ias 39 ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 39

ias39.pdf
View Download
ბასს 39 მდ


ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 39

ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება


მიზანი


1. [გაუქმებულია]

მოქმედების სფერო


2. ნებისმიერმა საწარმომ აღნიშნული სტანდარტი უნდა გამოიყენოს ყველა სახის ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ, გარდა:

ა) თავიანთი წილისა შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში, რომლის აღრიცხვაც ხდება ფასს 10ის  `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ბასს 27ის  ,,ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება, ან ბასს 28ის  ,,ინვესტიციები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში  მიხედვით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასს 10, ბასს 27,

ან ბასს 28 საწარმოს ავალდებულებს, ან უფლებას აძლევს, რომ შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში ფლობილი წილები აღრიცხოს წინამდებარე სტანდარტის ზოგიერთი, ან ყველა მოთხოვნის შესაბამისად. საწარმოები ამ სტანდარტს მიმართავენ აგრეთვე შვილობილ, მეკავშირე და ერთობლივ საწარმოში ფლობილ წილებთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვისთვის, თუ წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები არ აკმაყოფილებს საწარმოს `წილობრივი ინსტრუმენტის განმარტებას, რომელიც განსაზღვრულია ბასს 32ში  `ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა;


ბ) იჯარიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებებისა, რომელთა მიმართაც გამოიყენება ბასს 17  ,,იჯარა. თუმცა:

(ი) მეიჯარის მიერ აღიარებული საიჯარო მოთხოვნები ექვემდებარება ფასს 9ის  `ფინანსური ინსტრუმენტები  აღიარების შეწყვეტისა და წინამდებარე სტანდარტის გაუფასურების დებულებებს;

(იი) მოიჯარის მიერ ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებით აღიარებული ვალდებულებები ექვემდებარება ფასს 9ის აღიარების შეწყვეტის დებულებებს; და

(იიი) წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც ჩართულია იჯარაში, ექვემდებარება ფასს 9ის დებულებებს ჩართული წარმოებულების შესახებ.

გ) დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოების პროგრამებთან დაკავშირებული დამქირავებლის უფლებამოვალეობებისა, რომლებიც განეკუთვნება ბასს 19ის  ,,დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოები’’  მოქმედების სფეროს;

დ) საწარმოს მიერ გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტებისა (ოფციონებისა და ვარანტების ჩათვლით), რომლებიც აკმაყოფილებს წილობრივი ინსტრუმენტების განმარტებას ბასს 32ის შესაბამისად, ან რომელთა კლასიფიცირება მოითხოვება წილობრივ ინსტრუმენტად ბასს 32ის 16ა და 16ბ, ან 16გ და 16დ პუნქტების მიხედვით. თუმცა, ასეთი წილობრივი ინსტრუმენტების მფლობელი ამ სტანდარტს მიმართავს აღნიშნულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, თუ ისინი არ განეკუთვნება გამონაკლისს (ა) პუნქტის შესაბამისად;

ე) უფლებამოვალეობებისა, რომლებიც წარმოშობილია (1) სადაზღვევო ხელშეკრულებიდან, როგორც განმარტებულია ფასს 4ში  ,,სადაზღვევო ხელშეკრულებები, მაგრამ არ მოიცავს ისეთი სადაზღვევო ხელშეკრულებიდან წარმოქმნილ სადაზღვევო ხელშეკრულებების ემიტენტი საწარმოს უფლებებსა და მოვალეობებს, რომელიც აკმაყოფილებს ფასს 9ის  `ფინანსური ინსტრუმენტები  `ა დანართში მოცემულ ფინანსური


 
ბასს 39 მდ

გარანტიის ხელშეკრულების განმარტებას, ან (2) სხვა ხელშეკრულებიდან, რომელიც განეკუთვნება ფასს 4ის მოქმედების სფეროს იმის გამო, რომ შეიცავს დისკრეციული მონაწილეობის პარამეტრს. თუმცა, წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომელიც ჩართულია ფასს 4ის მოქმედების სფეროში მყოფ ხელშეკრულებაში, თუ თავისთავად ეს წარმოებული ინსტრუმენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ფასს 4ის მოქმედების სფეროს განეკუთვნება. გარდა ამისა, თუ ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებების ემიტენტმა საწარმომ ადრე აშკარად დაასაბუთა, რომ იგი ამგვარ ხეკლშეკრულებებს სადაზღვევო ხელშეკრულებებად მიიჩნევს და გამოიყენა სადაზღვევო ხელშეკრულებებისთვის შესაფერისი სააღრიცხვო მიდგომა, ემიტენტ საწარმოს ასეთი ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებებისთვის შეუძლია აირჩიოს ან წინამდებარე სტანდარტი, ან ფასს 4 (იხ. პუნქტები მგ4 და მგ4ა). ემიტენტ საწარმოს უფლება აქვს თითოეული ხელშეკრულებისათვის ცალცალკე გააკეთოს არჩევანი, მაგრამ არჩევანის შეცვლა აღარ შეიძლება;

ვ) [გაუქმებულია]

ზ) მყიდველსა და გამყიდველ აქციონერს შორის დადებული ფორვარდული ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება შეძენილი საწარმოს ყიდვას ან გაყიდვას და მომავალში, შეძენის თარიღისთვის გამოიწვევს საწარმოთა გაერთიანებას, რომელიც განეკუთვნება ფასს 3ის  `საწარმოთა გაერთიანება  მოქმედების სფეროს. ფორვარდული ხელშეკრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს გონივრულ პერიოდს, რაც ჩვეულებისამებრ აუცილებელია მოცემული გარიგების დამტკიცებისა და დასრულებისთვის;

თ) სასესხო ვალდებულებებისა, რომლებიც არ წარმოადგენს მე4 პუნქტში აღწერილ სასესხო ვალდებულებებს. სასესხო ვალდებულებების ემიტენტი საწარმო იყენებს ბასს 37ს  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები  იმ სასესხო ვალდებულებებისათვის, რომლებიც არ განეკუთვნება მოცემული სტანდარტის მოქმედების სფეროს. თუმცა, ყველა სასესხო ვალდებულება ექვემდებარება ფასს 9ის დებულებებს აღიარების შეწყვეტის შესახებ;

ი) წილობრივი გადახდის გარიგებებით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების, ხელშეკრულებებისა და ვალდებულებებისა, რომლისთვისაც ფასს 2  ,,წილობრივი გადახდა’’  გამოიყენება, იმ ხელშეკრულებების გამოკლებით, რომლებიც წინამდებარე სტანდარტის მე57 პუნქტების მოქმედების სფეროს განეკუთვნება;

კ) ისეთი დანახარჯების ასანაზღაურებლად საჭირო გადახდის უფლებებისა, რომლებიც საწარმომ უნდა გასწიოს ბასს 37ის შესაბამისად ანარიცხებად აღიარებული ვალდებულების დასაფარად, ან რომლისთვისაც რომელიმე წინა საანგარიშგებო პერიოდში მან ანარიცხები აღიარა ბასს 37ის შესაბამისად.

3. [გაუქმებულია]

4. შემდეგი სასესხო ვალდებულებები განეკუთვნება მოცემული სტანდარტის მოქმედების სფეროს:

ა) სასესხო ვალდებულებები, რომელთაც საწარმო განიხილავს რეალური ღირებულებით აღრიცხულ ფინანსურ ვალდებულებებად, მოგებაში ან ზარალში ასახვით (იხ. ფასს 9ის 4.2.2 პუნქტი). საწარმო, რომელსაც გააჩნია სასესხო ვალდებულებების საფუძველზე წარმოშობილი აქტივების მოკლე პერიოდში რეალიზაციის პრაქტიკა/წარსული გამოცდილება, ამ სტანდარტს იყენებს მსგავსი კლასის ყველა სასესხო ვალდებულებისთვის;

ბ) სასესხო ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება დაიფაროს წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის გამოშვებით ან გადაცემით. აღნიშნული სასესხო ვალდებულებები წარმოადგენს წარმოებულ ინსტრუმენტებს. სასესხო ვალდებულება არ მიიჩნევა წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით დაფარულ ვალდებულებად მარტო იმის გამო, რომ სესხის გადახდა მოხდა ნაწილნაწილ (მაგ., მშენებლობის იპოთეკური სესხი, რომლის გადახდა ხდება ნაწილნაწილ, მშენებლობის მიმდინარეობის შესაბამისად);



 
ბასს 39 მდ

გ) ვალდებულებები სესხის გაცემაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაბალი განაკვეთით (იხ. ფასს 9ის 4.2.1 პუნქტი).

5. აღნიშნული სტანდარტი გამოყენებულ უნდა იქნეს იმ არაფინანსური მუხლების ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებებისათვის, რომელთა დაფარვა შესაძლებელია წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტით, ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით, თითქოს ეს ხელშეკრულებები ფინანსურ ინსტრუმენტებს წრმოადგენდეს, იმ ხელშეკრულებების გარდა, რომლებიც შესულია ძალაში და ინარჩუნებენ არაფინანსური მუხლის მიღების ან მიწოდების მიზნით, საწარმოს შესყიდვის, გაყიდვის ან გამოყენების სავარაუდო მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, საწარმომ წინამდებარე სტანდარტი უნდა გამოიყენოს ისეთ ხელშეკრულებებთან მიმართებით, რომლებიც საწარმოს განსაზღვრული/კლასიფიცირებული აქვს რეალური ღირებულებით შეფასებისთვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით, 5ა პუნქტის შესაბამისად.


5ა. ისეთი არაფინანსური მუხლის ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულება, რომლის დაფარვა შესაძლებელია წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტით, ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით ისე, თითქოს ეს ხელშეკრულება ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენდეს, შეიძლება შეუქცევადად კლასიფიცირებული იყოს რეალური ღირებულებით შეფასებისთვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით, თუ ის დადებული იყო არაფინანსური მუხლის მიღების, ან მიწოდების მიზნით, საწარმოს შესყიდვის, გაყიდვის ან გამოყენების სავარაუდო მოთხოვნების გათვალისწინებით. ამგვარი კლასიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების დასაწყისში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მნიშვნელოვნად ამცირებს, ან მთლიანად აღმოფხვრის აღიარებით გამოწვეულ შეუსაბამობებს (რასაც ზოგჯერ `სააღრიცხვო შეუსაბამობებს უწოდებენ), რაც იმ შემთხვევაში წარმოიქმნებოდა, თუ მოცემული ხელშეკრულება არ მოექცეოდა წინამდებარე სტანდარტის მოქმედების სფეროში (იხ. მე5 პუნქტი)

6. არაფინანსური მუხლების ყიდვაგაყიდვაზე დადებული ხელშეკრულებების წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით, სხვა ფინანსური ინსტრუმენტით ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით განაღდების მრავალი გზა არსებობს, ესენია:

ა) როდესაც ხელშეკრულების პირობები რომელიმე მხარეს უფლებას აძლევს განაღდება მოხდეს წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით, სხვა ფინანსური ინსტრუმენტით ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით;

ბ) როდესაც წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით, სხვა ფინანსური ინსტრუმენტით ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით განაღდება ხელშეკრულების პირობებით, ზუსტად არ არის განსაზღვრული, მაგრამ საწარმოს გააჩნია წმინდა ფულადი ანგარიშსწორებით, სხვა ფინანსური ინსტრუმენტით ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით განაღდების პრაქტიკა (კონტრაგენტთან ერთად გადამფარავი ხელშეკრულებების დადებით ან ხელშეკრულების გაყიდვით განაღდებამდე თუ ვადის გასვლამდე);

გ) როდესაც საწარმოს მსგავსი ხელშეკრულებებისათვის გააჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიღებისა და მიღებიდან მოკლე ვადაში რეალიზაციის პრაქტიკა, რათა მოგება მიიღოს ფასების ან დილერის მარჟის მოკლევადიანი ცვალებადობიდან;

დ) როდესაც ხელშეკრულების ძირითადი საგანი  არაფინანსური მუხლი ადვილად კონვერტირებადია ფულად სახსრებში.

ზემოხსენებული (ბ) და (გ) ხელშეკრულებები, რომლებიც ჯერ არ არის შესული ძალაში იმ მიზნით, რომ მიიღოს ან მიაწოდოს არაფინანსური მუხლები იმის შესაბამისად, თუ რის შესყიდვას, გაყიდვას თუ მოთხოვნის შესაბამის გამოყენებას ვარაუდობდა საწარმო, თავისთავად განეკუთვნება აღნიშნული სტანდარტის მოქმედების სფეროს. მე5 პუნქტში აღწერილი სხვა ხელშეკრულებები განკუთვნილია იმისათვის, რომ განსაზღვროს, არის თუ არა ზემოხსენებული ხელშეკრულებები ძალაში შესული და გრძელდება თუ არა მათი შენარჩუნება იმ მიზნით, რომ მიიღონ ან მიაწოდონ არაფინანსური მუხლები იმის შესაბამისად, თუ რის შესყიდვას, გაყიდვას თუ მოთხოვნის შესაბამის გამოყენებას ვარაუდობდა საწარმო და აგრეთვე იმისა


 
ბასს 39 მდ

თვის, რომ განსაზღვროს, განეკუთვნება თუ არა აღნიშნული ხელშეკრულებები ამ სტანდარტის მოქმედების სფეროს.


7. არაფინანსური მუხლების ყიდვაგაყიდვის ოფციონი, რომელიც შეიძლება გადახდილ იქნეს წმინდა ფულადი სახსრებით, სხვა ფინანსური ინსტრუმენტით ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცვლით, პუნქტი 6(ა) ან (დ)ს თანახმად, განეკუთვნება ამ სტანდარტის მოქმედების სფეროს. ასეთი ხელშეკრულება არ შეიძლება ძალაში შევიდეს იმ მიზნით, რომ არაფინანსური მუხლები მიიღოს ან მიაწოდოს საწარმოს მიერ დაგეგმილი შესყიდვის, გაყიდვის ან გამოყენების მოთხოვნების შესაბამისად.


განმარტებები


8. ფასს 9სა და ბასს 32ში მოცემული განმარტებები ამ სტანდარტში გამოიყენება იმავე მნიშვნელობით, რაც მინიჭებული აქვს ფასს 9ის `ა დართში, ან ბასს 32ის მე11 პუნქტში. ფასს 9სა და ბასს 32ში მოცემულია შემდეგი ტერმინების განმარტებები და ასევე მითითებები მათ გამოსაყენებლად.

აღიარების შეწყვეტა;

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი; წილობრივი ინსტრუმენტი;

რეალური ღირებულება; ფინანსური აქტივი;

ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება; ფინანსური ინსტრუმენტი;

ფინანსური ვალდებულება.

9. ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ამ სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:

აღიარებასა და შეფასებასთან დაკავშირებული განმარტებები

ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების ამორტიზებული ღირებულება არის ღირებულება, რომლითაც შეფასებულია ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება თავდაპირველი აღიარების დროს, მინუს გადასახდელი ძირითადი თანხები, პლუს ან მინუს აკუმულირებული ამორტიზაცია, თავდაპირველ ღირებულებასა და დაფარვის დროინდელ ღირებულებას შორის სხვაობის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენებით და მინუს (უშუალოდ ან რეზერვის/ანარიცხების ანგარიშის გამოყენებით) გაუფასურების ზარალი ან ამოუღებლობის ნებისმიერი დანაკარგები.


ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდი არის ფინანსური აქტივისა თუ ფინანსური ვალდებულების (ან ფინანსური აქტივებისა თუ ფინანსური ვალდებულებების ჯგუფის) ამორტიზებული ღირებულების გამოთვლისა და საპროცენტო შემოსავლების ან ხარჯების შესაბამის პერიოდზე მიკუთვნების მეთოდი.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც ზუსტად ადისკონტებს მომავალში მისაღებ ან გადასახდელ სავარაუდო ფულად სახსრებს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი მომსახურების ვადის განმავლობაში, ან ფინანსური აქტივისა თუ ფინანსური ვალდებულების წმინდა საბალანსო ღირებულების მოკლე პერიოდის განმავლობაში. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშების დროს, საწარმომ ფინანსური ინსტრუმენტებიდან ფულადი ნაკადები უნდა შეაფასოს ყველა სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით (მაგ., წინასწარი გადახდები, ქოლი და მსგავსი ოფციონები), მაგრამ არ უნდა გაითვალისწინოს მომავალი საკრედიტო დანაკარგები. გამოანგარიშება შეიცავს ყველა საზღაურსა და გადახდილ ან მიღებულ ერთეულს (აქ


 
ბასს 39 მდ

ტივის ნომინალური ღირებულების ცვლილების ყოველი ერთეული) ხელშეკრულების მხარეებს შორის, რომლებიც შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განუყრელ ნაწილს (იხ. ბასს 18), აგრეთვე გარიგების დანახარჯებსა და ნებისმიერ წინასწარ გადახდებს, პრემიებსა თუ ფასდათმობებს. არსებობს პრეზუმცია, რომ ერთგვაროვანი ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფის სავარაუდო მომსახურების ვადა და ფულადი ნაკადები შეიძლება საიმედოდ შეფასდეს. თუმცა, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ფულადი ნაკადებისა და ფინანსური ინსტრუმენტების სავარაუდო მომსახურების ვადის საიმედოდ შეფასება შეუძლებელია, საწარმომ სახელშეკრულებო ფულადი ნაკადები უნდა განიხილოს ფინანსური ინსტრუმენტის (ან ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფის) სრული სახელშეკრულებო ვადისათვის.

გარიგების (საოპერაციო) დანახარჯები არის წმინდა დანახარჯები, რომლებიც წარმოადგენს ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების შესყიდვის, ემისიის ან რეალიზაციის პირდაპირ დანახარჯებს (იხ. დანართი `ა, პ.მგ 13). წმინდა დანახარჯები არის დანახარჯები, რომლებიც არ წარმოიშობოდა, თუ საწარმო არ განახორციელებდა ფინანსური ინსტრუმენტის შესყიდვას, ემისიას ან რეალიზაციას.

ჰეჯირების აღრიცხვასთან დაკავშირებული განმარტებები

მყარი ვალდებულება არის სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება, რესურსების დადგენილი რაოდენობის, დადგენილი ფასით, დადგენილ ვადებში გაცვლის შესახებ.

პროგნოზირებული გარიგება არის არშემდგარი, მაგრამ მომავალში შესაძლებელი გარიგება.

ჰეჯირების ინსტრუმენტი არის განსაზღვრული წარმოებული ინსტრუმენტი ან (უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების რისკის ჰეჯირებისათვის მხოლოდ) განსაზღვრული არაწარმოებული ფინანსური აქტივი ან არაწარმოებული ფინანსური ვალდებულება, რომელთა რეალური ღირებულება ან ფულადი ნაკადები, სავარაუდოდ, გადაფარავს ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილებებს (ჰეჯირების ინსტრუმენტის განმარტების შესახებ დეტალური მითითებებისათვის იხ. პუნქტები 7277 და `ა დანართის პ.პ. მგ94 მგ97).

ჰეჯირებული მუხლი არის აქტივი, ვალდებულება, მყარი ვალდებულება, მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული გარიგება ან წმინდა ინვესტიციები უცხოურ ქვედანაყოფში, რომლებიც (ა) საწარმოს უქმნის რეალური ღირებულების ცვლილების ან სამომავლო ფულადი ნაკადების რისკს და (ბ) კლასიფიცირდება, როგორც ჰეჯირებული მუხლი (7884ე პუნქტებში და `ა დანართის პუნქტებში მგ98მგ 101 დეტალურად არის დამუშავებული ჰეჯირებული მუხლების განმარტება).

ჰეჯირების ეფექტურობა არის ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილების (რომელიც განიხილება, როგორც ჰეჯირების რისკი) ხარისხი, რომლის გადაფარვაც ხდება ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილებით (იხ. `ა დანართის პუნქტები მგ105 მგ113).

10

57 [გაუქმებულია]

ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივების გაუფასურება და ამოუღებლობა

58. საწარმომ ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივი ან ფინანსურ აქტივთა ჯგუფი გაუფასურებულია. თუ არსებობს რაიმე ასეთი მტკიცებულება, საწარმომ უნდა მიმართოს 63ე პუნქტს, რათა განსაზღვროს გაუფასურების ზარალის ოდენობა.


59. ფინანსური აქტივი ან ფინანსურ აქტივთა ჯგუფი გაუფასურებულია და გაუფასურების ზარალი წარმოშობილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური მტკიცებულება გაუფასურებისა (რომელიც შეიძლება საიმედოდ შეფასდეს), გამოწვეული აქტივის საწყისი შეფასების შემდეგ მომხდარი ერთი ან რამდენიმე მოვლენის შედეგად ,,ზარალის გამომწვევი მოვლენა’’) და თუ ამ მოვლენამ (თუ მოვლენებმა) გავლენა იქონია ფინანსური აქტივიდან ან ფინანსურ


 
ბასს 39 მდ

აქტივთა ჯგუფიდან ნავარაუდებ ფულად ნაკადებზე. ზოგჯერ შეუძლებელია განისაზღვროს ერთი მოვლენად, რომელიც იწვევს გაუფასურებას. უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე მოვლენად ერთად იწვევს გაუფასურებას. მომავალში მოსალოდნელი მოვლენები (მნიშვნელობა არ აქვს როგორი), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გაუფასურება, არ უნდა აღიარდეს. ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ფინანსური აქტივი ან აქტივთა ჯგუფი გაუფასურებულია, შეიცავს მონაცემებს, რომლებიც აქტივის მფლობელის ყურადღებას მიიპყრობს ზარალის გამომწვევ შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებით:



ა) ემიტენტის თუ ვალდებულების ამღები საწარმოს მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები;

ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა, მაგ., პროცენტისა თუ ძირითადი თანხის გადაუხდელობა;

გ) გამსესხებელი  მსესხებლის ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებული ეკონომიკური ან იურიდიული მიზეზების გამო, მსესხებელს სთავაზობს ადრე გაუთვალისწინებელ დათმობებს;

დ) როდესაც მსესხებელი იწყებს გაკოტრების ან ფინანსური რეორგანიზაციის პროცესს;

ე) ფინანსური სირთულეების გამო აღნიშნული ფინანსური აქტივისათვის ბაზრის არარსებობა; ან

ვ) ობიექტური ნიშნები იმის დამადასტურებლად, რომ არსებობს ფინანსური აქტივების ჯგუფიდან ფულადი ნაკადების შეფასებადი კლება აღნიშნული აქტივების საწყისი აღიარების შემდეგ, თუმცა, კლების განსაზღვრა ჯგუფის ცალკეულ ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეუძლებელია. რაც მოიცავს:

(ი) ჯგუფში მსესხებლის გადახდის სტატუსის არასასურველ ცვლილებებს (ე.ი. გადავადებული გადასახდელების ზრდა ან იმ მსესხებელთა საკრედიტო ბარათების რაოდენობის ზრდა, რომლებმაც მიაღწიეს თავიანთ საკრედიტო ლიმიტს და იხდიან მინიმალურ თვიურ თანხას); ან


(იი) ეროვნულ ან ადგილობრივ ეკონომიკურ პირობებს, რომლებიც დაკავშირებულია აქტივთა ჯგუფთან დაკავშირებით გადახდის შესაძლებლობების შემცირებასთან (ე.ი. უმუშევრობის დონის ზრდა მსესხებლის გეოგრაფიულ არეალში, შესაბამის არეალში გირაოს ქონების ფასების დაწევა, სასესხო აქტივებისთვის ნავთობის ფასების დაწევა ან დარგის პირობების არასასურველი ცვლილებები, რაც გავლენას ახდენს მსესხებლებზე, ჯგუფის შემადგენლობაში).

