ifric 12 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 12

ifric12.pdf
View Download
ფასიკ 12 სმ


ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 12

მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებები


წყაროები


ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები~1.

ფასს 1 _ `ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პირველად გამოყენება.~

ფასს 7 _ `ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები~.

ფასს 9 _ `ფინანსური ინსტრუმენტები~

ბასს 8 _ `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები~.

ბასს 11 _ `სამშენებლო კონტრაქტები~.

ბასს 16 _ `ძირითადი საშუალებები~.

ბასს 17 _ `იჯარა~.

ბასს 18 _ `ამონაგები~.

ბასს 20 _ `სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები~.

ბასს 23 _ `სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები~.

ბასს 32 _ `ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა~.

ბასს 36  _ `აქტივების გაუფასურება~.

ბასს 37 _ `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები~.

ბასს 38 _ `არამატერიალური აქტივები~.

ფასიკ 4 _ `როგორ განვსაზღვროთ, შეიცავს თუ არა შეთანხმება იჯარას~.

იმკ-29 _`მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმება: განმარტებითი შენიშვნები~2

ამოსავალი ინფორმაცია


1. ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი მომსახურების ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: გზები, ხიდები, გვირაბები, ციხეები, საავადმყოფოები, აეროპორტები, წყალმომარაგების სისტემები, ელექტროენერგიისა და ტელესაკომუნიკაციო ქსელები _ როგორც ტრადიციულად სახელმ-წიფოს მიერ იყო აშენებული, სახელმწიფოს ხელშია, ის მართავს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

2. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო იყენებს სახელშეკრულებო მომსახურების შეთანხმებებს, ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნაში, დაფინანსებაში, მართვასა და ექსპლუატაციაში კერძო სექტორის მონაწილეობის მისაღებად. ინფრასტრუქტურა შეიძლება უკვე არსებობდეს ან იქმნებოდეს (შენდებოდეს) მომსახურებაზე დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. წინამდებარე ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში, როგორც წესი, ხვდება კერძო სექტორის საწარმო (ოპერატორი), რომელიც საზოგადოებრივი მომსახურებისათვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას ქმნის ან აუმჯობესებს (მაგალითად, მისი სიმძლავრის გაზრდით) და ახორციელებს ამ ინფრასტრუქტურის მართვასა და ექსპლუ-



1. 2010 წლის სექტემბერში ბასსს-მა სტრუქტურული საფუძვლები ჩაანაცვლა `ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლებით~.

2. იმკ-29  _ `მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებები _ განმარტებითი შენიშვნები~ _ ჩაანაცვლა ფასიკ 12-მა.


 
ფასიკ 12 სმ

ატაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ოპერატორს გაწეული მომსახურებისათვის უხდიან შეთანხმების ვადის მანძილზე. შეთანხმებას არეგულირებს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ეფექტიანობის სტანდარტებს, ფასების კორექტირების მექნიზმებს და ღონისძიებებს სადავო საკითხების საარბიტრაჟო წესით მოსაგვარებლად. ამგვარ შეთანხმებას ხშირად უწოდებენ `მშენებლობა-ექსპლუატაცია-გადაცემა~, ან `რეკონსტრუქ-ცია-ექსპლუატაცია-გადაცემა~ ან `საზოგადოებრივ-კერძო~ ტიპის მომსახურებაზე კონცესიურ შეთანხმებას.

3. ზემოაღნიშნული შეთანხმებების დამახასიათებელი თავისებურებაა ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი მომსახურების ტიპის სახელშეკრულებო მოვალეობის განხორციელება. სახელმწიფო პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებას გაუწიოს ინფრა-სტრუქტურასთან დაკავშირებული მომსახურება, იმის მიუხედავად, ვინ ახორციელებს ამ მომსახურებას. მომსახურებაზე შეთანხმება ხელშეკრულების მეშვეობით ოპერატორს ავალდებულებს, საზოგადოებას გაუწიოს მომსახურება საჯარო სექტორის იურიდიული პირის სახელით. სხვა დამახასიათებელი ნიშნებია:

ა) მხარე, რომელიც იძლევა მომსახურებაზე შეთანხმებას (ნებართვის გამცემი) არის საჯარო სექტორის იურიდიული პირი, მათ შორის სამთავრობო ორგანო, ან კერძო სექტორის საწარმო, რომელზეც დელეგირებულია მომსახურების გაწევის პასუხის-მგებლობა;

