ias 33 ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 33

ias33.pdf
View Download
ბასს 33 სმ

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 33

შემოსავალი აქციაზე


მიზანი


1. მოცემული სტანდარტის მიზანია აქციაზე შემოსავლის გამოანგარიშებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პრინციპის დადგენა, რათა გაუმჯობესდეს ერთი და იმავე პერიოდში სხვადასხვა საწარმოს საქმიანობის შედეგების, ასევე სხვადასხვა საანგარიშგებო პერიოდებში ერთი და იმავე საწარმოს საქმიანობის შედეგების შესადარისობა. მიუხედავად აქციაზე შემოსავლის მონაცემთა გამოყენების გარკვეული შეზღუდულობისა, რაც განპირობებულია “შემოსავლის” გამოსათვლელად გამოყენებული განსხვავებული სააღრიცხვო პოლიტიკით, საწარმოების მიერ ერთი მეთოდიკით გამოთვლილი მნიშვნელი ზრდის ფინანსური ანგარიშგების ხარისხს. სტანდარტის განხილვის ძირითადი საგანია აქციაზე შემოსავლის გამოსათვლელი ფორმულის მნიშვნელი.

მოქმედების სფერო


2. წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება:

ა) იმ საწარმოს განცალკევებული ან ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებისათვის:

(ი) რომლის ჩვეულებრივი აქციები ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციები იყიდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე (საშინაო ან უცხოურ საფონდო ბირჟაზე, ან ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე, მათ შორის ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზრებზე); ან

(იი) რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ჩვეულებრივი აქციების გამოშვების მიზნით ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს ფასიანი ქაღალდების კომისიაში ან სხვა მარეგულირებელ ორგანიზაციაში, ან წარდგენის პროცესში იმყოფება; და

ბ) ისეთი ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისათვის:

(ი) რომლის სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციები ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციები იყიდება საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე (საშინაო ან უცხოურ საფონდო ბირჟაზე, ან ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე, მათ შორის ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზრებზე); ან

(იი) რომლის სათავო საწარმო, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ჩვეულებრივი აქციების გამოშვების მიზნით, თავის ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენს ფასიანი ქაღალდების კომისიაში ან სხვა მარეგულირებელ ორგანიზაციაში, ან წარდგენის პროცესში იმყოფება.

3. საწარმო, რომელიც განმარტებით შენიშვნებში ასახავს შემოსავალს აქციაზე, მას გაიანგარიშებს და წარადგენს იმ ფორმით, რომელიც დადგენილია წინამდებარე სტანდარტით.

4. როდესაც სათავო საწარმო ერთდროულად წარადგენს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ფასს 10ის  ,,კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება’’  მიხედვით და ასევე ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას ბასს 27ის  `ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება  მიხედვით, წინამდებარე სტანდარტით მოთხოვნილი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ კონსოლიდირებული მონაცემების საფუძველზე. საწარმო, რომელიც ირჩევს აქციაზე შემოსავლების წარდგენას ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში, ამ ინფორმაციას ასახავს მხოლოდ ინდივიდუალურ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში. საწარმო ერთ აქციაზე შემოსავლის შესახებ ინფორმაციას არ წარადგენს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.

4ა. თუ საწარმო მოგების ან ზარალის კომპონენტებს წარადგენს ცალკე ანგარიშგებაში, როგორც აღწერილია ბასს 1ის  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (შესწორებული 2011 წელს) 10ა პუნქტში, მან ერთ აქციაზე შემოსავალი მხოლოდ ამ ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს.
 




 
ბასს 33 სმ

განმარტებები


5. წინამდებარე სტანდარტში ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით:

ანტიგაზავება არის აქციაზე შემოსავლის ზრდა ან აქციაზე ზარალის შემცირება, რომელიც გამოწვეულია იმ დაშვებით, რომ კონვერტირებადი ინსტრუმენტები კონვერტირებული ან ვარანტები და ოფციონები გამოყენებულ იქნა, ან მოხდა ჩვეულებრივი აქციების გამოშვება წინასწარ დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.

პირობითი სააქციო შეთანხმება არის შეთანხმება, წინასწარ დადგენილი პირობების დაკმაყოფილებაზე დამოკიდებული აქციების გამოშვებაზე.

პირობით გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციები არის ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც გამოშვებას ექვემდებარება პირობითი სააქციო შეთანხმებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისას, ძალიან დაბალი ანაზღაურების პირობით ან ფულადი ანაზღაურების გარეშე, ან რაიმე სხვა სახის ანაზღაურების პირობით.

გაზავება არის აქციაზე შემოსავლის შემცირება ან აქციაზე ზარალის ზრდა, რომელიც გამოწვეულია იმ დაშვებით, რომ კონვერტირებადი ინსტრუმენტები კონვერტირებულია, ან ვარანტები და ოფციონები გამოყენებულ იქნა, ან მოხდა ჩვეულებრივი აქციების გამოშვება წინასწარ დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.

ოფციონები, ვარანტები და მათი ეკვივალენტები ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებია, რომლებიც მის მესაკუთრეს ჩვეულებრივი აქციების შესყიდვის უფლებას აძლევს.

ჩვეულებრივი აქცია არის ისეთი წილობრივი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველაზე უფრო დაბალი მდგომარეობა უკავია წილობრივი ინსტრუმენტების ყველა სხვა კლასთან მიმართებით.

პოტენციური ჩვეულებრივი აქცია არის ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი ან სხვა სახის ხელშეკრულება, რომელმაც შესაძლოა მის მფლობელს ჩვეულებრივი აქციების ფლობის უფლება მისცეს.

ჩვეულებრივი აქციების ფუთოფციონი არის ხელშეკრულება, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს, ჩვეულებრივი აქციები გაყიდოს განსაზღვრულ ფასად, მოცემულ პერიოდში.

6. ჩვეულებრივი აქციები მოცემული საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების განაწილებაში მონაწილეობს მხოლოდ დანარჩენი ტიპის აქციების (როგორიცაა პრივილეგიური აქციები) შემდეგ. საწარმოს შესაძლოა ერთზე მეტი კლასის ჩვეულებრივი აქციები ჰქონდეს. ერთი და იმავე კლასის ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს დივიდენდების მიღების ერთნაირი უფლება ექნებათ.

7. პოტენციური ჩვეულებრივი აქციების მაგალითებია:

ა) ფინანსური ვალდებულებები ან წილობრივი ინსტრუმენტები, პრივილეგიური აქციების ჩათვლით, რომლებიც კონვერტირებადია ჩვეულებრივ აქციებში;

ბ) ვარანტები და ოფციონები აქციებზე;

გ) აქციები, რომლებიც გამოშვებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მაგალითად, საწარმოს ან სხვა აქტივების შესყიდვისას.

8. ბასს 32ში  ,,ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა’’, განსაზღვრული ცნებები წინამდებარე სტანდარტშიც იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რაც მინიჭებული აქვს ბასს 32ის მე11 პუნქტში, თუ სხვა რამ არ არის მითითებული. ბასს 32ში მოცემულია ფინანსური ინსტრუმენტის, ფინანსური აქტივის, ფინანსური ვალდებულებისა და წილობრივი ინსტრუმენტის განმარტებები, ასევე მითითებები ამ განმარტებების გამოყენების შესახებ.









 
ბასს 33 სმ

შეფასება


საბაზისო შემოსავალი ერთ აქციაზე

9. საბაზისო შემოსავალს ერთ აქციაზე საწარმო ანგარიშობს სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალისთვის და განგრძობითი ოპერაციიდან მიღებული მოგებისა თუ ზარალისათვის (თუ ასეთი მონაცემები წარდგენილია ანგარიშგებაში), რომელიც განკუთვნილია ზემოაღნიშნული აქციების მფლობელებისათვის.

10. საბაზისო შემოსავალი ერთ აქციაზე უნდა გაანგარიშდეს სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალის (მრიცხველი) გაყოფით, მოცემულ პერიოდში მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილ რაოდენობაზე (მნიშვნელი).

11. აქციაზე საბაზისო შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიზანია წარმოაჩინოს, რა წილი უკავია სათავო საწარმოს თითოეულ ჩვეულებრივ აქციას საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშვალდებული საწარმოს საქმიანობის შედეგებში.

შემოსავალი

12. აქციაზე საბაზისო შემოსავლების გაანგარიშებისათვის, ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისათვის განკუთვნილი თანხები, დაკავშირებული:

ა) სათავო საწარმოზე მისაკუთვნებელი განგრძნობითი ოპერაციებიდან მიღებულ მოგებასთან ან ზარალთან; და

ბ) მოგებასთან ან ზარალთან, რომელიც ეკუთვნის სათავო საწარმოს

უნდა იყოს (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში აღნიშნული თანხები, მაკორექტირებული პრივილეგირებული აქციების კუთვნილი დივიდენდებით დაბეგვრის შემდეგ, პრივილეგირებული აქციების კუთვნილი დივიდენდების გადახდით წარმოშობილი სხვაობით, იმ პრივილეგირებული აქციების სხვა მსგავსი ეფექტებით, რომლებიც კლასიფიცირებულია საკუთარ კაპიტალად.

13. პერიოდის განმავლობაში აღიარებული შემოსავლებისა და ხარჯების ყველა მუხლი, რომლებიც განკუთვნილია სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისათვის, მათ შორის საგადასახადო ხარჯები და ვალდებულებად კლასიფიცირებული პრივილეგირებული აქციების კუთვნილი დივიდენდები, ჩართულია სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთათვის განკუთვნილი პერიოდის მოგების ან ზარალის განსაზღვრაში.

14. პრივილეგიური დივიდენდების დაბეგვრის შემდგომი თანხა, რომელიც გამოიქვითება მოცემული პერიოდის მოგებიდან ან ზარალიდან, ტოლია:

ა) მოცემულ პერიოდში არაკუმულაციურ პრივილეგიურ აქციებზე გამოცხადებული ნებისმიერი დივიდენდების თანხის; და

ბ) მოცემულ პერიოდში კუმულაციური პრივილეგიური აქციების კუთვნილი დივიდენდების მთლიანი თანხის, იმის მიუხედავად, გამოცხადებულია თუ არა დივიდენდები. მოცემული პერიოდის პრივილეგიური დივიდენდების თანხა არ მოიცავს კუმულაციური პრივილეგიური აქციების წინა პერიოდების დივიდენდების თანხას, რომელიც გადახდილია ან რომლის გადახდაც გამოცხადებულია მიმდინარე პერიოდში.

