2012 წლის 22 ივნისი. №6547- Iს

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აწარმოონ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების მოდელების სახელმწიფო რეესტრი, განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია , გააკონტროლონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;“.

2. 107-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმოში, რომლის წილის (აქციების) 20 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ იურიდიულ პირს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვითი პროცენტების თანხის ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული ნებისმიერი შემოსავლის თანხისა და პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა და პროცენტის სახით გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლად განსაზღვრული დასაბეგრი მოგების 50 პროცენტის ოდენობის თანხის ჯამს.“.

3. 123-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ამ კოდექსის მიზნებისათვის სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც ამ პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია, ხოლო სალიზინგო კომპანიის შემთხვევაში − ამ კომპანიის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 5/1-ზე მეტია.“;

ბ) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მისი ვალი სამჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.“;

გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4 . 127-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება , განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

5 . 154-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით:

გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;

გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“ ;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.“.

6. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;“.

7. 191-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:

ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი;

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის გადამხდელი;

გ) ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11 . აქციზის გადამხდელი ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს აქციზის დეკლარაციას ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.

8. 19 4-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის.

შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა;“.

9. 197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

 

კოდი

საქონლის დასახელება

1 0105 შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
2 0201 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
3 0202 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული
4 0204 ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
5 0205 00 ხორცი ცხენებისა, ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
6 0206 საკვები სუბპროდუქტები მსხვილ­ფე­ხა რქოსანი პირუტყვისა, ღორებისა, ცხვრებისა, თხებისა, ცხენებისა, ვირებისა, ჯო­რებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
7 0207 ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
8 0208 სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული
9 0210 ხორცი და ხორცის საკვები სუბ­პროდუქტები, დამარილებული, მა­რილწყალში, გამხმარი ან შე­ბო­ლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
10 0401 10 100 00 – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
11 0401 20 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
12 0401 20 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
13 0401 40 100 00 — — — პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
14 0401 50 110 00 — — — პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
15 0401 50 310 00 — — — პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
16 0401 50 910 00 — — — პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
17 0402 10 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
18 0402 10 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
19 0402 21 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
20 0402 21 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
21 0402 29 150 00 – – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
22 0402 29 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
23 0402 91 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
24 0402 91 310 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
25 0402 91 510 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
26 0402 91 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
27 0402 99 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
28 0402 99 310 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
29 0402 99 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
30 0403 დო, აჭრილი რძე და ნაღები, იო­გურ­ტი, კეფირი და სხვა ფერმენ­ტი­რებუ­ლი ან შედედებული რძე და ნა­ღები, შესქელებული ან შეუსქე­ლებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამა­ტე­ბით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
31 0407 ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
32 0408 ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მო­ხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
33 0409 00 000 00 ნატურალური თაფლი
34 0410 00 000 00 ცხოველური წარმოშობის კვების პრო­­დუქტები, სხვა ადგილას დაუსა­ხელებელი ან ჩაურთველი
35 0701 კარტოფილი, ახალი ან გაცივებული
36 0702 00 000 00 პომიდორი, ახალი ან გაცივებული
37 0703 ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახ­ვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
38 0704 თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
39 0706 სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარ­ხალი, თხის­წვე­რა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული
40 0707 00 კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული
41 0708 პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული
42 0709 ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული
43 0710 ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული
44 0711 დაკონ­სერ­ვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილ­წყალში, გოგირდიან წყალ­ში ან სხვა დრო­ებით დამაკონსერ­ვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
45 0712 20 000 00 – თავიანი ხახვი
46 0712 31 000 00 – – Agaricus გვარის სოკოები
47 0712 32 000 00 – – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.)
48 0712 33 000 00 – – საფუარი სოკოები (Tremella spp.)
49 0712 39 000 00 – – დანარჩენი
50 0713 პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრე­ული ან დაუმტვრეველი
51 0714 მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
52 0802 კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუც­ლე­ლი, კანით ან კანის გარეშე
53 0803 ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი
54 0805 ციტრუსები, ახალი ან ხმელი
55 0806 ყურძენი, ახალი ან ხმელი
56 0807 ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი
57 0808 ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი
58 0809 გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
59 0810 ხილი დანარჩენი, ახალი
60 0811 ხილი და კაკალი, წყალ­ში ან ორთქლზე თბუ­რად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყი­ნული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებე­ბის დამატებით ან მათ გარეშე
61 0812 ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალი­თად, გოგირდის დიოქსიდით, მა­რილ­­წყალ­ში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერ­ვე­ბელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
62 0813 ხილი ხმელი, 0801–0806 სა­სა­ქონ­ლო პოზიციების ნაყო­ფების გარდა; მოცე­მუ­ლი ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები
63 0902 ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე
64 1101 00 ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი
65 1102 დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარ­და ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
66 1103 ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
67 1105 კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები
68 1106 წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვი­ლი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან
69 1108 სახამებელი; ინულინი
70 1109 00 000 00 ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი
71 1512 19 900 00 – – – დანარჩენი
72 1601 00 ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე
73 1602 10 00 – ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები
74 1602 20 – ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან
75 1602 31 – – ინდაურის
76 1602 32 – – შინაური ქათმის (Gallus domesticus)
77 1602 39 – – დანარჩენი
78 1602 41 – – ბარკლები და მათი გადანაჭრები
79 1602 42 – – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები
80 1602 49 – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით
81 1602 50 – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან
82 1701 12 – – ჭარხლის შაქარი
83 1701 91 000 00 – – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით
84 1701 99 – – დანარჩენი
85 1702 დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი
86 1703 მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული
87 1704 შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს
88 19 მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი
89 2001 ბოსტნეული, ხილი, კაკა­ლი და მცენარეთა საკვე­ბად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარ­მჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონ­სერვებული
90 2002 პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
91 2003 სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
92 2004 სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
93 2005 სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
94 2006 00 ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)
95 2007 ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
96 2008 19 – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით
97 2008 20 – ანანასი
98 2008 30 – ციტრუსები
99 2008 40 – მსხალი
100 2008 50 – გარგარი
101 2008 60 – ალუბალი და ბალი
102 2008 70 – ატამი, ნექტარინების ჩათვლით
103 2008 80 – მარწყვი და ხენდრო
104 2008 91 000 00 – – პალმის გული
105 2008 93 000 00 – – შტოში , მოცვი (Vaccinium macrocarpon, Vaccinium oxycoccos, Vaccinium vitis-idaea)
106 2008 97 – – ნარევები
107 2008 99 – – დანარჩენი
108 2009 ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
109 2101 ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები
110 2103 პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი
111 2106 90 – დანარჩენი
112 2201 10 190 09 – – – – დანარჩენი
113 2201 10 900 00 – – დანარჩენი
114 2201 90 000 09 – – – დანარჩენი
115 2201 90 000 99 – – დანარჩენი
116 2202 წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა
117 2203 00 ალაოს ლუდი
118 2302 10 – სიმინდის
119 2302 30 – ხორბლის
120 2302 40 – დანარჩენი მარცვლოვანების
121 24 თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები
122 25 მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი
123  

