ias 11 ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 11

ias11.pdf
View Download
ბასს 11


ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 11

სამშენებლო კონტრაქტები



მიზანი


წინამდებარე სტანდარტით განისაზღვრება სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული ამონაგებისა და დანახარჯების აღრიცხვის წესი. სამშენებლო კონტრაქტებით გათვალისწი-ნებული სამუშაოების ბუნება ისეთია, რომ, როგორც წესი, მათი დაწყებისა და დამთავრების თარიღები სცილდება ერთ საანგარიშგებო პერიოდს. აქედან გამომდინარე, სამშენებლო სა-მუშაოების აღრიცხვის მთავარი საკითხია ამ სამუშაოებიდან მიღებული ამონაგებისა და გა-წეული დანახარჯების განაწილება იმ საანგარიშგებო პერიოდებზე, რომელთა განმავლობა-შიც ხორციელდებოდა მშენებლობა. სტანდარტს საფუძვლად უდევს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურულ საფუძვლებში აღწერილი აღიარების კრიტერიუ-მები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება სამშენებლო კონტრაქტების შედეგად მიღებუ-ლი ამონაგებისა და შესაბამისი დანახარჯების საწარმოს სრული შემოსავლის ანგარიშგება-ში აღიარების წესები. სტანდარტი აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენების პრაქტიკულ რე-კომენდაციებსაც შეიცავს.


მოქმედების სფერო


1. მოცემული სტანდარტი გამოიყენება სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული სამუშაო-ების მენარდე-კონტრაქტორის ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვისათვის.

2. ეს სტანდარტი ცვლის 1978 წელს მიღებულ ბასს 11-ს  `სამშენებლო კონტრაქტების ბუღალ-ტრული აღრიცხვა.

განმარტებები


3. წინამდებარე სტანდარტში ტერმინები გამოყენებულია შემდეგი მნიშვნელობით::

სამშენებლო კონტრაქტი არის კონტრაქტი, რომელიც სპეციალურად ითვალისწინებს აქტი-ვის ან აქტივთა ისეთი ერთობლიობის შექმნას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავ-შირებული ან ურთიერთდამოკიდებულია კონსტრუქციულად, ტექნოლოგიურად და ფუნქციუ-რად, ან მათი საბოლოო გამოყენების მიზნის ან დანიშნულების მიხედვით.

ფიქსირებულფასიანი კონტრაქტი ისეთი ტიპის სამშენებლო კონტრაქტია, რომელშიც მენარ-დე თანხმდება ფიქსირებულ საკონტრაქტო ფასზე, ან შესრულებული სამუშაოს ერთეულის ფიქსირებულ განაკვეთზე, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ექვემდებარებოდეს კონტრაქტის მუხლებით გათვალისწინებულ ღირებულების სკალას.

კონტრაქტი დანახარჯებს დამატებული ანაზღაურებით ისეთი ტიპის სამშენებლო კონტრაქ-ტია, რომლის მიხედვითაც მენარდეს მთლიანად აუნაზღაურდება დასაშვები ან რაიმე სხვა გზით განსაზღვრადი დანახარჯები და მასზე დამატებული ამ დანახარჯების პროცენტი ან ფიქსირებული გასამრჯელო.

4. სამშენებლო კონტრაქტი შესაძლოა გულისხმობდეს ერთი რომელიმე აქტივის შექმნას, რო-გორიცაა: ხიდი, შენობა, გზა, ჯებირი, მილსადენი, გვირაბი, გემი. სამშენებლო კონტრაქტი შეიძლება ითვალისწინებდეს რამდენიმე მშენებლობას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ან ურთიერთდამოკიდებულია კონსტრუქციულად, ტექნოლოგიურად და ფუნქციურად ან მათი საბოლოო გამოყენების მიზნის ან დანიშნულების თვალსაზრისით. ამ-გვარი კონტრაქტები მოიცავს ნავთობგადამამუშავებელი და სხვა რთული ტიპის შენობა-ნა-გებობების მშენებლობასა და მოწყობილობების შექმნას.
 

 
ბასს 11

5. სტანდარტის მიზნებიდან გამომდინარე, სამშენებლო კონტრაქტები მოიცავს:

ა) კონტრაქტებს, რომლებიც გულისხმობს აქტივის მშენებლობასთან პირდაპირ დაკავშირე-ბულ მომსახურებას, მაგალითად, არქიტექტორებისა და პროექტების მენეჯერების მომ-სახურებას; და

ბ) კონტრაქტებს აქტივების დემონტაჟისა და რესტავრაციის შესახებ, აგრეთვე აქტივების განადგურებისა და დაშლის შედეგად დაზარალებული გარემოს აღდგენაზე.

