს ავალდებულებს ფინანსური აქტივების რეკლასიფიკაციას ფინანსური აქტივების სამართავად გამოყენებული საწარმოს ბიზნესმოდელის მიზნების ცვლილებისას. მოსალოდნელია, რომ ამგვარი ცვლილებები ძალიან იშვიათი იქნება. აღნიშნული ცვლილებები უნდა განსაზღვროს საწარმოს ზედა დონის ხელმძღვანელმა პერსონალმა საწარმოს შიდა და გარე ფაქტორების ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი უნდა იყოს საწარმოს საქმიანობისთვის და შესაძლებელი იყოს მისი დემონსტრირება გარეშე მხარეთათვის. ქვემოთ განხილულია საწარმოს ბიზნესმოდელის ცვლილების მაგალითები:

ა) საწარმოს გააჩნია კომერციული სესხების პორტფელი, რომელსაც ფლობს ახლო მომავალში გაყიდვის მიზნით. საწარმო ყიდულობს კომპანიას, რომელიც მართავს კომერციულ სესხებს და მისი ბიზნესმოდელია სესხების ფლობა სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით. კომერციული სესხების პორტფელი აღარ არის გასაყიდად გამიზნული და მისი მართვა, სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მიღების მიზნით, ხორციელდება შეძენილ კომერციულ სესხებთან ერთად;

ბ) საფინანსო მომსახურების დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს, დახუროს საცალო იპოთეკური სესხების განყოფილება. განყოფილება აღარ გასცემს ახალ სესხებს და საფინანსო დაწესებულება აქტიურად ცდილობს იპოთეკური სესხების პორტფელის გაყიდვას.

ბ4..4.2 ბიზნესმოდელის მიზნის ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს რეკლასიფიკაციის თარიღამდე. მაგალითად, თუ საფინანსო დაწესებულება 15 თებერვალს გადაწყვეტს საცალო იპოთეკური სესხების განყოფილების დახურვას და, შესაბამისად, 1 აპრილისათვის (ე.ი საწარმოს მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის პირველი დღისთვის) ახდენს ყველა აქტივის რეკლასიფიკაციას, საწარმომ 15 თებერვლის შემდეგ არ უნდა გასცეს ახალი საცალო


1. ფასს 3 არეგულირებს საწარმოთა გაერთიანების დროს შეძენილ ხელშეკრულებებს, რომლებსაც გააჩნია
ჩართული წარმოებული ონსტრუმენტები.
 


 
ფასს  9

იპოთეკური სესხები, ან სხვაგვარად აწარმოოს წინა ბიზნესმოდელის შესაბამისი ოპერაციები.

ბ4.4.3 ბიზნესმოდელის ცვლილებას არ წარმოადგენს:

ა) კონკრეტულ ფინანსურ აქტივთან დაკავშირებით საწარმოს განზრახვის შეცვლა (საბაზრო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაშიც კი);

ბ) ფინანსური აქტივებისათვის კონკრეტული ბაზრის დროებით გაქრობა;

გ) ფინანსური აქტივების გადაცემა საწარმოს ფარგლებში, სხვადასხვა ნაწილს შორის, რომლებსაც განსხვავებული ბიზნესმოდელი გააჩნიათ.

შეფასება (მე-5 თავი)


საწყისი შეფასება (ნაწილი 5.1)

ბ5.1.1 თავდაპირველი შეფასების დროს ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულება, როგორც წესი, არის გარიგების (ოპერაციის) ფასი (ე.ი. გადახდილი ან მიღებული კომპენსა-ციის რეალური ღირებულება, ასევე იხილეთ პუნქტი ბ5.1.2 და ფასს 13). თუმცა, თუ გადახდი-ლი ან მიღებული კომპენსაციის ნაწილი უკავშირდება ფინანსური ინსტრუმენტის გარდა სხვა რამეს, საწარმომ უნდა განსაზღვროს ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულე-ბა. მაგალითად, გრძელვადიანი სესხის ან მოთხოვნის რეალური ღირებულება (რომელიც არ ითვალისწინებს პროცენტის გადახდას) შეიძლება შეფასდეს, როგორც მომავალში მისაღები ყველა ფულადი ნაკადის დისკონტირებული ღირებულება, რომელიც დისკონტირე-ბულია მსგავსი საკრედიტო რეიტინგის მქონე ინსტრუმენტების (მაგალითად, ვალუტით, ვა-დით, საპროცენტო განაკვეთითა და სხვა ფაქტორებით მსგავსი) საბაზრო საპროცენტო გა-ნაკვეთით. ნებისმიერი დამატებითი გასესხებული თანხა წარმოადგენს ხარჯს ან შემოსავ-ლების შემცირებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს რაიმე სხვა ტიპის აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.



ბ5.1.2 თუ საწარმო სესხს გასცემს საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკ-ვეთით (მაგალითად, 5 პროცენტით, როდესაც მსგავსი სესხისათვის საბაზრო განაკვეთი 8 პროცენტია) და კომპენსაციის სახით იღებს საავანსო საზღაურს, საწარმო სესხს აღიარებს მისი რეალური ღირებულებით, ე.ი. მიღებული საზღაურის გამოკლებით.

ბ5.1.2ა თავდაპირველი შეფასების დროს ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულების საუკეთესო მაჩვენებელი, როგორც წესი, გარიგების ღირებულებაა (ე.ი. გადახდილი ან მი-ღებული კომპენსაციის რეალური ღირებულება, ასევე იხ. ფასს 13). თუ საწარმო გადაწყვეტს, რომ თავდაპირველი აღიარებისას რეალური ღირებულება განსხვავდება გარიგების ღირებულებისაგან, როგორც ნახსენებია 5.1.1აª პუნქტში, საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტი ამ თარიღისთვის უნდა აღრიცხოს შემდეგნაირად:

ა) 5.1.1 პუნქტის მიხედვით შეფასების შემთხვევაში, თუ რეალური ღირებულება დასტურდება იდენტური აქტივის ან ვალდებულების აქტიური ბაზრის კოტირებული ფასით (ე.ი პირველი დონის ამოსავალი მონაცემები), ან ეყრდნობა შეფასების ისეთ მეთოდს, რომელშიც გამოიყენება მხოლოდ ემპირიული ბაზრების მონაცემები, საწარმომ თავდაპირველი აღიარებისას რეალურ ღირებულებასა და გარიგების ღირებულებას შორის სხვაობა უნდა აღიაროს როგორც შემოსულობა ან ზარალი;

ბ) ყველა სხვა შემთხვევაში, 5.1.1 პუნქტის შესაბამისად შეფასების დროს  რეალური ღირებულება კორექტირდება თავდაპირველი აღიარებისას განსაზღვრულ რეალურ ღირებულებასა და გარიგების ფასს შორის სხვაობის თანხის გადავადების გზით. თავდაპირველი აღიარების შემდეგ, საწარმომ გადავადებული სხვაობა უნდა აღიაროს როგორც შემოსულობა ან ზარალი მხოლოდ იმ ოდენობით, რომელიც წარმოიქმნება ისეთი ფაქტორის ცვლილებით (დროის ფაქტორის ჩათვლით), რომელსაც ბაზრის მონაწილეები განიხილავდნენ აქტივის ან ვალდებულების ფასის განსაზღვრისას.

ფინანსური აქტივების შემდგომი შეფასება (ნაწილი 5.2)
 



 
ფასს  9

ბ5.2.1 თუ ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ადრე აღიარებული იყო ფინანსურ აქტივად, შეფასე-ბულია რეალური ღირებულებით და მისი რეალური ღირებულება ეცემა ნულზე დაბლა, იგი წარმოადგენს 4.2.1 პუნქტის შესაბამისად შეფასებულ ფინანსურ ვალდებულებას. თუმცა, კომბინირებული ხელშეკრულება, რომლის ძირითადი ხელშეკრულება წარმოადგენს წინამდებარე სტანდარტის მოქმედების სფეროში შემავალ აქტივს, ყოველთვის ფასდება 4.3.2 პუნქტის შესაბამისად.

ბ5.2.2 შემდეგ მაგალითში ნაჩვენებია, როგორ აისახება ისეთ ფინანსურ აქტივთან დაკავშირებული გარიგების დანახარჯები საწყისი და შემდგომი შეფასებისას, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, ხოლო რეალური ღირებულების ცვლილებები 5.7.5 პუნქტის შესაბამისად აისახება სხვა სრულ შემოსავალში. საწარმო ყიდულობს აქტივს 100 ფე-ად პლუს შესყიდვის საკომისიო 2 ფე. თავდაპირველად საწარმო აქტივს აღიარებს 102 ფე-ით. საანგარიშგებო პერიოდი მთავრდება ერთი დღის შემდეგ, როდესაც აქტივის კოტი-რებული საბაზრო ფასი არის 100 ფე. თუ აქტივი გაიყიდა, მოხდება 3 ფე საკომისიოს საზღაურის გადახდა. აღნიშნული თარიღისთვის აქტივი შეფასდება 100 ფე ღირებულებით (გაყიდვის შესაძლო საკომისიოს გათვალისწინების გარეშე) და საწარმო აღიარებს 2 ფე ზა-რალს სხვა სრულ შემოსავალში.


ბ5.2.2ა ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების შემდგომი შეფასება და ბ5.1.2ა პუნქტში აღწერილი შემოსულობისა და ზარალის შემდგომი აღიარება შესაბამისობაში უნდა იყოს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებთან.

ბ5.4.1 -

ბ5.4.13 [გაუქმებულია]

ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში და

აღნიშნულ ინვესტიციებზე ხელშეკრულებები

ბ5.4.14 წილობრივ ინსტრუმენტებში ფლობილი ყველა ინვესტიცია და აღნიშნულ ინვესტიციებზე დადებული ხელშეკრულებები უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით. თუმცა, შეზღუდულ გარემოებებში თვითღირებულება შესაძლოა იყოს რეალური ღირებულების მართებული შეფასება. ასე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რეალური ღირებულების შესაფასებლად ხელმისაწვდომი ახალი ინფორმაცია საკმარისი არ არის, ან არსებობს რეალურ ღირებულებათა შესაძლო მნიშვნელობების ფართო დიაპაზონი და ამ დიაპაზონში თვითღირებულება წარმოადგენს რეალური ღირებულების საუკეთესო შეფასებას.

ბ5.4.15 ინდიკატორები, რომლებიც იმის მიმანიშნებელია, რომ თვითღირებულება არ არის რეალური ღირებულების რეპრეზენტაციული:

ა) ინვესტირებული საწარმოს საქმიანობის შედეგების მნიშვნელოვანი ცვლილება ბიუჯეტთან, გეგმებთან და საკონტროლო შედარებით;

ბ) ცვლილება მოლოდინში, რომ ინვესტირებული საწარმოს ტექნიკური პროდუქტის საკონტროლო მაჩვენებლები მიღწეული იქნება;

გ) ინვესტირებული საწარმოს კაპიტალის, პროდუქციის ან პოტენციური პროდუქციის ბაზრის მნიშვნელოვანი ცვლილებები;

დ) მნიშვნელოვანი ცვლილებები გლობალურ ეკონომიკაში, ან ეკონომიკურ გარემოში, სადაც საქმიანობს ინვესტირებული საწარმო;

ე) მნიშვნელოვანი ცვლილებები შესადარისი საწარმოების საქმიანობაში, ან საერთო საბაზრო შეფასებებში;

ვ) ინვესტირებული საწარმოს შიდა ფაქტორები, როგორიცაა თაღლითობა, კომერციული დავები, კანონმდებლობა, ხელმძღვანელობის ან სტრატეგიის ცვლილებები;

ზ) ინვესტირებული საწარმოს საკუთარ კაპიტალზე განხორციელებული გარე გარიგებების მტკიცებულებები, თავად ინვესტირებული საწარმოს მონაწილეობით (როგორიცაა, მაგალითად აქციების ახალი ემისია), ან წილობრივი ინსტრუმენტების გადაცემით მესამე მხარეთა შორის.
 





 
ფასს  9

ბ5.4.16 ბ5.4.15 პუნქტში მოცემული სია არ არის ამომწურავი. საწარმომ უნდა გამოიყენოს ინვეს-ტირებული საწარმოს საქმიანობისა და ოპერაციების შესახებ არსებული ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თავდაპირველი აღიარების შემდეგ. ამგვარი ფაქტორების არსებობა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ თვითღირებულება არ ასახავს რეალურ ღირებულებას. ასეთ შემთხვევებში, საწარმომ უნდა შეაფასოს რეალური ღირე-ბულება.

ბ5.4.17 კოტირებული წილობრივი ინსტრუმენტებისათვის (ან კოტირებულ წილობრივ ინსტრუმენტებზე დადებული ხელშეკრულებებისათვის) თვითღირებულება არასოდეს არის რეალური ღირებულების საუკეთესო შეფასება.


შემოსულობა და ზარალი (ნაწილი 5.7)

ბ5.7.1 5.7.5 პუნქტი საწარმოს თავდაპირველი აღიარებისას შეუქცევადი არჩევანის უფლებას აძლევს, სხვა სრულ შემოსავალში ასახოს ისეთ წილობრივ ინსტრუმენტში განხორციე-ლებული ინვესტიციის რეალურ ღირებულებაში შემდგომში მომხდარი ცვლილებები, რომლებიც არ არის სავაჭროდ გამიზნული. აღნიშნული გადაწყვეტილება საწარმომ თითოეული ინსტრუმენტებისთის ცალ-ცალკე უნდა მიიღოს. შემდგომში დაუშვებელია სხვა სრულ შემოსავალში ასახული თანხების გადატანა მოგებაში ან ზარალში. თუმცა, საწარმოს შეუძლია აკუმულირებული თანხის გადატანა მუხლიდან მუხლში კაპიტალის ფარგლებში. ამგვარ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული დივიდენდები აღიარდება მოგებაში ან ზარალში ბასს 18-ის შესაბამისად, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დივიდენდი აშკარად წარმოადგენს ინვესტიციის თვითღირებულების ნაწილის ანაზღაურებას.


ბ5.7.2 ფინანსურ აქტივებსა და ფინანსურ ვალდებულებებთან მიმართებით, რომლებიც ფულადი მუხლებია ბასს 21-ის შესაბამისად და განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში, საწარმო იყენებს ბასს 21-ს. ბასს 21-ის თანახმად, ფულად აქტივებსა თუ ვალდებულებებთან დაკავშირებით საკურსო სხვაობით განპირობებული ნებისმიერი შემოსულობა და ზარალი უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში. გამონაკლისია ფულადი მუხლი, რომელიც განიხილება ჰეჯირების ინსტრუმენტად ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას (იხ. პუნქტი 6.5.11), ან ნეტო ინვესტიციის ჰე-ჯირებისას (იხ. პუნქტი 6.5.13), ან წილობრივი ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ჰეჯირებისას, რომლისთვისაც 5.7.5 პუნქტის შესაბამისად საწარმოს არჩეული აქვს რეალური ღირებულების ცვლილებების ასახვა სხვა სრულ შემოსავალში (იხ. პუნქტი 6.5.8).

ბ5.7.3 5.7.5 პუნქტი საწარმოს შეუქცევადი არჩევანის უფლებას აძლევს, სხვა სრულ შემოსავალში ასახოს ისეთ წილობრივ ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიციის რეალურ ღირებულებაში შემდგომში მომხდარი ცვლილებები, რომლებიც არ არის სავაჭროდ გამიზნული. ამგვარი ინვესტიცია არ არის ფულადი მუხლი. შესაბამისად, 5.7.5 პუნქტის თანახმად, სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული შემოსულობა ან ზარალი მოიცავს ნებისმიერ დაკავშირებულ უცხოური ვალუტის გაცვლის (საკურსო სხვაობის) კომპონენტს.

ბ5.7.4 თუ არაწარმოებულ ფულად აქტივსა და არაწარმოებულ ფულად ვალდებულებას შორის არსებობს ჰეჯირების ურთიერთობა, აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტების უცხოური ვალუტის კომპონენტში მომხდარი ცვლილებები აღიარდება მოგებაში ან ზარალში.

რეალური ღირებულებით შეფასებული ვალდებულება, მოგებაში ან ზარალში ასახვით

ბ5.7.5 როდესაც საწარმო ახდენს ფინანსური ვალდებულების კლასიფიცირებას რეალური ღირე-ბულებით შეფასებულად, მოგებაში ან ზარალში ასახვით, მან უნდა განსაზღვროს ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტის ასახვა სხვა სრულ შემოსავალში ხომ არ გამოიწვევს ან გაზრდის სააღრიცხვო შეუსაბამომებს მოგებაში ან ზარალში. სააღრიცხვო შეუსაბამობა წარმოიქმნება ან იზრდება, თუ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტის ასახვა სხვა სრულ შემოსავალში იწვევს უფრო დიდ შეუსაბამობას მოგებაში ან ზარალში იმასთან შედარებით, რასაც გამოიწვევდა აღნიშნული თანხების მოგებაში ან ზარალში ასახვა.


ბ5.7.6 ამის დასადგენად საწარმომ უნდა შეაფასოს, იგი ელოდება თუ არა, რომ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტი, მოგებაში ან ზარალში გადაიფარება სხვა ფინანსური აქტივის რეალური ღირებულების ცვლილებებით, რომელიც შეფასებულია


 
ფასს  9

რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით. ამგვარი მოლოდინი უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულებისა და სხვა ფინანსური აქტივის მახასიათებლებს შორის ეკონომიკურ ურთიერთკავშირს.

ბ5.7.7 აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაპირველი აღიარებისას მიიღება და შემდგომში არ გადაისინჯება. პრაქტიკაში, აუცილებელი არ არის, რომ საწარმოს სააღრიცხვო შეუსა-ბამობების გამომწვევი ყველა აქტივისა და ვალდებულების გარიგება ზუსტად ერთსა და იმავე დროს იყოს დადებული. ნებადართულია გონივრულობის ფარგლებში დაყოვნება, თუ მოსალოდნელი იქნება, რომ ნებისმიერი დარჩენილი გარიგება შედგება. საწარმომ მუდმივად უნდა გამოიყენოს შეფასების ის მეთოდოლოგია, რომელსაც იყენებს იმის დასადგენად, ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტის ასახვა სხვა სრულ შემოსავალში იწვევს ან ზრდის თუ არა სააღრიცხვო შეუსაბამობებს მოგებაში ან ზარალში. თუმცა, როდესაც განსხვავებული ეკონომიკური ურთიერთკავშირი არსებობს სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლებსა და იმ ფინანსური ვალდებულების მახასიათებლებს შორის, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც რეალური ღირებუ-ლებით შეფასებული, მოგებაში ან ზარალში ასახვით, საწარმოს შეუძლია განსხვავებული მეთოდების გამოყენება. ფასს 7 საწარმოს ავალდებულებს, რომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახოს რაოდენობრივი ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტი-ლების მისაღებად გამოყენებული მეთოდოლოგიის შესახებ.



ბ5.7.8 თუ წარმოიქმნება ან გაიზრდება ამგვარი შეუსაბამობა, საწარმოს მოეთხოვება რეალურ ღირებულებაში მომხდარი ყველა ცვლილების (ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტების ჩათვლით) ასახვა მოგებაში ან ზარალში. თუ არ წარმოიქმნება ან არ გაიზრდება ამგვარი შეუსაბამობა, საწარმოს ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტის ასახვა მოეთხოვება სხვა სრულ შემოსავალში.

ბ5.7.9 დაუშვებელია სხვა სრულ შემოსავალში ასახული თანხების შემდგომში მოგებაში ან ზარალში გადატანა. თუმცა, საწარმოს შეუძლია აკუმულირებული თანხის გადატანა საკუთარი კაპიტალის ფარგლებში მუხლიდან მუხლში.

ბ5.7.10 შემდეგ მაგალითში აღწერილია სიტუაცია, როდესაც მოგებაში ან ზარალში წარმოიქმნება სააღრიცხვო შეუსაბამობები, თუ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების ეფექტები აისახება სხვა სრულ შემოსავალში. იპოთეკური ბანკი სესხებს გასცემს კლიენტებზე და აღნიშნულ სესხებს აფინანსებს ბაზარზე თანმხვედრი მახასიათებლების (ე.ი დაუფარავი თანხა, გადახდის გრაფიკი, ვადა და ვალუტა) მქონე ობლიგაციების გაყიდვით. სესხის სახელშეკრულებო პირობები მის მფლობელს სესხის წინასწარ დაფარვის (ე.ი დააკმაყოფილოს ბანკის მიმართ მისი ვალდებულება) შესაძლებლობას აძლევს ბაზარზე შესაბამისი ობლიგაციის რეალური ღირებულებით შეძენისა და იპოთეკური ბანკისათვის მისი გადაცემით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარგადახდის უფლების შედეგად, თუ ობლიგაციის საკრედიტო რეიტინგი ეცემა (და შესაბამისად იპოთეკური ბანკის ობლიგაციის რეალური ღირებულება მცირდება), იპოთეკური ბანკის სესხის აქტივის რეალური ღირებულებაც მცირდება. აქტივის რეალური ღირებულების ცვლილება ასახავს კლიენტის სახელშეკრულებო უფლებას, საბაზისო ობლიგაციის რეალური ღირებულებით (რომელიც ამ მაგალითში შემცირდა) შეძენით და მისი გადაცემით იპოთეკურ ბანკზე, წინანსწარ დაფაროს სესხი. შესაბამისად, მოგებაში ან ზარალში ვალდებულების (ობლიგაციის) საკრედიტო რისკის ცვლილების ეფექტი გადაიფარება შესაბამისი ფინანსური აქტივის (სესხის) რეალური ღირებულების ცვლილებებით. მოგებაში ან ზარალში წარმოიქმნებოდა სააღრიცხვო შეუსაბამობა, თუ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების ეფექტი აისახებოდა სხვა სრულ შემოსავალში. შესაბამისად, იპოთეკურ ბანკს მოეთხოვება, მოგებაში ან ზარალში ასახოს ვალდებულების რეალურ ღირებულებაში მომხდარი ყველა ცვლილება (ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების ეფექტის ჩავლით).




