ias 40 ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40

ias40.pdf
View Download
ბასს 40 დს

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40

საინვესტიციო ქონება

მიზანი


1. წინამდებარე სტანდარტის მიზანია, განისაზღვროს საინვესტიციო ქონების აღრიცხვის მეთოდი და მოთხოვნები ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების მიმართ.

მოქმედების სფერო


2. წინამდებარე სტანდარტის გამოყენება უნდა მოხდეს საინვესტიციო ქონების აღიარების, ღირებულების განსაზღვრისა და განმარტებითი შენიშვნების მომზადებისათვის.

3. სხვა საკითხებთან ერთად, სტანდარტი ეხება მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარის ხელშეკრულებით ფლობილი, საინვესტიციო ქონებრივი ინტერესის შეფასების საკითხს ფინანსურ ანგარიშგებაში წარსადგენად, ასევე მეიჯარის მიერ ჩვეულებრივი იჯარით გაცემული საინვესტიციო ქონების შეფასებას ფინანსურ ანგარიშგებაში წარსადგენად. წინამდებარე სტანდარტი არ იხილავს იმ საკითხებს, რომლებსაც არეგულირებს ბასს 17  `იჯარა, რაც მოიცავს:

ა) იჯარის კლასიფიცირებას ჩვეულებრივ  ან ფინანსურ იჯარად;

ბ) საინვესტიციო ქონებიდან მიღებული საიჯარო შემოსავლების აღიარებას (იხ. ასევე ბასს 18  `ამონაგები);

გ) ფინანსური იჯარით მიღებული ქონების ღირებულების შეფასებას მოიჯარის ფინანსურ ანგარიშგებაში;

დ) ფინანსურ იჯარაში წმინდა საიჯარო ინვესტიციის შეფასებას მეიჯარის ფინანსურ ანგარიშგებაში;

ე) აქტივის უკუიჯარის პირობით გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვას;

ვ) ფინანსური იჯარისა  და ჩვეულებრივი იჯარის შესახებ ინფორმაციის გახსნას.

4. წინამდებარე სტანდარტი არ ეხება :

ა) სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ აქტივებს (იხ. ბასს 41  `სოფლის მეურნეობა); და

ბ) ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და სხვა მსგავსი არაგანახლებადი სასარგებლო წიაღისეულის მარაგსა და მოპოვების უფლებებს.

განმარტებები


5. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

საბალანსო ღირებულება არის თანხა, რომლითაც აქტივი აღიარდება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში.

თვითღირებულება არის ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების გადახდილი თანხა, ან აქტივის სანაცვლოდ გადაცემული სხვა სახის კომპენსაციის რეალური ღირებულება აქტივის შესყიდვის ან მშენებლობის დამთავრების მომენტისათვის ან, სადაც გამოყენებადია სხვა ფასსის, მაგალითად, ფასს 3 ,,საწარმოთა გაერთიანება გარკვეული მოთხონების შესაბამისად, თავდაპირველი აღიარებისას აქტივზე მიკუთვნებული თანხა.

რეალური ღირებულება არის ფასი, რომელიც მიღებული ან გადახდილი იქნებოდა აქტივის გაყიდვიდან ან ვალდებულების გადაცემისას, შეფასების თარიღისთვის ბაზრის მონაწილეებს შორის ნებაყოფლობით განხორციელებული ოპერაციის დროს. (იხ. ფასს 13  `რეალური ღირებულების შეფასება).

საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობები ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავ


 
ბასს 40 დს

ლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა:

ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის;

ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში.

მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება არის ქონება, რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის.

ქონების კლასიფიკაცია საინვესტიციო ქონებად, ან მესაკუთრის მიერ

დაკავებულ ქონებად


6. ქონებრივი ინტერესი, რომელიც მოიჯარეს გააჩნია ჩვეულებრივი იჯარით, შეიძლება კლასიფიცირებულ და აღრიცხულ იქნეს საინვესტიციო ქონების სახით, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ქონება სხვა მხრივ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ქონების განმარტებას და მოიჯარე აქტივის აღიარებისათვის გამოიყენებს 3355ე პუნქტებში განხილულ რეალური ღირებულების მოდელს. ასეთი კლასიფიკაციის ალტერნატივა მისაღებია განცალკევებულად ასახული ქონებისათვის. თუმცა, როდესაც ასეთი კლასიფიკაციის ალტერნატივა შერჩეულია ჩვეულებრივი იჯარით გაცემული რომელიმე ქონებრივი ინტერესისათვის, ყველა ქონება, რომელიც კლასიფიცირებულია საინვესტიციო ქონებად, აისახება რეალური ღირებულების მოდელით. როდესაც შერჩეულია ზემოაღნიშნული კლასიფიკაციის ალტერნატივა, ამგვარად კლასიფიცირებული ყველა ქონება ჩაირთვება 7478ე პუნქტებით მოთხოვნილ განმარტებით შენიშვნებში.

7. საინვესტიციო ქონებას ფლობენ საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით. ამრიგად, საინვესტიციო ქონების საშუალებით ხდება საწარმოს სხვა აქტივებისაგან დამოუკიდებლად ფულადი ნაკადის გამომუშავება. ზემოთ აღნიშნული განასხვავებს საინვესტიციო ქონებას მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონებისაგან. საქონლის წარმოება ან მიწოდება, მომსახურების გაწევა (ან ქონების გამოყენება ადმინისტრაციული მიზნებისათვის) ქმნის ფულადი სახსრების ნაკადს, რომელიც დაკავშირებულია არა მარტო ქონებასთან, არამედ წარმოების ან მიწოდების პროცესში გამოყენებულ სხვა აქტივებთან. ბასს 16  `ძირითადი საშუალებები”  ეხება მესაკუთრის მიერ დაკავებულ ქონებას.

8. ქვემოთ მოყვანილია საინვესტიციო ქონების მაგალითები:

ა) მიწა, რომელსაც ფლობენ უფრო კაპიტალის გრძელვადიანი ზრდისათვის, ვიდრე მიმდინარე საქმიანობის პროცესში მოკლე ვადაში გასაყიდად;

ბ) მიწა, რომელსაც ამჟამად ფლობენ, მაგრამ განუსაზღვრელია მისი სამომავლო გამოყენების წესი (იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს ჯერ არ განუსაზღვრია, გამოიყენოს თუ არა მიწა, როგორც მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება ან გაყიდოს ის მიმდინარე საქმიანობის პროცესში მოკლე ვადაში, ის მიიჩნევა კაპიტალის გაზრდის მიზნით გამოყენებულ ქონებად);


გ) შენობა, რომელიც არის ანგარიშვალდებული საწარმოს საკუთრებაში (ან ფლობს ანგარიშვალდებული საწარმო ფინანასური იჯარით) და გაცემულია ერთი ან რამდენიმე ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულებით;

დ) თავისუფალი შენობა, რომელსაც ფლობენ მომავალში ერთი ან რამდენიმე კონტრაქტით, ჩვეულებრივი იჯარით გასაცემად;

ე) ქონება, რომელიც შენდება ან რეკონსტრუქცია უტარდება იმ მიზნით, რომ მომავალში გამოიყენონ, როგორც საინვესტიციო ქონება.

9. ქვემოთ მოყვანილია იმ ქონების მაგალითები, რომლებიც არ წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას და, შესაბამისად, არ შედის წინამდებარე სტანდარტის მოქმედების სფეროში:




 
ბასს 40 დს

ა) ქონება, რომელიც გამიზნულია გასაყიდად ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში, ან შენდება ან რეკონსტრუქცია უტარდება ამგვარი გაყიდვის მიზნით (იხ ბასს 2  `სასაქონლომატერიალური ფასეულობები). მაგალითად, ქონება, რომელიც შეძენილია მხოლოდ და მხოლოდ ახლო მომავალში გასაყიდად ან რეკონსტრუქციის შემდეგ გაყიდვის მიზნით;

ბ) ქონება, რომელიც შენდება ან რეკონსტრუქცია უტარდება მესამე მხარის სახელით (იხ. ბასს 11 `სამშენებლო კონტრაქტები);

გ) მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება (იხ. ბასს 16), იმ ქონების (სხვა ობიექტებთან ერთად) ჩათვლით, რომელსაც ფლობენ მომავალში მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების სახით გამოყენების მიზნით; ქონება, რომელსაც ფლობენ შემდგომი რეკონსტრუქცისა და მის შემდეგ მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების სახით გამოყენების მიზნით; საწარმოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ქონება (მიუხედავად იმისა, იხდიან თუ არა იჯარის თანხას საბაზრო განაკვეთების შესაბამისად) და გასხვისებისთვის განკუთვნილი მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება;

დ) [გაუქმებულია]

ე) ქონება, რომელიც გადაცემულია სხვა საწარმოზე ფინანსური იჯარის ხელშეკრულებით.