6. მოცემული სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამშენებლო კონტრაქტების მთე-ლი ერთობლიობა შეიძლება დაიყოს ფიქსირებულფასიან კონტრაქტებად და დანახარჯებს დამატებული ანაზღაურების შემცველ კონტრაქტებად. ზოგიერთ კონტრაქტს შეიძლება ორი-ვე ტიპის კონტრაქტის თვისებები გააჩნდეს, მაგალითად, კონტრაქტი დანახარჯებს დამატე-ბული ანაზღაურებით, წინასწარ შეთანხმებული ფასის მაქსიმალური ზედა ზღვარით. ამ შემ-თხვევაში, მენარდემ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე სტანდარტის 23-ე და 24-ე პუნ-ქტებში მოცემული პირობები, რათა განსაზღვროს, როდის უნდა მოხდეს კონტრაქტის ამონა-გებისა და ხარჯების აღიარება.


სამშენებლო კონტრაქტების კომბინირება და დანაწევრება


7. როგორც წესი, მოცემული სტანდარტის მოთხოვნები ცალ-ცალკე გამოიყენება თითოეული სამშენებლო კონტრაქტისათვის, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია სტანდარტის გამოყენება ერთი კონტრაქტის დამოუკიდებელი კომპონენტების მიმართ, ან კონტრაქტების ჯგუფის მი-მართ.


8. როდესაც კონტრაქტი ეხება რამდენიმე აქტივს, მაშინ თითოეული აქტივის მშენებლობა უნ-და განიხილებოდეს როგორც დამოუკიდებელი, ცალკე აღებული სამშენებლო კონტრაქტი, თუ:


ა) თითოეული აქტივისათვის შესაძლებელია ცალკე პროექტის შედგენა;

ბ) შესაძლებელია თითოეული აქტივის ცალკე ჩაბარება დამკვეთისათვის და მენარდეს და დამკვეთს შეუძლიათ შეთანხმდენ ან უარი განაცხადონ კონტრაქტის იმ ნაწილზე, რომე-ლიც ცალკეულ აქტივს ეხება; და

გ) შესაძლებელია თითოეული აქტივისათვის ცალკე განისაზღვროს დანახარჯები და ამო-ნაგები.


9. სამშენებლო კონტრაქტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ერთ ან რამდენი-მე დამკვეთთან, უნდა ჩაითვალოს ერთ სამშენებლო კონტრაქტად, თუ:

ა) კონტრაქტების ჯგუფი განიხილება როგორც ერთი კომპლექსური კონტრაქტი;

ბ) კონტრაქტები ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც ერთი და იმავე პროექტის ნაწილები, ერთიანი მოგების მარჟით; და

გ) კონტრაქტები სრულდება ერთდროულად ან უწყვეტი თანმიმდევრობით.

10. კონტრაქტი შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებითი აქტივის მშენებლობას დამკვეთის არ-ჩევანის უფლებით ან კონტრაქტის შესწორებას დამატებითი აქტივის მშენებლობის ჩარ-თვით. დამატებითი აქტივის მშენებლობა ჩაითვლება დამოუკიდებელ სამშენებლო კონტრაქ-ტად, თუ:


ა) ეს აქტივი მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველადი კონტრაქტით გათვალისწინებული აქტივის ან აქტივებისაგან კონსტრუქციულად, ტექნოლოგიურად და დანიშნულების მი-ხედვით; ან

ბ) აქტივის ფასი შეთანხმებულია პირველადი საკონტრაქტო ფასისაგან დამოუკიდებლად.


 
ბასს 11


სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული ამონაგები


11. სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული ამონაგები შეიძლება მოიცავდეს:

ა) კონტრაქტით გათვალისწინებულ თავდაპირველი ამონაგების თანხას; და

ბ) კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ცვლილებების, პრეტენზიებისა და წამა-ხალისებელი ანაზღაურების თანხებს:

(ი) თუ შესაძლებელია, რომ მათ გამოიწვიონ ამონაგების მიღება; და

(იი) შესაძლებელია მათი საიმედოდ შეფასება.