60. აქტიური ბაზრის არარსებობა იმ მიზეზის გამო, რომ საწარმოს ფინანსური ინსტრუმენტები აღარ გამოდის საჯარო ვაჭრობისათვის, არ წარმოადგენს გაუფასურების მტკიცებულებას. საწარმოს საკრედიტო რეიტინგის შემცირება თავისთავად არ წარმოადგენს გაუფასურების მტკიცებულებას, თუმცა იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს გაუფასურების ნიშნად, როდესაც განიხილება სხვა ინფორმაციასთან ერთად. ფინანსური აქტივის რეალური ღირებულების ვარდნა მის თვითღირებულებაზე ან ამორტიზებულ ღირებულებაზე დაბლა აუცილებელი არ არის მიჩნეულ იქნეს გაუფასურების ნიშნების არსებობად (მაგ., სავალო ინსტრუმენტში ინვესტიციის რეალური ღირებულების შემცირება, რაც გამოწვეულია ურისკო საპროცენტო განაკვეთის ზრდით).

61. [გაუქმებულია].

62. ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური აქტივის გაუფასურების ზარალის სიდიდის შესაფასებლად საჭირო მონაცემები, შეიძლება შეზღუდულ ან უკვე სრულიად შეუსაბამო გახდეს არსებული მდგომარეობისათვის. მაგ., ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც მსესხებელი განიცდის ფინანსურ სიძნელეებს და არსებობს მსგავს მსესხებლებთან დაკავშირებული რამდენიმე ისტორიული მონაცემი. ამგვარ შემთხვევებში, საწარმო გაუფასურების ზარალის შეფასებისათვის მიმართავს ნაცად ხერხებს. იგი ასევე იყენებს თავის გამოცდილ ხერხებს, რათა აღნიშნული მო

ნაცემები შეუსაბამოს ფინანსურ აქტივთა ჯგუფს და რეალურად ასახოს არსებული მდგომარეობა (იხ. პუნქტი მგ89). დასაბუთებული შეფასებების გამოყენება წარმოადგენს ფინანსური ან


 
ბასს 39 მდ

გარიშგების მომზადების განუყოფელ ნაწილს და არ ამცირებს მათ საიმედოობას.

63. თუ არსებობს ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივების გაუფასურებით წარმოშობილი ზარალის რეალური ნიშნები, ზარალის ოდენობა უნდა შეფასდეს, როგორც სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და ფინანსური აქტივის თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით (ე.ი. საწყისი აღიარების დროს გამოთვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი) დისკონტირებულ მომავალი სავარაუდო ფულადი ნაკადების დისკონტირებულ ღირებულებას (მომავალი საკრედიტო დანაკარგების გამოკლებით, რომლებიც წარმოშობილი არ ყოფილა) შორის. აქტივის საბალანსო ღირებულება უნდა შემცირდეს პირდაპირ, ან რეზერვის/ანარიცხების ანგარიშის გამოყენებით. ზარალის თანხა უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.


64. საწარმო, პირველ რიგში, განსაზღვრავს, გაუფასურების ობიექტური მტკიცებულება არსებობს განცალკევებით, ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივებისათვის, თუ ინდივიდუალურად ან ერთიანად ფინანსური აქტივებისათვის, რომლებიც ინდივიდუალურად მნიშვნელოვან აქტივებს (იხ. პუნქტი 59.) არ წარმოადგენს. თუ საწარმო დაადგენს, რომ არ არსებობს გაუფასურების ობიექტური მტკიცებულება ინდივიდუალურად შეფასებულ ფინანსურ აქტივზე, მიუხედევად იმისა, მნიშვნელოვანია თუ არა იგი, საწარმო აქტივს მიაკუთვნებს მსგავსი საკრედიტო რისკის მახასიათებლების მქონე ფინანსურ აქტივთა ჯგუფს და მთლიანობაში მათ განიხილავს გაუფასურებისათვის. აქტივები, რომელთა გაუფასურების შეფასება ინდივიდუალურად ხდება და რომლებისთვისაც გაუფასურების ზარალის აღიარება გრძელდება, არ შეიძლება მიეკუთვნოს აქტივთა ჯგუფს, რომელთა გაუფასურების შემოწმება ერთად ხდება.

65. თუ შემდგომ პერიოდში გაუფასურების ზარალი მცირდება და შემცირება შეიძლება ობიექტურად დაკავშირებულ იქნეს მოვლენასთან, რომელიც წარმოიშვა გაუფასურების ზარალის აღიარების შემდეგ (მაგ., დებიტორის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება), უნდა მოხდეს მანამდე აღიარებული გაუფასურების ზარალის უკუგატარება პირდაპირ ან შესწორების ანგარიშის კორექტირებით. აღდგენამ არ უნდა გამოიწვიოს ფინანსური აქტივის საბალანსო ღირებულების გაზრდა ამორტიზებულ ღირებულებაზე მეტად, რომელიც იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუ გაუფასურება არ იქნებოდა აღიარებული გაუფასურების უკუგატარების თარიღით. უკუგატარების თანხა აღიარებული უნდა იყოს მოგებაში ან ზარალში.

66

70  [გაუქმებულია]

ჰეჯირება


71. თუ საწარმო იყენებს ფასს 9ს (2013 წლის ნოემბრის შეცვლილ ვერსიას) და არ გადაუწყვეტია, რომ სააღრიცხვო პოლიტიკად აირჩიოს ჰეჯირების აღრიცხვის გაგრძელება წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად (იხ. ფასს 9ის 7.2.1 პუნქტი), მან უნდა გამოიყენოს ფასს 9ის მე6 თავში განსაზღვრული მოთხოვნები ჰეჯირების აღრიცხვის შესახებ. თუმცა, ფინანსური აქტივების, ან ფინანსური ვალდებულებების პორტფელის ნაწილის საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებისთვის საწარმოს ფასს 9ის 6.1.3 პუნქტის შესაბამისად უფლება აქვს, ფასს 9ის მოთხოვნების ნაცვლად გამოიყენოს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნები ჰეჯირების აღრიცხვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საწარმომ იმავდროულად უნდა გამოიყენოს სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც ეხება პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებას (იხ. პუნქტები 81ა, 89ა და მგ114მგ132).


ჰეჯირების ინსტრუმენტები

ინსტრუმენტები, რომლებიც ჰეჯირების ინსტრუმენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

72. სტანდარტი არ ზღუდავს შემთხვევებს, როდესაც წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი შეიძლება კლასიფიცირებული იყოს, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტი 88ე პუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ზოგიერთი სახის გაყიდული


 
ბასს 39 მდ

ოფციონი (იხ. `ა დანართის პუნქტი მგ94). თუმცა, არაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი ან არაწარმოებული ფინანსური ვალდებულება შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტი, მხოლოდ უცხოური ვალუტის რისკის ჰეჯირების დროს.

73. მხოლოდ ინსტრუმენტები, რომლებშიც ჩართულია ანგარიშვალდებული საწარმოს გარეშე მხარე (ე.ი. ჯგუფის, ან ინდივიდუალური საწარმოს გარეშე მხარე) ჰეჯირების აღრიცხვის მიზნით შეიძლება კლასიფიცირებული იყოს, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტები. ჰეჯირების გარიგებებში აგრეთვე შეიძლება ჩაერთონ კონსოლიდირებულ ჯგუფში გაერთიანებული ინდივიდუალური საწარმოები ან საწარმოს შიდა დანაყოფები, ჯგუფში გაერთიანებულ სხვა საწარმოებსა თუ საწარმოს შიდა დანაყოფებთან ერთად. კონსოლიდირებისას ნებისმიერი ასეთი შიდა ჯგუფური გარიგებები უქმდება. შესაბამისად, ჰეჯირების ამგვარი გარიგებები ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ჰეჯირების აღრიცხვად არ განიხილება. თუმცა, ჯგუფში შემავალი ცალკეული საწარმოების ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული გარიგებები შეიძლება განხილულ იქნეს ჰეჯირების აღრიცხვად იმ პირობით, თუ ისინი წარმოადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს გარეშე მხარეს.

ჰეჯირების ინსტრუმენტების კლასიფიცირება

74. მისაღებია ჰეჯირების ინსტრუმენტების ერთიანი რეალური ღირებულებით შეფასება. ფაქტორები, რომლებიც იწვევს რეალური ღირებულების ცვლილებებს, ურთიერთკავშირშია. ამგვარად, ჰეჯირების ურთიერთობა საწარმოს მიერ ჰეჯირების ინსტრუმენტთან ერთიანობაში განიხილება. დასაშვებ გამონაკლისებს წარმოადგენს მხოლოდ:

ა) ოფციონის ხელშეკრულების საკუთარი ღირებულებისა და დროითი ღირებულების ერთმანეთისაგან განცალკევება და მხოლოდ ოფციონის საკუთარი ღირებულების მიჩნევა ჰეჯირების ინსტრუმენტად და დროითი ღირებულების ცვლილების გამორიცხვა; და

ბ) ფორვარდული ხელშეკრულების საპროცენტო ელემენტისა და სპოტფასის განცალკევება.

აღნიშნული გამონაკლისები დაშვებულია იმ მიზეზით, რომ ოფციონის საკუთარი ღირებულებისა და პრემიის შეფასება საზოგადოდ შესაძლებელია ცალცალკე. დინამიკური ჰეჯირების სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ოფციონის საკუთარ ღირებულებასა და ოფციონის დროით ღირებულებას, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირების აღრიცხვად.

75. ერთიანი ჰეჯირების ინსტრუმენტის ნაწილი (მაგ., პირობითი ღირებულების 50%), შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირების ინსტრუმენტად ჰეჯირების გარიგების დროს. თუმცა, ჰეჯირების გარიგება შეიძლება არ განეკუთვნებოდეს მხოლოდ დროის პერიოდის იმ ნაწილს, რომლის განმავლობაშიც ჰეჯირების ინსტრუმენტი დაუფარავი რჩება.

76. ცალკეული ჰეჯირების ინსტრუმენტი შეიძლება განხილულ იქნეს ერთზე მეტი ტიპის რისკის ჰეჯირებად თუ შესაძლებელია: (ა) ჰეჯირების რისკის განსაზღვრა; (ბ) ჰეჯირების ეფექტურობის დემონსტრირება; (გ) დამტკიცდეს, რომ არსებობს ჰეჯირების ინსტრუმენტისა და განსხვავებული სარისკო პოზიციების სპეციფიკური კლასიფიკაცია.

77. ორი ან მეტი წარმოებული ან მათი ნაწილები (ან უცხოური ვალუტის რისკის ჰეჯირების შემთხვევაში, ორი ან მეტი არაწარმოებული ან მათი ნაწილი, ან წარმოებულებისა და არაწარმოებულების ან მათი ნაწილების გაერთიანება) შეიძლება ხილვადი გახდეს კომბინირების დროს და ერთობლივად იქნეს მიჩნეული ჰეჯირების ინსტრუმენტად, ზოგიერთი წარმოებულის გადაფარვიდან წარმოშობილი რისკის ჩათვლით. თუმცა, საპროცენტო მაქსიმუმი და მინიმუმი ან სხვა წარმოებული ინსტრუმენტი, რომლებიც აერთიანებს გაყიდულ და შესყიდულ ოფციონებს, არ განიხილება ჰეჯირების ინსტრუმენტად იმ შემთხვევაში, თუ რეალურად იგი წარმოადგენს წმინდა გაყიდულ ოფციონს (რომელზეც წმინდა პრემია მიღებულია). ასევე, ორი ან მეტი ინსტრუმენტი (ან მათი ნაწილი) შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირების ინსტრუმენტად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ წამოადგენს გაყიდულ ოფციონს ან წმინდა გაყიდულ ოფციონს.


ჰეჯირებული მუხლები

მუხლები, რომლებიც ჰეჯირების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს


 
ბასს 39 მდ

78. ჰეჯირებული მუხლი შეიძლება იყოს აღიარებული აქტივი ან ვალდებულება, არააღიარებული მყარი ვალდებულება, მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული გარიგება ან უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული წმინდა ინვესტიცია. ჰეჯირებული მუხლი შეიძლება იყოს (ა) ცალკეული აქტივი, ვალდებულება, მყარი ვალდებულება, მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული გარიგება ან უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული წმინდა ინვესტიცია, (ბ) მსგავსი სარისკო მახასიათებლების მქონე აქტივთა, ვალდებულებათა, მყარ ვალდებულებათა, მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებულ გარიგებათა ჯგუფი ან წმინდა ინვესტიციები უცხოურ ქვედანაყოფში, ან (გ) მხოლოდ პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკების ჰეჯირების ოპერაციებში  ფინანსური აქტივების ან ფინანსური ვალდებულებების პორტფელის ნაწილი, რომელსაც ჰეჯირებისთვის გამიზნული საერთო რისკი აქვს.

79. [გაუქმებულია]

80. ჰეჯირების აღრიცხვის მიზნით, ჰეჯირებულ მუხლად შეიძლება იქნეს კლასიფიცირებული მხოლოდ აქტივები, ვალდებულებები, მყარი ვალდებულებები ან მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული გარიგებები, რომლებშიც ჩართულია საწარმოს გარეშე მხარე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰეჯირების აღრიცხვის გამოყენება ერთი და იმავე იმავე ჯგუფის საწარმოებს შორის დადებული გარიგების დროს შეიძლება მხოლოდ აღნიშნული საწარმოების ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში და არ შეიძლება ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. თუმცა, ეს აკრძალვა არ ეხება საინვესტიციო საწარმოს (როგორც განმარტებულია ფასს 10ში) კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, როდესაც საინვესტიციო საწარმოსა და მის შვილობილ საწარმოებს (რომლებიც აღირიცხება რეალური ღირებულებით, მოგებაში ან ზარალში ასახვით) შორის განხორციელებული ოპერაციები არ ელიმინირდება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. გამონაკლისის სახით, შიდაჯგუფური ფულადი მუხლის სავალუტო რისკი (ე.ი. ვალდებულებები და მოთხოვნები ორ შვილობილ საწარმოს შორის) შეიძლება კალსიფიცირებული იყოს, როგორც ჰეჯირებული მუხლი კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად მოსალოდნელი შემოსულობა ან ზარალი კონსოლიდირებისას მთლიანად არ იქნება ელიმინირებული ბასს 21ის შესაბამისად. ბასს 21ის თანახმად, კონსოლიდირების დროს, შიდაჯგუფურ ფულად მუხლთან დაკავშირებით მიღებული საკურსო სხვაობის შემოსულობა და ზარალი მთლიანად არ ელიმინირდება, როდესაც შიდაჯგუფურ ფულად მუხლთან დაკავშირებული ოპერაცია სრულდება ჯგუფში შემავალ ორ საწარმოს შორის, რომლებსაც განსხვავებული სამუშაო ვალუტა გააჩნიათ. გარდა ამისა, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მაღალი ალბათობის მქონე შიდაჯგუფური პროგნოზირებული გარიგების სავალუტო რისკი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირებულ მუხლად, თუ ეს გარიგება გამოსახული არ არის გარიგების მონაწილე საწარმოს სამუშაო ვალუტაში და სავალუტო რისკი გავლენას იქონიებს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე.




ფინანსური მუხლების კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლებად

81. თუ ჰეჯირებული მუხლი ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულებაა, იგი შეიძლება იყოს მისი რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების (ერთი ან მეტი განსაზღვრული სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების ან მათი ნაწილის შემოდინება ან/და მათი რეალური ღირებულების პროცენტულობა) ნაწილთან დაკავშირებული რისკის ჰეჯირებული მუხლი, რაც ადასტურებს, რომ ეფექტურობის შეფასება შესაძლებელია. მაგ., პროცენტული მახასიათებლის მქონე აქტივის ან ვალდებულების სავარაუდო საპროცენტო განაკვეთის რისკის შესაძლო დანაკარგების განსაზღვრადი და განცალკევებით შეფასებადი ნაწილი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰეჯირების რისკი (როგორიცაა ურისკო საპროცენტო განაკვეთი ან საწყისი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წარმოადგენს ჰეჯირებული ფინანსური ინსტრუმენტის მთლიანი საპროცენტო რისკის შემადგენელ ნაწილს).



81ა. ფინანსური აქტივებისა თუ ფინანსური ვალდებულებების პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებისას (და მხოლოდ ასეთი ჰეჯირებისას), ჰეჯირებული ნაწილი შეიძლება გამოისახოს ვალუტის (ფულადი) ერთეულებით (ე.ი. დოლარებით, ევროთი ან რანდით) და არა ინდივიდუალური აქტივებით (ან ვალდებულებებით). თუმცა, რისკის მართვის მიზნით პორტფელი შეიძლება შეიცავდეს აქტივებსა და ვალდებულებებს, მაგრამ


 
ბასს 39 მდ

ჰეჯირებისათვის განსაზღვრული ოდენობა იქნება აქტივების ან ვალდებულებების ოდენობა. აქტივებისა და ვალდებულებების წმინდა ღირებულების დადგენა დაშვებული არ არის. საწარმოს შეუძლია დადგენილ ღირებულებასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთის რისკის ნაწილის ჰეჯირება. მაგ., იმ პორტფელის ჰეჯირების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს წინასწარ გადახდის აქტივებს, საწარმოს შეუძლია ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით გამოწვეული რეალური ღირებულების ცვლილების ჰეჯირება, ნავარაუდებ და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასდადგენის თარიღზე დაყრდნობით. როდესაც ჰეჯირების ნაწილი ემყარება მოსალოდნელი გადაფასების თარიღს, ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების ზეგავლენა მოსალოდნელი გადაფასების თარიღისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებების განსაზღვრისას. შესაბამისად, თუ პორტფელი, რომელიც შეიცავს წინასწარ გადახდის მუხლებს, ჰეჯირებულია არაწინასწარ გადახდის წარმოებულებთან ერთად, არაეფექტურობა წარმოიშობა მაშინ, თუ თარიღები, როდესაც ჰეჯირებული პორტფელის მუხლები მოსალოდნელია, რომ წინასწარ იქნება გადახდილი, შესწორებულია, ან არსებული წინასწარგადახდის თარიღები განსხვავდება ნავარაუდები თარიღებისაგან.



არაფინანსური მუხლების კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლებად

82. თუ ჰეჯირებული მუხლი არის არაფინანსური აქტივი ან არაფინანსური ვალდებულება, იგი განხილულ უნდა იქნეს, როგორც (ა) უცხოური ვალუტის რისკის ჰეჯირუბული მუხლი ან (ბ) მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ერთობლივი რისკის ჰეჯირებული მუხლი იმის გამო, რომ ფულადი ნაკადებისა თუ რეალური ღირებულების ცვლილებების იზოლირებისა და შეფასების სირთულე დაკავშირებულია სპეციფიკურ რისკებთან უფრო მეტად, ვიდრე სავალუტო რისკებთან.


მუხლების ჯგუფების კლასიფიცირება ჰეჯირებულ მუხლებად

83. ერთგვაროვანი აქტივები ან ერთგვაროვანი ვალდებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, უნდა გაერთიანდეს ერთ ჯგუფში და ისე განხორციელდეს მათი ჰეჯირება, თუ ჯგუფის ინდივიდუალური აქტივები და ვალდებულებები ინაწილებენ სავარაუდო რისკს, რომელიც განიხილება, როგორც ჰეჯირებული რისკი. ამას გარდა, მოსალოდნელი უნდა იყოს, რომ ჯგუფში ყოველი ინდივიდუალური მუხლის ჰეჯირებული რისკიდან გამოწვეული რეალური ღირებულების ცვლილება დაახლოებით ჯგუფის მუხლების ჰეჯირებული რისკით გამოწვეული რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილების პროპორციული იყოს.

84. იმის გამო, რომ საწარმო ჰეჯირების ეფექტურობას განსაზღვრავს ჰეჯირების ინსტრუმენტის (ან ერთგვაროვანი ჰეჯირების ინსტრუმენტების ჯგუფის) რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადების ცვლილებებისა და ჰეჯირებული მუხლის (ან ერთგვაროვანი ჰეჯირებული მუხლების ჯგუფის) შედარების მეშვეობით, ჰეჯირების ინსტრუმენტის წმინდა ერთიან პოზიციასთან შედარება (ე.ი. ყველა მსგავსი დაფარვის ვადის მქონე ფიქსირებულ განაკვეთიანი აქტივისა და ვალდებულების ნეტო პოზიციასთან შედარება) და არა კონკრეტულ ჰეჯირებულ მუხლთან, არ განეკუთვნება ჰეჯირების აღრიცხვას.


ჰეჯირების აღრიცხვა

85. ჰეჯირების აღრიცხვა აღიარებს ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილების გადაფარვის გავლენას მოგებაზე ან ზარალზე.

86. არსებობს ჰეჯირების გარიგების სამი ტიპი:

ა) რეალური ღირებულების ჰეჯირება: აღიარებული აქტივებისა და ვალდებულებების ან აუღიარებელი მყარი ვალდებულებების, ან/და ასეთი აქტივების, ვალდებულებების ან მყარი ვალდებულებების განსაზღვრული ნაწილის რეალური ღირებულების მოსალოდნელი ცვლილებების ჰეჯირება, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული რისკით და შეუძლია გავლენის მოხდენა მოგებაზე ან ზარალზე;

ბ) ფულადი ნაკადების ჰეჯირება: ფულადი ნაკადების მოსალოდნელი ცვალებადობის ჰეჯი


 
ბასს 39 მდ

რება, რაც დაკავშირებულია (1) აღიარებულ აქტივთან ან ვალდებულებასთან ან/და მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებულ გარიგებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ რისკთან (როგორიცაა ყველა ან ზოგიერთი სამომავლო საპროცენტო გადასახდელი ცვლად განაკვეთიან ვალზე) და (2) რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მოგებაზე ან ზარალზე;

გ) უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული წმინდა ინვესტიციების (როგორც განმარტებულია ბასს 21ში) ჰეჯირება.