10. გარკვეული სახის ქონება შედგება ერთი ისეთი ნაწილისგან, რომელსაც ფლობენ საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის გაზრდის მიზნით, ხოლო დანარჩენი ნაწილი გამოიყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, ან მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ხსენებული ნაწილების ცალცალკე გაყიდვა, საწარმო მათ ცალცალკე აღრიცხავს. თუ შეუძლებელია ამ ნაწილების ცალცალკე გაყიდვა (ან ფინანსური იჯარით გადაცემა), ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, ან მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის.

11. გარკვეულ შემთხვევებში, საწარმო დამატებით მომსახურებას უწევს იმ პირებს, რომლებსაც უკავიათ მისი კუთვნილი ქონება. ასეთ შემთხვევაში, საწარმო ამ ქონებას განიხილავს როგორც საინვესტიციო ქონებას, თუ ხსენებული მომსახურება წარმოადგენს მთლიანი ხელშეკრულების უმნიშვნელო ნაწილს. მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს შემთხვევა, როდესაც ოფისის შენობის მესაკუთრე მოიჯარეებს ისეთ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა ოფისის დაცვა და ოფისის შენახვა.

12. სხვა შემთხვევაში, გაწეული მომსახურება მნიშვნელოვანია. მაგალითად: თუ საწარმო ფლობს და მართავს სასტუმროს, სტუმრებისათვის გაწეული მომსახურება წარმოადგენს მთლიანი მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, სასტუმრო, რომელიც იმართება მისი მესაკუთრის მიერ, წარმოადგენს მესაკუთრის მიერ დაკავებულ ქონებას და არა საინვესტიციო ქონებას.

13. შესაძლებელია გაძნელდეს იმის დადგენა, თუ რამდენად დიდი უნდა იყოს დამატებითი მომსახურების მოცულობა, რათა ქონება ვერ ხვდებოდეს საინვესტიციო ქონების კატეგორიაში. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში სასტუმროს მფლობელი მესამე მხარეს გადასცემს თავისი უფლებების ნაწილს მართვის ხელშეკრულებით. ამგვარი ხელშეკრულების პირობები შეიძლება იცვლებოდეს ძალზე ფართო სპექტრში. სპექტრის ერთ მხარეზე მესაკუთრე შეიძლება წარმოადგენდეს პასიურ ინვესტორს. სპექტრის მეორე მხარეზე მესაკუთრე უბრალოდ მესამე მხარეს გადასცემს გარკვეულ ყოველდღიურ ფუნქციებს, თუმცა დაიტოვებს სასტუმროს მართვიდან მიღებული ფულადი სახსრების ნაკადის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკის მნიშვნელოვან ნაწილს.

14. იმის დასადგენად, კლასიფიცირებულ იქნეს თუ არა ქონება საინვესტიციო ქონებად, საჭიროა განსჯა. განსჯისათვის საწარმო შეიმუშავებს სათანადო კრიტერიუმებს და თანამიმდევრულად გამოიყენებს მათ წინამდებარე სტანდარტის მე7, მე13 პუნქტებში მოყვანილი საინვესტიციო ქონების განსაზღვრისა და მითითებების შესაბამისად. 75 (გ) პუნქტით საწარმოს მოეთხოვება გაამჟღავნოს ხსენებული კრიტერიუმები, როდესაც კლასიფიცირება იწვევს გარკვეულ სიძნელეებს.




 
ბასს 40 დს

14ა. განსჯა საჭიროა ასევე იმის დასადგენადაც, საინვესტიციო ქონების შეძენა აქტივის შეძენაა, თუ აქტივების ჯგუფის, თუ საწარმოთა გაერთიანება, რომელიც განეკუთვნება ფასს 3ის  `საწარმოთა გაერთიანება  მოქმედების სფეროს. საწარმომ უნდა მიმართოს ფასს 3ს, რათა დაადგინოს, შეძენა არის თუ არა საწარმოთა გაერთიანება. წინამდებარე სტანდარტის 714 პუნქტებში მოცემული განხილვა ეხება იმის დადგენას, ქონება მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონებაა, თუ საინვესტიციო ქონება და არა იმას, ქონების შეძენა არის თუ არა საწარმოთა გაერთიანება, ფასს 3ის განმარტების თანახმად. იმისათვის, რომ საწარმომ განსაზღვროს, ესა თუ ის კონკრეტული ოპერაცია აკმაყოფილებს თუ არა საწარმოთა გაერთიანების განმარტებას, როგორც ეს განსაზღვრულია ფასს 3ში და მოიცავს თუ არა საინვესტიციო ქონებას წინამდებარე სტანდარტის განმარტების მიხედვით, აუცილებელია ორივე სტანდარტის ცალცალკე გამოყენება.


15. ზოგიერთ შემთხვევაში, საწარმოს გააჩნია ქონება, რომელიც გაცემულია იჯარით სათავო ან სხვა შვილობილ საწარმოზე ან დაკავებულია მათ მიერ. ასეთ შემთხვევაში, კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში ქონება არ კლასიფიცირდება საინვესტიციო ქონების სახით, რადგან ეს ქონება, ჯგუფის თვალსაზრისით, არის მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება. თუმცა ცალკე ქონების მესაკუთრე საწარმოს პოზიციიდან, ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი აკმაყოფილებს სტანდარტის მე5 პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, მეიჯარე თავის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ქონებას ასახავს საინვესტიციო ქონების სახით.

აღიარება


16. საინვესტიციო ქონება უნდა აღიარდეს აქტივად მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც:

ა) მოსალოდნელია, რომ საწარმო მიიღებს ამ ქონებასთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს;

ბ) შესაძლებელია საინვესტიციო ქონების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება.

17. საწარმო აღიარების ამ პრინციპით აფასებს ყველა საინვესტიციო ქონებაზე დანახარჯებს მათი გაწევისთანავე. ეს დანახარჯები მოიცავს საინვესტიციო ქონების შეძენის თავდაპირველ დანახარჯებს და აღდგენისა და მოქმედებაში მოყვანის დანახარჯებს.

18. მე16 პუნქტის აღიარების პრინციპით, საწარმო საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულებაში არ აღიარებს ასეთი აქტივის ყოველდღიური მომსახურების დანახარჯებს. ეს დანახარჯები გაწევისთანავე აღიარდება მოგებაში ან ზარალში. მომსახურების ყოველდღიური დანახარჯები, უმთავრესად, არის შრომითი და გამოყენებული მასალის დანახარჯები და შეიძლება მოიცავდეს სხვა უმნიშვნელო დანახარჯებსაც. ასეთი დანახარჯების მიზანი ხშირად უკავშირდება ქონების `რემონტსა და ექსპლუატაციას.

19. საინვესტიციო ქონების ნაწილი შეიძლება მიღებულ იქნეს შეცვლის გზით. მაგალითად, შიდა კედლის შეცვლა ახალი კედლით. აღიარების პრინციპის მიხედვით, საწარმო არსებული ქონების ნაწილის შეცვლის ხარჯებს საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულებაში აღიარებს გაწევისთნავე, თუ გაწეული დანახარჯები აკმაყოფილებს აღიარების კრიტერიუმებს. შეცვლილი ნაწილის საბალანსო ღირებულების აღიარების შეწყვეტა ხდება წინამდებარე სტანდარტის აღიარების შეწყვეტის მოთხოვნების შესაბამისად. P

შეფასება აღიარებისას


20. საწყის ეტაპზე საინვესტიციო ქონება უნდა შეფასდეს თვითღირებულებით. გარიგების ხარჯები ჩაირთვება საწყის შეფასებაში.

21. შეძენილი საინვესტიციო ქონების ღირებულება მოიცავს შესყიდვის ფასსა და ნებისმიერ უშუალოდ მიკუთვნებად დანახარჯებს. უშუალოდ მიკუთვნებადი დანახარჯები მოიცავს, მაგალითად, პროფესიული იურიდიული მომსახურების ჰონორარს, გადასახადს ქონების გადაცემაზე და გარიგების სხვა ხარჯებს.

22. [გაუქმებულია]


 
ბასს 40 დს

23. საინვესტიციო ქონების ღირებულებას არ ზრდის:

ა) გაშვების დანახარჯები (თუ ისინი აუცილებელი არაა ქონების იმ აუცილებელ მდგომარეობამდე მოსაყვანად, რომ შესაძლებელი იყოს მათი ფუნქციონირება ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ რეჟიმში);

ბ) საოპერაციო დანაკარგები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მანამ, სანამ საინცესტიციო ქონება მიაღწევდა ექსპლუატაციის დაგეგმილ დონეს, ან

გ) მშენებლობის ან რეკონსტრუქციის პროცესში გაწეული მასალის, შრომის ან სხვა რესურსების ზენორმატიული ხარჯები.