ბ5.7.11 ბ5.7.10 პუნქტში აღწერილ მაგალითში, ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების ეფექტსა და ფინანსური აქტივის რეალური ღირებულების ცვლილებას შორის არსებობს სახელშეკრულებო კავშირი (ე.ი იპოთეკური სესხის კლიენტის სახელშეკრულებო უფლება, წინასწარ დაფაროს სესხი, ობლიგაციის რეალური ღირებულებით შესყიდვით და მისი გადაცემით იპოთეკურ ბანკზე). თუმცა, სააღრიცხვო შეუსაბამობა შესაძლოა წარმოიქმნას სახელშეკრულებო კავშირის არარსებობის პირობებშიც.



 
ფასს  9

ბ5.7.12 5.7.7 და 5.7.8 პუნქტების გამოყენების მიზნებისთვის, სააღრიცხვო შეუსაბამობა არ წარ-მოიქმნება საწარმოს მიერ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტის გასაზომად გამოყენებული მეთოდის გამო. მოგებაში ან ზარალში სააღრიცხვო შეუსაბამობა წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილების ეფექტი (როგორც განსაზღვრულია ფასს 7-ში) გადაიფარება სხვა ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებით. მხოლოდ შეფასების მეთოდის გამო წარმოქმნილი შეუსაბამობა (ე.ი იმის გამო, რომ საწარმო რეალური ღირებულების ცვლილებაში არ გამოყოფს ვალდებულების საკრედიტო რისკისა და სხვა ფაქტორების ცვლილების გავლენას) გავლენას არ ახდენს 5.7.7 და 5.7.8 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად სააღრიცხვოEშეუსაბამობების განსაზღვრაზე. მაგალითად, საწარმოს შეუძლია ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებები არ გამიჯნოს ლიკვიდობის რისკის ცვლილებებისგან. თუ საწარმო ორივე ფაქტორის კომბინირებულ ეფექტს ასახავს სხვა სრულ შემოსავალში, შესაძლოა წარმოიქმნას სააღრიცხვო შეუსაბამობა, რადგან ფინანსური აქტივის რეალური ღირებულების ცვლილება შესაძლოა ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებას მოიცავდეს და აღნიშნული აქტივების რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილება ასახული იყოს მოგებაში ან ზარალში. თუმცა, ამგვარი შეუსაბამობა გამოწვეულია შეფასების მეთოდის ცდომილებით და არა ბ5.7.6 პუნქტში აღწერილი ურთიერთგადამფარავი ურთიერთკავშირით და, შესაბამისად, გავლენას არ ახდენს სააღრიცხვოEშეუსაბამობების განსაზღვრაზე, რაც მოითხოვება 5.7.7 და 5.7.8 პუნქტებში.



`საკრედიტო რისკის~ მნიშვნელობა

ბ5.7.13 ფასს 7 საკრედიტო რისკს განსაზღვრავს შემდეგნაირად: `რისკი იმისა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მეორე მხარის ფინანსურ ზარალს~. 5.7.7(ა) პუნქტის მოთხოვნები უკავშირდება იმის რისკს, რომ ემიტენტი ვერ შეძლებს ამ კონკრეტული ვალდებულების შესრულებას. ეს აუცილებლად ემიტენტის გადახდისუნარიანობასთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ საწარმო უშვებს უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურია, აღნიშნული ორი ვალდებულების საკრედიტო რისკი განსხვავებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი და იმავე საწარმოს მიერ არის გამოშვებული. უზრუნველყოფილი ვალდებულების საკრედიტო რისკი ნაკლები იქნება არაუზრუნველ-ყოფილი ვალდებულების საკრედიტო რისკზე. უზრუნველყოფილი ვალდებულების საკრედიტო რისკი შესაძლოა ნულთან ახლოს იყოს.


ბ5.7.14 5.7.7(ა) პუნქტის მოთხოვნების გამოყენების მიზნებისთვის, საკრედიტო რისკი განსხვავდება კონკრეტული აქტივისთვის დამახასიათებელი რისკისგან. კონკრეტული აქტივისთვის დამახასიათებელი რისკი დაკავშირებული არ არის საწარმოს მიერ კონკრეტული ვალდებულების შესრულებასთან, არამედ დაკავშირებულია იმის რისკთან, რომ კონკრე-ტული აქტივი ან აქტივთა ჯგუფი ცუდ შედეგებს მოიტანს, ან საერთოდ არანაირს.

ბ5.7.15 შემდეგი მაგალითები კონკრეტული აქტივისთვის დამახასიათებელი რისკის მაგალითებია:

ა) ვალდებულება აქტივის შედეგებთან დაკავშირებული მახასიათებლით, როდესაც ხელშეკრულებით ინვესტორებისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება კონკრე-ტული აქტივების შედეგების საფუძველზე. ვალდებულების რეალურ ღირებულებაზე ზემოაღნიშნული მახასიათებლის გავლენა წარმოადგენს კონკრეტული აქტივისთვის დამახასიათებელ გამოყენების რისკს და არა საკრედიტო რისკს;

ბ) სტრუქტურიზებული საწარმოს მიერ გამოშვებული ვალდებულება შემდეგი მახასი-ათებლებით: საწარმო სამართლებრივად იმგვარად არის იზოლირებული, რომ მისი აქტივები, გაკოტრების შემთხვევაშიც კი, დაცულია მხოლოდ ინვესტორების სასარ-გებლოდ. საწარმო არ აწარმოებს სხვა ოპერაციებს და არ შეიძლება მისი აქტივების დაგირავება. ინვესტორებზე თანხა გადასახდელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული აქტივები გამოიმუშავებს ფულად სახსრებს. შესაბამისად, ვალდებულების რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები, ძირითადად, ასახავს აქტივების რეალური ღირებულების ცვლილებებს. ვალდებულების რეალურ ღირებულებაზე აქტივების გამოყენების გავლენა წარმოადგენს კონკრეტული აქტივის გამოყენებისთვის დამახასიათებელ რისკს და არა საკრედიტო რისკს.



 
ფასს  9

საკრედიტო რისკის ცვლილებების ეფექტის განსაზღვრა

ბ5.7.16 5.7.7(ა) პუნქტის მოთხოვნების გამოყენების მიზნებისთვის, საწარმომ უნდა განსაზღვროს ვალდებულების რეალური ღირებულების ცვლილების ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საკრედიტო რისკის ცვლილებას:

ა) როგორც რეალური ღირებულების ცვლილების ნაწილი, რომელიც დაკავშირებული არ

არის საბაზრო რისკის გამომწვევი საბაზრო პირობების ცვლილებასთან (იხ. ბ5.7.17 და ბ5.7.18 პუნქტები); ან

ბ) რაიმე სხვა მეთოდით, რომელიც საწარმოს რწმენით უფრო სამართლიანად ასახავს ვალდებულების რეალური ღირებულების ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია საკრედიტო რისკის ცვლილებით.

ბ5.7.17 საბაზრო რისკის გამომწვევი ცვლილებები მოიცავს საბაზისო საპროცენტო განაკვეთის, სხვა საწარმოს ფინანსური ინსტრუმენტის ფასის, საქონლის ფასის, სავალუტო კურსის ან ფასების ინდექსის, ან განაკვეთების ცვლილებებს.

ბ5.7.18 თუ ამა თუ იმ ვალდებულებისთვის საბაზრო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ ემპირიული (საბაზისო) საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებია, 5.7.16(ა) პუნქტის თანხა შესაძლოა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) პირველ რიგში, საწარმო პერიოდის დასაწყისისთვის ვალდებულების რეალური ღირებულებისა და სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების გამოყენებით გამოითვლის ვალდებულების უკუგების შიდა განაკვეთს. იგი აღნიშნულ უკუგების განაკვეთს გამოაკლებს საწყისი პერიოდისათვის არსებულ ემპირიულ (საბაზისო) საპროცენტო განაკვეთს, რათა განსაზღვროს კონკრეტულად ინსტრუმენტთან დაკავშირებული უკუგების შიდა განაკვეთი;

ბ) შემდეგ საწარმო გამოითვლის ვალდებულებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების დისკონტირებულ ღირებულებას, პერიოდის ბოლოსთვის ვალდებულების სახელ-შეკრულებო ფულადი ნაკადებისა და დისკონტირების განაკვეთის გამოყენებით, რომელიც ტოლია (1) პერიოდის ბოლოსთვის ემპირიული (საბაზისო) საპროცენტო განაკვეთისა და (2) ინსტრუმენტთან დაკავშირებული უკუგების შიდა განაკვეთის ჯამის, რომელიც (ა) პუნქტის შესაბამისად არის განსაზღვრული.

გ) პერიოდის ბოლოს ვალდებულების რეალურ ღირებულებასა და (ბ) პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ თანხას შორის სხვაობა არის რეალური ღირებულების ცვლილება, რომელიც დაკავშირებული არ არის ემპირიული (საბაზისო) საპროცენტო განაკვეთის ცვლილებასთან. იგი არის 5.7.7(ა) პუნქტის შესაბამისად სხვა სრულ შემოსავალში ასაღიარებელი თანხა.

ბ5.7.19 ბ5.7.18 პუნქტში მოცემულ მაგალითში იგულისხმება, რომ რეალური ღირებულების ცვლი-ლებები, რომლებიც გამოწვეულია ინსტრუმენტის საკრედიტო რისკისა და ემპირიული (საბაზისო) საპროცენტო განაკვეთის გარდა სხვა ფაქტორებით, მნიშვნელოვანი არ არის. ეს მეთოდი არ იქნება მისაღები, თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებები მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევებში, საწარმოს მოეთხოვება სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც უფრო სამართლიანად შეაფასებს ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლი-ლებების ეფექტებს/გავლენას (იხ. პუნქტი ბ5.7.16(ბ)). მაგალითად, თუ მაგალითში გამოყენებული ინსტრუმენტი შეიცავს ჩართულ წარმოებულს, 5.7.7(ა) პუნქტის შესაბამისად სხვა სრულ შემოსავალში ასასახი თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებები.


ბ5.7.20 როგორც რეალური ღირებულების შეფასების ყველა შემთხვევაში, საწარმოს მიერ ვალდებულების საკრედიტო რისკის ცვლილებით გამოწვეულ რეალური ღირებულების ცვლილების ნაწილის შესაფასებლად გამოყენებულ მეთოდში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი ემპირიული ამოსავალი მონაცემები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი არაემპირიული მონაცემების გამოყენება.
 





 
ფასს  9

ჰეჯირების აღრიცხვა (მე-6 თავი)


ჰეჯირების ინსტრუმენტები (ნაწილი 6.2)

ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ჰეჯირების ინსტრუმენტებად კლასიფიცირების კრიტერიუმებს

ბ6.2.1 განცალკევებულ ჰეჯირების ინსტრუმენტებად არ შეიძლება კომბინირებულ ხელშეკრუ-ლებებში ჩართული ისეთი წარმოებულების კლასიფიცირება, რომლებიც განცალკევებით არ აღირიცხება.

ბ6.2.2 საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტები არ წარმოადგენს საწარმოს ფინანსურ აქ-ტივებსა თუ ვალდებულებებს და, შესაბამისად, არ შეიძლება მათი კლასიფიცირება ჰეჯირე-ბის ინსტრუმენტებად.

ბ6.2.3 სავალუტო რისკის ჰეჯირებისას, არაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის სავალუტო რისკის კომპონენტი განისაზღვრება ბასს 21-ის შესაბამისად.

გაყიდული ოფციონები

ბ6.2.4 ზოგიერთი გაყიდული ოფციონის გარდა, წინამდებარე სტანდარტი არ ზღუდავს გარე-მოებებს, როდესაც წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, შეიძლება კლასიფიცირდეს ჰეჯირების ინ-სტრუმენტად. გაყიდული ოფციონი არ აკმაყოფილებს ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირების კრიტერიუმებს, თუ იგი არ მიიჩნევა შეძენილი ოფციონის გადამფარავ ოფ-ციონად, მათ შორის სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში ჩართული ოფციონი (მაგალითად, გაყიდული ქოლ-ოფციონი, რომელიც გამოიყენება გამოსყიდვადი ვალდებულების ჰეჯირები-სთვის).



ჰეჯირების ინსტრუმენტებად კლასიფიცირება

ბ6.2.5 როდესაც საწარმო სავალუტო რისკის ჰეჯირების გარდა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ისეთი არაწარმოებული ფინანსური აქტივის ან არაწარმოებული ფინანსური ვალდებულების კლასიფიცირებას ახდენს ჰეჯირების ინსტრუმენტად, რომელიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, მას შეუძლია მხოლოდ მთლიანად არაწარ-მოებული ფინანსური ინსტრუმენტის ან მისი პროპორციული ნაწილის კლასიფიცირება ჰეჯირების ინსტრუმენტად.

ბ6.2.6 ერთი ჰეჯირების ინსტრუმენტი ჰეჯირების ინსტრუმენტად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ერთზე მეტი რისკის ჰეჯირებისას, იმ პირობით, თუ კონკრეტულად ხდება ჰეჯირების ინსტრუ-მენტისა და რისკის პოზიციის ჰეჯირებულ მუხლად განსაზღვრა. აღნიშნული ჰეჯირების მუხლები შესაძლოა სხვადასხვა ჰეჯირების ურთიერთობების ელემენტები იყოს.

ჰეჯირებული მუხლები (ნაწილი 6.3)

ჰეჯირებულ მუხლებად კლასიფიცირებისთვის უფლებამოსილი მუხლები

ბ6.3.1 საწარმოთა გაერთიანების დროს საწარმოს შესყიდვის მყარი ვალდებულება არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სავალუტო რისკი, იმის გა-მო, რომ სხვა სახის ჰეჯირებული რისკების კონკრეტულად განსაზღვრა და შეფასება შეუძ-ლებელია. აღნიშნული სხვა რისკები წარმოადგენს საერთო ბიზნესრისკებს.

ბ6.3.2 კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიცია არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი რეა-ლური ღირებულებით ჰეჯირებისას იმის გამო, რომ კაპიტალ-მეთოდის დროს მოგებაში ან ზარალში აღიარდება მეკავშირე საწარმოს ინვესტორის კუთვნილი წილი მოგებაში ან ზა-რალში და არა ინვესტიციის რეალური ღირებულების ცვლილებები. მსგავს მიზეზთა გამო, რეალური ღირებულებით ჰეჯირების დროს კონსოლიდირებულ შვილობილ საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი, ვინაიდან კონსო-ლიდაციის დროს შვილობილი საწარმოს მოგება ან ზარალი აღიარდება მოგებაში ან ზა-რალში და არა ინვესტიციის რეალური ღირებულების ცვლილებები. უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება განსხვავებულია, რადგან იგი წარმოად-




 
ფასს  9

გენს უცხოური ვალუტის სავარაუდო დანაკარგების ჰეჯირებას და არა რეალური ღირებუ-ლებით ჰეჯირებას, ინვესტიციის ღირებულების ცვლილებისთვის.

ბ6.3.3 6.3.4 პუნქტი საწარმოს შესაძლებლობას აძლევს ჰეჯირებულ მუხლად მიიჩნიოს აგრე-გირებული რისკი, რაც წარმოადგენს რისკისა და წარმოებული ინსტრუმენტის კომბინაციას. ასეთი ჰეჯირებული მუხლის კლასიფიცირებისას საწარმო აფასებს, აგრეგირებული რისკი იმგვარად აერთიანებს თუ არა რისკსა და წარმოებულ ინსტრუმენტს, რომ წარმოქმნიდეს განსხვავებულ აგრეგირებულ რისკს, რომელიც კონკრეტული რისკისთვის (ან რისკე-ბისთვის) იმართება როგორც ერთი რისკი. ამ შემთხვევაში, საწარმოს შეუძლია ჰეჯირებული მუხლი განსაზღვროს აგრეგირებული რისკის საფუძველზე, მაგალითად:

ა) საწარმოს შეუძლია, 15 თვის შემდეგ მოახდინოს ყავის გარკვეული რაოდენობის შესყიდვის მაღალი ალბათობის მქონე გარიგების ფასის რისკის (აშშ დოლარში) ჰეჯირება ყავაზე 15-თვიანი ფიუჩერსული ხელშეკრულების დადებით. რისკის მართვის მიზნებისთვის ყავის შესყიდვის მაღალი ალბათობის მქონე მოსალოდნელი გარიგება და ყავაზე ფიუჩერსული ხელშეკრულება ერთობლიობაში შესაძლოა მიჩნეულ იქნეს 15-თვიანი, აშშ დოლარში გამოსახული ფიქსირებული თანხის სავალუტო რისკად (ე.ი როგორც აშშ დოლარში გამოსახული ფიქსირებული თანხის ფულადი ნაკადი, რომელიც საწარმოდან გავა 15 თვის შემდეგ);


ბ) უცხოურ ვალუტაში გამოსახულ 10-წლიან ფიქსირებულგანაკვეთიან სავალო ვალდებუ-ლების რისკთან მიმართებაში, საწარმოს შეუძლია სავალუტო რისკის ჰეჯირება სავა-ლო ინსტრუმენტის მთელი ვადის განმავლობაში, თუმცა სამუშაო ვალუტაში გამოსახული ფიქსირებულგანაკვეთიანი ვალდებულების რისკის მართვა მხოლოდ მოკლესაშუალოვადიან პერიოდში ესაჭიროება (მაგალითად ორი წელი) და სამუშაო ვალუტაში გამოსახული ცვალებადგანაკვეთიანი რისკის  დაფარვის ვადამდე დარჩე-ნილ პერიოდში. ზემოაღნიშნული თითოეული ორწლიანი ინტერვალის ბოლოს (ანუ ორწლიან მცოცავ საფუძველზე) საწარმო ჰერჯირებისთვის განსაზღვრავს მომდევნო ორ წელიწადს (როდესაც საპროცენტო განაკვეთის დონე ისეთია, რომ საწარმოს სურს ფიქსირებულგანაკვეთიანი პროცენტი). ამგვარ სიტუაციაში საწარმომ შეიძლება დადოს 10-წლიანი ფიქსირებულგანაკვეთიანი/ცვალებადგანაკვეთიანი ვალუტების საპროცენტო განაკვეთის სვოპის გარიგება, რომლითაც განხორციელდება ფიქსირებულგანაკვეთიანი უცხოური ვალუტის ვალის სვოპი ცვალებადგანაკვეთიან სამუშაო ვალუტაში. ეს გადაიფარება ორწლიანი საპროცენტო განაკვეთის სვოპით, რომელიც სამუშაო ვალუტის ბაზაზე, ცვალებადი განაკვეთის მქონე ვალს ცვლის ფიქსირებული განაკვეთის მქონე ვალზე. ფაქტობრივად, რისკის მართვის მიზნებისთვის, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ფიქსირებული განაკვეთის მქონე ვალი და 10-წლიანი ფიქსირებული/ცვალებადთან ვალუტების საპროცენტო განაკვეთის სვოპი ერთობლი-ობაში განიხილება, როგორც 10-წლიანი ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალის სამუშაო ვალუტის რისკი.




ბ6.3.4 როდესაც ჰეჯირებული მუხლის კლასიფიცირება აგრეგირებული რისკის საფუძველზე ხდება, საწარმო ჰეჯირების ეფექტურობისა და არაეფექტურობის შეფასების მიზნით განიხილავს აგრეგირებული რისკის შემადგენელი მუხლების გაერთიანებულ გავლენას. თუმცა, აგრეგირებული რისკის შემადგენელი მუხლები მაინც განცალკევებულად აღირიცხება. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად:

ა) აგრეგირებული რისკის შემადგენელი წარმოებულები აღირიცხება როგორც რეალური ღირებულებით შეფასებული ცალკე აქტივები ან ვალდებულებები; და

ბ) თუ აგრეგირებული რისკის შემადგენელ მუხლებს შორის არსებობს ჰეჯირების ურთიერთობა, აგრეგირებული რისკის დონეზე, მეთოდი, რომლითაც წარმოებული ინსტრუმენტი მიეკუთვნება აგრეგირებულ რისკს, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული წარმოებული ინსტრუმენტის ჰეჯირების ინსტრუმენტად მიჩნევის მეთოდს. მაგალითად, თუ საწარმო აგრეგირებული რისკის შემადგენელ მუხლებს შორის ჰეჯირების ურთიერთობისას, წარმოებული ინსტრუმენტის ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფი-ცირებისას გამორიცხავს მის ფორვარდულ ელემენტს, მან აღნიშნული წარმოებული ინსტრუმენტის აგრეგირებული რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირების




 
ფასს  9

დროსაც უნდა გამორიცხოს ფორვარდული ელემენტი. სხვა სიტყვებით, აგრეგირებული რისკი უნდა მოიცავდეს წარმოებულ ინსტრუმენტს მთლიანად ან მის ნაწილს.