ბ) ოპერატორი პასუხისმგებელია სულ მცირე ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავ-შირებული მომსახურების გარკვეული ასპექტების მენეჯმენტზე მაინც და არა მარტო იმაზე, რომ იმოქმედოს ნებართვის გამცემის სახელით;

გ) კონტრაქტი განსაზღვრავს საწყის ფასებს, რომელიც ოპერატორმა უნდა ამოიღოს და არეგულირებს ფასების გადასინჯვასა და შესწორებას მომსახურებაზე შეთანხმების ვადის განმავლობაში;

დ) ოპერატორს ევალება, რომ ნებართვის გამცემს ინფრასტრუქტურა გადასცეს წინასწარ განსაზღვრული გარკვეული პირობით შეთანხმების ვადის ბოლოს, მცირე ან არაზრდადი ანაზღაურების სანაცვლოდ, იმის მიუხედავად, რომელმა მხარემ დააფინანსა ინფრას-ტრუქტურა თავდაპირველად.

მოქმედების სფერო


4. წინამდებარე ინტერპრეტაცია მითითებებს იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღრი-ცხოს ოპერატორმა `საზოგადოებრივ-კერძო~ ტიპის მომსახურებაზე კონცესიური შეთან-ხმებები.

5. ეს ინტერპრეტაცია მაშინ გამოიყენება `საზოგადოებრივ-კერძო~ ტიპის მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებისათვის, თუ:

ა) ნებართვის გამცემი აკონტროლებს ან არეგულირებს, რა სახის მომსახურება უნდა გასწიოს ოპერატორმა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ვის უნდა გაუწიოს და რა ფასად; და

ბ) ნებართვის გამცემი მფლობელობის, ბენეფიციარული უფლებამოსილების ან სხვა გზით აკონტროლებს ინფრასტრუქტურაში შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის ბოლოს დარჩენილ მნიშვნელოვან წილს.

6. ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება `საზოგადოებრივ-კერძო~ ტიპის მომსახურებაზე კონცესიურ შეთანხმებებში მთელი სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში (აქტივების მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში), მოცემული ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში თავსდება, თუ სრულდება 5 (ა) პუნქტში განსაზღვრული პირობები. მგ1-მგ8 პუნქტებში მოცემულია მითითებები, თუ როგორ უნდა დადგინდეს `საზოგადოებრივ-კერძო~ ტიპის მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმება ხვდება თუ არა წინამდებარე ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში და რა ხარისხით.







 
ფასიკ 12 სმ

7. ეს ინტერპრეტაცია გამოიყენება ორივე შემთხვევაში:

ა) ინფრასტრუქტურისათვის, რომელსაც ოპერატორი ქმნის (აშენებს) ან მესამე მხარისაგან იძენს მომსახურებაზე შეთანხმებისათვის; და

ბ) არსებული ინფრასტრუქტურისათვის, რომელსაც ნებართვის გამცემი ხელმისაწვდომს ხდის ოპერატორისათვის მომსახურებაზე Dშეთანხმების მიზნებისათვის.

8. ინტერპრეტაცია არ განსაზღვრავს, როგორ უნდა აღირიცხოს ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ოპერატორი ფლობდა მომსახურებაზე შეთანხმების დადებამდე და აღიარებული იყო როგორც ძირითადი საშუალება. ამგვარი ინფრასტრუქტურის მიმართ გამოიყენება ფასს-ით გათვალისწინებული აღიარების შეწყვეტის მოთხოვნები (რომელიც ჩამოყალი-ბებულია ბასს 16-ში).

9. ინტერპრეტაცია არ განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის წესებს ნებართვის გამცე-მისთვის.