24. თუ მოხდა საინვესტიციო ქონების საფასურის გადახდის გადავადება, ღირებულება უტოლდება მისი ნაღდი ფულით გადასახდელი ფასის ეკვივალენტს. სხვაობა ამ თანხასა და მთლიანად გადახდილ თანხას შორის უნდა აღიარდეს, როგორც კრედიტის პერიოდში გაწეული საპროცენტო ხარჯები.

25. ფინანსური იჯარით მიღებული და საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული ქონებრივი ინტერესის თავდაპირველი თვითღირებულება ისე უნდა დადგინდეს, როგორც განსაზღვრულია ფინანსური იჯარისათვის ბასს 17ის მე20 პუნქტით, ე.ი. აქტივი უნდა აღიარდეს მის რეალურ ღირებულებასა და მინიმალური საიჯარო გადასახდელის დისკონტირებულ ღირებულებას შორის უმცირესი თანხით. ეკვივალენტური თანხა უნდა აღიარდეს ვალდებულების სახით იმავე პუნქტის შესაბამისად.

26. იჯარისათვის გადახდილი ნებისმიერი დამატებითი თანხა (პრემია) ამ მიზნისთვის განიხილება მინიმალური საიჯარო გადასახდელების ნაწილად და ამიტომ ჩაირთვება აქტივის თვითღირებულებაში, მაგრამ გამოაკლდება ვალდებულებას. თუ საიჯარო ქონებრივი ინტერესი კლასიფიცირებულია საინვესტიციო ქონების სახით, მაშინ ქონებრივი ინტერესი იქნება რეალური ღირებულებით ასახული მუხლი და არა თვითონ ქონება. ქონებრივი ინტერესის რეალური ღირებულების განსაზღვრის მითითებები მოცემულია რეალური ღირებულების მოდელთან დაკავშირებით, ფასს 13ის 3335ე, მე40, 41ე, 48ე, 50ე და 52ე პუნქტებში. ეს მითითებები ასევე გამოდგება რეალური ღირებულების განსაზღვრის დროს, როდესაც რეალური ღირებულება გამოიყენება როგორც თვითღირებულება თავდაპირველი აღიარების მიზნებისათვის.

27. ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს არაფულად აქტივზე ან აქტივებზე, ან ფულად და არაფულად აქტივებზე კომბინირებულად გაცვლით. ქვემოთ მოტანილი მსჯელობა ეხება ერთი არაფულადი აქტივის მეორეზე გაცვლას, მაგრამ იგი ასევე გამოიყენება წინა წინადადებაში აღწერილი გაცვლებისათვის. ასეთი საინვესტიციო ქონების ღირებულება ფასდება რეალური ღირებულებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც (ა) გაცვლის გარიგებას არ გააჩნია კომერციული შინაარსი ან (ბ) მიღებული და დათმობილი აქტივებიდან არც ერთის რეალური ღირებულება არ არის საიმედოდ შეფასებადი. მიღებული აქტივი ამგვარად ფასდება მაშინაც, როდესაც საწარმოს არ შეუძლია დათმობილი აქტივის აღიარების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. თუ შეძენილი აქტივი რეალური ღირებულებით ვერ ფასდება, მისი ღირებულება ფასდება დათმობილი აქტივის საბალანსო ღირებულებით.


28. საწარმო გაცვლითი ოპერაციიდან მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების მოცულობის გათვალისწინებით განსაზღვრავს, გააჩნია თუ არა გაცვლით ოპერაციას კომერციული შინაარსი. გაცვლის ოპერაციას აქვს კომერციული შინაარსი, თუ:

ა) მიღებული აქტივის ფულადი ნაკადების მახასიათებლები (რისკი, ვადები და ოდენობა) განსხვავდება დათმობილი აქტივის ფულადი ნაკადების მახასიათებლისაგან;

ბ) საწარმოს ოპერაციების მოცემული ნაწილიდან საწარმოსათვის სპეციფიკურ ღირებულებაზე გავლენას ახდენს გარიგების ცვლილება, როგორც გაცვლის შედეგი; და

გ) განსხვავება (ა) და (ბ) პუნქტებში მნიშვნელოვანია გაცვლილი აქტივების რეალური ღირებულების მიმართ.





 
ბასს 40 დს

გაცვლითი ოპერაციის კომერციული შინაარსის განსაზღვრის დროს, ოპერაციების მოცემული ნაწილის საწარმოსათვის სპეციფიკურმა ღირებულებამ, რომელზეც გავლენას ახდენს მოცემული ოპერაცია, უნდა ასახოს დაბეგვრის შემდგომი ფულადი ნაკადები.

29. მიიჩნევა, რომ აქტივის რეალური ღირებულება საიმედოდ შეფასებადია, თუ (ა) რეალური ღირებულების გონივრული შეფასებების დიაპაზონში ცვალებადობა მნიშვნელოვანი არ არის მოცემული აქტივისათვის, ან (ბ) ამ დიაპაზონის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა შეფასების ალბათობის გონივრულად განსაზღვრა და მისი გამოყენება რეალური ღირებულების შესაფასებლად. თუ საწარმოს შეუძლია საიმედოდ განსაზღვროს მიღებული ან დათმობილი აქტივის რეალური ღირებულება, მაშინ რეალური ღირებულების შესაფასებლად გამოიყენება დათმობილი აქტივის რეალური ღირებულება, თუ მიღებული აქტივის რეალური ღირებულება უფრო აშკარად ნათელი არაა.

შეფასება აღიარების  შემდეგ


სააღრიცხვო პოლიტიკა

30. 32ა და 34ე პუნქტებში აღწერილის გამონაკლისების გარდა, საწარმომ თავისი სააღრიცხვო პოლიტიკის სახით უნდა შეარჩიოს, ან რეალური ღირებულების მოდელი 3355ე პუნქტების შესაბამისად, ან თვითღირებულების მოდელი 56ე პუნქტის შესაბამისად და ეს პოლიტიკა გამოიყენოს ყველა საინვესტიციო ქონებისათვის.

31. ბასს 8ის  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები”

 შესაბამისად სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებები დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლის შედეგად, საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში მოვლენები და სამეურნეო ოპერაციები წარმოდგენილი იქნება უფრო მისაღები ფორმით. ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალური ღირებულების მოდელიდან თვითღირებულების მოდელზე გადასვლა გამოიწვევს საწარმოს ანგარიშგების უფრო მისაღები ფორმით წარმოდგენას.

32. წინამდებარე სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა საწარმომ განსაზღვროს საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება ან რეალური ღირებულების შეფასების მიზნებისათვის (თუ საწარმო იყენებს რეალური ღირებულების მოდელს), ან შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების მიზნით (თუ იგი თვითღირებულების მოდელს იყენებს). სასურველია, თუმცა სავალდებულო არაა, რომ საწარმომ საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება ისეთი დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შესრულებული შეფასების საფუძველზე დაადგინოს, რომელსაც გააჩნია აღიარებული და პროფესიული კვალიფიკაცია და გააჩნია იმავე კატეგორიისა და იმავე ადგილმდებარეობის საინვესტიციო ქონების შეფასების საქმეში თანამედროვე გამოცდილება, როგორიც შესაფასებელი ქონებაა.

32ა. საწარმოს შეუძლია:

ა) შეარჩიოს რეალური ღირებულების მოდელი ან თვითღირებულების მოდელი ყველა საინვესტიციო ქონებისათვის, რომლითაც უზრუნველყოფილია ვალდებულება, რომლის დაფარვა უშუალოდ დაკავშირებულია საინვესტიციო ქონებაში შემავალი გარკვეული აქტივების რეალურ ღირებულებასთან ან უკუგებასთან; და

ბ) შეარჩიოს რეალური ღირებულების მოდელი ან თვითღირებულების მოდელი ყველა სხვა საინვესტიციო ქონებისათვის, მიუხედავად (ა) პუნქტის მიხედვით გაკეთებული არჩევანისა.

32ბ. ზოგიერთი მზღვეველი და სხვა საწარმოები იყენებენ შიდა ქონების ფონდს, რომელიც უშვებს განყენებულ ერთეულებს, აგრეთვე ინვესტორების მიერ დაკავშირებული კონტრაქტების შესაბამისად ფლობილ ზოგიერთ ერთეულს და სხვა ერთეულებს, რომლებსაც ფლობს საწარმო. 32ა პუნქტი საწარმოს ნებას არ რთავს შეაფასოს ფონდის განკარგულებაში არსებული ქონების ნაწილი თვითღირებულებით და ნაწილირეალური ღირებულებით.