12. საკონტრაქტო ამონაგები უნდა შეფასდეს მიღებული ან მისაღები ანაზღაურების რეალური ღირებულებით. საკონტრაქტო ამონაგების შეფასებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა განუ-საზღვრელი მოვლენა, რომელიც დამოკიდებულია მომავალი პერიოდის მოვლენების შესაძ-ლო შედეგებზე. აუცილებელია ამ შეფასების გადამოწმება მოვლენების მოხდენისა და განუ-საზღვრელი ვითარების გარკვევის შემდეგ. კონტრაქტებით გათვალისწინებული ამონაგების თანხა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ერთი საანგარიშგებო პერიოდიდან შემდგომ პე-რიოდამდე. მაგალითად:

ა) მენარდე და დამკვეთი შეიძლება შეთანხმდნენ იმ ცვლილებებსა და მოთხოვნებზე (საპრეტენზიო თანხებზე), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საკონტრაქტო ამონაგების ზრდა ან შემცირება კონტრაქტის ხელმოწერის შემდგომ საანგარიშგებო პერიოდში;

ბ) ფიქსირებულფასიანი კონტრაქტით გათვალისწინებული ამონაგები შეიძლება გაიზარ-დოს სამუშაოთა ღირებულების სკალის პირობების შესაბამისად;

გ) საკონტრაქტო ამონაგების თანხა შეიძლება შემცირდეს მენარდის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანებით გამოწვეული საჯარიმო სანქციების შე-დეგად;


დ) როდესაც ფიქსირებულფასიანი კონტრაქტი ითვალისწინებს ერთეულ შესრულებულ სა-მუშაოზე ფიქსირებულ ფასს, საკონტრაქტო ამონაგები იზრდება შესრულებული სამუშაო-ების ერთეულების რაოდენობის ზრდის შესაბამისად.

13. ცვლილებები კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებში სხვა არაფერია, თუ არა დამ-კვეთის მითითება კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მასშტაბების შეცვლის შე-სახებ. ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს საკონტრაქტო ამონაგების ზრდა ან კლება. ცვლილებებში შესაძლოა იგულისხმებოდეს აქტივის სპეციფიკაციისა და დიზაინის, ან კონტრაქტის მოქმედების ვადის ცვლილება. ცვლილება საკონტრაქტო ამონაგებში მაშინ აი-სახება, როდესაც:


ა) მოსალოდნელია, რომ დამკვეთი დაამტკიცებს ცვლილებებს კონტრაქტით გათვალისწი-ნებულ სამუშაოებში და ამ ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ამონაგების თანხას; და


ბ) შესაძლებელია ამონაგების თანხის საიმედოდ შეფასება.

14. საპრეტენზიოა ის თანხა, რომლის მიღებასაც მენარდე ცდილობს დამკვეთისაგან ან სხვა მხარისაგან იმ დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ იყო საკონტრაქტო ფასში. პრეტენზია შეიძლება გამომდინარეობდეს დამკვეთის მიზეზით გამოწ-ვეული დაყოვნებიდან, აქტივის სპეციფიკაციაში ან დიზაინში დაშვებული შეცდომებიდან, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო სამუშაოებიდან. პრეტენზიების შედეგად წარ-მოშობილი ამონაგების თანხის შეფასებას ახასიათებს განუსაზღვრელობის მაღალი დონე და იგი ხშირად დამოკიდებულია მოლაპარაკების შედეგებზე. საპრეტენზიო თანხები მხოლოდ მაშინ ჩაირთვება საკონტრაქტო ამონაგებში, როდესაც:
 


 
ბასს 11

ა) მოლაპარაკება მიაღწევს ისეთ სტადიას, როდესაც მოსალოდნელია, რომ დამკვეთი მიი-ღებს მენარდის პრეტენზიას; და

ბ) შესაძლებელია დამკვეთისაგან მისაღები საპრეტენზიო თანხის საიმედოდ შეფასება.

15. წამახალისებელი ანაზღაურება არის წინასწარ განსაზღვრული დამატებითი თანხა, რომელ-საც მენარდეს გადაუხდიან, თუ იგი შეასრულებს ეფექტურობის გარკვეულ ნორმას ან გადაა-ჭარბებს მას. მაგალითად, კონტრაქტი შესაძლოა ითვალისწინებდეს მენარდისათვის წამახა-ლისებელი თანხის გადახდას კონტრაქტის ვადაზე ადრე შესრულებისათვის. წამახალისებე-ლი თანხა მაშინ ჩაითვლება საკონტრაქტო ამონაგებში, როდესაც:

ა) კონტრაქტი ითვალისწინებს მენარდის მიერ ეფექტურობის გარკვეული ნორმების შეს-რულებას ან მათ გადაჭარბებას; და

ბ) შესაძლებელია წამახალისებელი თანხის საიმედოდ შეფასება.

სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული დანახარჯები


16. სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული დანახარჯები უნდა მოიცავდეს:

ა) დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ სამშენებლო კონტრაქტთან;

ბ) დანახარჯებს, რომლებიც დამახასიათებელია სამშენებლო კონტრაქტით გათვალისწინე-ბული საერთო საქმიანობისათვის და შესაძლებელია მისი მიკუთვნება კონკრეტულ კონ-ტრაქტზე; და

გ) ისეთ დანახარჯებს, რომლებიც დამკვეთს სათანადო წესით დაერიცხება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

17. დანახარჯები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია კონტრაქტებთან, მოიცავს:

ა) სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეთა, მათ შორის ზედამხედველების შრომის ანაზღაუ-რებას;

ბ) მშენებლობაში გამოყენებული ნედლეულისა და მასალების ღირებულებას;

გ) მშენებლობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებების ცვეთის თანხას;

დ) ძირითადი საშუალებებისა და მასალების სამშენებლო მოედანზე და მოედნიდან ტრან-სპორტირების დანახარჯებს;

ე) ძირითადი საშუალებების საიჯარო ქირის დანახარჯებს;

ვ) დაპროექტებისა და ტექნიკურ-საინჟინრო დანახარჯებს, რომლებიც უშუალოდ დაკავში-რებულია კონტრაქტთან; ტე

ზ) შეცდომების გამოსწორებისა და საგარანტიო სამუშაოების სავარაუდო დანახარჯებს, მათ შორის, მოსალოდნელი საგარანტიო ვალდებულებების დანახარჯებს; და

თ) მესამე მხარის პრეტენზიებს.

ეს დანახარჯები შეიძლება შემცირდეს მოულოდნელი ამონაგების წარმოშობის შედეგად, რომე-ლიც კონტრაქტით არ იყო გათვალისწინებული. მაგალითად, მშენებლობის დამთავრების შემ-დეგ ზედმეტი მასალების, ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები.

18. ქვემოთ ჩამოთვლილია ისეთი ტიპის დანახარჯები, რომლებიც დამახასიათებელია სამშენებ-ლო კონტრაქტით გათვალისწინებული საერთო საქმიანობისათვის და შესაძლებელია მათი მიკუთვნება კონკრეტულ კონტრაქტებზე:

ა) დაზღვევა;

ბ) ტექნიკური უზრუნველყოფისა და დაპროექტების დანახარჯები, რომლებიც კონკრეტულ კონტრაქტთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული; და

გ) სამშენებლო ზედნადები ხარჯები.
 



ბასს 11


ამგვარი დანახარჯების განაწილება სისტემატურად და რაციონალურად ხდება. შერჩეული მეთოდი ერთი და იგივე უნდა იყოს ყველა ანალოგიური ტიპის დანახარჯისათვის. დანახარ-ჯების განაწილება ითვალისწინებს სამშენებლო საქმიანობის საშუალო დონეს. სამშენებლო ზედნადები ხარჯები მოიცავს ისეთი ტიპის დანახარჯებს, როგორიცაა: სამშენებლო პერსო-ნალის საანგარიშსწორებო უწყისების მომზადებისა და დამუშავების დანახარჯები. აღნიშ-ნულ დანახარჯებს მიეკუთვნება აგრეთვე სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანა-ხარჯები, თუკი მენარდე იყენებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების აღრიცხვის დასაშვებ ალტერნატიულ მეთოდს ბასს 23-ის  `სესხით სარგებლობასთან დაკავ-შირებული დანახარჯები  მიხედვით.


19. დანახარჯები, რომლებიც დამკვეთს სათანადო წესით დაეწერება კონტრაქტით გათვალის-წინებული პირობების შესაბამისად, მოიცავს საერთო ადმინისტრაციულ დანახარჯებს და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეულ დანახარჯებს, რომელთა ანაზღაურების წესი განისაზღვრება კონტრაქტის პირობებით.

20. ისეთი დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებული არაა სამშენებლო კონტრაქტით გათვა-ლისწინებულ საქმიანობასთან და არ შეიძლება მისი მიკუთვნება კონტრაქტზე, არ მიე-კუთვნება სამშენებლო კონტრაქტთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ასეთი დანახარჯებია:

ა) საერთო ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელთა ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კონტრაქტი;

ბ) რეალიზაციის დანახარჯები;

გ) სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეული დანახარ-ჯები, რომელთა ანაზღაურება კონტრაქტით არ არის გათვალისწინებული;

დ) იმ ძირითადი საშუალებების ცვეთის ანარიცხები, რომლებიც არ მონაწილეობენ მოცემუ-ლი კონკრეტული სამშენებლო კონტრაქტის შესრულებაში.

21. სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული დანახარჯები მოიცავს ყველა დანახარჯს, რომელიც გაწეულია სამშენებლო კონტრაქტის დადების დღიდან კონტრაქტის მთლიანად დამთავრებამდე. საკონტრაქტო დანახარჯებს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი ტიპის დანახარ-ჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაქტის დადებასთან, თუ შესაძლებელია მათი ცალ-კე გამოყოფა და საიმედოდ შეფასება, ასევე თუ მოსალოდნელია კონტრაქტზე ხელმოწერა. თუ კონტრაქტის დადებასთან დაკავშირებული დანახარჯები აღიარებულია ხარჯების სახით მათი გაწევისთანავე, მაშინ ისინი არ აისახება საკონტრაქტო დანახარჯებში, თუ კონტრაქტი ხელმოწერილ იქნა მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში.

საკონტრაქტო ამონაგებისა და ხარჯების აღიარება


22. თუ შესაძლებელია სამშენებლო კონტრაქტების შედეგების საიმედოდ შეფასება, სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული ამონაგები და დანახარჯები უნდა აღიარდეს ამონაგებისა და ხარჯების სახით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, საკონტრაქტო სამუშაოების შესრუ-ლების სტადიის მიხედვით. სამშენებლო კონტრაქტთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზა-რალი დაუყოვნებლივ აღიარდება ხარჯების სახით, 36-ე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

23. ფიქსირებულფასიანი კონტრაქტის დროს, სამშენებლო კონტრაქტის შედეგის საიმედოდ შეფასება შესაძლებელია მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

ა) შესაძლებელია მთლიანი საკონტრაქტო ამონაგების სიდიდის საიმედოდ განსაზღვრა;

ბ) მოსალოდნელია, რომ კონტრაქტებთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი შე-მოვა საწარმოში;

გ) შესაძლებელია, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საიმედოდ განისაზღვროს კონტრაქ-ტის დასამთავრებლად საჭირო დანახარჯები და კონტრაქტის შესრულების სტადია;
 




 
ბასს 11

დ) შესაძლებელია, მოცემულ კონტრაქტებთან დაკავშირებული დანახარჯები თავისუფლად გაიმიჯნოს და მისი სიდიდე საიმედოდ ისე განისაზღვროს, რომ ფაქტობრივად გაწეული საკონტრაქტო დანახარჯები წინასწარ შეფასებას შეუდარდეს.

24. დანახარჯებს დამატებული ანაზღაურების შემცველი კონტრაქტის დროს, სამშენებლო კონ-ტრაქტის შედეგის საიმედოდ შეფასება შესაძლებელია მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია ქვე-მოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ა) მოსალოდნელია, რომ კონტრაქტებთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი შე-მოვა საწარმოში; და

ბ) შესაძლებელია, მოცემულ კონტრაქტებთან დაკავშირებული საკონტრაქტო დანახარჯები თავისუფლად გაიმიჯნოს და მისი სიდიდე საიმედოდ განისაზღვროს, იმისდა მიუხედა-ვად, ითვალისწინებს თუ არა კონტრაქტი მათ ანაზღაურებას.

25. ამონაგებისა და ხარჯების აღიარება კონტრაქტის შესრულების სტადიის შესაბამისად, უმე-ტეს შემთხვევაში, გულისხმობს პროცენტული შესრულების მეთოდის გამოყენებას. აღნიშნუ-ლი მეთოდის თანახმად, საკონტრაქტო ამონაგები უპირისპირდება იმ საკონტრაქტო დანა-ხარჯებს, რომლებიც უკვე გაწეულია კონტრაქტის შესრულების მოცემული სტადიისათვის. ამგვარად, ამონაგების, ხარჯებისა და მოგების წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაციას, მოცემუ-ლ საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საკონტრაქტო სამუშაოებისა და მისი ეფექტუ-რობის შესახებ.


26. პროცენტული შესრულების მეთოდის შესაბამისად, საკონტრაქტო ამონაგების აღიარება მო-გებისა და ზარალის ანგარიშგებაში ხდება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც შესრულ-და სამუშაო. საკონტრაქტო დანახარჯების აღიარება ხარჯის სახით მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, როგორც წესი, ხდება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც ამ დანახარ-ჯებთან დაკავშირებული სამუშაოები შესრულდა, მაგრამ მოცემული კონტრაქტის მთლიანი დანახარჯების ნამეტი სიდიდე მთლიან საკონტრაქტო ამონაგებზე უნდა აღიარდეს ხარჯის სახით, მოცემული სტანდარტის 36-ე პუნქტის შესაბამისად.