15. პრივილეგირებული აქციები, რომლებიც ითვალისწინებს დაბალ თავდაპირველ დივიდენდს პრივილეგიური აქციების ფასდაკლებით გაყიდვის კომპენსირებისათვის, ან საბაზროზე მაღალ დივიდენდს მომდევნო პერიოდებში იმ ინვესტორების კომპენსირებისათვის, რომლებიც პრივილეგირებულ აქციებს ყიდულობენ ფასნამატით, ზოგჯერ კლასიფიცირდება, როგორც პრივილეგირებული აქციები ზრდადი დივიდენდით. ემისიისას ნებისმიერი სახის ფასდაკლება ან ფასნამატი ამ ტიპის პრივილეგირებულ აქციებზე აისახება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ეფექტური საპროცენტო მეთოდის გამოყენებით და აღირიცხება, როგორც პრივილეგირებული დივიდენდი აქციაზე შემოსავლის გამოანგარიშებისათვის.
 








 
ბასს 33 სმ

16. პრივილეგირებული აქციები შესაძლებელია გამოსყიდულ იქნეს საწარმოს მიერ მფლობელებისათვის გამოცხადებული შესაბამისი ტენდერის საშუალებით. პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის გადახდილი ანაზღაურების რეალურ ღირებულებასა და ამ აქციების საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა წარმოადგენს ამონაგებს პრივილეგირებული აქციების მფლობელებისათვის და ჩამოიწერება საწარმოს გაუნაწილებელი მოგებიდან. ეს თანხა გამოაკლდება სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციონერებისათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალის გამოთვლას.

17. კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების დროზე ადრე კონვერტირება შესაძლოა გამოწვეული იყოს საწარმოს მიერ თავდაპირველ კონვერტირების პირობებზე უფრო მომგებიანი პირობების შეთავაზებით ან დამატებითი ანაზღაურების გადახდით. ჩვეულებრივი აქციების ან სხვა გადახდილი ანაზღაურების რეალურ ღირებულებასა და კონვერტირების თავდაპირველი პირობებით გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების რეალურ ღირებულებას შორის სხვაობის თანხა წარმოადგენს ამონაგებს პრივილეგირებული აქციების მფლობელებისათვის და გამოაკლდება სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციონერებისათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალის გამოთვლას.


18. პრივილეგირებული აქციების საბალანსო ღირებულებასა და მათ დასაფარად გადახდილი ანაზღაურების რეალურ ღირებულებას შორის სხვაობის თანხა ემატება სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციონერებისათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალის გამოთვლას.

აქციები

19. ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავლის გამოსაანგარიშებლად, ჩვეულებრივი აქციების რაოდენობად აიღება პერიოდის განმავლობაში მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა.

20. საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა ასახავს იმ ფაქტს, რომ სააქციო კაპიტალის ოდენობა შეიძლება პერიოდის განმავლობაში შეიცვალოს იმასთან დაკავშირებით, რომ დროის სხვადასხვა მომენტში აქციების მეტი ან ნაკლები რაოდენობა იქნება მიმოქცევაში. ეს მაჩვენებელი უტოლდება პერიოდის დასაწყისისათვის მიმოქცევაში არსებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობას, რომელიც კორექტირებულია გამოსყიდული ან პერიოდის განმავლობაში გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობით, რომელიც გამრავლებულია დროის ფაქტორით შეწონილ კოეფიციენტზე. დროის ფაქტორით შეწონილი კოეფიციენტი განისაზღვრება აქციების მომოქცევაში ყოფნის დღეთა რაოდენობის გაყოფით საანგარიშგებო პერიოდის დღეთა საერთო რაოდენობაზე. საკმარისი საფუძვლის არსებობისას, დასაშვებია საშუალო შეწონილი მაჩვენებლის მიახლოებითი გამოთვლა.


21. უმეტეს შემთხვევაში, აქციების ჩართვა აქციების საშუალო შეწონილ რაოდენობაში ხდება მათ ანაზღაურებაზე ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (რომელიც, როგორც წესი, მათი გამოშვების თარიღია). მაგალითად:

ა) ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც გამოშვებულია ფულადი სახსრებით ანაზღაურების მიზნით, გაანგარიშებაში ჩაირთვება მათ ანაზღაურებაზე დებიტორული დავალიანების წარმოშობის მომენტიდან;

ბ) ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც განთავსებულია ჩვეულებრივ ან პრივილეგიურ აქციებზე დივიდენდების ნებაყოფლობითი რეინვესტირების გზით, გაანგარიშებაში ჩაირთვება დივიდენდების რეინვესტირების თარიღიდან;

გ) სავალო ინსტრუმენტის ჩვეულებრივ აქციებად კონვერტაციის გზით გამოშვებული ჩვეულებრივი აქციები გაანგარიშებაში ჩაირთვება პროცენტის დარიცხვის შეწყვეტის დღიდან;

დ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტის პროცენტის ან ძირითადი თანხის სანაცვლოდ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციები გაანგარიშებაში ჩაირთვება პროცენტის დარიცხვის შეწყვეტის დღიდან;

ე) საწარმოს ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციები ჩაირთვება ვალდებულების დაფარვის თარიღიდან;


 
ბასს 33 სმ

ვ) აქტივის, გარდა ფულადი სახსრებისა, შეძენის კომპენსაციის მიზნით გამოშვებული ჩვეულებრივი აქციები ჩაირთვება იმ თარიღიდან, როდესაც მოხდება აქტივის შეძენის აღიარება; და

ზ) საწარმოსათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გამოშვებული ჩვეულებრივი აქციები ჩაირთვება მომსახურების გაწევის თარიღიდან.

თ) ამ და სხვა შემთხვევებში, აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობის გაანგარიშებებში ჩვეულებრივი აქციების ჩართვის დრო განისაზღვრება იმ სპეციფიკური ვადებითა და პირობებით, რაც დამახასიათებელია აქციების გამოშვებისათვის. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს აქციის გამოშვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების შინაარსს.


22. ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც გამოშვებულია როგორც საწარმოთა გაერთიანების დროს გადაცემული კომპენსაციის ნაწილი, აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობის გაანგარიშებაში ჩაირთვება შეძენის თარიღიდან, რადგან მყიდველი საწარმო შეძენილი საწარმოს მოგებასა და ზარალს თავის სრული შემოსავლის ანგარიშგებაში ჩართავს ამ თარიღიდან.

23. ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც გამოშვებული იქნება სავალდებულო, კონვერტირებადი ინსტრუმენტის კონვერტირებისას, ერთ აქციაზე შემოსავლის გაანგარიშებაში ჩაირთვება, კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

24. ჩვეულებრივი აქციები, რომელთა გამოშვება დაკავშირებულია გარკვეული პირობების დაკმაყოფილებასთან (პირობით გამოსაშვები აქციები), მიმოქცევაში გაშვებულ აქციებად ითვლება და ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავლის გაანგარიშებაში ჩაირთება იმ თარიღიდან, როდესაც ყველა აუცილებელი პირობა დაკმაყოფილებული იქნება (ანუ, როდესაც ყველა მოსალოდნელი მოვლენა მოხდება). აქციები, რომელთა გამოშვება გათვალისწინებულია მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, არ წარმოადგენს პირობით გამოსაშვებ აქციებს, რადგან დროის გასვლა გარდაუვალია. მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც პირობითად დაბრუნებადია (რომელიც მიმოქცევიდან ამოღების ობიექტად ითვლება), არ აღირიცხება როგორც მიმოქცევაში მყოფი აქციები და არ მონაწილეობს აქციაზე საბაზისო შემოსავლის გამოთვლაში მანამ, სანამ არ ჩაითვლება, რომ აღარ ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას.

25. [გაუქმებულია]

26. საანგარიშგებო პერიოდში და ყველა წარდგენილ პერიოდში მიმოქცევაში გაშვებული ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა კორექტირებული უნდა იყოს ყველა იმ მოვლენის გათვალისწინებით, გარდა ჩვეულებრივ აქციებად კონვერტაციისა, რომლის შედეგად მიმოქცევაში გაშვებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა იცვლება, რესურსების შესაბამისი ცვლილებების გარეშე.

27. შესაძლებელია ჩვეულებრივი აქციები გამოშვებულ იქნეს ან მიმოქცევაში გაშვებული აქციების რიცხვი შემცირდეს, რესურსების შესაბამისი ცვლილებების გარეშე. ამის მაგალითს წარმოადგენს:

ა) კაპიტალიზაცია ან პრემიალური აქციების გამოშვება (ზოგიერთ ქვეყანაში ცნობილია სახელწოდებით `აქციებით გადახდილი დივიდენდები”);

ბ) პრემიალური ელემენტი სხვა ნებისმიერი ემისიის დროს. მაგალითად, პრემიის ელემენტი არსებული მესაკუთრეებისათვის შეღავათიანი აქციების გამოშვებაში;

გ) აქციების დანაწევრება; და

დ) დანაწევრებული აქციების აღდგენა (აქციების კონსოლიდაცია).

28. კაპიტალიზაციის, პრემიალური აქციების გამოშვების ან აქციების დანაწევრების დროს, ჩვეულებრივი აქციები არსებულ მესაკუთრეებზე გაიცემა დამატებითი კომპენსაციის გარეშე. ამიტომ, მიმოქცევაში გაშვებული აქციების რაოდენობა იზრდება რესურსების ზრდის გარეშე. აღნიშნულ მოვლენამდე მიმოქცევაში გაშვებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა კორექტირდება ჩვეულებრივი აქციების რაოდენობის ცვლილების პროპორციულად ისე, რომ თითქოს ეს მოვლენა მოხდა წარდგენილი პერიოდების ყველაზე ადრინდელი პერიოდის დასაწყისში. მაგალითად, აქციების გამოშვებისას ორი ერთთან პრემიალური პირობებით, გამოშვების
 



 
ბასს 33 სმ

წინა პერიოდში მიმოქცევაში გაშვებული აქციების რაოდენობა მრავლდება სამზე, აქციების მთლიანი რაოდენობის მისაღებად, ან ორზე  დამატებითი აქციების რაოდენობის გამოსათვლელად.