განსახილველი საკითხები


10. მოცემული ინტერპრეტაცია ადგენს მომსახურებაზე კონცესიური შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობებისა და შესაბამისი უფლებების აღიარებისა და შეფასების ზოგად პრინციპებს. მომსახურებაზე კონცესიურ შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებით შენიშვნებში გასაშუქებელი ინფორმაციისთვის მოთხოვნები მოცემულია იმკ-

29-ში. წინამდებარე ინტერპრეტაცია ეხება შემდეგ საკითხებს:

ა) ინფრასტრუქტურაზე ოპერატორის უფლებების აღრიცხვის წესს;

ბ) შეთანხმებით გათვალისწინებული ანაზღაურების აღიარებასა და შეფასებას;

გ) მომსახურების შექმნას ან გაუმჯობესებას;

დ) საექსპლუატაციო მომსახურებას;

ე) სესხით სარგებლობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს;

ვ) ფინანსური აქტივისა და არამატერიალური აქტივის შემდგომი აღრიცხვის წესს; და

ზ) ნებართვის გამცემის მიერ ოპერატორისათვის გადაცემულ ინფრასტრუქტურის ელემენტებს.


კონსენსუსი


ინფრასტრუქტურაზე ოპერატორის უფლებების აღრიცხვის წესი

11. ინფრასტრუქტურა, რომელიც წინამდებარე ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში ხვდება, არ უნდა აღიარდეს როგორც ოპერატორის ძირითადი საშუალება, ვინაიდან მომსახურების სახელშეკრულებო შეთანხმება არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მომსახურების ინფრა-სტრუქტურის გამოყენებაზე კონტროლის უფლების გადაცემას ოპერატორზე. საზოგადოებ-რივი მომსახურების გასაწევად ოპერატორს შეუძლია ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია ნებართვის გამცემის სახელით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

შეთანხმებით გათვალისწინებული ანაზღაურების აღიარება  და შეფასება

12. წინამდებარე ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში მყოფი სახელშეკრულებო შეთან-ხმებების პირობების თანახმად, ოპერატორი მოქმედებს როგორც მომსახურების მომწოდე-ბელი. ოპერატორი ქმნის ან აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას (სამშენებლო ან სარეკონ-სტრუქციო მომსახურება), რომელიც გამოიყენება საზოგადოებრივი მომსახურების გასა-წევად, ამუშავებს და მიმდინარე ტექნიკურ და სარემონტო მომსახურებას უწევს ამ ინფრასტრუქტურას (საექსპლუატაციო მომსახურება) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.







 
ფასიკ 12 სმ

13. ოპერატორმა შესრულებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ამონაგები უნდა აღიაროს და შეაფასოს ბასს 11-ისა და ბასს 18-ის შესაბამისად. თუ ოპერატორი ერთზე მეტი სახეობის მომსახურებას ასრულებს (მაგ., მშენებლობას ან რეკონსტრუქციას და საექსპლუატაციო მომსახურებას) ერთი ხელშეკრულების ან შეთანხმების ფარგლებში, მიღებული ან მისაღები ანაზღაურება უნდა განაწილდეს გაწეული მომსახურების სახეობების რეალური ღირებულებების მიხედვით, როდესაც შესაძლებელია ამ თანხების ცალ-ცალკე იდენტიფიცირება. ანაზღაურების ხასიათი განსაზღვრავს მის შემდგომ სააღრიცხვო მიდგომას. მიღებული ანაზღაურების შემდგომი აღრიცხვის წესი ფინანსურ აქტივად და არამატერიალურ აქტივად დაწვრილებით ახსნილია ქვემოთ, 23-26 პუნქტებში.

სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო მომსახურება

14. ოპერატორმა ამონაგები და მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული დანახარჯები უნდა აღრიცხოს ბასს 11-ის შესაბამისად.

ნებართვის გამცემის მიერ ოპერატორისთვის მიცემული ანაზღაურება

15. თუ ოპერატორი აშენებს ან რეკონსტრუქციას აწარმოებს, მან მიღებული ან მისაღები ანაზღაურება უნდა აღიაროს რეალური ღირებულებით. ანაზღაურებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლებების წარმოშობა:

ა) ფინანსურ აქტივზე; ან

ბ) არამატერიალურ აქტივზე.