32გ. თუ საწარმო ირჩევს 32ა პუნქტში აღწერილ სხვადასხვა მოდელს ორი კატეგორიისათვის, საინვესტიციო ქონების გადანაცვლება აქტივების ერთობლიობაში, რომლებიც შეფასებულია გან


 
ბასს 40 დს

სხვავებული მოდელით, უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით და რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილება აღიარდეს მოგებაში ან ზარალში. შესაბამისად, თუ საინვესტიციო ქონება გადატანილია ერთობლიობიდან, რომელშიც რეალური ღირებულების მოდელი გამოიყენება, ერთობლიობაში, რომელშიც გამოიყენება თვითღირებულების მოდელი, ქონების რეალური ღირებულება გადატანის თარიღისათვის ხდება მისი სააღრიცხვო თვითღირებულება.

რეალური ღირებულების მოდელი

33. თუ საწარმო თავდაპირველი აღიარების შემდეგ აირჩევს რეალური ღირებულების მოდელს, ის რეალური ღირებულებით ასახავს მთელ თავის საინვესტიციო ქონებას, 53ე პუნქტში განხილული გამონაკლისების გარდა.

34. როდესაც მოიჯარეს გააჩნია მე6 პუნქტის მიხედვით საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული ქონებრივი ინტერესი, ჩვეულებრივი იჯარის სახით, მაშინ 30ე პუნქტი არ არის არჩევითი; გამოყენებულ უნდა იქნეს რეალური ღირებულების მოდელი.

35. საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების ცვლილებით გამოწვეული შემოსულობა ან ზარალი უნდა მიეკუთვნოს შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის მოგებას ან ზარალს.

36

39. [გაუქმებულია]

40. როდესაც საწარმო აფასებს საინვესტიციო ქონების რეალურ ღირებულებას ფასს 13ის შესაბამისად, მან უნდა უზრუნველყოს იმის გარანტია, რომ რეალური ღირებულება, სხვასთან ერთად, ასახავდეს მიმდინარე (მოქმედი) საიჯარო ხელშეკრულებების საიჯარო შემოსავლებს და სხვა დაშვებებს, რომლებსაც ბაზრის მონაწილეები გამოიყენებდნენ საინვესტიციო ქონების ფასის დასადგენად მიმდინარე საბაზრო პირობების შესაბამისად.

41. 25ე პუნქტი განსაზღვრავს საიჯარო ქონებრივი ინტერესის თავდაპირველი აღიარების საფუძველს. 33ე პუნქტი მოითხოვს საიჯარო ქონებრივი ინტერესის ხელახალ შეფასებას რეალური ღირებულებით, აუცილებლობის შემთხვევაში. საბაზრო განაკვეთით შეთანხმებულ იჯარაში, საიჯარო ქონებრივი ინტერესის რეალური ღირებულება, შეძენის თარიღისათვის ყველა მოსალოდნელი საიჯარო გადასახდელის (მათ შორის, რომელიც დაკავშირებულია აღიარებულ ვალდებულებასთან) გამოკლების შემდეგ, ნული უნდა იყოს. რეალური ღირებულება არ იცვლება, მიუხედავად იმისა, სააღრიცხვო მიზნებისათვის საიჯარო აქტივი და ვალდებულება რეალური ღირებულებით იყო აღიარებული, თუ მინიმალური საიჯარო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულებით, ბასს 17ის მე20 პუნქტის მიხედვით. ამგვარად, საიჯარო აქტივის 25ე პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების 33ე პუნქტის მიხედვით რეალური ღირებულებით ხელახალმა შეფასებამ არ უნდა გამოიწვიოს არანაირი თავდაპირველი შემოსულობა ან ზარალი, თუ რეალური ღირებულება სხვადასხვა დროს დადგენილი არა არის. სხვადასხვა დროს განსაზღვრული რეალური ღირებულებები საწარმოს მაშინ ექნება, როდესაც რეალური ღირებულების მოდელს თავდაპირველი აღიარების შემდეგ აირჩევს.

42

47. [გაუქმებულია]

48. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმო პირველად იძენს საინვესტიციო ქონებას (ან, როდესაც არსებული ქონება პირველად კლასიფიცირდება საინვესტიციო ქონებად მის გამოყენებაში მომხდარი ცვლილების შემდეგ), შეიძლება აშკარად ნათელი აღმოჩნდეს, რომ, გონივრული შეფასებების დიაპაზონში, რეალური ღირებულება იმდენად ცვალებადია და იმდენად ძნელია სხვადასხვა შედეგის ალბათობის შეფასება, რომ აზრი ეკარგება რეალური ღირებულების ერთადერთი მნიშვნელობის განსაზღვრის სარგებლიანობას. ასეთი მდგომარეობა შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ შეუძლებელია საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება უწყვეტად, დროის ნებისმიერ მომენტში (იხ. 53ე პუნქტი).

49. [გაუქმებულია]

50. საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების დადგენისას, საწარმო თავიდან იცილებს ისეთი აქტივებისა და ვალდებულებების დუბლირებულ აღრიცხვას, რომლებიც აღიარებულია ცალკე აქტივებისა და ვალდებულებების სახით. ასე, მაგალითად:


 
ბასს 40 დს

ა) ისეთი მანქანადანადგარები, როგორიცაა ლიფტები ან კონდიციონერები, ხშირად წარმოადგენს შენობის შემადგენელ ნაწილს და შეტანილია საინვესტიციო ქონების რეალურ ღირებულებაში, რასაკვირველია, ცალკე არ აღიარდება ძირითადი საშუალების სახით;

ბ) თუ ოფისი გაქირავებულია ავეჯთან ერთად, როგორც წესი, ოფისის რეალური ღირებულება მოიცავს ავეჯის რეალურ ღირებულებასაც, რადგან საიჯარო შემოსავალი მიიღება ავეჯით გაწყობილი ოფისიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც ავეჯის ღირებულება შესულია საინვესტიციო ქონების რეალურ ღირებულებაში, საწარმო მას არ აღიარებს როგორც ცალკე აქტივს;


გ) საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება არ მოიცავს დარიცხულ ან წინასწარ გადახდილ საიჯარო შემოსავლებს, რადგან საწარმო მათ აღიარებს ცალკე აქტივის ან ვალდებულების სახით;

დ) საიჯარო ხელშეკრულებით აღებული საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება ასახავს მოსალოდნელ ფულად ნაკადებს (პირობითი საიჯარო ქირის ჩათვლით, რომელიც მოსალოდნელია, რომ გადახდილი იქნება). შესაბამისად, თუ ქონებისათვის გამოყენებული შეფასებიდან გამოქვითულია ყველა გადასახდელი, რომლის გადახდაც მოსალოდნელია, მაშინ სააღრიცხვო მიზნებისათვის რეალური ღირებულების მოდელით საბალანსო ღირებულების მისაღებად აუცილებელი იქნება, საინვესტიციო ქონების რეალურ ღირებულებას დაემატოს ნებისმიერი აღიარებული საიჯარო ვალდებულება.

51. [გაუქმებულია]

52. ზოგიერთ შემთხვევაში, საწარმო ვარაუდობს, რომ საინვესტიციო ქონებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხების (აღიარებული ვალდებულების დასაფარავი თანხების გარდა) დისკონტირებული ღირებულება აღემატება მასთან დაკავშირებული, მომავალში მისაღები თანხების დისკონტირებულ ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში, საწარმო გამოიყენებს ბასს 37ს  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები”  რათა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა შესაბამისი ვალდებულების აღიარება და როგორ უნდა შეფასდეს იგი. რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასების შეუძლებლობა

53. არსებობს უარყოფადი პრეზუმფცია, რომ საწარმო შეძლებს საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრას უწყვეტად. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საწარმო პირველად იძენს საინვესტიციო ქონებას, შეძენის მომენტში (ან როდესაც ხსენებული ქონება პირველად კლასიფიცირდება საინვესტიციო ქონებად, მის გამოყენებაში მომხდარი ცვლილების შედეგად) არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ შეუძლებელია ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება, უწყვეტ საფუძველზე. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც შესადარისი ქონების ბაზარი არ არის აქტიური (მაგალითად, უკანასკნელ ხანს მხოლოდ მცირე რაოდენობის ოპერაციები განხორციელდა, არ არსებობს მიმდინარე კოტირებული ფასები, ან ემპირიული ოპერაციების ფასები იმაზე მეტყველებს, რომ გამყიდველმა იძულებით გაყიდა ქონება) და რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა ალტერნატიული გზებით (მაგალითად, დისკონტირებული ფულადი ნაკადების პროგნოზების საფუძველზე) არ ხერხდება. თუ საწარმო დაადგენს, რომ მშენებარე საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც მშენებლობა დამთავრდება, მან მოცემული მშენებარე საინვესტიციო ქონება უნდა შეაფასოს თვითღირებულებით მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება მისი რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა, ან მშენებლობის დამთავრებამდე (ამ ორიდან, რომელიც უფრო ადრე მოხდება). თუ საწარმო დაადგენს, რომ საინვესტიციო ქონების (მშენებარე საინვესტიციო ქონების გარდა) რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა უწყვეტად, დროის ნებისმიერ მომენტში შეუძლებელია, მან ეს საინვესტიციო ქონება უნდა შეაფასოს ბასს 16ის თვითღირებულების მოდელის გამოყენებით. ამ დროს, საინვესტიციო ქონების ნარჩენი ღირებულება მიიჩნევა ნულის ტოლად. საწარმომ ბასს 16ის გამოყენება უნდა გააგრძელოს საინვესტიციო ქონების გასვლამდე.