29. ჩვეულებრივი აქციების კონსოლიდაცია, საზოგადოდ, ამცირებს მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების რაოდენობას, რესურსების შესაბამისი შემცირების გარეშე. თუმცა, როდესაც მთლიანი ეფექტი აქციის გამოსყიდვაა რეალური ღირებულებით, მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების რაოდენობის შემცირება რესურსების შესაბამისი შემცირების შედეგია. ამის მაგალითია აქციების კონსოლიდაცია გაერთიანებულ სპეციალურ დივიდენდებთან. პერიოდის განმავლობაში მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა, რომლებშიც ხდება შერეული ოპერაცია, კორექტირდება ჩვეულებრივი აქციების რაოდენობაში შემცირების ასახვისათვის სპეციალური დივიდენდის აღიარების თარიღიდან.

გაზავებული შემოსავალი ერთ აქციაზე

30. გაზავებულ შემოსავალს ერთ აქციაზე საწარმო ანგარიშობს სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალისათვის და მიღებული მოგებისა თუ ზარალისათვის, თუ ასეთი მონაცემები წარდგენილია ანგარიშგებაში, რომელიც განკუთვნილია ზემოთ მოცემული აქციების მფლობელებისათვის.

31. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გასაანგარიშებლად, სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთათვის განკუთვნილი მოგება ან ზარალი და მიმოქცევაში გაშვებული აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა უნდა შესწორდეს გაზავების ეფექტიანი, ყველა პოტენციური ჩვეულებრივი აქციის ზეგავლენის გათვალისწინებით.

32. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მიზანი აქციიდან საბაზისო შემოსავლების გაანგარიშების მიზნის ანალოგიურია – წარმოაჩინოს, რა წილი უკავია თითოეულ ჩვეულებრივ აქციას საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშვალდებული საწარმოს საქმიანობის შედეგებში, როდესაც გათვალისწინებულია მიმოქცევაში მყოფი ყველა გაზავებული პოტენციური ჩვეულებრივი აქცია. შედეგად:

ა) სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციებისათვის განკუთვნილი საანგარიშგებო პერიოდის მოგება ან ზარალი იზრდება პერიოდის განმავლობაში გაზავების ეფექტიან პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებთან დაკავშირებით აღიარებული, დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი დივიდენდებისა და პროცენტების თანხით და კორექტირდება ნებისმიერი სხვა შემოსავლისა და ხარჯების თანხის გათვალისწინებით, რაც გამოწვეული იქნებოდა გაზავების ეფექტიანი პოტენციური ჩვეულებრივი აქციების კონვერტაციის შედეგად; და

ბ) მიმოქცევაში გაშვებული ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა იზრდება დამატებითი ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რიცხვით, რომელიც შეიძლებოდა გაშვებულიყო ბრუნვაში, თუ დავუშვებთ, რომ მიმოქცევაში გაშვებული გაზავების ეფექტიანი ყველა პოტენციური ჩვეულებრივი აქციის კონვერტაცია განხორციელდა.

შემოსავალი  გაზავებული

33. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისათვის, სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთათვის განკუთვნილი საანგარიშგებო პერიოდის მოგების ან ზარალის თანხა, რომელიც გამოთვლილია მე12 პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მუხლების გათვალისწინებით, გადასახადებით დაბეგვრის შემდეგ:

ა) გაზავების ეფექტიანი პოტენციური ჩვეულებრივი აქციის ნებისმიერი დივიდენდებით, რომელიც გამოიქვითა სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთათვის განკუთვნილი მოგების ან ზარალის განსაზღვრისას, მე12 პუნქტის მიხედვით;

ბ) საანგარიშგებო პერიოდში გაზავების ეფექტიან პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებზე დარიცხული პროცენტით; და

გ) შემოსავლებისა და ხარჯების ნებისმიერი სხვა ცვლილებით, რომელიც წარმოშობილი იქნებოდა გაზავების ეფექტიანი პოტენციური ჩვეულებრივი აქციების კონვერტაციის შედეგად.



 
ბასს 33 სმ

34. პოტენციური ჩვეულებრივი აქციების ჩვეულებრივ აქციებად კონვერტირების შემდეგ, 33ე (ა)

(ბ) პუნქტში ჩამოთვლილი მუხლები აღარ წარმოიშობა. პირიქით, ახალი ჩვეულებრივი აქციები მიიღებენ სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთათვის განკუთვნილ მოგებაში ან ზარალში მონაწილეობის უფლებას. ამგვარად, სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთათვის განკუთვნილი საანგარიშგებო პერიოდის მოგება ან ზარალი, რომელიც გაანგარიშებულია მე12 პუნქტის შესაბამისად შესწორდება 33ე (ა)(ბ) პუნქტში ჩამოთვლილი მუხლებისა და სხვა მასთან დაკავშირებული გადასახადების გათვალისწინებით. ჩვეულებრივ აქციებთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს საოპერაციო დანახარჯებსა და ფასდათმობებს, რომლებიც აღირიცხება ეფექტური საპროცენტო მეთოდით (იხ. ბასს 39ის  ,,ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება’’ (გადასინჯული 2003 წელს) მე9 პუნქტი).

35. პოტენციური ჩვეულებრივი აქციების კონვერტაციამ შესაძლოა შემდგომი ცვლილებები გამოიწვიოს შემოსავალში ან ხარჯებში. მაგალითად, პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებთან დაკავშირებული გადასახდელი საპროცენტო ხარჯის შემცირებამ და საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების შესაბამისმა ზრდამ ან ზარალის შემცირებამ მოსალოდნელია გამოიწვიოს დაქირავებულ მუშაკთა მოგებაში მონაწილეობის პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გასაანგარიშებლად, სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისათვის განკუთვნილი მოგება ან ზარალი კორექტირდება შემოსავალსა და ხარჯში მომხდარი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებით.

აქციები

36. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისათვის, ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს მე19 და 26ე პუნქტების მიხედვით გამოთვლილ, ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილ რაოდენობას პლუს იმ აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა, რომელიც გამოშვებული იქნება გაზავების ეფექტიანი ყველა პოტენციური ჩვეულებრივი აქციის ჩვეულებრივ აქციებად კონვერტაციის მიზნით. გაზავების ეფექტიანი პოტენციური ჩვეულებრივი აქციები ჩვეულებრივ აქციებში კონვერტირებულად უნდა ჩაითვალოს საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციების გამოშვების თარიღისათვის, თუ ეს უფრო გვიან მოხდა.

37. გაზავებული პოტენციური ჩვეულებრივი აქციები განისაზღვრება დამოუკიდებლად თითოეული წარმოდგენილი პერიოდისათვის. გაზავებული პოტენციური ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა, რომელიც ჩართულია საანგარიშგებო პერიოდის გამოთვლებში, არ წარმოადგენს წლის დასაწყისიდან მოცემულ მომენტამდე შუალედურ გაანგარიშებებში მონაწილე, გაზავებული პოტენციური ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილ რაოდენობას.

38. პოტენციური ჩვეულებრივი აქციების შეწონვა ხდება იმ პერიოდის მიხედვით, როდესაც ისინი მიმოქცევაში იმყოფებოდა. ისეთი პოტენციური აქციები, რომლებიც გაუქმდა ან ვადა გაუვიდა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, უნდა ჩაირთოს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში, მხოლოდ დროის იმ მონაკვეთის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც იმყოფებოდა მიმოქცევაში. ის პოტენციური ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც კონვერტირებულია ჩვეულებრივ აქციებად საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში ჩაირთვება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისიდან კონვერტაციის თარიღამდე; კონვერტაციის თარიღიდან წარმოშობილი ჩვეულებრივი აქციები ჩაირთვება როგორც საბაზისო, ისე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში.

39. ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა, რომელიც გამოშვებული იქნებოდა გაზავების ეფექტიანი პოტენციური ჩვეულებრივი აქციების კონვერტაციის მიზნით, განისაზღვრება პოტენციური ჩვეულებრივი აქციების პირობებიდან გამომდინარე. კონვერტაციის რამდენიმე საფუძვლის არსებობის დროს, გაანგარიშება ხდება პოტენციური ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთა თვალსაზრისით, ყველაზე ხელსაყრელი კონვერტაციის განაკვეთით ან კონვერტაციის განხორციელების ფასით.

40. შვილობილ საწარმოს, ერთობლივ საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს შეუძლიათ გამოუშვან პოტენციური ჩვეულებრივი აქციები, სათავო საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს გარდა, სხვა მხარეებისთვისაც, რომლებიც კონვერტირებადი იქნება შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს ჩვეულებრივ აქციებში, ანდა სათავო საწარმოს ჩვეულებრივ აქციებში, თუ ინვესტირებულ საწარმოზე ერთობლივი კონტროლის
 


 
ბასს 33 სმ

უფლების, ან მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ინვესტორების (ანგარიშვალდებული საწარმო) ჩვეულებრივ აქციებში. თუ შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებს გააჩნია გაზავების ეფექტი ანგარიშვალდებული საწარმოს ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავალზე, მაშინ ისინი გაითვალისწინება ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში.


გაზავების ეფექტის მქონე პოტენციური ჩვეულებრივი აქციები

41. პოტენციური ჩვეულებრივი აქციები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება გაზავების ეფექტის მქონე აქციებად, თუ მათი ჩვეულებრივ აქციებად კონვერტაცია შეამცირებდა ერთ აქციაზე მოგებას, ან გაზრდიდა ერთ აქციაზე ზარალს, რომელიც მიღებულია საწარმოს ჩვეულებრივი, უწყვეტი საქმიანობიდან (განგრძობითი ოპერაციებიდან).

42. სათავო საწარმოს უწყვეტი, ჩვეულებრივი საქმიანობიდან მისაღებ მოგებას ან ზარალს საწარმო იყენებს როგორც `საკონტროლო ციფრს” იმის დასადგენად, პოტენციური ჩვეულებრივი აქციები გაზავების ეფექტის მქონეა, თუ საპირისპირო (ანტიგაზავების) ეფექტის. უწყვეტი ოპერაციებიდან მიღებული მოგება ან ზარალი, რომელიც მიეკუთვნება სათავო საწარმოს, კორექტირდება მე12 პუნქტის შესაბამისად და არ შეიცავს შეწყვეტილ ოპერაციებთან დაკავშირებულ მუხლებს.