16. ოპერატორმა ფინანსური აქტივი უნდა აღიაროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ოპერატორს აქვს უპირობო სახელშეკრულებო უფლება, გაწეული სამშენებლო მომსახურებისათვის მიიღოს ფულადი სახსრები ან სხვა ფინანსური აქტივი ნებართვის გამცემისაგან ან მისი მითითებით; ნებართვის გამცემს მცირე თავისუფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ, თავი აარიდოს გადახდას, როგორც წესი, იმის გამო, რომ შეთანხმებას კანონის ძალა აქვს. ოპერატორს მაშინ აქვს ფულადი სახსრების მიღების უპირობი სახელშეკრულებო უფლება, თუ ნებართვის გამცემი ხელშეკრულებით იძლევა ოპერატორისთვის გადახდის გარანტიას (ა) წინასწარ განსაზღვრული ან განსაზღვრადი თანხის ან (ბ) დანაკლისის, რომელიც წარმოიშობა საზოგადოებრივი მომსახურების მომხმარებლებისაგან მიღებულ თანხასა და წინასწარ განსაზღვრულ ან განსაზღვრად თანხებს შორის განსხვავებით, მაშინაც კი, თუ გადახდა პირობითია იმ თვალსაზრისით, რომ ითვალისწინებს ოპერატორის მხრიდან გარკვეული პირობების შესრულებას ინფრასტრუქტურის ხარისხის ან მწარმოებლურობის დონის მოთხოვნების შესახებ.

17. ოპერატორმა არამატერიალური აქტივი უნდა აღიაროს იმის გათვალისწინებით, რამდენადაც ის იღებს უფლებას (ლიცენზიას), ფასი დაუწესოს საზოგადოებრივი მომსახურების მომხმარებლებს. საზოგადოებრივი მომსახურების მომხმარებლებისათვის ფასის დაწესება არ არის ფულის მიღების უპირობო უფლება, რადგან ეს თანხები პირობითია იმ დონეზე, რა დონეზეც საზოგადოება იყენებს ამ მომსახურებას.

18. თუ ოპერატორს სამშენებლო მომსახურებისათვის ნაწილობრივ ფინანსური აქტივით უხდიან და ნაწილობრივ _ არამატერიალური აქტივით, აუცილებელია ოპერატორის ანაზღაურების თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე აღრიცხვა. მიღებული ან მისაღები ანაზღაურება ორივე კომპონენტის მიხედვით თავდაპირველად უნდა აღიარდეს მიღებული ან მისაღები ანაზღაურების რეალური ღირებულებით.

19. ნებართვის გამცემის მიერ ოპერატორისათვის მიცემული ანაზღაურება უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების პირობებისა და, თუ არსებობს, შესაბამისი კანონის მიხედვით.

საექსპლუატაციო მომსახურება

20. ოპერატორმა საექსპლუატაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ამონაგები და დანახარჯები უნდა აღრიცხოს ბასს 18-ის შესაბამისად.






 
ფასიკ 12 სმ

სახელშეკრულებო მოვალეობები ინფრასტრუქტურის რესტავრაციის შესახებ საექსპლუატაციოდ ვარგის წინასწარ დადგენილ დონემდე

21. ოპერატორს შეიძლება ჰქონდეს სახელშეკრულებო მოვალეობები, რომ მან უნდა შეას-რულოს გარკვეული სალიცენზიო პირობა (ა) შეინარჩუნოს ინფრასტრუქტურა საექსპლუ-ატაციოდ საიმედო წინასწარ განსაზღვრულ დონეზე ან (ბ) აღადგინოს ინფრასტრუქტურა წინასწარ განსაზღვრულ გარკვეულ კონდიციამდე, სანამ ნებართვის გამცემს გადაეცემა მომსახურებაზე შეთანხმების ბოლოს. ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო მოვალეობები ინფრასტრუქტურის მიმდინარე ტექნიკური მომსახურების ან რესტავრაციის შესახებ, მისი გაუმჯობესების ელემენტების გარდა (იხ. პ. 14), უნდა აღიარდეს და შეფასდეს ბასს 37-ის შესაბამისად, ე.ი. ეს მოვალეობები უნდა იყოს იმ დანახარჯების საუკეთესო შეფასება, რომელიც საჭირო იქნება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული მიმდინარე მოვალეობის შესასრულებლად.


ოპერატორის მიერ გაწეული სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები

22. ბასს 23-ის თანახმად, ამ შეთანხმებაზე მისაკუთვნებელი სესხით სარგებლობის დანახარჯები უნდა აღიარდეს იმ პერიოდის ხარჯად, როდესაც დანახარჯი გაიწევა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ოპერატორს აქვს არამატერიალური აქტივის მიღების (საზოგადოებრივი მომსა-ხურების მომხმარებლებისათვის ფასების დაწესების უფლება) სახელშეკრულებო უფლება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლებელია შეთანხმებაზე მისაკუთვნებელი სესხით სარგებ-ლობის დანახარჯების კაპიტალიზაცია შეთანხმების სამშენებლო ეტაპის განმავლობაში, ბასს 23-ის ნებადართული ალტერნატიული მეთოდის შესაბამისად.

