მუხლი 281. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.
 
3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით. 
5. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარის ოდენობით. 
7. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. 
8–1. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა, ან საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ლუქის მოხსნა –იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
9. ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაადგინოს ჯარიმის განსხვავებული ოდენობები, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით დადგენილი ჯარიმების 5 პროცენტისა. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

Subpages (11): 281-10 მეორადი ჯარიმა ავტოგასამართ სადგურში დაზიანებული ლუქით საქმიანობაზე 281-11 რა შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო მცირე ჯარიმა საკასო აპარატზე 281-1 პირველადი ჯარიმა როდესაც საერთოდ არ გაქვთ სალარო აპარატი 281-2 მეორადი ჯარიმა როდესაც საერთოდ არ გაქვთ სალარო აპარატი 281-3 პირველადი ჯარიმა როდესაც გაქვთ და არ იყენებთ სალარო აპარატს 281-4 მეორადი ჯარიმა როდესაც გაქვთ და არ იყენებთ სალარო აპარატს 281-5 პირველადი ჯარიმა სალარო აპარატში ნაკლები თანხის ჩვენებისას 281-6 მეორადი ჯარიმა სალარო აპარატში ნაკლები თანხის ჩვენებისას 281-7 პირველადი ჯარიმა სალარო აპარატის დაკარგვაზე 281-8 მეორადი ჯარიმა სალარო აპარატის დაკარგვაზე 281-9 პირველადი ჯარიმა ავტოგასამართ სადგურში დაზიანებული ლუქით საქმიანობაზე
Comments