ias 24 ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24

ias24.pdf
View Download
ბასს 24 სმ

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24

დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები


მიზანი


1. წინამდებარე სტანდარტის მიზანია უზრუნველყოს, რომ საწარმოს ფინანსური ანგარიშგება შეიცავდეს აუცილებელ განმარტებით შენიშვნებს, რათა ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასა და მოგება/ზარალზე შესაძლოა გავლენა იქონიოს დაკავშირებული მხარეების არსებობამ, ასევე ასეთ მხარეებთან შესრულებულმა სამეურნეო ოპერაციებმა და ამ ოპერაციებიდან წარმოქმნილი დაუფარავი ნაშთების, მათ შორის ვალდებულებების არსებობამ.


მოქმედების სფერო


2. სტანდარტი გამოყენებულ უნდა იქნეს:

ა) დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობებისა და სამეურნეო ოპერაციების იდენტიფიცირებისას;


ბ) საწარმოსა და მის დაკავშირებულ მხარეებს შორის არსებული დაუფარავი ნაშთების, მათ შორის ვალდებულებების იდენტიფიცირებისას;

გ) ისეთი გარემოებების იდენტიფიცირებისათვის, როდესაც მოითხოვება (ა) და (ბ) პუნქტებით გათვალისწინებული მუხლების შესახებ განმარტებითი შენიშვნები; და

დ) ამ პუნქტების შესაფერისი განმარტებების განსაზღვრისას.

3. წინამდებარე სტანდარტი მოითხოვს დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობების, სამეურნეო ოპერაციებისა და დაუფარავი ნაშთების, მათ შორის ვალდებულებების განმარტებას სათავო საწარმოს, ინვესტირებულ საწარმოზე ერთობლივი კონტროლის უფლების, ან მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ინვესტორების მიერ ფასს 10ისა  `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება და ბასს 27ის  `ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება  შესაბამისად წარდგენილი კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

4. დაკავშირებული მხარის სამეურნეო ოპერაციები და ჯგუფის სხვა საწარმოებთან მიმართებით არსებული დაუფარავი ნაშთები აისახება ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში. ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ანულირდება დაკავშირებული მხარეების შიდაჯგუფური ოპერაციები და დაუფარავი ნაშთები, გარდა იმისა, რომლებიც ეხება საინვესტიციო საწარმოსა და მის შვილობილ საწარმოებს, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით, ცვლილებების მოგებაში ან ზარალში ასახვით.

დაკავშირებული მხარეების განმარტებითი შენიშვნების მიზანი


5. დაკავშირებულ მხარეთა შორის ურთიერთობა კომერციული და სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ნიშანთვისებაა. მაგალითად, საწარმოები ხშირად თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ შვილობილი საწარმოების, ერთობლივი საქმიანობის ან მეკავშირე საწარმოების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს შესაძლებლობა აქვს, გავლენა მოახდინოს ინვესტირებული საწარმოს საფინანსო და სამეურნეო პოლიტიკაზე კონტროლის, ერთობლივი კონტროლის ან მნიშვნელოვანი გავლენის არსებობით.

6. დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ანგარიშვალდებული საწარმოს მოგებაზე ან ზარალზე და ფინანსურ მდგომარეობაზე. დაკავშირებულმა მხარეებმა შეიძლება ისეთი სამეურნეო ოპერაციებიც განახორციელონ, რასაც არ გააკეთებდნენ არადაკავშირებული მხარეები. მაგალითად, საწარმო, რომელიც სათავო საწარმოზე საქონელს
 



 
ბასს 24 სმ

თვითღირებულებით ყიდის, იმავე პირობებით სხვა მომხმარებელზე საქონელს შეიძლება არ გაყიდდა. მეორე მხრივ, დაკავშირებულ მხარეებს შორის შესაძლოა ისეთი მოცულობის სამეურნეო ოპერაციები არ განხორციელდეს, როგორიც არადაკავშირებულ მხარეებს შორის.

7. დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საწარმოს მოგებაზე ან ზარალზე და ფინანსურ მდგომარეობაზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაკავშირებულ მხარეთა შორის სამეურნეო ოპერაციებს ადგილი არა აქვს. თვით ამგვარი ურთიერთობის არსებობის ფაქტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს ანგარიშვალდებულ საწარმოსა და სხვა მხარეთა შორის განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე. მაგალითად, შვილობილმა საწარმომ შესაძლოა ურთიერთობა შეწყვიტოს სავაჭრო პარტნიორთან, სათავო საწარმოს მიერ სხვა შვილობილი საწარმოს შეძენის შემდეგ, რომელიც იმავე სფეროში საქმიანობდა, რომელშიც ყოფილი პარტნიორი და, პირიქით, რომელიმე დაკავშირებულმა მხარემ შესაძლოა უარი თქვას სამეურნეო ოპერაციაზე, მასზე სხვა საწარმოს მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის გამო. მაგალითად, შვილობილმა საწარმომ სათავო საწარმოსაგან შეიძლება მიიღოს მითითება, რომ მან არ განახორციელოს სამეცნიეროკვლევითი და საცდელსაკონსტრუქტორო სამუშაოები.


8. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ანგარიშვალდებული საწარმოს დაკავშირებული მხარის სამეურნეო ოპერაციების, დაუფარავი ნაშთების, მათ შორის ვალდებულებებისა და ურთიერთობების ცოდნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მიერ საწარმოს ოპერაციების შეფასებაზე, მათ შორის, საწარმოს რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებაზე.


განმარტებები


9. წინამდებარე სტანდარტში ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით:

დაკავშირებული მხარე არის პიროვნება ან საწარმო, დაკავშირებული იმ საწარმოსთან, რომელიც ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას (ზემოაღნიშნული საწარმო წინამდებარე სტანდარტში მოიხსენიება როგორც `ანგარიშვალდებული საწარმო).

ა) პიროვნება ან მისი ახლო ნათესავი მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოსთვის დაკავშირებულ მხარედ, თუ:
 

(ი)
 


ეს პიროვნება აკონტროლებს ან ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოს; ან

 

(იი)
 


მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ანგარიშვალდებულ საწარმოზე; ან

 

(იიი)
 


არის ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი სათავო საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის წევრი.

 

ბ) საწარმო მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოსთვის დაკავშირებულ მხარედ, თუ შემდეგი პირობებიდან რომელიმე არსებობს:
 

(ი)
 


ეს საწარმო და ანგარიშვალდებული საწარმო არიან ერთი და იმავე ჯგუფის წევრები (რაც იმას ნიშნავს, რომ სათავო საწარმო, შვილობილი საწარმო და იმავე სათავო საწარმოს სხვა შვილობილი საწარმოები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები);

 

(იი)
 


ერთერთი საწარმო არის მეორის მეკავშირე საწარმო ან ერთობლივი საწარმო (ან იმ ჯგუფის რომელიმე წევრის მეკავშირე საწარმო ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიც არის მეორე საწარმო);

 

(იიი)
 


ორივე საწარმო წარმოადგენს ერთი და იმავე მესამე მხარის ერთობლივ საწარმოს;

 


©
 



IFღშ Fოუნდატიონ
 
ბასს 24 სმ

(ივ) ერთი საწარმო არის რომელიმე მესამე მხარის ერთობლივი საქმიანობა, ხოლო მეორე საწარმო იმავე მესამე მხარის მეკავშირე საწარმოა;

(ვ) ეს საწარმო არის ან ანგარიშვალდებული საწარმოს, ან ანგარიშვალდებულ საწარმოსთან დაკავშირებული რომელიმე მხარის დაქირავებულ მომუშავეთა შრომითი საქმიანობის შემდგომი გასამრჯელოების პროგრამის განმახორციელებელი. თუ ანგარიშვალდებული საწარმო თვითონ არის ამგვარი პროგრამის განმახორციელებელი, სპონსორი დამქირავებლებიც ანგარიშვალდებული საწარმოსთვის დაკავშირებულ მხარეებად მიიჩნევა;

(ვი) ამ საწარმოს აკონტროლებს ან ერთობლივად აკონტროლებს (ა) პუნქტში მითითებული რომელიმე პიროვნება;

(ვიი) (ა) (ი) პუნქტში მითითებულ რომელიმე პიროვნებას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ამ საწარმოზე, ან ეს პიროვნება არის ზემოაღნიშნული საწარმოს (ან მისი სათავო საწარმოს) უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის წევრი;

(ვიიი) ეს საწარმო, ან იმავე ჯგუფში შემავალი სხვა საწარმო, რომელსაც მოცემული საწარმო განეკუთვნება, ანგარიშვალდებულ საწარმოს, ან ანგარიშვალდებული საწარმოს სათავო საწარმოსთვის ასრულებს მმართველობით მომსახურებას.

