ifric 06 ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 6

ifric06.pdf
View Download
ფასიკ 6

ფასიკ-ის ინტერპრეტაცია 6

სპეციფიკურ ბაზარზე მონაწილეობიდან წარმოშობილი ვალდებულებები – ხმარებაში ნამყოფი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები


წყაროები


ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები.

ბასს 37  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები.

ამოსავალი ინფორმაცია


1. ბასს 37-ის  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები მე-17 პუნქტში აღნიშნულია, რომ მავალდებულებელი მოვლენა არის წარსული მოვლენა, რომელიც მიმდინარე მოვალეობას იწვევს და საწარმოს არ გააჩნია წარსული მოვლენის შედეგად წარ-მოქმნილი მოვალეობის შესრულების გარდა სხვა რეალური ალტერნატივა

2. ბასს 37-ის მე-19 პუნქტში აღნიშნულია: ანარიცხებად აღიარდება მხოლოდ `ის მოვალეობები, რომლებიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და არსებობს საწარმოს მომავალი ქმედებებისაგან დამოუკიდებლად.

3. ევროკავშირის დირექტივამ `ხმარებაში ნამყოფი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ (WE&EE), რომელიც არეგულირებს ხმარებაში ნამყოფი მოწყობილობების შეგროვებას, დამუშავებას, აღდგენასა და ეკოლოგიურად მისაღები წესით განთავსებას, კითხვები დაბადა იმის შესახებ, თუ როდის უნდა აღიარებულიყო ვალდებულება ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციიდან ამოღებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული დირექტივა განასხვავებს ხმარებაში ნამყოფ `ახალ” და `ძველ” მოწყობილობებს, ასევე მოსახლეობიდან ჩასაბარებელ, ხმარებაში ნამყოფ საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობებსა და სხვა წყაროებიდან წარმოქმნილ ხმარებაში ნამყოფ მოწყობილობებს. ხმარებაში ნამყოფი `ახალი მოწყობილობები მოიცავს 2005 წლის 13 აგვისტოს შემდეგ გაყიდულ პროდუქციას. ამ დირექტივის მიზნებისათვის, ზემოაღნიშნულ თარიღამდე გაყიდული მოსახლეობიდან ჩასაბარებელი ყველანაირი საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობები ხმარებაში ნამყოფ `ძველ მოწყობი-ლობებად მიიჩნევა.



4. დირექტივაში აღნიშნულია, რომ ხმარებაში ნამყოფი, მოსახლეობიდან ჩასაბარებელი `ძველი მოწყობილობების ნარჩენების მართვის დანახარჯი თავის თავზე უნდა აიღონ ამ ტიპის მოწყობილობების მწარმოებლებმა, რომლებიც ბაზარზე მოქმედებენ თითოეული წევრი ქვეყნის კანონმდებლობის მიერ დადგენილი სპეციალური პერიოდის (შესაფასებელი პერიოდის) განმავლობაში. დირექტივაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მწარმოებლები დანახარჯებს პროპორციულად გადაინაწილებენ ანუ იმ წილის პროპორციულად, რომელიც უკავიათ აღნიშნული მოწყობილობების ბაზარზე.
 


ფასიკ 6

5. ინტერპრეტაციაში გამოყენებული ტერმინები: `ბაზრის წილი” და `შესაფასებელი პერიოდი” შეიძლება განსხვავებულად იყოს განსაზღვრული ცალკეული წევრი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით. მაგალითად, შესაფასებელი პერიოდის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ერთი წელი ან მხოლოდ ერთი თვე. ანალოგიურად, ბაზრის წილის შეფასება და მოვალეობის სიდიდის გამოთვლის ფორმულა (წესი) შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ეროვნულ კანონმდებლობაში. თუმცა, ყველა ეს მაგალითი მხოლოდ ისეთი ვალდებულების შეფასებაზე ახდენს გავლენას, რომელიც არ ხვდება მოცემული ინტერპრეტაციის მოქმედების სფეროში.