43. პოტენციური ჩვეულებრივი აქციები მაშინ ჩაითვლება ანტიგაზავების ეფექტის მქონედ, თუ მათი კონვერტაცია ჩვეულებრივ აქციებად გაზრდიდა ერთ აქციაზე შემოსავალს უწყვეტი ოპერაციებიდან ან შეამცირებდა ერთ აქციაზე ზარალს უწყვეტი ოპერაციებიდან. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშება არ ითვალისწინებს ისეთი პოტენციური ჩვეულებრივი აქციების კონვერტაციას, გამოყენებას ან ემისიას, რომლებსაც ექნებათ ანტიგაზავების ეფექტი ერთი აქციის შემოსავალზე.

44. იმის დასადგენად, აქვს თუ არა პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებს გაზავების ან ანტიგაზავების ეფექტი, პოტენციური აქციების თითოეული გამოშვება ან გამოშვების სერია განხილულ უნდა იქნეს ცალკე და არა სხვებთან აგრეგირებულად. პოტენციური ჩვეულებრივი აქციების განხილვის თანმიმდევრობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, ექნება მათ გაზავების ეფექტი თუ არა. ამიტომ ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავლის გაზავების მაქსიმიზაციის მიზნით, პოტენციური ჩვეულებრივი აქციის თითოეული გამოშვება ან გამოშვების სერია განხილულ უნდა იქნეს შებრუნებული თანმიმდევრობით  უფრო მეტად გაზავების ეფექტის მქონედან, შედარებით მცირე გაზავების ეფექტის მქონემდე, ე.ი. გაზავების ეფექტის მქონე პოტენციური ჩვეულებრივი აქციები, უმცირესი ,,შემოსავლით დამატებით აქციაზე’’, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლაში იმ აქციებზე ადრე მონაწილეობს, რომლებსაც ეს მახასიათებელი შედარებით მაღალი აქვთ. ოფციონები და ვარანტები გაანგარიშებაში, იმიტომ მონაწილეობენ პირველ რიგში, რომ ისინი გავლენას არ ახდენენ გაანგარიშების მრიცხველზე. ოფციონები, ვარანტები და მათი ეკვივალენტები


45. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების მიზნით, საწარმომ უნდა ივარაუდოს, რომ გაზავების ეფექტიანი ოფციონები და ვარანტები გამოყენებულია. მათი გამოშვებიდან სავარაუდო შემოსავალი უნდა განისაზღვროს, როგორც საანგარიშგებო პერიოდში აქციების საშუალო საბაზრო ფასით გამოშვების შედეგად მიღებული. გამოშვებული აქციების რაოდენობასა და იმ აქციების რაოდენობას შორის სხვაობა, რომელიც გამოშვებული იქნებოდა საანგარიშგებო პერიოდში აქციების საშუალო საბაზრო ფასით, განხილულ უნდა იქნეს, როგორც ჩვეულებრივი აქციების გამოშვება, კომპენსაციის გარეშე.

46. ოფციონები და ვარანტები გაზავების ეფექტის მქონედ ითვლება მაშინ, თუ ისინი გამოიწვევს ჩვეულებრივი აქციების გამოშვებას საანგარიშგებო პერიოდში საშუალო საბაზრო ფასზე ნაკლები ღირებულებით. გაზავების თანხა არის საშუალო საბაზრო ფასსა და გამოშვების ფასს შორის სხვაობა. ამიტომ, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისათვის მიიჩნევა, რომ პოტენციური ჩვეულებრივი აქციები მოიცავს:

ა) ხელშეკრულებას ჩვეულებრივი აქციების გარკვეული რაოდენობის გამოშვებაზე, მათი საშუალო საბაზრო ფასით საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში. ასეთნაირად გამოსაშვები აქციები წარმოადგენს რეალური ფასით შეფასებულ აქციებს და არ ითვლება არც


 
ბასს 33 სმ

გაზავების ეფექტის მქონედ და არც ანტიგაზავების ეფექტის მქონედ. ისინი არ მონაწილეობენ ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში; და

ბ) ხელშეკრულებას დარჩენილი ჩვეულებრივი აქციების გამოშვებაზე, მათი ღირებულების ანაზღაურების გარეშე. ამგვარი ჩვეულებრივი აქციები არავითარი შემოსავლების წყარო არ არის და გავლენას არ ახდენს მიმოქცევაში გაშვებული ჩვეულებრივი აქციების წილ მოგებაზე ან ზარალზე. ამიტომ ასეთი აქციები ითვლება გაზავების ეფექტის მქონე აქციებად და ისინი დაემატება მიმოქცევაში გაშვებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობას, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების დროს.

47. ოფციონებსა და ვარანტებს გაზავების ეფექტი შეიძლება მხოლოდ მაშინ ჰქონდეს, როდესაც საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივი აქციების საშუალო საბაზრო ფასი აჭარბებს ოფციონისა და ვარანტის გამოყენების ღირებულებას (ე.ი. ისინი მომგებიანია). ანგარიშგებაში ადრე წარდგენილი შემოსავალი ერთ აქციაზე არ ექვემდებარება რეტროსპექტულად კორექტირებას, ჩვეულებრივი აქციების ფასებში მომხდარი ცვლილებების ასახვისათვის.

47ა. აქციის ოფციონებისა და სხვა სახის წილობრივი ანაზღაურების შეთანხმებებისათვის, რომლებიც რეგულირდება ფასს 2ით  ,,წილობრივი გადახდა’’ , 46ე პუნქტში მითითებული აქციების გამოშვების ფასი და 47ე პუნქტში მითითებული ოფციონისა და ვარანტის გამოყენების (აღსრულების) ფასი მოიცავს აქციის ოფციონებისა და სხვა სახის წილობრივ ანაზღაურებაზე შეთანხმების მიხედვით საწარმოსათვის მომავალში მისაწოდებელი საქონლის ან მომსახურების რეალურ ღირებულებას (რომელიც შეფასებულია ფასს 2ის შესაბამისად).

48. დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფციონები ფიქსირებული ან განსაზღვრადი პირობებითა და ჩვეულებრივი აქციებით, რომლებზედაც საკუთრების შეცვლა შეზღუდულია, მიიჩნევა ოფციონებად ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთრების შეცვლის უფლება პირობითია. ისინი განიხილება, როგორც მიმოქცევაში მყოფი გრანტის თარიღიდან. საქმიანობის შედეგებზე დამოკიდებული დაქირავებულ მომუშავეთა აქციის ოფციონები განიხილება, როგორც პირობით გამოსაშვები აქციები, რადგან მათი ემისია, დროის გარდა, დამოკიდებულია სხვა კონკრეტული პირობების შესრულებაზე. კონვერტირებადი ინსტრუმენტები


49. კონვერტირებადი ინსტრუმენტების გაზავების ეფექტი აისახება ერთ აქციაზე გაზავებულ შემოსავალში, 33ე და 36ე პუნქტების მიხედვით.

50. კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები არის ანტიგაზავების ეფექტის მქონე, როდესაც ასეთ აქციებზე მიმდინარე პერიოდში გამოცხადებული, ან მიმდინარე პერიოდამდე აკუმულირებული დივიდენდის ოდენობა, კონვერტირების შედეგად მიღებულ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე, აჭარბებს საბაზისო შემოსავალს აქციაზე. ანალოგიურად, კონვერტირებადი ვალი არის ანტიგაზავების ეფექტის მქონე, როდესაც მასზე დარიცხული პროცენტი (წმინდა პროცენტი გადასახადებისა და შემოსავალსა თუ ხარჯებში სხვა ცვლილებების გარეშე) კონვერტირების შედეგად მიღებულ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე, აჭარბებს საბაზისო შემოსავალს ერთ აქციაზე.


51. კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების გამოსყიდვამ ან დაჩქარებულმა კონვერტაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უწინ მიმოქცევაში მყოფი კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მხოლოდ ნაწილზე. ასეთ შემთხვევებში, მე17 პუნქტში განხილული ნებისმიერი ნამეტი ანაზღაურება მიეკუთვნება აქციებს, რომლებიც გამოსყიდულ ან კონვერტირებულ იქნა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა მიმოქცევაში დარჩენილ პრივილეგირებულ აქციებს გაზავების ეფექტი. გამოსყიდული ან კონვერტირებული აქციები განიხილება იმ აქციებისაგან განცალკევებულად, რომლებიც არ არის გამოსყიდული ან კონვერტირებული. პირობით გამოსაშვები აქციები

52. ისევე, როგორც ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავლის გაანგარიშებისას, ჩვეულებრივი აქციები, რომელთა გამოშვება პირობითად დამოკიდებულია გარკვეული მოვლენების მოხდენაზე, განხილულ უნდა იქნეს მიმოქცევაში გაშვებულ აქციებად და ჩაირთოს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლაში, თუ ეს პირობები შესრულებული იყო (ანუ მოვლენები მოხდა). პირობით გამოსაშვები აქციები გაანგარიშებაში ჩაირთვება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყი
 



 
ბასს 33 სმ

სის მდგომარეობით (ან პირობით გამოსაშვები აქციების სახელშეკრულებო თარიღით, თუ ის უფრო გვიანი თარიღითაა გაფორმებული). თუ გამოშვების პირობები არ დაკმაყოფილებულა, მაშინ ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში პირობით გამოსაშვები აქციების რაოდენობა ეყრდნობა იმ აქციების რაოდენობას, რომელიც გამოშვებული იქნებოდა, თუ საანგარიშგებო პერიოდის ბოლო იქნებოდა შესაბამისი პირობის მოქმედების პერიოდის ბოლო მომენტი. გადაანგარიშება არ დაიშვება, თუ პირობითი გამოშვების პერიოდის გასვლამდე არ შესრულდება შესაბამისი პირობები.

53. როდესაც პერიოდის განმავლობაში კონკრეტული ოდენობის შემოსავლის მოპოვება ან შენარჩუნება არის პირობითი ემისიის წინაპირობა და თუ ეს შემოსავალი მოპოვებულია საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, მაგრამ უნდა შენარჩუნდეს საანგარიშგებო პერიოდის შემდგომ პერიოდშიც, მაშინ დამატებითი ჩვეულებრივი აქციები იხილება, როგორც მიმოქცევაში მყოფი, თუ წარმოიშობა გაზავების ეფექტი, როდესაც ხდება აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლა. ასეთ შემთხვევაში, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშება ეფუძნება ჩვეულებრივი აქციების რაოდენობას, რომლებიც იმ შემთხვევაში იქნებოდა გამოშვებული, თუ შემოსავალი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ტოლი იქნებოდა შემოსავლისა, პირობითად აღებული პერიოდის ბოლოს. რადგან შემოსავლების ოდენობა შეიძლება მომავალში შეიცვალოს, აქციაზე საბაზისო შემოსავლის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს პირობითად აღებული პერიოდის ბოლომდე, ასეთი სახის პირობითად გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციები, ვინაიდან არ შესრულებულა ყველა აუცილებელი პირობა.