87. მყარი ვალდებულების უცხოური ვალუტის რისკის ჰეჯირება შეიძლება აღრიცხული იყოს, როგორც რეალური ღირებულების ჰეჯირება ან ფულადი ნაკადების ჰეჯირება.

88. ჰეჯირების ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში კვალიფიცირდება ჰეჯირების აღრიცხვად

89102ე პუნქტების თანახმად, თუ ქვემოთ მოყვანილი ყველა პირობაა დაკმაყოფილებული:


ა) ჰეჯირების ურთიერთობის დაწყებისას ჰეჯირების ურთიერთობას მინიჭებული აქვს ფორმალური კლასიფიკაცია და არსებობს ჰეჯირების ურთიერთობის, საწარმოს რისკის მართვის მიზნისა და ჰეჯირების განხორციელების სტრატეგიის დოკუმენტაცია. აუცილებელი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ჰეჯირების ინსტრუმენტის, ჰეჯირებული მუხლის, ან გარიგების, ჰეჯირებული რისკის ხასიათის იდენტიფიცირებას და იმ მეთოდის აღწერას, როგორ აფასებს საწარმო ჰეჯირების ინსტრუმენტის ეფექტურობას, ჰეჯირებული რისკით გამოწვეული ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულებისა თუ ფულადი ნაკადების სავარაუდო ცვლილებების გადაფარვის თვალსაზრისით;


ბ) მოსალოდნელია, რომ ჰეჯირება მაღალეფექტური იქნება (იხ. `ა დანართის მგ105მგ113 პუნქტები) ჰეჯირებული რისკით გამოწვეული რეალური ღირებულებისა და ფულადი ნაკადების ცვლილებების გადაფარვის მისაღწევად, თავდაპირველად დოკუმენტირებული სტრატეგიის მეშვეობით, რომელიც ეხება კონკრეტული ჰეჯირების გარიგების რისკის მართვას;

გ) ფულადი ნაკადების ჰეჯირების დროს პროგნოზირებული გარიგება, რომელიც წარმოადგენს ჰეჯირების ობიექტს, მაღალი ალბათობით უნდა იყოს მოსალოდნელი და განსაზღვრავდეს ფულადი ნაკადების სავარაუდო ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მოგებასა და ზარალზე;

დ) შესაძლებელია ჰეჯირების ეფექტურობის საიმედოდ შეფასება. ე.ი. შესაძლებელია ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ან ფულადი ნაკადებისა (რომელიც მიეკუთვნება ჰეჯირებულ რისკს) და ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების საიმედოდ შეფასება;

ე) ჰეჯირების შეფასება ხდება განუწყვეტლივ და მაღალეფექტურად მიიჩნევა ყველა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, რომლისთვისაც განკუთვნილი იყო ჰეჯირება.

რეალური ღირებულების ჰეჯირება

89. თუ რეალური ღირებულების ჰეჯირება აკმაყოფილებს 88ე პუნქტის პირობებს მოცემული პერიოდის განმავლობაში, იგი უნდა აღირიცხოს შემდეგნაირად:

ა) შემოსულობა ან ზარალი, რომელიც წარმოიშობა ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულებით გადაფასებისას (წარმოებული ჰეჯირების ინსტრუმენტისათვის), ან უცხოური ვალუტის კომპონენტისათვის საბალანსო ღირებულებით შეფასებისას ბასს 21ის თანახმად (არაწარმოებული ჰეჯირების ინსტრუმენტისათვის) უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში; და

ბ) ჰეჯირებულ მუხლიდან მიღებული შემოსულობით ან ზარალით, რომელიც დაკავშირებულია ჰეჯირებულ რისკთან, უნდა გაკორექტირდეს ჰეჯირებული მუხლის საბალანსო ღირებულება და აღიარდეს მოგებაში ან ზარალში. ეს მეთოდი მაშინ გამოიყენება, თუ ჰეჯირებული მუხლი შეფასებულია თვითღირებულებით.


 
ბასს 39 მდ

89ა. ფინანსური აქტივების ან ფინანსური ვალდებულებების პორტფელის ნაწილის საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებისას (და მხოლოდ ასეთი ჰეჯირებისას), 88(ბ) პუნქტში მოცემული მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის წარდგენისას, ან:

ა) აქტივთა ცალკეული, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარსადგენი მუხლების ფასების დადგენის პერიოდში, რომელშიც ჰეჯირებული მუხლი წარმოადგენს აქტივს; ან

ბ) ვალდებულებათა ცალკეულ, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში წარსადგენი მუხლების დაფარვის პერიოდში, რომელშიც ჰეჯირებული მუხლი წარმოადგენს ვალდებულებას.

(ა) და (ბ) პუნქტებში განხილული ცალკეული მუხლები ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა აისახოს ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებების შემდეგ. აღნიშნული მუხლების ღირებულებები ამოღებულ უნდა იქნეს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან, როდესაც მათთან დაკავშირებული აქტივებისა და ვალდებულებების აღიარება წყდება.

90. თუ ჰეჯირებული მუხლის მხოლოდ ზოგიერთი რისკი არის ჰეჯირებული, ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების აღიარებული ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ჰეჯირებულ რისკთან, უნდა აღიარდეს ფასს 9ის 5.7.1 პუნქტის შესაბამისად.

91. საწარმომ პერსპექტიულად უნდა შეწყვიტოს ჰეჯირების აღრიცხვა 89ე პუნქტის შესაბამისად, თუ:

ა) ჰეჯირების ინსტრუმენტს ვადა გაუვიდა ან გაიყიდა, გაუქმდა ან მოხდა მისი დაფარვა. ამ მიზნით ჰეჯირების ინსტრუმენტის ვადის გაგრძელება ან სხვა ჰეჯირების ინსტრუმენტით შეცვლა არ ნიშნავს ვადის გასვლას ან გაუქმებას, თუ ამგვარი ჩანაცვლება ან ვადის გაგრძელება წარმოადგენს საწარმოს დოკუმენტირებულ ჰეჯირების სტრატეგიას. გარდა ამისა, ამ მიზნით ჰეჯირების ინსტრუმენტი ვადაგასულად, ან გაუქმებულად არ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ:

(ი) მოქმედი კანონმდებლობის, ან ახალი კანონებისა თუ სხვა ნორმატიული აქტების ამოქმედების ფარგლებში ჰეჯირების ინსტრუმენტში მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან, რომ ერთი ან რამდენიმე კლირინგული კონტრაჰენტი შეცვლის თავდაპირველ კონტრაჰენტს და გახდება თითოეული მხარის ახალი კონტრაჰენტი. ამ მიზნებისთვის, კლირინგულ კონტრაჰენტად მიიჩნევა ცენტრალური კონტრაჰენტი (ზოგჯერ უწოდებენ `კლირინგულ ორგანიზაციას, ან `კლირინგულ სააგენტოს), ან, მაგალითად კლირინგული ორგანიზაციის წევრი/მონაწილე საწარმო ან საწარმოები, ან კლირინგული ორგანიზაციის მონაწილის კლიენტი, რომელიც მოქმედებს როგორც კონტრაჰენტი ცენტრალური კონტრაჰენტის მიერ კლირინგის განხორციელების საკითხში. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტის მონაწილე მხარეები ცვლიან თავის თავდაპირველ კონტრაჰენტებს სხვადასხვა კონტრაჰენტით, წინამდებარე პუნქტის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ თითოეული ახალი კონტრაჰენტი კლირინგს ახორციელებს ერთი და იმავე ცენტრალურ კონტრაჰენტთან;


(იი) ჰეჯირების ინსტრუმენტის ყველა სხვა ცვლილება, თუ ეს მოხდება, იზღუდება მხოლოდ ისეთი ცვლილებებით, რომლებიც აუცილებელია კონტრაჰენტის ზემოთ აღწერილი ჩანაცვლების განსახორციელებლად. ზემოაღნიშნული ცვლილებები შეზღუდულია ისეთი ცვლილებებით, რაც მოსალოდნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჰეჯირების ინსტრუმენტი თავდაპირველად ითვალისწინებდა კლირინგის განხორციელებას კლირინგის კონტრაჰენტთან. ამგვარ ცვლილებებს განეკუთვნება ცვლილებები უზრუნველყოფისადმი წაყენებულ მოთხოვნებში, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთების ურთიერთგადაფარვის უფლებებსა და ამოსაღებ გადასახადებთან მიმართებაში.


ბ) ჰეჯირება უკვე აღარ აკმაყოფილებს ჰეჯირების აღრიცხვის კრიტერიუმებს 88ე პუნქტის შესაბამისად; ან


 
ბასს 39 მდ

გ) საწარმო აუქმებს ჰეჯირების მუხლად კლასიფიცირებას.

92. 89(ბ) პუნქტის გამოყენებით წარმოშობილი ჰეჯირებული ფინანსური ინსტრუმენტის საბალანსო ღირებულების ნებისმიერი კორექტირება, რომლისთვისაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდი გამოიყენება (ან/და პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირების შემთხვევაში, 89(ა) პუნქტში აღწერილი ცალკეული მუხლებისათვის) ამორტიზებული უნდა იყოს მოგებაში ან ზარალში. ამორტიზაცია შეიძლება დაიწყოს კორექტირების დაწყებისთანავე არა უგვიანეს იმ მომენტისა, როდესაც ჰეჯირებული მუხლის კორექტირება საჭირო ხდება, რისკის ჰეჯირებით გამოწვეული რეალური ღირებულების ცვლილებების შესაბამისად. კორექტირება დამყარებულია ამორტიზაციის დაწყების დღეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ხელახალი გადაანგარიშების მონაცემებზე. თუმცა, თუ ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებისას (და მხოლოდ ამგვარი ჰეჯირებისას) ხელახლა გადაანგარიშებული საპროცენტო განაკვეთით ამორტიზება შეუძლებელია, კორექტირება ამორტიზებულ უნდა იქნეს წრფივი მეთოდის გამოყენებით. კორექტირება ამორტიზებულ უნდა იქნეს მთლიანად, ფინანსური ინსტრუმენტის დაფარვის შედეგად, ხოლო პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირების შემთხვევაში, ფასების დადგენის შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შედეგად.


93. როდესაც აუღიარებელი მყარი ვალდებულება კლასიფიცირდება როგორც ჰეჯირებული მუხლი, ჰეჯირებულ რისკთან დაკავშირებული მყარი ვალდებულების რეალური ღირებულების შემდგომი აკუმულირებული ცვლილება აღიარდება როგორც აქტივი ან ვალდებულება, მათთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის მოგებაში ან ზარალში აღიარებით (იხ. პუნქტი 89(ბ)). ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებაც აგრეთვე მოგებაში ან ზარალში აღიარდება.

94. როდესაც საწარმო ერთვება მყარი ვალდებულების გარიგებაში, აქტივის შესყიდვის ან ვალდებულების აღების მიზნით, რომელიც წარმოადგენს ჰეჯირებულ მუხლს რეალური ღირებულების ჰეჯირებისას, აქტივის ან ვალდებულების საწყისი საბალანსო ღირებულება, რომელიც გამოწვეულია საწარმოს მყარი ვალდებულების აღიარებით, კორექტირდება იმ მიზნით, რომ მოიცვას საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღიარებული ჰეჯირებული რისკით გამოწვეული მყარი ვალდებულების რეალური ღირებულების აკუმულირებული ცვლილება.

ფულადი ნაკადების ჰეჯირება

95. თუ ფულადი ნაკადები აკმაყოფილებს 88ე პუნქტის პირობებს მთელი პერიოდის განმავლობაში, იგი უნდა აღირიცხოს შემდეგი სახით:

ა) იმ ჰეჯირების ინსტრუმენტის შემოსულობა ან ზარალი, რომელიც განიხილება ეფექტურ ჰეჯირებად (იხ. პუნქტი 88), უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში; და

ბ) ჰეჯირების ინსტრუმენტის შემოსულობის ან ზარალის არაეფექტური ნაწილი უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

96. უფრო ნათლად, ფულადი ნაკადების ჰეჯირება აღირიცხება შემდეგი სახით:

ა) ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული კაპიტალის ცალკეული კომპონენტი კორექტირდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უმცირესის მიმართ (აბსოლუტური თანხებით):

(ი) ჰეჯირების დაწყების მომენტიდან ჰეჯირებულ ინსტრუმენტზე აკუმულირებული შემოსულობები ან ზარალი; და

(იი) ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებული მოსალოდნელი ფულადი ნაკადების რეალური ღირებულების (დისკონტირებული ღირებულების) აკუმულირებული ცვლილება, ჰეჯირების დაწყების მომენტიდან;

ბ) ჰეჯირებულ ინსტრუმენტზე ნებისმიერი შემოსულობის ან ზარალის ნაშთი ან მისი განსაზღვრული კომპონენტი (რაც არ წარმოადგენს ეფექტურ ჰეჯირებას) აღიარდება მოგებაში ან ზარალში; და





 
ბასს 39 მდ

გ) თუ გარკვეული სახის ჰეჯირების ურთიერთობისას რისკის მართვის საწარმოს დოკუმენტირებული სტრატეგია ჰეჯირების ეფექტურობის დადგენისას გამორიცხავს ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის ან ფულადი ნაკადების სპეციფიკურ კომპონენტს (იხ. პუნქტები 74, 75 და 88 (ა)), აღნიშნული შემოსულობის ან ზარალის ზემოხსენებული გამორიცხული კომპონენტის აღიარება ხდება ფასს 9ის 5.7.1 პუნქტის შესაბამისად.


97. თუ პროგნოზირებული გარიგების ჰეჯირების შედეგია ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების აღიარება, მათთან დაკავშირებული შემოსულობები ან ზარალი, რომლებიც აღიარებული იყო სხვა სრულ შემოსავალში 95ე პუნქტის შესაბამისად, რეკლასიფიცირებულ უნდა იქნეს საკუთარი კაპიტალიდან მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1 (შესწორებული 2007 წელს)) იმავე პერიოდში ან პერიოდებში, რომლის განმავლობაშიც ჰეჯირებული პროგნოზირებული ფულადი ნაკადები ზემოქმედებს მოგებაზე ან ზარალზე (იმავე პერიოდებში, როდესაც საპროცენტო შემოსავალი და საპროცენტო ხარჯი იქნა აღიარებული). თუმცა, თუ საწარმო ვარაუდობს, რომ სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული მთლიანი ზარალი ან მისი ნაწილი არ დაიფარება ერთი ან მეტი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, მან, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირების თანხა, მოგებაში ან ზარალში უნდა გადაიტანოს ზარალის ის თანხა, რომლის დაფარვის იმედიც აღარ აქვს.


98. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზირებული გარიგების ჰეჯირების შედეგია არაფინანსური აქტივის ან არაფინანსური ვალდებულების აღიარება, ან არაფინანსური აქტივის ან არაფინანსური ვალდებულების შესახებ პროგნოზირებული გარიგება იქცევა მყარ ვალდებულებად, რომლისთვისაც რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვა გამოიყენება, საწარმომ უნდა მიმართოს ქვემოთ მოყვანილ (ა) ან (ბ) ქვეპუნქტს:

ა) მოახდინოს სხვა სრულ შემოსავალში 95ე პუნქტის შესაბამისად აღიარებული შემოსულობისა და ზარალის რეკლასიფიცირება მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირების თანხის (იხ. ბასს 1 (შესწორებული 2007 წელს)), იმავე პერიოდში ან პერიოდების განმავლობაში, რომლის დროსაც შეძენილი აქტივი ან აღებული ვალდებულება ზეგავლენას ახდენს მოგებაზე ან ზარალზე (იმავე პერიოდში, რომელშიც ცვეთის ხარჯები თუ სარეალიზაციო ღირებულება აღიარდა). თუმცა, თუ საწარმო ვარაუდობს, რომ სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული მთლიანი ზარალი ან მისი ნაწილი არ დაიფარება ერთი ან მეტი მომავალი პერიოდის განმავლობაში, მან, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება, მოგებაში ან ზარალში უნდა მოახდინოს ზარალის იმ თანხის რეკლასიფიცირება, რომლის დაფარვის იმედიც აღარ აქვს;

ბ) აღნიშნული აუქმებს შემოსულობასა და ზარალს, რომლებიც აღიარებულია სხვა სრულ შემოსავალში 95ე პუნქტის შესაბამისად და ისინი გადააქვს აქტივისა თუ ვალდებულების საწყის ან საბალანსო ღირებულებაში.

99. საწარმომ სააღრიცხვო პოლიტიკად უნდა მიიღოს 98ის (ა) ან (ბ) ქვეპუნქტი და უცვლელად გამოიყენოს ყველა ჰეჯირებისათვის, რომელთანაც დაკავშირებულია 98ე პუნქტი.

100. ფულადი ნაკადების ჰეჯირებისას, 97ე და 98ე პუნქტებში აღწერილი შემთხვევების გარდა, უნდა მოხდეს სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული თანხების რეკლასიფიკაცია მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1 (შესწორებული 2007 წელს)), იმავე პერიოდში ან იმ პერიოდებში, რომლის განმავლობაშიც ჰეჯირებული პროგნოზირებული ფულადი ნაკადები გავლენას იქონიებს მოგებაზე ან ზარალზე (მაგ., როდესაც პროგნოზირებული ვაჭრობა ხორციელდება).


101. საწარმომ პერსპექტიულად უნდა შეწყვიტოს 95100 პუნქტების შესაბამისად ჰეჯირების აღრიცხვა, ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში:

ა) ჰეჯირების ინსტრუმენტს ვადა გაუვიდა ან გაიყიდა, გაუქმდა ან მოხდა მისი დაფარვა. ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით აკუმულირებული შემოსულობის ან ზარალის (რომელიც აღიარებული იყო სხვა სრულ შემოსავალში იმ პერიოდი


 
ბასს 39 მდ

დან მოყოლებული, როდესაც ჰეჯირება ეფექტური იყო) (იხ. პ. 95(ა)) საკუთარ კაპიტალში ცალკე მუხლად აღიარება უნდა გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე პროგნოზირებული გარიგება შედგება. ხოლო, როდესაც გარიგება შედგება, გამოყენებულ უნდა იქნეს 97ე, 98ე ან მე100 პუნქტები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ჰეჯირების ინსტრუმენტის ვადის გაგრძელება ან სხვა ჰეჯირების ინსტრუმენტით შეცვლა არ ნიშნავს ვადის გასვლას ან გაუქმებას, თუ ამგვარი ჩანაცვლება ან ვადის გაგრძელება წარმოადგენს საწარმოს დოკუმენტირებულ ჰეჯირების სტრატეგიას. გარდა ამისა, ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჰეჯირების ინსტრუმენტი ვადაგასულად, ან გაუქმებულად არ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ:

(ი) მოქმედი კანონმდებლობის, ან ახალი კანონებისა თუ სხვა ნორმატიული აქტების ამოქმედების ფარგლებში ჰეჯირების ინსტრუმენტში მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან, რომ ერთი ან რამდენიმე კლირინგული კონტრაჰენტი შეცვლის თავდაპირველ კონტრაჰენტს და გახდება თითოეული მხარის ახალი კონტრაჰენტი. ამ მიზნებისთვის, კლირინგულ კონტრაჰენტად მიიჩნევა ცენტრალური კონტრაჰენტი (ზოგჯერ უწოდებენ `კლირინგულ ორგანიზაციას, ან `კლირინგულ სააგენტოს), ან, მაგალითად კლირინგული ორგანიზაციის წევრი/მონაწილე საწარმო ან საწარმოები, ან კლირინგული ორგანიზაციის მონაწილის კლიენტი, რომელიც მოქმედებს როგორც კონტრაჰენტი ცენტრალური კონტრაჰენტის მიერ კლირინგის განხორციელების საკითხში. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტის მონაწილე მხარეები ცვლიან თავის თავდაპირველ კონტრაჰენტებს სხვადასხვა კონტრაჰენტით, წინამდებარე პუნქტის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ თითოეული ახალი კონტრაჰენტი კლირინგს ახორციელებს ერთი და იმავე ცენტრალურ კონტრაჰენტთან;


(იი) ჰეჯირების ინსტრუმენტის ყველა სხვა ცვლილება, თუ ეს მოხდება, იზღუდება მხოლოდ ისეთი ცვლილებებით, რომლებიც აუცილებელია კონტრაჰენტის ზემოთ აღწერილი ჩანაცვლების განსახორციელებლად. ზემოაღნიშნული ცვლილებები შეზღუდულია ისეთი ცვლილებებით, რაც მოსალოდნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჰეჯირების ინსტრუმენტი თავდაპირველად ითვალისწინებდა კლირინგის განხორციელებას კლირინგის კონტრაჰენტთან. ამგვარ ცვლილებებს განეკუთვნება ცვლილებები უზრუნველყოფისადმი წაყენებულ მოთხოვნებში, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთების ურთიერთგადაფარვის უფლებებსა და ამოსაღებ გადასახადებთან მიმართებაში.