მოქმედების სფერო


6. წინამდებარე ინტერპრეტაციაში მოცემულია სახელმძღვანელო მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღიარონ ფინანსურ ანგარიშგებაში მწარმოებლებმა ხმარებაში ნამყოფი მოწყობილობების ნარჩენების მართვის ვალდებულებები, ევროკავშირის ზემოაღნიშნული დირექტივის მიხედვით, მოსახლეობიდან ჩასაბარებელი `ძველი მოწყობილობების გაყიდ-ვებთან დაკავშირებით.


7. მოცემული ინტერპრეტაცია ეხება მხოლოდ მოსახლეობიდან ჩასაბარებელ, ხმარებაში ნამყოფ მოწყობილობებს და არ ეხება სხვა წყაროებიდან წარმოქმნილ ხმარებაში ნამყოფ არც `ახალ და არც `ძველ მოწყობილობებს. ასეთი სახის ხმარებაში ნამყოფი მოწყობილობების ნარჩენების მართვის ვალდებულება სათანადოდ არის მოცული ბასს 37-ით. ამასთან, თუ ეროვნულ კანონმდებლობაში, მოსახლეობიდან ჩასაბარებელი, ხმარებაში ნამყოფი `ახალი მოწყობილობები მოსახლეობიდან ჩასაბარებელი ხმარებაში ნამყოფი `ძველი მოწყობი-ლობების მსგავსად განიხილება, მაშინ წინამდებარე ინტერპრეტაციის პრინციპები გამოიყენება ბასს 8-ის მე-10-12 პუნქტებში მოცემული იერარქიის შესაბამისად. ბასს 8-ის იერარქია გამოიყენება სხვა მარეგულირებელი ნორმების (წესების) მიმართაც, რომლებიც ვალდებუ-ლებების დასაკისრებლად ევროკავშირის დირექტივით განსაზღვრული დანახარჯების მიკუთვ-ნების მოდელის მსგავს მოდელს ითვალისწინებს.


განსახილველი საკითხი


8. ფასიკ-ს სთხოვეს აეხსნა, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციიდან ამოღების კონტექსტში, რა იქნება მავალდებულებელი მოვლენა ბასს 37-ის მე-14(ა) პუნქტის მიხედვით, ხმარებაში ნამყოფი მოწყობილობების ნარჩენების მართვის დანახარჯების შესა-ბამისი ანარიცხების ასაღიარებლად:

მოსახლეობიდან ჩასაბარებელი `ძველი მოწყობილობების წარმოება თუ გაყიდვა?

შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში ბაზარზე მონაწილეობა?

ხმარებაში ნამყოფი მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებებისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობა?
 

 
ფასიკ 6

კონსენსუსი


9. ბასს 37-ის მე-14(ა) პუნქტის მიხედვით, მავალდებულებელ მოვლენას წარმოადგენს შესა-ფასებელ პერიოდში ბაზარზე მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობიდან ჩასაბარებელი `ძველი მოწყობილობებისათვის ნარჩენების მართვის დანახარჯების ვალდე-ბულება არ წარმოიქმნება პროდუქციის წარმოების ან გაყიდვის დროს. ვინაიდან `ძველი საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობებისთვის მოვალეობა შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში ბაზარზე მონაწილოებას უკავშირდება და არა გასასხვისებელი პროდუქციის წარმოებას ან გაყიდვას, არ იარსებებს არანაირი ვალდებულება, თუ არ არსებობს ბაზრის წილი შესაფასებელ პერიოდში. მავალდებულებელი მოვლენის დროითი ჩარჩოები შეიძლება ასევე არ იყოს დამოკიდებული იმ კონკრეტულ პერიოდზე, რომლის დროსაც ხმარებაში ნამყოფი მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებები ტარდება და გაიწევა შესაბამისი დანახარჯები.



ძალაში შესვლის თარიღი


10. საწარმო წინამდებარე ინტერპრეტაციას გამოიყენებს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2005 წლის 1 დეკემბერს ან მის შემდეგ. რეკომენდებულია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ინტერპრეტაციას 2005 წლის 1 დეკემბრამდე გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

გარდამავალი დებულებები


11. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები უნდა აისახოს ბასს 8-ის შესაბამისად.