ifric 21 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 21

ifric21.pdf
View Download
ფასიკ 21

ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 21

მოსაკრებლები


წყაროები


ბასს 1  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.

ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები.

ბასს 12  `მოგებიდან გადასახადები.

ბასს 20  `სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები.

ბასს 24  `დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები.

ბასს 34  `შუალედური ფინანსური ანგარიშგება.

ბასს 37  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები.

ფასიკ 6  `სპეციფიკურ ბაზარზე მონაწილეობიდან წარმოშობილი ვალდებულებები  ხმარებაში ნამყოფი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები.


ამოსავალი ინფორმაცია


1. სახელმწიფოს შეუძლია მოსაკრებელი დაუწესოს საწარმოს. ფასს-ების ინტერპრეტაციების კომიტეტმა მოთხოვნები მიიღო, რომ დაემუშავებინა მითითებები ფინანსურ ანგარიშგებაში მოსაკრებლების აღრიცხვის წესის შესახებ იმ საწარმოთათვის, რომლებიც იხდიან მოსაკ-რებლებს. საკითხი ეხება იმას, როდის უნდა აღიარდეს ისეთი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც აისახება ბასს 37-ის  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები  შესაბამისად.


მოქმედების სფერო


2. წინამდებარე ინტერპრეტაციაში განხილულია ბასს 37-ის მოქმედების სფეროში მყოფი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღრიცხვის წესი. გარდა ამისა, განხილულია ასევე ისეთი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების სააღრიცხვო მიდგომაც, რომლის გადახდის ვადა და ოდენობა გარკვეულია.


3. ეს ინტერპრეტაცია არ ეხება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღიარების შედეგად წარმოქმნილი დანახარჯების აღრიცხვის წესს. საწარმომ სხვა სტანდარტები უნდა გამოიყენოს იმის დასადგენად, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღიარება აქტივის წარმოშობას იწვევს, თუ ხარჯის.

4. წინამდებარე ინტერპრეტაციის მიზნებისთვის, მოსაკრებელი აღნიშნავს საწარმოდან რესურსების გასვლას, რომელსაც სახელმწიფო კანონმდებლობის (ე.ი. კანონებისა და/ან სხვა ნორმატიული აქტების) შესაბამისად ამოიღებს საწარმოსგან და არ წარმოადგენს:

ა) ისეთი რესურსების გასვლას საწარმოდან, რომლებიც განეკუთვნება სხვა სტანდარტების მოქმედების სფეროს (როგორიცაა, მოგებიდან გადასახადები, რომლებიც განეკუთვნება ბასს 12-ის  `მოგებიდან გადასახადები  მოქმედების სფეროს); და

ბ) ჯარიმებს, ან სხვა სახის საურავებს, რომელთა გადახდა საწარმოს ეკისრება კანონმდებლობის დარღვევის გამო.
 





 
ფასიკ 21

`სახელმწიფო აღნიშნავს მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და სხვა ანალოგიურ ადგილობ-რივ, ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანოებს.

5. თანხა, რომელსაც საწარმო იხდის სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების შესა-ბამისად აქტივის შესაძენად, ან სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის, არ აკმა-ყოფილებს მოსაკრებლის განმარტებას.

6. საწარმოს არ ევალება წინამდებარე ინტერპრეტაციის გამოყენება ვალდებულებებთან მიმართებით, რომლებიც წარმოიშობა გარემოს დამაბინძურებელი გამონაბოლქვების/ნარ-ჩნების ნებართვებით ვაჭრობის პროგრამების შედეგად.

განსახილველი საკითხები


7. იმისათვის, რომ ნათელი გახდეს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღრიცხვის წესი, მოცემულ ინტერპრეტაციაში განხილულია შემდეგი საკითხები:

ა) რას წარმოადგენს მავალდებულებელი მოვლენა, რომელიც იწვევს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღიარებას?

ბ) მომავალ პერიოდში საქმიანობის გაგრძელების ეკონომიკური აუცილებლობა წარმოშობს მოსაკრებლის გადახდის კონსტრუქციულ მოვალეობას, რომელიც უნდა შესრულდეს ამ მომავალ პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად?

გ) ფუნქციონირებადი საწარმოს დაშვება გულისხმობს იმას, რომ საწარმოს გააჩნია მოსაკრებლის გადახდის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც უნდა შესრულდეს დადგენილ მომავალ პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად?

დ) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღიარება უნდა განხორციელდეს დროის რომელიმე მომენტში ერთჯერადად, თუ, ზოგ შემთხვევაში, განხორციელდება თანდათა-ნობითYგარკვეული პერიოდის განმავლობაში?

ე) რას წარმოადგენს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღიარების გამომწვევი მავალდებულებელი მოვლენა, რომელიც მაშინ უნდა შესრულდეს, როდესაც მიღწეული იქნება საქმიანობის რაღაც მინიმალური ზღვრული დონე?