ბ6.3.5 6.3.6 პუნქტში აღნიშნულია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგების სავალუტო რისკი ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირებულ მუხლად, თუ ეს გარიგება გამოსახული არ არის გარიგების მონაწილე საწარმოს სამუშაო ვალუტაში და სავალუტო რისკი გავლენას იქონიებს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე. ამ კონტექსტში, საწარმო შეიძლება იყოს სათავო საწარმო, შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო, ერთობლივი საქმიანობა ან ფილიალი. თუ პროგნოზირებულ შიდაჯგუფურ გარიგებაში სავალუტო რისკი გავლენას არ ახდენს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე, არ შეიძლება შიდაჯგუფური გარიგების მიჩნევა ჰეჯირებულ მუხლად. როგორც წესი, ეს არის როიალტის, პროცენტის გადახდის შემთხვევები, ან ერთი და იმავე ჯგუფის წევრებს შორის მმართველობითი ხარჯები, თუ მასთან დაკავშირებული სხვა გარე გარიგება არ არსებობს. ამასთან, როდესაც პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგების სავალუტო რისკი გავლენას იქონიებს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე, მაშინ შესაძლებელია პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგების კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად. ამის მაგალითია ჯგუფის წევრებს შორის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ყიდვა-გაყიდვის პროგნოზი, თუ ამას წინ უსწრებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაყიდვა ჯგუფის გარეთ სხვა მხარეზე. ანალოგიურად, ამა თუ იმ მოწყობილობის ჯგუფის შიგნით გაყიდვის პროგნოზირებულმა გარიგებამ, რომელსაც ჯგუფში შემავალი საწარმო ჯგუფის სხვა საწარმოებისათვის აწარმოებს, შეიძლება გავლენა იქონიოს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე. მაგალითად, ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ მოწყობილობას ცვეთას დაარიცხავს მყიდველი საწარმო და მოწყობილობასთან დაკავშირებით თავდაპირველად აღიარებული თანხა შეიძლება შეიცვალოს, თუ პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგება გამოსახული არ იქნება მყიდველი საწარმოს სამუშაო ვალუტით.




ბ6.3.6 თუ პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგება უფლებამოსილია ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვისათვის, მაშინ, 6.5.11 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი შემოსულობა ან ზარალი აღიარდება, ან ამოიღება სხვა სრული შემოსავლიდან. შესაბამისი პერიოდი ან პერიოდები, როდესაც ჰეჯირებული გარიგების სავალუტო რისკი გავლენას ახდენს მოგებაზე ან ზარალზე, არის პერიოდი, როდესაც იგი გავლენას ახდენს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე.

ჰეჯირებული მუხლების კლასიფიცირება

ბ6.3.7 კომპონენტი არის მთლიანი ჰეჯირებული მუხლის ნაწილი. შესაბამისად, კომპონენტი ასახავს იმ მუხლის მხოლოდ ზოგიერთ რისკს, რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს, ან რისკებს ასახავს მხოლოდ გარკვეული მოცულობით (მაგალითად, როდესაც ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირდება ამა თუ იმ მუხლის პროპორციული ნაწილი).

რისკის კომპონენტები

ბ6.3.8 ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისათვის რისკის კომპონენტი უნდა იყოს ფინანსური ან არაფინანსური მუხლის განცალკევებით იდენტიფიცირებადი კომპონენტი და მუხლის ფულადი ნაკადების ან რეალური ღირებულების ცვლილებები, რომლებიც აღნიშნულ რისკის კომპონენტში ცვლილებებს უკავშირდება, უნდა იყოს საიმედოდ შეფასებადი.

ბ6.3.9 ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისათვის რისკის კომპონენტის უფლებამოსილების შეფასებისას, საწარმო ამგვარ რისკის კომპონენტს აფასებს კონკრეტული საბაზრო სტრუქტურის პირობებში, რომელსაც უკავშირდება რისკი, ან რისკები და სადაც ხდება ჰეჯირება. ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების შეფასებას, რომლებიც განსხვავებული იქნება რისკებისა და ბაზრების მიხედვით.

ბ6.3.10 რისკის კომპონენტის ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისას საწარმო განიხილავს, რისკის კომპონენტი არის თუ არა ხელშეკრულებით მკაფიოდ განსაზღვრული (ხელშეკ-რულებით განსაზღვრული რისკის კომპონენტები), ან ნაგულისხმევია თუ არა ისინი იმ მუხლის რეალური ღირებულების ან ფულად ნაკადებში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან


 
ფასს  9

(რისკის კომპონენტები, რომლებიც ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული). რისკის კომპონენტები, რომლებიც ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, შესაძლოა დაკავ-შირებული იყოს ისეთ მუხლებთან, რომლებიც არ წარმოადგენს ხელშეკრულებას (მაგალითად, პროგნოზირებული გარიგებები), ან ხელშეკრულებებთან, რომლებიც კომპო-ნენტს მკაფიოდ არ განსაზღვრავს (მაგალითად, მყარი ვალდებულება, რომელიც სხვადასხვა ცვლადთან დაკავშირებული ფასების ფორმულის ნაცვლად მოიცავს მხოლოდ ერთ ფასს). მაგალითად:

ა) `ა~ საწარმოს გააჩნია ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლის ფასიც განისაზღვრება ხელშეკრულებით კონკრეტული ფორმულის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს საქონელსა და სხვა ფაქტორებს (მაგალითად, თხევად გაზს, მაზუთსა და სხვა კომპონენტებს, როგორიცაა ტრანსპორტირების დანახარჯები). `ა~ საწარმო აღნიშნულ ხელშეკრულებაში თხევადი გაზის კომპონენტის ჰეჯირებას ახდენს ფორვარდული ხელშეკრულების გამოყენებით. იმის გამო, რომ თხევადი გაზის კომპონენტი განსაზღვრულია მიწოდების ხელშეკრულების პირობებით და გარემოებებით, იგი არის ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის კომპონენტი. აქედან გამომდინარე, ფასის ფორმულის გამო, `ა~ საწარმო დაასკვნის, რომ თხევადი გაზის ფასის რისკი არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი. ამავე დროს, თხევადი გაზის ფორვარდული ხელშეკრულებისათვის არსებობს ბაზარი. აქედან გამომდინარე, `ა~ საწარმო დაასკვნის, რომ თხევადი გაზის ფასის რისკი არის საიმედოდ შეფასებადი. შესაბამისად, მიწოდების ხელშეკრულებაში თხევადი გაზის ფასის რისკი არის ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებადი რისკის კომპონენტი;


ბ) `ბ~ საწარმო წარმოების პროგნოზის საფუძველზე ახდენს ყავის მომავალი შესყიდვის ჰეჯირებას. ჰეჯირება იწყება პროგნოზირებული შესყიდვის მოცულობის ნაწილის მიწოდებამდე 15 თვით ადრე. `ბ~ საწარმო დროთა განმავლობაში ზრდის ჰეჯირებულ მოცულობას (მიწოდების თარიღის მოახლოებასთან ერთად). `ბ~ საწარმო ყავის ფასის რისკის სამართავად იყენებს ორ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებას:

(ი) ყავის საბირჟო (ვადიან) ფიუჩერსულ ხელშეკრულებებს; და

(იი) კონკრეტულ საწარმოო ქვედანაყოფში კოლუმბიიდან ყავა არაბიკას მიწოდების ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებები ყავის ფასს ადგენს ფასის ფორმულის გამოყენებით, რომლის თანახმად ტონა ყავაზე ფასი განისაზღვრება შემდეგნაირად: ყავის საბირჟო ფიუჩერსული ხელშეკრულებების ფასს დამატე-ბული ფიქსირებული ფასის განსხვავება, დამატებული ლოჯისტიკის მომსახურების ცვლადი საფასური. ყავის მიწოდების ხელშეკრულება არის მომავალში შესასრულებელი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც `ბ~ საწარმო ფიზიკურად იღებს ყავას;


მიმდინარე პერიოდის მოსავალთან დაკავშირებული მიწოდებებისთვის, ყავის მიწოდების ხელშეკრულების დადება `ბ~ საწარმოს შესაძლებლობას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს ფასის განსხვავება, შესყიდული ყავის ფაქტობრივ ხარისხსა (ყავა არაბიკა კოლუმბიიდან) და შესადარის (საორიენტაციო) ხარისხს შორის, რომელიც ყავის საბირჟო ფიუჩერსული ხელშეკრულებების ძირითადი ფაქტორია. თუმცა, მომავალ მოსავალთან დაკავშირებული მიწოდებებისთვის, ყავის მიწოდების ხელშეკრულებები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, შეუძლებელია ფასის განსხვავების განსაზღვრა. მიმდინარე და მომავალ მოსავალთან დაკავშირებული მიწოდებებისთვის ყავის ფასის რისკის საორიენტაციო ხარისხის კომპონენტის ჰეჯირებისთვის `ბ~ საწარმო იყენებს ყავის საბირჟო ფიუჩერსულ ხელშეკრულებას. `ბ~ საწარმო ადგენს, რომ იგი დგას სამი განსხვავებული რისკის წინაშე: საორიენტაციო ხარისხის ცვლილების ამსახველი ყავის ფასის რისკი, საორიენტაციო ხარისხის ყავის ფასსა და მის მიერ ფაქტობრივად მიღებული კოლუმბიის ყავა არაბიკას ფასს შორის სხვაობის (სპრედის) ამსახველი ყავის ფასის რისკისა და ლოჯისტიკის მომსახურების ცვალებადი დანახარჯების რისკი. მიმდინარე მოსავალთან დაკავშირებული მიწოდებებისთვის, მას შემდეგ რაც `ბ~ საწარმო დადებს ყავის მიწოდების ხელშეკრულების გარიგებას, საორიენტაციო ხარისხის ამსახველი ყავის ფასის რისკი იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის




 
ფასს  9

კომპონენტი, რადგან ფასის ფორმულა შეიცავს ინდექსაციას ყავის საბირჟოO ფიუჩერსული ხელშეკრულებების ფასის მიმართ. `ბ~ საწარმო დაასკვნის, რომ აღნიშნული რისკის კომპონენტი არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი. მომავალ მოსავალთან დაკავშირებული მიწოდებებისთვის, `ბ~ საწარმოს ჯერ არა აქვს დადებული ყავის მიწოდების რაიმე ხელშეკრულება (ე.ი აღნიშნული მოწოდებები არის პროგნოზირებული გარიგებები). შესაბამისად, საორიენტაციო ხარისხის ამსახველი ყავის ფასის რისკი არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის კომპონენტი. `ბ~ საწარმოს მიერ ბაზრის სტრუქტურის ანალიზი ითვალისწინებს, როგორ არის შეფასებული მის მიერ კონკრეტული ყავის მომავალი მიწოდებები, რომელსაც ის იღებს. შესაბამისად, ბაზრის სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე, `ბ~ საწარმო დაასკვნის, რომ პროგნოზირებული გარიგება შეიცავს საორიენტაციო ხარისხის ამსახველ ყავის ფასის რისკს, რომელიც არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრული. მაშასადამე, `ბ~ საწარმოს ყავის მიწოდების ხელშეკრულებებისა და ასევე პროგნოზირებული გარიგებებისათვის ჰეჯირების ურთიერთობათა კლასიფიკაცია შეუძლია რისკის კომპონენტთა საფუძველზე (საორიენტაციო ხარისხის ამსახველი ყავის ფასის რისკი).



გ) `გ~ საწარმო თვითმფრინავის საწვავის მომავალი შესყიდვის ჰეჯირებას ახდენს მიწოდებამდე 24 თვით ადრე, მისი მოსალოდნელი მოხმარების საფუძველზე და დროთა განმავლობაში ზრდის ჰეჯირების მოცულობას. `გ~ საწარმო აღნიშნული რისკის ჰეჯირებისათვის, ჰეჯირების დროით პერიოდზე დაყრდნობით, იყენებს ორი სხვადასხვა სახის ხელშეკრულებას, რომელიც გავლენას ახდენს წარმოებული ინსტრუმენტის საბაზრო ლიკვიდობაზე. გრძელვადიანი პერიოდისათვის (12-24 თვე) `გ~ საწარმო იყენებს ნედლი ნავთობის ხელშეკრულებებს, ვინაიდან მხოლოდ მათ გააჩნიათ საკმარისი საბაზრო ლიკვიდობა. 6-12 თვემდე პერიოდისათვის `გ~ საწარმო იყენებს თხევადი გაზის ხელშეკრულებებს, რადგან მათ გააჩნიათ საკმარისი ლიკვიდობა. 6 თვემდე პერიოდისათვის `გ~ საწარმო იყენებს თვითმფრინავის საწვავის ხელშეკრულებებს. საწარმო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის სტრუქტურის ანალიზს და შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების შეფასებას ახორციელებს შემდეგნაირად:



(ი) `გ~ საწარმო საქმიანობს ისეთ რეგიონში, სადაც `ბრენტის~ მარკა არის ნედლი ნავთობის საორიენტაციო ნედლეული. ნედლი ნავთობი არის საორიენ-ტაციო/საბაზისო ნედლეული, რომელიც გავლენას ახდენს გადამუშავებული ნავთობის სხვადასხვა პროდუქტის ფასზე, რადგან მათი მთავარი შემადგენელი კომპონენტია. თხევადი გაზი არის საორიენტაციო გადამუშავებული ნავთობპრო-დუქტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც ნავთობის დისტილა-ტებზე ფასის მაჩვენებელი. `გ~ საწარმოს რეგიონში ზემოაღნიშნული ასევე გაითვალისწინება ნედლი ნავთობისა და სხვადასხვა ნავთობპროდუქტის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში, ასე, მაგალითად:



ნედლი ნავთობის საორიენტაციო ფიუჩერსული ხელშეკრულება, რომელიც არის ბრენტის მარკის ნედლი ნავთობი;

საორიენტაციო თხევადი გაზის ფიუჩერსული ხელშეკრულება, რომელიც დის-ტილატებისთვის ფასის ორიენტირად გამოიყენება, მაგალითად თვითმფრი-ნავის საწვავის სპრედი წარმოებული ფარავს თვითმფრინავის საწვავისა და საორიენტაციო თხევადი გაზის ფასებს შორის სხვაობას; და

თხევადი გაზის გადამუშავების სპედის წარმოებული (ე.ი წარმოებული ნედლი ნავთობისა   და   თხევადი   გაზის   ფასთა   შორის   სხვაობისთვის   –

გადამუშავების/რაფინირების მარჟა), რომელიც ინდექსირებულია ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის მიმართ.
 





 
ფასს  9

(იი) გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ფასი დამოკიდებული არაა იმაზე, კონკრეტული გადამამუშავებელი საწარმო რომელი ტიპის ნედლ ნავთობს ფლობს, რადგან გადამუშავებული ნავთობპროდუქტები (როგორიცაა თხევადი გაზი და თვითმფრინავის საწვავი) სტანდარტული პროდუქტებია.

აქედან გამომდინარე, `გ~ საწარმო დაასკვნის, რომ თვითმფრინავის საწვავის შესყიდვის ფასის რისკი შეიცავს ბრენტის მარკის ნედლ ნავთობისა და თხევადი გაზის ფასის რისკის კომპონენტზე დაფუძნებული ნედლი ნავთობის გადამუშავების ფასის რისკის კომპონენტს, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებაში ნახსენები არ არის ნედლი ნავთობი და თხევადი გაზი. `გ~ საწარმო გადაწყვეტს, რომ ზემოაღნიშნული ორი რისკის კომპონენტი არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული. მაშასადამე `გ~ საწარმოს თვითმფრინავის საწვავის პროგნოზირებული შესყიდვისათვის ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირება შეუძლია რისკს კომპონენტის საფუძველზე (ნედლი ნავთობის ან თხევადი გაზის). აღნიშნული ანალიზიდან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნაც: თუ `გ~ საწარმო დასავლეთ ტეხასის შუალედური~ (ჭთI)

მარკის ნავთობზე დაფუძნებულ ნედლი ნავთობის წარმოებულს გამოიყენებდა, ბრენტის მარკის ნედლი ნავთობისა და ჭთI ნედლი ნავთობის ფასთა სხვაობის ცვლილებები გამოიწვევდა ჰეჯირების არაეფექტურობას.

დ) `დ~ საწარმო ფლობს ფიქსირებული განაკვეთის მქონე სავალო ინსტრუმენტს. ინსტრუმენტი გამოშვებულია ისეთ რეგიონში, სადაც ბაზარზე მსგავსი სავალო ინსტრუ-

მენტების ფართო სპექტრი ერთმანეთს უდარდება მათი სპრედის მიხედვით საორი-ენტაციო/საბაზისო განაკვეთთან მიმართებით (მაგალითად, LIBOღ) და ამ რეგიონში ცვალებადი განაკვეთის მქონე ინსტრუმენტები, როგორც წესი, ინდექსირებულია საბაზისო განაკვეთის მიმართ. საპროცენტო განაკვეთის რისკის სამართავად ხშირად გამოიყენება საპროცენტო განაკვეთების სვოპი, მიუხედავად საბაზისო განაკვეთის მიმართ სავალო ინსტრუმენტის სპრედისა. სავალო ინსტრუმენტის ფასი პირდაპირ იცვლება საბაზისო/საორიენტაციო განაკვეთის ცვლილების პასუხად, ამ უკანასკნელის ცვლილებისთანავე. `დ~ საწარმო დაასკვნის, რომ საბაზისო განაკვეთი არის ცალკე იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი კომპონენტი. მაშასადამე, `დ~ საწარმოს შეუძლია საბაზისო საპროცენტო განაკვეთის რისკისთვის ფიქსირებული განაკვეთის მქონე სავალო ინსტრუმენტის ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირება მოახდინოს რისკის კომპონენტის საფუძველზე.


ბ6.3.11 როდესაც რისკის კომპონენტი კლასიფიცირდება ჰეჯირებულ მუხლად, ჰეჯირების აღრიცხვა ისევე გამოიყენება აღნიშნული რისკის კომპონენტის მიმართ, როგორც სხვა ჰეჯირებული მუხლებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენს რისკის კომპონენტს. მაგალითად, გამოიყენება კლასიფიცირების კრიტერიუმები, მათ შორი, ის, რომ ჰეჯირების ურთიერთობა უნდა აკმაყოფილებდეს ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნებს და ჰეჯირების არაეფექტურობა უნდა შეფასდეს და აღიარდეს.

ბ6.3.12 საწარმოს ასევე შეუძლია მხოლოდ გარკვეული ფასის ან სხვა ცვლადის ზემოთ ან ქვემოთ ფულადი ნაკადების ან რეალური ღირებულების ცვლილების კლასიფიკაცია ჰეჯირებულ მუხლად (`ცალმხრივი რისკი~). ჰეჯირებულ მუხლში ცალმხრივ რისკს ასახავს ჰეჯირების ინსტრუმენტად გამოყენებული შესყიდული ოფციონის საკუთარი ღირებულება (იმ დაშვებით, რომ მას გააჩნია იგივე ძირითადი პირობები, რაც კლასიფიცირებულ რისკს), მაგრამ არა მისი დროითი ღირებულება. მაგალითად, საწარმოს შეუძლია საქონლის მოსალოდნელი შესყიდვის ფასის ზრდით გამოწვეული მომავალი ფულადი ნაკადების ცვალებადობის კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად. ასეთ შემთხვევაში, საწარმო მხოლოდ კონკრეტული დონის ზემოთ ფასის ზრდით გამოწვეული ფულადი სახსრების დანაკარგების კლასიფიცირებას ახდენს ჰეჯირებულ მუხლად. ჰეჯირებული რისკი არ მოიცავს შესყიდული ოფციონის დროით ღირებულებას, რადგან დროითი ღირებულება არ არის პროგნოზირებული გარიგების კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს მოგებაზე ან ზარალზე.
 






 
ფასს  9

ბ6.3.13 არსებობს შემდეგი უარყოფადი ვარაუდი: თუ ინფლაციის რისკი არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრული, იგი არ არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი და, შესაბამისად, არ შეიძლება მისი კლასიფიცირება ფინანსური ინსტრუმენტის რისკის კომპონენტად. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია იმის დადგენა, რომ ინფლაციის რისკის კომპონენტი განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადია ინფლაციის გარემოსა და შესაბამისი სავალო ინსტრუმენტების ბაზრის კონკრეტულ გარემოებათა გამო.


ბ6.3.14 მაგალითად, საწარმო სავალო ინსტრუმენტს უშვებს გარემოში, სადაც ინფლაციაზე მიბმულ ობლიგაციებს გააჩნია ისეთი მოცულობა და საპროცენტო განაკვეთების ვადების სტრუქტურა, რომლებიც ქმნის საკმარისად ლიკვიდურ ბაზარს და შესაძლებელია სავალო ინსტრუმენტისთვის ნულოვანი კუპონური რეალური საპროცენტო განაკვეთების ვადების სტრუქტურის განსაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ვალუტის ინფლაცია არის რელევანტური ფაქტორი, რომელსაც სავალო ინსტრუმენტის ბაზრებზე განცალკევებით განიხილავენ. ასეთ ვითარებაში, ინფლაციის რისკის კომპონენტი შესაძლოა დადგინდეს ჰეჯირებული სავალო ინსტრუმენტის ფულადი ნაკადების დისკონტირებით ნულოვანი კუპონის რეალური საპროცენტო განაკვეთების შესაბამისი ვადების სტრუქტურის გამოყენებით (ანუ ურისკო (ნომინალური) საპროცენტო განაკვეთის კომპონენტის დადგენის მსგავსად). ამის საპირისპიროდ, მეტ-წილ შემთხვევებში, ინფლაციის რისკის კომპონენტი არ არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი. მაგალითად, გარემოში, სადაც ინფლაციაზე მიბმული ობლიგაციების ბაზარი არ არის საკმარისად ლიკვიდური იმისათვის, რომ ნულოვანი კუპონური რეალური საპროცენტო განაკვეთების ვადის სტრუქტურის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდეს, საწარმო უშვებს მხოლოდ ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მქონე სავალო ინსტრუმენტს. ასეთ შემთხვევაში ბაზრის სტრუქტურისა და ფაქტებისა და გარემოებების ანალიზი საწარმოს ვერ დაეხმარება იმის დადგენაში, რომ ინფლაცია რელევანტური ფაქტორია, რომელიც სავალო ინსტრუმენტების ბაზრების მიერ ცალკე განიხილება. შესაბამისად, საწარმო ვერ უარყოფს ზემოაღნიშნულ უარყოფად ვარაუდს (პრეზუმფციას), რომ ინფლაციის რისკი, რომელიც ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი არ არის. მაშასადამე ინფლაციის რისკის კომპონენტი უფლებემოსილი არ იქნება ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისათვის. ეს ეხება ინფლაციის ჰეჯირების ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომლის შესახებაც საწარმომ ფაქტობრივად დადო გარიგება. კერძოდ, საწარმოს არ შეუძლია ინფლაციის ჰეჯირების ფაქტობრივი ინსტრუმენტის ვადებისა და პირობების პირდაპირ გადატანა/ მიკუთვნება ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მქონე სავალო ინსტრუმენტზე.