დაკავშირებულ მხარეთა ოპერაცია  რესურსების, მომსახურების ან ვალდებულებების გადაცემა ანგარიშვალდებულ საწარმოსა და დაკავშირებულ მხარეს შორის, მიუხედავად იმისა, მოითხოვება თუ არა თანხის გადახდა.

პიროვნების ახლო ნათესავები  არიან ოჯახის ის წევრები, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეუძლიათ გავლენის მოხდენა პიროვნებაზე, ან შეიძლება თავად მოექცნენ ამ პიროვნების გავლენის ქვეშ საწარმოსთან ოპერაციების წარმოებისას, მათ შორის:

ა) პიროვნების შვილები და მეუღლე, ან არაოფიციალური მეუღლე;

ბ) პიროვნების მეუღლის, ან არაოფიციალური მეუღლის შვილები; და

გ) ამ პიროვნების, ან მისი მეუღლის, ან არაოფიციალური მეუღლის კმაყოფაზე მყოფი პიროვნებები.

კომპენსაცია მოიცავს დაქირავებულ მომუშავეთა ყველა გასამრჯელოს (როგორც განსაზღვრულია ბასს 19ით  ,,დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოები), მათ შორის გასამრჯელოს, რომელსაც ეხება ფასს 2  ,,წილობრივი გადახდა. დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელო არის საწარმოს მიერ, ან საწარმოს სახელით ნებისმიერი ფორმით გადახდილი, გადასახდელი ან გაცემული ანაზღაურება, საწარმოსათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. იგი ასევე მოიცავს ისეთი სახის ანაზღაურებას, რომელიც გადახდილია სათავო საწარმოს სახელით მოცემულ საწარმოსთან დაკავშირებით. კომპენსაციას განეკუთვნება:

ა) არსებული თანამშრომლების მოკლევადიანი გასამრჯელოები, როგორიცაა, ხელფასი, თანამდებობრივი სარგო, სოცდაზღვევის შენატანები, ყოველწლიური ფასიანი შვებულებისა და ფასიანი ბიულეტენის ანაზღაურება, მოგებაში მონაწილეობა და პრემიები (თუ ანაზღაურებადია პერიოდის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში) და არაფულადი სარგებელი (როგორიცაა: სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ავტომანქანით მომსახურება და უფასო ან დაფინანსებული (სუბსიდირებული) საქონელი და მომსახურება);


ბ) შრომითი საქმიანობის შემდგომი გასამრჯელოები, როგორიცაა: პენსიები, პენსიაზე გასულ პირთა სხვა სახის დახმარებები, შრომითი საქმიანობის შემდგომი პერიოდის სიცოცხლის დაზღვევა და სამედიცინო მომსახურება;

გ) დაქირავებულ მომუშავეთა სხვა გრძელვადიანი გასამრჯელოები, მათ შორის: შვებულება ხანგრძლივი მუშაობის სტაჟისათვის ან შემოქმედებითი შვებულება, საიუბილეო ან სხვა სახის გასამრჯელო ხანგრძლივი მუშაობის სტაჟისათვის, ხანგრძლივი ვადით შრომისუუ
 



 
ბასს 24 სმ

ნარობასთან დაკავშირებული კომპენსაცია და თუ სრულად არ ექვემდებარება გადახდას პერიოდის დასრულებიდან 12 თვეში, მოგებაში მონაწილეობა, პრემიები და გადავადებული კომპენსაციები;

დ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული გასამრჯელოები; და

ე) წილობრივი გადახდა.

უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობაში იგულისხმებიან ის პიროვნებები, მათ შორის ნებისმიერი დირექტორი (აღმასრულებელი ან სხვა ფუნქციის შემსრულებელი), რომლებსაც მინიჭებული აქვთ საწარმოს საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლისათვის აუცილებელი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, პირდაპირ ან არაპირდაპირ.

სახელმწიფო  გულისხმობს მთავრობას, სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო დონის ანალოგიურ ორგანიზაციებს.

სახელმწიფოსთან დაკავშირებული საწარმო  საწარმო, რომელსაც აკონტროლებს ან ერთობლივად აკონტროლებს სახელმწიფო, ან, რომელზეც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფოს.

