ifrs 04 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 4

ifrs04.pdf
View Download
ფასს 4 მდ


ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 4

სადაზღვევო ხელშეკრულებები



მიზანი


1. წინამდებარე ფასსის მიზანია გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს იმ სამეურნეო სუბიექტების სადაზღვევო ხელშეკრულებების ფინანსური ანგარიშგება, რომლებიც გამოსცემენ ამგვარ ხელშეკრულებებს (ამ სტანდარტში იწოდება, როგორც მზღვეველი), სანამ საბჭო დაამთავრებს სადაზღვევო ხელშეკრულებების შესახებ თავისი პროექტის მეორე ფაზას. კერძოდ, სტანდარტი მოითხოვს:

ა) მზღვეველის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებების ბუღალტრული აღრიცხვის რამდენადმე გაუმჯობესებას;

ბ) ინფორმაციის გაშუქებას, სადაც განსაზღვრული და ახსნილი იქნება მზღვეველის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული, სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი თანხები და ამ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს დაეხმარება სადაზღვევო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მომავალი ფულადი ნაკადების სიდიდის, მათი მიღების ვადებისა და განუსაზღვრელობის შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნაში.

მოქმედების სფერო


2. სამეურნეო სუბიექტი წინამდებარე ფასსს გამოიყენებს:

ა) სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის (მათ შორის გადაზღვევის ხელშეკრულებებისათვის), რომლებსაც თვითონ გამოსცემს და გადაზღვევის ხელშეკრულებებისათვის, რომლებსაც ფლობს;

ბ) ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომლებსაც თვითონ გამოსცემს, თუ ეს ინსტრუმენტები მოიცავს დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრს (იხ. 35ე პუნქტი). ფასს 7  ,,ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები’’ მოითხოვს ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის გაშუქებას განმარტებით შენიშვნებში, მათ შორის ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებაც, რომლებიც შეიცავს დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრებს.


3. წინამდებარე ფასს არ ეხება მზღვეველის ბუღალტრული აღრიცხვის სხვა ასპექტებს, როგორიცაა მზღვეველების მფლობელობაში მყოფი ფინანსური აქტივებისა და მზღვეველების მიერ გამოშვებული ფინანსური ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვა (იხ. ბასს 32  `ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა~, ბასს 39  `ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება~, ფასს 7 და ფასს 9  `ფინანსური ინსტრუმენტები~), იმის გარდა, რაზედაც საუბარია გარდამავალ დებულებებში, 45ე პუნქტში.

4. სამეურნეო სუბიექტი არ გამოიყენებს წინამდებარე ფასსს:

ა) უშუალოდ მწარმოებელი საწარმოს, დილერის ან საცალო ვაჭრობის საწარმოს მიერ პროდუქციასთან დაკავშირებით გაცემული გარანტიებისათვის (იხ. ბასს 18, ამონაგები და ბასს 37 ,,ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები’’);

ბ) დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოების პროგრამებით წარმოშობილი დამქირავებლების აქტივებისა და ვალდებულებებისათვის (იხ. ბასს 19  ,,დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოები’’ და ფასს 2  ,,წილობრივი გადახდა’’) და საპენსიო დახმარების ვალდებულებებისათვის, რომელთა წარდგენა ანგარიშგებაში ხდება დადგენილი დახმარებების საპენსიო პროგრამების მიხედვით (იხ. ბასს 26  ,,საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება’’);

გ) ისეთი სახელშეკრულებო უფლებების ან ვალდებულებებისათვის, რომლებიც პირობითია და დაკავშირებულია არასაფინანსო მუხლის (მაგალითად, ზოგიერთი სახის სალიცენზიო


 
ფასს 4 მდ

მოსაკრებელი, როიალტები, პირობითი საიჯარო გადასახდელები და მსგავსი მუხლები) მომავალ გამოყენებასთან ან გამოყენების უფლებასთან, ასევე მოიჯარის ნარჩენი ღირებულების გარანტიისათვის, რომელიც გაითვალისწინება ფინანსური იჯარით (იხ. ბასს 17,,იჯარა’’, ბასს 18 – ,,ამონაგები’’ და ბასს 38  ,,არამატერიალური აქტივები’’);

დ) ფინანსური გარანტიების კონტრაქტებისათვის, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც ემტენტმა სამეურნეო სუბიექტმა ადრე აშკარად დაასაბუთა, რომ იგი ამგვარ ხეკლშეკრულებებს სადაზღვევო ხელშეკრულებებად მიიჩნევს და გამოიყენა სადაზღვევო ხელშეკრულებებისთვის შესაფერისი სააღრიცხვო მიდგომა, რა შემთხვევაშიც მას ასეთი ფინანსური გარანტიის კონტრაქტების აღრიცხვისათვის შეუძლია აირჩიოს ბასს 32, ფასს 7 ან ფასს 9, ან წინამდებარე სტანდარტი. ემიტენტს არჩევანის გაკეთება შეუძლია ცალცალკე თითოეული კონტრაქტისათვის, მაგრამ არ შეუძლია ცალკეული კონტრაქტისთვის შერჩეული მეთოდის შეცვლა;


ე) საწარმოთა გაერთიანებასთან დაკავშირებით გადასახდელი ან მისაღები პირობითი კომპენსაციისათვის (იხ. ფასს 3 ,,საწარმოთა გაერთიანება’’);

ვ) პირდაპირი სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის, რომელსაც სამეურნეო სუბიექტი ფლობს (ანუ პირდაპირი სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის, რომლის თანახმადაც პოლისის მფლობელი სამეურნეო სუბიექტია). ამასთან, გადაზღვევის პოლისის მფლობელი იყენებს ამ ფასსს მის მფლობელობაში არსებული გადაზღვევის ხელშეკრულებებისათვის.


5. სიმარტივისათვის, წინამდებარე ფასსში სამეურნეო სუბიექტს, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებებს გასცემს, მზღვეველი ეწოდება, იმის მიუხედავად, მიიჩნევა თუ არა იგი მზღვეველად, იურიდიული ან საზედამხედველო თვალსაზრისით.

6. გადაზღვევის ხელშეკრულება სადაზღვევო ხელშეკრულების ერთერთი სახეა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც წინამდებარე ფასსში სადაზღვევო ხელშეკრულებებს ეხება, ასევე გამოიყენება გადაზღვევის ხელშეკრულებებისთვისაც.

ჩართული წარმოებული ინსტრუმენტები

7. ფასს 9 სამეურნეო სუბიექტისაგან მოითხოვს, რომ მან გამოაცალკევოს ზოგიერთი ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი თავისი ძირითადი ხელშეკრულებიდან, შეაფასოს რეალური ღირებულებით და მათ რეალურ ღირებულებაში მომხდარი ცვლილებები ასახოს მოგებაში ან ზარალში. სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართული წარმოებული ინსტრუმენტებისათვის გამოიყენება ფასს 9, თუ თვითონ ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი სადაზღვევო ხელშეკრულება არ არის.

8. ფასს 9ის მოთხოვნებიდან გამონაკლისის სახით, მზღვეველს არ მოეთხოვება, გამოაცალკევოს და რეალური ღირებულებით შეაფასოს პოლისის მფლობელის ოფციონი, უარი თქვას ვადაზე ადრე ფიქსირებულთანხიან სადაზღვევო ხელშეკრულებაზე (ან ისეთ თანხაზე დადებულ სადაზღვევო ხელშეკრულებაზე, რომელიც ეფუძნება ფიქსირებულ თანხასა და საპროცენტო განაკვეთს), მაშინაც კი, თუ ოფციონის განხორციელების ფასი განსხვავდება ძირითადი სადაზღვევო ვალდებულების საბალანსო ღირებულებისაგან. ამასთან, ფასს 9ის მოთხოვნა სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართული ფუთოფციონის, ან ფულად სახსრებზე უარის თქმის ოფციონისათვის მაშინ გამოიყენება, თუ სადაზღვევო პოლისზე თავის განებების შემთხვევაში, პოლისის მფლობელისათვის უკანდასაბრუნებელი თანხა სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია რომელიმე ფინანსური ცვლადის ცვლილებაზე (როგორიცაა ფასიანი ქაღალდების კურსი, ან საქონლის ფასი ან ინდექსი), ან არაფინანსურ ცვლადზე, რომელიც დამახასიათებელი არ არის ხელშეკრულების რომელიმე მხარისათვის. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული მოთხოვნა მაშინაც გამოიყენება, თუ პოლისის მფლობელის უნარი, განახორციელოს ფუთ ოფციონი ან ფულად სახსრებზე უარის თქმის ოფციონი, დამოკიდებულია ამგვარ ცვლადებში მომხდარ ცვლილებაზე (მაგალითად, ფუთოფციონი, რომლის განხორციელება მაშინ არის შესაძლებელი, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდექსი მიაღწევს რაღაც დათქმულ, კონკრეტულ დონეს).






 
ფასს 4 მდ

9. მე8 პუნქტი იმავენაირად გამოიყენება ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტზე უარის თქმის ოფციონებისთვისაც, რომელიც შეიცავს დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრებს.

დეპოზიტური კომპონენტების განცალკევება

10. ზოგიერთი სადაზღვევო ხელშეკრულება მოიცავს როგორც სადაზღვევო კომპონენტს, ასევე დეპოზიტურ კომპონენტსაც. ზოგიერთ შემთხვევაში, მზღვეველს მოეთხოვება ან ზემოაღნიშნული კომპონენტების ცალკე გამოყოფის უფლება ეძლევა:

ა) გამოყოფა მოითხოვება მაშინ, თუ შემდეგი ორივე პირობა დაკმაყოფილებულია:

(ი) მზღვეველს შეუძლია დეპოზიტური კომპონენტის (მათ შორის, ნებისმიერი ჩართული უარის თქმის ოფციონის) შეფასება ცალკე (ე.ი. სადაზღვევო კომპონენტის გაუთვალისწინებლად);


(იი) მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკა სხვაგვარად არ მოითხოვს დეპოზიტური კომპონენტისაგან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისა და უფლების აღიარებას.

ბ) გამოყოფა ნებადართულია, მაგრამ სავალდებულო არ არის, თუ მზღვეველს შეუძლია დეპოზიტური კომპონენტის ცალკე შეფასება ისე, როგორც (ა)(ი) პუნქტში იყო აღნიშნული, მაგრამ მისი სააღრიცხვო პოლიტიკა მოითხოვს დეპოზიტური კომპონენტისაგან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისა და უფლების აღიარებას, იმის მიუხედავად, რა საფუძველი გამოიყენება ამ უფლებებისა და ვალდებულებების შესაფასებლად;

გ) გამოყოფა იკრძალება, თუ მზღვეველს არ შეუძლია დეპოზიტური კომპონენტის ცალკე შეფასება, როგორც (ა) (ი) პუნქტშია აღნიშნული.

11. ქვემოთ განხილულია ისეთი შემთხვევის მაგალითი, როდესაც მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკა არ ითხოვს დეპოზიტური კომპონენტისაგან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისა და უფლების აღიარებას. გადაზღვევის პოლისის მფლობელი მიღებული ზარალისათვის კომპენსაციას იღებს გადამზღვეველისაგან, მაგრამ ხელშეკრულება გადაზღვევის პოლისის მფლობელს ავალდებულებს, მომავალ წლებში უკან დააბრუნოს კომპენსაცია. ეს ვალდებულება წარმოიშობა დეპოზიტური კომპონენტისაგან. თუ გადაზღვევის პოლისის მფლობელის სააღრიცხვო პოლიტიკა სხვაგვარად უფლებას იძლევა, რომ კომპენსაცია აღიარდეს შემოსავლის სახით, მისგან გამოწვეული ვალდებულების აუღიარებლად, მაშინ მოითხოვება დეპოზიტური კომპონენტის გამოყოფა.

12. ხელშეკრულების გასაყოფად, მზღვეველი:

ა) გამოიყენებს წინამდებარე ფასსს სადაზღვევო კომპონენტისათვის;

ბ) ფასს 9ს, დეპოზიტური კომპონენტისათვის.

აღიარება და შეფასება


დროებითი განთავისუფლება ზოგიერთი სხვა ფასსისაგან

13. ბასს 8ის ,,სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები’’  მე1012 პუნქტები განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გამოიყენოს სამეურნეო სუბიექტმა სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების დროს, თუ რომელიმე მუხლს არ მიესადაგება კონკრეტულად არც ერთი ფასსი. თუმცა, წინამდებარე ფასს მზღვეველს ანთავისუფლებს ამ კრიტერიუმების გამოყენებისაგან:

ა) სადაზღვევო ხელშეკრულების სააღრიცხვო პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ის გასცემს (მათ შორის, შესაბამისი შეძენის დანახარჯებისათვის და შესაბამისი არამატერიალური აქტივებისათვის, კერძოდ, ისეთი ტიპის, რომელიც აღწერილია 31ე და 32ე პუნქტებში); და

ბ) გადაზღვევის ხელშეკრულებების სააღრიცხვო პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ფლობს.