ბ6.3.15 ინფლაციასთან მიბმული, აღიარებული ობლიგაციის ფულადი ნაკადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფლაციის რისკი (იმ პირობით, რომ არ არსებობს ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის განცალკევებით აღრიცხვის მოთხოვნა) არის განცალკევებით იდენტი-ფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი, რადგან ინსტრუმენტის სხვა ფულად ნაკადებზე გავლენას არ ახდენს ინფლაციის რისკის კომპონენტი.



ნომინალური ღირებულების კომპონენტები

ბ6.3.16 არსებობს ნომინალური ღირებულების ორი სახის კომპონენტი, რომლებიც ჰეჯირების ურთიერთობაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირებულ მუხლად: მთლიანი მუხლის პროპორციული კომპონენტი, ან ფენის კომპონენტი. კომპონენტის ტიპი ცვლის სააღრიცხვო შედეგს. საწარმომ აღრიცხვის მიზნებისათვის კომპონენტის კლასიფიკაცია უნდა მოახდინოს რისკის მართვის მიზნის შესაბამისად.


ბ6.3.17 პროპორციული კომპონენტის მაგალითია სესხის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების 50 პროცენტი.
 







 
ფასს  9

ბ6.3.18 ფენის კომპონენტი შესაძლოა განსაზღვრული იყოს რომელიმე წინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ღია გენერალური ერთობლიობიდან, ან წინასწარდადგენილი ნომინალური ღირებუ-ლებიდან. მაგალითად:

ა) ფულადი ოპერაციის მოცულობის ნაწილი, მაგალითად 201X წლის მარტში2 უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გაყიდვების პირველი 20 უფე-ის შემდეგ მიღებული 10 უფე-ის ფულადი სახსრები;

ბ) ფიზიკური მოცულობის ნაწილი, მაგალითად XYძ ადგილზე მოთავსებული ბუნებრივი აირის ქვედა ფენა, 5 მლნ კუბური მეტრის ოდენობით;

გ) ფიზიკური მოცულობის ან სხვა ოპერაციის ნაწილი, მაგალითად 201X წლის ივნისში შეძენილი ნავთობის პირველი 100 ბარელი, ან 201X წლის ივნისის ელექტროენერგიის მიწოდების პირველი 100 მგვტ/სთ; ან

დ) ჰეჯირებული მუხლის ნომინალური ღირებულების ფენა, მაგალითად 100 მლნ ფე ღირებულების მყარი ვალდებულების ბოლო 80 მლნ ფე, 100 მლნ ფე ღირებულების ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციის ქვედა ფენა, 20 მლნ ფე ღირებულებით, ან 30 მლნ ფე ღირებულების ზედა ფენა, 100 მლნ ფე ღირებულების ფიქსირებულგანაკვეთიანი ვალის, რომლის წინასწარ დაფარვა შესაძლებელია რეალური ღირებულებით (განსაზღვრული ნომინალური ღირებულება არის 100 მლნ ფე).

ბ6.3.19  თუ რეალური ღირებულების ჰეჯირებაში ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებულია ფენის კომპონენტი, საწარმომ იგი უნდა გამოყოს განსაზღვრული ნომინალური ღირებულებიდან. რეალური  ღირებულების  ჰეჯირების  მოთხოვნების  დასაკმაყოფილებლად,  საწარმომ რეალური ღირებულების ცვლილებებისათვის ხელახლა უნდა შეაფასოს ჰეჯირებული მუხლი (ე.ი   ხელახლა   შეაფასოს   მუხლი   ჰეჯირებულ   რისკს   მისაკუთვნებელი   რეალური ღირებულების ცვლილებისათვის). რეალური ღირებულების ჰეჯირების კორექტირება უნდა აღიარდეს  მოგებაში ან ზარალში  არაუგვიანეს მუხლის აღიარების  შეწყვეტისა.  შესაბა-მისად,  საჭიროა  იმ  აქტივზე  თვალყურის  დევნება,  რომელსაც  რეალური  ღირებულების ჰეჯირების  კორექტირება  უკავშირდება.  აქედან  გამომდინარე,  რეალური  ღირებულების ჰეჯირების  დროს,    საწარმომ  უნდა  გაარკვიოს  ფენის  კომპონენტის  ნომინალური


ღირებულება, საიდანაც იგი არის განსაზღვრული. მაგალითად, ბ6.3.18(დ) პუნქტში, 20 მლნ ფე ღირებულების ქვედა ფენის, ან 30 მლნ ფე ღირებულების ზედა ფენის შემოწმების მიზნით, უნდა შემოწმდეს მთლიანი განსაზღვრული ნომინალური ღირებულება 100 მლნ ფე ღირებულება.

ბ6.3.20 რეალური ღირებულების ჰეჯირებისას, ფენის კომპონენტი, რომელიც მოიცავს წინასწარ გადახდის ოფციონს, უფლებამოსილი არ არის ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისათვის, თუ ჰეჯირებული რისკი გავლენას ახდენს წინასწარ გადახდის ოფციონის რეალურ ღირებულებაზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებული ფენა მოიცავს დაკავშირებული წინასწარ გადახდის ოფციონის გავლენას ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებების განსაზღვრისას.


მუხლის მთლიან ფულად ნაკადებსა და კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირი

ბ6.3.21 თუ ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირდება ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულე-ბის ფულადი ნაკადის ნაწილი, აღნიშნული კლასიფიცირებული ნაწილი მთლიანი მუხლის მთლიანი ფულადი ნაკადის ტოლი ან მასზე ნაკლები უნდა იყოს. თუმცა, შესაძლებელია, რომ მთლიანი მუხლის ყველა ფულადი ნაკადი კლასიფიცირებული იყოს ჰეჯირებულ მუხლად და მხოლოდ ერთი კონკრეტული რისკის ჰეჯირება განხორციელდეს (მაგალითად, მხოლოდ ისეთი ცვლილებების, რომლებიც უკავშირდება ცვლილებებს LIBOღ-ში, ან საორიენტაციო სასაქონლო ფასში).






2. ამ სტანდარტში ფულადი თანხები გამოსახულია `ფულად ერთეულებში~ (ფე) და `უცხოურ ფულად
ერთეულებში~ (უფე).
 



 
ფასს  9





ბ6.3.22 მაგალითად, ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, რომლის ეფექტური საპროცენტო გა-ნაკვეთი LIBOღ-ზე დაბალია, საწარმოს არ შეუძლია ჰეჯირებულ მუხლად განიხილოს:

ა) LIBOღ-ის პროცენტის ტოლი ვალდებულების ნაწილი (პლუს ძირითადი თანხა რეალური ღირებულების ჰეჯირებისას); და

ბ) უარყოფითი ნარჩენი (დარჩენილი) კომპონენტი.

ბ6.3.23 თუმცა, ფიქსირებულგანაკვეთიანი ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი LIBOღ-ზე 100 საბაზისო პუნქტით ნაკლებია, საწარმოს ჰეჯირებულ მუხლად შეუძლია განიხილოს აღნიშნული ვალდებულების ღირებულებაში LIBOღ-ის ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილება (ე.ი ძირითად თანხას დამატებული პროცენტი LIBOღ-ის დონეზე და გამოკლებული 100 საბაზისო პუნქტი). თუ ფიქსირებულგა-ნაკვეთიანი ფინანსური ინსტრუმენტი ჰეჯირებულია მისი მიღებიდან დროის რაღაც პერიო-დის შემდეგ და, იმავდროულად, შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები, საწარმოს შეუძლია რისკის კომპონენტის კლასიფიკაცია, რომელიც ამ მუხლზე გადახდილ სახელშეკრულებო გა-ნაკვეთზე მეტი საბაზისო განაკვეთის ტოლია. საწარმოს იმ პირობით შეუძლია ასე მოქ-ცევა, თუ საწყისი განაკვეთი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლებია, რომელიც იმ დაშვებით გამოითვლება, რომ საწარმომ ინსტრუმენტი ჰეჯირებული მუხლის პირველად აღიარების თარიღისთვის შეიძინა. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, საწარმო ყიდულობს 100 ფე ღირებულების ფიქსირებულგანაკვეთიან ფინანსურ აქტივს, რომელსაც გააჩნია 6 პრო-ცენტი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იმ დროს, როდესაც LIBOღ არის 4 პროცენტი. იგი იწყებს აღნიშნული აქტივის ჰეჯირებას დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც LIBOღ გაიზრდება 8 პროცენტამდე და აქტივის რეალური ღირებულება შემცირდება 90 ფე ღირებულებამდე. საწარმო ანგარიშობს: თუ იგი აქტივს იყიდდა იმ თარიღისთვის, როდესაც LIBOღ-თან დაკავშირებული განაკვეთის რისკი პირველად მიიჩნია ჰეჯირებულ მუხლად, აქტივის ეფექტური საპროცენტო შემოსავალი, 90 ფე-ის ტოლ რეალურ ღირებულებაზე დაყრდნობით, იქნება 9,5 პროცენტი. ვინაიდან LIBOღ ნაკლებია ეფექტურ საპროცენტო შე-მოსავალზე, საწარმოს შეუძლია 8-პროცენტიანი LIBOღ-ის კომპონენტის კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად, რომელიც შედგება ნაწილობრივ სახელშეკრულებო საპროცენტო ფუ-ლადი ნაკადებისგან და ნაწილობრივ მიმდინარე რეალურ ღირებულებასა (ე.ი. 90 ფე) და დაფარვის თანხას (ე.ი. 100 ფე) შორის სხვაობისგან.




ბ6.3.24 თუ ცვალებადგანაკვეთიან ფინანსურ ვალდებულებას გააჩნია საპროცენტო განაკვეთი, მაგალითად, სამთვიან LIBOღ-ს გამოკლებული 20 საბაზისო პუნქტი (ნულოვანი საბაზისო პუნქტის ფლორით), საწარმოს შეუძლია ჰეჯირებულ მუხლად მიიჩნიოს აღნიშნული მთლიანი ვალდებულების ფულადი ნაკადების ცვლილება (ე.ი სამთვიან LIBOღ-ს მინუს 20 საბაზისო პუნქტი, ფლორის ჩათვლით), რომელიც დაკავშირებულია LIBOღ-ის ცვლილებასთან. შესაბამისად, სანამ ვალდებულების დარჩენილი ვადის განმავლობაში სამთვიანი LIBOღ-ის მქონე ფორვარდული ხელშეკრულების შემოსავლიანობის მრუდი არ დაეცემა 20 საბაზისო პუნქტზე დაბლა, ჰეჯირებული მუხლის ფულად ნაკადებს ექნება იგივე ცვალებადობა, რაც ვალდებულებას, რომელსაც აქვს პროცენტი სამთვიან LIBOღ-ზე ნულოვანი ან დადებითი სპრედით. თუმცა, თუ აღნიშნული ვალდებულების (ან მისი ნაწილის) დარჩენილი ვადის განმავლობაში სამთვიანი LIBOღ-ის მქონე ფორვარდული ხელშეკრულების შემოსავლიანობის მრუდი დაეცემა 20 საბაზისო პუნქტზე დაბლა, ჰეჯირებულ მუხლს ექნება ფულადი ნაკადების ნაკლები ცვალებადობა, ვიდრე იმ ვალდებულებას, რომელსაც გააჩნია პროცენტი სამთვიან LIBOღ-ზე ნულოვანი ან დადებითი სპრედით.



ბ6.3.25 არაფინანსური მუხლისათვის მსგავსი მაგალითია სპეციფიკური სახის ნედლი ნავთობი კონკრეტული ნავთობის საბადოდან, რომელიც ფასდება შესაბამისი საორიენტაციო ნედლი ნავთობის მიმართ. თუ საწარმო აღნიშნულ ნედლ ნავთობს გაყიდის ხელშეკრულებით, რომელიც ბარელზე ფასს ადგენს სახელშეკრულებო ფასის ფორმულის გამოყენებით, როგორც საორიენტაციო ნედლი ნავთობის ფასს მინუს 10 ფე, 15 ფე-ის ტოლი ფლორით,


 
ფასს  9

საწარმოს ჰეჯირებულ მუხლად შეუძლია მიიჩნიოს გაყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მთლიანი ფულადი ნაკადების ცვალებადობა, რომელიც საორიენტაციო ნედლი ნავთობის ფასის ცვლილებას მიეკუთვნება. თუმცა, საწარმოს არ შეუძლია საორიენტაციო ნედლი ნავთობის ფასის მთლიანი ცვლილების ტოლი კომპონენტის კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად. შესაბამისად, სანამ ფორვარდული ხელშეკრულების ფასი (თითოეული მიწოდებისას) არ ეცემა 25 ფე-ზე დაბლა, ჰეჯირებულ მუხლს ექნება ფულადი ნაკადების იგივე ცვალებადობა, რაც ნედლი ნავთობის გაყიდვას საორიენტაციო ნედლი ნავთობის ფასად (ან დადებითი სპრედით). თუმცა, თუ ფორვარდული ხელშეკრულების ფასი ნებისმიერი მიწოდებისას 25 ფე-ზე დაბლა ეცემა, ჰეჯირებულ მუხლს ექნება ფულადი ნაკადების ნაკლები ცვალებადობა, ვიდრე ნედლი ნავთობის გაყიდვას საორიენტაციო ნედლი ნავთობის ფასად (ან დადებითი სპრედით).



ჰეჯირების აღრიცხვის კრიტერიუმები (ნაწილი 6.4)

ჰეჯირების ეფექტურობა

ბ6.4.1 ჰეჯირების ეფექტურობა არის ხარისხი, რომლითაც ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღი-რებულების, ან ფულადი ნაკადების ცვლილება გადაფარავს ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილებას (მაგალითად, როდესაც ჰეჯირებული მუხლი არის რისკის კომპონენტი, ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულა-დი ნაკადების შესაბამისი ცვლილება არის ჰეჯირებულ რისკთან დაკავშირებული ცვლილება). ჰეჯირების არაეფექტურობა არის ხარისხი, რომლითაც ჰეჯირების ინსტრუმენ-ტის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილება მეტია ან ნაკლებია ჰეჯირე-ბული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილებაზე.


ბ6.4.2 ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაციისას და პერიოდულად, საწარმომ უნდა შეაფასოს ჰეჯირების არაეფექტურობის წყაროები, რომლებიც მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენს ჰეჯირების ურთიერთობაზე მათი ვადის განმავლობაში. აღნიშნული ანალიზი (ბ6.5.21 პუნქტის შესაბამისად ჰეჯირების ურთიერთობის ხელახალი დაბალანსების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი განახლების ჩათვლით) არის საწარმოს მიერ ჰეჯირების ეფექტურობის დაკმაყოფილების შეფასების საფუძველი.

ბ6.4.3 გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, თავდაპირველი კონტრაჰენტის კლირინგული კონტრაჰენტით ჩანაცვლების ეფექტები და 6.5.6 პუნქტში აღწერილი დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება უნდა აისახოს ჰეჯირების ინსტრუმენტის შეფასებაში და, შესაბამისად, ჰეჯირების ეფექტურობის შეფასებასა და გაზომვაში.

ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირი

ბ6.4.4 ეკონომიკური ურთიერთკავშირის არსებობის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს გააჩნია ღირებულება, რომელიც, საზოგადოდ, ერთი და იმავე ჰეჯირებული რისკის გამო საპირისპირო მიმართულებით იცვლება. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მოლოდინი, რომ ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულება და ჰეჯირებული მუხლის ღირებულება სისტემატურად შეიცვლება ერთი და იმავე ძირითადი ცვლადის ან ცვლადების პასუხად, რომლებიც ისეთი გზით არის ერთმანეთთან ეკონომიკურად დაკავშირებული, რომ ჰეჯირებულ რისკზე ერთნაირად რეაგირებენ (მაგალითად, ბრენტის, ან ჭთI მარკის ნედლი ნავთობი).


ბ6.4.5 თუ ცვლადები არ არის ერთი და იგივე, მაგრამ ეკონომიკურად ურთიერთდაკავშირებულია, ზოგჯერ შესაძლოა ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის ღირებულება ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობდნენ, მაგალითად, როდესაც ძირითადი ცვლადის ფასების დიფერენციალი იცვლება, მაგრამ თავად ცვლადი სიდიდეები მნიშვნელოვნად არ იცვლება. ასეთი სიტუაცია მაინც შეესაბამება ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირის არსებობას, თუ კიდევ არის მოსალოდნელი, რომ ძირითადი ცვლადის ცვლილებისას ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის ღირებულება შეიცვლება საპირისპირო მიმართულებით.

ბ6.4.6 ეკონომიკური ურთიერთკავშირის არსებობის შეფასება მოიცავს ჰეჯირების ურთიერ-თობათა მოსალოდნელი ქცევის შეფასებას მისი პერიოდის განმავლობაში, რათა დად-


 
ფასს  9

გინდეს, მოსალოდნელია თუ არა, რომ იგი დააკმაყოფილებს რისკის მართვის მიზნებს. ორ ცვლადს შორის სტატისტიკური კორელაცია თავისთავად არ ნიშნავს, რომ მათ შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირი არსებობს.

საკრედიტო რისკის გავლენა

ბ6.4.7 ვინაიდან ჰეჯირების აღრიცხვა ეფუძნება ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული შემოსულობისა და ზარალის ურთიერთგადაფარვის ცნებას, ჰეჯირების ეფექტურობა განისაზღვრება არა მარტო აღნიშნულ მუხლებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირით, არამედ ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის ღირებულებაზე საკრედიტო რისკის გავლენით. საკრედიტო რისკის გავლენა იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტს შორის არსებობს ეკონომიკური ურთიერთკავშირი, ურთიერთგადაფარვის დონე შესაძლოა ცვალებადი გახდეს. ასე შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტის ან ჰეჯირებული მუხლის საკრედიტო რისკის ცვლილება ისეთი სიდიდისაა, რომ საკრედიტო რისკი დომინირებს ეკონომიკური ურთიერთკავშირით გამოწვეული ღირებულების ცვლილებაზე (ე.ი ძირითადი ფაქტორების ცვლილების ეფექტზე). დომინანტობის წარმომქმნელი სიდიდე არის ის, რომელიც საკრედიტო რისკის გამო გამოიწვევს ზარალს (ან შემოსულობას), რომელიც ხელს უშლის ძირითადი ფაქტორების ცვლილების ეფექტს ჰეჯირებული მუხლის ან ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულებაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამგვარი ცვლილებები მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, თუ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ძირითადი ფაქტორები მცირედ იცვლება, ის ფაქტი რომ საკრედიტო რისკთან დაკავშირებულმა მცირე ცვლილებებმა ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულებაზე შესაძლოა მეტად მოახდინოს გავლენა, ვიდრე ძირითადმა ფაქტორებმა, არ წარმოქმნის საკრედიტო რისკის დომინანტურ გავლენას.




ბ6.4.8 საკრედიტო რისკის დომინირებული გავლენის ჰეჯირების ურთიერთობის მაგალითია, როდესაც საწარმო საქონლის ფასის ცვლილების რისკის ჰეჯირებას ახდენს არაუზრუნ-ველყოფილი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტით. თუ წარმოებული ინსტრუმენტის კონტრაჰენტი განიცდის საკრედიტო რეიტინგის მნიშვნელოვან გაუარესებას, ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებაში კონტრაჰენტის საკრედიტო რეიტინგის ცვლილების ეფექტმა შესაძლოა გადაწონოს საქონლის ფასის ცვლილების ეფექტი, მაშინ როდესაც ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქონლის ფასის ცვლილებებზე.


ჰეჯირების კოეფიციენტი

ბ6.4.9 ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნის თანახმად, ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების კოეფიციენტი უნდა იყოს იგივე, რაც ჰეჯირებული მუხლის ფაქტობრივად ჰეჯირებული მოცულობისა და ჰეჯირებისთვის ფაქტობრივად გამოყენებულ ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობიდან წარმოიქმნება. შესაბამისად, თუ საწარმო მუხლის რისკის 100 პროცენტზე ნაკლების ჰეჯირებას ახდენს, მაგალითად 85 პროცენტის, მან ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაცია უნდა მოახდინოს ჰეჯირების კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც წარმოიქმნება რისკის 85 პროცენტისა და საწარმოს მიერ აღნიშნული 85 პროცენტის ჰეჯირებისათვის ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობიდან გამომდინარე. ამის მსგავსად, მაგალითად, თუ საწარმო რისკის ჰეჯირებისათვის იყენებს ფინანსური ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულების 40 ერთეულს, მან ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაცია უნდა მოახდინოს ჰეჯირების კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც წარმოიქმნება 40 ერთეულისა (ე.ი საწარმომ არ უნდა გამოიყენოს ჰეჯირების კოეფიციენტი, რომელიც ეფუძნება ერთეულების უფრო მეტ რაოდენობას, რომელსაც შესაძლოა საწარმო ფლობდეს, ან უფრო ნაკლებ რაოდენობას) და ამ 40 ერთეულის გამოყენებით ფაქტობრივად ჰეჯირებული მუხლის მოცულობის მიხედვით.