53ა. როგორც კი საწარმო შეძლებს მშენებარე საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრას, რომელიც ადრე თვითღირებულებით ჰქონდა შეფასებული, მან ეს


 
ბასს 40 დს

საინვესტიციო ქონება რეალური ღირებულებით უნდა შეაფასოს. იგულისხმება, რომ შესაძლებელია საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა, როდესაც მშენებლობა დასრულდება. თუ ასე არ არის, ქონება უნდა აისახოს ბასს 16ის თვითღირებულების მოდელით 53ე პუნქტის შესაბამისად.

53ბ. უარყოფა პრეზუმციისა, რომ მშენებარე საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება შესაძლებელია, დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველი აღიარების დროს. საწარმოს, რომელმაც მშენებარე საინვესტიციო ქონების ობიექტი რეალური ღირებულებით შეაფასა, შემდგომში არა აქვს უფლება დაასკვნას, რომ დასრულებული საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა შეუძლებელია.

54. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საწარმო, 53ე პუნქტში ნახსენები მიზეზების გამო, იძულებულია ამა თუ იმ საინვესტიციო ქონების ღირებულება ბასს 16ის შესაბამისად განსაზღვროს, ყველა სხვა საინვესტიციო ქონებას აფასებს რეალური ღირებულებით, მათ შორის მშენებარე ობიექტებს. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ერთი საინვესტიციო ქონებისათვის შეუძლია გამოიყენოს თვითღირებულების მოდელი, საწარმო დანარჩენი საინვესტიციო ქონების აღრიცხვას აგრძელებს რეალური ღირებულების მოდელით.

55. თუ ადრე საინვესტიციო ქონების შეფასებისას საწარმო იყენებდა რეალური ღირებულების მოდელს, მან შეფასება ასე უნდა განაგრძოს ქონების გასვლის მომენტამდე (ან იმ მომენტამდე, როდესაც ქონება იქცევა მესაკუთრის მიერ დაკავებულ ქონებად ან, როდესაც საწარმო დაიწყებს ქონების რეკონსტრუქციას მისი შემდგომში გაყიდვისათვის, ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში), მაშინაც, თუ შემცირდება ბაზარზე წარმოებული შესადარისი გარიგებების სიხშირე, ან გაძნელდება საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

თვითღირებულების მოდელი

56. საწარმომ, რომელიც თავდაპირველი აღიარების შემდეგ აირჩევს თვითღირებულების მოდელს, ამ მოდელით ასახული მთელი თავისი საინვესტიციო ქონება უნდა შეაფასოს ბასს 16ის მოთხოვნების შესაბამისად, იმათ გარდა, რომელიც აკმაყოფილებს გასაყიდად გამიზნულ ქონებად კლასიფიცირების კრიტერიუმებს (ან ჩართულია გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირებული გამსვლელი ჯგუფის შემადგენლობაში) ფასს 5ის, `გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები, შესაბამისად. საინვესტიციო ქონება, რომელიც აკმაყოფილებს გასაყიდად გამიზნულის კრიტერიუმებს (ან ჩართულია გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირებული გამსვლელი ჯგუფის შემადგენლობაში), უნდა შეფასდეს ფასს 5ის შესაბამისად.

გადატანები


57. საინვესტიციო ქონების კატეგორიაში გადატანა ან პირუკუ, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ცვლილებას მის გამოყენებაში, რაც მტკიცდება:

ა) მესაკუთრის მიერ ქონების დაკავების (გამოყენების) დაწყებით  საინვესტიციო ქონებიდან მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების კატეგორიაში გადასაყვანად;

ბ) გაყიდვის მიზნით მისი რეკონსტრუქციის დაწყებით  საინვესტიციო ქონებიდან სასაქონლომატერიალური ფასეულობების კატეგორიაში გადასაყვანად;

გ) მესაკუთრის მიერ ქონების დაკავების (გამოყენების) დასრულებით  მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონებიდან საინვესტიციო ქონების კატეგორიაში გადასაყვანად; ან

დ) სხვა მხარესთან ჩვეულებრივი იჯარის დაწყებით  სასაქონლომატერიალური ფასეულობებიდან საინვესტიციო ქონების კატეგორიაში გადასაყვანად.

ე) [გაუქმებულია].

58. 51(ბ) პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, საწარმოს ქონება გადაჰყავს საინვესტიციო ქონების კატეგორიიდან სასაქონლომატერიალური ფასეულობების კატეგორიაში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც იცვლება ქონების გამოყენების მიზანი, რაც საბუთდება გაყიდვის მიზნით ქონების რეკონსტრუქციის დაწყებით. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო გადაწყვეტს,


 
ბასს 40 დს

საინვესტიციო ქონება მიჰყიდოს რეკონსტრუქციის გარეშე, მას კვლავ ასახავს, როგორც საინვესტიციო ქონებას მანამდე, სანამ არ შეწყვეტს მის აღიარებას (არ მოხსნის მას თავისი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან) და არ განიხილავს მას როგორც სასაქონლომატერიალურ ფასეულობას. ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო იწყებს არსებული საინვესტიციო ქონების რეკონსტრუქციას შემდგომში კვლავ საინვესტიციო ქონების სახით გამოყენების მიზნით, ქონება რჩება საინვესტიციო ქონებად და რეკონსტრუქციის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ხდება მისი რეკლასიფიცირება მესაკუთრის მიერ დაკავებულ ქონებად.


59. 6065ე პუნქტები ეხება ქონების აღიარებისა და ღირებულების დადგენის საკითხებს და გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საინვესტიციო ქონების ასახვისას საწარმო იყენებს რეალური ღირებულების მოდელს. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო იყენებს თვითღირებულების მოდელს, მაშინ მუხლების გადანაცვლება საინვესტიციო ქონების, მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონებისა და სასაქონლომატერიალური ფასეულობის კატეგორიებს შორის არ ცვლის არც გადატანილი ქონების საბალანსო ღირებულებას და არც ქონების ღირებულებას, შეფასების ან შენიშვნებში ინფორმაციის გახსნის მიზნებისათვის.

60. როდესაც რეალური ღირებულებით ასახული ქონება მესაკუთრის მიერ დაკავებულ ქონებად ან სასაქონლომატერიალურ ფასეულობად იქცევა, მაშინ შემდგომში, ბასს 16ის ან ბასს 2ის შესაბამისად აღრიცხვისათვის, ქონების ღირებულებად ითვლება მისი რეალური ღირებულება, ქონების გამოყენებაში ცვლილების თარიღისათვის.

61. თუ მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება იქცევა საინვესტიციო ქონებად, რომელიც უნდა აღირიცხოს რეალური ღირებულებით, საწარმომ ბასს 16 უნდა გამოიყენოს ქონების გამოყენებაში ცვლილების თარიღამდე. ამ თარიღისათვის ნებისმიერი სხვაობა, ბასს 16ის შესაბამისი ქონების საბალანსო ღირებულებასა და რეალურ ღირებულებას შორის, საწარმომ ისე უნდა ასახოს, როგორც ბასს 16ის შესაბამისად გაკეთებული გადაფასება.