 
ფასს 4 მდ

14. ამასთან, წინამდებარე ფასს მზღვეველს არ ანთავისუფლებს ბასს 8ის მე1012 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმების ზოგიერთი შედეგისაგან. კერძოდ, მზღვეველი:

ა) არ აღიარებს ვალდებულების სახით რაიმე ანარიცხებს შესაძლო სამომავლო სადაზღვევო მოთხოვნებისათვის, თუ ეს მოთხოვნები წარმოიშობა სადაზღვევო ხელშეკრულებებით, რომლებიც არ არსებობდა საანგარიშგებო თარიღისათვის (როგორიცაა, ანარიცხები სტიქიური უბედურებისათვის და გამოსასწორებელი ანარიცხები);

ბ) ატარებს ვალდებულების ადეკვატურობის ტესტს, რომელიც აღწერილია მე1519 პუნქტებში;

გ) ამოიღებს სადაზღვევო ვალდებულებას (ან სადაზღვევო ვალდებულების ნაწილს) თავისი ბალანსიდან მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვალდებულება გადახდილი იქნება – ე.ი. როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება დაიფარება, ან გაუქმდება ან ამოიწურება მისი გადახდის ვადა;

დ)  არ აკეთებს:

(ი) გადაზღვეული აქტივების ჩათვლას შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულებებით;  ან

(იი) გადაზღვევის ხელშეკრულებების შემოსავლების ან ხარჯების ურთიერთჩათვლას, შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ხარჯებით ან შემოსავლებით.

ე) განიხილავს, არის თუ არა გაუფასურებული  გადაზღვეული აქტივები (იხ. პუნქტი 20).

ვალდებულების ადეკვატურობის ტესტი

15. მზღვეველმა ყოველი საანგარიშგებო თარიღისათვის უნდა შეაფასოს, ადეკვატურია თუ არა მისი, აღიარებული სადაზღვევო ვალდებულებები, რისთვისაც იყენებს თავისი სადაზღვევო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომავალი ფულადი ნაკადების მიმდინარე შეფასებებს. თუ აღნიშნული შეფასებებიდან ჩანს, რომ მზღვეველის სადაზღვევო ვალდებულებების საბალანსო ღირებულება (შემცირებული შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯებითა და შესაბამისი არამატერიალური აქტივებით, როგორიც განხილულია 31ე და 32ე პუნქტებში) ადეკვატური არ არის შეფასებული მომავალი ფულადი ნაკადების ფონზე, მთელი დეფიციტური თანხა აღიარდება მოგებაში ან ზარალში.

16. თუ მზღვეველი იყენებს ვალდებულების ადეკვატურობის ტესტს, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ წინამდებარე ფასს მეტს არაფერს აღარ მოითხოვს. ეს მინიმალური მოთხოვნებია:

ა) ტესტი ითვალისწინებს მიმდინარე შეფასებებს ყველა სახის სახელშეკრულებო ფულადი ნაკადისათვის და მასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადებისათვის, როგორიცაა, მოთხოვნების დამუშავების დანახარჯები, ასევე ჩართული ოფციონებიდან და გარანტიებიდან წარმოშობილ ფულად ნაკადებს;


ბ) თუ ტესტიდან ჩანს, რომ ვალდებულება არ არის ადეკვატური, მაშინ მთელი უკმარი თანხა აღიარდება მოგებაში ან ზარალში.

17. თუ მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკა არ მოითხოვს ადეკვატურობის ტესტს, რომელიც აკმაყოფილებს მე16 პუნქტის მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ მზღვეველი:

ა) განსაზღვრავს შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულებების საბალანსო ღირებულებას1, რომელსაც აკლდება:







1. შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულებები ისეთი სადაზღვევო ვალდებულებებია (და შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯები და შესაბამისი არამატერიალური აქტივები), რომლისთვისაც მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკა არ მოითხოვს ვალდებულების ადეკვატურობის ტესტის ჩატარებას, რომელიც აკმაყოფილებს მე16 პუნქტში აღწერილ მინიმალურ მოთხოვნებს.


 
ფასს 4 მდ
 

(ი)
 

ნებისმიერი შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯების საბალანსო ღირებულება; და
 

(იი)
 

ნებისმიერი შესაბამისი არამატერიალური აქტივი, რომელიც შეძენილია საწარმოთა გაერთიანების დროს ან პორტფელის გადაცემის დროს (იხ. 31ე და 32ე პუნქტები). ამასთან, შესაბამისი გადაზღვეული აქტივები არ განიხილება, ვინაიდან მზღვეველი მას ცალკე ასახავს (იხ. მე20 პუნქტი);
 

(ბ) განსაზღვრავს, (ა) პუნქტში აღწერილი თანხა არის თუ არა ნაკლები იმ საბალანსო ღირებულებაზე, რომელიც მოთხოვნილი იქნებოდა, თუ შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულებები მოხვდებოდა ბასს 37ის  ,,ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები’’ მოქმედების სფეროში. თუ ნაკლები იქნება, მაშინ მზღვეველი მთელ უკმარ თანხას აღიარებს მოგებაში ან ზარალში და შეამცირებს შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯების, ან შესაბამისი არამატერიალური აქტივების საბალანსო ღირებულებას, ან გაზრდის შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულებების საბალანსო ღირებულებას.


18. თუ მზღვეველის ვალდებულების ადეკვატურობის ტესტი აკმაყოფილებს მე16 პუნქტის მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ ტესტი გამოიყენება ამ ტესტისათვის განსაზღვრული აგრეგირების დონისათვის. თუ ვალდებულების ადეკვატურობის ტესტი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ მე17 პუნქტში აღწერილი შედარება ჩატარდება იმ ხელშეკრულებების პორტფელის დონეზე, რომლებიც ექვემდებარება ძალიან მსგავს რისკებს და ერთად იმართება, როგორც ერთი პორტფელი.

19. მე17(ბ) პუნქტში აღწერილი თანხა (ე.ი. ბასს 37ის გამოყენების შედეგი) მომავალი ინვესტიციების მარჟებს (იხ. პუნქტები 2729) მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ასახავს, თუ ამ მარჟებს მე17 (ა) პუნქტში აღწერილი თანხაც ასახავს.

გადაზღვეული აქტივების გაუფასურება

20. თუ გადაზღვევის პოლისის მფლობელის გადაზღვეული აქტივი გაუფასურდება, იგი (პოლისის მფლობელი) შესაბამისად ამცირებს მის საბალანსო ღირებულებას და აღიარებს გაუფასურების ზარალს მოგებაში ან ზარალში. გადაზღვეული აქტივი გაუფასურებულად მიიჩნევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ:

ა) არსებობს ობიექტური მტკიცებულება, გადაზღვეული აქტივის თავდაპირველი აღიარების შემდეგ მომხდარი მოვლენიდან გამომდინარე, იმის შესახებ, რომ გადაზღვევის პოლისის მფლობელი ვერ მიიღებს ყველა თანხას, რომელიც მას ეკუთვნის ხელშეკრულების პირობებით; და

ბ) ეს მოვლენა ისეთ გავლენას ახდენს გადაზღვევის შედეგად გადაზღვევის პოლისის მფლობელის მიერ მისაღებ თანხაზე, რომელიც საიმედოდ შეფასებას ექვემდებარება.

ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკაში

21. 2230ე პუნქტები გამოიყენება ორივე შემთხვევაში: როდესაც სააღრიცხვო პოლიტიკას ცვლის მზღვეველი, რომელიც უკვე იყენებს ფასსებს და როდესაც ცვლილებას ახორციელებს მზღვეველი, რომელიც პირველად იყენებს ფასსებს.

22. მზღვეველს უფლება აქვს შეცვალოს სადაზღვევო ხელშეკრულებების სააღრიცხვო პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ცვლილების შედეგად ფინანსური ანგარიშგება უფრო მეტად გახდება მომხმარებელთა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მოთხოვნილებების შესაბამისი და არ გახდება ნაკლებად საიმედო, ან უფრო მეტად საიმედო გახდება და არ გახდება ამ მოთხოვნილებებთან ნაკლებად შესაბამისი. მზღვეველმა შესაბამისობა და საიმედოობა უნდა განსაჯოს ბასს 8ის კრიტერიუმების მიხედვით.

23. სადაზღვევო ხელშეკრულებების სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლის გასამართლებლად და დასასაბუთებლად მზღვეველმა უნდა აჩვენოს, რომ პოლიტიკის შეცვლით მისი ფინანსური ანგარიშგება უფრო მეტად აკმაყოფილებს ბასს 8ის კრიტერიუმებს, მაგრამ არ არის აუცი



 
ფასს 4 მდ

ლებელი, რომ ცვლილების შედეგად მიიღწეოდეს სრული შესაბამისობა ამ კრიტერიუმებთან.

ქვემოთ განხილულია შემდეგი სპეციფიკური საკითხები:

ა) მიმდინარე საპროცენტო განაკვეთები (პ. 24);

ბ) არსებული პრაქტიკის გაგრძელება (პ. 25);

გ)  წინდახედულობა (პ. 26);

დ) მომავალი ინვესტიციების მარჟები (პპ. 2729);  და

ე) ჩრდილოვანი ბუღალტრული აღრიცხვა (პ.30).

მიმდინარე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები

24. მზღვეველს უფლება აქვს, მაგრამ არ მოეთხოვება თავისი სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა ისე, რომ ხელახლა შეაფასოს წინასწარ განსაზღვრული, გარკვეული სადაზღვევო ვალდებულებები1 მიმდინარე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ასახვისა და ამ ვალდებულებებში მომხდარი ცვლილებების აღიარების მიზნით მოგებაში ან ზარალში. ამ დროისათვის, მზღვეველს შეუძლია ასევე ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკის შემოღება, რომელიც მოითხოვს სხვა მიმდინარე შეფასებებსა და დაშვებებს წინასწარ განსაზღვრული, გარკვეული ვალდებულებებისათვის. მოცემული პუნქტით გათვალისწინებული არჩევანი მზღვეველს უფლებას აძლევს, შეცვალოს თავისი სააღრიცხვო პოლიტიკა ზემოაღნიშნული, წინასწარ განსაზღვრული ვალდებულებებისათვის ისე, რომ ეს პოლიტიკა არ გამოიყენოს მუდმივად ყველა მსგავსი ვალდებულებისათვის, როგორც ამას ბასს 8 სხვა შემთხვევაში მოითხოვდა. თუ მზღვეველი ვალდებულებებს განსაზღვრავს ამ არჩევანისათვის, მან უნდა გააგრძელოს მიმდინარე საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მუდმივად გამოყენება (და თუ შესაფერისია, სხვა მიმდინარე შეფასებებისა და დაშვებების გამოყენება) ყველა პერიოდში, ყველა ვალდებულების მიმართ, სანამ ისინი არ დაიფარება.


არსებული პრაქტიკის გაგრძელება

25. მზღვეველს შეუძლია გააგრძელოს შემდეგი მეთოდების გამოყენება, მაგრამ არც ერთი მათგანის შემოღება არ დააკმაყოფილებს 22ე პუნქტს:

ა) სადაზღვევო ვალდებულებების შეფასება დისკონტირების გარეშე;

ბ) მომავალი ინვესტიციების მართვის საფასურთან დაკავშირებული სახელშეკრულებო უფლებების შეფასება ისეთი თანხით, რომელიც აღემატება მათ რეალურ ღირებულებას, რომელიც იგულისხმებოდა ანალოგიურ მომსახურებაზე, ბაზრის სხვა მონაწილეების მიერ დარიცხულ მიმდინარე საფასურთან შედარებიდან. სავარაუდოა, რომ ამ სახელშეკრულებო უფლებების საწყისი რეალური ღირებულება ხელშეკრულების ორგანიზებისათვის გადახდილი დანახარჯების ტოლი იქნება, თუ მომავალი ინვესტიციების მართვის საფასური და შესაბამისი დანახარჯები გამორიცხული არ არის ბაზრის შესადარისი მონაცემებიდან;


გ) არაერთგვაროვანი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენება შვილობილი საწარმოების სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის (და შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯებისა და შესაბამისი არამატერიალური აქტივებისათვის, თუ ასეთი არსებობსს), იმის გარდა, რაც ნებადართულია 24ე პუნქტით. თუ ეს სააღრიცხვო პოლიტიკები ერთნაირი არ არის, მზღვეველს შეუძლია მათი შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცვლის შედეგად სააღრიცხვო პოლიტიკები უფრო მეტად განსხვავებული არ გახდება და, ამასთან, დააკმაყოფილებს მოცემული ფასსის სხვა მოთხოვნებსაც.








