97-Iს

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.“.

 2.135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 135. საანგარიშო პერიოდი

 1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.

 2. რეზიდენტი საწარმოსთვის და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

 3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

 3. 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

 ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

 ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

 გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

 დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.“.

 4. 161-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

 ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

 ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 ა.ბ.ბ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;

 ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

 ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

 ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.“.

 5. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105 (გარდა მექანიკური ნარევისა), 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“.

 6. 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;“.

 7. 175-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს. ამასთანავე, თუ პირი საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე.“.

 8. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის:

 ა) ცხრილის მე-3–მე-6 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა)

 

 

 

 

 

 

3

2402 10 000 01

– – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

1 ღერი

1.9

2402 10 000 02

– – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

2.2

2402 20

ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

1.70

უფილტრო სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

0.6

2403 11 000 00*

– – ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისათვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად

1 კგ

35

 

2403 19 000 00*

– – დანარჩენი

1 კგ

35

2403 99 100 00

– – – საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო

1 კგ

35

 

მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქიავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟოდეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით),ძრავის მოცულობის 1 სმ³

4

8703

ა) 1 წლამდე

1 სმ³

1.5

ბ) 1 წლის

1 სმ³

1.5

გ) 2 წლის

1 სმ³

1.5

დ) 3 წლის

1 სმ³

1.4

ე) 4 წლის

1 სმ³

1.2

ვ) 5 წლის

1 სმ³

1.0

ზ) 6 წლის

1 სმ³

0.8

თ) 7 წლის

1 სმ³

0.8

ი) 8 წლის

1 სმ³

0.8

კ) 9 წლის

1 სმ³

0.9

ლ) 10 წლის

1 სმ³

1.1

მ) 11 წლის

1 სმ³

1.3

ნ) 12 წლის

1 სმ³

1.5

ო) 13 წლის

1 სმ³

1.8

პ) 14 წლის

1 სმ³

2.1

ჟ) 14 წელზე მეტის

1 სმ³

2.4

 

5

ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა)

2709 00 100 00

– აირის კონდენსატი ბუნებრივი

1000 მ3

200

2711 11 000 00

– – ბუნებრივი აირი (გათხევადებული)

1000 მ3

200

2711 12

– – პროპანი

1 ტ

120

2711 13

– – ბუტანები

1 ტ

120

2711 14 000 00

– – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი

1 ტ

120

2711 19 000 00

– – დანარჩენი

1 ტ

120

2711 21 000 00

– – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში)

1000 მ3

200

6

ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები

2710 12

– – მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები

1 ტ

500

2710 19 110 00

– – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის

1 ტ

440

2710 19 150 00

– – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 110 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა

1 ტ

440

2710 19 210 00

– – – – – – რეაქტიული სათბობი

1 ტ

440

2710 19 250 00

– – – – – – დანარჩენი

1 ტ

440

2710 19 290 00

– – – – – დანარჩენი

1 ტ

440

2710 19 310 00

– – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის

1 ტ

400

2710 19 350 00

– – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 310 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა

1 ტ

400

2710 19 410 00

– – – – – – გოგირდის შემცველობით არაუმეტეს 0,05 მას.%-ისა

1 ტ

400

2710 19 450 00

– – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 0,2 მას.%-ისა

1 ტ

400

2710 19 490 00

– – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი

1 ტ

400

2710 19 710 00

– – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის

1 ტ

800

2710 19 750 00

– – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 710 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა

1 ტ

800

2710 19 810 00

– – – – – – ძრავის ზეთები, კომპრესორის საპოხი ზეთი, ტურბინის საპოხი ზეთი

1 ტ

800

2710 19 830 00

– – – – – – სითხეები ჰიდრავლიკური მიზნებისათვის

1 ტ

800

2710 19 850 00

– – – – – – ღია ფერის ზეთები, ვაზელინის ზეთი

1 ტ

800

2710 19 870 00

– – – – – – ზეთი კბილანებისათვის და ზეთი რედუქტორებისათვის

1 ტ

800

2710 19 910 00

– – – – – – ლითონების დასამუშავებელი შედგენილობები, ფორმების გასაპოხი ზეთები, ანტიკოროზიული ზეთები

1 ტ

800

2710 19 930 00

– – – – – – ელექტრული საიზოლაციო ზეთები

1 ტ

800

2710 19 990 00

– – – – – – დანარჩენი საპოხი ზეთები და ზეთები დანარჩენი

1 ტ

800

2710 20 110 00

– – – – – – გოგირდის შემცველობით არაუმეტეს 0,05 მას.%-ისა

1 ტ

400

2710 20 150 00

– – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 0,2 მას.%-ისა

1 ტ

400

2710 20 190 00

– – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი

1 ტ

400

2710 20 390 00

– – დანარჩენი

1 ტ

800

2710 91 000 00

– – პოლიქლორბიფენილების, პოლიქლორტრიფენილების ან პოლიბრომბიფენილების შემცველობით

1 ტ

800

2710 99 000 00

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი

1 ტ

100

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი

1 ტ

800

 “;

 ბ) შენიშვნის:

 ბ.ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 პროცენტით მცირდება.“;

 ბ.ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს ამ ცხრილის მე-4 გრაფით შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.“.

 9. 192-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევისა) საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

 ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 1,15 გრადუსს აღემატება;

 ბ) თამბაქოს ნაწარმი.“;

 ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

 „11. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევაში აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი ამ საქონლის შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების დასრულებისთანავე.“.

 10. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ფიზიკური პირი:

 გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

 გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

 გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.“.

 11. 224-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 224. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

 1. საგადასახადო ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

 2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს უსაფრთხოებასთან და დაცვასთან დაკავშირებული გამარტივებული საბაჟო კონტროლით ან/და გამარტივებული საბაჟო წესებით.

 3. გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 ა) მისი საქმიანობა შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას;

 ბ) მას აქვს კომერციული ან/და სატრანსპორტო აღრიცხვის მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

 გ) იგი გადახდისუნარიანია;

 დ) მას აქვს უსაფრთხოებისა და დაცვის შესაბამისი სტანდარტი.

 4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღების პირობები, გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის წესი და საქონლის ნუსხა, რომელზედაც არ ვრცელდება გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

 12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2241 მუხლი:

 „მუხლი 2241. ოქროს სია

 ოქროს სიაში შეყვანით პირს ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით.“.

 13. 309-ე მუხლის:

 ა) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რომელიც იბეგრება 7%-იანი განაკვეთით. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინოს დეკლარაცია და იმავე ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.“;

 ბ) 97-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 98-ე–მე-100 ნაწილები:

 „98. 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე, რომელზედაც საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე (საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე), დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

 99. ამ კოდექსის 98მუხლის მიზნებისთვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან:

 ა) ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება არ ითვლება მოგების განაწილებად;

 ბ) ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება ითვლება მოგების განაწილებად.

 100. 2017 წლის 1 ივლისამდე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი იბეგრება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ:

 ა) ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა;

 ბ) ავტომობილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე.“.

 

 მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის 2 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2016 წ.

N97-Iს

Comments