მუხლი 233. რეექსპორტი

1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ.
2. რეექსპორტისას უცხოური საქონლის გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან.
3. რეექსპორტისას უცხოური საქონლის გატანა ხორციელდება გადახდილი თანხის დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ სასაქონლო ოპერაციისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი. 
4. იმპორტში მოქცეული ის საქონელი, რომელსაც დადგენილია, რომ, აქვს დეფექტი, ან რომლის რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება გარიგებას და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შეიძლება მოექცეს რეექსპორტში.
5.  რეექსპორტში მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი



Comments