1. ამ პუნქტში სადაზღვევო ვალდებულებები მოიცავს შესაბამის გადავადებულ შეძენის დანახარჯებსა და შესაბამის
არამატერიალურ აქტივებს, ისეთი ტიპის, რომლებიც განხილულია 31ე და 32ე პუნქტებში


 
ფასს 4 მდ

წინდახედულობა

26. მზღვეველს არ ევალება სადაზღვევო ხელშეკრულებების სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა, გადაჭარბებული წინდახედულობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, თუ მზღვეველს თავისი სადაზღვევო ხელშეკრულებები უკვე შეფასებული აქვს საკმაო წინდახედულებით, მას არ სჭირდება დამატებითი წინდახედულობის შემოღება.

მომავალი ინვესტიციების მარჟები

27. მზღვეველს არ ევალება სადაზღვევო ხელშეკრულებების სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა მომავალი ინვესტიციების მარჟების ელიმინირებისათვის. თუმცა, არსებობს უარყოფადი ვარაუდი, რომ მზღვეველის ფინანსური ანგარიშგება ნაკლებად შესაბამისი და საიმედო გახდება, თუ შემოიღებს ისეთ სააღრიცხვო პოლიტიკას, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებების შეფასებაში ასახავს მომავალი ინვესტიციების მარჟებს, იმ შემთხვევაში თუ ეს მარჟები გავლენას არ ახდენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდებზე. ქვემოთ მოცემულია სააღრიცხვო პოლიტიკის ორი მაგალითი, რომლებიც ასახავს აღნიშნულ მარჟებს:

ა) ისეთი დისკონტის განაკვეთის გამოყენება, რომელიც ასახავს მზღვეველის აქტივების შეფასებულ უკუგებას; ან

ბ) ამ აქტივების უკუგების პროგნოზირება შეფასებული უკუგების ნორმით, პროგნოზირებული უკუგების თანხების დისკონტირება სხვადასხვა განაკვეთით და შედეგის გათვალისწინება ვალდებულების შეფასების დროს.

28. მზღვეველს 27ე პუნქტში აღწერილი უარყოფადი ვარაუდი უგულებელყოფა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილების სხვა კომპონენტები ზრდის მისი ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობასა და საიმედოობას იმდენად, რომ ეს გადაწონის მომავალი ინვესტიციების მარჟების ჩართვით გამოწვეული შესაბამისობისა და საიმედოობის შესუსტებას. მაგალითად, დავუშვათ, რომ მზღვეველის არსებული სააღრიცხვო პოლიტიკა სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის მოიცავს გადაჭარბებულ წინდახედულ დაშვებებს დასაწყისში და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ დისკონტის განაკვეთს, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის ბაზრის პირობებთან, ამასთან უგულებელყოფს ზოგიერთ ჩართულ ოფციონსა და გარანტიას. მზღვეველს შეუძლია უფრო მეტად შესაბამისი და არანაკლებ საიმედო გახადოს თავისი ფინანსური ანგარიშგება იმით, რომ ბუღალტრული აღრიცხვა გადაიყვანოს ინვესტორზე ორიენტირებულ მეთოდზე, რომელიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში და მოიცავს:

ა) მიმდინარე შეფასებებსა და დაშვებებს;

ბ) გონივრულ (მაგრამ არა გადაჭარბებულ წინდახედულ) კორექტირებას, რისკისა და განუსაზღვრელობის ასახვის მიზნით;

გ) შეფასებებს, რომლებიც ასახავს ჩართული ოფციონებისა და გარანტიების როგორც სპეციფიკურ, ასევე დროით ღირებულებასაც; და

დ) მიმდინარე საბაზრო დისკონტის განაკვეთს, მაშინაც კი, თუ დისკონტის განაკვეთი ასახავს მზღვეველის აქტივების შეფასებულ უკუგებას.

29. შეფასებებისათვის გამოყენებული ზოგიერთი მიდგომის დროს, მომავალი მოგების მარჟის დღევანდელი ღირებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება დისკონტის განაკვეთი. ამგვარი მოგების მარჟა შემდეგ მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს, ფორმულის გამოყენებით. ამგვარი მიდგომების დროს, ვალდებულების შეფასებაზე დისკონტის განაკვეთი მხოლოდ არაპირდაპირ გავლენას ახდენს. კერძოდ, ნაკლებად შესაფერისი დისკონტის განაკვეთის გამოყენება ვალდებულებების თავდაპირველ შეფასებაზე მცირე გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს გავლენას. თუმცა, სხვა მიდგომების დროს, დისკონტის განაკვეთი ვალდებულების შეფასებას პირდაპირ განსაზღვრავს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, იმის გამო, რომ აქტივზე დაფუძნებული დისკონტის განაკვეთი უფრო მეტად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ძალიან საეჭვოა, რომ მზღვეველმა უარყოს უარყოფადი ვარაუდი, რომელიც აღწერილია 27ე პუნქტში.




 
ფასს 4 მდ

ჩრდილოვანი ბუღალტრული აღრიცხვა

30. ბუღალტრული აღრიცხვის ზოგიერთ მოდელში მზღვეველის აქტივთან დაკავშირებული რეალიზებული შემოსულობა ან ზარალი პირდაპირ გავლენას ახდენს ზოგიერთ ან ყველა (ა) მის სადაზღვევო ვალდებულებაზე, (ბ) შესაბამის გადავადებულ შეძენის დანახარჯებზე და (გ) ისეთი ტიპის შესაბამის არამატერიალურ აქტივებზე, რომლებიც აღწერილია 31ე და 32ე პუნქტებში. მზღვეველს უფლება აქვს, მაგრამ არ მოეთხოვება თავისი სააღრიცხვო პოლიტიკის იმგვარად შეცვლა, რომ აქტივთან დაკავშირებულმა აღიარებულმა, მაგრამ არარეალიზებულმა შემოსულობამ ან ზარალმა ისეთივე გავლენა იქონიოს ზემოაღნიშნულ შეფასებებზე, როგორსაც იქონიებდა რეალიზებული შემოსულობა ან ზარალი. სადაზღვევო ვალდებულების (ან გადავადებული შეძენის დანახარჯების ან არამატერიალური აქტივების) შესაბამისი კორექტირება სხვა სრულ შემოსავალში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აღიარდება, თუ არარეალიზებული შემოსულობა ან ზარალი აღიარდება სხვა სრულ შემოსავალში. აღრიცხვის ამგვარ პრაქტიკას ზოგჯერ `ჩრდილოვან ბუღალტრულ აღრიცხვას~ უწოდებენ.


საწარმოთა გაერთიანების ან სადაზღვევო ხელშეკრულებების პორტფელის გადაცემის დროს შეძენილი სადაზღვევო ხელშეკრულებები

31. ფასს 3თან ,,საწარმოთა გაერთიანება’’– შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მზღვეველი, შეძენის თარიღისათვის, რეალური ღირებულებით შეაფასებს საწარმოთა გაერთიანების დროს მიღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს და შეძენილ სადაზღვევო აქტივებს. ამასთან, მზღვეველს უფლება აქვს, მაგრამ არ მოეთხოვება, ამ ინფორმაციის გაფართოებული წარდგენა ანგარიშგებაში, სადაც შეძენილი სადაზღვევო ხელშეკრულებების რეალური ღირებულებები გაყოფილი იქნება ორ კომპონენტად:


ა) ვალდებულება, რომელიც შეფასდება გაცემული სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის განკუთვნილი მზღვეველის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად; და

ბ) არამატერიალური აქტივი, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც სხვაობა (1) შეძე

ნილ სახელშეკრულებო სადაზღვევო უფლებებსა და მითვისებული სადაზღვევო ვალდებულებების რეალურ ღირებულებებს შორის და (2) (ა) პუნქტში ხსენებულ თანხას შორის. მოცემული აქტივის შემდგომი შეფასება შესაბამისობაში უნდა იყოს შესაბამისი სადაზღვევო ვალდებულების შეფასებასთან.

32. მზღვეველს, რომელიც შეიძენს სადაზღვევო ხელშეკრულებების პორტფელს, შეუძლია მიმართოს 31ე პუნქტში აღწერილ გაფართოებულ წარდგენას.

33. 31ე და 32ე პუნქტებში ხსენებული არამატერიალური აქტივები გამორიცხულია ბასს 36ის ,,აქტივების გაუფასურება’’ და ბასს 38ის ,,არამატერიალური აქტივები’’  მოქმედების სფეროდან. ბასს 36 და ბასს 38 ეხება კლიენტების სიებსა და კლიენტთან ურთიერთობებს, რაც ასახავს ისეთი მომავალი ხელშეკრულებების მოსალოდნელ შედეგებს (ლოდინებს), რომლებიც არ წარმოადგენს საწარმოთა გაერთიანების ან პორტფელის გადაცემის თარიღისათვის არსებული სახელშეკრულებო სადაზღვევო უფლებებისა და სახელშეკრულებო სადაზღვევო ვალდებულებების ნაწილს.


დისკრეციული1 მონაწილეობის პარამეტრები

დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრები სადაზღვევო ხელშეკრულებებში

34. ზოგიერთი სადაზღვევო ხელშეკრულება შეიცავს როგორც დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრებს, ასევე გარანტირებულ ელემენტებს. ამგვარი ხელშეკრულების გამცემს:

ა) უფლება აქვს, მაგრამ არ ევალება, გარანტირებული ელემენტის აღიარება დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრისაგან განცალკევებით. თუ ხელშეკრულების გამცემი მათ ცალცალკე არ აღიარებს, მან მთელი ხელშეკრულების კლასიფიცირება უნდა მოახდი


1. დისკრეციული  პირადი შეხედულების მიხედვით, თვითნებურად.


 
ფასს 4 მდ

ნოს ვალდებულებად, ხოლო თუ ცალცალკე აღიარებს, მაშინ გარანტირებული ელემენტის კლასიფიცირებას ახდენს ვალდებულებად;

ბ) თუ დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრს გარანტირებული ელემენტისგან განცალკევებით აღიარებს, მაშინ მან ამ დისკრეციული პარამეტრის კლასიფიცირება უნდა მოახდინოს ან ვალდებულებად, ან საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტად. წინამდებარე ფასს არ აკონკრეტებს, როგორ განსაზღვრავს ხელშეკრულების გამცემი, დისკრეციული პარამეტრი ვალდებულებაა თუ საკუთარი კაპიტალი. ხელშეკრულების გამცემს ეს პარამეტრი შეუძლია გაყოს ვალდებულებად და საკუთარი კაპიტალის ელემენტებად და ამ განაყოფისათვის გამოიყენოს უცვლელი სააღრიცხვო პოლიტიკა. მას არ შეუძლია ამ პარამეტრის კლასიფიცირება რაიმე შუალედურ კატეგორიად, რომელიც არც ვალდებულება იქნება და არც საკუთარი კაპიტალი;


გ) შეუძლია აღიაროს ყველა მიღებული პრემია ამონაგების სახით ისე, რომ არ გამოაცალკევოს რაიმე ნაწილი, რომელიც უკავშირდება საკუთარი კაპიტალის (წილობრივ) ელემენტს. ამის შედეგად, გარანტირებულ ელემენტი და დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრის იმ ნაწილში მომხდარი ცვლილებები, რომელიც ვალდებულებად არის კლასიფიცირებული, აღიარდება მოგებაში ან ზარალში. თუ დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრის ნაწილი ან მთელი პარამეტრი კლასიფიცირდება საკუთარ კაპიტალში, მაშინ მოგების ან ზარალის ნაწილი შეიძლება ამ პარამეტრს მიეკუთვნოს (იმავე წესით, როგორც ამ ნაწილის მიკუთვნება შეიძლებოდა უმცირესობის წილზე). ხელშეკრულების გამცემი მოგების ან ზარალის ნაწილს, რომელიც მისაკუთვნებელია დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრის საკუთარი კაპიტალის კომპონენტზე, აღიარებს როგორც მოგების ან ზარალის განაწილებას და არა როგორც ხარჯს ან შემოსავალს (იხ. ბასს 1 ,,ფინანსური ანგარიშგების წარდგენა’’);


დ) თუ ხელშეკრულება შეიცავს ჩართულ წარმოებულ ინსტრუმენტს, რომელიც ფასს 9ის მოქმედების სფეროს განეკუთვნება, იგი ფასს 9ს იყენებს ჩართული წარმოებული ინსტრუმენტისათვის;


ე) ყველა შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის მე1420 პუნქტებში და 34ე (ა) და

(დ) პუნქტებში, აგრძელებს ამგვარი ხელშეკრულებებისათვის არსებულ სააღრიცხვო პოლიტიკას, თუ ამ პოლიტიკას ისე არ შეცვლის, რომ შეესაბამებოდეს 2130ე პუნქტებს.

დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრი ფინანსურ ინსტრუმენტებში

35. 34ე პუნქტის მოთხოვნები გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებისათვის, რომელიც შეიცავს დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრს. გარდა ამისა:

ა) თუ ხელშეკრულების გამცემი მთელი დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრის კლასიფიცირებას ახდენს ვალდებულებად, ის 1519 პუნქტებში აღწერილ ვალდებულების ადეკვატურობის ტესტს გამოიყენებს მთელი ხელშეკრულების მიმართ (ე.ი. როგორც გარანტირებული ელემენტისათვის, ასევე დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრისთვისაც). ხელშეკრულების გამცემს არ ევალება იმ თანხის განსაზღვრა, რომელიც მიიღებოდა ფასს 9ის გამოყენებით გარანტირებული ელემენტის მიმართ;


ბ) თუ ხელშეკრულების გამცემი საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტის სახით ახდენს ზემოაღნიშნული მთელი პარამეტრის ან მისი ნაწილის კლასიფიცირებას, მაშინ მთლიანი ხელშეკრულებისათვის აღიარებული ვალდებულება არ უნდა იყოს იმ თანხაზე ნაკლები, რომელიც მიიღებოდა ბასს 39ის გამოყენებით გარანტირებული ელემენტისათვის. ეს თანხა უნდა მოიცავდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის ოფციონის საკუთარ ღირებულებას, მაგრამ არ უნდა მოიცავდეს მის დროით ღირებულებას, თუ მე9 პუნქტი ამ ოფციონს ანთავისუფლებს რეალური ღირებულებით გაზომვის მოთხოვნისაგან. ხელშეკრულების გამცემს არ ევალება იმ თანხის გაშუქება განმარტებით შენიშვნებში, რომელიც მიიღებოდა ბასს 39ის გამოყენებით გარანტირებული ელემენტის მიმართ, არც მისი წარდგენა ცალკე თანხის სახით. გარდა ამისა, ხელშეკრულების გამცემს იმ თანხის განსაზღვრაც არ ევალება, თუ მთლიანი აღიარებული ვალდებულება აშკარად მეტია.


 
ფასს 4 მდ

გ) მართალია, ეს ხელშეკრულებები ფინანსური ინსტრუმენტებია, მაგრამ ხელშეკრულების გამცემს ამ ხელშეკრულებებისათვის პრემიის აღიარების გაგრძელება შეუძლია ამონაგების სახით, ხოლო ამის შედეგად გამოწვეული ვალდებულების საბალანსო ღირებულების ზრდის აღიარება  ხარჯის სახით.


დ) მართალია, ეს ხელშეკრულებები ფინანსური ინსტრუმენტებია, მაგრამ ხელშეკრულების გამცემმა, რომელიც ფასს 7ის 20(ბ) პუნქტს იყენებს დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრების შემცველი ხელშეკრულებებისათვის, უნდა გააშუქოს მოგებაში ან ზარალში აღიარებული მთლიანი საპროცენტო ხარჯი, მაგრამ მას არ სჭირდება ამგვარი საპროცენტო ხარჯის გამოთვლა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით.

განმარტებითი შენიშვნები


აღიარებული თანხების განმარტება

36. მზღვეველმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს და განმარტავს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ იმ თანხებს, რომლებიც წარმოიშვა სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან.

37. 36ე პუნქტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მზღვეველმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს:

(ა) სადაზღვევო ხელშეკრულებების სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აქტივები, ვალდებულებები, შემოსავალი და ხარჯი;

(ბ) სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი აქტივები, ვალდებულებები, შემოსავალი და ხარჯი (და, თუ ის ფულადი ნაკადების ანგარიშგებას პირდაპირი მეთოდით წარადგენს, მაშინ ფულადი ნაკადებიც). გარდა ამისა, თუ მზღვეველი გადაზღვევის პოლისის მფლობელია, მან შენიშვნებში უნდა გააშუქოს შემდეგი ინფორმაცია:

(ი) გადაზღვევის ყიდვასთან დაკავშირებით მოგებაში ან ზარალში აღიარებული შემოსულობები და ზარალი; და

(იი) თუ გადაზღვევის პოლისის მფლობელი გადაავადებს და ამორტიზაციას არიცხავს გადაზღვევის ყიდვის შედეგად წარმოშობილ შემოსულობასა და ზარალს, მაშინ მოცემული პერიოდის ამორტიზაციის თანხა და ნარჩენი არაამორტიზებული სიდიდეები პერიოდის დასაწყისისათვის და პერიოდის ბოლოსათვის;

გ) პროცესი, რომელიც გამოიყენა ისეთი დაშვებების განსაზღვრისათვის, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს (ბ) პუნქტში აღწერილი აღიარებული თანხების შეფასებაზე. თუ შესაძლებელია, მზღვეველმა ასევე უნდა აჩვენოს ამ დაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობები;


დ) სადაზღვევო აქტივებისა და სადაზღვევო ვალდებულებების შესაფასებლად გამოყენებულ დაშვებებში მომხდარი ცვლილებების შედეგები, ისე, რომ ცალცალკე ჩანდეს თითოეული ცვლილების შედეგი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაზე;

ე) სადაზღვევო ვალდებულებების, სადაზღვევო აქტივებისა და შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯების (თუ ასეთს აქვს ადგილი) შესახებ შეჯერებული ინფორმაცია.

სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი რისკების ბუნება და სიდიდე

38. მზღვეველმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება, ნათელი წარმოდგენა შეიქმნას სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან, მომავალში მისაღები ფულადი ნაკადების სიდიდეების, მიღების ვადებისა და მასთან დაკავშირებული განუსაზღვრელობის შესახებ.



 
ფასს 4 მდ

39. 38ე პუნქტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მზღვეველმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს:

ა) სადაზღვევო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი რისკების მართვის მიზნები და ამ რისკების შემსუბუქების პოლიტიკა და პროცედურები;

ბ) [გაუქმებულია]

გ) ინფორმაცია სადაზღვევო რისკის შესახებ (გადაზღვევის შედეგად რისკის შესუსტებამდე და გადაზღვევის შემდეგაც), მათ შორის ინფორმაცია:

(ი) მოგების ან ზარალის და საკუთარი კაპიტალის მგრძნობელობის შესახებ ისეთი ცვლადების ცვლილებების მიმართ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მათზე;

(იი) სადაზღვევო რისკის კონცენტრაცია;

(იიი) ფაქტობრივი მოთხოვნების შედარება ადრინდელ შეფასებებთან (ე.ი. მოთხოვნების მდგომარეობა). ინფორმაცია მოთხოვნების შესახებ უნდა შეეხოს წინა პერიოდებს, იმ პერიოდამდე, როდესაც წარმოიშვა უახლესი არსებითი მოთხოვნა, რომლის სიდიდე და გადახდის ვადა ჯერ კიდევ განუსაზღვრელია, მაგრამ საჭირო არ არის 10 წელზე მეტი პერიოდით უკან დაბრუნება. მზღვეველს არ ევალება ამგვარი ინფორმაციის გაშუქება ისეთი მოთხოვნების შესახებ, რომლის სიდიდისა და გადახდის დროსთან დაკავშირებული განუსაზღვრელობა, როგორც წესი, გადაიჭრა ერთი წლის მანძილზე;


დ) ისეთი ინფორმაცია საკრედიტო რისკის, ლიკვიდობის რისკისა და საბაზრო რისკის შესახებ, რომელიც მოითხოვებოდა ფასს 7ის 3142 პუნქტებით, თუ სადაზღვევო ხელშეკრულება მოხვდებოდა ფასს 7ის მოქმედების სფეროში. თუმცა:

(ი) მზღვეველს არ სჭირდება ფასს 7ის 39(ა) პუნქტით მოთხოვნილი დაფარვის ვადების ანალიზის მომზადება განმარტებითი შენიშვნებისთვის, თუ ამის ნაცვლად გააშუქებს ინფორმაციას, აღიარებული სადაზღვევო ვალდებულებებიდან წარმოშობილი წმინდა ფულადი ნაკადების სამეურნეო სუბიექტიდან გასვლის დროის პერიოდის შეფასების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ბალანსში აღიარებული თანხების ანალიზის სახით, რომელიც ეყრდნობა დროის პერიოდის შეფასებებს;


(იი) თუ მზღვეველი საბაზრო პირობების მგრძნობელობის მართვისთვის ალტერნატიულ მეთოდს იყენებს, მაგალითად, ჩართული წარმოებულების ღირებულების ანალიზს, მას ფასს 7ის 40(ა) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად შეუძლია ზემოაღნიშნული მგრძნობელობის ანალიზის გამოყენება. ამ ტიპის მზღვეველმა განმარტებითი შენიშვნები უნდა მოამზადოს ასევე ფასს 7ის 41ე პუნქტის შესაბამისადაც.


ე) ინფორმაცია საბაზრო რისკისადმი დაქვემდებარების შესახებ, რაც განპირობებულია ძირითად სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩართული წარმოებული ინსტრუმენტებით, თუ მზღვეველს არ მოეთხოვება და არ აფასებს ჩართულ წარმოებულ ინსტრუმენტებს რეალური ღირებულებით.


39ა. 39  (გ)  (ი)  პუნქტის  მოთხოვნების  შესასრულებლად,  სამეურნეო  სუბიექტმა  განმარტებით

შენიშვნებში უნდა გააშუქოს (ა) ან (ბ) პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ა) მგრძნობელობის ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს, რა გავლენას იქონიებდა მოგებაზე ან ზარალზე და საკუთარ კაპიტალზე რისკის შესაფერისი ცვლადის ცვლილებები, რისი მოხდენაც, გონივრულობის ფარგლებში, შესაძლებელი იყო ბალანსის შედგენის თარიღისათვის; მგრძნობელობის ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდები და დაშვებები, ასევე ამ მეთოდებსა და დაშვებებში წინა პერიოდის შემდეგ მომხდარი


 
ფასს 4 მდ

ნებისმიერი ცვლილება. თუმცა, თუ მზღვეველი საბაზრო პირობების მგრძნობელობის მართვისთვის ალტერნატიულ მეთოდს იყენებს, მაგალითად, ჩართული წარმოებულების ღირებულების ანალიზს, მას აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შეუძლია ამ მგრძნობელობის ანალიზისა და ფასს 7ის 41ე პუნქტით გათვალისწინებული განმარტებითი შენიშვნების მომზადებით;


ბ) ხარისხობრივი ინფორმაცია მგრძნობელობის შესახებ, ასევე ინფორმაცია სადაზღვევო ხელშეკრულებების ისეთი ვადებისა და პირობების შესახებაც, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მზღვეველის მომავალი ფულადი ნაკადების სიდიდეზე, მათი მოძრაობის დროსა და მასთან დაკავშირებულ განუსაზღვრელობაზე.

ძალაში შესვლის თარიღი და მოცემულ სტანდარტზე გადასვლა


40. 4145ე პუნქტების გარდამავალი დებულებები ეხება სამეურნეო სუბიექტს, რომელიც უკვე იყენებს ფასსს, მაგრამ პირველად იყენებს წინამდებარე ფასსს, ასევე იმ სამეურნეო სუბიექტსაც, რომელიც პირველად იყენებს ფასსს.

41. სამეურნეო სუბიექტმა წინამდებარე ფასს უნდა გამოიყენოს იმ წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2005 წლის 1 იანვარს ან შემდეგ. რეკომენდებულია უფრო ადრე გამოყენებაც. თუ სამეურნეო სუბიექტი წინამდებარე ფასსს უფრო წინა პერიოდისათვის იყენებს, მან ეს ფაქტი უნდა დააფიქსიროს განმარტებით შენიშვნებში.

41ა. 2005 წლის აგვისტოში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფინანსური გარანტიების კონტრაქტები~ (შესწორებები ბასს 39ისა და ფასს 4თვის) ცვლილებები გამოიწვია 4(დ), ბ18 (ზ) და ბ19(ვ) პუნქტებში. სამეურნეო სუბიექტმა ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2006 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. მისაღებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ სამეურნეო სუბიექტი ამ ცვლილებებს უფრო ადრეული პერიოდისათვის გამოიყენებს, მან ამის შესახებ უნდა აღნიშნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში და იმავე პერიოდისთვის გამოიყენოს ბასს 39სა და ბასს 32ში1 შესული ცვლილებებიც.


41ბ. ბასს 1მა (შესწორებული 2007 წელს) განაპირობა ფასსში გამოყენებული ტერმინოლოგიის შეცვლა. გარდა ამისა, გამოიწვია 30ე პუნქტის შეცვლაც. საწარმომ აღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო ბასს 1ს (შესწორებული 2007 წელს) უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.

41გ. [გაქუქმებულია]

41დ. [გაქუქმებულია]

41ე. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 13მა  `რეალური ღირებულების შეფასება~  გამოიწვია `ა~ დანართში მოცემული რეალური ღირებულების განმარტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება იმ საანგარიშგებო პერიოდში გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 13ს.


41ვ. ფასს 9ის 2013 წლის ნოემბრის შესწორებულმა ვერსიამ გამოიწვია მე3, 4(დ), მე7, მე8, მე12, 34(დ), 35ე, 45ე და ბ18ბ20 პუნქტებისა და `ა~ დანართის შეცვლა, ასევე 41გ და 41დ პუნქტების გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 9ის 2013 წლის ნოემბრის შესწორებულ ვერსიას.








1. როდესაც სამეურნეო სუბიექტი ფასს 7ს იყენებს, ბასს 32ის ნაცვლად ფასს 7 უნდა მიუთითოს.


