აქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №95 2013 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2005, №83, მუხლი 910) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ლოჯისტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;“;

 ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

 „ა.გ) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვა) კოორდინაცია; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზაცია; საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; საარქივო საქმიანობის წარმართვა;“;

2.  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარკეტინგის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სარეალიზაციო, საპრივატიზებო და/ან ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის, პრივატიზების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაცია; სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს მუშაობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; სააგენტოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება; დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა;“;

3. „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

 ,,გ1) ინოვაციებისა და პროექტების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემუშავების საჭიროებათა გამოვლენა და შესაბამისი ამოცანების ჩამოყალიბება; პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ტესტირებაში მონაწილეობა; ახალი პროდუქტების დანერგვის ორგანიზება; ახალი ბიზნეს-პროცესების საჭიროებათა გამოვლენა; არსებული ბიზნეს-პროცესების განვითარება-ოპტიმიზაციის საჭიროებათა გამოვლენა; კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, პირველადი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;

 გ2) მონიტორინგის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სააგენტოს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის, გამოყენებისა და მიზნობრიობის მონიტორინგი; მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი; მონიტორინგის სამსახურის მიერ გაცემული წინადადებების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება; სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი; მონიტორინგის პროცესში ან შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სააგენტოს  თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების მიზნებისთვის სათანადო წინადადებების მომზადება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრი
ნოდარ ხადური