ბ) ჰეჯირება უკვე აღარ აკმაყოფილებს ჰეჯირების აღრიცხვის კრიტერიუმებს 88ე პუნქტის თანახმად. ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით აკუმულირებული შემოსულობის ან ზარალის (რომელიც აღიარებული იყო სხვა სრულ შემოსავალში იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ჰეჯირება ეფექტური იყო) (იხ. პ. 95(ა)) საკუთარ კაპიტალში ცალკე მუხლად აღიარება უნდა გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე პროგნოზირებული გარიგება შედგება. ხოლო, როდესაც გარიგება შედგება, გამოყენებულ უნდა იქნეს 97ე, 98ე ან მე100 პუნქტები;

გ) პროგნოზირებული გარიგების განხორციელება უკვე მოსალოდნელი აღარ არის მაღალი ალბათობით. ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით აკუმულირებული შემოსულობა ან ზარალი, რომელიც აღიარებული იყო სხვა სრულ შემოსავალში იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ჰეჯირება ეფექტური იყო (იხ. პ. 95(ა)), საკუთარი კაპიტალიდან გადატანილ უნდა იქნეს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირების თანხა. მაგრამ პროგნოზირებული გარიგება, რომლის განხორციელება მაღალი ალბათობით აღარ არის მოსალოდნელი (იხ. პ. 88 (გ)), შესაძლებელია ჯერ კიდევ იყოს განხორციელებადი;


დ) როდესაც საწარმო აუქმებს კლასიფიკაციას. პროგნოზირებული გარიგების ჰეჯირებისათვის, ჰეჯირების ინსტრუმენტთან დაკავშირებული ნებისმიერი აკუმულირებული შემოსულობის ან ზარალის (რომელიც აღიარებული იყო სხვა სრულ შემოსავალში იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ჰეჯირება ეფექტური იყო) (იხ. პ. 95(ა)) საკუთარ კაპიტალში ცალკე მუხლად აღიარება უნდა გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე პროგნოზირებული გარიგე


 
ბასს 39 მდ

ბა შედგება ან მისი განხორციელება შეუძლებლად იქნება მიჩნეული. როდესაც გარიგება შედგება, საწარმომ უნდა გამოიყენოს 97ე, 98ე ან მე100 პუნქტები. იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი აღარ არის გარიგების განხორციელება, სხვა სრულ შემოსავალში აღიარებული აკუმულირებული შემოსულობა ან ზარალი საკუთარი კაპიტალიდან გადატანილ უნდა იქნეს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირების თანხა.

წმინდა ინვესტიციის ჰეჯირება

102. უცხოურ ქვედანაყოფში განხორციელებული წმინდა ინვესტიციის ჰეჯირება, ფულადი მუხლის ჰეჯირების ჩათვლით, რომელიც მიიჩნევა წმინდა ინვესტიციის ნაწილად (იხ. ბასს 21), უნდა აღირიცხებოდეს ფულადი ნაკადების ჰეჯირების მსგავსად:

ა) ჰეჯირებულ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შემოსულობის ან ზარალის ნაწილი, რომლებიც განიხილება ეფექტურ ჰეჯირებად (იხ. პ. 88), უნდა აღიარდეს სხვა სრულ შემოსავალში; და

ბ) არაეფექტური ნაწილი უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში.

უცხოური ქვედანაყოფის გაყიდვისას, ან ნაწილობრივ გაყიდვისას, ჰეჯირების ინსტრუმენტის შემოსულობები ან ზარალი, რომლებიც დაკავშირებულია ჰეჯირების ეფექტურ ნაწილთან და აღიარებულია სხვა სრულ შემოსავალში, რეკლასიფიცირებული უნდა იქნეს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება (იხ. ბასს 1 (შესწორებული 2007 წელს)), ბასს 21ის 4849ე პუნქტების შესაბამისად.











































 
ბასს 39 მდ


ძალაში შესვლის თარიღი და გარდამავალი დებულებები


103. საწარმომ ეს სტანდარტი (2004 წლის მარტში შეტანილი შესწორებების ჩათვლით) უნდა გამოიყენოს 2005 წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. ადრეული გამოყენება ნებადართულია. საწარმომ ამ სტანდარტს (2004 წლის მარტში შეტანილი შესწორებების ჩათვლით) არ უნდა მიმართოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2005 წლის 1 იანვრამდე, თუ იგი იყენებს ბასს 32ს (გამოცემული 2003 წლის დეკემბერში). თუ საწარმო ამ სტანდარტს იყენებს 2005 წლის 1 იანვრამდე დაწყებული პერიოდებისათვის, მან ამის შესახებ შენიშვნებში უნდა აღნიშნოს.


103ა. საწარმომ 2(კ) პუნქტში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2006 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ. თუ საწარმო უფრო ადრეული პერიოდისთვის იყენებს ფასიკ 5ს  `ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციიდან ამოღების, ადგილმდებარეობის აღდგენისა და ეკოლოგიური რეაბილიტაციის ფონდებიდან წარმოქმნილ წილზე უფლება, იმავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ზემოაღნიშნული ცვლილებაც.

103ბ. 2005 წლის აგვისტოში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფინანსური გარანტიების ხელშეკრულებები (ბასს 39სა და ფასს 4ში შესატანი ცვლილებები) გამოიწვია 2(ე) და (თ), მე4 და მგ4 პუნქტების შეცვლა, სტანდარტს დაემატა მგ4ა პუნქტი და მე9 პუნქტში ახალი განმარტება  ფინანსური გარანტიის ხელშეკრულების. ამასთან გაუქმდა მე3 პუნქტი. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2006 წლის 1 იანვარს დაწყებული ან შემდგომი წლიური პერიოდებისათვის. ნებდართულია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ამ ცვლილებებს უფრო ადრეული პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ამის შესახებ უნდა აღნიშნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში და იმავე პერიოდისთვის გამოიყენოს ბასს 32სადა ფასს 4ში შეტანილი შესაბამისი ცვლილებებიც.


103გ. ბასს 1მა  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (შესწორებული 2007 წელს)  შეცვალა ფასსში გამოყენებული ტერმინოლოგია. გარდა ამისა, გამოიწვია 95(ა), 97ე, 98ე, მე100, 102ე, 108ე და მგ99ბ პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ბასს 1ს (შესწორებული 2007 წელს), ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.

103დ. ფასს 3მა (შესწორებული 2008 წელს) განაპირობა 2(ვ) პუნქტის გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ფასს 3ს (შესწორებული 2008 წელს), ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც. თუმცა, ეს ცვლილება არ უნდა გამოიყენოს საწარმოთა ისეთი გაერთიანებიდან წარმოქმნილი პირობითი კომპენსაციის მიმართ, რომლის შეძენის თარიღი წინ უსწრებს ფასს 3ის (შესწორებული 2008 წელს) გამოყენების თარიღს. ამის ნაცვლად, საწარმომ ამგვარი პირობითი კომპენსაცია უნდა აღრიცხოს ფასს 3ის (2010 წლის შეცვლილი ვერსია) 65ა65ე პუნქტების შესაბამისად.


103ე. ბასს 27მა (შესწორებული 2008 წელს) განაპირობა 102ე პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ბასს 27ს (შესწორებული 2008 წელს), ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.


103ვ. საწარმომ მე2 პუნქტში შეტანილი ცვლილება უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ბასს 32სა და ბასს 1ში 2008 წლის თებერვალში შესულ ცვლილებებს  დაბრუნებადი ფინანსური ინსტრუმენტები და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ვალდებულებები  ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს მე2 პუნქტში შეტანილი ცვლილებაც.



 
ბასს 39 მდ

103ზ. საწარმომ მგ99ბა, მგ99ე, მგ99ვ, მგ110ა და მგ110ბ პუნქტებში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოიყენოს რეტროსპექტულად 2009 წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის, ბასს 8ის  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები. დასაშვებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ბასს 39ში შესულ ცვლილებას  `კონკრეტულ სიტუაციებში ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირებისთვის უფლებამოსილი მუხლები  2009 წლის 1 ივლისამდე დაწყებული პერიოდებისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

103თ [გაუქმებულია]

100კ

103ლ. 2009 წლის აპრილში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების გაუმჯობესება  გამოიწვია 2(ზ), 97ე და მე100 პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს პერსპექტიულად ყველა ხელშეკრულებისთვის, რომელსაც ვადა არ გასვლია, 2010 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებულ წლიურ პერიოდებში. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო უფრო ადრე დაიწყებს ზემოაღნიშნული ცვლილებების გამოყენებას, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

103მ  [გაუქმებულია]

103ნ

103ო. 2010 წლის მაისში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების გაუმჯობესება  გამოიწვია 103დ პუნქტის შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება უნდა გამოიყენოს 2010 წლის 1 ივლისს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება.


103პ.  [გაუქმებულია]

103ჟ. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 10მა  `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება და ფასს 11მა  `ერთობლივი საქმიანობა  გამოიწვია 2(ა), მე15, მგ3, მგ36მგ38 და მგ41(ა) პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 10სა და ფასს 11ს.

103რ. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 13მა  `რეალური ღირებულების შეფასება  გამოიწვია მე9, მე13, 28ე, 47ე, 88ე, მგ46, მგ52, მგ64, მგ76, მგ76ა, მგ80, მგ81 და მგ96 პუნქტების შეცვლა, 34ა პუნქტის დამატება და 4849ე, მგ69მგ75, მგ77მგ79 და მგ82 პუნქტების გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 13ს

103ს. 2012 წლის ოქტომბერში გამოცემულმა დოკუმენტმა  `საინვესტიციო საწარმოები (ფასს 10ში, ფასს 12სა და ბასს 27ში შესატანი ცვლილებები)  გამოიწვია მე2 და მე80 პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2014 წლის 1 იანვარს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. ნებადართულია დოკუმენტის  `საინვესტიციო საწარმოები  ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან იმავდროულად უნდა გამოიყენოს ყველა ცვლილება, რომელსაც ითვალისწინებს დოკუმენტი  `საინვესტიციო საწარმოები.

103ტ. ფასს 9მ  `ფინანსური ინსტრუმენტები (შეცვლილი 2013 წლის ნოემბერში) გამოიწვია 5ა პუნქტის დამატება, მე2, მე4, მე5, მე8, მე9, 58ე, 63ე, 71ე 88(დ), 89(ბ), 90ე, 96(გ), 103ბ, 103გ, 103ლ, 104ე, 108გ, მგ3მგ4, მგ8, მგ84, მგ95, მგ114(ა) და მგ118(ბ) პუნქტების შეცვლა და 1ლი, 1057ე, 61ე, 6670ე, 79ე, 103თ103კ, 103მ, 103ნ, 103პ, 105107ა, მგ4ბმგ4კ, მგ9მგ12ა, მგ14მგ15, მგ27მგ83 და მგ96 პუნქტების გაუქმება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 9ის 2013 წლის ნოემბრის შეცვლილ ვერსიას.




 
ბასს 39 მდ

104. ეს სტანდარტი გამოყენებულ უნდა იქნეს რეტროსპექტულად, გარდა 108ე პუნქტში განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა. წინა პერიოდის გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი და ყველა სხვა შესადარისი თანხა უნდა გადაანგარიშდეს ისე, თითქოს აღნიშნული სტანდარტი ყოველთვის მოქმედებდა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ინფორმაციის ახლად ფორმულირება შეუძლებელი იქნებოდა. თუ ინფორმაციის გადაანგარიშება შეუძლებელია, საწარმომ უნდა დააფიქსიროს აღნიშნული ფაქტი და მიუთითოს, რა დონეზე იყო ინფორმაცია ხელახლა ფორმულირებული.


105  [გაუქმებულია]

107ა

108. საწარმომ არ უნდა მოახდინოს არაფინანსური აქტივებისა თუ არაფინანსური ვალდებულებების საბალანსო ღირებულების კორექტირება იმისათვის, რომ გამორიცხოს ფულადი ნაკადების ჰეჯირებასთან დაკავშირებული შემოსულობები და ზარალი, რომლებიც შეტანილი იყო საბალანსო ღირებულებაში იმ ფინანსური წლის დაწყებამდე, როდესაც მოცემული სტანდარტი პირველად იქნა გამოყენებული. იმ ფინანსური პერიოდის დასაწყისში, როდესაც მოცემული სტანდარტის გამოყენება პირველად მოხდა, მყარი ვალდებულების ჰეჯირებისათვის მოგების ან ზარალის ანგარიშის გარეთ (სხვა სრულ შემოსავალში, ან პირდაპირ საკუთარ კაპიტალში) აღიარებული ნებისმიერი თანხა, რომელიც, ამ სტანდარტის შესაბამისად განიხილება, როგორც რეალური ღირებულების ჰეჯირება, რეკლასიფიცირებულ უნდა იქნეს აქტივად ან ვალდებულებად. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ უცხოური ვალუტის რისკის ჰეჯირება, რომელიც კვლავ განიხილება ფულადი ნაკადების ჰეჯირებად.


108ა. საწარმომ მე80 პუნქტის ბოლო წინადადება და მგ99ა და მგ99ბ პუნქტები უნდა გამოიყენოს წლიური პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება 2006 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ. მისაღებია ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმოს ჰეჯირებულ მუხლად აქვს კლასიფიცირებული გარე პროგნოზირებული გარიგება, რომელიც:

ა) გამოსახულია გარიგებაში მონაწილე საწარმოს სამუშაო ვალუტით;

ბ) წარმოშობს რისკის ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე (ე.ი. ისეთ ვალუტაშია გამოსახული, რომელიც არ არის ჯგუფის წარსადგენი ვალუტა); და


გ) კვალიფიცირებული იქნებოდა ჰეჯირების აღრიცხვისთვის, თუ არ იქნებოდა გამოსახული გარიგებაში მონაწილე საწარმოს სამუშაო ვალუტით,

მას შეუძლია ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვა გამოიყენოს მე80 პუნქტის ბოლო წინადადებისა და მგ99ა და მგ99ბ პუნქტების გამოყენების თარიღამდე პერიოდების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.

108ბ. საწარმოს არ სჭირდება მგ99ბ პუნქტის გამოყენება, მე80 პუნქტის ბოლო წინადადებისა და მგ99ა პუნქტების გამოყენების თარიღებამდე არსებულ საანგარიშგებო პერიოდებთან დაკავშირებული შესადარისი ინფორმაციისათვის.

108გ. 2008 წლის მაისში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების გაუმჯობესება  განაპირობა 73ე და მგ8 პუნქტების შეცვლა. მე80 პუნქტი შეიცვალა 2009 წლის აპრილში გამოცემული დოკუმენტის  `ფასსების გაუმჯობესება  შესაბამისად. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. დასაშვებია ნებისმიერი ცვლილების გამოყენება ვადაზე ადრე. თუ საწარმო ზემოაღნიშნულ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

108დ. 2013 წლის ივნისში გამოცემულმა დოკუმენტმა  `წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ნოვაცია და ჰეჯირების აღრიცხვის გაგრძელება (ბასს 39ში შესატანი ცვლილებები) (გამოცემული 2013 წლის ივნისში) გამოიწვია 91ე და 101ე პუნქტების შეცვლა და მგ113ა


 
ბასს 39 მდ

პუნქტის დამატება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2014 წლის 1 იანვარს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. საწარმომ ეს ცვლილებები რეტროსპექტულად უნდა გამოიყენოს ბასს 8ის  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები  შესაბამისად. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

108ე. ფასს 9მ  `ფინანსური ინსტრუმენტები (შეცვლილი 2013 წლის ნოემბერში) გამოიწვია 5ა პუნქტის დამატება. როდესაც საწარმო პირველად გამოიყენებს მოცემულ პუნქტს, მას უფლება აქვს გამოიყენოს ამ პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიკაცია ისეთ ხელშეკრულებებთან მიმართებით, რომლებიც უკვე არსებობს ზემოაღნიშნული თარიღისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე კლასიფიკაციას მიანიჭებს ყველა ანალოგიურ ხელშეკრულებას. 5ა პუნქტის პირველად გამოყენებისას, ახალი კლასიფიკაციის შედეგად წმინდა აქტივებში გამოწვეული ცვლილებები უნდა აღიარდეს, როგორც გაუნაწილებელი მოგების კორექტირება.

108ვ. 2013 წლის დეკემბერში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების ყოველწლიური გაუმჯობესება  20102012 წლების ციკლი, გამოიწვია მე9 პუნქტის შეცვლა, ფასს 3ში შეტანილი ცვლილებების შედეგად. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილება პერსპექტიულად უნდა გამოიყენოს საწარმოთა ისეთ გაერთიანებებთან მიმართებით, რომელთათვისაც გამოიყენება ფასს 3ის ცვლილებები.


სხვა  ოფიციალური დოკუმენტების გაუქმება


109. აღნიშნული სტანდარტი ცვლის 2000 წლის ოქტომბერში შესწორებულ ბასს 39ს  ,,ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება.

110. აღნიშნული სტანდარტი და თანდართული `დანერგვის მითითებები ცვლის ყოფილი ბასსკის მიერ დამტკიცებულ, ბასს 39ის დანერგვის კომიტეტის მიერ გამოცემულ დანერგვის მითითებებს.


































 
ბასს 39 მდ


დანართი ა

მითითებები გამოყენებაზე


წინამდებარე დანართი ამ სტანდარტის განუყოფელი ნაწილია.



მოქმედების სფერო (პუნქტები 27)


მგ1. ზოგიერთი ხელშეკრულება მოითხოვს კლიმატურ, გეოლოგიურ ან ფიზიკურ ცვლადებზე დამყარებულ გადახდას (ეს კლიმატური ცვლადები ზოგჯერ განიხილება, როგორც `ამინდის წარმოებულები). იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ხელშეკრულებები არ განეკუთვნება ფასს 4ის მოქმედების სფეროს (სადაზღვევო ხელშეკრულებებს), ისინი შედიან ამ სტანდარტის მოქმედების სფეროში.

მგ2. მოცემული სტანდარტი არ ცვლის მომუშავეთა გასამრჯელოების პროგრამების მოთხოვნებს, რომლებიც განეკუთვნება ბასს 26ის ,,საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება მოქმედების სფეროს და გაყიდვებიდან თუ მომსახურებიდან მიღებული წლიური ამონაგების (ბასს 18ის შესაბამისად აღრიცხული) მოცულობაზე დამყარებული როიალტის შეთანხმებებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

მგ3. ზოგჯერ საწარმო ახორციელებს `სტრატეგიულ ინვესტირებას სხვა საწარმოს მიერ გამოშვებულ წილობრივ ინსტრუმენტებში იმ განზრახვით, რომ დაამყაროს ან შეინარჩუნოს გრძელვადიანი საოპერაციო ურთიერთობა იმ საწარმოსთან, რომელშიც ინვესტიცია იქნა ჩადებული. ინვესტორი საწარმო, ან ერთობლივი მეწილე იყენებს ბასს 28ს  ,,ინვესტიციები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში იმისათვის, რომ განსაზღვროს, ამგვარი ინვესტიციისათვის მისაღებია თუ არა კაპიტალმეთოდის გამოყენება. თუ აღნიშნული მეთოდი შესაფერისი არ არის, საწარმო ამ სტანდარტს და ფასს 9ს იყენებს ზემოხსენებული სტრატეგიული ინვესტიციისათვის.


მგ3ა. ეს სტანდარტი და ფასს 9 გამოიყენება მზღვეველთა ფინანსური აქტივებისა და ფინანსური ვალდებულებებისათვის, გარდა იმ უფლებებისა და ვალდებულებებისა, რომლებსაც მოიცავს პუნქტი 2(ე), ვინაიდან ისინი წარმოიშობა ფასს 4ის მოქმედების სფეროში მყოფი ხელშეკრულებების საფუძველზე.

მგ4. ფინანსური გარანტიების ხელშეკრულებებს შეიძლება გააჩნდეს მრავალნაირი სამართლებრივი ფორმა, როგორიცაა, მაგალითად, გარანტია, ზოგიერთი ტიპის აკრედიტივი, საკრედიტო რისკის ხელშეკრულება ან სადაზღვევო ხელშეკრულება. მათი სააღრიცხვო მიდგომა დამოკიდებული არ არის ხელშეკრულებების სამართლებრივ ფორმაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითები წარმოადგენს შესაბამისი სააღრიცხვო მიდგომის ნიმუშებს (იხ. პ. 2(ე)):

ა) თუნდაც ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება სადაზღვევო ხელშეკრულებას წარმოადგენს ფასს 4ის განმარტებით, თუ გადაცემული რისკი არსებითია, ემიტენტი იყენებს ამ სტანდარტს და ფასს 9ს. მიუხედავად ამისა, თუ ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებების ემიტენტმა საწარმომ ადრე აშკარად დაასაბუთა, რომ იგი ამგვარ ხეკლშეკრულებებს სადაზღვევო ხელშეკრულებებად მიიჩნევს და გამოიყენა სადაზღვევო ხელშეკრულებებისთვის შესაფერისი სააღრიცხვო მიდგომა, ემიტენტ საწარმოს ასეთი ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებებისთვის შეუძლია აირჩიოს ან წინამდებარე სტანდარტი და ფასს 9, ან ფასს 4. თუ საწარმო მოცემულ სტანდარტსა და ფასს 9ს იყენებს, ფასს 9ის 5.1.1 პუნქტი მოითხოვს, რომ ემიტენტმა საწარმომ ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება თავდაპირველად რეალური ღირებულებით აღიაროს. თუ ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება გაცემული იყო არადაკავშირებულ მხარეზე გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით შესრულებული ცალკე გარიგების დროს, მისი თავდაპირველი რეალური ღირებულება, სავარაუდოდ, მიღებული პრემიის ტოლი



 
ბასს 39 მდ

იქნება, თუ საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, თუ თავდაპირველად ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება არ იყო კლასიფიცირებული რეალური ღირებულებით შეფასებისთვის, მოგებაში ან ზარალში ასახვით და არ გამოიყენება ფასს 9ის 3.2.153.2.23 და ბ3.2.12ბ3.2.17 (როდესაც გადაცემისას ფინანსური აქტივი არ აკმაყოფილებს აღიარების შეწყვეტის კრიტერიუმებს, ან გამოიყენება აქტივში მონაწილეობის გაგრძელების მიდგომა), ემიტენტმა საწარმომ ასეთი ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება უნდა შეაფსოს შემდეგი ორი სიდიდიდან უდიდესი თანხით:

(ი) ბასს 37ის შესაბამისად განსაზღვრული თანხა და

(იი) თავდაპირველად აღიარებული თანხა, გამოკლებული (თუ ეს შესაფერისია) ბასს 18ის შესაბამისად აღიარებული მთლიანი ამორტიზაცია (იხ. ფასს 9ის 4.2.1(გ) პუნქტი);

ბ) კრედიტთან დაკავშირებული ზოგიერთი გარანტია წინაპირობის სახით არ მოიცავს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ მფლობელი თავის თავზე იღებს ზარალის ანაზღაურებას, თუ დებიტორი ვერ გადაიხდის გარანტირებულ აქტივთან დაკავშირებულ თანხებს გადახდის ვადის დადგომისას. ამგვარი გარანტიის ერთერთი მაგალითია ხელშეკრულება, რომელიც გადახდას მოითხოვს წინასწარ განსაზღვრულ საკრედიტო რეიტინგის ან კრედიტის ინდექსის ცვლილების საპასუხოდ. ამგვარი გარანტიები არ წარმოადგენს ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებებს ფასს 9ში მოცემული განმარტების თანახმად და არც სადაზღვევო ხელშეკრულებებს ფასს 4ის განმარტების შესაბამისად. ისინი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებია და ემიტენტი მათთვის ამ სტანდარტსა და ფასს 9ს იყენებს;


გ) თუ ფინანსური გარანტიის ხელშეკრულება გაცემული იყო საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით, ემიტენტი ბასს 18ს იყენებს იმის დასადგენად, როდის აღიაროს გარანტიებიდან მიღებული ამონაგები და როდის  საქონლის გაყიდვიდან მიღებული.