27. შესაძლებელია, რომ მენარდეს მოუწიოს ისეთი საკონტრაქტო დანახარჯების გაწევა, რომ-ლებიც დაკავშირებული იქნება კონტრაქტით გათვალისწინებულ მომავალი პერიოდის სამუ-შაოებთან. ასეთი ტიპის საკონტრაქტო დანახარჯები, მომავალში მათი შესაძლო ანაზღაურე-ბის გამო, აღიარებული იქნება აქტივის სახით. მათ მიაკუთვნებენ დამკვეთისაგან ამოსაღებ თანხებს და განიხილავენ, როგორც დაუმთავრებელი წარმოების შესახებ დადებულ კონ-ტრაქტებს.


28. სამშენებლო კონტრაქტის შედეგის საიმედოდ შეფასება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, რო-დესაც მოსალოდნელია კონტრაქტთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა საწარმოში. მაგრამ თუ წარმოიშობა რაიმე განუსაზღვრელობა იმ თანხის მიღებასთან და-კავშირებით, რომელიც უკვე ჩართულია საკონტრაქტო ამონაგებში და ასახულია მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, მიუღებელი თანხა ან ის თანხა, რომლის მიღებაც, სავარაუდოდ, შეუძლებელია, აღიარებული უნდა იყოს ხარჯად და არა როგორც საკონტრაქ-ტო ამონაგების აღიარებული თანხის შესწორება.

29. საწარმოს, როგორც წესი, კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, შეუძლია განახორციელოს სა-იმედო შეფასებები, რადგან კონტრაქტით დადგენილია:

ა) აქტივის მშენებლობასთან დაკავშირებული თითოეული მხარის უფლებები;

ბ) მხარეთა შორის შემხვედრი ანაზღაურების პირობები და წესი; და

გ) კონტრაქტის შესრულების გზები და ვადები.

როგორც წესი, აუცილებელია, რომ საწარმოს გააჩნდეს ეფექტური შიდა ფინანსური აღრიც-ხვა და საინფორმაციო სისტემა. კონტრაქტის შესრულების პროცესში საწარმომ დროდადრო უნდა გადახედოს და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირებები შეიტანოს საკონტრაქტო ამონაგებისა და დანახარჯების შეფასებაში. ამგვარი შემოწმების აუცილებლობა სრულები-
 



 
ბასს 11


თაც არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია სამშენებლო კონტრაქტის შედეგების საიმედოდ შეფასება.


30. სამშენებლო კონტრაქტის შესრულების სტადიის დადგენა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. საწარმომ ისეთი მეთოდი უნდა აირჩიოს, რომელიც უზრუნველყოფს შესრულებულ სამუშაო-თა საიმედოდ შეფასებას. ეს მეთოდები დამოკიდებულია სამშენებლო კონტრაქტის ხასიათზე:

ა) პროპორციულობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოცემული თარიღისათვის შესრუ-ლებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების თანაფარდობის დადგენას მთლიანი სა-კონტრაქტო დანახარჯების შეფასებულ თანხასთან მიმართებით;

ბ) შესრულებულ სამუშაოთა გამოკვლევის მეთოდი; და

გ) საკონტრაქტო სამუშაოების დასრულების ფიზიკური პროპორციულობის მეთოდი.

დამკვეთის მიერ ეტაპობრივად გადახდილი თანხები ან ავანსები, ხშირ შემთხვევაში, არ ასა-ხავს შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას.

31. თუ კონტრაქტის შესრულების სტადია განისაზღვრება მოცემული თარიღისათვის გაწეული სა-კონტრაქტო დანახარჯების მიხედვით, მოცემული საანგარიშგებო თარიღისათვის გაწეულ დანა-ხარჯებში ჩაირთვება მხოლოდ ის საკონტრაქტო დანახარჯები, რომლებიც ასახავს შესრულე-ბულ სამუშაოებს. აღნიშნულ დანახარჯებში არ ჩაირთვება შემდეგი ტიპის დანახარჯები:

ა) დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მომავალი პერიოდის საკონტრაქტო სამუშა-ოებთან. მაგალითად: იმ ნედლეულსა და მასალაზე გაწეული დანახარჯები, რომლებიც შემოზიდულ იქნა მშენებლობის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად კონტრაქტით გათვა-ლისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, მაგრამ ჯერ არ გამოიყენება მშენებლო-ბაში; და

ბ) მოიჯარისათვის გადახდილი ავანსები ქვეკონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესასრულებლად.