ბ6.4.10 თუმცა, ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაციამ ჰეჯირების ისეთი კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც მიიღება საწარმოს მიერ ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის მოცულობებიდან, არ უნდა ასახოს ჰეჯირების არაეფექტურობის (მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა) გამომწვევი ჰეჯირებული


 
ფასს  9

მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის წონებს შორის დისბალანსი, რაც გამოიწვევს ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგებს. შესაბამისად, ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაციის მიზნით, საწარმომ უნდა შეასწოროს ჰეჯირების კოეფიციენტი, რომელიც გამომდინარეობს ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის მოცულობებიდან, რათა თავიდან აიცილოს ასეთი დისბალანსი.

ბ6.4.11 ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან სააღრიცხვო შედეგების შეუსაბამობის შეფასებისას საწარმომ უნდა გაითვალისწინოს, მაგალითად:

ა) განსაზღვრულია თუ არა ჰეჯირების კოეფიციენტი ჰეჯირების არაეფექტურობის აღიარების თავიდან ასაცილებლად ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას, ან რეალური ღირებულებით ჰეჯირების კორექტირების მისაღწევად უფრო მეტი ჰეჯირებული მუხლებისათვის იმ მიზნით, რომ, ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებების გადაფარვის გარეშე, გაიზარდოს რეალური ღირებულების აღრიცხვის გამოყენება; და

ბ) ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის კონკრეტული წონებისთვის არსებობს თუ არა კომერციული მიზეზი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი წარმოქმნის ჰეჯირების არაეფექტურობას. მაგალითად, საწარმო დებს გარიგებას და ჰეჯირების ინსტრუმენტად მიიჩნევს იმ ოდენობას, რომელიც, მისი გადაწყვეტილებით, ჰეჯირებული მუხლისათვის იყო საუკეთესო ჰეჯირება, რადგან ჰეჯირების ინსტრუმენტების სტანდარტული ოდენობა მას საშუალებას არ აძლევს, მიაღწიოს ჰეჯირების ეფექტურობისათვის საჭირო ზუსტ რაოდენობას (ლოტის ზომის საკითხი). ამის მაგალითია საწარმო, რომელიც 100 ტონა ყავის შესყიდვის ჰეჯირებას ახდენს სტანდარტული ფიუჩერსული ხელშეკრულებით, რომლის მოცულობაა 37500 გირვანქა. საწარმოს 100 ტონის ჰეჯირებისათვის შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ ხუთი ან ექვსი ხელშეკრულება (შესაბამისად 85.0 და 102.1 ტონის ეკვივალენტი). ამ შემთხვევაში, საწარმო ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაციას ახდენს მის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული ფიუჩერსული ხელშეკრულებების რაოდენობიდან მიღებული ჰეჯირების კოეფიციენტის გამოყენებით, რადგან წონების შეუსაბამობის შედეგად წარმოშობილი ჰეჯირების არაეფექტურობა არ გამოიწვევს ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგს.



ჰეჯირების ეფექტიანობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასების სიხშირე

ბ6.4.12 ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას და პერიოდულად საწარმომ უნდა შეაფასოს, ჰეჯი-რების ურთიერთობა აკმაყოფილებს თუ არა ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნებს. საწარმომ შეფასება უნდა განახორციელოს მინიმუმ ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, ან ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნებზე მოქმედი გარემოებების მნიშვნელოვანი ცვლილებებისას  რომელიც უფრო ადრე მოხდება ამ ორი მოვლენიდან. ჰეჯირების ეფექტურობის შეფასება გარკვეულ მოლოდინებს უკავშირდება და, შესაბამისად, მხოლოდ მომავალზეა ორიენტირებული.

ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასების მეთოდები

ბ6.4.13 წინამდებარე სტანდარტი არ განსაზღვრავს ჰეჯირების ეფექტურობის შეფასების კონკრე-ტულ მეთოდს. ამასთან, საწარმომ უნდა გამოიყენოს ის მეთოდი, რომელიც გაითვა-ლისწინებს ჰეჯირების ურთიერთობის შესაბამის მახასიათებლებს, ჰეჯირების არაეფექ-ტურობის ჩათვლით. ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, გამოყენებული მეთოდი შეიძლება იყოს ხარისხობრივი ან რაოდენობრივი შეფასება.


ბ6.4.14 მაგალითად, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები (როგორიცაა ნომინალური ღირებულება, დაფარვის ვადა და ძირითადი ცვლადები) ერთმანეთთან შესაბამისობაშია, ან თითქმის გათანაბრებულია, საწარმომ აღნიშნული გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობების ხარისხობრივი შეფასების საფუძველზე შეიძლება შეძლოს დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე, რომ ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს გააჩნია ღირებულება, რომელიც, საზოგადოდ, ერთი და იმავე რისკის გამო საპირისპირო მიმართულებით იცვლება და, შესაბამისად, ჰეჯირების


 
ფასს  9

ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის არსებობს ეკონომიკური ურთიერთკავშირი (იხ. პუნქტები ბ6.4.4ბ6.4.6).

ბ6.4.15 ის ფაქტი, რომ წარმოებული ინსტრუმენტი ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირებისას არის ხელსაყრელი ან არახელსაყრელი, თავისთავად არ ნიშნავს, რომ ხარისხობრივი შეფასება მიზანშეუწონელია. მეთოდის მიზანშეწონილობა დამოკიდებულია შემდეგ გარემოებებზე: ამ ფაქტიდან წარმოქმნილ ჰეჯირების არააეფექტურობას ხომ არ ექნება ისეთი სიდიდე, რომ ხარისხობრივი მეთოდით შეფასებამ ვერ შეძლოს მისი ადეკვატურად დადგენა.

ბ6.4.16 ამის საპირისპიროდ, თუ ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები ერთმანეთთან ძალიან გათანაბრებული არ არის, გადაფარვის მოცულობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა იზრდება. შესაბამისად, ჰეჯირების პერიოდის განმავლობაში ჰეჯირების ეფექტურობის პროგნოზირება უფრო რთულია. ასეთ შემთხვევებში, საწარმომ ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ეკონომიკური ურთიერდამოკიდებულების დადგენა შესაძლოა მხოლოდ რაოდენობრივი შეფასების გამოყენებით შეძლოს (იხ პუნქტები ბ4.4.4ბ6.4.6). ზოგიერთ შემთხვევაში, რაოდენობრივი შეფასების გამოყენება შესაძლებელია ასევე იმის შესაფასებლადაც, ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიკაციისათვის გამოყენებული ჰეჯირების კოეფიციენტი აკმაყოფილებს თუ არა ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნებს (იხ. პუნქტები ბ6.4.9ბ6.4.11). საწარმოს ამ ორი განსხვავებული მიზნისთვის შეუძლია გამოიყენოს ერთი და იგივე, ან განსხვავებული მეთოდები.



ბ6.4.17 თუ ჰეჯირების ეფექტურობაზე მოქმედი გარემოებები იცვლება, საწარმოს შესაძლოა მოუწიოს ჰეჯირების ურთიერთობის მიერ ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაფასებლად გამოყენებული მეთოდის შეცვლა, რათა ისევ შეძლოს ჰეჯირების ურთიერთობის შესაბამისი მახასიათებლების, მათ შორის, ჰეჯირების არაეფექტურობის წყაროს გათვალისწინება.

ბ6.4.18 ჰეჯირების ურთიერთობის მიერ ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეფასებისას ინფორმაციის ძირითადი წყაროა საწარმოს რისკის მართვის სტარატეგია. ეს ნიშნავს, რომ ჰეჯირების ურთიერთობის მიერ ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეფასების საფუძვლად შეიძლება გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული მმართველობითი ინფორმაციის (ან ანალიზის) გამოყენება.

ბ6.4.19 ჰეჯირების ურთიერთობის შესახებ საწარმოს დოკუმენტაცია მოიცავს ჰეჯირების ეფექტუ-რობის მოთხოვნების შეფასებისათვის გამოყენებულ მეთოდს ან მეთოდებს. ჰეჯირების ურთიერთობის დოკუმენტაცია უნდა განახლდეს მეთოდში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებისას (იხ. პუნქტი ბ6.4.17).


კლასიფიცირებისთვის უფლებამოსილი ჰეჯირების ურთიერთობების აღრიცხვა (ნაწილი 6.5)

ბ6.5.1 რეალური ღირებულებით ჰეჯირების მაგალითია საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით გამოწვეული ფიქსირებული განაკვეთის მქონე სავალო ინსტრუმენტის რეალური ღირებუ-ლების სავარაუდო ცვლილებების ჰეჯირება. ასეთ ჰეჯირებას შეიძლება ახორციელებდეს ემიტენტი ან ინსტრუმენტის მფლობელი.

ბ6.5.2 ფულადი ნაკადების ჰეჯირების მიზანია, ჰეჯირების ინსტრუმენტის შემოსულობის ან ზარალის გადავადება იმ პერიოდში ან პერიოდებში, რომელშიც ჰეჯირებული მოსალოდ-ნელი მომავალი ფულადი ნაკადები გავლენას მოახდენს მოგებაზე ან ზარალზე. ფულადი ნაკადების ჰეჯირების მაგალითია სვოპის გამოყენება იმ მიზნით, რომ ცვალებადი განაკვე-თის მქონე ვალი (ამორტიზებული ღირებულებით ან რეალური ღირებულებით შეფასებული) გადაყვანილ იქნეს ფიქსირებული განაკვეთის მქონე ვალში (ე.ი. მომავალი გარიგების ჰე-ჯირება, როდესაც ჰეჯირებული მომავალი ფულადი ნაკადები წარმოადგენს მომავალ საპ-როცენტო გადასახდელებს). ამის საპირისპიროდ, წილობრივი ინსტრუმენტის შეძენის პროგნოზირებული გარიგება, რომელიც შეძენის შემდეგ აღირიცხება რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით, არის ისეთი მუხლის მაგალითი, რომელიც არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას, რადგან



 
ფასს  9

ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული ნებისმიერი შემოსულობა ან ზარალი, რომლის გადავადებაც მოხდება, ვერ რეკლასიფიცირდება მოგებაში ან ზარალში იმ პერიოდში, როდესაც გადაფარვა მიიღწევა. იმავე მიზეზით, წილობრივი ინსტრუმენტის შეძენის პროგნოზირებული გარიგება, რომელიც შეძენის შემდეგ აღირიცხება რეალური ღირებულებით, რეალური ღირებულების ცვლილების ასახვით სხვა სრულ შემოსავალში, არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას.

ბ6.5.3 მყარი ვალდებულების ჰეჯირება (მაგალითად, საწვავის ფასის ცვლილების ჰეჯირება, რაც და-კავშირებულია ელექტროენერგიის საწარმოს მიერ საწვავის ფიქსირებული ფასით შესყიდვის არაღიარებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან) არის რეალური ღირებულების სავარაუ-დო ცვლილების ჰეჯირება. შესაბამისად, ასეთი ჰეჯირება წარმოადგენს რეალური ღირებულე-ბით ჰეჯირებას. თუმცა, 6.5.4 პუნქტის თანახმად, მყარი ვალდებულების სავალუტო რისკის ჰეჯი-რება ასევე შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფულადი ნაკადების ჰეჯირებად.

ჰეჯირების არაეფექტურობის შეფასება

ბ6.5.4 ჰეჯირების არაეფექტურობის შეფასებისას საწარმომ უნდა განიხილოს ფულის დროითი ღი-რებულება. მაშასადამე, საწარმო ჰეჯირებული მუხლის ღირებულებას განსაზღვრავს დისკონტირებული ღირებულების საფუძველზე და, შესაბამისად, ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილებები ასევე მოიცავს ფულის დროითი ღირებულების გავლენასაც.

ბ6.5.5 ჰეჯირების არაეფექტურობის შეფასების მიზნით, ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილების გამოთვლისას, საწარმოს შეუძლია გამოიყენოს წარმოებული, რომელსაც გააჩნია ჰეჯირებული მუხლის შესაბამისი გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები (ასეთ წარმოებულ ინსტრუმენტს ხშირად უწოდებენ `ჰიპოთეზურ წარმოებულს~) და, მაგალითად, პროგნოზირებული გარიგების ჰეჯირებისათვის, მოხდება მოსწორება ჰეჯირებული ფასის (ან განაკვეთის) დონის გამოყენებით. მაგალითად, თუ ჰეჯირებული იყო ორმხრივი რისკი მიმდინარე საბაზრო დონეზე, ჰიპოთეზური წარმოებული გამოსახავდა ჰიპოთეზურ ფორვარდულ ხელშეკრულებას, რომლის ღირებულება ჰეჯირების ურთიერთობის დაწყე-ბისას ნულის ტოლია. თუ ჰეჯირებული იყო, მაგალითად ცალმხრივი რისკი, ჰიპოთეზური წარმოებული ასახავდა ჰიპოთეზური ოფციონის საკუთარ ღირებულებას, რომელიც ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ხელსაყრელი იქნება, თუ ჰეჯირებული ფასი მიმდინარე საბაზრო დონეზე არის, ან არახელსაყრელი, თუ ჰეჯირებული ფასი მიმდინარე საბაზრო დონეზე მაღალია (ან გრძელი პოზიციისას  მიმდინარე საბაზრო დონეზე დაბალია). ჰიპოთეზური წარმოებული ინსტრუმენტის გამოყენება ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილებების გამოსათვლელად არის ერთ-ერთი შესაძლო გზა. ჰიპოთეზური წარმოებული ჰეჯირებული მუხლის ასლია და, შესაბამისად, იმავე შედეგს იძლევა, რაც მიიღებოდა ჰეჯირებული მუხლის ღირებულებაში ცვლილებების სხვა მეთოდით გამოთვლისას. შესაბამისად, ჰიპოთეზური წარმოებული ინსტრუმენტის გამოყენება, თავისთავად, მეთოდი არ არის, არამედ ჰეჯირებული მუხლის ღირებულების გამოსათვლე-ლად გამოყენებული მათემატიკური საშუალებაა. მაშასადამე, შეუძლებელია ჰიპოთეზური წარმოებულის გამოყენება ჰეჯირებული მუხლის ღირებულებაში ფიუჩერსული ხელშეკ-რულების გასათვალისწინებლად, რომელიც არსებობს მხოლოდ ჰეჯირების ინსტრუმენტში (მაგრამ არა ჰეჯირებულ მუხლში). ამის მაგალითია უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალი (მიუხედავად იმისა, იგი ფიქსირებული განაკვეთის მქონეა, თუ ცვალებადი განაკვეთის). როდესაც ჰიპოთეზური წარმოებული გამოიყენება ამგვარი ვალის ღირებულების ცვლილებების, ან ფულადი ნაკადების კუმულაციური ცვლილების დისკონტირებული ღირებულების დასადგენად, ჰიპოთეზურ წარმოებულს უბრალოდ არ შეუძლია ასახოს სხვადასხვა ვალუტის გაცვლის დანახარჯი მაშინაც კი, როდესაც ფაქტობრივი წარმოე-ბულები, რომელთა ფარგლებშიც ხდება სხვადასხვა ვალუტის გაცვლა, შეიძლება მოიცავდეს ამგვარ დანახარჯს. (მაგალითად, სხვადასხვა ვალუტის საპროცენტო განაკვეთის სვოპები).





ბ6.5.6 ჰიპოთეზური წარმოებული ინსტრუმენტის გამოყენებით განსაზღვრული ცვლილებები ჰეჯირებული მუხლის ღირებულებაში ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჰეჯირების ურთიერთობის მიერ ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესა-ფასებლად.
 





 
ფასს  9




ჰეჯირების ურთიერთობის ხელახლა დაბალანსება და ჰეჯირების კოეფიციენტის ცვლილება

ბ6.5.7 ხელახლა დაბალანსება არის არსებული ჰეჯირების ურთიერთობისათვის ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობების კორექტირება იმ მიზნით, რომ შენარ-ჩუნებულ იქნეს ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნების შესაბამისი ჰეჯირების კოეფი-ციენტი. წინამდებარე სტანდარტის მიზნებისთვის ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობათა სხვა მიზნით ცვლილება არ წარმოადგენს ხელახლა დაბალანსებას.

ბ6.5.8 ხელახლა დაბალანსება, ბ6.5.9ბ6.5.21 პუნქტების შესაბამისად, აღირიცხება, როგორც ჰეჯი-რების ურთიერთობის გაგრძელება. ხელახლა დაბალანსების დროს ჰეჯირების ურთიერთობის კორექტირებამდე, განისაზღვრება ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების არაეფექტურობა და დაუყოვნებლივ აღიარდება.

ბ6.5.9 ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირება საწარმოს საშუალებას აძლევს, უპასუხოს ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ურთიერთობის ცვლილებას, რაც გამოწვეულია მათი ძირითადი ფაქტორების ან რისკის ცვლადებით. მაგალითად, ჰეჯირების ურთიერთობა, რომელშიც ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს გააჩნია სხვადასხვა, მაგრამ დაკავშირებული ცვლადების ცვლილებები, ამ ორ ცვლადს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილების გამო (მაგალითად, სხვადასხვა, მაგრამ დაკავშირებული ინდექსები, განაკვეთები ან ფასები). მაშასადამე, ხელახლა დაბალანსება ჰეჯირების ურთიერთობის გაგრძელებისას უფლებას იძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტს შორის კავშირი იმგვარად იცვლება, რომ მისი კომპენსირება შესაძლებელია ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირებით.


ბ6.5.10 მაგალითად, საწარმო სავალუტო რისკის ჰეჯირებას ახდენს სავალუტო წარმოებული ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია A და B უცხოურ ვალუტასთან და უცხოური ვალუტები არის ხელოვნურად `დაფიქსირებული~ (ე.ი მათი გაცვლითი კურსი ცენტრალური ბანკის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენარჩუნებულია გარკვეული დიაპაზონის ან კონკრეტული განაკვეთის დონეზე). თუ A და B ვალუტებს შორის გაცვლითი კურსი შეიცვლება (ანუ ახალი დიაპაზონი ან განაკვეთი დადგინდება), ჰეჯირების ურთიერთობის ხელახლა დაბალანსება ახალი გაცვლითი კურსის გასათვალისწინებლად უზრუნველყოფს იმას, რომ ახალ გარემოებებში ჰეჯირების ურთიერთობამ ისევ დააკმაყოფილოს ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნები მოცემული ჰეჯირების კოეფიციენტისათვის. ამის საპირისპიროდ, თუ სავალუტო წარმოებული ინსტრუმენტის სახელშეკრულებო პირობა არ შესრულდებოდა, ჰეჯირების კოეფიციენტის ცვლილება ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ ჰეჯირების ურთიერთობას ისევ დაეკმაყოფილებინა ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნები. მაშასადამე, ხელახლა დაბალანსება ხელს არ უწყობს ჰეჯირების ურთიერთობის გაგრძელებას იმ შემთხვევებში, როდესაც ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტს შორის ურთიერთობა იმგვარად იცვლება, რომლის კომპენსირება არ შეიძლება ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირებით.



ბ6.5.11 ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულებისა და ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების, ან ფულადი ნაკადების ცვლილებათა ურთიერთგადაფარვის მოცულობაში ყველა ცვლილება არ წარმოადგენს ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილებას. საწარმო აანალიზებს ჰეჯირების არაეფექტურობის წყაროებს, რომლებიც ჰეჯირების ურთიერთობის პერიოდის განმავლო-ბაში მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენს მასზე და აფასებს, ურთიერთგადაფარვის მოცულობაში ცვლილებები ხომ არ არის:

ა) ჰეჯირების კოეფიციენტის მერყეობა, რომელიც ისევ მისაღებია (ე.ი ისევ სათანადოდ აისახება ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ურთიერთკავშირი); ან

ბ) მიმანიშნებელი იმისა, რომ ჰეჯირების კოეფიციენტი სათანადოდ აღარ ასახავს ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის ურთიერთკავშირს.
 



 
ფასს  9

საწარმო ზემოაღნიშნულ შეფასებას ახორციელებს ჰეჯირების კოეფიციენტთან ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნების შესადარებლად, ე.ი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჰეჯირების ურთიერთობა არ ასახავს ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტის წონებს შორის ჰეჯირების არაეფექტურობის (იმის მიუხედავად, აღიარებულია თუ არა) გამომწვევ დისბალანსს, რაც გამოიწვევს ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგებს. შესაბამისად, აღნიშნული შეფასება მოითხოვს მსჯელობას.

ბ6.5.12 უცვლელი ჰეჯირების კოეფიციენტის ცვალებადობის (და, შესაბამისად, დაკავშირებული ჰეჯირების არაეფექტურობის) შემცირება შეუძლებელია თითოეული კონკრეტული შედე-გისათვის ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, ურთიერთგადაფარვის მოცულობაში ცვლილებები არის ჰეჯირების არაეფექტურობის შეფასებისა და აღიარების საკითხი და ხელახლა დაბალანსებას არ მოითხოვს.