მგ4ა. მტკიცება იმის შესახებ, რომ ემიტენტი საწარმო ხელშეკრულებებს სადაზღვევო ხელშეკრულებებად მიიჩნევს, როგორც წესი, ჩანს მომხმარებლებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ემიტენტის ურთიერთობებიდან, ხელშეკრულებებიდან, ბიზნესის დოკუმენტაციიდან და ფინანსური ანგარიშგებიდან. გარდა ამისა, სადაზღვევო ხელშეკრულებები ხშირად ისეთ სააღრიცხვო მოთხოვნებს ექვემდებარება, რომლებიც განსხვავდება სხვა ტიპის გარიგებისთვის დადგენილი მოთხოვნებიდან, როგორიცაა, მაგალითად, ბანკების ან კომერციული კომპანიების მიერ გაცემული ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ემიტენტის ფინანსური ანგარიშგება, როგორც წესი, მოიცავს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ემიტენტმა გამოიყენა ის სააღრიცხვო მოთხოვნები.


განმარტებები (პუნქტები 8 და 9)


მგ4ბ  [გაუქმებულია]

მგ4ლ

ეფექტური საპროცნეტო განაკვეთი

მგ5. ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური აქტივების შეძენა ხდება ნომინალზე მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულებით, რაც იწვევს საკრედიტო დანაკარგების წარმოშობას. საწარმოები ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის დროს, ამგვარ საკრედიტო დანაკარგებს ითვალისწინებენ ფულადი ნაკადების შეფასების დროს.

მგ6. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეთოდის გამოყენების დროს, საწარმო ახდენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში შეტანილი ნებისმიერი საფასურის, გადახდილი ან მიღებული პუნქტების (ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულების ცვლილების თითოეული პუნქტი), გარიგების დანახარჯებისა და სხვა პრემიებისა თუ ფასდაკლებების ამორტიზებას ინსტრუმენტის მთლიანი მომსახურების ვადის განმავლობაში. თუმცა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოკლე პერიოდიც, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდსუკავშირდება აღნიშნული საფასურები, გადახდის ან მიღების მომენტები, გარიგების დანახარჯები და სხვა პრემიე


 
ბასს 39 მდ

ბი ან ფასდაკლებები. ეს იქნება შემთხვევა, როდესაც საფასურებთან, გადახდის ან მიღების მომენტებთან, გარიგების დანახარჯებთან და სხვა პრემიებსა თუ ფასდაკლებებთან დაკავშირებული ცვლადების ხელახლა გადაანგარიშება ინსტრუმენტის დაფარვის ვადის დადგომამდე მოხდება, საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში, ამორტიზაციის შესაბამისი პერიოდი იქნება შემდგომი ასეთი გადაფასების თარიღამდე პერიოდი. მაგ.: თუ ცვალებადი განაკვეთის მქონე ინსტრუმენტის პრემია ან ფასდათმობა აისახება პროცენტზე, რომელიც ინსტრუმენტს დაერიცხა პროცენტის უკანასკნელად გადახდის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ან/და აისახება საბაზრო განაკვეთების ცვლილებებზე, რომლებიც მოხდა ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების საბაზრო განაკვეთთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, იგი ამორტიზებული უნდა იყოს შემდგომ თარიღამდე, როდესაც ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი კორექტირებული იქნება საბაზრო განაკვეთის მიმართ. აღნიშნული ხდება იმის გამო, რომ პრემია ან ფასდათმობა უკავშირდება მომავალი პერიოდის გარკვეულ თარიღს (დღეს), როდესაც მოხდება საპროცენტო განაკვეთის ხელახლა დადგენა, რადგან იმ დღეს ცვლადი, რომელსაც პრემია ან ფასდათმობა უკავშირდება (ე.ი. საპროცენტო განაკვეთები), ხელახლა განისაზღვრება საბაზრო განაკვეთის მიმართ. ხოლო, თუ პრემია ან ფასდათმობა გამოწვეულია ინსტრუმენტში განსაზღვრული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის შეღავათის დიაპაზონის ცვლილებით ან/და სხვა ცვლადებით, რომლებიც დამოკიდებული არ არის საბაზრო განაკვეთზე, ისინი ამორტიზებული უნდა იყოს ინსტრუმენტის მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში.


მგ7. ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მქონე ფინანსური აქტივებისა თუ ფინანსური ვალდებულებების ფულადი ნაკადების პერიოდული გადაფასება იმ მიზნით, რომ ასახოს საბაზრო განაკვეთის საპროცენტო ცვლილებები, ცვლის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. თუ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულება აღიარებულია თავდაპირველი ღირებულებით, რომელიც დაფარვის ძირითადი მოთხოვნების ან ვალდებულებების თანხის ეკვივალენტურია, მომავალი საპროცენტო გადასახდელების ხელახლა შეფასება, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულებაზე.


მგ8. თუ საწარმო ახდენს გადასახდელი და მისაღები თანხების შეფასების კორექტირებას, მან უნდა გააკორექტიროს ფინანსური აქტივის ან ვალდებულების (ან ფინანსური ინსტრუმენტების ჯგუფის) საბალანსო ღირებულება იმ მიზნით, რომ ასახოს ფაქტობრივი და სავარაუდო ფულადი ნაკადების შესწორებული შეფასებები. საწარმო გადაიანგარიშებს საბალანსო ღირებულებს ფინანსური ინსტრუმენტის მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების გამოთვლით თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, ან 92ე პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი, შესწორებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, როდესაც შესაფერისია. კორექტირების თნხა უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში შემოსავლის ან ხარჯის სახით.

მგ9 [გაუქმებულია]

მგ12ა

გარიგების დანახარჯები

მგ13. გარიგების დანახარჯები მოიცავს აგენტების (გაყიდვის აგენტებად მოქმედ დაქირავებულ მომუშავეთა ჩათვლით), მრჩეველების, ბროკერებისა და დილერების ხელფასებსა და საკომისიოებს, მარეგულირებელი სააგენტოებიდან და საფონდო ბირჟებიდან მოსაკრებლებსა და სატრანსფერო ბაჟსა თუ სავალდებულო მოსაკრებელს. გარიგების დანახარჯები არ მოიცავს პრემიებსა და ფასდათმობებს, ფინანსურ დანახარჯებსა და შიდა ადმინისტრაციულ თუ მფლობელთა დანახარჯებს.

მგ14  [გაუქმებულია]

მგ83

ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივების გაუფასურება და ამოუღებლობა (პუნქტები 5870)


 
ბასს 39 მდ

მგ84. ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივის გაუფასურების შეფასება ხდება ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით, რადგან პროცენტის მიმდინარე საბაზრო განაკვეთის დისკონტირება, ფაქტობრივად, სავალდებულოს ხდის ფინანსური აქტივების რეალური ღირებულების შეფასებას, რომლებიც, თავის მხრივ, შეფასებულია ამორტიზებული ღირებულებით. თუ ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივების პირობები ხელახლა არის შეთანხმებული ან მოდიფიცირებული მსესხებლის ან ემიტენტის ფინანსური სიძნელეების გამო, გაუფასურების შეფასება ხდება თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით, პირობების მოდიფიცირებამდე. მოკლევადიან მოთხოვნებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების დისკონტირება არ ხდება, თუ დისკონტირების ეფექტი არსებითი არ იქნება. თუ ამორტიზებული ღირებულებით შეფასებულ ფინანსურ აქტივებს გააჩნია ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, 63ე პუნქტის შესაბამისად გაუფასურების ზარალის შესაფასებელი დისკონტირების განაკვეთი წარმოადგენს ხელშეკრულებით დადგენილ მიმდინარე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს (განაკვეთებს). პრაქტიკული თვალსაზრისთ, კრედიტორს ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივის გაუფასურების შეფასება შეუძლია ინსტურმენტის რეალური ღირებულების გათვალისწინებით, ემპირიული საბაზრო ფასის გამოყენებით. უზრუნველყოფილი ფინანსური აქტივიდან მისაღები სამომავლო ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულების გამოთვლა ასახავს ფულად ნაკადებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას უზრუნველყოფის გამოსყიდვის უფლების დაკარგვის შედეგად, რომელსაც გამოკლებული აქვს უზრუნველყოფის მიღებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯები, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დაგირავებულ აქტივზე უფლების დაკარგვის ალბათობა.



მგ85. გაუფასურების შეფასების პროცესი ითვალისწინებს ნებისმიერ საკრედიტო დანაკარგებს, არა მხოლოდ დაბალი საკრედიტო ხარისხის დროს. მაგ. თუ საწარმო კრედიტის მიღების საგარეო სისტემას იყენებს, იგი ითვალისწინებს ნებისმიერ საკრედიტო დონეს და არა მხოლოდ მათ, რომლებიც იწვევენ მკაცრ საკრედიტო გაუარესებას.

მგ86. გაუფასურების ზარალის ოდენობის შეფასების პროცესმა შეიძლება გამოამჟღავნოს მხოლოდ ერთეული სახის ზარალი, ან ზარალია შესაძლო მთელი ჯგუფი. უკანასკნელ შემთხვევაში, საწარმო გაუფასურების ზარალს აღიარებს მთელი ჯგუფის1 გაუფასურების ეკვივალენტური ოდენობით, ფინანსური ანგარიშგების შედგენის დღემდე მოპოვებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის გათვალისწინებით.

მგ87. გაუფასურების კოლექტიური შეფასების მიზნით, ფინანსური აქტივები ჯგუფდება ერთგვაროვანი საკრედიტო მახასიათებლების მიხედვით, რაც გამოხატავს დებიტორის შესაძლებლობას, გადაიხადოს სახელშეკრულებო პირობებით დადგენილი ყველა აუცილებელი გადასახდელი თანხა (მაგ., საკრედიტო რისკის შეფასების ან კლასიფიცირების პროცესიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებს აქტივის ტიპს, წარმოების ტიპს, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, გირაოს ტიპს, წარსულ სტატუსს და სხვა საჭირო ფაქტორებს). შერჩეული მახასიათებლები შესაბამისია აქტივთა ამგვარი ჯგუფის მომავალი ფულადი ნაკადებისათვის იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენს დებიტორის მიერ შეფასებულ აქტივზე ყველა საჭირო თანხის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელ ნიშნებს. თუმცა, შესაძლო ზარალი და სხვა სტატისტიკური ზარალი მნიშვნელოვნად განასხვავებს (ა) აქტივებს, რომლებიც ინდივიდუალურად იქნა განკუთვნილი გაუფასურებისათვის და აღმოჩნდა, რომ მათი გაუფასურება არ მოხდა და (ბ) აქტივებს, რომლებიც არ ყოფილა ინდივიდუალური გაუფასურებისათვის გამიზნული იმ მიზეზის გამო, რომ შეიძლება გაჩენილიყო განსხვავებული გაუფასურების ღირებულების არსებობის მოთხოვნა. თუ საწარმოს არ გააჩნია მსგავსი მახასიათებლების მქონე აქტივთა ჯგუფი, იგი არ აწარმოებს დამატებით შეფასებებს.


მგ88. ჯგუფის აღიარებული გაუფასურების ზარალი, ძირითადად, წარმოადგენს იმ ფინანსურ აქტივთა ჯგუფის ინდივიდუალურ აქტივებზე გაუფასურების დანაკარგების იდენტიფიცირების პერიოდულ ანალიზს, რომლებიც კოლექტიური გაუფასურებისათვის არის განკუთვნილი. მა



1. ბასს 37ის 39ე პუნქტი შეიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ განისაზღვროს საუკთესო შეფასება შესაძ
ლო შედეგების დიაპაზონში


 
ბასს 39 მდ

შინვე, როგორც კი ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია, რომელიც სპეციფიკურად განსაზღვრავს ჯგუფში ინდივიდუალურად გაუფასურებულ აქტივებზე ზარალს, აღნიშნული აქტივები ჯგუფიდან ამოღებულ უნდა იქნეს.

მგ89. მომავალი ფულადი ნაკადები ფინანსურ აქტივთა ჯგუფში, რომლებიც კოლექტიური გაუფასურებისათვის განიხილება, შეფასებულია ჯგუფში შემავალი აქტივების მსგავსი საკრედიტო მახასიათებლების მქონე აქტივების ზარალის ისტორიული გამოცდილების საფუძველზე. საწარმოები, რომლებსაც არ გააჩნიათ საწარმოს ზარალის წარსული გამოცდილება ან გააჩნიათ არასაკმარისი გამოცდილება, იყენებენ მსგავსი (ერთგვაროვანი) ჯგუფის გამოცდილებას ფინანსური აქტივების შესადარისი ჯგუფისათვის. ზარალის წარსული გამოცდილება კორექტირდება მიმდინარე ემპირიული მონაცემების გათვალისწინებით იმ მიზნით, რომ ასახოს არსებული პირობების ეფექტი, რომლებიც გავლენას არ იქონიებს იმ პერიოდზე, რომელსაც წარსული ზარალის გამოცდილება ემყარება და აგრეთვე იმ მიზნით, რომ გააუქმოს ისტორიულ პერიოდში პირობების ეფექტები, რომლებიც დღესდღეობით არ არსებობს. მომავალი ფულადი ნაკადების ცვლილებების შეფასებები ასახავს და პირდაპირ არის დაკავშირებული პერიოდიდან პერიოდამდე ცვალებად ემპირიულ მონაცემებთან (ისევე, როგორც დაუსაქმებლობის განაკვეთის, საკუთრების ფასების, სასაქონლო ფასების, გადახდის სტატუსის ან სხვა ფაქტორების ცვლილებები, რომლებიც წარმოადგენენ ჯგუფში წარმოქმნილი ზარალისა და მათი ცვალებადობის დამადასტურებელ ნიშნებს). მომავალი ფულადი ნაკადების შესაფასებლად გამოსაყენებელი მეთოდოლოგიებისა და ხერხების მიმოხილვა რეგულარულად ხორციელდება იმ მიზნით, რომ შეამცირონ დანაკარგების შეფასებასა და აქტუალურ დანაკარგებს შორის სხვაობა.



მგ90. მგ89ე პუნქტის გამოყენების მაგალითად, საწარმოს წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეუძლია განსაზღვროს, რომ სასესხო საკრედიტო ბარათზე არსებული ვალის გადაუხდელობის ერთერთი ძირითადი მიზეზი მსესხებლის სიკვდილია. საწარმოს შეუძლია დააკვირდეს, რომ განაკვეთი უცვლელია ერთი წლიდან მეორემდე. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს სასესხო საკრედიტო ბარათების ჯგუფში ზოგიერთი მსესხებელი შეიძლება გარდაიცვალოს იმავე წელს, გაუფასურების ზარალი წარმოიშობა ამ სესხებზე, მაშინაც კი, თუ წლის ბოლოს საწარმო ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახებ, კერძოდ რომელი მსესხებელი გარდაიცვალა. გაუფასურების ზარალისათვის უპრიანი იქნებოდა მისი აღიარება `წარმოქმნილი, მაგრამ არა ანგარიშგებულ დანაკარგებად. თუმცა, სწორი არ იქნებოდა გაუფასურების ზარალის აღიარება სიკვდილის გამო, რომელიც ჯერ არ მომხდარა (მაგრამ შესაძლოა მოხდეს უახლოეს მომავალში) იმ მიზეზით, რომ აუცილებელი ზარალის გამომწვევი შემთხვევა (მსესხებლის სიკვდილი) ჯერ არ დაფიქსირებულა.


მგ91. როდესაც ფულადი ნაკადების შეფასების დროს ისტორიული ზარალის განაკვეთების გამოყენება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია წარსული ზარალის შესახებ ეხებოდეს ჯგუფებს, რომლებიც, გარკვეულწილად, განიხილება, როგორც იმ ჯგუფთა შემადგენელი ნაწილი, რომელთათვისაც ისტორიული დანაკარგების განაკვეთები საჯარო იყო. შესაბამისად, გამოყენებული მეთოდი გამოსადეგი უნდა იყოს ყოველი ჯგუფისათვის, მისი დაკავშირება შესაძლებელი გახდეს მსგავსი საკრედიტო მახასიათებლების მქონე აქტივთა ჯგუფის დანაკარგების წარსულ გამოცდილებასა და მიმდინარე პირობების ამსახველ შესაბამის საჯარო მონაცემებთან.


მგ92. ფორმულაზე დამყარებული ხერხები ან სტატისტიკური მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ აქტივთა ჯგუფში გაუფასურების ზარალის შესაფასებლად (მაგ., ერთგვაროვანი საბალანსო სესხებისათვის) იქამდე, სანამ ისინი წარმოადგენენ 6365ე პუნქტებისა და მგ87 მგ91ის მოთხოვნების შემადგენელ ნაწილს. ნებისმიერი გამოყენებული მოდელი მოახდენს ფულის დროითი ღირებულების, აქტივის მთელი დარჩენილი მომსახურების ვადის განმავლობაში ნავარაუდები ფულადი ნაკადების (არა მხოლოდ შემდეგ წელს) და პორტფელში სესხების ნავარაუდები ხანდაზმულობის გაერთიანებას და არ დაუშვებს გაუფასურების ზარალის ზრდას, ფინანსური აქტივის თავდაპირველი აღიარების დროს.

გაუფასურების აღიარების შემდგომი საპროცენტო შემოსავლები


 
ბასს 39 მდ

მგ93. როდესაც ფინანსური აქტივი ან ერთგვაროვანი ფინანსური აქტივების ჯგუფი ჩამოიწერება გაუფასურების ზარალის გამო, შემდგომ მიღებული საპროცენტო შემოსავლები აღიარებული უნდა იყოს იმ საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით, რომელიც გამოყენებულ იქნა მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირებისას, გაუფასურების დანაკარგების შეფასების მიზნით.





ჰეჯირება (პუნქტები 71102)


ჰეჯირების ინსტრუმენტები (პუნქტები 7277ე)

კვალიფიცირებადი ინსტრუმენტები (პუნქტები 72 და 73ე)

მგ94. იმ ოფციონთან დაკავშირებული პოტენციური ზარალი, რომელსაც საწარმო ყიდის, შეიძლება ჰეჯირებულ მუხლთან დაკავშირებულ პოტენციურ ამონაგებზე მნიშვნელოვნად დიდი იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაყიდული ოფციონი ეფექტური არ არის ჰეჯირებული მუხლის სავარაუდო მოგების ან ზარალის შესამცირებლად. ამას გარდა, გაყიდული ოფციონი არ კვალიფიცირდება ჰეჯირებულ ინსტრუმენტად, თუ იგი არ იქნება კლასიფიცირებული შეძენილი ოფციონის გადამფარავ ოფციონად, იმ ოფციონის ჩათვლით, რომელიც ჩართულია სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში (მაგ., გაყიდული ქოლოფციონი, რომელიც გამოიყენება გამოსყიდვადი ვალდებულების ჰეჯირებისათვის). მეორე მხრივ, შეძენილ ოფციონს გააჩნია ზარალის ეკვივალენტური ან მასზე დიდი ამონაგები და, შესაბამისად, გააჩნია პოტენციალი, შეამციროს მოგების ან ზარალის დამოკიდებულება რეალური ღირებულების ცვლილებებეზე ან ფულად ნაკადებზე. ამგვარად, იგი შეიძლება კვალიფიცირებული იყოს ჰეჯირების ინსტრუმენტად.



მგ95. ამორტიზირებადი ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივი შეიძლება კლასიფიცირდეს ჰეჯირების ინსტრუმენტად, სავალუტო რისკის ჰეჯირების დროს.

მგ96. [გაუქმებულია]

მგ97. საწარმოს საკუთარი წილობრივი ინსტრუმენტები არ წარმოადგენს საწარმოს ფინანსურ აქტივებსა თუ ვალდებულებებს და, შესაბამისად, არ შეიძლება კლასიფიცირებული იყოს, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტები.

ჰეჯირებული მუხლები (პუნქტები 7884ე)

კვალიფიცირებადი მუხლები (პუნქტები 7880)

მგ98. საწარმოთა გაერთიანების დროს საწარმოს შესყიდვის მყარი ვალდებულება არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ უცხოური ვალუტის გადაცვლის რისკი იმის გამო, რომ სხვა სახის ჰეჯირებული რისკების სპეციფიკურად განსაზღვრა და შეფასება შეუძლებელია. ხოლო სხვა რისკები წარმოადგენს ბიზნესის მთავარ რისკებს.

მგ99. კაპიტალმეთოდით ინვესტირება არ შეიძლება ჰეჯირებული მუხლი იყოს რეალური ღირებულებით ჰეჯირებისას იმის გამო, რომ წილობრივი მეთოდი მეკავშირე საწარმოს მოგებაში ან ზარალში ინვესტორის კუთვნილ წილს უფრო აღიარებს მოგებაში ან ზარალში, ვიდრე ინვესტიციის რეალური ღირებულების ცვლილებებს. მსგავს მიზეზთა გამო, კონსოლიდირებულ შვილობილ საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია არ შეიძლება იყოს ჰეჯირებული მუხლი, რეალური ღირებულებით ჰეჯირების დროს, იმ მიზეზით, რომ კონსოლიდაცია შვილობილი საწარმოს მოგებასა თუ ზარალს აღიარებს მოგებაში ან ზარალში უფრო მეტად, ვიდრე ინვესტიციის რეალური ღირებულების ცვლილებებს. უცხოური ოპერაციის შემთხვევაში, წმინდა ინვესტიციის ჰეჯირება განსხვავებულია, რადგან იგი წარმოადგენს უცხოური ვალუტის სავარაუდო დანაკარგების ჰეჯირებას, რეალური ღირებულებით ჰეჯირებისას და არა ინვესტიციის ღირებულების ცვლილების რეალური ღირებულებით ჰეჯირებას.