ტერმინები `კონტროლი, `ერთობლივი კონტროლი და `მნიშვნელოვანი გავლენა განმარტებულია ფასს 10ში, ფასს 11სა  `ერთობლივი საქმიანობა და ბასს 28ში  `ინვესტიციები მეკავშირე და ერთობლივ საწარმოებში  შესაბამისად და წინამდებარე სტანდარტშიც იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რაც მინიჭებული აქვს ზემოხსენებულ ფასსებში.

10. თითოეულ შესაძლო დაკავშირებულ მხარესთან ურთიერთობის განხილვისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად ურთიერთობის ხასიათზე და არა მარტო მის იურიდიულ ფორმაზე.

11. მოცემული სტანდარტის მიზნებისთვის, დაკავშირებულ მხარეებად არ მიიჩნევა:

ა) ორი საწარმო მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ერთი საერთო დირექტორი ან სხვა უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი ჰყავთ, ან იმიტომ, რომ ერთი საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის წევრს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მეორე საწარმოზე;

ბ) ორი ერთობლივი მეწილე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთობლივ კონტროლს ახორციელებენ ერთობლივ საწარმოზე;

გ) (ი)ფინანსური რესურსების მომწოდებლები;

(იი) პროფკავშირები;

(იიი) კომუნალური მომსახურების საწარმოები; და

(ივ) სახელმწიფო დაწესებულებები და უწყებები, რომლებიც არ აკონტროლებენ, ერთობლივად არ აკონტროლებენ და არც მნიშვნელოვანი გავლენა არა აქვთ ანგარიშვალდებულ საწარმოზე 


მარტო იმიტომ, რომ ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა აქვს საწარმოსთან (მაშინაც კი, თუ მას შეუძლია საწარმოს მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა, ან მონაწილეობის მიღება მისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში); და

დ) ცალკეული მომხმარებელი, მომწოდებელი, დისტრიბუტორი, ფრანშიზის მიმცემი, ან გენერალური აგენტი, რომელთანაც საწარმო მნიშვნელოვანი მოცულობის საქმიან ოპერაციებს აწარმოებს  მხოლოდ ამ საქმიანობიდან მიღებულ შედეგებზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო.


12. დაკავშირებულ მხარეთა განმარტებაში მეკავშირე საწარმო მოიცავს მეკავშირე საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც, ხოლო ერთობლივი საქმიანობა მოიცავს ერთობლივი საქმიანობის შვილობილ საწარმოებსაც. მაგალითად, მეკავშირე საწარმოს შვილობილი საწარმო და ინვესტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამ მეკავშირე საწარმოზე, ერთმანეთის დაკავშირებული მხარეები არიან.


 
ბასს 24 სმ

განმარტებითი შენიშვნები


ყველა საწარმოსთვის

13. სათავო და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობა ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა გამჟღავნდეს, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ამ დაკავშირებულ მხარეებს შორის სამეურნეო ოპერაციები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ განმარტებით შენიშვნებში უნდა განაცხადოს მისი სათავო საწარმოს და, თუ განსხვავებულია, საბოლოო მაკონტროლებელი მხარის სახელები. თუ არც სათავო საწარმო და არც საბოლოო მაკონტროლებელი მხარე გამოსაქვეყნებლად არ ამზადებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მაშინ ასევე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ყველაზე ზემდგომი რანგის სათავო საწარმოს სახელწოდებაც, რომელიც აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებას.

14. იმისათვის, რომ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნას, რა გავლენას ახდენს ანგარიშვალდებულ საწარმოზე დაკავშირებულ მხარეთა ურთიერთობა, მიზანშეწონილია (როდესაც კონტროლი არსებობს), ანგარიშვალდებულმა საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში აღწეროს დაკავშირებულ მხარეთა შორის ურთიერთობა, იმის მიუხედავად, შესრულებულია თუ არა მათ შორის რაიმე სამეურნეო ოპერაცია.

15. გარდა იმ განმარტებებისა, რომლებსაც ითვალისწინებს ბასს 27 და ფასს 12  `განმარტებითი შენიშვნები სხვა საწარმოებში მონაწილეობის შესახებ  ანგარიშვალდებულ საწარმოს დამატებით მოეთხოვება ინფორმაციის გამჟღავნება სათავო და შვილობილი საწარმოების ურთიერთობების შესახებ.