ფინანსური აქტივი

23. ბასს 32, ფასს 7 და ფასს 9 გამოიყენება ისეთი ფინანსური აქტივისათვის, რომელიც აღიარებულია მე-16 და მე-18 პუნქტების შესაბამისად.

24. თანხა, რომელიც მისაღებია ნებართვის გამცემისაგან ან მისი მითითებით, აღირიცხება ფასს

9-ის შესაბამისად:

ა) ამორტიზებადი ღირებულებით; ან

ბ) რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით;

25. თუ ნებართვის გამცემისაგან მისაღები თანხა აღირიცხება ამორტიზებადი ღირებულებით, ფასს 9 მოითხოვს, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდით გამოთვლილი პროცენტი აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

არამატერიალური აქტივი

26. მე-17 და მე-18 პუნქტების მიხედვით აღიარებული არამატერიალური აქტივების მიმართ გამოიყენება ბასს 38. ბასს 38-ის 45-47-ე პუნქტებში მოცემულია მითითებები იმის შესახებ, როგორ უნდა შეფასდეს არამატერიალური აქტივები, რომლებიც შეძენილია არაფულად აქტივზე ან აქტივებზე, ან ერთობლივად ფულად და არაფულად აქტივებზე გაცვლის შედეგად.

ნებართვის გამცემის მიერ ოპერატორზე გადაცემული ინფრასტრუქტურის ელემენტები

27. მე-11 პუნქტის თანახმად, ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლის სარგებლობის უფლებაც ოპერატორს მიღებული აქვს ნებართვის გამცემისაგან მომსახურებაზე შეთანხმების მიზნებისათვის, არ აღიარდება ოპერატორის ძირითადი საშუალების სახით. ნებართვის გამცემმა ოპერატორს შეიძლება სხვა აქტივებიც გადასცეს, რომლებიც ოპერატორს შეუძლია თავისთან დაიტოვოს ანუ გამოიყენოს თავისი სურვილისამებრ. თუ ამგვარი აქტივები წარმოადგენს გაწეული მომსახურებისათვის ნებართვის გამცემის მიერ ოპერატორისათვის გადასახდელი ანაზღაურების ნაწილს, ისინი არ მიიჩნევა სახელმწიფო გრანტად ბასს 20-ის


 
ფასიკ 12 სმ

განმარტების თანახმად. ისინი აღიარდება როგორც ოპერატორის აქტივები, შეფასდება რეალური ღირებულით თავდაპირველი აღიარებისას. ოპერატორმა უნდა აღიაროს ვალდებულება შეუსრულებელი მოვალეობებისთვის, რომლებიც აღებული აქვს ამ აქტივების სანაცვლოდ.


ძალაში შესვლის თარიღი


28. საწარმომ წინამდებარე ინტერპრეტაცია უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2008 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ. დასაშვებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ამ ინტერპრეტაციას 2008 წლის 1 იანვრამდე დაწყებული პერიოდისათვის გამოიყენებს, მან ამის შესახებ უნდა აღნიშნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.


28ა. [გაუქმებულია]

28ბ. [გაუქმებულია]

28გ. ფასს 9-ის 2013 წლის ნოემბრის შეცვლილმა ვერსიამ გა,ოიწვია 23_25-ე პუნქტების შეცვლა და 238ა_28ბ პუნქტების გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 9-ის 2013 წლის ნოემბრის შეცვლილ ვერსიას.


გარდამავალი დებულებები


29. 30-ე პუნქტის პირობით, სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა აღირიცხება ბასს 8-ის შესაბა-მისად, რეტროსპექტულად.