62. იმ თარიღამდე, სანამ მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონება გახდება რეალური ღირებულებით აღრიცხული საინვესტიციო ქონება, საწარმო ამ ქონებას ცვეთას არიცხავს და აღიარებს ნებისმიერ გაუფასურებას. ამ თარიღისათვის ბასს 16ის გამოყენების შედეგად მიღებულ საბალანსო ღირებულებასა და მის რეალურ ღირებულებას შორის წარმოქმნილ ნებისმიერ განსხვავებას საწარმო ისე ასახავს, როგორც ბასს 16ის შესაბამისად გაკეთებულ გადაფასებას. სხვა სიტყვებით:

ა) საბალანსო ღირებულების ნებისმიერი შემცირება აღიარებული უნდა იყოს მოგებაში ან ზარალში. თუმცა, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს თანხა შევიდა ამავე ქონების გადაფასების ნამეტში, შემცირება აღიარდება სხვა სრულ შემოსავალში და შემცირდება გადაფასების ნამეტი საკუთარი კაპიტალის განყოფილებაში;

ბ) საბალანსო ღირებულების ნებისმიერი ზრდის შემთხვევაში:

(ი) ზრდა იმ ოდენობით, რომელიც აღადგენს ამ ქონების ღირებულების წინა გაუფასურების ზარალს, აღიარდება მოგებაში ან ზარალში. მოგებაში ან ზარალში აღიარებული თანხა არ უნდა აჭარბებდეს იმ თანხას, რომელიც აუცილებელია საბალანსო ღირებულების აღსადგენად იმ გაანგარიშებულ საბალანსო ღირებულებამდე (ცვეთის გამოკლბით), რომელსაც ის მიაღწევდა გაუფასურებითYგამოწვეული ზარალის არაღიარების შემთხვევაში;

(იი) ღირებულების ზრდის ნებისმიერი დარჩენილი ნაწილი აღიარდება სხვა სრულ შემოსავალში და გაიზრდება გადაფასების ნამეტი საკუთარი კაპიტალის განყოფილებაში. საინვესტიციო ქონების შემდგომი გასვლის შემთხვევაში, საკუთარ კაპიტალში ასახული გადაფასების შედეგად მიღებული ღირებულების ზრდა შეიძლება პირდაპირ იქნეს გადატანილი გაუნაწილებელ მოგებაში. ამ თანხის გაუნაწილებელ მოგებაში გადატანა არ აისახება საწარმოს მოგებაში ან ზარალში.

63. სასაქონლომატერიალური ფასეულობის გადატანისას საინვესტიციო ქონების კატეგორიაში, რომელიც რეალური ღირებულებით აისახება შემდგომში, ნებისმიერი განსხვავება გადატანის


 
ბასს 40 დს

თარიღისათვის არსებული ქონების რეალურ ღირებულებასა და მის მანამდელ საბალანსო ღირებულებას შორის, აღიარდება მოგებაში ან ზარალში.

64. სასაქონლომატერიალური ფასეულობებიდან რეალური ღირებულებით აღრიცხულ საინვესტიციო ქონების კატეგორიაში გადატანისათვის გამოყენებული მიდგომა შეესაბამება სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას გამოყენებულ მიდგომას.

65. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო ამთავრებს რეალური ღირებულებით აღსარიცხავი საინვესტიციო ქონების საკუთარი ძალებით მშენებლობას ან რეკონსტრუქციას, ამ თარიღისათვის ქონების რეალურ ღირებულებასა და მის მანამდელ საბალანსო ღირებულებას შორის ნებისმიერი განსხვავება აღიარდება მოგებაში ან ზარალში.




გასვლა


66. საინვესტიციო ქონების აღიარება წყდება (ამოიღება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან) იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება ქონების გასვლა ან სამუდამოდ შეწყდება გამოყენება და მოსალოდნელი არ იქნება მომავალი ეკონომიკური სარგებელი მისი გასვლიდან.

67. საინვესტიციო ქონების გასვლა შეიძლება მოხდეს გაყიდვის ან ფინანსური იჯარის ამოქმედების გზით. საინვესტიციო ქონების გასვლის თარიღის დადგენისას, საწარმო იყენებს ბასს 18ში მოცემულ, საქონლის გაყიდვიდან მიღებული ამონაგების აღიარების კრიტერიუმს და ითვალისწინებს ბასს 18ის დანართის მითითებებს. ბასს 17 გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გასვლა ძალაში შედის ფინანსურ იჯარასთან ან უკუიჯარით გაყიდვასთან დაკავშირებით.

68. თუ მე16 პუნქტის აღიარების პრინციპის შესაბამისად, საწარმო აქტივის საბალანსო ღირებულებაში აღიარებს საინვესტიციო ქონების ნაწილის შეცვლის ხარჯებს, მაშინ ის წყვეტს შეცვლილი ნაწილის საბალანსო ღირებულების აღიარებას. თვითღირებულების მოდელის გამოყენებით აღრიცხული საინვესტიციო ქონებისათვის შეცვლილ ნაწილს არ შეიძლება ცვეთა ცალკე დაერიცხოს. თუ საწარმოსათვის შეუძლებელია შეცვლილი ნაწილის საბალანსო ღირებულების განსაზღვრა, შეიძლება მან ჩანაცვლების ღირებულება გამოიყენოს როგორც მინიშნება იმისა, როგორი ღირებულება ჰქონდა შეცვლილ ნაწილს შეძენის ან მშენებლობის დროს. რეალური ღირებულების მოდელის დროს, საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება შეიძლება უკვე ასახავდეს შესაცვლელი ნაწილის დაკარგულ ღირებულებას. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ძნელი იყოს დადგენა, რამდენით უნდა შემცირდეს შესაცვლელი ნაწილის რეალური ღირებულება. როდესაც შეუძლებელია ამის გაკეთება, შეცვლილი ნაწილის რეალური ღირებულების შემცირების ალტერნატივაა, შეცვლის ხარჯების შეტანა აქტივის საბალანსო ღირებულებაში და შემდეგ რეალური ღირებულების ხელახალი შეფასება, ისე, როგორც აუცილებელი იქნებოდა აქტივზე ნაწილის დამატებისათვის, რომელიც არ არის შეცვლილი


69. საინვესტიციო ქონების ხმარებიდან ამოღების ან გასვლის შედეგად წარმოშობილი მოგება ან ზარალი უნდა განისაზღვროს როგორც სხვაობა გასვლის შედეგად მიღებულ წმინდა ამონაგებსა და ქონების საბალანსო ღირებულებას შორის და უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში (გარდა ბასს 17ის სხვაგვარი მოთხოვნისა, უკუიჯარის პირობით გაყიდვისათვის) ხმარებიდან ამოღების ან გასვლის დროს.

70. გასული საინვესტიციო ქონების სანაცვლოდ მისაღები კომპენსაცია თავდაპირველად აღიარდება მისი რეალური ღირებულებით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საინვესტიციო ქონების სანაცვლოდ მისაღები თანხები განვადებულია, საწყის სტადიაზე აღიარდება ნაღდი ფულით გადახდისათვის დაწესებული ფასით. განსხვავება ამ ფასსა და კომპენსაციის ნომინალურ ოდენობას შორის უნდა აღიარდეს საპროცენტო შემოსავლად, ბასს 18ში გამოყენებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის შესაბამისად.

71. საწარმო, საჭიროებისამებრ, იყენებს ბასს 37ს ან სხვა სტანდარტებს იმ ნებისმიერი ვალდებულების ასახვისათვის, რომელიც საწარმოს რჩება საინვესტიციო ქონების გასვლის შემდეგ.


 
ბასს 40 დს

72. საინვესტიციო ქონების გაუფასურების, დაკარგვის ან გაფუჭებისათვის მესამე მხარისაგან მიღებული კომპენსაცია აღიარდება მოგებაში ან ზარალში, როდესაც კომპენსაცია გახდება მიღებადი.

73. საინვესტიციო ქონების გაუფასურება და დაკარგვა, მასთან დაკავშირებული მოთხოვნა ან გადახდები მესამე მხარის მიმართ ან მესამე მხარის მიერ და შემცვლელი აქტივის ნებისმიერი შემდგომი შეძენა ან მშენებლობა წარმოადგენს ცაკლე ეკონომიკურ მოვლენას და ცალკე აღირიცხება შემდეგნაირად:

ა) საინვესტიციო ქონების ხმარებიდან გაუფასურება აღირიცხება ბასს 36ის შესაბამისად;

ბ) საინვესტიციო ქონების ხმარებიდან ამოღება ან გასვლა აღიარდება წინამდებარე სტანდარტის 6671ე პუნქტების შესაბამისად;

გ) საინვესტიციო ქონების გაუფასურების, დაკარგვის ან გაფუჭებისათვის მესამე პირისაგან მისაღები კომპენსაცია მოგებაში ან ზარალში აღიარდება, როდესაც გახდება მიღებადი; და

დ) შემცვლელი ქონების აღდგენის, შესყიდვის ან მშენებლობის ღირებულება განისაზღვრება, წინამდებარე სტანდარტის 2029ე პუნქტების შესაბამისად.

