შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №997 2012 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1) 44-ე მუხლის 121 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ციფრი „5“ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს გაფორმების დეპარტამენტს სამუშაო დროს წარუდგენს ელექტრონულად.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე

Comments