საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №94/04 2012 წლის 23 ოქტომბერი ქ.თბილისი „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით (სსმ III, 17.12.2010,  №165,  მუხ. 2374) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„11. აუქციონის შედეგების შესაბამისი ანგარიშსწორება ხორციელდება აუქციონის შეტყობინებაში მითითებულ დღეს, რომელიც არ აღემატება T+3 დღეს.“. 

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
Comments