განმარტებითი შენიშვნები


რეალური ღირებულებისა და თვითღირებულების მოდელი

74. ქვემოთ განისაზღვრება ის განმარტებითი შენიშვნები, რომლებიც აუცილებელია ბასს 17ის შესაბამისად გაკეთებულ განმარტებით შენიშვნებთან ერთად. ბასს 17ის შესაბამისად, საინვესტიციო ქონების მფლობელი აკეთებს მეიჯარის განმარტებით შენიშვნებს იჯარისათვის, რომელშიც ის ჩაერთო. საწარმო, რომელიც ფლობს საინვესტიციო ქონებას ფინანსური ან ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, ამზადებს მოიჯარის განმარტებით შენიშვნებს ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებით და მეიჯარის განმარტებით შენიშვნებს იმ ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, რომელშიც ჩაერთო.

75. საწარმომ უნდა განმარტოს:

ა) რეალური ღირებულების მოდელს იყენებს, თუ თვითღირებულების მოდელს;

ბ) თუ რეალური ღირებულების მოდელს იყენებს, როგორი ან რომელი პირობებითაა კლასიფიცირებული და აღრიცხული, ჩვეულებრივ იჯარად მიჩნეული ქონებრივი ინტერესი, როგორც საინვესტიციო ქონება;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ძნელდება ქონების კლასიფიცირება (იხ. პუნქტი 14), ის კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებითაც დგინდება, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქონება საინვესტიციო ქონებას, მფლობელის მიერ დაკავებულ ქონებას ან იმ ქონებას, რომლის გაყიდვაც მოხდება მიმდინარე საქმიანობის პროცესში;

დ) [გაუქმებულია]

ე) რამდენად ეფუძნება საინვესტიციო ქონების (რომელიც აღიარებულია ან გამჟღავნებულია ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში) რეალური ღირებულება ისეთი დამოუკიდებელი შემფასებლის შეფასებას, რომელსაც გააჩნია აღიარებული და სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება შესაბამისი ადგილმდებარეობისა და კატეგორიის საინვესტიციო ქონების შეფასებაში. ხსენებული შეფასების არარსებობისას, ეს ფაქტი საჭიროებს განმარტებას;

ვ) მოგებაში ან ზარალში აღიარებული თანხები, რომლებიც ეხება:

(ი) საინვესტიციო ქონებიდან მიღებულ საიჯარო შემოსავლებს;

(იი) იმ საინვესტიციო ქონებასთან დაკავშირებულ საექსპლუატაციო ხარჯებს (რემონტისა და ტექმომსახურების ხარჯების ჩათვლით), რომლიდანაც საიჯარო შემოსავალი იქნა მიღებული პერიოდის განმავლობაში;


 
ბასს 40 დს

(იიი) იმ საინვესტიციო ქონებასთან დაკავშირებულ საექსპლუატაციო ხარჯებს (რემონტისა და ტექმომსახურების ხარჯების ჩათვლით), რომლიდანაც საიჯარო შემოსავალი არ იქნა მიღებული პერიოდის განმავლობაში;

(ივ) მოგებასა და ზარალში აღიარებული რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო ქონების გადატანასთან აქტივების ჯგუფიდან, რომლისთვისაც გამოყენებულია თვითღირებულების მოდელი, ჯგუფში, რომლისთვისაც გამოყენებულია რეალური ღირებულების მოდელი (იხ. პუნქტი 32გ);






ზ) საინვესტიციო ქონების რეალიზებადობასთან დაკავშირებული, მიღებული შემოსავლისა და ამონაგების გადარიცხვაზე არსებული შეზღუდვები და ამ შეზღუდვების მასშტაბი;

თ) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები საინვესტიციო ქონების შესყიდვაზე, მშენებლობაზე ან რეკონსტრუქციაზე, ან რემონტის ჩატარებაზე, ტექმომსახურებაზე ან გაუმჯობესებაზე.

რეალური ღირებულების მოდელი

76. საწარმომ, რომელიც 3355ე პუნქტების შესაბამისად რეალური ღირებულების მოდელს იყენებს, 75ე პუნქტით გათვალისწინებული განმარტებითი შენიშვნების დამატებით, ასევე უნდა გაამჟღავნოს საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულების შეჯერება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და დასასრულისათვის, შემდეგი ინფორმაციის ჩვენებით:

ა) ზრდა, ქონების შეძენით განპირობებული ზრდისა და აქტივის საბალანსო ღირებულებაში შემდგომი დანახარჯების კაპიტალიზაციის შედეგად მიღებული ზრდის ცალცალკე ასახვით;


ბ) ზრდა, რომელიც განპირობებულია საწარმოთა გაერთიანების შედეგად შეძენით;

გ) აქტივები, რომლებიც ფასს 5ის მიხედვით კლასიფიცირებულია როგორც გასაყიდად გამიზნული ან ჩართულია გამსვლელ ჯგუფში, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც გასაყიდად გამიზნული და სხვა გასვლა;

დ) წმინდა შემოსულობა ან ზარალი რეალური ღირებულების კორექტირებიდან;

ე) ფინანსური ანგარიშგების განსხვავებულ წარსადგენ ვალუტაში გადაანგარიშებისა და უცხოური ქვედანაყოფის ანგარიშვალდებული საწარმოს წარსადგენ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად წარმოშობილი წმინდა საკურსო სხვაობები;

ვ) სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა და მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების კატეგორიებში და ამ კატეგორიებიდან გადატანილი ქონება; და

ზ) სხვა ცვლილებები.

77. როდესაც საინვესტიციო ქონებისათვის გამოყენებული შეფასება კორექტირებულია არსებითად ფინანსური ანგარიშგებისათვის, მაგალითად იმ აქტივებისა და ვალდებულებების დუბლირებული აღრიცხვის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც აღიარებულია ცალკე აქტივებისა და ვალდებულებების სახით, როგორც აღწერილია 50ე პუნქტში, საწარმომ უნდა გაამჟღავნოს შეჯერება გამოყენებულ შეფასებასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ჩართულ კორექტირებულ შეფასებას შორის, ადრე დამატებული ყოველი აღიარებული საიჯარო ვალდებულების აგრეგირებული თანხებისა და სხვა მნიშვნელოვანი კორექტირების ცალკე აღწერით.



 
ბასს 40 დს

78. 53ე პუნქტში აღწერილ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საინვესტიციო ქონების ღირებულების განსაზღვრისთვის საწარმო ბასს 16ის თვითღირებულების მოდელს იყენებს, 76ე პუნქტით მოთხოვნილ შეჯერებაში ამგვარი საინვესტიციო ქონების თანხა ნაჩვენები უნდა იყოს სხვა დანარჩენი საინვესტიციო ქონების თანხისაგან განცალკევებულად. ამასთან ერთად, საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ასეთი საინვესტიციო ქონების აღწერილობა;

ბ) განმარტოს, რატომაა შეუძლებელი რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა;

გ) თუ შესაძლებელია, შეფასებების დიაპაზონი, რომელშიც ყველაზე მაღალი ალბათობით არის მოსალოდნელი, რომ მოქცეული იქნება რეალური ღირებულება; და

დ) იმ საინვესტიციო ქონების გასვლის შემთხვევაში, რომელიც არ აღირიცხებოდა რეალური ღირებულებით:

(ი) ფაქტი, რომ საწარმომ გადასცა საინვესტიციო ქონება, რომელიც არ აღირიცხებოდა რეალური ღირებულებით;

(იი) საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულება გაყიდვის მომენტისათვის;

(იიი) ქონების გასვლიდან აღიარებული შემოსულობა ან ზარალი.