ბ6.5.13 ამის საპირისპიროდ, თუ ურთიერთგადაფარვის მოცულობაში ცვლილებები გვიჩვენებს, რომ ჰეჯირების კოეფიციენტს ახასიათებს ცვალებადობა, რომელიც განსხვავდება ჰეჯირების ურთიერთობისათვის გამოყენებული მიმდინარე ჰეჯირების კოეფიციენტისგან, ან შეიმჩნევა ჰეჯირების კოეფიციენტიდან გადახვევის ტენდენცია, ჰეჯირების არაეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირებით, როდესაც ჰეჯირების კოეფიციენტის შენარჩუნება სულ უფრო მეტად გამოიწვევს ჰეჯირების არაეფექტურობას. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში, საწარმომ უნდა შეაფასოს, ჰეჯირების ურთიერთობა ხომ არ ასახავს ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტის წონებს შორის ჰეჯირების არაე-ფექტურობის (იმის მიუხედავად, აღიარებულია თუ არა) გამომწვევ დისბალანსს, რაც გამოიწვევს ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგებს. თუ ჰეჯირების კოეფიციენტი გაკორექტირდება, იგი ასევე გავლენას მოახდენს ჰეჯირების არაეფექტურობის შეფასებასა და აღიარებაზე, რადგან ხელახლა დაბალანსებისას, ბ6.5.8 პუნქტის შესაბამისად ჰეჯირების ურთიერთობის კორექტირებამდე, უნდა განისაზღვროს ჰეჯირების ურთიერთობის არაეფექტურობა და დაუყოვნებლივ აღიარდეს.


ბ6.5.14 ხელახლა დაბალანსება ნიშნავს, რომ ჰეჯირების ურთიერთობის დაწყების შემდეგ საწარმო გარემოებებში მომხდარი ცვლილების პასუხად, აკორექტირებს ჰეჯირების ინსტრუმენტის ან ჰეჯირებული მუხლის მოცულობებს, რომელიც გავლენას ახდენს ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების კოეფიციენტზე. როგორც წესი, ამგვარმა კორექტირებებმა უნდა ასახოს ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის მოცულობების (რაოდენობების) კორექტირებები. თუმცა, საწარმომ უნდა გააკორექტიროს ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის ფაქტობრივად გამოყენებული მოცულობებისგან მიღებული ჰეჯირების კოეფიციენტი, თუ:


ა) საწარმოს მიერ ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტის, ან ჰეჯირე-ბული მუხლის მოცულობის ცვლილებებით გამოწვეული ჰეჯირების კოეფიციენტი ასახავს დისბალანსს, რომელიც გამოიწვევს ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგების გამომწვევ ჰეჯირების არაეფექტურობას; ან

ბ) საწარმოს მიერ ფაქტობრივად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტის ან ჰეჯირე-ბული მუხლის მოცულობის შენარჩუნებით გამოწვეული ჰეჯირების კოეფიციენტი ასახავს დისბალანსს, რომელიც გამოიწვევს ჰეჯირების არაეფექტურობას, რაც, თავის მხრივ, ჰეჯირების აღრიცხვის მიზნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო შედეგებს გამოიწვევს (ე.ი საწარმომ ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირების უგულებელყოფით არ უნდა შექმნას დისბალანსი).

ბ6.5.15 ხელახლა დაბალანსება არ გამოიყენება, თუ ჰეჯირების ურთიერთობისთვის შეიცვალა რისკის მართვის მიზანი. ამის ნაცვლად, აღნიშნული ჰეჯირების ურთიერთობისთვის ჰეჯირების აღრიცხვა უნდა შეწყდეს (იმის მიუხედავად, რომ ბ6.5.28 პუნქტის შესაბამისად საწარმომ შეიძლება შექმნას ახალი ჰეჯირების ურთიერთობა, რომელიც მოიცავს წინა ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების ინსტრუმენტს ან ჰეჯირებულ მუხლს).
 







 
ფასს  9

ბ6.5.16 თუ ჰეჯირების ურთიერთობა ხელახლა დაბალანსდება, ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირება შესაძლებელია სხვადასხვა გზით:

ა) ჰეჯირებული მუხლის წონა შესაძლოა გაიზარდოს (რაც ამავე დროს ჰეჯირების ინსტრუმენტის წონას ამცირებს):

(ი) ჰეჯირებული მუხლის მოცულობის გაზრდით; ან

(იი) ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის შემცირებით.

ბ) ჰეჯირების ინსტრუმენტის წონა შესაძლოა გაიზარდოს (რაც ამავე დროს ჰეჯირებული მუხლის წონას ამცირებს):

(ი) ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის გაზრდით; ან

(იი) ჰეჯირებული მუხლის მოცულობის შემცირებით.

მოცულობის ცვლილებები ეხება იმ რაოდენობებს, რომლებიც ჰეჯირების ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მოცულობების შემცირება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მუხლები ან გარიგებები აღარ არსებობს, ან მათი მოხდენა მოსალოდნელი აღარ არის, არამედ იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არის ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი. მაგალითად, ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს საწარმოს მიერ წარმოებული ინსტრუმენტის შენარჩუნება, მაგრამ შეიძლება მხოლოდ მისი ნაწილი დარჩეს ჰეჯირების ურთიერთობაში ჰეჯირების ინსტრუმენტად. ასე შეიძლება მოხდეს, თუ ჰეჯირების ურთიერთობის ხელახლა დაბალანსების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის შემცირებით, მაგრამ ისეთი ნაწილის შენარჩუნებით, რაც საწარმოს აღარ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, წარმოებული ინსტრუმენტის ის ნაწილი, რომელიც აღარ კლასიფიცირდება ჰეჯირების ინსტრუმენტად, აღირიცხება რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით (თუ იგი სხვა ჰეჯირების ურთიერთობაში არ იყოს კლასიფიცირებული ჰეჯირების ინსტრუმენტად).

ბ6.5.17 ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირება ჰეჯირებული მუხლის მოცულობის გაზრდით გავლენას არ ახდენს ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილების შეფასებაზე. ასევე არ შეიცვლება ადრე კლასიფიციებულ მოცულობასთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილებების შეფასებაც. თუმცა, ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილებები ასევე მოიცავს ჰეჯირებული მუხლის დამატებითი ღირებულების ცვლილებებს ხელახლა დაბალანსების თარიღიდან. აღნიშნული ცვლილებები შეფასებულია ხელახლა დაბალანსების დაწყებისას და არა ჰეჯირების ურთიერთობის დაწყების თარიღიდან. მაგალითად, თუ საწარმო თავდაპირველად 100 ტონის მოცულობის საქონლის ჰეჯირებას ახდენდა ფორვარდული ფასით 80 ფე (ფორვარდული ფასი ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას) და 10 ტონა დაამატა ხელახლა დაბალანსებისას, როდესაც ფორვარდული ხელშეკრულების ფასი იყო 90 ფე, ჰეჯირებული მუხლი ხელახლა დაბალან-სების შემდეგ შედგება ორი ფენისაგან: 100 ტონისგან, რომელიც ჰეჯირებულია 80 ფე-ად და 10 ტონისგან, რომელიც ჰეჯირებულია 90 ფე-ად.



ბ6.5.18 ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირება ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის შემცირებით გავლენას არ ახდენს ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილების შეფასებაზე. ასევე უცვლელი რჩება კლასიფიცირებულ მოცულობასთან დაკავშირებული ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებების შეფასებაც. თუმცა, ხელახლა დაბალანსების თარიღიდან, მოცულობა, რომლითაც შემცირდა ჰეჯირების ინსტრუმენტი, აღარ წარმოადგენს ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილს. მაგალითად, თუ საწარმო თავდაპირველად საქონლის ფასის რისკის ჰეჯირებას ახდენდა 100 ტონა მოცულობის მქონე ჰეჯირების ინსტრუმენტით და ხელახლა დაბალანსებისას ამცირებს მას 10 ტონით, ჰეჯირების ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულება 90 ტონა უცვლელი დარჩება (იხ. ბ6.5.16 პუნქტი წარმოებული ინსტრუმენტის მოცულობისათვის (ე.ი 10 ტონა), რომელიც აღარ არის ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი).



ბ6.5.19 ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირება ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის გაზრდით გავლენას არ ახდენს ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილების შეფასებაზე. ასევე უცვლელი რჩება ადრე კლასიფიცირებულ მოცულობასთან დაკავშირებული ჰეჯირების


 
ფასს  9

ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებების შეფასებაც. თუმცა, ხელახლა დაბალანსების თარიღიდან ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებები ასევე მოიცავს ჰეჯირების ინსტრუმენტის დამატებითი მოცულობის ღირებულების ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები შეფასებულია ხელახლა დაბალანსების დაწყებისას და არა ჰეჯირების ურთიერთობის დაწყების თარიღიდან. მაგალითად, თუ საწარმო თავდაპირველად საქონლის ფასის რისკის ჰეჯირებას ახდენდა 100 ტონა მოცულობის მქონე ჰეჯირების ინსტრუმენტით და ხელახლა დაბალანსებისას მას 10 ტონით ზრდის, ხელახლა დაბალანსების შემდეგ ჰეჯირების ინსტრუმენტი იქნება წარმოებული ინსტრუმენტი მთლიანი მოცულობით (110 ტონა). 110 ტონა მოცულობის მქონე ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილება არის წარმოებული ინსტრუმენტის რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილება. ამგვარ წარმოებულებს შესაძლოა (და მოსალოდნელია) ჰქონდეს განსხვავებული გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები, როგორიცაა მათი ფორვარდული განაკვეთები, რადგან ისინი წარმოიშვა დროის სხვადასხვა მომენტში (წარმოებულების თავდაპირველი აღიარების შემდეგ ჰეჯირების ურთიერთობაში კლასიფი-ცირების შესაძლებლობის ჩათვლით).



ბ6.5.20 ჰეჯირების კოეფიციენტის კორექტირება ჰეჯირებული მუხლის მოცულობის შემცირებით გავლენას არ ახდენს ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილების შეფასებაზე. ასევე უცვლელი რჩება კლასიფიცირებულ მოცულობასთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ღირებულების ცვლილებების შეფასებაც. თუმცა, ხელახლა დაბა-ლანსების თარიღიდან, მოცულობა, რომლითაც შემცირდა ჰეჯირებული მუხლი, აღარ წარმოადგენს ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილს. მაგალითად, თუ საწარმო თავდაპირ-ველად 100 ტონის მოცულობის საქონლის ჰეჯირებას ახდენდა ფორვარდული ფასით 80 ფე და ხელახლა დაბალანსებისას აღნიშნულ მოცულობას 10 ტონით ამცირებს, ხელახლა დაბალანსების შემდეგ ჰეჯირებული მუხლი იქნება 90 ტონა, ჰეჯირებული 80 ფე-ად. 10 ტონა ჰეჯირებული მუხლი, რომელიც აღარ არის ჰეჯირების ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი, აღირიცხება ჰეჯირების აღრიცხვის შეწყვეტის მოთხოვნების შესაბამისად (იხ. პუნქტები 6.5.66.5.7 და ბ6.5.22ბ6.5.28).



ბ6.5.21 ჰეჯირების ურთიერთობის ხელახლა დაბალანსებისას, საწარმომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ჰეჯირების არაეფექტურობის წყაროს ანალიზი, რომელიც მოსალოდნელია, რომ ჰეჯირების ურთიერთობის (დარჩენილი) ვადის განმავლობაში გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობაზე (იხ. პუნქტი ბ6.4.2). შესაბამისად, უნდა განახლდეს ჰეჯირების ურთიერთობის დოკუმენტაცია.

ჰეჯირების აღრიცხვის შეწყვეტა

ბ6.5.22 ჰეჯირების აღრიცხვის შეწყვეტა გამოიყენება პერსპექტიულად, იმ თარიღიდან, როდესაც კრიტერიუმები აღარ იქნება დაკმაყოფილებული.

ბ6.5.23 საწარმომ  არ  უნდა  შეწყვიტოს  ისეთი  ჰეჯირების  ურთიერთობის  კლასიფიცირება  და

შესაბამისად ჰეჯირების აღრიცხვა, რომელიც:

ა) ისევ აკმაყოფილებს რისკის მართვის მიზნებს, რომლის საფუძველზეც იგი კლასიფი-ცირდა ჰეჯირების აღრიცხვად (ე.ი საწარმო კიდევ ინარჩუნებს რისკის მართვის მიზანს); და

ბ) ჰეჯირების აღრიცხვის ყველა სხვა კრიტერიუმი ისევ დაკმაყოფილებულია (ხელახლა დაბალანსების გათვალისწინების შემდგომ).

ბ6.5.24  აღნიშნული სტანდარტის მიზნებისთვის, საწარმოს რისკის მართვის სტრატეგია განსხვავ-დება  რისკის  მართვის  მიზნებისგან.  რისკის  მართვის  სტრატეგია  მთელი  საწარმოს

დონისთვის დგინდება. რისკის მართვის სტრატეგია ახდენს საწარმოს რისკების იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს, როგორ რეაგირებს მათზე საწარმო. რისკის მართვის სტრატეგია გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდისათვის და შესაძლოა მოქნილი იყოს, რათა უპასუხოს სტრატეგიის არსებობის პერიოდში გარემოებებში მომხდარ ცვლილებებს (მაგალითად, ჰეჯირების სხვადასხვა მოცულობის გამომწვევი განსხვავებული საპროცენტო განაკვეთი ან საქონლის ფასები). იგი, როგორც წესი, გენერალურ დოკუმენტშია მოცემული, რომელიც საწარმოში, ქვემდგომ დონეებზე კონკრეტული მითითებების შემცველი პოლიტიკის მეშვეობით ვრცელდება. ამის საპირისპიროდ, რისკის მართვის მიზანი



 
ფასს  9

კონკრეტული ჰეჯირების ურთიერთობის დონეზე გამოიყენება. მიზანი დაკავშირებულია იმასთან, კონკრეტული კლასიფიცირებული ჰეჯირების ინსტრუმენტი როგორ გამოიყენება ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებული კონკრეტული რისკის ჰეჯირებისათვის. შესაბამისად, რისკის მართვის სტრატეგია შესაძლოა მრავალ სხვადასხვა ჰეჯირების ურთიერთობას მოიცავდეს, რომელთა რისკის მართვის მიზანი დაკავშირებულია ერთიანი რისკის მართვის სტრატეგიის განხორციელებასთან. მაგალითად:

ა) საწარმოს ნასესხები სახსრებით დაფინანსების საპროცენტო განაკვეთის რისკების სამართავად გააჩნია სტრატეგია, რომელიც მთლიანი საწარმოსთვის ცვალებადგანა-კვეთიან და ფიქსირებულგანაკვეთიან დაფინანსებას შორის კავშირისთვის აწესებს დიაპაზონს. სტრატეგია არის ფიქსირებულგანაკვეთიანი ვალის 20-დან 40 პროცენტამდე შენარჩუნება. საწარმო, საპროცენტო განაკვეთის დონეზე დაყრდნობით, პერიოდულად გადაწყვეტს, როგორ განახორციელოს აღნიშნული სტრატეგია (ე.ი როდესაც იგი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის რისკისათვის საკუთარ თავს 20-დან 40 პროცენტამდე დიაპაზონში აქცევს). თუ საპროცენტო განაკვეთები დაბალია, საწარმო საპროცენტო განაკვეთს აფიქსირებს უფრო დიდი ვალისთვის და არა ისეთი ვალისთვის, რომელსაც მაღალი აქვს საპროცენტო განაკვეთები. საწარმოს ცვალებადგანაკვეთიანი ვალი არის 100 ფე, საიდანაც 30 ფე გადაცვლილია ფიქსირებული განაკვეთის რისკში (სვოპით). საწარმო იყენებს დაბალი საპროცენტო განაკვეთის უპირატესობას და დიდი ინვესტიციის დასაფინანსებლად დამატებით იღებს 50 ფე ვალს ფიქსირებულგანაკვე-თიანი ობლიგაციის გამოშვებით. დაბალი საპროცენტო განაკვეთების გათვალისწი-ნებით საწარმო გადაწყვეტს ფიქსირებული განაკვეთის რისკი დაადგინოს მთლიანი ვალის 40 პროცენტზე, მის მიერ ადრე ჰეჯირებული ცვალებადი განაკვეთის რისკის მოცულობის 20 ფე-ით შემცირებით, რაც გამოიწვევს 60 ფე-ის ტოლი ფიქსირებული განაკვეთის რისკს. ამ შემთხვევაში, თვითონ რისკის მართვის სტრატეგია უცვლელი რჩება. თუმცა, საწარმოს მიერ აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების გზა შეიცვალა და ეს ნიშნავს, რომ ადრე ჰეჯირებული ცვალებადი განაკვეთის რისკის 20 ფე-თვის რისკის მართვის მიზანი შეიცვალა (ე.ი ჰეჯირების ურთიერთობის დონეზე). მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში ადრე ჰეჯირებული ცვალებადი განაკვეთს რისკის 20 ფე-თვის ჰეჯირების აღრიცხვა უნდა შეწყდეს. ეს შესაძლოა მოიცავდეს სვოპის პოზიციის ნომინალური ღირებულების 20 ფე-ით შემცირებას, მაგრამ გარემოებებისდა მიხედვით, საწარმომ შეიძლება შეინარჩუნოს სვოპის აღნიშნული მოცულობა და, მაგალითად, გამოიყენოს იგი სხვა რისკის ჰეჯირებისთვის, ან იგი შესაძლოა გახდეს პორტფელის სავაჭრო პაკეტის ნაწილი. ამის საპირისპიროდ, თუ საწარმო სანაცვლოდ მოახდენდა მისი ფიქსირებულგანაკვეთიანი ვალის ნაწილის გაცვლას/სვოპს ცვალებადი განაკვეთის რისკში, მის მიერ ადრე ჰეჯირებული ცვალებადი განაკვეთის რისკისათვის გაგრძელდებოდა ჰეჯირების აღრიცხვა;





ბ) ზოგიერთი რისკი გამოწვეულია ისეთი პოზიციიდან, რომელიც ხშირად იცვლება, მაგალითად სავალო ინსტრუმენტების ღია პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკი. ახალი სავალო ინსტრუმენტების დამატება და არსებული სავალო ინსტრუმენტების აღიარების შეწყვეტა მუდმივად ცვლის აღნიშნულ რისკს (ე.ი იგი განსხვავდება მხოლოდ იმ პოზიციის დახურვით, რომლის ვადა ამოიწურა). ეს არის დინამიკური პროცესი, რომლის დროსაც როგორც რისკი, ასევე მის სამართავად გამოყენებული ჰეჯირების ინსტრუმენტი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი არ რჩება. მაშასადამე, ასეთი რისკის მქონე საწარმო რისკის ცვლილებისას ხშირად აკორექტირებს საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვისათვის გამოყენებულ ჰეჯირების ინსტრუმენტს. მაგალითად, სავალო ინსტრუმენტი 24-თვიანი დარჩენილი დაფარვის ვადით, ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებულია 24 თვის საპროცენტო განაკვეთის რისკისთვის. იგივე პროცედურა გამოიყენება სხვა დროითი პერიოდების ან დაფარვის ვადებისთვის. მცირე პერიოდის შემდეგ, საწარმო დაფარვის ვადისთვის წყვეტს ყველა ან ზოგიერთი ადრე კლასიფი-ცირებული ჰეჯირების ურთიერთობის ან მათი რომელიმე ნაწილის აღიარებას და დაფარვის პერიოდისთვის ახდენს ახალი ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირებას მათი ზომისა და იმ დროისათვის არსებული ჰეჯირების ინსტრუმენტების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების ურთიერთობის აღიარების შეწყვეტა ასახავს იმას, რომ აღნიშნული ჰეჯირების ურთიერთობები ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ საწარმო





 
ფასს  9

ადრე კლასიფიცირებული ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის ნაცვლად ახლა ითვალისწინებს ახალ ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს. რისკის მართვის სტრატეგია იგივე რჩება, მაგრამ აღარ არსებობს ადრე კლასიფიცირებული ჰეჯირების ურთიერთობებისთვის დადგენილი რისკის მართვის მიზანი. ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების აღრიცხვის შეწყვეტა გამოიყენება იმ მოცულობით, რა დონითაც იცვლება რისკის მართვის მიზანი. ეს დამოკიდებულია საწარმოს კონკრეტულ სიტუაციაზე და შესაძლოა გავლენა მოახდინოს დაფარვის პერიოდის ყველა ან მხოლოდ ზოგიერთ ჰეჯირების ურთიერთობაზე, ან ჰეჯირების ურთიერთობის მხოლოდ ნაწილზე;



გ) საწარმოს გააჩნია რისკის მართვის სტრატეგია, რომლითაც იგი მართავს პროგ-ნოზირებული გაყიდვისა და შესაბამისი მოთხოვნების (დებიტორული დავალიანებების) სავალუტო რისკს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში საწარმო სავალუტო რისკს მართავს, როგორც კონკრეტულ ჰეჯირების ურთიერთობას მხოლოდ მოთხოვნის აღიარების მომენტამდე. ამის შემდეგ საწარმო სავალუტო რისკს აღარ მართავს აღნიშნული კონკრეტული ჰეჯირების ურთიერთობის საფუძველზე. ამის ნაცვლად, იგი ერთი და იმავე ვალუტაში გამოსახული მოთხოვნებიდან, კრედიტორული დავალია-ნებებიდან და წარმოებული ინსტრუმენტებიდან (რომლებიც დაკავშირებული არ არის ჯერ ისევ მოსალოდნელ პროგნოზირებულ გარიგებასთან) წარმოშობილ სავალუტო რისკს მართავს მთლიანად. აღრიცხვის მიზნებისთვის, ეს აღიქმება, როგორც `ბუნებ-რივი~ ჰეჯირება, რადგან ყველა აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით შემოსულობა ან ზარალი დაუყოვნებლივ აღიარდება მოგებაში ან ზარალში. მაშასადამე, აღრიცხვის მიზნებისთვის, თუ კლასიფიცირებული ჰეჯირების ურთიერთობა მოიცავს დაფარვის პერიოდს, მისი აღიარება უნდა შეწყდეს მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღიარებისას, რადგან თავდაპირველი ჰეჯირების ურთიერთობის რისკის მართვის მიზანი აღარ გამოიყენება. სავალუტო რისკი ახლა იმავე სტრატეგიის ფარგლებში, მაგრამ სხვა საფუძველზე იმართება. მაშასადამე, თუ საწარმოს ექნებოდა რისკის მართვის სხვა მიზანი და კონკრეტულად აღნიშნული პროგნოზირებული გაყიდვის ღირებულებისა და გადახდის თარიღამდე შესაბამისი მოთხოვნის სავალუტო რისკს მართავდა, როგორც შენარჩუნებულ ჰეჯირების ურთიერთობას, ჰეჯირების აღრიცხვა აღნიშნულ თარიღამდე გაგრძელდებოდა.