54. პირობით გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა მომავალში შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვეულებრივი აქციების საბაზრო ფასზე. ასეთ შემთხვევაში, თუ აქციებს გაზავების ეფექტი აქვს, გაზავებული შემოსავალი აქციაზე გაიანგარიშება ისეთი ჩვეულებრივი აქციების რაოდენობაზე დაყრდნობთ, რომლებიც გამოშვებული იქნებოდა მაშინ, თუ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საბაზრო ფასი ტოლი იქნებოდა პირობითად აღებული პერიოდის ბოლოს აქციების ფასისა. თუ პირობითი გამოშვება ითვალისწინებს საშუალო საბაზრო ფასს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც სცილდება საანგარიშგებო პერიოდის ფარგლებს, გაანგარიშებაში გამოიყენება დროის გასული მონაკვეთის საშუალო საბაზრო ფასი. რადგან შემოსავლების ოდენობა შეიძლება მომავალში შეიცვალოს, ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავლის გამოთვლაში, პირობითად აღებული პერიოდის ბოლომდე, არ მონაწილეობს პირობითად გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციები, ვინაიდან არ შესრულებულა ყველა აუცილებელი პირობა.

55. პირობით გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვეულებრივი აქციების მომავალ შემოსავალსა და საბაზრო ფასზე. ასეთ შემთხვევაში, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში მონაწილე ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა დამოკიდებულია ორივე პირობის შესრულებაზე (ე.ი. საანგარიშგებო პერიოდამდე არსებული შემოსავალი და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის დაფიქსირებული მიმდინარე საბაზრო ფასი). თუ ორივე პირობა არ სრულდება, პირობითად გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციები არ მონაწილეობს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში.

56. სხვა შემთხვევებში, პირობითად გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა დამოკიდებულია სხვა პირობებზე (და არა შემოსავალზე ან საბაზრო ფასზე), მაგალითად, გარკვეული რაოდენობის საცალო ვაჭრობის პუნქტების გახსნაზე. ასეთ დროს, თუ დავუშვებთ, რომ განსაზღვრული პირობის სტატუსი უცვლელი რჩება პირობითად აღებული პერიოდის ბოლომდე, პირობით გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციები მონაწილეობს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში, პერიოდის ბოლოსათვის პირობის შესრულების მდგომარეობის შესაბამისად.


57. პირობით გამოსაშვები პოტენციური ჩვეულებრივი აქციები (გარდა იმ აქციებისა, რომლებსაც თვალისწინებს პირობითი სააქციო შეთანხმებები, მაგალითად, პირობითგამოსაშვები კონვერტირებადი ინსტრუმენტები) მონაწილეობს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში, შემდეგნაირად:

ა) საწარმო განსაზღვრავს, შესაძლებელი არის თუ არა, რომ პოტენციური ჩვეულებრივი აქციები განხილულ იქნეს გამოსაშვებ აქციებად, მათ გამოსაშვებად დადგენილი პირობების საფუძველზე, 52 – 56ე პუნქტებში მოცემული დებულებების მიხედვით; და



 
ბასს 33 სმ

ბ) თუ ასეთი პოტენციური ჩვეულებრივი აქციები უნდა აისახებოდეს ერთ აქციაზე გაზავებულ შემოსავალში, საწარმო განსაზღვრავს მათ გავლენას ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლაზე, 4548ე პუნქტებში ოფციონებისა და ვარანტების შესახებ დადგენილი დებულებების, 4951ე პუნქტებში კონვერტირებადი ინსტრუმენტების შესახებ დადგენილი დებულებების, 5861ე პუნქტებში ფულადი სახსრებით ან ჩვეულებრივი აქციებით ანაზღაურებადი კონტრაქტების შესახებ დადგენილი ან სხვა შესაბამისი დებულებების მიხედვით.

თუმცა, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების მიზნებისთვის არ იგულისხმება, რომ ხდება ინსტრუმენტების გამოყენება ან კონვერტაცია, თუ ასევე არ იგულისხმება მიმოქცევაში მყოფი ანალოგიური პოტენციური ჩვეულებრივი აქციების გამოყენება ან კონვერტაცია, რომელთა გამოშვებაც არ არის პირობითი.

კონტრაქტები, რომლებიც შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი სახსრებით ან ჩვეულებრივი აქციებით

58. როდესაც საწარმო აფორმებს კონტრაქტს, რომელიც შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი სახსრებით ან ჩვეულებრივი აქციებით საწარმოს შეხედულებისამებრ, საწარმომ უნდა მიიჩნიოს, რომ კონტრაქტი ანაზღაურდება ჩვეულებრივი აქციებით და შედეგად მიღებული პოტენციური ჩვეულებრივი აქციები ჩაირთვება ერთ აქციაზე გაზავებულ შემოსავალში, თუ ეს აქციები გაზავების ეფექტის მქონეა.

59. როდესაც ასეთი კონტრაქტი ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოდგენილია, როგორც აქტივი ან ვალდებულება, ან გააჩნია წილობრივი და ვალდებულებითი კომპონენტი, საწარმო აქციაზე შემოსავლის გაანგარიშებაში მრიცხველში ითვალისწინებს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მოგებაზარალში შესულ ცვლილებებს, თუ მთლიანი კონტრაქტი კლასიფიცირებულია წილობრივ ინსტრუმენტად. ასეთი შესწორებები მრიცხველში ანალოგიურია 33ე პუნქტში მოთხოვნილი შესწორებებისა.

60. იმ ხელშეკრულებებისათვის, რომლებიც შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი სახსრებით ან ჩვეულებრივი აქციებით მფლობელის შეხედულებისამებრ, ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშება დაეყრდნობა მათ შორის შედარებით მაღალი გაზავების ეფექტის მქონე ვარიანტს.

61. ფულადი სახსრებით ან ჩვეულებრივი აქციებით ანაზღაურებადი ხელშეკრულების ერთერთი მაგალითია სავალო ინსტრუმენტი, რომელიც ვადის დადგომისას საწარმოს შეუზღუდავ უფლებას აძლევს, დაფაროს ვალის ძირითადი თანხა ფულადი სახსრებით ან საკუთარი ჩვეულებრივი აქციებით. მსგავსი ხელშეკრულების მეორე მაგალითია გაყიდული ფუთოფციონი, რომელიც მფლობელს არჩევანის საშუალებას აძლევს ჩვეულებრივი აქციებით ან ფულადი სახსრებით ანაზღაურებას შორის.

ნაყიდი ოფციონები

62. ისეთი ხელშეკრულებები, როგორიცაა ნაყიდი ფუთოფციონები ან ნაყიდი ქოლოფციონები (ე.ი. საწარმოს საკუთარი აქციებისათვის ნაყიდი ოფციონები) არ მონაწილეობს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლაში, რადგან ჩართვა გამოიწვევს მათ ანტიგაზავებას. ფუთოფციონი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ გამოყენების ფასი იქნება საბაზრო ფასზე მაღალი, ხოლო ქოლოფციონი – როდესაც გამოყენების ფასი იქნება საბაზრო ფასზე დაბალი. გაყიდული ფუთოფციონები

63. ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით საწარმო ვალდებულია გამოისყიდოს საკუთარი აქციები, მაგალითად, როგორიცაა გაყიდული ფუთოფციონები და ფორვარდული გარიგებები ყიდვაზე, გაითვალისწინება ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში, თუ მათი ასახვა გაზავების ეფექტს იძლევა. თუ ეს ხელშეკრულებები მომგებიანია (ე.ი. როდესაც მათი გამოყენების ან დაფარვის ღირებულება მეტია მათ საშუალო საბაზრო ფასზე მოცემული პერიოდისათვის) ერთ აქციაზე პოტენციური გაზავების ეფექტი გაიანგარიშება შემდეგნაირად:

ა) უნდა ჩაითვალოს, რომ პერიოდის დასაწყისში მოხდება საკმარისი რაოდენობის ჩვეულებრივი აქციების ემისია (პერიოდის საშუალო საბაზრო ფასით), რათა შესაბამისი თანხები უზრუნველყოს ხელშეკრულების ასანაზღაურებლად;
 



 
ბასს 33 სმ

ბ) უნდა ჩაითვალოს, რომ აქციების ემისიიდან მიღებული ამონაგები გამოიყენება ხელშეკრულების ასანაზღაურებლად (ანუ ჩვეულებრივი აქციების გამოსასყიდად); და

გ) დამატებითი ჩვეულებრივი აქციები (სხვაობა გამოშვებულ და ხელშეკრულების ანაზღაურებიდან მიღებულ ჩვეულებრივ აქციათა რაოდენობებს შორის) მონაწილეობს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში.

რეტროსპექტული კორექტირებები


64 თუ ბრუნვაში გაშვებული ჩვეულებრივი ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა იზრდება კაპიტალიზაციის, პრემიალური აქციების გამოშვების ან აქციების დანაწევრების შედეგად, ან მცირდება დანაწევრებული აქციების აღდგენით, ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის გაანგარიშება ყველა წარდგენილი პერიოდისთვის უნდა შესწორდეს რეტროსპექტულად. თუ ამგვარი ცვლილებები მოხდება საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ, მაგრამ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებამდე, მოცემული პერიოდისა და ნებისმიერი წინა პერიოდის ნებისმიერი ფინანსური ანგარიშგებისათვის ერთ აქციაზე გაანგარიშება უნდა ეყრდნობოდეს აქციების ახალ რაოდენობას. როდესაც ერთ აქციაზე გაანგარიშება ასახავს აქციების რაოდენობაში მომხდარ ამგვარ ცვლილებებს, ეს ფაქტი უნდა განიმარტოს შენიშვნებში. გარდა ამისა, ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავალი ყველა წარდგენილი პერიოდისათვის უნდა შესწორდეს არსებითი შეცდომების შედეგებით და სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებების შედეგად გამოწვეული კორექტირებით რეტროსპექტულად.

65. გამოყენებულ დაშვებებში მომხდარი ცვლილებების ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციების ბრუნვაში მყოფი ჩვეულებრივ აქციებად კონვერტაციის შემთხვევაში, საწარმო არ ახდენს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გადაანგარიშებას არც ერთ წინა წარდგენილი პერიოდისათვის.