32. თუ შეუძლებელია სამშენებლო კონტრაქტის შედეგების საიმედოდ შეფასება, მაშინ:

ა) მენარდემ უნდა აღიაროს მხოლოდ ამონაგების ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია იმ საკონტრაქტო დანახარჯებთან, რომლის ანაზღაურებაც მოსალოდნელია; და

ბ) საკონტრაქტო დანახარჯების ხარჯებად აღიარება ხდება იმ პერიოდში, როდესაც ისინი განხორციელდება.

სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზარალი ხარჯების სახით უნდა აღიარდეს და აისახოს წინამდებარე სტანდარტის 36-ე პუნქტის მოთხოვნების შესაბა-მისად.

33. სამშენებლო კონტრაქტის ადრეულ სტადიებზე ხშირად შეუძლებელია კონტრაქტის შედეგე-ბის საიმედოდ შეფასება. თუმცა, შეიძლება არსებობდეს იმის ალბათობა, რომ საწარმო შეძ-ლებს გაწეული საკონტრაქტო დანახარჯების კომპენსირებას. ამიტომ, მიზანშეწონილია სა-კონტრაქტო ამონაგების მხოლოდ იმ ნაწილის აღიარება, რომელიც დაკავშირებულია გაწე-ულ დანახარჯებთან და რომლის ანაზღაურებაც მოსალოდნელია. თუ კონტრაქტის შედეგე-ბის საიმედოდ შეფასება ვერ ხერხდება, არც შესაბამისი მოგება აღიარდება. როცა შეუძლე-ბელია კონტრაქტის შედეგების საიმედოდ შეფასება, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მთლიანი საკონტრაქტო დანახარჯები არ დაიფაროს მთლიანი საკონტრაქტო ამონაგებით. ასეთ სიტუ-აციაში, მთლიანი საკონტრაქტო დანახარჯების მოსალოდნელი მეტობა მთლიან საკონტრაქ-ტო ამონაგებზე აღიარებული იქნება ხარჯის სახით, მოცემული სტანდარტის 36-ე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.


34. ის საკონტრაქტო დანახარჯები, რომელთა ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კონტრაქტი, გაწევისთანავე ხარჯების სახით აისახება. მაგალითები, როდესაც გაწეული საკონტრაქტო დანახარჯების ანაზღაურება შესაძლოა მოსალოდნელი არ იყოს და რომელ კონტრაქტშიც საჭიროა, დანახარჯების დაუყოვნებლივ აღიარება ხარჯებად, მოიცავს კონტრაქტებს:

ა) რომლებიც არ არის სრულად განხორციელებადი, რის გამოც მათი ნამდვილობა ეჭვქვეშ არის;



 
ბასს 11

ბ) რომელთა შესრულებაც დამოკიდებულია სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილე-ბაზე ან კანონმდებლობაზე;

გ) რომლებიც დაკავშირებულია ისეთ ქონებასთან, რომლის კონფისკაციაც მოსალოდ-ნელია;

დ) სადაც დამკვეთს არ შეუძლია თავისი ვალდებულებების დაფარვა;

ე) სადაც მენარდეს არ შეუძლია კონტრაქტის დამთავრება ან სხვა რომელიმე საკონტრაქ-ტო ვალდებულებების შესრულება.

35. თუ უკვე აღარ არსებობს ის განუსაზღვრელი საეჭვო პირობები, რის გამოც ვერ მოხერხდა კონტრაქტის შედეგების საიმედოდ შეფასება, სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული ამონაგებისა და ხარჯების აღიარება უნდა მოხდეს 22-ე და არა 32-ე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

მოსალოდნელი ზარალის აღიარება


36. თუ მოსალოდნელია, რომ მთლიანი საკონტრაქტო დანახარჯები გადააჭარბებს მთლიან სა-კონტრაქტო ამონაგებს, მოსალოდნელი ზარალის თანხა ხარჯების სახით დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს.

37. ზარალის თანხის განსაზღვრა არ არის დამოკიდებული:

ა) დაწყებულია თუ არა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები;

ბ) საკონტრაქტო სამუშაოების შესრულების სტადიაზე; ან

გ) ისეთი ტიპის კონტრაქტებიდან მიღებული მოგების თანხებზე, რომლებიც არ განიხილება ცალკე, დამოუკიდებელ კონტრაქტებად, მოცემული სტანდარტის მე-9 პუნქტის თანახმად.