 
ფასს 4 მდ

განმარტებითი შენიშვნები

42. სამეურნეო სუბიექტს არ ეხება წინამდებარე ფასსის განმარტებითი მოთხოვნები, ისეთი შესადარისი ინფორმაციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია 2005 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ წლიურ პერიოდებთან, გარდა 37ე (ა) და (ბ) პუნქტების იმ განმარტებითი მოთხოვნებისა, რომლებიც ეხება სააღრიცხვო პოლიტიკას და აღიარებულ აქტივებს, ვალდებულებებს, შემოსავალსა და ხარჯებს (და ფულად ნაკადებს, თუ სამეურნეო სუბიექტი პირდაპირ მეთოდს იყენებს, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგების მოსამზადებლად).

43. თუ შეუძლებელია 1035ე პუნქტების რომელიმე კონკრეტული მოთხოვნის გამოყენება, შესადარისი ინფორმაციის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია 2005 წლის 1 იანვრამდე დაწყებულ წლიურ პერიოდებთან, სამეურნეო სუბიექტმა ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. ზოგჯერ, ამგვარი შესადარისი ინფორმაციის მიმართ ვალდებულების ადეკვატურობის ტესტის გამოყენება (პპ. 1519), სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ შეუძლებელი იყოს 1035ე პუნქტების სხვა მოთხოვნების გამოყენება, ამგვარი შესადარისი ინფორმაციის მიმართ. ბასს 8ში ახსნილია ცნება `შეუძლებელი~.


44. 39ე (გ) (იიი) პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამეურნეო სუბიექტს არ ევალება ინფორმაციის გაშუქება იმ მოთხოვნების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მოხდა წინამდებარე სტანდარტის გამოყენების პირველი ფინანსური წლის ბოლოდან 5 წელზე უფრო ადრე. გარდა ამისა, როდესაც სამეურნეო სუბიექტი პირველად იყენებს მოცემულ ფასსს, თუ შეუძლებელია, რომ მან ინფორმაცია მოამზადოს ისეთი მოთხოვნების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მოხდა იმ უახლოესი პერიოდის დაწყებამდე, როდესაც სამეურნეო სუბიექტი სრულყოფილ შესადარის ინფორმაციას წარადგენს წინამდებარე ფასსის შესაბამისად, სამეურნეო სუბიექტმა ამის შესახებ უნდა აღნიშნოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

ფინანსური აქტივების ხელახალი კლასიფიცირება

45. ფასს 9ის 4.4.1 პუნქტის მიუხედავად, როდესაც მზღვეველი ცვლის სადაზღვევო ვალდებულებების სააღრიცხვო პოლიტიკას, მას უფლება ეძლევა, მაგრამ არ მოეთხოვება, მოახდინოს ყველა ან ზოგიერთი ფინანსური აქტივის ხელახალი კლასიფიკაცია შემდეგი სახით `რეალური ღირებულებით შეფასებული~. ამგვარი რეკლასიფიკაცია ნებადართულია, თუ მზღვეველი თავის სააღრიცხვო პოლიტიკას მაშინ ცვლის, როდესაც პირველად იყენებს წინამდებარე ფასსს და თუ პოლიტიკას ცვლის შემდგომში, როგორც ეს ნებადართულია 22ე პუნქტით. რეკლასიფიკაცია არის სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა და ამასთან დაკავშირებით გამოიყენება ბასს 8.



ფასს 4 მდ


დანართი  ა

ტერმინების განმარტება

წინამდებარე დანართი მოცემული ფასსის განუყოფელი ნაწილია
 

გადამზღვევი

დეპოზიტური

კომპონენტი

პირდაპირი სადაზღვევო ხელშეკრულება

დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრი


















რეალური ღირებულება




ფინანსური გარანტიის კონტრაქტი




ფინანსური რისკი




გარანტირებული სარგებელი
 


გადაზღვევის ხელშეკრულების პოლისის მფლობელი.

სახელშეკრულებო კომპონენტი, რომელიც არ აისახება როგორც წარმოებული ინსტრუმენტი ფასს 9ის მიხედვით და მოხვდებოდა ფასს 9ის მოქმედების სფეროში, თუ იარსებებდა ცალკე ინსტრუმენტის სახით.

სადაზღვევო ხელშეკრულება, რომელიც არ არის გადაზღვევის ხელშეკრულება.

დამატებითი სარგებლის, როგორც გარანტირებულ სარგებელზე დამატების, მიღების სახელშეკრულებო უფლება:

ა) რომელიც, სავარაუდოდ, მთლიანი სახელშეკრულებო სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს;

ბ) რომლის სიდიდე ან ვადები, ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების გამცემის ნებასურვილზეა დამოკიდებული;

გ) რომელიც ხელშეკრულების თანახმად ემყარება:

(ი) მრავალი ხელშეკრულების გაერთიანების შედეგს ან ხელშეკრულების გარკვეულ ტიპს;

(იი) ხელშეკრულების გამცემის მფლობელობაში მყოფი აქტივების გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებულ რეალიზებულ და/ან არარეალიზებულ საინვესტიციო უკუგებას;

(იიი) კომპანიის მოგებას ან ზარალს, ფონდებს ან სხვა სამეურნეო სუბიექტს, რომელიც ხელშეკრულებას გასცემს.

რეალური ღირებულება არის ფასი, რომელიც მიღებული ან გადახდილი იქნება აქტივის გაყიდვიდან ან ვალდებულების გადაცემისას, ბაზრის მონაწილეებს შორის შეფასების თარიღისთვის ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის დროს. (იხ. ფასს 13)

კონტრაქტი, რომელიც მოითხოვს, რომ ემიტენტმა გარკვეული წინასწარ დადგენილი თანხა გადაუხადოს გარანტიის მფლობელს ზარალისთვის, რომელსაც მიიღებს იმის გამო, რომ ამა თუ იმ კონკრეტულმა დებიტორმა ვერ გადაიხადა ვალი თავის დროზე, სავალო ინსტრუმენტის თავდაპირველი ან შეცვლილი პირობების შესაბამისად.

შესაძლო სამომავლო ცვლილებების რისკი ერთ ან მეტ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთში, ფინანსური ინსტრუმენტის ფასში, საქონლის ფასში, ვალუტის გაცვლით კურსში, ფასების ინდექსში ან განაკვეთებში, საკრედიტო რეიტინგში ან კრედიტის ინდექსში, ან სხვა ცვლადში, არაფინანსური ცვლადის შემთხვევაში, თუ ეს ცვლადი სპეციფიკური არ არის ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებისათვის.

გადახდები ან სხვა სახის სარგებელი, რომელზეც კონკრეტულ პოლისის მფლობელს ან ინვესტორს უპირობო უფლება აქვს და არ ექვემდებარება ხელშეკრულების გამცემის ნებასურვილს, ხელშეკრულების თანახმად.
 









 
ფასს 4 მდ
 




გარანტირებული ელემენტი
 




გარანტირებული სარგებლის გადახდის ვალდებულება, მათ შორის ისეთ ხელშეკრულებაშიც, რომელიც მოიცავს დისკრეციული მონაწი
 

ლეობის პარამეტრს.
 

სადაზღვევო აქტივი
 

მზღვეველის ნეტო სახელშეკრულებო უფლებები, შეკრულების შესაბამისად.
 

სადაზღვევო ხელ
 

სადაზღვევო ხელშეკრულება
 

ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ერთი მხარე (მზღვეველი) თავის თავზე იღებს მეორე მხარის (პოლისის მფლობელის) მნიშვნელოვან სადაზღვევო რისკს, შეთანხმების თანახმად, კომპენსაცია გადაუხადოს პოლისის მფლობელს, თუ ესა თუ ის კონკრეტული განუსაზღვრელი მოვლენა (სადაზღვევო შემთხვევა) უარყოფითად იმოქმედებს პოლისის მფლობელზე (მოცემულ განმარტებაზე მითითებების გასაცნობად იხ. დანართი (ბ)).
 


სადაზღვევო

ვალდებულება
 


მზღვეველის ნეტო სახელშეკრულებო ვალდებულებები ხელშეკრულების მიხედვით.
 


სადაზღვევო
 

სადაზღვევო რისკი
 

რისკი, ფინანსური რისკის გარდა, რომელიც ხელშეკრულების მფლობელისაგან გადაეცემა ხელშეკრულების გამცემს.
 

სადაზღვევო შემთხვევა
 

მომავალი განუსაზღვრელი მოვლენა, რომელსაც მოიცავს სადაზღვევო ხელშეკრულება და რომელიც წარმოქმნის სადაზღვევო რისკს.
 

მზღვეველი
 

მხარე, რომელსაც სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად აქვს ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს პოლისის მფლობელს, თუ მოხდება სადაზღვევო შემთხვევა.
 

ვალდებულების ადეკვატურობის ტესტი
 

შეფასება, საჭიროებს თუ არა სადაზღვევო ვალდებულების საბალანსო ღირებულება გაზრდას (ან შესაბამისი გადავადებული შეძენის დანახარჯები, ან შესაბამისი არამატერიალური აქტივები შემცირებას), რომელიც ემყარება მომავალი ფულადი ნაკადების მიმოხილვას.
 

პოლისის მფლობელი
 

მხარე, რომელსაც აქვს კომპენსაციის მიღების უფლება სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, თუ სადაზღვევო შემთხვევა მოხდება
 

გადაზღვეული

აქტივები
 

გადაზღვევის პოლისის მფლობელის ნეტო სახელშეკრულებო უფლებები, გადაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად.
 

გადაზღვევის ხელშეკრულება
 

სადაზღვევო ხელშეკრულება, რომელიც გასცა ერთმა მზღვეველმა (გადამზღვეველმა), რათა მეორე მზღვეველს (გადაზღვევის პოლისის მფლობელს) აუნაზღაუროს გადაზღვევის პოლისის მფლობელის მიერ გაცემული ერთი ან მეტი ხელშეკრულების ზარალი.
 

გადამზღვევი
 

მხარე, რომელსაც გადაზღვევის ხელშეკრულების თანახმად აქვს ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს გადაზღვევის პოლისის მფლობელს, თუ მოხდება სადაზღვევო შემთხვევა.
 

განცალკევება
 

ხელშეკრულების კომპონენტების აღრიცხვა ისე, თითქოს ისინი ცალკე ხელშეკრულებები იყოს.
 








 
ფასს 4 მდ


დანართი ბ

სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტება


წინამდებარე დანართი მოცემული ფასსის განუყოფელი ნაწილია.

ბ1. წინამდებარე დანართი შეიცავს მითითებებს (ა) დანართში მოცემული სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტების შესახებ. მითითებები შეეხება შემდეგ საკითხებს:

ა) ცნება `განუსაზღვრელი მომავალი მოვლენა~ (პპ. ბ2ბ4);

ბ) გადახდა ნატურით (პპ. ბ5ბ7);

გ)  სადაზღვევო რისკი და სხვა რისკები (პპ. ბ8ბ17);

დ) სადაზღვევო ხელშეკრულებების მაგალითები (პპ. ბ18ბ21);

ე) მნიშვნელოვანი სადაზღვევო რისკი (პპ. ბ22ბ28);  და

ვ)  ცვლილებები სადაზღვევო რისკში (პპ. ბ29ბ30).

განუსაზღვრელი მომავალი მოვლენა

ბ2. განუსაზღვრელობა (ან რისკი) არის სადაზღვევო ხელშეკრულების არსი. შესაბამისად, სადაზღვევო ხელშეკრულების დასაწყისში, ქვემოთ ჩამოთვლილიდან სულ მცირე ერთერთი მაინც გაურკვეველია:


ა) მოხდება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა;

ბ) როდის მოხდება;  ან

გ)  რამდენი უნდა გადაიხადოს მზღვეველმა, თუ სადაზღვევო შემთხვევა მოხდება.

ბ3. ზოგიერთ სადაზღვევო ხელშეკრულებაში, სადაზღვევო შემთხვევა არის ზარალის (დანაკარგის) გამოვლენა ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, თუნდაც ეს ზარალი ისეთი მოვლენისაგან იყოს წარმოშობილი, რომელიც ხელშეკრულების დაწყებამდე მოხდა. სხვა სადაზღვევო ხელშეკრულებებში სადაზღვევო შემთხვევა არის მოვლენა, რომელიც მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, თუნდაც ამის შედეგად გამოწვეული ზარალი ხელშეკრულების ვადის შემდეგ გამოვლინდეს.


ბ4. ზოგიერთი სადაზღვევო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ მოვლენებს, რომლებიც უკვე მომხდარია, მაგრამ რომელთა ფინანსური შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მაგალითად, გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც ეხება პირდაპირ მზღვეველს, პოლისის მფლობელის მიერ სადაზღვევო მოთხოვნების უარყოფითი განვითარების შესახებ უკვე წარდგენილი ანგარიშის გამო. ამგვარ ხელშეკრულებებში სადაზღვევო შემთხვევა არის ამ მოთხოვნების საბოლოო ღირებულების გამოვლენა.