30. თუ მომსახურების რომელიმე კონკრეტული შეთანხმებისათვის შეუძლებელია, რომ ოპე-რატორმა ეს ინტერპრეტაცია რეტროსპექტულად გამოიყენოს ყველაზე ადრინდელი წარ-დგენილი პერიოდისთვის, მაშინ მან:

ა) უნდა აღიაროს ფინანსური აქტივები და არამატერიალური აქტივები, რომლებიც არ-სებობდა ყველაზე ადრე წარდგენილი პერიოდის დასაწყისში;

ბ) ამ ფინანსური და არამატერიალური აქტივებისათვის (მიუხედავად ადრინდელი კლასი-ფიკაციისა) ადრინდელი საბალანსო ღირებულებები ისე უნდა გამოიყენოს, როგორც მოცემული თარიღისათვის არსებული საბალანსო ღირებულებები; და

გ) უნდა შეამოწმოს აღიარებული ფინანსური და არამატერიალური აქტივების გაუფასურება ამ თარიღისათვის, თუ შესაძლებელია, ხოლო თუ შეუძლებელია ამის გაკეთება, მაშინ ამ თანხების გაუფასურება უნდა შემოწმდეს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის და-საწყისში.





 
ფასიკ 12 სმ


დანართი ა

მითითებები გამოყენებაზე


წინამდებარე დანართი დაერთვის, მაგრამ არ არის ინტერპრეტაციის ნაწილი.

მოქმედების სფერო (პ.5)


მგ1. მოცემული ინტერპრეტაციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურა მაშინ ხვდე-ბა მოცემული ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში, როდესაც შემდეგი პირობები არ-სებობს:


ა) ნებართვის გამცემი აკონტროლებს ან არეგულირებს, რა სახის მომსახურება უნდა გასწიოს ოპერატორმა ინფრასტრუქტრით, ვის უნდა გაუწიოს და რა ფასად; და

ბ) ნებართვის გამცემი მფლობელობის, ბენეფიციარული უფლებამოსილების ან სხვა გზით აკონტროლებს ინფრასტრუქტურაში დარჩენილ რაიმე წილს შეთანხმებით გათვალის-წინებული ვადის ბოლოს.


მგ2. (ა) პუნქტში ხსენებული კონტროლის ან რეგულირების განხორციელება შესაძლებელია ხელ-შეკრულების მეშვეობით ან რაიმე სხვა გზით (მაგალითად, მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით) და ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, როდესაც ნებართვის გამცემი ყიდუ-ლობს მთელ პროდუქციას, ასევე ისეთსაც, როდესაც მთელ ან გარკვეული რაოდენობის პროდუქციას სხვა მომხმარებლები ყიდულობენ. ამ პირობის გამოყენებისას, ნებართვის გამცემი და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული მხარე ერთად უნდა იყოს განხილული. თუ ნებართვის გამცემი საჯარო სექტორის იურიდიული პირია, მაშინ ამ ინტერპრეტაციის მიზნებისათვის, საჯარო სექტორი მთლიანად, ნებისმიერ მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად, რომელიც მოქმედებს საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, განხილულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემთან დაკავშირებულ მხარედ.


მგ3. (ა) პირობის მიზნებისათვის, ნებართვის გამცემს არ სჭირდება, რომ ჰქონდეს სრული კონტროლი ფასზე: საკმარისია, ნებართვის გამცემი, ხელშეკრულება ან მარეგულირებელი ორგანო არეგულირებდეს ფასს, მაგალითად, ფასის ზღვრის განსაზღვრის მექანიზმით. ამასთან, ეს პირობა უნდა გამოიყენებოდეს შეთანხმების შინაარსის მიმართ. არაარსებითი ხასიათის პარამეტრები, როგორიცაა, ქეფი (ზედა ზღვარი), რომელიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება, უგულებელყოფილ უნდა იქნეს. შესაბამისად, თუ, მაგალითად, ხელშეკრულება ოპერატორს თავისუფლებას აძლევს ფასების განსაზღვრაში, მაგრამ მოგების ნებისმიერი ნამეტი თანხა ნებართვის გამცემს უბრუნდება, ოპერატორის შემოსავალი `შემოსაზღვრულია~ და კონტროლის არსებობის შესამოწმებელი ფასის ელემენტი არსებობს.


