მუხლი 242. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

1. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას. (10.12.2010. N3969) 

2. საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ.
3. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო. (10.12.2010. N3969)

4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების  გარეშე.  
5. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება: 
ა) აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;    
ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები; 
გ) გადასახადის თანხები; 
დ) ჯარიმისა და საურავის თანხები. (10.12.2010. N3969)
 
6. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის გადამხდელს.
7. მოვალის ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი



Comments