 
ბასს 39 მდ

მგ99ა. მე80 პუნქტში აღნიშნულია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგების სავალუტო რისკი ფულდი ნაკადების ჰეჯირებაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჰეჯირებულ მუხლად, თუ ეს გარიგება გამოსახული არ არის გარიგების მონაწილე საწარმოს სამუშაო ვალუტაში და სავალუტო რისკი გავლენას იქონიებს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე. ამ კონტექსტში, საწარმო შეიძლება იყოს სათავო საწარმო, შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო, ერთობლივი საქმიანობა ან ფილიალი. თუ პროგნოზირებულ შიდაჯგუფურ გარიგებაში სავალუტო რისკი გავლენას არ ახდენს კონსოლიდირებულ მოგება/ზარალზე, არ შეიძლება შიდაჯგუფური გარიგების მიჩნევა ჰეჯირებულ მუხლად. როგორც წესი, ეს არის როიალტის, პროცენტის გადახდის შემთხვევები, ან ერთი და იმავე ჯგუფის წევრებს შორის მმართველობითი ხარჯები, თუ მასთან დაკავშირებული სხვა გარე გარიგება არ არსებობს. ამასთან, როდესაც პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგების სავალუტო რისკი გავლენას იქონიებს კონსოლიდირებულ მოგება/ზარალზე, მაშინ შესაძლებელია პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგების კვალიფიცირება ჰეჯირებულ მუხლად. ამის მაგალითია ჯგუფის წევრებს შორის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ყიდვაგაყიდვის პროგნოზი, თუ ამას წინ უსწრებს სასაქონლომატერიალური ფასეულობების გაყიდვა ჯგუფის გარეთ სხვა მხარეზე. ანალოგიურად, ამა თუ იმ მოწყობილობის ჯგუფის შიგნით გაყიდვის პროგნოზმა, რომელსაც ჯგუფში შემავალი საწარმო ჯგუფის სხვა საწარმოებისათვის აწარმოებს, რომლებიც მას თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ, შეიძლება გავლენა იქონიოს კონსოლიდირებულ მოგება/ზარალზე. მაგალითად, ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ მოწყობილობას ცვეთას დაარიცხავს მყიდველი საწარმო და მოწყობილობასთან დაკავშირებით თავდაპირველად აღიარებული თანხა შეიძლება შეიცვალოს, თუ პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგება გამოსახული არ იქნება მყიდველი საწარმოს სამუშაო ვალუტით.




მგ99ბ. თუ პროგნოზირებული შიდაჯგუფური გარიგება კვალიფიცირდება ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვისათვის, მაშინ 95(ა) პუნქტის შესაბამისად სხვა სრულ შემოსავალში აღიარებულ ნებისმიერ შემოსულობას ან ზარალს კლასიფიკაცია უნდა შეეცვალოს და აისახოს მოგებაში ან ზარალში, როგორც რეკლასიფიკაციის კორექტირება, იმავე პერიოდში, ან იმ პერიოდების განმავლობაში, როდესაც ჰეჯირებული გარიგების სავალუტო რისკი გავლენას ახდენს კონსოლიდირებულ მოგებაზე ან ზარალზე.

მგ99ბა. საწარმოს შეუძლია ჰეჯირებული მუხლის ფულად ნაკადებში ან რეალურ ღირებულებაში მომხდარი ყველანაირი ცვლილება მიაკუთვნოს ჰეჯირების ურთიერთობას. საწარმოს ასევე შეუძლია ჰეჯირების ურთიერთობას მიაკუთვნოს ჰეჯირებული მუხლის ფულად ნაკადებში ან რეალურ ღირებულებაში მომხდარი ყველანაირი ცვლილება, რომელიც თავსდება გარკვეული ფასის ან სხვა ცვლადის ზემოთ ან ქვემოთ (ცალმხრივი რისკი). ჰეჯირების ინსტრუმენტის შესყიდული ოფციონის საკუთარი ღირებულება (თუ მასაც იგივე ძირითადი პირობები და განსაზღვრული რისკი აქვს), მაგრამ არა მისი დროითი ღირებულება, ასახავს ჰეჯირებული მუხლის ცალმხრივ რისკს. მაგალითად, საწარმოს შეუძლია ჰეჯირების ურთიერთობისთვის განსაზღვროს პროგნოზირებული საქონლის შესყიდვის ფასის ზრდით განპირობებული მომავალი ფულადი ნაკადების შედეგების ცვალებადობა. ასეთ შემთხვევაში, ჰეჯირების ურთიერთობას მიეკუთვნება მხოლოდ იმ ფულადი ნაკადების ზარალი, რომელიც განპირობებულია გარკვეული წინასწარგანსაზღვრული დონის ზემოთ ფასის ზრდით. ჰეჯირების რისკი არ ითვალისწინებს შესყიდული ოფციონის დროით ღირებულებას, რადგან დროითი ღირებულება არ არის პროგნოზირებული გარიგების ისეთი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს მოგებაზე ან ზარალზე (იხ. 86(ბ) პუნქტი).



ფინანსური მუხლების ჰეჯირებულ მუხლებად კლასიფიცირება (პუნქტები 81 და 81ა)

მგ99გ. თუ ფინანსური აქტივი ან ფინანსური ვალდებულებიდან ფულადი ნაკადის ნაწილი კლასიფიცირდება, როგორც ჰეჯირებული მუხლი, აღნიშნული კლასიფიცირებული ნაწილი ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე მთლიანი ფულადი ნაკადი აქტივიდან ან ვალდებულებიდან. მაგ., ვალდებულების შემთხვევაში, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი LIBOღზე დაბალია, საწარმოს არ შეუძლია განიხილოს (ა) ვალდებულების ნაწილი, როგორც ძირითად თანხას LIBOღით დადგე


 
ბასს 39 მდ

ნილი პროცენტის დამატებით მიღებული რაოდენობის ეკვივალენტური და (ბ) როგორც უარყოფითი ნარჩენი ნაწილი (ღირებულება). თუმცა, საწარმოს შეუძლია განიხილოს მიმდინარე ფინანსური აქტივიდან თუ ფინანსური ვალდებულებიდან მთლიანი ფულადი ნაკადები, როგორც ჰეჯირებული მუხლი და როგორც ჰეჯირებული მუხლი მხოლოდ ერთ ცალკეულ რისკზე (ე.ი. ძირითად თანხას პლუს LIBOღით დადგენილ პროცენტს მინუს 100 საბაზისო ერთეული) და განახორციელოს აღნიშნული მიმდინარე ვალდებულების ფულადი ნაკადების ან რეალური ღირებულების ჰეჯირება, რომელიც დაკავშირებულია LIBOღის ცვლილებასთან. საწარმოს, აგრეთვე, შეუძლია აირჩიოს ჰეჯირების კოეფიციენტი იმისათვის, რომ გააუმჯობესოს ჰეჯირების ეფექტურობა, რომელიც აღწერილია პუნქტში მგ100.


მგ99დ. ამას გარდა, თუ ფიქსირებული განაკვეთის ფინანსური ინსტრუმენტი ჰეჯირებულია მისი მიღებიდან დროის რაღაც პერიოდის შემდეგ და საპროცენტო განაკვეთები იმავდროულად შეიცვალა, საწარმოს შეუძლია განიხილოს, რომ საწყისი განაკვეთის ეკვივალენტური ნაწილი დიდია, ვიდრე მუხლზე გადახდილი სახელშეკრულებო განაკვეთი. საწარმოს ასე შეუძლია იმ შემთხვევაში მოიქცეს, თუ საწყისი განაკვეთი ნაკლებია, ვიდრე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განიხილება იმგვარად, რომ საწარმომ შეიძინა ინსტრუმენტი იმ დღეს, როდესაც პირველად აღიარა ჰეჯირებული მუხლი. მაგ., წარმოვიდგინოთ, საწარმო ყიდულობს 100 ფე ღირებულების ფიქსირებულ განაკვეთის ფინანსურ აქტივს, რომელსაც გააჩნია 6 პროცენტი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იმ დროს, როდესაც LIBOღ არის 4 პროცენტი. იგი იწყებს აღნიშნული აქტივის ჰეჯირებას დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც LIBOღ გაიზრდება 8 პროცენტამდე და აქტივის რეალური ღირებულება შემცირდება 90 ფე ღირებულებამდე. საწარმო ანგარიშობს, რომ თუ მან აქტივი იყიდა დღეს, როდესაც აქტივი პირველად იქნა კლასიფიცირებული 90 ფე რეალური ღირებულების მქონე ჰეჯირებულ მუხლად, ეფექტური საპროცენტო შემოსავალი იქნება 9,5 პროცენტი. იმის გამო, რომ LIBOღ ნაკლებია, ვიდრე ეფექტური საპროცენტო შემოსავალი, საწარმოს შეუძლია განიხილოს LIBOღ–ს 8 პროცენტი ხელშეკრულების საპროცენტო ფულადი ნაკადების ნაწილობრივ შემადგენელ ნაწილად და, ნაწილობრივ, მიმდინარე რეალურ ღირებულებასა (ე.ი. 90ფე) და დაფარვის თანხას (ე.ი. 100ფე) შორის სხვაობის ნაწილად.



მგ99ე. 81ე პუნქტი საწარმოს უფლებას აძლევს, ჰეჯირების რისკს მიაკუთვნოს ზოგიერთი სხვა ცვლილება, გარდა ფინანსური ინსტრუმენტის რეალური ღირებულების მთლიანი ცვლილებისა, ან ფულადი სახსრების ცვალებადობისა. მაგალითად:

ა) ფინანსური ინსტრუმენტის მთელი ფულადი ნაკადები შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფულადი სახსრების ან რეალური ღირებულების ისეთი ცვლილება, რომლის მიკუთვნება შესაძლებლია ზოგიერთ (მაგრამ არა ყველა) რისკზე; ან

ბ) ფინანსური ინსტრუმენტის ზოგიერთი (მაგრამ არა ყველა) ფულადი ნაკადები შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფულადი სახსრების ან რეალური ღირებულების ისეთი ცვლილება, რომელიც მიეკუთვნება ყველა ან მხოლოდ ზოგიერთ რისკს (ე.ი. ფინანსური ინსტრუმენტის რაღაც `ნაწილი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთ ცვლილებად, რომლის მიკუთვნებაც შესაძლებელია ყველა ან მხოლოდ ზოგიერთ რისკზე.

მგ99ვ. იმისათვის, რომ მუხლი უფლებამოსილი იყოს ჰეჯირების აღრიცხვისათვის, მასზე მიკუთვნებული რისკები და ნაწილები უნდა იყოს ფინანსური ინსტრუმენტის განცალკევებით იდენტიფიცირებადი კომპონენტები და ამავე დროს შესაძლებელი იყოს ამ რისკებისა და ფინანსური ინსტრუმენტის ნაწილების ცვლილებით გამოწვეული მთლიანი ფინანსური ინსტრუმენტის ფულადი ნაკადების, ან რეალური ღირებულების ცვლილების საიმედოდ შეფასება. მაგალითად:

ა) ფიქსირებულგანაკვეთიანი ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომელიც ჰეჯირებულია რეალური ღირებულების ისეთი ცვლილებისთვის, რომელიც მიეკუთვნება ურისკო საპროცენტო განაკვეთის ან ამოსავალი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას. ურისკო ან ამოსავალი საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, მიიჩნევა ფინანსური ინსტრუმენტის განცალკევებით იდენტიფიცირებად კომპონენტად, ასევე კომპონენტად, რომლის საიმედოდ შეფასება შესაძლებელია;



 
ბასს 39 მდ

ბ) ინფლაცია არ არის განცალკევებით იდენტიფიცირებადი და საიმედოდ შეფასებადი და არ შეიძლება მისი რისკად ან ფინანსური ინსტრუმენტის ნაწილად მიჩნევა, თუ დაკმაყოფილებული არ არის შემდეგი (გ) პუნქტის მოთხოვნები;

გ) ფულადი ნაკადების ინფლაციური ნაწილი, რომელიც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული ინფლაციასთან დაკავშირებული (ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსირებული) აღიარებული ობლიგაციისთვის (თუ არ მოითხოვება ჩართული წარმოებული ინსტრუმენტის ცალკე აღრიცხვა), წარმოადგენს განცალკევებით იდენტიფიცირებად კომპონენტს და ასევე კომპონენტს, რომლის საიმედოდ შეფასება შესაძლებელია.






არაფინანსური მუხლების ჰეჯირებულ მუხლებად  კლასიფიცირება (პუნქტი 82)

მგ100. არაფინანსური აქტივის ან არაფინანსური ვალდებულების კომპონენტის შემადგენელი ნაწილის ფასის ცვლილებებს, ძირითადად, არ გააჩნია წინასწარ სავარაუდო, განცალკევებით შეფასებადი ეფექტი მუხლის ფასსზე, რომელიც შესადარისია, დავუშვათ, ობლიგაციის ფასის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებთან. ამგვარად, არაფინანსური აქტივი ან არაფინანსური ვალდებულება წარმოადგენს ჰეჯირებულ მუხლს მხოლოდ მთლიანობაში ან უცხოური ვალუტის გადაცვლის რისკისათვის. თუ არსებობს სხვაობა ჰეჯირების ინსტრუმენტის პირობებსა და ჰეჯირებულ მუხლს შორის (მაგ., ბრაზილიური ყავის დაგეგმილი შესყიდვის ჰეჯირებისთვის კოლუმბიური ყავის შესყიდვის სხვა მსგავსი პირობების მქონე ფორვარდული ხელშეკრულების გამოყენებით), ჰეჯირების ურთიერთობა შეიძლება კვალიფიცირდეს ჰეჯირების ურთიერთობად, 88ე პუნქტის ყველა პირობის გათვალისწინებით, იმის ჩათვლით, რომ ჰეჯირება მოსალოდნელია მაღალეფექტური იყოს. ამ მიზეზით, ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულება შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს, ვიდრე ჰეჯირებული მუხლისა, თუ აღნიშნული აუმჯობესებს ჰეჯირების ურთიერთობის ეფექტურობას. მაგ., აღიარების ანალიზი შეიძლება გამოყენებული იყოს იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს სტატისტიკური ურთიერთობა ჰეჯირებულ მუხლსა (ე.ი. ბრაზილიურ ყავაზე დადებული გარიგება) და ჰეჯირებულ ინსტრუმენტს (ე.ი. კოლუმბიურ ყავაზე დადებული გარიგება) შორის. თუ არსებობს საფუძვლიანი სტატისტიკური ურთიერთობა ორ ცვლადსშორის (ე.ი. ბრაზილიური ყავისა და კოლუმბიური ყავის ორ ერთეულ ფასს შორის), რეგრესის ხაზის დახრა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰეჯირების კოეფიციენტის დასადგენად, რომელიც მოსალოდნელ ეფექტურობას მაქსიმალურად გაზრდის. თუმცა, ჰეჯირების ურთიერთობა შეიძლება აისახოს ეფექტურობაში, რომელიც აღიარებული იქნება ჰეჯირების ურთიერთობის პერიოდის მოგებაში ან ზარალში.



მუხლების ჯგუფის ჰეჯირებულ მუხლებად კლასიფიცირება (პუნქტები 83 და 84)

მგ101. წმინდა ერთიანი პოზიციის ჰეჯირება (ე.ი. მსგავსი დაფარვის ვადის მქონე ყველა წმინდა ფიქსირებული განაკვეთის აქტივებისა და ფიქსირებული განაკვეთის ვალდებულებების), როგორც სპეციფიკური ჰეჯირებული მუხლისა, არ განიხილება ჰეჯირების არღიცხვად. თუმცა, ამ ტიპის ჰეჯირების ურთიერთობისას, ჰეჯირების აღრიცხვის მოგებაზე ან ზარალზე თითქმის შიძლება იგივე ეფექტი იქნეს მიღებული, ძირითადი მუხლების ნაწილის ჰეჯირებულ მუხლად კლასიფიცირების შემთხვევაში. მაგ., თუ ბანკს აქვს 100 ფე ღირებულების აქტივები და 90 ფე ღირებულების ვალდებულებები მსგავსი ბუნების რისკებითა და ვადებით და ახდენს წმინდა 10 ფე დანაკარგების ჰეჯირებას, იგი შეიძლება განიხილებოდეს აღნიშნული აქტივების 10 ფე ღირებულების ჰეჯირებულ მუხლად. ასეთი კლასიფიცირება შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ ამგვარი აქტივები და ვალდებულებები ფიქსირებული განაკვეთის ინსტრუმენტებია, რა შემთხვევაშიც ეს იქნება რეალური ღირებულებით ჰეჯირება. ასევე, თუ საწარმოს გააჩნია 100 ფე უცხოური ვალუტით შესყიდვის მყარი ვალდებულება და 90 ფე უცხოური ვალუტით გაყიდვის მყარი ვალდებულება, მას შეუძლია მოახდინოს წმინდა 10 ფე ღირებულების ჰეჯირება წარმოებულის მიღების გზითა და მისი ჰეჯირებულ მუხლად კლა




 
ბასს 39 მდ

სიფიცირებით, რომ იგი 100 ფე ღირებულებით შესყიდვის მყარ ვალდებულებასთან დაკავშირებული 10 ფე ღირებულების ჰეჯირების ინსტრუმენტია.

ჰეჯირების აღრიცხვა (პუნქტები 85102ე)

მგ102. რეალური ღირებულებით ჰეჯირების მაგალითია საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით გამოწვეული ფიქსირებული განაკვეთის სავალო ინსტრუმენტის რეალური ღირებულების სავარაუდო ცვლილებების ჰეჯირება. ასეთი ჰეჯირება შეიძლება ძალაში იყოს შესული ემიტენტის ან მფლობელის მიერ.

მგ103. ფულადი სახსრების ჰეჯირების მაგალითია სვოპის გამოყენება იმ მიზნით, რომ ცვლადი განაკვეთის ვალი გადაყვანილ იქნეს ფიქსირებული განაკვეთის ვალში (ე.ი. მომავალი გარიგების ჰეჯირება, როდესაც ჰეჯირებული მომავალი ფულადი ნაკადები წარმოადგენს მომავალ საპროცენტო გადასახდელებს).

მგ104. მყარი ვალდებულების ჰეჯირება (მაგ., ელქტროენერგიის უტილიზაციით გამოწვეული საწვავის ფასის ცვლილების ჰეჯირება, რაც დაკავშირებულია საწვავის ფიქსირებული ფასით შესყიდვის არაღიარებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან) წარმოადგენს რეალური ღირებულების სავარაუდო ცვლილების ჰეჯირებას. შესაბამისად, ასეთი ჰეჯირება წარმოადგენს რეალური ღირებულებით ჰეჯირებას. თუმცა, 87ე პუნქტის თანახმად, მყარი ვალდებულების უცხოური ვალუტის რისკის ჰეჯირება ალტერნატიულად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფულადი ნაკადების ჰეჯირება.

ჰეჯირების ეფექტურობის შეფასება

მგ105. ჰეჯირება მაღალეფექტურად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ორივე პირობაა დაკმაყოფილებული:

ა) ჰეჯირების დაწყებისას და შემდგომ პერიოდში ჰეჯირება მოსალოდნელია, რომ მაღალეფექტური იყოს ფულადი ნაკადების ან რეალური ღირებულების ჰეჯირებულ რისკთან დაკავშირებული გადაფარვადი ცვლილებების მისაღწევად იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც ჰეჯირება ხორციელდება. ასეთი ვარაუდები შეიძლება დემონსტრირებული იყოს სხვადასხვა გზით, მათ შორის, ჰეჯირებულ რისკთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების თუ ფულადი ნაკადების წარსული ცვლილებების შედარებით ცვლილებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულებისა და ფულადი ნაკადების წარსულ ცვლილებებთან, ან მაღალი სტატისტიკური კორელაციის დემონსტრირებით ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებასა და ფულად ნაკადებს შორის. საწარმოს შეუძლია მაღალი კოეფიციენტი ამოირჩიოს იმისათვის, რომ გააუმჯობესოს ჰეჯირების ეფექტურობა პუნქტ მგ100ში აღწერილის შესაბამისად;



ბ) ჰეჯირების აქტუალური შედეგები მოქცეულია 80125 პროცენტს შორის. მაგ., თუ აქტუალური შედეგები წარმოადგენს ჰეჯირების ინსტრუმენტზე 120 ფე ოდენობის ზარალს, ხოლო ამონაგები ფულად ინსტრუმენტზე უდრის 100 ფეს, კონტრანგარიში შეიძლება შეფასებული იყოს 120/100, რაც უდრის 120 პროცენტს, ან/და 100/120, რაც 83 პროცენტის ტოლია. ამ მაგალითში, ჰეჯირების შეფასება აკმაყოფილებს (ა) პუნქტის პირობას და საწარმო ასეთ ჰეჯირებას მაღალეფექტურად მიიჩნევს.

მგ106. ეფექტურობა ფასდება მინიმალურად, როდესაც საწარმო ამზადებს წლიურ ან პერიოდულ ფინანსურ ანგარიშგებებს.

მგ107. ეს სტანდარტი არ განსაზღვრავს ჰეჯირების ეფექტურობის შეფასების ცალკეულ მეთოდს. მეთოდი, რომელსაც საწარმო ეფექტურობის შეფასებას მიუსადაგებს, დამოკიდებულია რისკის მართვის სტრატეგიაზე. მაგ., თუ საწარმოს რისკის მართვის სტრატეგია ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულების პერიოდულ კორექტირებას ახდენს იმ მიზნით, რომ ასახოს ჰეჯირებული პოზიციის ცვლილებები, საწარმომ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ჰეჯირება მაღალეფექტური იქნება მხოლოდ პერიოდამდე, სანამ ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულების შემდგომი კორექტირება მოხდება. ზოგ შემთხვევაში, საწარმო იყენებს განსხვავებულ მეთოდებს ჰეჯირების განსხვავებული ტიპებისათვის. საწარმოს ჰეჯირების სტრატეგიის დოკუმენტაცია შე


 
ბასს 39 მდ

იცავს მის მიერ ეფექტურობის შეფასების პროცედურებს. აღნიშნული პროცედურები გამოიყენება მანამდე, სანამ შეფასება მოიცავს ნებისმიერ ამონაგებსა და ზარალს ჰეჯირების ინსტრუმენტზე ან/და სანამ ინსტრუმენტის დროითი ღირებულება გამოირიცხება.

მგ107ა. თუ საწარმო ახდენს მუხლზე შესაძლო ზარალის 100 პროცენტზე ნაკლების ჰეჯირებას, მაგ., 85 პროცენტს, მან უნდა განიხილოს ჰეჯირებული მუხლი, როგორც შესაძლო ზარალის 85 პროცენტი და უნდა შეაფასოს არაეფექტურობა ჰეჯირებული 85 პროცენტის ცვლილებაზე დაყრდნობით. თუმცა, შესაძლო ზარალის შერჩეული 85 პროცენტის ჰეჯირებისას საწარმომ შეიძლება გამოიყენოს ჰეჯირების კოეფიციენტი, თუ აღნიშნული აუმჯობესებს ჰეჯირების მოსალოდნელ ეფექტურობას, როგორც მოცემულია პუნქტში მგ100.