მგ4. (ბ) პირობის მიზნებისათვის, ნებართვის გამცემის კონტროლმა, რომელიც იარსებებს ინ-ფრასტრუქტურის ნებისმიერ მნიშვნელოვან დარჩენილ წილზე, უნდა შეზღუდოს ოპერა-ტორის პრაქტიკული შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურის გაყიდვის ან დაგირავების და ნებართვის გამცემს უნდა მისცეს მუდმივი უფლება მის გამოყენებაზე, შეთანხმების ვადის განმავლობაში. ინფრასტრუქტურაში დარჩენილი წილი არის ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეფასებული ღირებულება, იმის გათვალისწინებით, თითქოს ის უკვე იმ ასაკისაა და ისეთ მდგომარეობაშია, რომელიც ივარაუდებოდა შეთანხმების ვადის ბოლოს.


მგ5. კონტროლი უნდა გაიმიჯნოს მენეჯმენტისგან. თუ ნებართვის გამცემი ინარჩუნებს მე-5 (ა) პუნქტში აღწერილ კონტროლის დონეს და მნიშვნელოვან დარჩენილ წილს ინფრას-ტრუქტურაში, ოპერატორი ინფრასტრუქტურას მხოლოდ ნებართვის გამცემის სახელით მართავს, ხშირ შემთხვევაში მაშინაც კი, თუნდაც მას მართვის საკითხებში ფართო თავისუფალი მოქმედების უფლება ჰქონდეს მიცემული.





 
ფასიკ 12 სმ

მგ6. (ა) და (ბ) პირობები ერთად განსაზღვრავს, როდის აკონტროლებს ნებართვის გამცემი ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მის საჭირო განახლებას (იხ. პ.21), ინფრასტრუქტურის ეკონომიკური მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში. მაგალითად, თუ ოპერატორმა ინფრასტრუქტურის რომელიმე ელემენტის რაღაც ნაწილი გაანახლა შეთანხმების ვადის განმავლობაში (მაგ., გზის ზედა საფარი ან შენობის სახურავი), მაშინ ინფრასტრუქტურის ეს ელემენტი მთლიანობაში უნდა იქნეს განხილული. ამდენად, (ბ) პირობა დაკმაყოფილებული იქნება მთელი ინფრასტრუქტურისათვის, მათ შორის, იმ ნაწილისთვისაც, რომელიც ოპერატორმა გაარემონტა, თუ ნებართვის გამცემი აკონტროლებს ამ ნაწილის საბოლოო განახლებაში მნიშვნელოვან ნარჩენ წილს.


მგ7. ზოგჯერ ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაწილობრივ რეგულირდება მე-5 (ა) პუნქტში აღწერილი გზით და ნაწილობრივ არ რეგულირდება. ამასთან, აღნიშნული შეთანხმებები შეიძლება მრავალი ფორმით არსებობდეს:

ა) ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც ფიზიკურად განცალკევებულია და შესაძ-ლებელია მისი დამოუკიდებლად მართვა და ამავე დროს აკმაყოფილებს ბასს 36-ის ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულის განმარტებას, ცალკე უნდა იქნეს გან-ხილული, თუ ის მთლიანად არარეგულირებადი მიზნებისათვის გამოიყენება. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს საავადმყოფოს კერძო ნაწილს, როდესაც საავად-მყოფოს დარჩენილ ნაწილს ნებართვის გამცემი იყენებს არაკერძო პაციენტების მომსახურებისათვის.


ბ) როდესაც წმინდა დამხმარე საქმიანობები (მაგალითად, საავადმყოფოს მაღაზია) არარე-გულირებადია, მაშინ კონტროლის არსებობა ისე უნდა შემოწმდეს, თითქოს ეს მომსახურებები საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან თუ ნებართვის გამცემი მომსა-ხურებას მე-5 პუნქტში აღწერილი გზების მსგავსად აკონტროლებს, დამხმარე საქმია-ნობების არსებობა ხელს არ უშლის ნებართვის გამცემს ინფრასტრუქტურაზე კონ-ტროლის განხორციელებაში.


მგ8. ოპერატორს შეიძლება უფლება ჰქონდეს, გამოიყენოს მგ7(ა) პუნქტში აღწერილი განცალ-კევებადი ინფრასტრუქტურა ან მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება მგ7(ბ) პუნქტში აღწერილი დამხმარე არარეგულირებადი მომსახურების გასაწევად. ნებისმიერ შემთხვე-ვაში, შინაარსით ეს შეიძლება იყოს ნებართვის გამცემისგან ოპერატორზე გადაცემული იჯარა; თუ ასეა, იგი უნდა აღირიცხოს ბასს 17-ის შესაბამისად.