სააღრიცხვო შეფასებებში მომხდარი ცვლილებები


38. ყოველ საანგარიშგებო პერიოდში გამოყენებული პროცენტული შესრულების მეთოდი ერთდროულად ეყრდნობა საკონტრაქტო ამონაგებისა და საკონტრაქტო დანახარჯების მიმდინარე შეფასებებს. ამიტომ საკონტრაქტო ამონაგების ან დანახარჯების, ან კონ-ტრაქტის შედეგების შეფასებაში მომხდარი ცვლილებები განიხილება, როგორც სააღრიც-ხვო შეფასებებში მომხდარი ცვლილებები (იხ. ბასს 8  `სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლი-ლებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები). შეცვლილი შეფასებები გამოიყენება ამონაგებისა და ხარჯების თანხის იმ ნაწილის განსაზღვრისათვის, რომლებიც უნდა აი-სახოს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, ცვლილებების განხორციელებისა და მომ-დევნო საანგარიშგებო პერიოდებში.


განმარტებითი შენიშვნები


39. საწარმოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) სამშენებლო კონტრაქტის ამონაგების ის თანხა, რომელიც აღიარდა მოცემულ საანგა-რიშგებო პერიოდში ამონაგების სახით;

ბ) მოცემულ საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული საკონტრაქტო ამონაგების განსაზ-ღვრის მეთოდიკა; და

გ) დაუმთავრებელი კონტრაქტების შესრულების სტადიის განსაზღვრის მეთოდიკა.

40. ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს თი-თოეული დაუმთავრებელი კონტრაქტისათვის აგრეთვე უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოცემული საანგარიშგებო თარიღისათვის გაწეული დანახარჯების მთლიანი თანხა და აღიარებული მოგების თანხები (აღიარებული ზარალის თანხის გამოკლებით);

ბ) მიღებული ავანსების თანხა; და

გ) შეჩერებული თანხები.

 
ბასს 11


41. შეჩერებული თანხები არის ისეთი შუალედური ანგარიშების თანხები, რომლებიც არ გადა-იხდება კონტრაქტით გათვალისწინებული ცალკეული პირობის შესრულებამდე ან დეფექტე-ბის გამოსწორებამდე. შუალედური ანგარიშები დგება კონტრაქტით გათვალისწინებული სა-მუშაოებისათვის იმის მიუხედავად, გადახდილი იყო თუ არა დამკვეთის მიერ. ავანსი არის მენარდის მიერ სამუშაოს შესრულებამდე წინასწარ მიღებული თანხა.

42. საწარმომ დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის დამკვეთებისაგან მთლიანად მისაღები თანხა, როგორც აქტივი; და

ბ) კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის დამკვეთების სასარ-გებლო მთლიანი თანხა, როგორც ვადლებულება.

43. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის დამკვეთისაგან მისაღები მთლიანი თანხა წარმოადგენს ნეტო თანხას, რომელიც ტოლია:

ა) გაწეული დანახარჯების თანხას დამატებული აღიარებული მოგების თანხა და გამოკლე-ბული

ბ) აღიარებული ზარალისა და შუალედური ანგარიშების თანხების ჯამი,

ყველა იმ დაუმთავრებელი კონტრაქტისათვის, რომლისთვისაც გაწეული დანახარჯებისა და აღიარებული მოგების თანხების ჯამი (აღიარებული ზარალის თანხის გამოკლებით) აღემა-ტება შუალედური ანგარიშების თანხებს.

44. კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის, დამკვეთის სასარგებლო მთლიანი თანხა წარმოადგენს ნეტო თანხას, რომელიც ტოლია:

ა) გაწეული დანახარჯების თანხას დამატებული აღიარებული მოგების თანხა და გამოკლე-ბული

ბ) აღიარებული ზარალისა და შუალედური ანგარიშების თანხების ჯამი,

ყველა იმ დაუმთავრებელი კონტრაქტისათვის, რომლისთვისაც შუალედური ანგარიშების თანხა მეტია გაწეული დანახარჯებისა და აღიარებული მოგების (აღიარებული ზარალის თანხის გამოკლებით) თანხების ჯამზე.

45. საწარმო ვალდებულია ინფორმაცია წარადგინოს პირობითი ვალდებულებებისა და აქტივე-ბის შესახებ ბასს 37-ის  `ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები”, მოთხოვნების შესაბამისად. პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები შეიძლება წარმოიშვას ისეთი მუხლების არსებობის შედეგად, როგორიცაა: საგარანტიო დანახარჯები, პრეტენზიები, საჯარიმო სანქციები ან მოსალოდნელი ზარალი.

სტანდარტის ძალაში შესვლის თარიღი


46. წინამდებარე ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ძალაში შედის იმ ფი-ნანსური ანგარიშგებისათვის, რომელიც მოიცავს 1995 წლის 1 იანვარს დაწყებულ და მის შემდგომ საანგარიშგებო პერიოდებს.