მგ108. თუ ძირითადი ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული აქტივის, ვალდებულების, მყარი ვალდებულების ან მაღალსავარაუდო მომავალი გარიგების ვადები ერთი და იგივეა, ჰეჯირებულ რისკთან დაკავშირებული რეალური ღირებულებისა და ფულადი ნაკადების ცვლილებები შეიძლება ერთმანეთის მიერ ადვილად გადაფარული იყოს, ჰეჯირების ძალაში შესვლისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც. მაგ., საპროცენტო განაკვეთის სვოპი ადვილად შესაძლებელია ეფექტური ჰეჯირება იყოს, თუ პირობითი და ძირითადი თანხები, ვადა, ფასდადგენის ვადები, საპროცენტო და ძირითადი მისაღები თანხების ვადები თუ გადასახდელები და საპროცენტო განაკვეთის შეფასების ძირითადი მეთოდები ერთი და იგივეა ჰეჯირების ინსტრუმენტისა და ჰეჯირებული მუხლისათვის. ამას გარდა, საქონლის ფორვარდული ხელშეკრულებით მომავალი შესყიდვის მაღალსავარაუდო ჰეჯირება შეიძლება ეფექტურად განიხილებოდეს:

ა) თუ ფორვარდული ხელშეკრულება გამიზნულია იმავე რაოდენობის, იმავე საქონლის იმავე დღეს და ადგილზე შესყიდვისათვის, რისთვისაც გამიზნულია დაგეგმილი ჰეჯირებული შესყიდვა;

ბ) ფორვარდული ხელშეკრულების რეალური ღირებულება დასაწყისში ნულის ტოლია; და

გ) თუ ფორვარდული ხელშეკრულების დისკონტი და პრემია გამორიცხულია ეფექტურობის შეფასებიდან და აღიარებულია მოგებაში ან ზარალში ან/და დაგეგმილი მაღალსავარაუდო გარიგებიდან მოსალოდნელი ფულადი ნაკადების ცვლილება ემყარება საქონლის ფორვარდულ ფასს.

მგ109. ზოგჯერ, ჰეჯირების ინსტრუმენტი ფარავს მხოლოდ ჰეჯირებული რისკის ნაწილს. მაგ., ჰეჯირება არ იქნება სრულად ეფექტური, თუ ჰეჯირების ინსტრუმენტი და ჰეჯირებული მუხლი განსაზღვრული განსხვავებულ ვალუტაში, რომლებიც არ შეიძლება მოძრაობდეს ერთმანეთის პარალელურად. ასევე, საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირება, წარმოებულის გამოყენებით არასრულად ეფექტური იქნება, თუ წარმოებულის რეალური ღირებულების ცვლილების ნაწილი დაკავშირებულია კონტრაგენტის საკრედიტო რისკთან.

მგ110. ჰეჯირების აღრიცხვად კვალიფიცირებისათვის, ჰეჯირება უნდა უკავშირდებოდეს სპეციფიკურად განსაზღვრულ და კლასიფიცირებულ რისკს და არა საწარმოს ძირითადი ბიზნესის რისკს და გავლენას უნდა ახდენდეს საწარმოს მოგებაზე ან ზარალზე. ფიზიკური აქტივის მოძველების რისკის ან მთავრობის მიერ ქონების ექსპროპრიაციის რისკების ჰეჯირება მიუღებელია ჰეჯირების აღრიცხვისათვის; ეფექტურობა არ შეიძლება შეფასებული იყოს იმის გამო, რომ აღნიშნული რისკები საიმედოდ შეფასებადი არ არის.

მგ110ა. 74(ა) პუნქტი საწარმოს უფლებას აძლევს, განაცალკევოს ოფციონის ხელშეკრულების საკუთარი ღირებულება და დროითი ღირებულება და ჰეჯირების ინსტრუმენტად მიიჩნიოს მხოლოდ ოფციონის ხელშეკრულების საკუთარი ღირებულება. ამგვარმა კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰეჯირების ურთიერთობა, რომელიც მთლიანად ეფექტური იქნება იმ ფულადი ნაკადების ცვლილებების ურთიერთგადაფარვის მიღწევის თვალსაზრისით, რომლებიც განეკუთვნება პროგნოზირებული გარიგების ცალმხრივი რისკის ჰეჯირებას, თუ პროგნოზირებული გარიგებისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის ძირითადი პირობები ერთი და იგივეა.Y


110ბ. თუ საწარმო შესყიდვის ხელშეკრულებს მთლიანად განსაზღვრავს როგორც პროგნოზირებული გარიგებიდან წარმოშობილი ცალმხრივი რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტს, ჰეჯირების


 
ბასს 39 მდ

ურთიერთობა მთლიანად არ იქნება ეფექტური. ეს იმითა განპირობებული, რომ ოფციონისთვის გადახდილი პრემიალური თანხა მოიცავს დროით ღირებულებას და, როგორც მგ99ბა პუნქტში იყო აღნიშნული, ჰეჯირებისთვის განსაზღვრული ცალმხრივი რისკი კი არ მოიცავს ოფციონის დროით ღირებულებას. ამგვარად, ასეთ სიტუაციაში, არ მოხდება ოფციონის პრემიალური თანხის დროით ღირებულებასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადებისა და ჰეჯირებული რისკის ურთიერთგადაფარვა.

მგ111. საპროცენტო განაკვეთის რისკის შემთხვევაში, ჰეჯირების ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების დაფარვის განრიგის შედგენის მეშვეობით, რაც გვიჩვენებს მოსალოდნელ წმინდა საპროცენტო დანაკარგებს დროის ყოველი პერიოდისათვის მაშინ, როდესაც წმინდა შესაძლო დანაკარგები დაკავშირებულია სპეციფიკურ აქტივსა თუ ვალდებულებასთან (ან სპეციფიკური აქტივების ან ვალდებულებების ჯგუფთან ან მათ სპეციფიკურ ნაწილთან) და იწვევს წმინდა შესაძლო დანაკარგების ზრდას, ხოლო ჰეჯირების ეფექტურობის შეფასება ხდება აღნიშნული აქტივისა და ვალდებულების საპირისპიროდ.

მგ112. ჰეჯირების ეფექტურობის შეფასებისას საწარმო, ძირითადად, განიხილავს ფულის დროით ღირებულებას. ჰეჯირებული მუხლის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი აუცილებელი არ არის, ზუსტად ემთხვევოდეს საპროცენტო ხასიათის აქტივის ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს სვოპის დროს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც რეალური ღირებულებით ჰეჯირება. არც საპროცენტო ხასიათის აქტივის ან ვალდებულების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი საჭიროებს იმას, რომ იგივე იყოს, რაც ფულადი ნაკადების ჰეჯირებად მიჩნეული სვოპის ცვლადი საპროცენტო განაკვეთია. სვოპის რეალური ღირებულება წარმოიშობა მისი წმინდა ანგარიშსწორებებიდან. სვოპის ფიქსირებული ან ცვლადი განაკვეთები შეიძლება შეიცვალოს წმინდა ანგარიშსწორებაზე გავლენის მოხდენის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ორივე იცვლება ერთი და იმავე სიდიდით.


მგ113. თუ საწარმო არ აკმაყოფილებს ჰეჯირების ეფექტურობის კრიტერიუმს, იგი წყვეტს ჰეჯირების აღრიცხვას იმ უკანასკნელი თარიღით, როდესაც ჰეჯირების ეფექტურობის დასკვნა იყო დემონსტრირებული. თუმცა, თუ საწარმო ადგენს, რომ შემთხვევის ან გარემო პირობების ცვლილება იწვევს ჰეჯირების ურთიერთობის კრიტერიუმის გაუარესებას და წარმოაჩენს, რომ ჰეჯირება ეფექტური იყო, სანამ შემთხვევა ან გარემო პირობები წარმოიშობოდა, საწარმო წყვეტს ჰეჯირების აღრიცხვას იმ დღიდან, როდესაც მოხდა შემთხვევის ან გარემო პირობების ცვლილება.

მგ113ა. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, თავდაპირველი კონტრაჰენტის კლირინგული კონტრაჰენტით შეცვლის შედეგები და შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რაც აღწერილია 91(ა)(იი) და 101(ა) (იი) ქვეპუნქტებში, უნდა აისახოს ჰეჯირების ინსტრუმენტის შეფასებაში და, მაშასადამე, ჰეჯირების ეფექტურობის ანალიზსა და ჰეჯირების ეფექტურობის შეფასებაშიც.

რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვა პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისას

მგ114. ფინანსური აქტივების ან ვალდებულებების პორტფელთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულების ჰეჯირებისას, საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტის მოთხოვნებს იმ შემთხევაში, თუ იგი შეესაბამება პროცედურებს, რომლებიც მოცემულია (ა)(ი) და მგ115მგ132 პუნქტებში:

ა) საწარმო რისკების მართვის პროცესის ფარგლებში განსაზღვრავს იმ მუხლების პორტფელს, რომელთა საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებაც სურს. პორტფელი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ აქტივებს, მხოლოდ ვალდებულებებს ან ორივეს ერთად. საწარმოს უფლება აქვს განსაზღვროს ორი ან რამდენიმე პორტფელი, რა შემთხვევაშიც მიმართავს ქვემოთ ჩამოთვლილ მითითებებს ცალცალკე თითოეული პორტფელისათვის;

ბ) საწარმო პორტფელს აანალიზებს ფასდადგენის პერიოდებში, რომლებიც დამყარებულია უფრო მოსალოდნელ, ვიდრე სახელშეკრულებო ფასდადგენის ვადებზე. ფასდადგენის პერიოდში ანალიზი შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ხერხით, მათ შორის, ფულადი სახსრების განრიგის დაწესებით იმ პერიოდებში, რომლებშიც მოსალოდნელია მათი წარ


 
ბასს 39 მდ

მოშობა, ან პირობითი, ძირითადი თანხების განრიგის დაწესებით ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, სანამ ფასების დადგენა იქნება მოსალოდნელი;

გ) ანალიზიდან გამომდინარე, საწარმო განსაზღვრავს თანხას, რომლის ჰეჯირებასაც იგი აპირებს. საწარმო განსაზღვრული პორტფელიდან აქტივებისა და ვალდებულებების რაოდენობას მიიჩნევს ჰეჯირებულ მუხლად (მაგრამ არა წმინდა ღირებულებად), რომელიც იმ ღირებულების ეკვივალენტურია, რასაც საწარმო განიხილავს ჰეჯირებულად. აღნიშნული რაოდენობა, აგრეთვე, განსაზღვრავს პროცენტულობის შეფასებას, რომელიც გამოიყენება ეფექტურობის ტესტირებისათვის პუნქტი მგ126(ბ)ს შესაბამისად;

დ) საწარმო აფასებს საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებას. აღნიშნული რისკი შეიძლება საპროცენტო განკვეთის რისკის ნაწილი იყოს ჰეჯირებული პოზიციის ყოველ მუხლში, როგორც საწყისი საპროცენტო განაკვეთი (მაგ., LIBOღ);

ე) საწარმო განიხილავს ერთ ან მეტ ჰეჯირების ინსტრუმენტს ფასდადგენის ყოველი თარიღისათვის;

ვ) ზემოხსენებულ (გ)(ე) პუნქტებში მოყვანილი კლასიფიკაციის გამოყენებისას, საწარმო განსაზღვრავს საწყის და შემდგომ პერიოდებს, რათა დაადგინოს, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ჰეჯირება მაღალეფექტური იყოს პერიოდში, რომელშიც იგი კლასიფიცირდება;

ზ) საწარმო პერიოდულად აფასებს ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებას (რიგორც განსაზღვრულია (გ) პუნქტში), რომელიც დაკავშირებულია ჰეჯირებულ რისკთან (როგორც განსაზღვრულია (დ) პუნქტში) (ბ) პუნქტით განსაზღვრული მოსალოდნელი ფასდადგენის თარიღებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ ჰეჯირება განიხილება მაღალეფექტურად, როდესაც მისი შეფასება ჩვეულებრივ ხდება საწარმოს მიერ ეფექტურობის შეფასების დოკუმენტირებული მეთოდის გამოყენებით, საწარმო ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებას აღიარებს მოგებაში ან ზარალში, ამონაგებისა თუ ზარალის სახით ან/და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ორიდან ერთი სახის მუხლად, როგორც აღწერილია 89ე პუნქტში. რეალური ღირებულების ცვლილება გადანაწილებული არ უნდა იყოს ინდივიდუალურ აქტივებსა და ვალდებულებებზე;


თ) საწარმო ჰეჯირების ინსტრუმენტის (ინსტრუმენტების) რეალური ღირებულების ცვლილებას აფასებს (როგორც მოცემულია (ე) პუნქტში) და მას აღიარებს შემოსულობის ან ზარალის სახით მოგებაში ან ზარალში. ჰეჯირების ინსტრუმენტის (ინსტრუმენტების) რეალური ღირებულება აღიარებული უნდა იყოს აქტივად ან ვალდებულებად საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში;


ი) ნებისმიერი არაეფექტურობა1 უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში, როგორც (ზ) პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული რეალურ ღირებულებასა და (თ) პუნქტში განსაზღვრულ ცვლილებას შორის სხვაობა.

მგ115. აღნიშნული მიდგომა ქვემოთ უფრო დეტალურად არის განხილული. მიდგომა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის რისკის რეალური ღირებულებით ჰეჯირებისას, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების პორტფელთან.

მგ116. მგ114(ა) პუნქტში განხილული პორტფელი შეიძლება შეიცავდეს აქტივებსა და ვალდებულებებს. ალტერნატიულად, იგი შეიძლება წარმოადგენდეს პორტფელს, რომელიც შეიცავს მხოლოდ აქტივებს ან მხოლოდ ვალდებულებებს. პორტფელი გამოიყენება აქტივებისა და ვალდებულებების იმ რაოდენობის დასადგენად, რომლის ჰეჯირებასაც საწარმო აპირებს. თუმცა, პორტფელი თავისთავად არ კლასიფიცირდება, როგორც ჰეჯირებული მუხლი.





1. ამ კონტექსტში არსებითობა იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც ყველგან ფასსებში.


 
ბასს 39 მდ

მგ117. მგ114(ბ) პუნქტის შესაბამისად, საწარმო მუხლის მოსალოდნელ ფასდადგენის ვადას განსაზღვრავს უახლოესი თარიღებით, როდესაც მოსალოდნელია აღნიშნული მუხლის დაფარვა ან მისი ფასის საბაზრო განაკვეთით განსაზღვრა. მოსალოდნელი ფასდადგენის ვადები განისაზღვრება ჰეჯირების დაწყების დროს და ჰეჯირების ხანგრძლივობის მთელი ვადის განმავლობაში, ისტორიულ გამოცდილებასა და სხვა შესაძლო ინფორმაციაზე დაყრდნობით (წინასწარ გადასახდელების განაკვეთებთან, საპროცენტო განაკვეთებთან და მათ შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ვარაუდების ჩათვლით). საწარმოები, რომლებსაც არ გააჩნიათ საწარმოს სპეციფიკური გამოცდილება ან გააჩნიათ არასაკმარისი გამოცდილება, იყენებენ მსგავსი ჯგუფის გამოცდილებას შესადარისი ფინანსური ინსტრუმენტებისათვის. აღნიშნული შეფასებების მიმოხილვა ხდება პერიოდულად არსებული გამოცდილების შესაბამისად. ფიქსირებული განაკვეთის წინასწარ გადასახდელი აქტივის შემთხვევაში, მოსალოდნელი ფასდადგენის თარიღი არის თარიღი, როდესაც მოსალოდნელია აქტივის წინასწარ გადახდა, თუ მისი ფასის დადგენა საბაზრო განაკვეთით არ ხდება უფრო ადრინდელი თარიღით. ერთგვაროვანი აქტივების ჯგუფისათვის მოსალოდნელ ფასდადგენის ვადებზე დამყარებულმა პერიოდულმა ანალიზმა შეიძლება მიიღოს პროცენტების ჯგუფზე და არა ინდივიდუალურ აქტივებზე გადანაწილების ფორმა, დროის ყოველ მონაკვეთში. საწარმომ ამგვარი გადანაწილების მიზნით შეიძლება გამოიყენოს სხვა მეთოდოლოგიაც. მაგ., მას შეუძლია გამოიყენოს წინასწარ გადახდის განაკვეთის გამამრავლებელი, ამორტიზებული სესხების გადასანაწილებლად დროის პერიოდებში, რომლებიც ემყარება მოსალოდნელ მომავალ ვადებს. თუმცა, მეთოდოლოგიები ამგვარი გადანაწილებისათვის უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს რისკის მართვის პროცედურებსა და მიზნებს.


მგ118. მგ114(გ) პუნქტში მოცემული კლასიფიკაციის მაგალითის თანახმად, თუ ფასდადგენის ცალკეულ პერიოდში საწარმო დაადგენს, რომ მას გააჩნია 100 ფე ღირებულების ფიქსირებული განაკვეთის მქონე აქტივები და 80 ფე ღირებულების ფიქსირებული განაკვეთის მქონე ვალდებულებები და გადაწყვეტილებას იღებს, მოახდინოს მთლიანი 20 ფე–ის წმინდა პოზიციის ჰეჯირება, იგი ჰეჯირებულ მუხლად განიხილავს 20 ფე ღირებულების აქტივებს (აქტივების ნაწილს). კლასიფიცირება გამოისახება უფრო ფულადი ერთეულებით (მაგ., დოლარის, ევროს, ფუნტის ან რანდის), ვიდრე ინდივიდუალური აქტივებით. აქედან გამომდინარე, აქტივები (ან ვალდებულებები), რომელთაგანაც ამოღებულია ჰეჯირებული ღირებულება – ე.ი. მთლიანი 100 ფე ღირებულების აქტივები  ქვემოთ მოყვანილი მაგალითების შესაბამისად, უნდა წარმოადგენდეს:

ა) მუხლებს, რომელთა რეალური ღირებულება იცვლება ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებასთან ერთად; და

ბ) მუხლები, რომლებიც შეიძლება აკმაყოფილებდეს რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვის მოთხოვნებს, თუ ისინი გამიზნულია ცალცალკე ჰეჯირებისთვის. კერძოდ, ფასს 9 განსაზღვრავს, რომ მოთხოვნის მახასიათებლის მქონე ფინანსური ვალდებულების რეალური ღირებულება (როგორიცაა მოთხოვნამდე დეპოზიტი ან ზოგიერთი ტიპის ვადიანი დეპოზიტი) არ უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე მოთხოვნისას გადასახდელი თანხა, რომელიც დისკონტირდება პირველივე დღიდან, როდესაც თანხის გადახდა შეიძლება იქნეს მოთხოვნილი. ამიტომ ასეთი მუხლი ვერ დააკმაყოფილებს რეალური ღირებულების ჰეჯირების აღრიცხვის მოთხოვნებს არც ერთ სხვა პერიოდში, გარდა ყველაზე მოკლე პერიოდისა, როდესაც მფლობელს შეუძლია გადახდის მოთხოვნა. ზემოხსენებულ მაგალითში, ჰეჯირებული პოზიცია აქტივების ღირებულებაა. ამიტომ ასეთი ვალდებულებები არ წარმოადგენს ჰეჯირებული მუხლის ნაწილს, არამედ საწარმო იყენებს იმ აქტივის ღირებულების დასადგენად, რომელიც გამიზნულია, რომ იყოს ჰეჯირებული მუხლი. თუ საწარმოს სურს სხვადასხვა ვალდებულების ჰეჯირება, კლასიფიცირებული ჰეჯირებული მუხლის თანხა საწარმომ უნდა განსაზღვროს ფიქსირებული განაკვეთის მქონე ვალდებულებების ღირებულების საფუძველზე და არ უნდა გაითვალისწინოს ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც საწარმოს შეიძლება უახლოეს პერიოდში მოეთხოვოს, ხოლო პროცენტის მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება ჰეჯირების ეფექტურობის დასადგენად მგ126(ბ) პუნქტის შესაბამისად, გამოითვლება, როგორც პროცენტი აღნიშნული სხვა ვალდებულებების მიმართ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ: საწარმო ასკვნის, რომ მას ფასდადგენის გარკვეულ დღეს გააჩნია 100 ფე ღირებულების ფიქსირე




 
ბასს 39 მდ

ბული განაკვეთის მქონე ვალდებულებები, რომლებიც შეიცავს 40ფე მოთხოვნამდე დეპოზიტს და 60 ფე ღირებულების ვალდებულებებს, რომლებსაც არ გააჩნია მოთხოვნის მახასითებელი და ასევე 70 ფე ღირებულების ფიქსირებული განაკვეთის აქტივები. თუ საწარმო გადაწყვეტს მთლიანი წმინდა პოზიციის ჰეჯირებას, რომლის ღირებულებაა 30 ფე, იგი ჰეჯირებულ მუხლად განიხილავს 30 ფე ღირებულების ვალდებულებებს, ან მოთხოვნის მახასიათებლის არმქონე ვალდებულების 50 პროცენტს.

მგ119. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს აგრეთვე სხვა კლასიფიკაციებისა და დოკუმენტაციების მოთხოვნებს 88(ა) პუნქტის შესაბამისად. პორტფელის საპროცენტო განაკვეთის რისკის ჰეჯირებისათვის, აღნიშნული კლასიფიკაციები და დოკუმენტაციები განსაზღვრავს საწარმოს პოლიტიკას მთელი მისი ცვლადებისათვის, რომლებიც გამოიყენება ჰეჯირებული ღირებულების დასადგენად და კიდევ იმის გასარკვევად, როგორ შეფასდა ეფექტურობა. აღნიშნული აგრეთვე გამოიყენება იმისათვის, რომ დადგინდეს:

ა) რომელი აქტივები და ვალდებულებები უნდა იყოს ჩართული პორტფელის ჰეჯირებისას და საფუძვლები, რის შედეგადაც მოხდება მათი პორტფელიდან ამოღება;

ბ) როგორ აფასებს საწარმო ფასდადგენის ვადებს იმის გათვალისწინებით, თუ რა საპროცენტო განაკვეთის შეფასებას ემყარება წინასწარ გადახდის განაკვეთები და აღნიშნული შეფასებების ცვლილებების საფუძვლები. იგივე მეთოდი გამოიყენება აქტივის ან ვალდებულების ჰეჯირებულ პორტფელში ჩართვის დროს თავდაპირველი შეფასებისთვისაც და შეფასების სხვა ნებისმიერი კორექტირებისთვისაც;

გ) ფასდადგენის დროის პერიოდების რაოდენობა და ხანგრძლივობა;

დ) რამდენად ხშირად განახორციელებს საწარმო ეფექტურობის ტესტირებას და მგ126ე პუნქტში მოყვანილი ორი მეთოდიდან რომელი იქნება გამოყენებული;

ე) საწარმოს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია იმ აქტივებისა და ვალდებულებების დასადგენად, რომლებიც კლასიფიცირდება ჰეჯირებულ მუხლად და, შესაბამისად, საწარმოს მიერ მგ126(ბ) პუნქტში აღწერილი მეთოდის მეშვეობით ეფექტურობის ტესტირების დროს გამოყენებული პროცენტულობის შეფასება;

ვ) როდის ახორციელებს საწარმო ეფექტურობის ტესტირებას მგ126(ბ) პუნქტში აღწერილი მეთოდის გამოყენებით: როცა საწარმო ახორციელებს ეფექტურობის ტესტირებას ინდივიდუალურად წარმოდგენილი ფასდადგენის ყოველი პერიოდისათვის, ყველა გაერთიანებული პერიოდისათვის, თუ ამ ორის გარკვეული კომბინაციის გამოყენებისას.