გადახდა ნატურით

ბ5. ზოგიერთი სადაზღვევო ხელშეკრულება ნატურით გადახდას მოითხოვს ან ნატურითYგადახდის უფლებას იძლევა. მაგალითად, როდესაც მზღვეველი შეცვლის მოპარულ მუხლს პირდაპირ, ნაცვლად იმისა, რომ პოლისის მფლობელს აუნაზღაუროს დანაკარგი. მეორე მაგალითი, როდესაც მზღვეველი თავის საავადმყოფოებსა და მედპერსონალს იყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გასაწევად.




 
ფასს 4 მდ

ბ6. ზოგიერთი ფიქსირებულ ანაზღაურებაზე დაფუძნებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომსახურების დონე დამოკიდებულია განუსაზღვრელ მოვლენაზე, აკმაყოფილებს წინამდებარე ფასსში მოცემულ სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტებას, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში არ რეგულირდება, როგორც სადაზღვევო ხელშეკრულება. ამგვარი სიტუაციის ერთერთი მაგალითი არის ხელშეკრულება ტექნიკურ მომსახურებაზე, რომლის თანახმად მომსახურების მიმწოდებელი მხოლოდ გარკვეული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ არის შეთანხმებული რემონტის ჩატარებაზე. ფიქსირებულ ანაზღაურებაზე დაფუძნებული მომსახურება ითვალისწინებს მოწყობილობების გაფუჭების სავარაუდო რაოდენობას, მაგრამ გაურკვეველია, ესა თუ ის კონკრეტული მანქანა გატყდება თუ არა. მოწყობილობის ავარია უარყოფით გავლენას ახდენს მის მფლობელზე და ხელშეკრულება მის მფლობელს ზარალს უნაზღაურებს (ნატურით და არა ფულით). შემდეგი მაგალითია ხელშეკრულება, რომელიც ეხება ავტომანქანის დამტვრევის დროს მომსახურებას, როდესაც ხელშეკრულებით მომსახურების მიმწოდებელი ათანხმებს წლიურ ფიქსირებულ საზღაურს, რათა ავტომანქანას გზაზე დახმარება გაუწიოს, ან ბუქსირით წაიყვანოს უახლოეს ავტოგასამართ სადგურამდე. ეს უკანასკნელი ხელშეკრულება დააკმაყოფილებს სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტებას მაშინაც კი, თუ მომსახურების მიმწოდებელი არ შეათანხმებს რემონტის ჩატარებას ან ნაწილების შეცვლას.


ბ7. (ბ6) პუბქტში დახასიათებული ხელშეკრულებების მიმართ მოცემული ფასსის გამოყენება, ალბათ, არ იქნება იმაზე მეტად მძიმე ტვირთი, ვიდრე იმ ფასსის გამოყენება, რომლებიც შესაფერისი იქნებოდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისათვის, თუ ისინი დარჩებოდა მოცემული ფასსის მოქმედების სფეროს მიღმა:

ა) ამ ხელშეკრულებებში საეჭვოა, რომ არსებობდეს არსებითი ვალდებულებები მოწყობილობის გაფუჭებისა და გატეხვის შესახებ, რაც უკვე მოხდა;

ბ) თუ გამოყენებული იქნება ბასს 18 ,,ამონაგები’’, მომსახურების მომწოდებელმა ამონაგები უნდა აღიაროს ხელშეკრულების შესრულების სტადიის მიხედვით (და სხვა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით). აღნიშნული მიდგომა მისაღებია მოცემული ფასსთვისაც, რაც მომსახურების მომწოდებელს უფლებას აძლევს (1) გააგძელოს თავისი არსებული სააღრიცხვო პოლიტიკა ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, თუ ეს პოლიტიკა არ შეიცავს მე14 პუნქტით აკრძალულ მეთოდებს და (2) გააუმჯობესოს თავისი სააღრიცხვო პოლიტიკა, თუ ამის საშუალებას იძლევა 2230ე პუნქტები;

გ) მომსახურების მიმწოდებელი განიხილავს, აღემატება თუ არა წინასწარ მიღებულ ამონაგებს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული მისი სახელშეკრულებო ვალდებულებების დაკმაყოფილების ღირებულება. ამ მიზნით, ის იყენებს წინამდებარე ფასსის 1519 პუნქტებში აღწერილ ვალდებულების ადეკვატურობის ტესტს. თუ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისათვის არ გამოიყენება წინამდებარე ფასს, მაშინ მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ბასს 37 ,,ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები’’ – იმის დასადგენად, არის თუ არა ხელშეკრულება კაბალური (წამგებიანი).


დ) ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ ხელშეკრულებებისათვის გათვალისწინებულმა, მოცემული ფასსის განმარტებითმა მოთხოვნებმა რაიმე მნიშვნელოვანი შემატოს სხვა ფასსით მოთხოვნილ შენიშვნების სახით მისაწოდებელ განმარტებებს.

სადაზღვევო რისკსა და სხვა რისკებს შორის განსხვავება

ბ8. სადაზღვევო ხელშეკრულებების განმარტება უკავშირდება სადაზღვევო რისკს. სადაზღვევო რისკი მოცემულ ფასსში განმარტებულია, როგორც რისკი, რომელიც არ არის ფინანსური რისკი და გადაეცემა ხელშეკრულების მფლობელისაგან ხელშეკრულების გამცემს. ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების გამცემს დამოკიდებულს ხდის ფინანსურ რისკზე, მნიშვნელოვანი სადაზღვევო რისკის გარეშე, არ არის სადაზღვევო ხელშეკრულება.





 
ფასს 4 მდ

ბ9. (ა) დანართში განმარტებული ფინანსური რისკი მოიცავს მთელ რიგ ფინანსურ და არაფინანსურ ცვლადებს. ამ სიაში შედის არაფინანსური ცვლადები, რომლებიც დამახასიათებელი არ არის ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის, როგორიცაა: ამა თუ იმ რეგიონში მიწისძვრის ზარალის ინდექსი, ან ამა თუ იმ კონკრეტულ ქალაქში ტემპერატურის ინდექსი. რისკის განმარტება გამორიცხავს ისეთ არაფინანსურ ცვლადებს, რომლებიც დამახასიათებელია ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის, მაგალითად, ხანძრის მოხდენა ან არმოხდენა, რომელიც აზიანებს ან ანადგურებს მის აქტივს. გარდა ამისა, არაფინანსური აქტივის რეალური ღირებულების შეცვლის რისკი არ წარმოადგენს ფინანსურ რისკს, თუ აქტივის რეალური ღირებულება ასახავს არა მარტო ამ აქტივების საბაზრო ფასების ცვლილებებს (ფინანსური ცვლადი), არამედ ასევე ასახავს ხელშეკრულების მონაწილე მხარის მფლობელობაში მყოფი ამა თუ იმ სპეციფიკური არაფინანსური აქტივის მდგომარეობასაც (არაფინანსური ცვლადი). მაგალითად, თუ ამა თუ იმ კონკრეტული ავტომანქანის ნარჩენი ღირებულების გარანტიის მიმღები, გარანტიის გამცემს დამოკიდებულს ხდის ავტომანქანის ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებების რისკზე, ასეთი რისკი სადაზღვევო რისკია და არა ფინანსური.


ბ10. ზოგიერთი ხელშეკრულება, მნიშვნელოვანი სადაზღვევო რისკის გარდა, ხელშეკრულების გამცემს დამოკიდებულს ხდის ფინანსურ რისკზეც. მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევის მრავალი ხელშეკრულება პოლისის მფლობელს აძლევს მინიმალური დონის უკუგების გარანტიას (ფინანსური რისკის წარმოქმნა) და დათქმულ სარგებელს გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ზოგჯერ მნიშვნელოვნად აღემატება პოლისის მფლობელის ანგარიშის ნაშთს (სადაზღვევო რისკის წარმოქმნა სიკვდილიანობის რისკის ფორმით). ამგვარი ხელშეკრულებები სადაზღვევო ხელშეკრულებებია.


ბ11. ზოგიერთ ხელშეკრულებაში სადაზღვევო შემთხვევა ითვალისწინებს ისეთი თანხის გადახდას, რომელიც დაკავშირებულია ფასის ინდექსთან. ამგვარი ხელშეკრულება სადაზღვევო ხელშეკრულება იქნება მაშინ, თუ გადახდა, რომელიც პირობითია სადაზღვევო შემთხვევაზე დამოკიდებულებით, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, მუდმივი პირობითი ანუიტეტი დაკავშირებულია სიცოცხლის ღირებულების ინდექსთან და გადასცემს სადაზღვევო რისკს, ვინაიდან გადახდა დამოკიდებულია განუსაზღვრელ მოვლენაზე – წლიური რენტის მიმღების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ფასის ინდექსთან კავშირი ჩართული წარმოებული ინსტრუმენტია, მაგრამ ისიც ასევე გადასცემს სადაზღვევო რისკს. თუ სადაზღვევო რისკის გადაცემის შედეგი მნიშვნელოვანია, მაშინ ჩართული წარმოებული ინსტრუმენტი აკმაყოფილებს სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტებას და ასეთ შემთხვევაშიც საჭირო არ არის მისი გამოცალკევება და რეალური ღირებულებით შეფასება (იხ. წინამდებარე ფასსის მე7 პუნქტი.



ბ12. სადაზღვევო რისკის განსაზღვრება უკავშირდება რისკს, რომელსაც მზღვეველი იღებს პოლისის მფლობელისაგან. სხვა სიტყვებით, სადაზღვევო რისკი არის წარმოქმნამდე არსებული რისკი, რომელიც პოლისის მფლობელისაგან მზღვეველს გადაეცემა. ამგვარად, ახალი რისკი, რომელიც წარმოიქმნება ხელშეკრულებით, არ არის სადაზღვევო რისკი.

ბ13. სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტება უკავშირდება უარყოფით გავლენას პოლისის მფლობელზე. ეს განმარტება არ ზღუდავს მზღვეველის მხრიდან გადასახდელ თანხას იმ ოდენობით, რომელიც უარყოფითი მოვლენის ფინანსური შედეგის ტოლი იქნება. მაგალითად, ეს განმარტება არ გამორიცხავს `ახალი ძველისათვის~ ტიპის დაფარვას, რომელსაც იხდის მფლობელი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს დაზიანებული ძველი აქტივის ახლით შეცვლა. ანალოგიურად, ეს განმარტება, ვადიანი სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების დროს, არ ზღუდავს იმ ფინანსური ზარალის კომპენსაციისათვის გადახდას, რომელიც განიცადეს გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფმა პირებმა, ასევე არც წინასწარგანსაზღვრული თანხის გადახდას, სიკვდილით ან უბედური შემთხვევით გამოწვეული ზარალის რაოდენობის დასადგენად.


ბ14. ზოგიერთი ხელშეკრულება მაშინ მოითხოვს გადახდას, თუ კონკრეტული განუსაზღვრელი მოვლენა მოხდება, მაგრამ გადახდის წინაპირობად არ მოითხოვს უარყოფით გავლენას პოლისის მფლობელზე. ამგვარი ხელშეკრულება არ არის სადაზღვევო ხელშეკრულება მაშინაც კი, თუ მფლობელი ხელშეკრულებას იყენებს საფუძვლად აღებული რისკის შესასუსტებლად.


 
ფასს 4 მდ

მაგალითად, თუ მფლობელი წარმოებულ ინსტრუმენტს იყენებს ხელშეკრულების საფუძვლად აღებული არაფინანსური ცვლადის ჰეჯირებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამეურნეო სუბიექტის აქტივიდან მისაღებ ფულად ნაკადებთან, ეს წარმოებული ინსტრუმენტი არ იქნება სადაზღვევო ხელშეკრულება, ვინაიდან გადახდა არ არის დამოკიდებული იმაზე, უარყოფით გავლენას იქონიებს თუ არა მფლობელზე აქტივიდან მისაღები ფულადი ნაკადების შემცირება. პირიქით, სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტება უკავშირდება განუსაზღვრელ მოვლენას, რომლისთვისაც უარყოფითი გავლენა პოლისის მფლობელზე წარმოადგენს გადახდის სახელშეკრულებო წინაპირობას. ეს სახელშეკრულებო წინაპირობა მზღვეველს არ ავალდებულებს, რომ გამოიკვლიოს, იწვევს თუ არა მოცემული მოვლენა უარყოფით შედეგს ფაქტობრივად, არამედ უფლებას აძლევს მას, უარი თქვას გადახდაზე, თუ არ დარწმუნდება, რომ მოცემული მოვლენა იწვევს უარყოფით შედეგს.