ბ6.5.25 ჰეჯირების აღრიცხვის შეწყვეტამ შეიძლება გავლენა მოახდინოს:

ა) ჰეჯირების ურთიერთობაზე მთლიანად; ან

ბ) ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილზე (რაც იმას ნიშნავს, რომ ჰეჯირების ურთიერთობის დარჩენილი ნაწილისათვის გაგრძელდება ჰეჯირების აღრიცხვა).

ბ6.5.26 მთლიანად ჰეჯირების ურთიერთობის აღრიცხვა წყდება მაშინ, როდესაც იგი აღარ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მაგალითად:

ა) ჰეჯირების ურთიერთობა აღარ აკმაყოფილებს რისკის მართვის მიზნებს, რომლის საფუძველზეც იგი კლასიფიცირდა ჰეჯირების აღრიცხვად (ე.ი საწარმო აღარ ინარჩუნებს რისკის მართვის ძველ მიზანს);

ბ) ჰეჯირების ინსტრუმენტი ან ინსტრუმენტები გაიყიდა ან მათი ვადა ამოიწურა (მთლიან მოცულობასთან მიმართებით, რომელიც ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი იყო); ან

გ) ჰეჯირებულ მუხლსა და ჰეჯირების ინსტრუმენტს შორის აღარ არსებობს ეკონომიკური ურთიერთკავშირი, ან აღნიშნული ეკონომიკური ურთიერთკავშირით გამოწვეულ ღირებულების ცვლილებაში საკრედიტო რისკის გავლენა იწყებს დომინირებას.

ბ6.5.27 ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილის აღიარება წყდება (და მისი დარჩენილი ნაწილისათვის გრძელდება ჰეჯირების აღრიცხვა) მაშინ, როდესაც მხოლოდ ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი აღარ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მაგალითად:

ა) ჰეჯირების ურთიერთობის ხელახლა დაბალანსებისას, ჰეჯირების კოეფიციენტი შეიძლება ისე გაკორექტირდეს, რომ ჰეჯირებული მუხლის გარკვეული მოცულობა ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი აღარ იყოს (იხ. პუნქტი ბ6.5.20); შესაბამისად,
 



 
ფასს  9

ჰეჯირების აღრიცხვა შეწყდება ჰეჯირებული მუხლის იმ მოცულობისთვის, რომელიც ჰეჯირების ურთიერთობის ნაწილი აღარ არის; ან

ბ) თუ ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებული პროგნოზირებული გარიგების გარკვეული ნაწილის მოხდენა მოსალოდნელი აღარ არის მაღალი ალბათობით, ჰეჯირების აღრიცხვა შეწყდება ჰეჯირებული მუხლის იმ მოცულობისთვის, რომლის მოხდენაც მაღალი ალბათობით აღარ არის მოსალოდნელი. თუმცა, თუ საწარმოს წარსული გამოცდილების თანახმად, ხდებოდა პროგნოზირებული გარიგებების ჰეჯირება და შემდგომში ადგენდა, რომ პროგნოზირებული გარიგების მოხდენა მოსალოდნელი აღარ არის, საეჭვოა, რომ მსგავსი მოსალოდნელი გარიგებების განსაზღვრისას საწარმომ შეძლოს გარიგებების ზუსტი პროგნოზი. აღნიშნული გავლენას ახდენს იმის შეფასებაზე, არის თუ არა მსგავსი პროგნოზირებული გარიგებები მაღალი ალბათობის მქონე (იხ. პუნქტი 6.3.3) და, შესაბამისად, უფლებამოსილია თუ არა ისინი ჰეჯირებულ მუხლებად კლასიფიცირებისთვის.



ბ6.5.28 საწარმოს შეუძლია ახალი ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირება, რომელიც წინა ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების ინსტრუმენტსა და ჰეჯირებულ მუხლს მოიცავს, რომლისთვისაც ჰეჯირების აღრიცხვა შეწყდა (ნაწილობრივ ან მთლიანად). ეს არ ნიშნავს ჰეჯირების ურთიერთობის გაგრძელებას, არამედ არის მისი ხელახლა დაწყება. მაგალითად:

ა) ჰეჯირების ინსტრუმენტი განიცდის საკრედიტო ხარისხის ისეთ ძლიერ გაუარესებას, რომ საწარმო მას ახალი ჰეჯირების ინსტრუმენტით ჩაანაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ ჰეჯირების თავდაპირველმა ურთიერთობამ ვერ შეძლო რისკის მართვის მიზნების მიღწევა და, შესაბამისად, მისი აღრიცხვა მთლიანად შეწყდა. ახალი ჰეჯირების ინსტრუმენტი ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირდება ადრე ჰეჯირებული რისკისათვის და წარმოქმნის ახალ ჰეჯირების ურთიერთობას. შესაბამისად, ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულად ნაკადებში ცვლილებების შეფასება იწყება ახალი ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირების თარიღიდან და არა თავდაპირველი ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირების თარიღიდან;

ბ) ჰეჯირების ურთიერთობა წყდება მისი პერიოდის დასრულებამდე. აღნიშნული ურთიერთობის ჰეჯირების ინსტრუმენტის კლასიფიცირება შეიძლება ახალი ჰეჯირების ურთიერთობის ჰეჯირების ინსტრუმენტად (მაგალითად, როდესაც ხელახლა დაბალანსებისას ჰეჯირების კოეფიციენტის იზრდება ჰეჯირების ინსტრუმენტის მოცულობის გაზრდით, ან, როდესაც მთლიანად ახალი ჰეჯირების ურთიერთობა კლასიფიცირდება).

ოფციონის დროითი ღირებულების აღრიცხვა

ბ6.5.29 ოფციონი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დროის პერიოდთან დაკავშირებულად, ვინაიდან მისი დროითი ღირებულება ასახავს ოფციონის მფლობელის დაცვის დანახარჯს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა, შესაფერისი ასპექტი იმის შესაფასებლად, ოფციონი გარიგებასთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ჰეჯირებას ახდენს, თუ დროის პერიოდთან დაკავშირებულის, აღნიშნული ჰეჯირებული მუხლის მახასიათებლებია, მათ შორის, როდის და როგორ ახდენს მოგებაზე ან ზარალზე გავლენას. შესაბამისად, საწარმომ ჰეჯირებული მუხლის ბუნებაზე დაყრდნობით (მიუხედავად იმისა, ჰეჯირების ურთიერთობა ფულადი ნაკადების ჰეჯირებაა, თუ რეალური ღირებულების ჰეჯირება) უნდა შეაფასოს ჰეჯირებული მუხლის ტიპი (იხ. პუნქტი 6.5.15(ა)):

ა) ოფციონის დროითი ღირებულება დაკავშირებულია გარიგებასთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, თუ ჰეჯირებული მუხლი არის გარიგება, რომლისთვისაც დროით ღირებულებას აღნიშნული გარიგების დანახარჯების ხასიათი აქვს. ამის მაგალითია, როდესაც ოფციონის დროითი ღირებულება დაკავშირებულია ჰეჯირებულ მუხლთან, რომელიც იწვევს ისეთი მუხლის აღიარებას, რომლის თავდაპირველი შეფასება მოიცავს გარიგების დანახარჯებს (მაგალითად, საწარმო საქონლის ფასის რისკის წინააღმდეგ ახდენს საქონლის შესყიდვის ჰეჯირებას, იმის მიუხედავად, ეს პროგნოზირებული გარიგებაა თუ მყარი ვალდებულება და გარიგების დანახარჯებს ითვალისწინებს მარაგის საწყის შეფასებაში). თავდაპირველი შეფასებისას კონკრეტულ



 
ფასს  9

ჰეჯირებულ მუხლში ოფციონის დროითი ღირებულების გათვალისწინების შედეგად, დროითი ღირებულება გავლენას ახდენს მოგებაზე ან ზარალზე იმავე პერიოდში, რომელშიც ჰეჯირებული მუხლი. ანალოგიურად, საწარმო, რომელიც საქონლის გაყიდვის ჰეჯირებას ახდენს, იმის მიუხედავად, პროგნოზირებული გარიგება იქნება ის, თუ მყარი ვალდებულება, ოფციონის დროით ღირებულებას ითვალისწინებს როგორც აღნიშნულ გაყიდვასთან დაკავშირებულ დანახარჯებს (შესაბამისად, დროითი ღირებულება აღიარდება მოგებაში ან ზარალში იმავე პერიოდში, რომელშიც ჰეჯირებული გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი);


ბ) ოფციონის დროითი ღირებულება დაკავშირებულია დროის პერიოდთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, თუ ჰეჯირებული მუხლის ბუნება ისეთია, რომ დროით

ღირებულებას გააჩნია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რისკის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფისათვის საჭირო დანახარჯების მახასიათებლები (მაგრამ ჰეჯირებული მუხლი არ წარმოშობს გარიგებას, რომელიც (ა) პუნქტის შესაბამისად მოიცავს გარიგების დანახარჯების ცნებას). მაგალითად, თუ საქონლის მარაგი ჰეჯირებულია 6 თვის მანძილზე რეალური ღირებულების შემცირების წინააღმდეგ, შესაბამისი ვადის მქონე სასაქონლო ოფციონის ხელშეკრულების გამოყენებით, ოფციონის დროითი ღირებულება მოგებაში ან ზარალში გადანაწილდება 6 თვის განმავლობაში (ე.ი ამორტიზდება სისტემატურ და რაციონალურ საფუძველზე). მეორე მაგალითია 18 თვის მანძილზე უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება, რომელიც ჰეჯირებულია სავალუტო ოფციონის გამოყენებით და გამოიწვევს აღნიშნული ოფციონის დროით ღირებულებას გადაანაწილებს 18 თვეზე.


ბ6.5.30 ჰეჯირებული მუხლის მახასიათებლები (მათ შორის, როდის და როგორ ახდენს იგი გავლენას მოგებაზე ან ზარალზე) ასევე გავლენას ახდენს პერიოდზე, რომლის განმავ-ლობაშიც ამორტიზდება ოფციონის დროითი ღირებულება, რომელიც დროის პერიოდთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ჰეჯირებას ახდენს. იგი შესაბამისობაშია იმ პერიოდთან, რომლის განმავლობაშიც ჰეჯირების აღრიცხვის შესაბამისად ოფციონის საკუთარმა ღირებულებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოგებაზე ან ზარალზე. მაგალითად, თუ საპროცენტო განაკვეთის ოფციონი (ქეფი) გამოიყენება ცვალებადი განაკვეთის მქონე ობლიგაციაზე საპროცენტო დანახარჯების ზრდის თავიდან ასაცი-ლებლად, აღნიშნული ქეფის დროითი ღირებულება მოგებაში ან ზარალში ამორტიზდება იმავე პერიოდში, რომელშიც ქეფის საკუთარი ღირებულება გავლენას მოახდენს მოგებაზე ან ზარალზე:



ა) თუ ქეფი ახდენს ცვალებადგანაკვეთიან ხუთწლიან ობლიგაციაზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ჰეჯირებას პირველი სამი წლისათვის, აღნიშნული ქეფის დროითი ღირებულება ამორტიზდება პირველი სამი წლის განმავლობაში; ან

ბ) თუ აღნიშნული ქეფი არის მომავალში დასაწყები ოფციონი, რომელიც ცვალებადგანა-კვეთიან ხუთწლიან ობლიგაციაზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ჰეჯირებას ახდენს მეორე და მესამე წელს, აღნიშნული ქეფის დროითი ღირებულება ამორტიზდება მეორე და მესამე წლის განმავლობაში.

ბ6.5.31 6.5.15 პუნქტის შესაბამისად ოფციონის დროითი ღირებულების აღრიცხვა ასევე გამოიყენება შესყიდული და გაყიდული ოფციონების კომბინაციის მიმართ (ერთი წარმოადგენს ფუთ ოფციონს და მეორე ქოლ ოფციონს), რომელთაც ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცი-რების თარიღისთვის გააჩნია ნულოვანი ნეტო დროითი ღირებულება (ხშირად უწოდებენ `ნულოვანი დანახარჯის ქოლარს~). ასეთ შემთხვევაში, საწარმომ დროით ღირებულებაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება უნდა აღიაროს სხვა სრულ შემოსავალში, იმ შემთხვე-ვაშიც კი, როდესაც ჰეჯირების ურთიერთობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში დროით ღირებულებაში მომხდარი კუმულაციური ცვლილება ნულია. შესაბამისად, თუ ოფციონის დროითი ღირებულება დაკავშირებულია:

ა) გარიგებასთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, ჰეჯირების ურთიერთობის ბოლოს დროითი ღირებულება, რომელიც ჰეჯირებულ მუხლს აკორექტირებს ან რეკლასიფიცირებულია მოგებაში ან ზარალში (იხ. პუნქტი 6.5.15(ბ)), იქნება ნული;
 




 
ფასს  9

ბ) დროის პერიოდთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, დროით ღირებულებასთან დაკავშირებული ამორტიზაციის ხარჯი იქნება ნული.

ბ6.5.32 6.5.15 პუნქტის შესაბამისად, ოფციონის დროითი ღირებულების აღრიცხვა გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომლითაც დროითი ღირებულება დაკავშირებულია ჰეჯირებულ მუხლთან (გათანაბრებული დროითი ღირებულება). ოფციონის დროითი ღირებულება დაკავშირებულია ჰეჯირებულ მუხლთან, თუ ოფციონის გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები (როგორიცაა ნომინალური ღირებულება, ვადა და ძირითადი ცვლადი) გათანაბრებულია ჰეჯირებულ მუხლთან. შესაბამისად, თუ ოფციონისა და ჰეჯირებული მუხლის გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები სრულად გათანაბრებული არ არის, საწარმომ უნდა განსაზღვროს გათანაბრებული დროითი ღირებულება, ე.ი პრემიაში გათვალისწინებული დროითი ღირებულების (ფაქტობრივი დროითი ღირებულება) რა ნაწილი უკავშირდება ჰეჯირებულ მუხლს (და, შესაბამისად, უნდა აღირიცხოს 6.5.15 პუნქტის შესაბამისად). საწარმო გათანაბრებულ დროით ღირებულებას განსაზღვრავს ოფციონის შეფასების გამოყენებით, რომელსაც ჰეჯირებულ მუხლთან იდეალურად თანმხვედრი გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები ექნება.



ბ6.5.33 თუ ფაქტობრივი და გათანაბრებული დროითი ღირებულებები განსხვავებულია, საწარმომ თანხა, რომელიც 6.5.15 პუნქტის შესაბამისად დაგროვილია კაპიტალის ცალკე კომპონენტად, უნდა განსაზღვროს შემდეგნაირად:

ა) თუ ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ფაქტობრივი დროითი ღირებულება მეტია გათანაბრებულ დროით ღირებულებაზე, საწარმომ:

(ი) გათანაბრებული დროითი ღირებულების საფუძველზე უნდა განსაზღვროს თანხა, რომელიც დაგროვილია კაპიტალის ცალკე კომპონენტად; და

(იი) ორი დროითი ღირებულების რეალურ ღირებულებებს შორის სხვაობა აღრიცხოს მოგებაში ან ზარალში.

ბ) თუ ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ფაქტობრივი დროითი ღირებულება ნაკ-ლებია გათანაბრებულ დროით ღირებულებაზე, საწარმომ კაპიტალის ცალკე კომპონენტის სახით დაგროვილი თანხა უნდა განსაზღვროს შემდეგი რეალური ღირებულებების კუმულაციური ცვლილებებიდან უმცირესის მიხედვით:

(ი) ფაქტობრივი დროითი ღირებულება; და

(იი) გათანაბრებული დროითი ღირებულება.

ფაქტობრივი დროითი ღირებულების რეალური ღირებულების ნებისმიერი დარჩენილი ცვლილება უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდულ ელემენტსა და ფინანსური ინსტრუმენტის უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედის აღრიცხვა

ბ6.5.34 ფორვარდული ხელშეკრულება შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დროის პერიოდთან დაკავში-რებულად, ვინაიდან მისი ფორვარდული ელემენტი ასახავს გარკვეული პერიოდის დანახარჯს (რომელიც არის ვადა, რომლისთვისაც იგი განსაზღვრულია). თუმცა, შესაფერისი ასპექტი იმის შესაფასებლად, ჰეჯირების ინსტრუმენტი გარიგებასთან დაკავშირებული მუხლის ჰეჯირებას ახდენს, თუ დროის პერიოდთან დაკავშირებულია, აღნიშნული ჰეჯირებული მუხლის მახასიათებლებია, მათ შორის, როდის და როგორ ახდენს გავლენას მოგებაზე ან ზარალზე. შესაბამისად, საწარმომ ჰეჯირებული მუხლის ტიპი (იხ. პუნქტი 6.5.15(ა)) ჰეჯირებული მუხლის ბუნებაზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს (იმის მიუხედავად, ჰეჯირების ურთიერთობა ფულადი ნაკადების ჰეჯირებაა, თუ რეალური ღირებულების ჰეჯირება):



ა) ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტი დაკავშირებულია გარიგებას-თან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, თუ ჰეჯირებული მუხლი არის გარიგება, რომლისთვისაც ფორვარდულ ელემენტს აღნიშნული გარიგების დანახარჯების ხასიათი აქვს. ამის მაგალითია, როდესაც ფორვარდული ელემენტი დაკავშირებულია
 



 
ფასს  9

ჰეჯირებულ მუხლთან, რომელიც იწვევს ისეთი მუხლის აღიარებას, რომლის თავდაპირველი შეფასება მოიცავს გარიგების დანახარჯებს (მაგალითად, საწარმო საქონლის ფასის რისკის წინააღმდეგ ახდენს საქონლის შესყიდვის ჰეჯირებას, იმის მიუხედავად, ეს პროგნოზირებული გარიგებაა, თუ მყარი ვალდებულება და გარიგების დანახარჯებს გაითვალისწინებს საქონლის მარაგის საწყის შეფასებაში). თავდაპირ-ველი შეფასებისას კონკრეტულ ჰეჯირებულ მუხლში ფორვარდული ელემენტის გათვალისწინების შედეგად, ფორვარდული ელემენტი გავლენას ახდენს მოგებაზე ან ზარალზე იმავე პერიოდში, რომელშიც ჰეჯირებული მუხლი. ანალოგიურად, საწარმო, რომელიც უცხოურ ვალუტაში გამოსახულ საქონლის გაყიდვის ჰეჯირებას ახდენს სავალუტო რისკის მიმართ, იმის მიუხედავად, ეს პროგნოზირებული გარიგებაა, თუ მყარი ვალდებულება, მოიცავს ფორვარდულ ელემენტს, როგორც აღნიშნულ გაყიდვასთან დაკავშირებულ დანახარჯებს (შესაბამისად, ფორვარდული ელემენტი აღიარდება მოგებაში ან ზარალში იმავე პერიოდში, რომელშიც ჰეჯირებული გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი);



ბ) ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტი დაკავშირებულია დროის პერიოდთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, თუ ჰეჯირებული მუხლის ბუნება ისეთია, რომ ფორვარდულ ელემენტს გააჩნია გარკვეული პერიოდის განმავლობაში რისკის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფისათვის საჭირო დანახარჯების მახასიათებ-ლები (მაგრამ ჰეჯირებული მუხლი არ წარმოშობს გარიგებას, რომელიც (ა) პუნქტის შესაბამისად მოიცავს გარიგების დანახარჯების ცნებას). მაგალითად, თუ საქონლის მარაგი ჰეჯირებულია 6 თვის მანძილზე რეალური ღირებულების შემცირების წინააღმდეგ შესაბამისი ვადის მქონე ფორვარდული ელემენტის გამოყენებით, ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტი მოგებაში ან ზარალში გადანაწილდება 6 თვის განმავლობაში (ე.ი ამორტიზდება სისტემატურ და რაციონალურ საფუძველზე). მეორე მაგალითია 18 თვის მანძილზე უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული ნეტო ინვესტიციის ჰეჯირება სავალუტო ფორვარდული ხელშეკრუ-ლების გამოყენებით, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტის განაწილებას 18 თვეზე.



ბ6.5.35 ჰეჯირებული მუხლის მახასიათებლები, მათ შორის, როდის და როგორ ახდენს იგი გავლენას მოგებაზე ან ზარალზე, ასევე გავლენას ახდენს პერიოდზე, რომლის განმავ-ლობაშიც ამორტიზდება ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტი, რომე-ლიც დროის პერიოდთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის ჰეჯირებას ახდენს, რაც ფორვარდულ ელემენტთან დაკავშირებულ პერიოდს წარმოადგენს. მაგალითად, თუ ფორვარდული ხელშეკრულება ახდენს სამთვიანი საპროცენტო განაკვეთის ცვალებადობის რისკის ჰეჯირებას, სამი თვის პერიოდისათვის, რომელიც იწყება ექვსი თვის შემდეგ, ფორვარდული ხელშეკრულება ამორტიზდება მეშვიდე თვიდან მეცხრე თვის ჩათვლით პერიოდში.



