საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №65

2012 წლის 28 თებერვალი 

ქ. თბილისი 

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ №3-ში (,,ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“) შეტანილ იქნეს ცვლილება და სახაზინო კოდი – 3266 შემდეგ (შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო) დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი: 

  

 ,,შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო 
 3267“. 
 

  

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

მინისტრის მოვალეობის  პ. პეტრიაშვილი 

შემსრულებელი 

  

Comments