ვ) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების აღიარების პრინციპები ერთნაირია წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და შუალედური ფინანსური ანგარიშგებისთვის?

კონსენსუსი


8. მავალდებულებელი მოვლენა, რომელიც წარმოშობს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას, არის საქმიანობა, რომლის შედეგადაც წარმოიშობა მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. მაგალითად, თუ საქმიანობა, რომელიც სავალდებულოს ხდის მოსაკრებლის გადახდას, არის ამონაგების მიღება მიმდინარე პერიოდში და მოსაკრებლის გამოთვლა ხდება წინა პერიოდში მიღებული ამონაგების საფუძველზე, ამგვარი მოსაკ-რებლისთვის მავალდებულებელი მოვლენა იქნება ამონაგების მიღება მიმდინარე პერიოდში. წინა პერიოდში ამონაგების მიღება აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ წარმოიშვას მიმდინარე მოვალეობა.

9. მომავალ პერიოდში საქმიანობის გაგრძელების ეკონომიკური აუცილებლობა არ წარმოშობს საწარმოსთვის მოსაკრებლის გადახდის კონსტრუქციულ მოვალეობას, რომელიც უნდა შესრულდეს ამ დადგენილ მომავალ პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად.

10. ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფუნქციონირებადი საწარმოს დაშვების საფუძველზე არ გულისხმობს იმას, რომ საწარმოს გააჩნია მოსაკრებლის გადახდის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც უნდა შესრულდეს მომავალ პერიოდში საქმიანობის განხორციელების შედეგად.
 


 
ფასიკ 21

11. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება თანდათანობით აღიარდება იმ შემთხვევაში, როდესაც მავალდებულებელი მოვლენა ხდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ე.ი. თუ საქმიანობა, რომლის შედეგადაც წარმოიშობა მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობა კანონმდებლობის შესაბამისად, ხორციელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში). მაგალითად, თუ მავალდებულებელ მოვლენას წარმოადგენს ამონაგების მიღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი ვალდებულება აღიარდება იმის შესაბამისად, როგორც საწარმო იღებს ამონაგებს.

12. თუ მოსაკრებლის გადახდის მოვალეობა მაშინ წარმოიშობა, როდესაც მიღწეული იქნება საქმიანობის გარკვეული მინიმალური ზღვრული დონე, ამგვარი მოვალეობის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულების სააღრიცხვო მიდგომა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე ინტერპრეტაციის მე-8-14 პუნქტებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს (კერძოდ, მე-8 და მე-11 პუნქტების პრინციპებს). მაგალითად, თუ მავალდებულებელი მოვლენა არის საქმიანობის მინიმალური ზღვრული დონის მიღწევა (როგორიცაა, მაგალითად მიღებული ამონაგების, ან განხორციელებული რეალიზაციის, ან წარმოებული პროდუქციის მინიმალური ოდენობა), შესაბამისი ვალდებულება მაშინ აღიარდება, როდესაც საქმიანობის მინიმალური ზღვრული დონე მიღწეული იქნება.

13. საწარმომ შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებაშიც აღიარებისთვის იგივე პრინციპები უნდა გამოიყენოს, რომელსაც იყენებს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში. აქედან გამომდინარე, შუალედურ ფინანსურ ანგარიშგებაში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება:

ა) არ უნდა აღიარდეს, თუ არ არსებობს მოსაკრებლის გადახდის მიმდინარე მოვალეობა შუალედური საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს; და

ბ) უნდა აღიარდეს, თუ შუალედური საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებობს მოსაკრებლის გადახდის მიმდინარე მოვალეობა.

14. საწარმომ უნდა აღიაროს აქტივი, თუ მას წინასწარ აქვს გადახდილი მოსაკრებელი, მაგრამ ჯერ არ გააჩნია მოსაკრებლის გადახდის მიმდინარე მოვალეობა.
 

 
ფასიკ 21


დანართი ა

ძალაში შესვლის თარიღი და მოცემულ ინტერპრეტაციაზე გადასვლა


წინამდებარე დანართი ინტერპრეტაციის განუყოფელი ნაწილია და ისეთივე ძალა აქვს, რაც ინტერპრეტაციის სხვა ნაწილებს.


ა1. საწარმომ წინამდებარე ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს 2014 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. ნებადართულია ინტერპრეტაციის ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ინტერპრეტაციას გამოიყენებს 2014 წლის 1 იანვრამდე დაწყებული წლიური პერიოდისთვის, მან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა განმარტოს ეს ფაქტი.


ა2. წინამდებარე ინტერპრეტაციის პირველად გამოყენების შედეგად გამოწვეული სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები უნდა აისახოს რეტროსპექტულად ბასს 8-ის  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები  შესაბამისად.