ბ15. ხელშეკრულების ძალის დაკარგვის ან გახანგრძლივების რისკი (ე.ი. რისკი იმისა, რომ კონტრაგენტი იმაზე ადრე ან გვიან გააუქმებს ხელშეკრულებას, ვიდრე ხელშეკრულების გამცემი მოელოდა ხელშეკრულების ფასწარმოქმნის პირობებით) არ არის სადაზღვევო რისკი, ვინაიდან კონტრაგენტისათვის გადახდა არ არის პირობითი და დამოკიდებული მომავალ განუსაზღვრელ მოვლენაზე, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს კონტრაგენტზე. ანალოგიურად, ხარჯის რისკი (ანუ ხელშეკრულების მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დანახარჯების მოულოდნელი ზრდის რისკი და არა დაზღვეულ მოვლენებთან დაკავშირებული დანახარჯებისა) არ არის სადაზღვევო რისკი, ვინაიდან ხარჯების მოულოდნელი ზრდა უარყოფით გავლენას არ ახდენს კონტრაგენტზე.


ბ16. ამგვარად, ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების გამცემს დამოკიდებულს ხდის ძალის დაკარგვის რისკზე, გახანგრძლივების რისკზე ან ხარჯის რისკზე, არ არის სადაზღვევო ხელშეკრულება, თუ ეს ხელშეკრულება იმავდროულად ხელშეკრულების გამცემს დამოკიდებულს არ ხდის სადაზღვევო რისკზეც. თუმცა, თუ ხელშეკრულების გამცემი ამ რისკს ასუსტებს მეორე ხელშეკრულებით, რომელიც მოცემული რისკის ნაწილს სხვა მხარეს გადასცემს, მაშინ მეორე ხელშეკრულება სხვა მხარეს დამოკიდებულს ხდის სადაზღვევო რისკზე.

ბ17. მზღვეველს პოლისის მფლობელისაგან მხოლოდ მაშინ შეუძლია მნიშვნელოვანი რისკის მიღება, თუ მზღვეველი არის პოლისის მფლობელისაგან განცალკევებული სამეურნეო სუბიექტი. როდესაც მზღვეველი წარმოადგენს პოლისის მფლობელთა ერთობლივი სახსრების მენეჯერს, ის რისკს იღებს თითოეული პოლისის მფლობელისაგან და აერთიანებს ამ რისკს. მართალია, პოლისის მფლობელები ერთობლივად არიან გაერთიანებული რისკის მატარებლები თავიანთ შესაძლებლობებში, როგორც მესაკუთრეები, მაგრამ გაერთიანებული კომპანია მაინც ისეთ რისკს იღებს, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულების არსს.

სადაზღვევო ხელშეკრულების მაგალითები

ბ18. ქვემოთ განხილულია ხელშეკრულებების მაგალითები, რომლებიც მაშინ იქნება სადაზღვევო ხელშეკრულებები, თუ სადაზღვევო რისკის გადაცემა მნიშვნელოვანი იქნება:

ა) ქონების დაზღვევა ქურდობისაგან ან დაზიანებისაგან;

ბ) დაზღვევა პროდუქციის ვალდებულებისაგან, პროფესიული ვალდებულებისაგან, მოქალაქეობრივი ვალდებულებისაგან ან იურიდიული ხარჯებისაგან;

გ) სიცოცხლის დაზღვევა და დაკრძალვის პროცესის მომზადება (მართალია, სიკვდილი გარკვეულია, მაგრამ განუსაზღვრელია, როდის მოხდება სიკვდილი, ან ზოგიერთი ტიპის სიცოცხლის დაზღვევისათვის, როდის მოხდება სიკვდილი დაზღვევით მოცული პერიოდის განმავლობაში);


დ) მუდმივი პირობითი ანუიტეტები და პენსიები (ე.ი. ხელშეკრულებები, რომლებიც კომპენსაციას ითვალისწინებს მომავალი განუსაზღვრელი მოვლენისათვის – რენტის მიმღების ან პენსიონერის სიცოცხლის ხანგრძლივობა – რენტის მიმღებს (ანუიტენტს) ან პენსიონერს ეხმარება შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცხოვრების სტან



 
ფასს 4 მდ

დარტი, რაზედაც სხვა შემთხვევაში უარყოფით გავლენას იქონიებდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა);

ე) შრომისუუნარობა და სამედიცინო დახმარება;

ვ) სხვადასხვა სახის საგარანტიო ვალდებულებები, საიმედოობის ვალდებულებები, შესრულების ვალდებულებები და შეთავაზების ვალდებულებები (ანუ ხელშეკრულებები, რომლებიც კომპენსაციას მაშინ უზრუნველყოფს, თუ მეორე მხარე არ შეასრულებს ამა თუ იმ სახელშეკრულებო ვალდებულებას, მაგალითად, შენობის აშენების ვალდებულებას);

ზ) კრედიტის დაზღვევა, როდესაც ხელშეკრულების მფლობელს გარკვეული თანხა გადაეხდება, თუ ის ზარალს მიიღებს წინასწარ განსაზღვრული დებიტორისაგან ვალის გადაუხდელობის გამო, როდესაც დადგება სავალო ინსტრუმენტის დაფარვის თავდაპირველი ან შეცვლილი ვადა. ამ ხელშეკრულებებს შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა ჰქონდეს, როგორიცაა ფინანსური გარანტია, აკრედიტივი, ან სადაზღვევო ხელშეკრულება. ამასთან, მართალია აღნიშნული ხელშეკრულებები აკმაყოფილებს სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტებას, მაგრამ ასევე აკმაყოფილებს ფასს 9ში მოცემულ ფინანსური გარანტიის კონტრაქტის განმარტებას და ხვდება ბასს 32ისა და ფასს 9ის და არა ამ სტანდარტის მოქმედების სფეროში (იხ. პ.4(დ)). მიუხედავად ამისა, თუ ფინანსური გარანტიის კონტრაქტების ემიტენტმა ადრე აშკარად დაასაბუთა, რომ იგი ამგვარ ხელშეკრულებებს სადაზღვევო ხელშეკრულებებად მიიჩნევს და გამოიყენა სადაზღვევო ხელშეკრულებებისთვის შესაფერისი სააღრიცხვო მიდგომა, მას ასეთი ფინანსური გარანტიის კონტრაქტების აღრიცხვისათვის შეუძლია აირჩიოს ბასს 32ის, ფასს 9ის, ან წინამდებარე სტანდარტის გამოყენება.



თ) პროდუქციასთან დაკავშირებული გარანტიები. პროდუქციასთან დაკავშირებული გარანტიები, რომლებიც გაცემული აქვს სხვა მხარეს მწარმოებლის, დილერის ან საცალო ვაჭრობის საწარმოს მიერ გაყიდული საქონლისათვის, თავსდება წინამდებარე ფასსის მოქმედების სფეროში. თუმცა, თუ პროდუქციასთან დაკავშირებული გარანტიები უშუალოდ მწარმოებლის, დილერის ან საცალო ვაჭრობის საწარმოს მიერ არის გაცემული, ამგვარი ხელშეკრულებები სცილდება ამ სტანდარტის ფარგლებს, ვინაიდან განეკუთვნება ბასს 18ის  ,,ამონაგები’’ და ბასს 37ის  ,,ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები’’ – მოქმედების სფეროს;


ი) საკუთრების უფლებების დაზღვევა (ანუ მიწის საკუთრების უფლებაში ნაკლოვანებების გამოვლენის დაზღვევა, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების დადების დროს არ იყო გამოვლენილი). ასეთ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევა იქნება მიწის უფლებაში გამოვლენილი ნაკლოვანება და არა თავისთავად მიწის დეფექტი;

კ) დახმარება მოგზაურობის დროს (ანუ პოლისის მფლობელისათვის კომპენსაციის გადახდა ფულადი სახსრებით ან ნატურით იმ ზარალისთვის, რომელსაც მიიღებს მოგზაურობის დროს). ამ ტიპის ზოგიერთი ხელშეკრულება განხილულია ბ6 და ბ7 პუნქტებში;

ლ) სტიქიური უბედურებების რისკების დასაზღვევად გამოშვებული ობლიგაციებიი, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი თანხის, პროცენტის ან ორივეს შემცირებულ გადახდას, თუ ესა თუ ის კონკრეტული მოვლენა უარყოფითად იმოქმედებს სავალო ვალდებულებების ემიტენტზე (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვლენა არ წარმოქმნის მნიშვნელოვან სადაზღვევო რისკს, მაგალითად, როდესაც სადაზღვევო შემთხვვევა არის საპროცენტო განაკვეთის ან ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება);


მ) სადაზღვევო სვოპები და სხვა ხელშეკრულებები, რომლებიც მოითხოვს გადახდას კლიმატური, გეოგრაფიული ან სხვა ისეთი ფიზიკური ცვლადების ცვლილებებზე დაყრდნობით, რომელიც დამახასიათებელია ხელშეკრულების რომელიმე მონაწილე მხარისათვის;

ნ) გადაზღვევის ხელშეკრულებები.



 
ფასს 4 მდ

ბ19. ქვემოთ ჩამოთვლილია ხელშეკრულებების მაგალითები, რომლებიც არ წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებას:

ა) საინვესტიციო ხელშეკრულებები, რომლებსაც იურიდიულად სადაზღვევო ხელშეკრულების ფორმა აქვს, მაგრამ მზღვეველი დამოკიდებული არ ხდება მნიშვნელოვან სადაზღვევო რისკზე, მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მზღვეველი არ არის მნიშვნელოვანი სიკვდილიანობის რისკის მატარებელი (ამგვარი ხელშეკრულებები არის არასადაზღვევო ფინანსური ინსტრუმენტები ან მომსახურების ხელშეკრულებები, იხ. პუნქტები ბ20 და ბ21);


ბ) ხელშეკრულებები, რომლებსაც სამრთლებრივად სადაზღვევო ხელშეკრულების ფორმა აქვს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან სადაზღვევო რისკს გადასცემენ პოლისის მფლობელს, არაგაუქმებადი და იძულებითი მექანიზმის მეშვეობით, რომლითაც პოლისის მფლობელისათვის გადახდა ხდება მომავალში მიღებული ზარალის პირდაპირი შედეგის სახით (როგორც წესი, ამგვარი ხელშეკრულებები არის არასადაზღვევო ფინანსური ინსტრუმენტები ან მომსახურების ხელშეკრულებები, იხ. პუნქტები ბ20 და ბ21);

გ) თვითდაზღვევა, სხვა სიტყვებით, იმ რისკის შენარჩუნება, რომელიც უნდა მოეცვა დაზღვევას (ეს არ არის სადაზღვევო ხელშეკრულება, ვინაიდან არ არსებობს ხელშეკრულება სხვა მხარესთან);

დ) ხელშეკრულებები (როგორიცაა სპეკულაციური თამაშები ბირჟაზე), რომლებიც მოითხოვს გადახდას, თუ მოხდება კონკრეტული მომავალი განუსაზღველი მოვლენა, მაგრამ არ მოითხოვს როგორც სახელშეკრულებო გადახდის წინაპირობას, რომ ამ მოვლენამ უარყოფითი გავლენა იქონიოს პოლისის მფლობელზე. თუმცა, ეს ხელს არ უშლის გადახდის პარამეტრის წინასწარ განსაზღვრას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კონკრეტული მოვლენით, როგორიცაა სიკვდილი ან უბედური შემთხვევა, გამოწვეული ზარალის რაოდენობრივი შეფასების გასაკეთებლად (იხ. ასევე პ. ბ13);


ე) წარმოებული ინსტრუმენტები, რომლებიც ერთერთ მხარეს დამოკიდებულს ხდის ფინანსურ რისკზე, მაგრამ არა სადაზღვევო რისკზე, ვინაიდან ეს ინსტრუმენტები მოითხოვს, რომ ამ მხარემ მხოლოდ მაშინ გადაუხადოს მეორეს, თუ შეიცვლება ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლადებიდან: დადგენილი საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ინსტრუმენტის ფასი, საქონლის ფასი, ვალუტის გაცვლითი კურსი, ფასების ინდექსი ან განაკვეთი, კრედიტის რეიტინგი ან კრედიტის ინდექსი, ან სხვა ცვლადები, რომლებიც გაითვალისწინება ისეთი არაფინანსური ცვლადების შემთხვევაში, რომლებიც არ არის დამახასიათებელი ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის (იხ. ფასს 9);


ვ) კრედიტთან დაკავშირებული გარანტიები (ან აკრედიტივი, ან კრედიტის წარმოებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე, ან ხელშეკრულება კრედიტის დაზღვევაზე), რომელიც გადახდას მაშინაც მოითხოვს, თუ მფლობელს ზარალი არ განუცდია დებიტორისგან ვალის გადაუხდელობის გამო, გადახდის ვადის დადგომის დროს (იხ. ფასს 9);

ზ) ხელშეკრულებები, რომლებიც გადახდას მოითხოვს კლიმატური, გეოგრაფიული ან სხვა ფიზიკური ცვლადის მიხედვით, რომელიც არ არის დამახასიათებელი ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის (საერთოდ, მათ უწოდებენ ამინდის წარმოებულებს);

თ) სტიქიური უბედურებების ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს ძირითადი თანხის, პროცენტის ან ორივეს შემცირებულად გადახდას კლიმატურ, გეოგრაფიულ ან სხვა ფიზიკურ ცვლადზე დაყრდნობით, რომელიც დამახასიათებელი არ არის ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის.