16. მე13 პუნქტში ნახსენებია შემდეგი ყველაზე ზემდგომი რანგის სათავო საწარმო. ეს არის პირველი სათავო საწარმო ჯგუფში, ანგარიშვალდებული საწარმოს უშუალო სათავო საწარმოს ზემდგომი, რომელიც აქვეყნებს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

17. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა გახსნას ინფორმაცია უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის ანაზღაურების შესახებ მთლიანად და თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისათვის ცალცალკე:

ა) დაქირავებულ მომუშავეთა მოკლევადიანი გასამრჯელოები;

ბ) შრომითი საქმიანობის შემდგომი გასამრჯელოები;

გ) სხვა გრძელვადიანი  გასამრჯელოები;

დ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დახმარებები; და

ე) წილობრივი გადახდა.

17ა. თუ საწარმო მმართველობითი ხასიათის მომსახურებას იღებს სხვა საწარმოსგან (`მმართველი საწარმო), საწარმოს არ ევალება მე17 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენება კომპენსაციის მიმართ, რომელიც მმართველმა საწარმომ გადაუხადა თავის თანამშრომლებს ან დირექტორებს, ან გადასახდელი აქვს თავისი თანამშრომლების ან დირექტორებისთვის.

18. თუ საწარმოს ფინანსური ანგარიშგებით მოცულ პერიოდში დაკავშირებულ მხარესთან ჰქონდა სამეურნეო ოპერაციები, მან ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა ახსნას დაკავშირებულ მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების ხასიათი, ასევე გაამჟღავნოს ამ სამეურნეო ოპერაციებისა და დაუფარავი ნაშთების, მათ შორის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ფინანსურ ანგარიშგებაზე ამ ურთიერთობის პოტენციური გავლენის გაგებისათვის. ზემოაღნიშნული ინფორმაციის შესახებ განმარტებითი შენიშვნები მოითხოვება მე17 პუნქტის მოთხოვნების დამატებით. განმარტებითი შენიშვნების ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე:

ა) სამეურნეო ოპერაციების მოცულობას;

ბ) დაუფარავი ნაშთების, მათ შორის ვალდებულებების მოცულობას; და
 



 
ბასს 24 სმ

(ი) მათი დაფარვის ვადებსა და პირობებს, მათ შორის, ინფორმაციას მათი უზრუნველყოფის შესახებ და დაფარვისათვის საჭირო ანაზღაურების ფორმას; და

(იი) გაცემული ან მიღებული გარანტიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;

გ) დაუფარავ ნაშთებთან დაკავშირებული საეჭვო ვალების ანარიცხებს; და

დ) დაკავშირებული მხარეებისაგან მისაღებ უიმედო ან საეჭვო ვალებთან დაკავშირებით მოცემულ პერიოდში აღიარებულ ხარჯებს.

18ა. საწარმომ უნდა აჩვენოს მმართველობითი მომსახურების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები, რომელიც გაუწია მას დამოუკიდებელმა სუბიექტმა, მმართველმა საწარმომ.

19. მე18 პუნქტით მოთხოვნილი განმარტებები ცალცალკე უნდა გაკეთდეს თითოეული შემდეგი კატეგორიისათვის:

ა) სათავო საწარმო;

ბ) საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ერთობლივ კონტროლს ანგარიშვალდებულ საწარმოზე, ან გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა მასზე;

გ) შვილობილი საწარმოები;

დ) მეკავშირე საწარმოები;

ე) ერთობლივი საწარმოები, სადაც ანგარიშვალდებული საწარმო არის ერთობლივი მეწილე;


ვ) ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი სათავო საწარმოს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობა; და

ზ) სხვა დაკავშირებული მხარეები.

20. მე19 პუნქტის მიხედვით, დაკავშირებული მხარეებისთვის გადასახდელი და მათგან მისაღები თანხების კლასიფიკაცია სხვადასხვა კატეგორიებად არის ბასს 1ით  ,,ფინანსური ანგარიშგების წარდგენა  მოთხოვნილი განმარტებების გაფართოება, რომელიც ასახული უნდა იყოს ან უშუალოდ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ან განმარტებით შენიშვნებში. კატეგორიები იმისთვისაა გაფართოებული, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაკავშირებული მხარეების ნაშთებისა და დაკავშირებულ მხარეებს შორის ოპერაციების უფრო ყოველმხრივი ანალიზი.