კლასიფიცირებითა და დოკუმენტაციით განსაზღვრული ჰეჯირების ურთიერთობების პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს რისკის მართვის პროცედურებსა და მიზნებს. ცვლილებები პოლიტიკაში არ შეიძლება შეტანილ იქნეს თვითნებურად, უსაფუძვლოდ. ისინი განხილული უნდა იყოს საბაზრო პირობების ცვლილებებსა და სხვა ფაქტორებთან ერთად და იყოს საწარმოს რისკის მართვის პროცედურებისა და მიზნების შემადგენელი ნაწილი.

მგ120. მგ114(ე) პუნქტში განხილული ჰეჯირების ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ცალკეული წარმოებული ან წარმოებულთა პორტფელი, რომელიც შეიცავს ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის რისკის შესაძლო დანაკარგებს, რაც განხილულია მგ114(დ) პუნქტში (მაგ. საპროცენტო განაკვეთის სვოპების პორტფელი, რომლებიც შეიცავს LIBOღის ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო ზარალს). წარმოებულთა ამგვარი პორტფელი შეიძლება შეიცავდეს გადამფარავი რისკის პოზიციებს. თუმცა, მასში შეიძლება არ შედიოდეს გაყიდული ოფციონები ან წმინდა გაყიდული ოფციონები იმ მიზეზის გამო, რომ სტანდარტი1 კრძალავს ამგვარი ოფციონების კლასიფიცირებას ჰეჯირების ინსტრუმენტად (გამონაკლისს წარმოადგენს გაყიდვის ოფციონი, რომელიც კლასიფიცირდება შეძენილი ოფციონის გადამფარავ ოფციონად). თუ ჰეჯირების ინსტრუმენტი ახდენს მგ114(ბ) პუნქტში მოცემული თანხის ჰეჯირებას ფასდადგენის ერთზე მეტ პერიოდში, იგი გადანაწილდება ჰეჯირების მთლიან პერიოდზე. თუმცა, ჰეჯირების მთლიანი ინსტრუმენტი გადანა



1. იხილეთ 77ე და მგ94ე პუნქტები.


 
ბასს 39 მდ

წილებული უნდა იყოს ფასდადგენის ყველა პერიოდზე, რადგანაც სტანდარტი1 კრძალავს ჰეჯირების ურთიერთობის განხილვას მხოლოდ დროის პერიოდის ერთი ნაწილისთვის, რომლის განმავლობაშიც ჰეჯირების ინსტრუმენტი გადაუხდელი რჩება.

მგ121. როდესაც საწარმო აფასებს წინასწარ გადახდის მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებას მგ114(გ) პუნქტის შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების ცვლილება გავლენას იქონიებს წინასწარ გადახდის მუხლის რეალურ ღირებულებაზე, ორი სახით: იგი გავლენას ახდენს სახელშეკრულებო ფულადი ნაკადების რეალურ ღირებულებაზე და წინასწარი გადახდის ოფციონის რეალურ ღირებულებაზე, რომელიც შედის წინასწარ გადახდის ხელშეკრულებში. სტანდარტის 81ე პუნქტი საწარმოს ნებას რთავს იმ ფინანსური აქტივების ან ფინანსური ვალდებულებების ნაწილი, რომლებიც ინაწილებენ შესაძლო საერთო რიკს, განიხილოს ჰეჯირებულ მუხლად იმ შემთხვევაში, თუ ეფექტურობის შეფასება შესაძლებელია. წინასწარ გადახდის მუხლებისათვის 81ე პუნქტიAიძლევა აღნიშნულის მიღწევის საშუალებას, ჰეჯირებული მუხლის მიჩნევით რეალური ღირებულების ცვლილებად, რომელიც დაკავშირებულია საპროცენტო განაკვეთის ცვლილებასთან, მოსალოდნელი და არა სახელშეკრულებო ფასდადგენის ვადებზე დაყრდნობით. თუმცა ეფექტი, რომელიც გააჩნია ჰეჯირებულ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას, აღნიშნულ მოსალოდნელ ფასდადგენის ვადებზე, ჩართული უნდა იყოს ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილების განსაზღვრისას. შესაბამისად, თუ მოსალოდნელი ფასდადგენის ვადები შესწორებულია (მაგ., რომ ასახოს მოსალოდნელი წინასწარ გადახდების ცვლილება) ან, თუ აქტუალური ფასდადგენის ვადები განსხვავებულია მოსალოდნელისაგან, არაეფექტურობა წარმოიშობა მგ126ე პუნქტში აღწერილის თანახმად. მეორე მხრივ, მოსალოდნელი ფასდადგენის ვადების ცვლილებები, რომლებიც (ა) განპირობებულია ჰეჯირებული მუხლის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების ფაქტორით და (ბ) არ არის დაჯავშირებული ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებთან და (გ) შეიძლება იოლად იყოს გამოყოფილი ცვლილებებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია ჰეჯირებულ საპროცენტო განაკვეთთან (მაგ., გადასახდელი თანხების განაკვეთების ცვლილებები, რომლებიც წარმოიშვა დემოგრაფიული ფაქტორების ცვლილების ან საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების გამო და არა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებების გამო), გამოირიცხება ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილების დადგენის დროს იმ მიზეზის გამო, რომ ისინი დაკავშირებული არ არის ჰეჯირებულ რისკთან. თუ არსებობს საეჭვო ფაქტორი, რომელიც იწვევს მოსალოდნელი ფასდადგენის ვადების ცვლილებას, ან საწარმოს არ გააჩნია უნარი, საიმედოდ გამოყოს ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთით გამოწვეული ცვლილებები მათგან, რომლებიც წარმოიშვა სხვა ფაქტორებისგან, მიიჩნევა, რომ ცვლილება წარმოიშვა ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებით.





მგ122. სტანდარტი არ განსაზღვრავს ტექნიკას, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს მგ114(გ) პუნქტში მოყვანილი ღირებულების დასადგენად, კერძოდ, ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილება, რაც დაკავშირებულია ჰეჯირებულ რისკთან. თუ სტატისტიკური ან სხვა შეფასების ტექნიკები გამოიყენება ასეთი შეფასებისათვის, ხელმძღვანელობა უნდა მოელოდეს მიახლოებით შედეგს, რომელიც მიღებული იქნება ნებისმიერი ინდივიდუალური აქტივისა და ვალდებულების შეფასებიდან, რაც წარმოადგენს ჰეჯირებული მუხლის შემადგენელ ნაწილს. ეს საკმარისი არ არის იმის დასადგენად, რომ ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებები ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებების ეკვივალენტურია.

მგ123. 89ეAპუნქტის მოთხოვნაა, თუ ცალკეული ფასდადგენის პერიოდში ჰეჯირებული მუხლი წარმოადგენს აქტივს, მისი რეალური ღირებულების ცვლილება წარმოდგენილია აქტივთა მუხლების ცალკეულ რიგში. მეორე მხრივ, თუ ცალკეული ფასდადგენის პერიოდში ჰეჯირებული მუხლი წარმოადგენს ვალდებულებას, მისი რეალური ღირებულების ცვლილება წარმოდგენილია ვალდებულებათა მუხლების ცალკეულ რიგში. ეს არის მუხლების ცალკეული




1. იხილეთ 75ე პინქტი.


 
ბასს 39 მდ

რიგი, რომელიც აღწერილია მგ114(გ) პუნქტში. ინდივიდუალური აქტივების (ან ვალდებულებების) სპეციფიკური გადანაწილება აუცილებელი არ არის.

მგ124. მგ114(ი) პუნქტი აღნიშნავს, რომ არაეფექტურობა, რომელიც წარმოიშობა ჰეჯირებულ რისკთან დაკავშირებული ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილების მოცულობის შესაბამისად, განსხვავდება ჰეჯირებული წარმოებულის რეალური ღირებულების ცვლილებისაგან. ასეთი სხვაობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის:

ა) ფასდადგენის აქტუალური ვადები განსხვავდება მოსალოდნელისაგან ან მოსალოდნელი ფასდადგენის ვადები შესწორებულია;

ბ) მუხლები ჰეჯირებულ პორტფელში განიცდის გაუფასურებას ან მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა;

გ) ჰეჯირების ინსტრუმენტის გადახდის ვადები და ჰეჯირებული მუხლი ერთმანეთისაგან განსხვავდება; და

დ) სხვა მიზეზები (მაგ., როდესაც რამდენიმე ჰეჯირებული მუხლი საწყის განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მატარებელია, რომლისთვისაც ისინი განიხილება ჰეჯირებულად და შედეგად მიღებული არაეფექტურობა არ არის ისევე დიდი, როგორც პორტფელი).

ასეთი არაეფექტურობა1 უნდა იქნეს დადგენილი და  აღიარებული მოგებაში ან ზარალში.

მგ125. ძირითადად, ჰეჯირების ეფექტურობის გაუმჯობესება შესაძლებელია:

ა) თუ საწარმო განსხვავებულ წინასწარ გადახდის მუხლებს ისე ალაგებს, რომ სხვაობების აღრიცხვას განაკუთვნებს წინასწარ გადახდის ოპერაციებს;

ბ) როდესაც მუხლების რაოდენობა პორტფელში დიდია. როცა პორტფელში მხოლოდ რამდენიმე მუხლია შეტანილი, შესაბამისი მაღალი ეფექტურობა შესაძლებელია, თუ ერთერთი მუხლის გადახდა ხდება მოსალოდნელზე ადრე ან გვიან. მეორე მხრივ, როდესაც პორტფელი შეიცავს ბევრ მუხლს, წინასწარ გადახდის მანერა უფრო ზუსტად განჭვრეტადია;

გ) როდესაც ფასდადგენის პერიოდები მოკლეა (ე.ი. 1 თვიდან 3 თვემდე ფასდადგენის პერიოდი). მოკლე ფასდადგენის პერიოდები ამცირებს ნებისმიერი შეუსაბამობის ეფექტს ჰეჯირებული მუხლისა და ჰეჯირების ინსტრუმენტის ფასდადგენისა და გადახდის ვადებს შორის (ფასების დადგენის პერიოდის განმავლობაში);

დ) ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰეჯირების ინსტრუმენტის ღირებულება კორექტირებულია იმ მიზნით, რომ ასახოს ჰეჯირებული მუხლის ცვლილებები (მაგ., მოსალოდნელი წინასწარ გადახდის ცვლილებების გამო).

მგ126. საწარმო ეფექტურობის ტესტირებას პერიოდულად ახორცილებს. თუ ფასდადგენის ვადების შეფასება იცვლება საწარმოს მიერ სავარაუდო ფასდადგენის ერთი თარიღიდან მეორემდე, მან უნდა გამოთვალოს ეფექტურობის ოდენობა, როგორც:

ა) ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალური ღირებულების ცვლილებასა (იხ. პუნქტი მგ114(თ)) და მიმდინარე ჰეჯირებული მუხლის რეალური ღირებულების ცვლილებას შორის სხვაობის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებასთან (იმ ეფექტის ჩათვლით, რომელიც გააჩნია ჰეჯირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას ნებისმიერი ჩართული წინასწარ გადახდის ოფციონის რეალურ ღირებულებაზე); ან

ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი მიდგომების გამოყენებით:

(ი) აქტივების (ან ვალდებულებების) პროცენტულობის გამოთვლით ფასდადგენის ყოველი პერიოდის განმავლობაში, რომლებშიც მოხდა მათი ჰეჯირება, ეფექტურობის უკანასკნელი ტესტირების დღეს, ფასდადგენის საფუძველზე;

(იი) იყენებს აღნიშნულ პროცენტულობას მისი კორექტირებული შეფასების თანხის მიმართ ფასდადგენის წინა პერიოდში, რათა გამოთვალოს ჰეჯირებული მუხლის ღირებულება, მისი კორექტირებული შეფასების გათვალისწინებით;



1. ამ კონტექსტში  არსებითობა იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც ყველგან ფასსში.


 
ბასს 39 მდ

(იიი) ანგარიშობს ჰეჯირებული მუხლის კორექტირებული შეფასების რეალური ღირებულების ცვლილებას, რაც დაკავშირებულია ჰეჯირებულ რისკთან და წარმოადგენს მას მგ114(გ) პუნქტში აღწერილის შესაბამისად;

(ივ) აღიარებს (იიი) ქვეპუნქტში მოცემულ ღირებულებასა და ჰეჯირების ინსტრუმენტის რეალურ ღირებულებას შორის სხვაობის ეკვივალენტურ არაეფექტურობას (იხ. პუნქტ მგ114(თ)).

მგ127. ეფექტურობის შეფასების დროს, საწარმო განასხვავებს არსებული აქტივების (ან ვალდებულებების) ფასდადგენის სავარაუდო ვადების კორექტირებებს ახალი აქტივების (ან ვალდებულებების) წარმოშობისაგან, მხოლოდ ეფექტურობის წარსული ზრდის მეშვეობით. სავარაუდო ფასდადგენის ვადების ყოველი კორექტირება (თუ ისინი არ წარმოადგენს გამონაკლისს მგ121ე პუნქტის თანახმად), არსებული მუხლების დროის პერიოდებზე ხელახალი გადანაწილების ჩათვლით, ჩართულია დროის პერიოდებში სავარაუდო ღირებულების კორექტირების პროცესში (პუნქტი მგ126(ბ)(იი)) და გათვალისწინებულია ეფექტურობის შეფასებისას. როდესაც მოხდება არაეფექტურობის აღიარება ზემოხსენებულის შესაბამისად, საწარმო ადგენს შეფასების ახალ წესს მთლიანი აქტივებისათვის (ან ვალდებულებებისათვის) ფასდადგენის ყოველ პერიოდში ახალი აქტივების (ან ვალდებულებების) ჩათვლით, რომლებიც მიღებულია იმ პერიოდის შემდეგ, როცა მოხდა ეფექტურობის უკანასკნელად შეფასება, და განიხილავს აქტივების ახალ რაოდენობას ჰეჯირებულ მუხლად, ხოლო ახალ პროცენტულობას ჰეჯირებულ პროცენტულობად. მგ126(ბ) პუნქტში მოყვანილი პროცედურები მეორდება ეფექტურობის შეფასების შემდგომი თარიღისთვისაც.


მგ128. მუხლები, რომლებიც დალაგებულია ფასდადგენის დროითი პერიოდების მიხედვით, შეიძლება აღიარება შეწყვეტილი იყოს იმის გამო, რომ მოსალოდნელზე ადრეული წინასწარ გადახდა ან ჩამოწერა გამოწვეულია გაუფასურებით ან გაყიდვით. როდესაც აღნიშნული ეხება მგ114(გ)  პუნქტში განხილული მუხლების ცალკეულ რიგში ჩართული რეალური ღირებულების ცვლილებების თანხას, რომელიც უკავშირებდა აღიარებაშეწყვეტილ მუხლს, ამოღებული უნდა იყოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან და ჩართული მუხლის აღიარების შეწყვეტით გამოწვეულ შემოსულობაში ან ზარალში. ამ მიზნით, აუცილებელია ვიცოდეთ ფასების დადგენის დროითი პერიოდები, რომლებშიც აღიარებაშეწყვეტილი მუხლი შეტანილი იყო, რადგან იგი განსაზღვრავს ფასდადგენის დროით პერიოდებს, რომელთაგანაც მისი ამოღება და შემდგომში მუხლების ცალკეული რიგიდან ამოსაღები რაოდენობა განიხილება მგ114(გ) პუნქტში. როდესაც მუხლის აღიარება წყდება, თუ შესაძლებელია იმ პერიოდის განსაზღვრა, რომელშიც იგი იყო ჩართული, ამოღებული უნდა იყოს აღნიშნული დროითი პერიოდიდან. თუ ზემოხსენებულის განსაზღვრა შეუძლებელია, იგი ამოღებული იქნება დროის ადრინდელი პერიოდიდან, თუ აღიარების შეწყვეტა გამოწვეულია უფრო მაღალი წინასწარ გადახდებით, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ან/და გადანაწილებულია დროის ყველა პერიოდზე, რომელსაც მოიცავს აღიარებაშეწყვეტილი მუხლი სისტემატურ თუ რაციონალურ საფუძვლებზე, იმ შემთხვევაში, თუ მუხლი გაიყიდა ან მოხდა მისი გაუფასურება.


მგ129. ამას გარდა, დროის ცალკეულ პეროდთან დაკავშირებული ნებისმიერი ღირებულება, რომლის აღიარებაც შეწყვეტილი არ იყო დროითი პერიოდის დამთავრების შემდეგ, აღიარებული უნდა იყოს იმავე პერიოდის მოგებაში ან ზარალში (იხ. პუნქტი 89). მაგ., წარმოვიდგინოთ, რომ საწარმო მუხლებს ალაგებს ფასდადგენის სამი პერიოდის მიხედვით. წინასწარი რეკლასიფიკაციის დროს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში შეტანილი მუხლების ცალკეული რიგის რეალური ღირებულების ცვლილება არის 25 ფე. აღნიშნული ღირებულება შესაბამისად წარმოადგენს 1ელ, მე2 და მე3 პერიოდთან დაკავშირებულ 7 ფე, 8 ფე და 10 ფე ღირებულებებს. შემდეგი რეკლასიფიკაციის დროს 1ელ პერიოდთან დაკავშირებული აქტივები რეალიზებული ან ხელახლა შეტანილია სხვა პერიოდებში. ამას გარდა, 7 ფეს აღიარება შეწყვეტილია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში და აღიარებულია მოგებაში ან ზარალში. ხოლო 8 ფე და 10 ფე შესაბამისად უკავშირდება 1ელ და მე2 პერიოდებს. დარჩენილი პერიოდები, აუცილებლად, კორექტირდება რეალური ღირებულების ცვლილების მიმართ, რაც აღწერილია პუნქტში მგ114(გ).





 
ბასს 39 მდ

მგ130. წინა ორი პუნქტის მოთხოვნების საილუსტრაციოდ წარმოვიდგინოთ, რომ საწარმო აქტივებს ალაგებს პორტფელის პროცენტულობის ყოველ დროით პერიოდზე გადანაწილებით. წარმოვიდგინოთ აგრეთვე, რომ მან გაანაწილა 100 ფე ყოველ ორ პირველ დროით პერიოდზე. როდესაც ფასდადგენის პირველი პერიოდი თავდება, 110 ფე ღირებულების აქტივების აღიარება წყდება მოსალოდნელი და მოულოდნელი წინასწარ გადახდების გამო. ამ შემთხვევაში, მგ114(გ) პუნქტში განხილული ცალკეული მუხლის რიგში შემავალი ერთიანი ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია დროის პირველ პერიოდთან, ამოღებულია ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებიდან და აგრეთვე ამოღებულია დროის მეორე პერიოდთან დაკავშირებული ღირებულების 10 პროცენტი.

მგ131. თუ ფასდადგენის დროის პერიოდში ჰეჯირებული ღირებულება შემცირებულია დაკავშირებული აქტივების (ან ვალდებულებების) აღიარების შეწყვეტის გათვალისწინების გარეშე, მგ114(გ) პუნქტში განხილული ცალკეული რიგის მუხლის ღირებულება, რომელიც შემცირებასთანაა დაკავშირებული, ამორტიზებული უნდა იყოს 92ე პუნქტის შესაბამისად.

მგ132. საწარმოს შეიძლება გააჩნდეს მგ114მგ131 პუნქტებში განხილული მიდგომის გამოყენების სურვილი პორტფელის ჰეჯირებისათვის, რომელიც ადრე აღირიცხებოდა ფულადი ნაკადების ჰეჯირებად, ბასს 39ის შესაბამისად. ასეთი საწარმო აუქმებს ფულადი ნაკადების ჰეჯირების წინანდელ კლასიფიკაციას 101(დ) პუნქტის შესაბამისად და მიმართავს ამ პუნქტში განხილულ მოთხოვნებს. იგი აგრეთვე ხელახლა ახდენს ჰეჯირების რეკლასიფიცირებას რეალური ღირებულების ჰეჯირებად და მიმართავს მგ114მგ131 პუნქტებში განხილულ მიდგომას, შემდგომი ანგარიგების პერიოდებში.


გადასვლა (პუნქტები 103108გ)


მგ133. საწარმოს უფლება აქვს ჰეჯირებული მუხლის კლასიფიკაცია მიანიჭოს 2005 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდების დასაწყისში (ან, შესადარისი ინფორმაციის გდაანგარიშების მიზნით, ყველზე ადრეული შესადარისი პერიოდისათვის) პროგნოზირებულ შიდაჯგუფურ გარიგებას, რომელიც ჰეჯირების აღრიცხვისთვის კვალიფიცირდება წინამდებარე სტანდარტის შესაბამისად (მე80 პუნქტის შეცვლილი ბოლო წინადადების თანახმად). ამ საწარმოს ამგვარი კლასიფიკაციის გამოყენება ჰეჯირების ბუღალტრული აღრიცხვისათვის კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგებაში შეუძლია 2005 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებიდან (ან ყველაზე ადრეული შესადარისი პერიოდის დასაწყისში). ამგვარმა საწარმომ მგ99(ა) და მგ99(ბ) პუნქტებიც ასევე უნდა გამოიყენოს 2005 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდების დასაწყისიდან. ამასთან, 108

(ბ) პუნქტის თანახმად, მას არ დასჭირდება მგ99(ბ) პუნქტის გამოყენება წინა პერიოდების შესასდარისი ინფორმაციისათვის.