წარდგენა


66. საწარმომ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს ინფორმაცია ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლების შესახებ სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელთათვის განკუთვნილი, უწყვეტი საქმიანობიდან მიღებული მოგებისა და ზარალისთვის და საწარმოს ჩვეულებრივი აქციების მფლობელთათვის განკუთვნილი საანგარიშგებო პერიოდის მოგებისა და ზარალისათვის, ჩვეულებრივი აქციების ცალკეული კლასისათვის, რომლებსაც საანგარიშგებო პერიოდის მოგებაში მონაწილეობის განსხვავებული უფლება აქვთ. საწარმომ ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავალი უნდა წარადგინოს თანაბარი თვალსაჩინოებით, ყველა წარდგენილი პერიოდისათვის.

67. ერთ აქციაზე შემოსავლის შესახებ ინფორმაცია წარედგინება ყველა იმ პერიოდისათვის, რომლისთვისაც დგება სრული შემოსავლის ანგარიშგება. თუ გაზავებული შემოსავალი ერთ აქციაზე წარდგენილია ერთი პერიოდისათვის მაინც, იგივე განმეორდება ანგარიშგებაში მოცემული ყველა პერიოდისთვისაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავლის ტოლია. თუ გაზავებული და საბაზისო შემოსავლები აქციაზე ტოლია, ორივე მაჩვენებლი შესაძლოა სრული შემოსავლის ანგარიშგების ერთ ხაზზე აისახოს.

67ა. თუ საწარმო მოგების ან ზარალის კომპონენტებს წარადგენს ანგარიშგებაში, როგორც აღწერილია ბასს 1ის  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (შესწორებული 2011 წელს) 10ა პუნქტში, მან ინფორმაცია ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის შესახებ უნდა წარადგინოს ამ ანგარიშგებაში, როგორც მოითხოვება 66ე და 67ე პუნქტებით.

68. საწარმო, რომელიც ანგარიშგებაში ინფორმაციას წარადგენს შეწყვეტილი ოპერაციების შესახებ, ასეთი ოპერაციებიდან საბაზისო და გაზავებულ შემოსავლებს აქციაზე იგი წარადგენს ან უშუალოდ სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, ან განმარტებით შენიშვნებში.

68ა. თუ საწარმო მოგების ან ზარალის კომპონენტებს წარადგენს ანგარიშგებაში, როგორც აღწერილია ბასს 1ის  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა (შესწორებული 2011 წელს) 10ა პუნქტში, იგი შეწყვეტილი ოპერაციისთვის ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებულ შემოსავლებს წარადგენს ამ ანგარიშგებაში, ან განმარტებით შენიშვნებში, როგორც მოითხოვება 68ე პუნქტებით.



 
ბასს 33 სმ

69. საწარმო ინფორმაციას წარადგენს საბაზისო და გაზავებული შემოსავლების შესახებ მაშინაც კი, თუ ეს მაჩვენებლები უარყოფითია (ანუ ზარალი ერთ აქციაზე).

განმარტებითი შენიშვნები


70. საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს:

ა) ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებებში მრიცხველის სახით გამოყენებული თანხების ოდენობა და ამ თანხების შეჯერება საანგარიშგებო პერიოდში სათავო საწარმოზე მისაკუთვნებელ მოგებასთან ან ზარალთან. შეჯერებამ უნდა მოიცვას იმ ინსტრუმენტების თითოეული ჯგუფი, რომლებიც გავლენას ახდენს ერთ აქციაზე შემოსავალზე;

ბ) აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისას მნიშვნელის სახით გამოყენებული ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობა და ამ მნიშვნელების ერთმანეთთან შესაბამისობა. შეჯერებამ უნდა მოიცვას იმ ინსტრუმენტების თითოეული ჯგუფი, რომლებიც გავლენას ახდენს ერთ აქციაზე შემოსავალზე;

გ) ინსტრუმენტები (მათ შორის, პირობით გამოსაშვები აქციები), რომლებმაც მომავალში უნდა გააზავოს საბაზისო შემოსავალი აქციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღიათ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში იმის გამო, რომ ანგარიშგებაში წარდგენილ პერიოდ(ებ)ში ანტიგაზავების ეფექტს ატარებდნენ;

დ) ჩვეულებრივი ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციების ოპერაციების აღწერა, გარდა 64ე პუნქტის შესაბამისად აღრიცხული აქციებისა, რომლებსაც ადგილი აქვს საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ და მნიშვნელოვნად შეცვლიდნენ პერიოდის ბოლოს მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი ან პოტენციური ჩვეულებრივი აქციების რაოდენობას, თუ ეს ოპერაციები განხორციელდებოდა საანგარიშგებო პერიოდის დამთავრებამდე.

71. 70 (დ) პუნქტში განხილული ოპერაციების მაგალითებს მიეკუთვნება:

ა) აქციების გამოშვება ფულადი სახსრებისათვის;

ბ) აქციების გამოშვება, როდესაც გამოშვებით მიღებული თანხა გამოყენებული იქნება ვალის დასაფარად ან საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მიმოქცევაში გაშვებული პრივილეგიური აქციების გამოსასყიდად;

გ) ბრუნვაში არსებული აქციების გამოსყიდვა;

დ) საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მიმოქცევაში გაშვებული პოტენციური ჩვეულებრივი აქციების კონვერტაცია ჩვეულებრივ აქციებში, ან უფლების გამოყენება;

ე) ვარანტების, ოფციონების ან კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების გამოშვება; და

ვ) პირობით გამოსაშვები აქციების გამოსაშვებად აუცილებელი პირობების შესრულება.

საანგარიშგებო პერიოდის დამთავრების შემდეგ მომხდარი ასეთი ტიპის ოპერაციებისათვის არ ხდება ერთ აქციაზე შემოსავლის შესწორება, რადგან ეს ოპერაციები გავლენას არ ახდენს საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების ან ზარალის წარმოქმნაში მონაწილე კაპიტალის ოდენობაზე.

72. ფინანსური ინსტრუმენტები და პოტენციური ჩვეულებრივი აქციების წარმომშობი სხვა სახის ხელშეკრულებები შესაძლოა ისეთ ვადებსა და პირობებს შეიცავდეს, რომლებიც გავლენას ახდენს ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის შეფასებაზე. ეს პირობები და ვადები შეიძლება განსაზღვრავდეს, აქვს თუ არა ამა თუ იმ პოტენციურ ჩვეულებრივ აქციას გაზავების ეფექტი და თუ აქვს, მის გავლენას მიმოქცევაში გაშვებული აქციების საშუალო შეწონილ რაოდენობაზე და ჩვეულებრივი აქციების მესაკუთრეთა კუთვნილი მოგების ან ზარალის

ნებისმიერ შემდგომ შესწორებებზე. ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტების ვადების და პირობებისა და სხვა ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის გაშუქება განმარტებით შენიშვნებში რეკომენდებულია წინამდებარე სტანდარტით, თუ სხვა რამ არ მოითხოვება (იხ. ფასს 7  `ფინანსური ინსტრუმენტები: განმარტებითი შენიშვნები).
 




 
ბასს 33 სმ

73. თუ საწარმო განმარტებით შენიშვნებში, ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, დამატებით განმარტავს სრული შემოსავლის ანგარიშგებაში წარმოდგენილი ისეთი კომპონენტის მიხედვით გამოთვლილ თანხებს ერთ აქციაზე, რომელიც არ მოითხოვება მოცემული სტანდარტით, ამ თანხების გაანგარიშება უნდა მოხდეს მოცემული სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული, ჩვეულებრივი აქციების საშუალო შეწონილი რაოდენობის გამოყენებით. ამ კომპონენტთან დაკავშირებული ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის თანხების შესახებ ინფორმაციის განმარტება უნდა განხორციელდეს ერთნაირი სიზუსტით. საწარმო მიუთითებს საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ანგარიშობს მრიცხველს, მათ შორის იმასაც, აქციაზე შემოსავლების მაჩვენებლები დაბეგვრამდე არის წარმოდგენილი თუ დაბეგვრის შემდეგ. თუ გაანგარიშებაში სრული შემოსავლის ანგარიშგების ისეთი კომპონენტი გამოიყენება, რომელიც სრული შემოსავლის ანგარიშგებაში ცალკე მუხლის სახით არ წარიდგინება, უნდა მოხდეს გამოყენებული კომპონენტისა და სრული შემოსავლის ანგარიშგებაში წარდგენილი შესაბამისი მუხლის შეჯერება.

73ა. 73ე პუნქტი ეხება იმ საწარმოსაც, რომელიც ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლების გარდა, ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში განმარტავს საანგარიშგებო მოგების, ან ზარალის ისეთი კომპონენტის მიხედვით გამოთვლილ თანხებს ერთ აქციაზე, რომელიც არ მოითხოვება მოცემული სტანდარტით.

სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღი


74. წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება წლიური პერიოდებისათვის, რომელიც იწყება 2005 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ. მისაღებია სტანდარტის ვადაზე ადრე გამოყენებაც. თუ საწარმო ამ სტანდარტს 2005 წლის 1 იანვრამდე დაწყებული პერიოდებისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

74ა. ბასს 1მა  `ფინანსური ანგარიშგების წარდგენა  (შესწორებული 2007 წელს) განაპირობა ფასსებში გამოყენებული ტერმინოლოგიის შეცვლა. გარდა ამისა, გამოიწვია 4ა, 67ა, 68ა და 73ა პუნქტების დამატება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2009 წლის 1 იანვარს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისათვის. თუ საწარმო უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს ბასს 1ს (შესწორებული 2007 წელს), ამავე პერიოდისთვის უნდა გამოიყენოს ეს ცვლილებებიც.

74ბ. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 10მა და ფასს 11მა  `ერთობლივი საქმიანობა  გამოიწვია მე4, მე40 და დ11 პუნქტების შეცვლა. საწარმომ აღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 10სა და ფასს 11ს.

74გ. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 13მა  `რეალური ღირებულების შეფასება  გამოიწვია მე8, 47ა და დ2 პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 13ს.

74დ. 2011 წლის ივნისში გამოცემულმა დოკუმენტმა  `სხვა სრული შემოსავლის მუხლების წარდგენა (ბასს 1ში შესატანი ცვლილებები)  გამოიწვია 4ა, 67ა, 68ა და 73ა პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ბასს 1ის 2011 წლის ივნისის შესწორებულ ვერსიას.