21. ქვემოთ ჩამოთვლილია სამეურნეო ოპერაციების მაგალითები, რომელთა შესახებაც უნდა გაშუქდეს ინფორმაცია განმარტებით შენიშვნებში, თუ ისინი განხორციელებულია დაკავშირებულ მხარეებთან:


ა) საქონლის (მზა პროდუქცია ან ნახევარფაბრიკატები) ყიდვა ან გაყიდვა;

ბ) უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა;

გ) მომსახურების გაწევა ან მიღება;

დ) იჯარა;

ე) სამეცნიერო კვლევისა და საცდელსაკონსტრუქტორო სამუშაოების გადაცემა;

ვ) გადაცემა სალიცენზიო შეთანხმებების საფუძველზე;

ზ) გადაცემა ფინანსური შეთანხმებების საფუძველზე (მათ შორის, სესხები და შენატანები საკუთარ კაპიტალში ფულადი სახსრებით ან ნატურით);

თ) გარანტიების ან გირაოს (უზრუნველყოფის) გაცემა;





 
ბასს 24 სმ

ი) სახელშეკრულებო ვალდებულებების აღება იმის თაობაზე, რომ ანგარიშვალდებულმა საწარმომ გარკვეული რამ უნდა მოიმოქმედოს, მომავალში ამა თუ იმ კონკრეტული მოვლენის მოხდენის ან არმოხდენის შემთხვევაში, მათ შორის, დაუმთავრებელი კონტრაქტებისთვის1 (აღიარებული ან აუღიარებელი); და

კ) დავალიანებების დაფარვა ანგარიშვალდებული საწარმოს სახელით ან ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით.

22. სათავო საწარმოს ან შვილობილი საწარმოს მონაწილეობა დადგენილგადასახდელიან პროგრამაში, რომლის დროსაც რისკები განაწილებულია ჯგუფის საწარმოებს შორის, წარმოადგენს დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციას (იხ. ბასს 19ის პუნქტი (34 ბ)).

23. განმარტებები იმის შესახებ, რომ დაკავშირებულ მხარეებთან სამეურნეო ოპერაციები შესრულებულია ,,გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით გათვალისწინებული პირობების ეკვივალენტურად, მხოლოდ მაშინ გაკეთდება, თუ შესაძლებელია ამგვარი პირობების დასაბუთება.

24. მსგავსი ხასიათის მუხლების განმარტება შესაძლებელია აგრეგირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე დაკავშირებული მხარეების სამეურნეო ოპერაციების გავლენის გასარკვევად აუცილებელია ცალკე განმარტების წარდგენა.

სახელმწიფოსთან დაკავშირებული საწარმოები

25. ანგარიშვალდებული საწარმო განთავისუფლდება ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ მე18 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან, თუ დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციები და დაუფარავი ნაშთები, მათ შორის ვალდებულებები, ეხება:

ა) სახელმწიფოს, რომელიც აკონტროლებს ან ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოს, ან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ანგარიშვალდებულ საწარმოზე; და

ბ) სხვა საწარმოს, რომელიც არის დაკავშირებული მხარე იმიტომ, რომ ერთი და იგივე სახელმწიფო აკონტროლებს, ან ერთობლივად აკონტროლებს ანგარიშვალდებულ საწარმოსაც და მეორე საწარმოსაც, ან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორივე მათგანზე.

26. თუ ანგარიშვალდებულ საწარმოს ეხება 25ე პუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლება, მან 25ე პუნქტში ხსენებული სამეურნეო ოპერაციებისა და შესაბამისი დაუფარავი ნაშთების შესახებ უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელმწიფოს სახელწოდება და მისი ურთიერთობის შინაარსი ანგარიშვალდებულ საწარმოსთან (ე.ი. კონტროლი, ერთობლივი კონტროლი ან მნიშვნელოვანი გავლენა);

ბ) ქვემოთ (ი) და (იი) პუნქტებში აღწერილი ინფორმაცია იმდენად დეტალურად, რაც საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაერკვნენ მის ფინანსურ ანგარიშგებაზე დაკავშირებული მხარის სამეურნეო ოპერაციების გავლენაში:


(ი) თითოეული ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი სამეურნეო ოპერაციის შინაარსი და თანხა; და

(იი) სხვა სამეურნეო ოპერაციებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ერთობლივად, მაგრამ არა ცალცალკე  მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მოცულობის მითითება. ამ კონტექსტში, სხვა სამეურნეო ოპერაციებში იგულისხმება 21ე პუნქტში ჩამოთვლილი სამეურნეო ოპერაციების ტიპები.