თვითღირებულების მოდელი

79. საწარმომ, რომელიც 56ე პუნქტის შესაბამისად იყენებს თვითღირებულების მოდელს, 75ე პუნქტით გათვალისწინებული განმარტებითი შენიშვნების დამატებით უნდა გაამჟღავნოს:

ა) გამოყენებული ცვეთის მეთოდი;

ბ) სასარგებლო მომსახურების ვადა ან გამოყენებული ცვეთის ნორმები;

გ) მთლიანი საბალანსო ღირებულება და აკუმულირებული ცვეთა (გაუფასურების აკუმულირებულ ზარალთან ერთად) საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის მდგომარეობით;

დ) საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის მდგომარეობით არსებული საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულებების შეჯერება, შემდეგი ინფორმაციის ჩვენებით:

(ი) ზრდა, სადაც ცალცალკე იქნება ნაჩვენები საინვესტიციო ქონების შეძენით გამოწვეული ზრდა და შემდგომი დანახარჯების აქტივში კაპიტალიზაციის შედეგად მიღებული ზრდა;

(იი) ზრდა, რომელიც განპირობებულია საწარმოთა გაერთიანების შედეგად შეძენით;

(იიი) აქტივები, რომელიც ფასს 5ის მიხედვით კლასიფიცირებულია როგორც გასაყიდად გამიზნული ან ჩართულია გამსვლელ ჯგუფში, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც გასაყიდად გამიზნული და სხვა გასვლა;

(ივ) ცვეთა;

(ვ) საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ბასს 36ის შესაბამისად აღიარებული ქონების გაუფასურების ზარალის თანხა და კომპენსირებული (უკუგატარებული) გაუფასურების ზარალის თანხა;

(ვი) ფინანსური ანგარიშგების განსხვავებულ წარსადგენ ვალუტაში გადაანგარიშებისა და უცხოური ქვედანაყოფის ანგარიშგების ანგარიშვალდებული საწარმოს წარსადგენ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად წარმოშობილი წმინდა საკურსო სხვაობა;

(ვიი) სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და მესაკუთრის მიერ დაკავებული ქონების კატეგორიებში გადატანილი საინვესტიციო ქონება და პირიქით;


 
ბასს 40 დს

(ვიიი)  სხვა ცვლილება;

ე) საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება. 53ე პუნქტში აღწერილ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საწარმოს არ შეუძლია საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა, მან განმარტებით შენიშვნებში უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:

(ი) საინვესტიციო ქონების აღწერილობა;

(იი) რატომაა შეუძლებელი რეალური ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა;

(იიი) თუ შესაძლებელია, შეფასებების დიაპაზონი, რომელშიც ყველაზე მაღალი ალბათობით არის მოსალოდნელი, რომ მოქცეული იქნება რეალური ღირებულება.




გარდამავალი დებულებები


რეალური ღირებულების მოდელი

80. საწარმომ, რომელმაც ვადაზე ადრე გამოიყენა ბასს 40 (2000) და პირველად გადაწყვიტა ზოგიერთი ან ყველა ჩვეულებრივი იჯარით აღებული ქონებრივი ინტერესის კლასიფიცირება და აღრიცხვა საინვესტიციო ქონების სახით, რომლებიც აკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს, არჩევანის შედეგი უნდა აღიაროს, როგორც გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთის კორექტირება იმ პერიოდში, როდესაც პირველად დაიწყო სტანდარტის გამოყენება. გარდა ამისა:

ა) იმ შემთხვევაში, თუ საწარმომ წინა პერიოდებში საჯაროდ გაამჟღავნა (ფინანსურ ანგარიშგებაში ჩვენებით ან რაიმე სხვა სახით) ამგვარი ქონებრივი ინტერესის რეალური ღირებულება (განსაზღვრული იმ პრინციპების დაცვით, რომლებიც შეესაბამება ფასს 13ში მოცემულ რეალური ღირებულების განმარტებას, რეკომენდებულია, მაგრამ სავალდებულო არაა, რომ საწარმომ მოახდინოს:

(ი) იმ წინა პერიოდის გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთის კორექტირება, რომლისთვისაც საჯაროდ იყო გამჟღავნებული ასეთი რეალური ღირებულება; და

(იი) გადაიანგარიშოს შესაბამისი პერიოდის შესადარისი ინფორმაცია;

ბ) თუ საწარმოს მანამდე საჯაროდ არ გაუმჟღავნებია (ა) პუნქტში ნახსენები ინფორმაცია, მას არ ევალება შესადარისი ინფორმაციის გადაანგარიშება და მან უნდა განმარტოს ეს ფაქტი.

81. მოცემული სტანდარტი მოითხოვს ბასს 8ით მოთხოვნილისაგან განსხვავებულ რეჟიმს. ბასს8 მოითხოვს შესადარისი ინფორმაციის ხელახალ გამჟღავნებას, თუ ასეთი ხელახალი გამჟღავნება შეუძლებელი არ არის.

82. როდესაც საწარმო პირველად გამოიყენებს წინამდებარე სტანდარტს, გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთის კორექტირებაში უნდა შევიდეს იმ ნებისმიერი თანხის რეკლასიფიკაცია, რომელიც ირიცხებოდა შესაბამისი საინვესტიციო ქონების გადაფასების რეზერვში.

თვითღირებულების მოდელი

83. ბასს 8 გამოიყენება საღრიცხვო პოლიტიკის ნებისმიერი ცვლილებისათვის, რომელიც მოხდება საწარმოს მიერ წინამდებარე სტანდარტის პირველად გამოყენებისა და თვითღირებულების მოდელის არჩევისას. სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილების შედეგი მოიცავს იმ ნებისმიერი თანხის რეკლასიფიკაციას, რომელიც ირიცხებოდა შესაბამისი საინვესტიციო ქონების გადაფასების რეზერვში.






 
ბასს 40 დს

84. აქტივზე გაცვლის ოპერაციით შეძენილი საინვესტიციო ქონების თავდაპირველ შეფასებასთან

დაკავშირებული 2729ე პუნქტების მოთხოვნები პერსპექტიულად უნდა გამოიყენოს საწარმომ მხოლოდ მოსალოდნელი მომავალი ოპერაციისათვის.

საწარმოთა გაერთიანება

84ა. 2013 წლის დეკემბერში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების ყოველწლიური გაუმჯობესება, 20112013 წლების ციკლი  გამოიწვია 14ა პუნქტისა და მე6 პუნქტის წინ ქვესათაურის დამატება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება პერსპექტიულად უნდა გამოიყენოს იმ საინვესტიციო ქონების მიმართ, რომელიც შეიძინა პირველი საანგარიშგებო პერიოდის დაწყების შემდეგ, რომლისთვისაც გამოიყენა ზემოაღნიშნული ცვლილება. შესაბამისად, არ უნდა გაკორექტირდეს წინა პერიოდებში შეძენილი საინვესტიციო ქონების აღრიცხვა. თუმცა, საწარმოს უფლება აქვს, გადაწყვიტოს ამ ცვლილების გამოყენება საინვესტიციო ქონების ინდივიდუალური ობიექტების მიმართ, რომლებიც შეიძინა ზემოხსნებული პირველი წლიური პერიოდის დაწყებამდე, ძალაში შესვლის თარიღისთვის, ან მის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ საწარმოსთვის ხელმისაწვდომია ამ ადრინდელი ოპერაციების მიმართ ზემოაღნიშნული ცვლილების გამოსაყენებლად საჭირო ინფორმაცია.


სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღი


85. საწარმომ წინამდებარე სტანდარტი უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომელიც იწყება 2005 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. მისაღებია სტანდარტის ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ამ სტანდარტს 2005 წლის 1 იანვრამდე დაწყებული პერიოდებისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

85ა. ბასს 1მა  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (შესწორებული 2007 წელს)  შეცვალა ფასსში გამოყენებული ტერმინოლოგია. გარდა ამისა, გამოიწვია 62ე პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ბასს 1ს (შესწორებული 2007 წელს), ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.

85ბ. 2008 წლის მაისში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების გაუმჯობესება  განაპირობა მე8, მე9, 48ე, 53ე, 54ე და 57ე პუნქტების შეცვლა, 22ე პუნქტის გაუქმება და (53ა) და (53ბ) პუნქტების დამატება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს პერსპექტიულად 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. საწარმოს ამ ცვლილებების გამოყენების უფლება აქვს იმ საინვესტიციო ქონების მიმართ, რომელიც მშენებარე მდგომარეობაში იმყოფებოდა ნებისმიერი თარიღიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, იმ პირობით, თუ ამ მშენებეარე საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება განსაზღვრული იყო ამ თარიღებისთვის. დასაშვებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ზემოაღნიშნულ ცვლილებებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში და იმავდროულად დაიწყოს ბასს 16ის  `ძირითადი საშუალებები  მე5 პუნქტსა და 81ე პუნქტებში შესული ცვლილებების გამოყენებაც.


85გ. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 13მა  `რეალური ღირებულების შეფასება  გამოიწვია მე5 პუნქტში მოცემული რეალური ღირებულების განმარტების შეცვლა, ასევე 26ე, 29ე, 32ე, მე40, 48ე, 53ე, 53ბ, 7880ე და 85ბ პუნქტების შეცვლა და 3639ე, 4247ე, 49ე, 51ე და 75(დ) პუნქტების გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 13ს.

85დ. 2013 წლის დეკემბერში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების ყოველწლიური გაუმჯობესება, 20112013 წლების ციკლი გამოიწვია ქვესათაურების დამატება მე6 პუნქტის წინ და 84ე პუნქტის შემდეგ, ასევე 14ა, 84ა და 85დ პუნქტების დამატება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2014 წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ცვლილებებს


 
ბასს 40 დს

უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

ბასს 40ის (2000 წლის) გაუქმება


86. წინამდებარე სტანდარტი ცვლის ბასს 40ს  `საინვესტიციო ქონება (გამოცემული 2000 წელს).