სხვა ოფიციალური დოკუმენტების გაუქმება


75. წინამდებარე სტანდარტი ცვლის 1997 წელს გამოცემულ ბასს 33ს ,,შემოსავალი აქციაზე’’.

76. ეს სტანდარტი ასევე ცვლის იმკ24ს  ,,შემოსავალი აქციაზე – ფინანსური ინსტრუმენტები და სხვა ხელშეკრულებები, რომლებიც შეიძლება ანაზღაურდეს აქციებით’’.









 
ბასს 33 სმ

დანართი ა

მითითებები გამოყენებაზე

ეს დანართი წინამდებარე სტანდარტის განუყოფელი ნაწილია.


სათავო საწარმოზე მისაკუთვნებელი მოგება ან ზარალი

დ1. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ერთ აქციაზე შემოსავლის გაანგარიშების მიზნებისათვის, სათავო საწარმოზე მისაკუთვნებელი მოგება ან ზარალი წარმოადგენს კონსოლიდირებული საწარმოს მოგებას ან ზარალს, არამაკონტროლებელი წილის შესაბამისი კორექტირების შემდეგ.

უფლებების (შეღავათიანი აქციების) გამოშვება

დ2. ჩვეულებრივი აქციების ემისია, პოტენციური ჩვეულებრივი აქციების გამოშვების უფლების გამოყენების ან კონვერტაციის შემთხვევაში, ჩვეულებრივ არ წარმოშობს პრემიალურ ელემენტს, ვინაიდან პოტენციური ჩვეულებრივი აქციების გამოშვება, როგორც წესი, ხდება მისი რეალური ღირებულების ანაზღაურებით, რაც იწვევს საწარმოს განკარგულებაში არსებული რესურსების პროპორციულ ცვლილებას. შეღავათიანი აქციების გამოშვებისას შეთავაზებული ფასი ხშირად მის რეალურ ღირებულებაზე დაბალია. ამიტომ, როგორც 27(ბ) პუნქტშია აღნიშნული, ასეთი აქციების გამოშვება მოიცავს პრემიის ელემენტს. თუ შეღავათიანი აქციები შეთავაზებულია ყველა არსებული აქციონერისათვის, ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოსაყენებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა, შეღავათიანი აქციების გამოშვებამდე ყველა წინა პერიოდისათვის, ტოლი იქნება ემისიის წინა პერიოდში მიმოქცევაში მყოფი ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა გამრავლებული შემდეგ კოეფიციენტზე:


ერთი აქციის რეალური ღირებულება უშუალოდ უფლებების

გამოყენების წინ


აქციის თეორიული რეალური ღირებულება უფლებების გარეშე

აქციის თეორიული რეალური ღირებულება, უფლებების გარეშე, გამოითვლება ამ უფლებების რეალიზების უშუალო წინა პერიოდის აქციების რეალური ღირებულებისა და უფლებების განხორციელბიდან მიღებული შემოსავლის ჯამის გაყოფით უფლებების განხორციელების შემდეგ მიმოქცევაში მყოფი აქციების რაოდენობაზე. როდესაც თვითონ ეს უფლებები მათი გამოყენების თარიღამდე თავისუფლად მიმოიქცევა საჯარო ბაზარზე, აქციებისაგან დამოუკიდებლად, მოცემული გაანგარიშების მიზნებისათვის რეალური ღირებულება განისაზღვრება იმ უკანასკნელი დღის დახურვის ფასის მიხედვით, როდესაც აქციები უფლებებთან ერთად იყიდებოდა.

საკონტროლო ციფრი

დ3. 42ე და 43ე პუნქტებში აღწერილი “საკონტროლო ციფრის” გამოყენების ილუსტრირებისათვის, დავუშვათ, რომ საწარმოს უწყვეტი საქმიანობიდან აქვს 4,800ფე1 მოგება, (7,200ფე) ზარალი შეწყვეტილი საქმიანობიდან და (2,400ფე) ზარალი, რომლებიც განკუთვნილია სათავო საწარმოსათვის და მიმოქცევაში გაშვებულია 2,000 ჩვეულებრივი და 400 პოტენციური ჩვეულებრივი აქცია. საწარმოს საბაზისო შემოსავალი ერთ აქციაზე შეადგენს 2.40ფე უწყვეტი საქმიანობიდან და ზარალი ერთ აქციაზე შეწყვეტილი საქმიანობიდან (3.60ფე) და ზარალი ერთ აქციაზე (1.20ფე). 400 პოტენციური ჩვეულებრივი აქცია ჩართულია აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში, რადგან უწყვეტი საქმიანობის შედეგად მიღებული ერთ აქციაზე შემოსავალი 2.00ფე გაზავების ეფექტიანია, იმის დაშვებით, რომ მოგებას ან ზარალს არავითარი გავლენა არა აქვს 400 პოტენციურ ჩვეულებრივ აქციაზე. რადგან სათავო საწარმოსათვის განკუთვნილი მოგება უწყვეტი საქმიანობიდან წარმოადგენს საკონტროლო ციფრს, საწარმო 400 პოტენციურ ჩვეულებრივ აქციასაც ჩართავს ერთ აქციაზე სხვა შემოსავლების გაანგარიშება



1. ამ მითითებებში თანხები გამოსახულია ფულად ერთეულებში (ფე).
 


 
ბასს 33 სმ

ში, მიუხედავად იმისა, რომ ამის შედეგად მიღებული აქციაზე შემოსავლის მაჩვენებელი ანტიგაზავების ეფექტიანია, ერთ აქციაზე საბაზისო შემოსავალთან შედარებით, ე.ი. ზარალი ერთ აქციაზე არის უფრო ნაკლები [(3.00ფე) ზარალი ერთ აქციაზე შეწყვეტილი ოპერაციებიდან და (1.00ფე) ზარალი ერთ აქციაზე].

ჩვეულებრივი აქციების საშუალო საბაზრო ფასი

დ4. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოსაანგარიშებლად, გამოსაშვები ჩვეულებრივი აქციების საშუალო საბაზრო ფასი განისაზღვრება საანგარიშგებო პერიოდში ჩვეულებრივი აქციების საშუალო საბაზრო ფასზე დაყრდნობით. თეორიულად, საწარმოს აქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საბაზრო ოპერაცია შეიძლება მონაწილეობდეს საშუალო საბაზრო ფასის განსაზღვრაში. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, მისაღებია ყოველკვირეული ან ყოველთვიური საბაზრო ფასების საშუალო მაჩვენებლის აღება.

დ5. ზოგადად, საბირჟო ოპერაციების დახურვის საბაზრო ფასები შესაფერისად მიიჩნევა საშუალო საბაზრო ფასის გამოსათვლელად. როდესაც ფასები საგრძნობლად მერყეობს, მაქსიმალური და მინიმალური ფასების საშუალო მაჩვენებელი, როგორც წესი, უფრო რეალურ მაჩვენებელს იძლევა. საშუალო საბაზრო ფასის გაანგარიშების მეთოდი უცვლელად უნდა გამოიყენებოდეს მანამ, სანამ იგი რეალურად აღარ ასახავს საშუალო საბაზრო ფასს, შეცვლილი პირობების გამო. მაგალითად, საწარმომ, რომელიც საშუალო საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის იყენებს დახურვის საბაზრო ფასებს, რამდენიმეწლიანი, შედარებით სტაბილური ფასების მიხედვით, შესაძლოა ეს მეთოდი შეცვალოს მაქსიმალური და მინიმალური ფასების საშუალო მაჩვენებლის მეთოდით, თუკი ფასები მკვეთრ მერყეობას დაიწყებს და, შესაბამისად, დახურვის საბაზრო ფასი ვერ უზრუნველყოფს საშუალო საბაზრო ფასის რეალურ მაჩვენებელს.

ოფციონები, ვარანტები და მათი ეკვივალენტები

დ6. იგულისხმება, რომ ოფციონები და ვარანტები კონვერტირებადი ინსტრუმენტების შესყიდვაზე გამოიყენება მაშინ, როდესაც კონვერტირებადი ინსტრუმენტისა და კონვერტაციის შედეგად მიღებული ჩვეულებრივი აქციების საშუალო ფასი უფრო მაღალია, ოფციონებისა და ვარანტების გამოყენების ღირებულებაზე. ასევე იგულისხმება, რომ არ მოხდება ოფციონებისა და ვარანტების გამოყენება, თუ ასევე არ ხდება მიმოქცევაში მყოფი ანალოგიური ინსტრუმენტების (თუ ასეთები არსებობს) კონვერტირება.

დ7. ოფციონები ან ვარანტები შესაძლოა ნებას რთავდეს ან ავალდებულებდეს საწარმოს (ან მის სათავო ან შვილობილ საწარმოს) ვალის ან სხვა ინსტრუმენტის შესყიდვაზე განაცხადის წარდგენას, გამოყენების ღირებულების სრული ან ნაწილობრივი დაფარვით. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლისას ამ აქციებსა და ვარანტებს აქვთ გაზავების ეფექტი, თუ (ა) შესაბამისი ჩვეულებრივი აქციების საშუალო საბაზრო ფასი პერიოდის განმავლობაში აჭარბებს ოფციონისა და ვარანტის გამოყენების ღირებულებას ან (ბ) ინსტრუმენტის გასაყიდი ფასი იმაზე დაბალია, ვიდრე ის ფასი, რითაც ინსტრუმენტი შესაძლოა გაყიდულიყო ოფციონის ან ვარანტის ხელშეკრულების მიხედვით და შედეგად მიღებული ფასთა შორის სხვაობა განსაზღვრავს გამოყენების ფაქტობრივ ღირებულებას, ჩვეულებრივი აქციების საბაზრო ფასს ქვემოთ, რომელიც მიიღება ამ ოფციონის ან ვარანტის გამოყენებისას. აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლისას, იგულისხმება, რომ ოფციონები და ვარანტები გამოყენებულ უნდა იქნეს და სავალო ან სხვა ინსტრუმენტი გაიყიდოს. თუ ფულის შეთავაზება უფრო მომგებიანია ოფციონის ან ვარანტის მფლობელისათვის და ხელშეკრულება ამის უფლებას იძლევა, იგულისხმება, რომ შეთავაზებული იქნება ფული. შეთავაზებისათვის გათვალისწინებულ ვალზე დარიცხული პროცენტი (გადასახადის გარეშე) ვალს ემატება მრიცხველის შესასწორებლად.