ბ20. თუ ბ19 პუნქტში აღწერილი ხელშეკრულებები წარმოქმნის ფინანსურ აქტივებს ან ფინანსურ ვალდებულებებს, მაშინ ისინი განეკუთვნება ფასს 9ის მოქმედების სფეროს. სხვასთან ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეები ხელშეკრულებისათვის იყენებენ მეთოდს, რომელსაც ზოგჯერ სადეპოზიტო ბუღალტრულ აღრიცხვას უწოდებენ, რაც მოიცავს შემდეგს:



 
ფასს 4 მდ

ა) ერთი მხარე მიღებულ კომპენსაციას აღიარებს ფინანსური ვალდებულების და არა ამონაგების სახით;

ბ) მეორე მხარე გადახდილ კომპენსაციას აღიარებს ფინანსური აქტივის და არა ხარჯის სახით.


ბ21. თუ ბ19 პუნქტში აღწერილი ხელშეკრულებები არ წარმოქმნის ფინანსურ აქტივს ან ფინანსურ ვალდებულებას, გამოიყენება ბასს 18. ბასს 18ის თანახმად, ამონაგები, დაკავშირებული ისეთ გარიგებასთან, რომელიც მოიცავს მომსახურების მიწოდებას, აღიარდება გარიგების შესრულების სტადიის მიხედვით, თუ შესაძლებელია ოპერაციის შედეგის საიმედოდ შეფასება.

მნიშვნელოვანი სადაზღვევო რისკი

ბ22. ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის სადაზღვევო ხელშეკრულება, თუ ის გადასცემს მნიშვნელოვან სადაზღვევო რისკს. სადაზღვევო რისკი განხილულია ბ8 – ბ21 პუნქტებში. შემდეგ პუნქტებში განხილულია, როგორ უნდა შეფასდეს, არის თუ არა სადაზღვევო რისკი მნიშვნელოვანი.


ბ23. სადაზღვევო რისკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუ სადაზღვევო შემთხვევას შეუძლია გამოიწვიოს მზღვეველის მხრიდან მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებლის გადახდა რაიმე სცენარით, საიდანაც გამორიცხულია სცენარი, რომელსაც კომერციული შინაარსი არა აქვს (ანუ არა აქვს ხილვადი გავლენა ოპერაციის ეკონომიკურ მხარეზე). თუ მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი გადასახდელი იქნება ისეთი სცენარით, რომელსაც კომერციული შინაარსი აქვს, წინა წინადადების პირობა შეიძლება მაშინაც დაკმაყოფილდეს, თუ სადაზღვევო შემთხვევა უკიდურესად საეჭვოა, ან თუ პირობითი ფულადი ნაკადების მოსალოდნელ დისკონტირებულ ღირებულებას (ანუ ალბათობებით შეწონილ ღირებულებას) მცირე ხვედრითი წილი უკავია დარჩენილი სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების მოსალოდნელ დისკონტირებულ ღირებულებაში.


ბ24. ბ23ში აღწერილი დამატებითი სარგებელი ეხება ისეთ თანხებს, რომელიც აღემატება სადაზღვევო შემთხვევის არ მოხდენის დროს გადასახდელ თანხას (იმ სცენარების გამოკლებით, რომლებსაც არა აქვს კომერციული შინაარსი). ეს დამატებითი თანხები მოიცავს სადაზღვევო მოთხოვნების დამუშავებისა და მოთხოვნების შეფასების დანახარჯებს, მაგრამ არ მოიცავს:

ა) იმ უნარის დაკარგვას, პოლისის მფლობელს დაერიცხოს თანხები მომავალი მომსახურებისათვის. მაგალითად, საინვესტიციო ტიპის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაში, პოლისის მფლობელის სიკვდილი ნიშნავს, რომ მზღვეველი ინვესტიციების მართვის მომსახურებას აღარ აგრძელებს და საფასურს აღარ იღებს ამაში. თუმცა, ამგვარი ეკონომიკური ზარალი მზღვეველისათვის არ ასახავს სადაზღვევო რისკს ზუსტად ისევე, როგორც ერთობლივი სახსრების მენეჯერი არ ხდება დამოკიდებული სადაზღვევო რისკზე, კლიენტის შესაძლო სიკვდილის შემთხვევაში. ამგვარად, ინვესტიციების მართვასთან დაკავშირებით მომავალში მისაღები საფასურის პოტენციური დანაკარგის გათვალისწინება არ გამოდგება იმის შესაფასებლად, რამხელა სადაზღვევო რისკის გადაცემა ხდება ხელშეკრულების შესაბამისად;

ბ) უარი გარდაცვალებასთან დაკავშირებული დანახარჯების უფლებაზე, რომელიც გაწეული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ანულირების ან პოლისის მფლობელის მიერ, ხელშეკრულებაზე ვადაზე ადრე უარის თქმის შემთხვევაში. ვინაიდან ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ დანახარჯების არსებობას, მოცემულ დანახარჯებზე უარის თქმა პოლისის მფლობელს არ უნაზღაურებს წინდაწინ არსებულ რისკს. მაშასადამე, ამგვარი ზარალის გათვალისწინება არ გამოდგება იმის შესაფასებლად, რამხელა სადაზღვევო რისკის გადაცემა ხდება ხელშეკრულების შესაბამისად;

გ) გადახდა, რომელიც დამოკიდებულია ისეთ მოვლენაზე, რომელიც არ იწვევს ხელშეკრულების მფლობელის მნიშვნელოვან ზარალს. მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვს, რომ ხელშეკრულების გამცემმა გადაიხადოს ერთი მილიონი ფულადი ერთეული, თუ აქტივის ფიზიკური დაზიანება იწვევს ერთი ფულადი ერთეულის სიდიდის უმნიშ


 
ფასს 4 მდ

ვნელო ეკონომიკურ ზარალს მფლობელისათვის. ასეთ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების მფლობელი მზღვეველს გადასცემს ერთი ფულადი ერთეულის უმნიშვნელო დანაკარგის რისკს. ამავე დროს, ხელშეკრულება ქმნის არასადაზღვევო რისკს იმისა, რომ ხელშეკრულების გამცემს დასჭირდება 999,999 ფულადი ერთეულის გადახდა, თუ კონკრეტული მოვლენა მოხდება. ვინაიდან ხელშეკრულების გამცემი ხელშეკრულების მფლობელისაგან მნიშვნელოვან სადაზღვევო რისკს არ იღებს, ეს ხელშეკრულება არ არის სადაზღვევო ხელშეკრულება;

დ)  გადაზღვევის შესაძლო ამოღება. მზღვეველი ამას ცალკე ასახავს.

ბ25. მზღვეველმა სადაზღვევო რისკის მნიშვნელობა უნდა შეაფასოს თითოეული განცალკევებული ხელშეკრულებისათვის და არა ფინანსურ ანგარიშგებასთან1 მიმართებით, ხელშეკრულების არსებითობის მიხედვით. ამგვარად, სადაზღვევო რისკი შეიძლება არსებითი იყოს მაშინაც კი, თუ არსებითი ზარალის ალბათობა მინიმალურია ხელშეკრულებების მთლიანი საბუღალტრო წიგნისათვის. რისკის შეფასება ცალცალკე თითოეული ხელშეკრულებისათვის აადვილებს ხელშეკრულების კლასიფიცირებას სადაზღვევო ხელშეკრულებად. თუმცა, თუ ცნობილია, რომ პატარა ხელშეკრულებების შედარებით ერთგვაროვანი წიგნი ისეთი ხელშეკრულებისაგან შედგება, რომლებიც ყველა გადასცემს სადაზღვევო რისკს, მზღვეველს არ ევალება თითოეული ხელშეკრულების შემოწმება ამ წიგნიდან, რათა განსაზღვროს რამდენიმე არაწარმოებული ხელშეკრულება, რომელიც უმნიშვნელო სადაზღვევო რისკს გადასცემს.



ბ26. ბ23  ბ25 პუნქტებიდან გამომდინარეობს, რომ თუ ხელშეკრულება დამზღვევის გარდაცვალების შემთხვევაში იმაზე მეტ თანხას იხდის, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მისი გადარჩენის შემთხვევაში, ხელშეკრულება იქნება სადაზღვევო ხელშეკრულება, თუ გარდაცვალებასთან დაკავშირებული დამატებით გადასახდელი თანხა არ არის უმნიშვნელო (რაც განხილული იქნება მოცემული ხელშეკრულებისათვის და არა ხელშეკრულებების მთელი წიგნის მიმართ). როგორც აღნიშნული იყო ბ24ე (ბ) პუნქტში, უარი გარდაცვალებასთან დაკავშირებული დანახარჯების უფლებაზე, ხელშეკრულების გაუქმების ან პოლისის მფლობელის მიერ ხელშეკრულებაზე ვადაზე ადრე უარის თქმის შემთხვევაში არ გაითვალისწინება სადაზღვევო რისკის მნიშვნელობის შეფასებაში, თუ უარის თქმა პოლისის მფლობელს არ უნაზღაურებს წარმოქმნამდე არსებულ რისკს. ანალოგიურად, ანუიტეტის ხელშეკრულება, რომელიც რეგულარულ თანხებს იხდის პოლისის მფლობელის სიცოცხლის დარჩენილი ნაწილისათვის, არის სადაზღვევო ხელშეკრულება, თუ მუდმივი პირობითი ანუიტეტის გადასახდელი თანხები ერთად აღებული არ არის უმნიშვნელო.


ბ27. ბ23ე პუნქტი ეხება დამატებით სარგებელს. აღნიშნული დამატებითი სარგებელი შეიძლება ითვალისწინებდეს სარგებლის გადახდას სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და გადახდა არ კორექტირდებოდეს ფულის დროითი ღირებულებით. ამის მაგალითია მთლიანი სიცოცხლის დაზღვევა ფიქსირებული თანხით (სხვა სიტყვებით, დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებული სარგებლის გადახდას, პოლისის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, ისე, რომ ხელშეკრულებას დასაფარად ამოწურვის ვადა არა აქვს). უდავოა, რომ პოლისის მფლობელი მოკვდება, მაგრამ გაურკვეველია (განუსაზღვრელია) სიკვდილის თარიღი. მზღვეველი ზარალს იღებს ისეთი ინდივიდუალური ხელშეკრულებებიდან, როდესაც პოლისის მფლობელი ადრე მოკვდება, მაშინაც კი, თუ ხელშეკრულებების მთლიან წიგნში არ დაფიქსირდება საერთო ზარალი.


ბ28. თუ სადაზღვევო ხელშეკრულება დაყოფილი არ არის დეპოზიტურ კომპონენტად და სადაზღვევო კომპონენტად, სადაზღვევო რისკის გადაცემის მნიშვნელობის შეფასება ხდება სადაზღვევო კომპონენტის მიხედვით, ხოლო ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის მიერ გადაცემული სადაზღვევო რისკის მნიშვნელობის შეფასება კი  ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის მიხედვით.






1. ამ მიზნით, განცალკევებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ერთ კონტრაგენტთან დადებული ხელშეკრულება (ან
ხელშეკრულებები, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია).


 
ფასს 4 მდ

ცვლილებები სადაზღვევო რისკის დონეში

ბ29. ზოგიერთი ხელშეკრულება მხოლოდ შემდგომ პერიოდში გადასცემს რაიმე სადაზღვევო რისკს ხელშეკრულების გამცემს, ნაცვლად იმისა რომ დასაწყისში გადასცეს. მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც იძლევა გარკვეულ საინვესტიციო უკუგებას და მოიცავს პოლისის მფლობელის ოფციონს, ინვესტიციიდან მიღებული ამონაგები, ინვესტიციის ვადის გასვლილსას, გამოიყენოს მუდმივი პირობითი ანუიტეტის საყიდლად, ანუიტეტის მიმდინარე განაკვეთით, რომელიც დარიცხული აქვს მზღვეველს სხვა ახალ რენტის მიმღებზე იმ დროს, როდესაც პოლისის მფლობელი ახორციელებს ოფციონს. სანამ ოფციონი არ განხორციელდება, ხელშეკრულება სადაზღვევო რისკს არ გადასცემს ხელშეკრულების გამცემს, ვინაიდან მზღვეველი თავისუფალი რჩება იმისაგან, რომ ანუიტეტის ფასი განსაზღვროს ისეთი მეთოდით, რომელიც ასახავს სადაზღვევო რისკის გადაცემას მზღვეველზე ამ დროისათვის. თუმცა, თუ ხელშეკრულება ადგენს ანუიტეტის განაკვეთს (ან მისი განსაზღვრის საფუძველს), მაშინ ხელშეკრულება დასაწყისშივე სადაზღვევო რისკს გადასცემს ხელშეკრულების გამცემს.


ბ30. ხელშეკრულება, რომელიც კლასიფიცირებულია სადაზღვევო ხელშეკრულებად, სადაზღვევო ხელშეკრულებად რჩება მანამ, სანამ ყველა უფლება და ვალდებულება არ შესრულდება ან ამოიწურება.