ბ6.5.36 6.5.15 პუნქტის შესაბამისად ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტის აღრიცხვა მაშინაც გამოიყენება, თუ ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტის ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირების თარიღისთვის ფორვარდული ელემენტი არის ნული. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ ფორვარდული ელემენტის რეალური ღირებულების ნებისმიერი ცვლილება უნდა აღიაროს სხვა სრულ შემოსავალში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჰეჯირების ურთიერთობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში ფორვარდულ ელემენტთან დაკავშირებული რეალური ღირებულების კუმულაციური ცვლილება ნულია. შესაბამისად, თუ ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტი დაკავშირებულია:



ა) გარიგებასთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, ჰეჯირების ურთიერთობის ბოლოს ფორვარდული ელემენტის ღირებულება, რომელიც ჰეჯირებულ მუხლს აკორექტირებს ან რეკლასიფიცირებულია მოგებაში ან ზარალში (იხ. პუნქტები 6.5.15(ბ) და 6.5.16) იქნება ნული;

ბ) დროის პერიოდთან დაკავშირებულ ჰეჯირებულ მუხლთან, ფორვარდულ ელემენტთან დაკავშირებული ამორტიზაციის ხარჯი ნულის ტოლი იქნება.
 



 
ფასს  9

ბ6.5.37 6.5.16 პუნქტის შესაბამისად ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტის აღრიცხვა გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რომლითაც ფორვარდული ელემენტი დაკავშირებულია ჰეჯირებულ მუხლთან (გათანაბრებული ფორვარდული ელემენტი). ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტი დაკავშირებულია ჰეჯირებულ მუხლთან, თუ ფორვარდული ხელშეკრულების გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები (როგორიცაა ნომინალური ღირებულება, ვადა და ძირითადი ცვლადი) გათანაბრებულია ჰეჯირებულ მუხლთან. შესაბამისად, თუ ფორვარდული ხელშეკრულებისა და ჰეჯირებული მუხლის გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები არ არის სრულად გათანაბრებული, საწარმომ უნდა განსაზღვროს, გათანაბრებული ფორვარდული ელემენტი, ე.ი ფორვარდულ ხელშეკრულებაში ჩართული ფორვარდული ელემენტის (ფაქტობრივი ფორვარდული ელემენტი) რა ნაწილი უკავშირდება ჰეჯირებულ მუხლს (და, მაშასადამე, უნდა აღირიცხოს 6.5.16 პუნქტის შესაბამისად). საწარმო გათანაბრებულ ფორვარდულ ელემენტს განსაზღვრავს ფორვარდული ხელშეკრულების შეფასების გამოყენებით, რომელსაც ექნება ჰეჯირებულ მუხლთან იდეალურად თანმხვედრი გადამწყვეტი მნიშვნელობის პირობები.



ბ6.5.38 თუ ფაქტობრივი და გათანაბრებული ფორვარდული ელემენტები განსხვავებულია, საწარმომ თანხა, რომელიც 6.5.16 პუნქტის შესაბამისად დაგროვილია კაპიტალის ცალკე კომპონენტად, უნდა განსაზღვროს შემდეგნაირად:

ა) თუ ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ფაქტობრივი ფორვარდული ელემენტის აბსოლუტური ღირებულება მეტია გათანაბრებული ფორვარდული ელემენტის ღირებუ-ლებაზე, საწარმომ:


(ი) გათანაბრებული ფორვარდული ელემენტის საფუძველზე უნდა განსაზღვროს თანხა, რომელიც დაგროვილია კაპიტალის ცალკე კომპონენტად; და

(იი) ორი ფორვარდული ელემენტის რეალურ ღირებულებებს შორის სხვაობა აღრიცხოს მოგებაში ან ზარალში;

ბ) თუ ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ფაქტობრივი ფორვარდული ელემენტის აბსოლუტური ღირებულება/თანხა ნაკლებია გათანაბრებული ფორვარდული ელემენტის ღირებულებაზე, საწარმომ კაპიტალის ცალკე კომპონენტის სახით დაგროვილი თანხა უნდა განსაზღვროს შემდეგი რეალური ღირებულებების კუმულაციური ცვლილებებიდან უმცირესის მიხედვით:

(ი) ფაქტობრივი ფორვარდული ელემენტის აბსოლუტური ღირებულება; და

(იი) გათანაბრებული ფორვარდული ელემენტის აბსოლუტური ღირებულება.

ფაქტობრივი ფორვარდული ელემენტის რეალური ღირებულების ნებისმიერი დარჩე-ნილი ცვლილება უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

ბ6.5.39 როდესაც საწარმო ფინანსური ინსტრუმენტისგან გამოაცალკევებს უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედს და გამორიცხავს მას ფინანსური ინსტრუმენტის ჰეჯირების ინსტრუმენტად კლასიფიცირებისას (იხ. პუნქტი 6.2.4(ბ)), გამოყენებაზე მითითებების პუნქტები ბ6.5.34ბ6.5.38 უცხოური ვალუტის საბაზისო სპრედის მიმართ იმავენაირად გამოიყენება, როგორც ფორვარდული ხელშეკრულების ფორვარდული ელემენტისათვის.

მუხლების ჯგუფის ჰეჯირება (ნაწილი 6.6)

ნეტო პოზიციის ჰეჯირება

მუხლების ჯგუფის ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირების შესაძლებლობა და ნეტო პოზიციის კლასიფიკაცია

ბ6.6.1 ნეტო პოზიციის მონაწილეობა ჰეჯირების აღრიცხვაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო რისკის მართვის მიზნებისთვის ჰეჯირებას ახდენს ნეტო საფუძველზე. საწარმო ამგვარი გზით ახდენს თუ არა ჰეჯირებას, რეალური ფაქტის საკითხია (და არა უბრალოდ მტკიცებისა და დოკუმენტაციის). შესაბამისად, საწარმოს არ შეუძლია გამოიყენოს ჰეჯირების აღრიცხვა ნეტო საფუძველზე მხოლოდ კონკრეტული სააღრიცხვო მიზნის მისაღწევად, თუ ეს არ ასახავს მის რისკის მართვის მიდგომას. ნეტო


 
ფასს  9

პოზიციის ჰეჯირება უნდა იყოს რისკის მართვის განსაზღვრული სტრატეგიის ნაწილი. როგორც წესი, იგი დამტკიცებული იქნება საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი პერსონალის მიერ, როგორც ეს განმარტებულია ბასს 24-ში  `დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები~.

ბ6.6.2 მაგალითად, საწარმოს, რომლის სამუშაო ვალუტაა ადგილობრივი ვალუტა, გააჩნია მყარი ვალდებულება სარეკლამო ხარჯებისთვის, 9 თვის მერე გადაიხადოს 150,000 უფე და მყარი ვალდებულება  15 თვის მერე გაყიდოს მზა პროდუქცია 150,000 უფე-ად. საწარმო დებს უცხოური ვალუტის წარმოებულ გარიგებას, რომელიც განაღდდება 9 თვის მერე და რომლის თანახმად საწარმო იღებს 100 უფე და იხდის 70 ფე-ს. საწარმოს უცხოური ვალუტის მიმართ სხვა რისკი არ გააჩნია. მოცემული საწარმო სავალუტო რისკს არ მართავს ნეტო საფუძველზე. შესაბამისად, მას არ შეუძლია ჰეჯირების აღრიცხვის გამოყენება 9-თვიანი პერიოდისათვის უცხოური ვალუტის წარმოებულსა და 100 უფე ნეტო პოზიციას (შედგება 150,000 უფე მყარი შესყიდვის ვალდებულებისგან – ე.ი სარეკლამო მომსახურება – და 149,900 უფე-გან (150,000 უფე მყარი გაყიდვის ვალდებულებისგან)) შორის ჰეჯირების ურთიერთობისათვის.


ბ6.6.3 თუ საწარმო სავალუტო რისკს მართავდა ნეტო საფუძველზე და არ დადებდა უცხოური ვალუტის წარმოებული ინსტრუმენტის გარიგებას (იმის გამო, რომ იგი შემცირების ნაცვლად ზრდის მის სავალუტო რისკს), მაშინ საწარმო 9 თვის შემდეგ იქნებოდა ბუნებრივი ჰეჯირების მდგომარეობაში. როგორც წესი, აღნიშნული ჰეჯირება არ აისახებოდა ფინანსურ ანგარიშგებაში, რადგან მომავალში გარიგებების აღიარება ხდება სხვადასხვა საანგარიშგებო პერიოდში. ნულოვანი ნეტო პოზიცია დასაშვები იქნებოდა ჰეჯირების აღრიცხვისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6.6.6 პუნქტის მოთხოვნები დაკმაყოფილ-დებოდა.

ბ6.6.4 როდესაც ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირდება მუხლების ჯგუფი, რომელიც ქმნის ნეტო პოზიციას, საწარმომ უნდა განსაზღვროს ნეტო პოზიციის შემადგენელი მუხლთა მთლიანი ჯგუფი. საწარმოს ნეტო პოზიციის ცალკეული ღირებულების კლასიფიცირების უფლება არა აქვს. მაგალითად, საწარმოს გააჩნია 9 თვის შემდეგ მყარი გაყიდვის ვალდებულებათა ჯგუფი 100 უფე ღირებულებით და 18 თვის შემდეგ მყარი შესყიდვის ვალდებულებათა ჯგუფი 120 უფე ღირებულების. საწარმოს ნეტო პოზიციის ცალკეული ღირებულების 20 უფე-ის კლასიფიცირება არ შეუძლია. ნაცვლად ამისა, მან ჰეჯირებულ მუხლად უნდა მიიჩნიოს ჰეჯირებული ნეტო პოზიციის შემადგენელი შესყიდვების მთლიანი ღირებულება და გაყიდვების მთლიანი ღირებულება. საწარმომ ნეტო პოზიციის წარმომქმნელი მთლიანი პოზიცია უნდა მიიჩნიოს ჰეჯირებულ მუხლად, რათა დააკმაყოფილოს ჰეჯირების ურთიერ-თობის აღრიცხვის მოთხოვნები.



ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნების გამოყენება ნეტო პოზიციის ჰეჯირების მიმართ

ბ6.6.5 ნეტო პოზიციის ჰეჯირებისას, როდესაც საწარმო ადგენს, დაკმაყოფილებულია თუ არა 6.4.1(გ) პუნქტის ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნები, მან უნდა გაითვალისწინოს ნეტო პოზიციაში შემავალი მუხლების ღირებულებათა ცვლილებები, რომლებსაც გააჩნია იმის მსგავსი გავლენა, რაც ჰეჯირების ინსტრუმენტებს აქვს ჰეჯირების ინსტრუმენტების რეალური ღირებულების ცვლილებებთან მიმართებით. მაგალითად, საწარმოს გააჩნია 9 თვის შემდეგ მყარი გაყიდვის ვალდებულებათა ჯგუფი 100 უფე ღირებულების და 18 თვის შემდეგ მყარი შესყიდვის ვალდებულებათა ჯგუფი 120 უფე ღირებულებით. იგი 20 უფე-ის ღირებულების ნეტო პოზიციის სავალუტო რისკის ჰეჯირებას ახდენს 20 უფე ღირებულების

ფორვარდული გაცვლითი ხელშეკრულებით. როდესაც საწარმო ადგენს, დაკმაყოფილებულია თუ არა 6.4.1(გ) პუნქტის ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნები, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს ურთიერთკავშირი შემდეგ სიდიდეებს შორის:

ა) ფორვარდული გაცვლითი ხელშეკრულების რეალური ღირებულების ცვლილება, მყარი გაყიდვის ვალდებულების ღირებულების სავალუტო რისკთან დაკავშირებულ ცვლილე-ბებთან ერთად; და

ბ) მყარი შესყიდვის ვალდებულების ღირებულების სავალუტო რისკთან დაკავშირებული ცვლილებები.




 
ფასს  9

ბ6.6.6 ანალოგიურად, თუ ბ6.6.5 პუნქტში მოცემულ მაგალითში საწარმოს ექნებოდა ნულოვანი ნეტო პოზიცია, იგი გაითვალისწინებდა მყარი გაყიდვის ვალდებულების ღირებულების სავალუტო რისკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და მყარი შესყიდვის ვალდებულების ღირებულების სავალუტო რისკთან დაკავშირებულ ცვლილებებს შორის ურთიერთკავშირს, იმის დასადგენად, დაკმაყოფილებულია თუ არა 6.4.1(გ) პუნქტის ჰეჯირების ეფექტურობის მოთხოვნები.


ფულადი ნაკადების ჰეჯირება, რომელიც წარმოქმნის ნეტო პოზიციას

ბ6.6.7 როდესაც საწარმო ახდენს ურთიერთგადამფარავი რისკების პოზიციების მქონე მუხლების ჯგუფის ჰეჯირებას (ე.ი ნეტო პოზიციის), ჰეჯირების აღრიცხვის დაშვებადობა დამოკიდებულია ჰეჯირების ტიპზე. თუ ჰეჯირება რეალური ღირებულების ჰეჯირებაა, მაშინ ნეტო პოზიცია შეიძლება უფლებამოსილი იყოს ჰეჯირებულ მუხლად კლასი-ფიცირებისთვის. თუმცა, თუ ჰეჯირება ფულადი ნაკადების ჰეჯირებაა, მაშინ ნეტო პოზიცია ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისთვის შეიძლება უფლებამოსილი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის სავალუტო რისკის ჰეჯირება და აღნიშნული ნეტო პოზიციის კლასიფიცირება განსაზღვრავს საანგარიშგებო პერიოდს, რომელშიც პროგნოზირებული გარიგება მოსალოდნელია, რომ გავლენას მოახდენს მოგებაზე ან ზარალზე და ასევე განსაზღვრავს მათ ტიპსა და მოცულობას.



ბ6.6.8 მაგალითად, საწარმოს გააჩნია ნეტო პოზიცია, რომელიც შედგება გაყიდვების ქვედა ფენისგან 100 უფე ღირებულებით და შესყიდვების ქვედა ფენისგან, 150 უფე ღირებულებით. გაყიდვებიც და შესყიდვებიც გამოსახულია ერთი და იმავე უცხოურ ვალუტაში. ჰეჯირებული ნეტო პოზიციის კლასიფიცირების საკმარისად განსაზღვრის მიზნით, საწარმო ჰეჯირების ურთიერთობის თავდაპირველ დოკუმენტაციაში განსაზღვრავს, რომ გაყიდვა შესაძლოა იყოს `ა~ ან `ბ~ პროდუქტის და შესყიდვა შესაძლოა იყოს `ა~ ან `ბ~ სახის მანქანა-დანადგარის და `ა~ მასალის. საწარმო ასევე განსაზღვრავს თითოეული სახის გარიგების მოცულობას. საწარმო დოკუმენტურად აფორმებს, რომ გაყიდვების ქვედა ფენა (100 უფე) შედგება `ა~ პროდუქტის პროგნოზირებული გაყიდვების პირველი 70 უფე-გან და `ბ~ პროდუქტის პროგნოზირებული გაყიდვების პირველი 30 უფე-გან. თუ მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გაყიდვები მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს სხვადასხვა საანგარიშგებო პერიოდში, საწარმო ამას ასახავს დოკუმენტაციაში. ასე, მაგალითად `ა~ პროდუქტის პროგნოზირებული გაყიდვების პირველი 70 უფე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს პირველ საანგარიშგებო პერიოდში და `ბ~ პროდუქტის პროგნოზირებული გაყიდვების პირველი 30 უფე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს მეორე საანგარიშგებო პერიოდში. საწარმო ასევე განსაზღვრავს, რომ შესყიდვების ქვედა ფენა (150 უფე) შედგება `ა~ სახის მანქანა-დანადგარის შესყიდვის პირველი 60 უფე-ისა და ასევე `ბ~ სახის მანქანა-დანადგარის შესყიდვის პირველი 40 უფე-ისა და `ა~ მასალის შესყიდვის პირველი 50 უფე-ისგან. თუ მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შესყიდვები მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს სხვადასხვა საანგარიშგებო პერიოდში, საწარმო დოკუმენტაციაში ასახავს შესყიდვის მოცულობათა კლასიფიცირებას იმ პერიოდების მიხედვით, რომელშიც მოსალოდ-ნელია, რომ ისინი გავლენას მოახდენს მოგებაზე ან ზარალზე (გაყიდვების მოცულობის დოკუმენტირების მსგავსად). მაგალითად, პროგნოზირებული გარიგება განისაზღვრება როგორც:




ა) `ა~ სახის მანქანა-დანადგარის შესყიდვის პირველი 60 უფე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს მესამე პერიოდიდან დაწყებული მომდევნო 10 პერიოდის განმავლობაში;

ბ) `ბ~ სახის მანქანა-დანადგარის შესყიდვის პირველი 40 უფე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს მეოთხე პერიოდიდან დაწყებული მომდევნო 20 პერიოდის განმავლობაში; და

გ) `ა~ მასალის შესყიდვის პირველი 50 უფე, რომელიც მოსალოდნელია, რომ მიღებული იქნება მესამე საანგარიშგებო პერიოდში და გაიყიდება, ე.ი მოგებაზე ან ზარალზე გავლენას მოახდენს აღნიშნულ და მომდევნო საანგარიშგებო პერიოდებში.
 

 
ფასს  9

პროგნოზირებული გარიგებების მოცულობების ტიპის განსაზღვრა მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ძირითადი საშუალებების ცვეთის ხასიათი, თუ აღნიშნული მუხლების ბუნება ისეთია, რომ ცვეთის ხასიათი შეიძლება შეიცვალოს საწარმოს მიერ აღნიშნული მუხლების გამოყენების მოდელის მიხედვით. მაგალითად, თუ საწარმო `ა~ სახის მანქანა-დანადგარს იყენებს ორ სხვადასხვა საწარმოო პროცესში, რომელიც შესაბამისად იწვევს ცვეთის 10 წლიანი წრფივი მეთოდისა და გამომუშავებულ ერთეულთა ჯამის მეთოდის გამოყენებას, `ა~ სახის მანქანა-დანადგარის შესყიდვის მოცულობის დოკუმენტაციაში მოცულობები გამიჯნული იქნება ცვეთის აღნიშნული მეთოდების გამოყენების საფუძველზე.

ბ6.6.9 ნეტო პოზიციის ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას, 6.5.11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა უნდა მოიცავდეს ნეტო პოზიციაში შემავალ მუხლთა ღირებულების ცვლილებებს, რომლებსაც ისეთივე გავლენა აქვთ, რაც ჰეჯირების ინსტრუმენტებს, ასევე ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებას. თუმცა, ჰეჯირების ინსტრუმენტის მსგავსი გავლენის მქონე ნეტო პოზიციის მუხლთა ღირებულების ცვლილებები აღიარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღიარდება გარიგებები, რომლებსაც ისინი უკავშირდება (მაგალითად, როდესაც პროგნოზირებული გაყიდვა აღიარდება, როგორც შემოსავალი). ვთქვათ, საწარმოს გააჩნია 9 თვის შემდეგ მაღალი ალბათობის მქონე მყარი გაყიდვის ვალდებულებათა ჯგუფი 100 უფე ღირებულებით და 18 თვის შემდეგ მაღალი ალბათობის მქონე მყარი შესყიდვის ვალდებულებათა ჯგუფი 120 უფე ღირებულებით. იგი 20 უფე-ის ღირებულების ნეტო პოზიციის სავალუტო რისკის ჰეჯირებას ახდენს 20 უფე ღირებულების ფორვარდული გაცვლითი ხელშეკრულებით. როდესაც საწარმო განსაზღვრავს 6.5.11(ა)6.5.11(ბ) პუნქტების შესაბამისად ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვში ასაღიარებელ თანხას, იგი ერთმანეთს უდარებს:



ა) ფორვარდული გაცვლითი ხელშეკრულების რეალური ღირებულების ცვლილებას მაღალი ალბათობის მქონე მყარი გაყიდვის ვალდებულების ღირებულების სავალუტო რისკთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად; და

ბ) მაღალი ალბათობის მქონე მყარი შესყიდვის ვალდებულების ღირებულების სავალუტო რისკთან დაკავშირებულ ცვლილებას.

თუმცა, საწარმო ფორვარდულ გაცვლით ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ თანხებს აღიარებს მხოლოდ მანამ, სანამ მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული გარიგება ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარდება, რა დროსაც აღნიშნულ გარიგებებთან დაკავშირებით აღიარდება შემოსულობა ან ზარალი (ე.ი ჰეჯირების ურთიერთობის კლასიფიცირებასა და შემოსავლის აღიარებას შორის პერიოდში სავალუტო კურსის ცვლილებაზე მიკუთვნებული ღირებულების ცვლილებები).

ბ6.6.10 ანალოგიურად, თუ აღნიშნულ მაგალითში საწარმოს ექნებოდა ნულის ტოლი ნეტო პოზიცია, იგი მაღალი ალბათობის მქონე გაყიდვის პროგნოზირებული გარიგების სავალუტო რისკთან დაკავშირებული ღირებულების ცვლილებას შეუდარებდა მაღალი ალბათობის მქონე შესყიდვის პროგნოზირებული გარიგების სავალუტო რისკით გამოწვეულ ღირებულების ცვლილებას. თუმცა, აღნიშნული თანხები მხოლოდ მაშინ აღიარდება, როდესაც დაკავშირებული პროგნოზირებული გარიგებები აღიარდება ფინანსურ ანგარიშგებაში.



ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებული მუხლების ჯგუფის ფენები

ბ6.6.11 ბ6.3.19 პუნქტში ნახსენები მიზეზების გამო, ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებული მუხლების ჯგუფის ფენის კომპონენტის კლასიფიცირება მოითხოვს