დ8. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება მსგავსი პირობებით გამოშვებული პრივილეგირებული აქციების ან სხვა ინსტრუმენტების მიმართ, რომლებსაც გააჩნია კონვერტაციის შესაძლებლობა, რაც ინვესტორს უფლებას აძლევს ფული უფრო ხელსაყრელი კონვერტაციის კურსით გადაიხადოს.

დ9. ზოგიერთი ოფციონისა და ვარანტის პირობები შესაძლოა მოითხოვდეს, რომ ამ ინსტრუმენტების გამოყენების შედეგად მიღებული ამონაგები გამოყენებულ იქნეს საწარმოს (სათავო ან შვილობილი საწარმოს) სავალო ან სხვა ინსტრუმენტების გამოსასყიდად. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლისას, იგულისხმება, რომ ეს ოფციონები და ვარანტები გამოყენებულ უნდა იქნეს და ვალი ამონაგებით იქნეს გამოსყიდული საშუალო საბაზრო ღირებულე


 
ბასს 33 სმ

ბით და არა ჩვეულებრივი აქციებით. თუმცა, მიღებული ამონაგების ნამეტი თანხა ვალის გამოსასყიდად საჭირო თანხაზე გაითვალისწინება (ე.ი. ითვლება, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ჩვეულებრივი აქციების გამოსასყიდად) ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში. გამოსყიდვას დაქვემდებარებულ ვალებზე დარიცხული პროცენტი (გადასახადის გარეშე) ვალს ემატება მრიცხველის შესასწორებლად.

გაყიდული ფუთოფციონები

დ10. 63ე პუნქტის გამოყენების საილუსტრაციოდ, დავუშვათ, საწარმოს მიმოქცევაში გაშვებული აქვს 120 გაყიდული ფუთოფციონი თავისი ჩვეულებრივი აქციებისათვის, 35ფე გამოყენების ღირებულებით. საწარმოს ჩვეულებრივი აქციების საშუალო საბაზრო ფასი საანგარიშგებო პერიოდში შეადგენს 28ფე. ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისას საწარმო უშვებს, რომ მას გამოშვებული აქვს 150 აქცია თითოეული 28ფეად პერიოდის დასაწყისისათვის, რათა დაეფარა ფუთოფციონის ვალდებულება 4,200ფე. გამოშვებულ 150 ჩვეულებრივ აქციასა და ფუთოფციონის დაფარვის შედეგად მიღებულ 120 ჩვეულებრივ აქციას შორის (30 დამატებითი ჩვეულებრივი აქცია) სხვაობა ემატება აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების მნიშვნელს.


შვილობილი საწარმოების, ერთობლივი საწარმოებისა და მეკავშირე საწარმოების ფინანსური ინსტრუმენტები

დ11. შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს პოტენციური ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც კონვერტირებადია შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს ჩვეულებრივ აქციებში, ანდა სათავო საწარმოს ჩვეულებრივ აქციებში, თუ ინვესტირებულ საწარმოზე ერთობლივი კონტროლის უფლების, ან მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ინვესტორების (ანგარიშვალდებული საწარმო) ჩვეულებრივ აქციებში, მონაწილეობს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში, შემდეგნაირად:

ა) შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს მიერ გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც ამ ინტრუმენტების მფლობელებს უფლებას აძლევს მოცემული საწარმოების ჩვეულებრივი აქციების მიღებაზე, მონაწილეობს შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში. ასეთნაირად გაანგარიშებული აქციაზე შემოსავალი შემდეგ მონაწილეობს ანგარიშვალდებული საწარმოს ერთ აქციაზე შემოსავლის გაანგარიშებაში იმის საფუძველზე, რომ ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს ინსტრუმენტებს;

ბ) ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების მიზნებისათვის ანგარიშვალდებული საწარმოს ჩვეულებრივ აქციებში კონვერტირებადი შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს ინსტრუმენტები მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოს პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებად. ანალოგიურად, ანგარიშვალდებული საწარმოს ჩვეულებრივი აქციების შესყიდვის მიზნით შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საწარმოს ან მეკავშირე საწარმოს მიერ გამოშვებული ოფციონები და ვარანტები, მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოს პოტენციურ ჩვეულებრივ აქციებად, ერთ აქციაზე კონსოლიდირებული გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებაში.


დ12. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გამოშვებული იმ ინსტრუმენტების ერთ აქციაზე შემოსავლის ეფექტის დასადგენად, რომლებიც კონვერტირებადია შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საქმიანობის ან მეკავშირე საწარმოს ჩვეულებრივ აქციებზე, იგულისხმება, რომ მოხდება ამ ინსტრუმენტების კონვერტაცია და, შესაბამისად, გაანგარიშების მრიცხველის კორექტირება (სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციონერებისათვის განკუთვნილი მოგება ან ზარალი), როგორც საჭიროა 33ე პუნქტის მიხედვით. გარდა ამ შესწორებებისა, მრიცხველში ასევე გაითვალისწინება ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ წარდგენილ მოგებაში ან ზარალში დაშვებული კონვერტაციის შედეგად მიღებული ნებისმიერი ცვლილება (როგორიცაა, დივიდენდებიდან შემოსავალი ან შემოსავალი კაპიტალმეთოდის მიხედვით), რომელიც მიეკუთვნება შვილობილი საწარმოს, ერთობლივი საქმიანობის ან მეკავშირე საწარმოს მიმოქცევაში არსებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობის ზრდას. ზემოთ აღნიშნული გავლენას არ ახდენს ერთ აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების მნიშვნელზე, ვინაიდან დაშვებული
 



 
ბასს 33 სმ

კონვერტაციის შედეგად არ შეიცვლება ანგარიშვალდებული საწარმოს მიმოქცევაში არსებული ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა.

დამატებითი წილის მქონე წილობრივი ინსტრუმენტები და ორთანრიგიანი ჩვეულებრივი აქციები

დ13. ზოგიერთი საწარმოს კაპიტალი მოიცავს:

ა) ინსტრუმენტებს, რომლებიც მონაწილეობს დივიდენდებში ჩვეულებრივ აქციებთან ერთად, წინასწარ განსაზღვრული ფორმულით (მაგალითად ორი ერთზე), ხანდახან მონაწილეობის ზედა ზღვრის დაწესებით (მაგალითად: –მდე, მაგრამ არა უმეტეს, გარკვეული თანხით ერთ აქციაზე);

ბ) სხვადასხვა განაკვეთიანი, მაგრამ არა განსხვავებული უფლების მატარებელი დივიდენდის მქონე ჩვეულებრივი აქციების კლასები.

დ14. აქციაზე გაზავებული შემოსავლის გაანგარიშების მიზნით, იგულისხმება, რომ ხდება დანართის მე13 პუნქტში აღწერილი ინსტრუმენტების კონვერტაცია ჩვეულებრივ აქციებზე, თუ მიიღება გაზავების ეფექტი. იმ ინსტრუმენტებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება კონვერტირებას ამა თუ იმ კლასის აქციებზე, პერიოდის განმავლობაში მიღებული მოგება ან ზარალი ნაწილდება აქციებისა და დამატებითი წილის მქონე წილობრივი ინსტრუმენტების სხვადასხვა კლასზე, დივიდენდებზე უფლებებისა და გაუნაწილებელ მოგებაზე სხვა უფლებების პროპორციულად. ერთ აქციაზე საბაზისო და გაზავებული შემოსავლის გაანგარიშებისათვის:

ა) სათავო საწარმოს ჩვეულებრივი აქციონერებისათვის განკუთვნილი მოგება ან ზარალი კორექტირდება (მოგება მცირდება და ზარალი იზრდება) პერიოდის განმავლობაში, აქციების თითოეულ კლასზე გამოცხადებული დივიდენდების თანხებით და ასევე დივიდენდების სახელშეკრულებო თანხებით (ან დამატებითი წილის მქონე ობლიგაციებზე დარიცხული პროცენტების თანხებით), რომლებიც გადახდილ უნდა იქნეს მოცემულ საანგარიშგებო პერიოდში (მაგალითად, გადაუხდელი კუმულაციური დივიდენდები);

ბ) დარჩენილი მოგება ან ზარალი ნაწილდება ჩვეულებრივ აქციებზე და მონაწილე წილობრივ ინსტრუმენტებზე, თითოეული მათგანის შემოსავლებში მონაწილეობის პროპორციულად, თითქოს საანგარიშგებო პერიოდის მთელი მოგება ან ზარალი განაწილებული ყოფილიყოს. წილობრივი ინსტრუმენტების თითოეულ კლასზე განაწილებული მთლიანი მოგება ან ზარალი განისაზღვრება დივიდენდებზე განკუთვნილი თანხებისა და მონაწილეობის თვისებისათვის განკუთვნილი თანხების შეკრებით;

გ) ინსტრუმენტისათვის აქციაზე შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, წილობრივი ინსტრუმენტების თითოეულ კლასზე განაწილებული მთლიანი მოგება ან ზარალი იყოფა მიმოქცევაში მყოფი იმ ინსტრუმენტების რაოდენობაზე, რომლებზეც ნაწილდება შემოსავლები.

აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლის მიზნით, ყველა პოტენციური ჩვეულებრივი აქცია, რომლებიც იგულისხმება, რომ გამოშვებული იყო, ჩართულია მიმოქცევაში მყოფ ჩვეულებრივ აქციებში.

ნაწილობრივ ანაზღაურებული აქციები

დ15. როდესაც ხდება ჩვეულებრივი აქციების ემისია, ნაწილობრივი ანაზღაურების პირობით, აქციაზე საბაზისო შემოსავლის გაანგარიშებაში ისინი ჩაირთვება იმ პროპორციით, რა პროპორციაც აქვთ მთლიანად ანაზღაურებულ აქციებთან მიმართებით, იმ პირობით, რომ მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადებულ დივიდენდებში.

დ16. თუ ნაწილობრივ ანაზღაურებად აქციებს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადებულ დივიდენდებში, აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლისას ისინი განიხილება, როგორც ვარანტებისა და ოფციონების ეკვივალენტები. ითვლება, რომ აუნაზღაურებელი თანხის ნაშთი წარმოადგენს ჩვეულებრივი აქციების შესყიდვისათვის გამოყენებულ ამონაგებს. აქციაზე გაზავებული შემოსავლის გამოთვლაში მონაწილე აქციების რაოდენობა არის სხვაობა ხელმოწერილ და შესყიდვას დაქვემდებარებული აქციების რაოდენობებს შორის.