1. ბასს 37ში  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობიოთი აქტივები  დაუმთვარებელი კონტრაქტი განმარტებულია შემდეგნაირად: კონტრაქტი რომლის მონაწილე მხარეებს არ შეუსრულებიათ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ან ორივე მხარემ დაახლოებით ერთნაირად, ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულებები.
 




 
ბასს 24 სმ

27. როდესაც ანგარიშვალდებული საწარმო მსჯელობს 26(ბ) პუნქტის მოთხოვნების მიხედვით გასამჟღავნებელი ინფორმაციის დეტალურობის დონეზე, მან უნდა განიხილოს დაკავშირებული მხარის ურთიერთობის სიახლოვის ხარისხი და სხვა ფაქტორები, რომლებიც შესაფერისია სამეურნეო ოპერაციის მნიშვნელობის დონის დასადგენად. ასე, მაგალითად:

ა) არის თუ არა ის მნიშვნელოვანი მოცულობით;

ბ) შესრულებულია თუ არა ოპერაცია არასაბაზრო პირობებით;

გ) სცილდება თუ არა ეს ოპერაცია საწარმოს ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებს, როგორიცაა მაგალითად, კომპანიების შესყიდვა და გაყიდვა;

დ) მიწოდებულია თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელი ან საზედამხედველო ორგანოებისათვის;

ე) ინფორმირებულია თუ არა ამის შესახებ უფროსი რანგის ხელმძღვანელობა;

ვ) ექვემდებარება თუ არა აქციონერთა მხრიდან დამტკიცებას.

ძალაში შესვლის თარიღი


28. წინამდებარე სტანდარტი საწარმომ უნდა გამოიყენოს რეტროსპექტულად, 2011 წლის

1 იანვარს ან მის შემდეგ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდებისათვის. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენებაც მთლიანად, ან ნაწილობრივ, კერძოდ, 2527ე პუნქტებით გათვალისწინებული განთავისუფლების მოთხოვნების, რომლებიც ეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საწარმოებს. თუ საწარმო ამ სტანდარტს, მთლიანად ან მის ნაწილს, რომელიც ეხება განთავისუფლებას, იყენებს 2011 წლის 1 იანვრამდე დაწყებული პერიოდებისთვის, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

28ა. 2011 წლის მაისში გამოცემულმა ფასს 10მა, ფასს 11მა  `ერთობლივი საქმიანობა და ფასს 12მა გამოიწვია მე3, მე9, 11(ბ), მე15, 19(ბ), 19(ე) და 25ე პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იმ საანგარიშგებო პერიოდში უნდა გამოიყენოს, როდესაც გამოიყენებს ფასს 10ს, ფასს 11სა და ფასს12ს.

28ბ. 2012 წლის ოქტომბერში გამოცემულმა დოკუმენტმა  `საინვესტიციო საწარმოები (ფასს 10ში, ფასს 11სა და ფასს 12ში შესატანი ცვლილებები) გამოიწვია მე4 და მე9 პუნქტების შეცვლა. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2014 წლის 1 იანვარს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან უნდა გამოიყენოს ყველა ცვლილება, რომელსაც ითვალისწინებს დოკუმენტი  `საინვესტიციო საწარმოები.


28გ. 2013 წლის დეკემბერში გამოცემულმა დოკუმენტმა  `ფასსების ყოველწლიური გაუმჯობესება, 20102012 წლების ციკლი გამოიწვია მე9 პუნქტის შეცვლა და 17ა და 18ა პუნქტების დამატება. საწარმომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა გამოიყენოს 2014 წლის 1 ივლისს, ან მის შემდეგ დაწყებული წლიური პერიოდებისთვის. ნებადართულია ვადაზე ადრე გამოყენება. თუ საწარმო ამ ცვლილებებს უფრო ადრინდელი პერიოდისთვის გამოიყენებს, მან ეს ფაქტი უნდა განმარტოს ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში.

ბასს 24ის (2003 წ.) გაუქმება


29. წინამდებარე სტანდარტი ჩაენაცვლა ბასს 24ს  ,,დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები (გადასინჯული 2003 წელს).