3402

ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხი საშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნის შემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)
124 3918 პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული
125 3922 აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასისაგან
126 3923 პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი
127 3924 სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან
128 3925 20 000 00 – კარები და ზღურბლები მათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები
129 3925 30 000 00 – დარაბები, შტორები (ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები
130 3925 90 – დანარჩენი
131 3926 90 – დანარჩენი
132 4407 ხეტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი
133  

 

4408

მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა
134  

 

4409

დახერხილი ხეტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე
135 4413 00 000 00 მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით
136 4418 ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით
137 4420 ხის ნაწარმი მოზაიკური და ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიური ნაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორაციული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები, 94-ე ჯგუფში მიუთითებელი
138 4421 სხვა ნაწარმი, დანარჩენი
139 6801 00 000 00 ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)
140 6802 ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი
141 6804 დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე
142 6805 ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე
143 6806 წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა
144 6807 ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)
145 6808 00 000 00 პანელები, ფილები, ბლოკები და ანა­ლოგი­ური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერა­ლური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირე­ბული მცენარე­ული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშე­ლას, ნაფო­ტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარ­ჩენები­საგან
146 6809 ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძ­ე­ზე დამზადებული ნარევებისაგან
147 6810 ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი
148 6811 ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელუ­ლოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან
149 6812 91 000 00 – ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბუ­რავები
150 6812 92 000 00 – ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი
151 6812 93 000 00 – – შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად
152 6815 ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისა­გან (ნახშირ­ბა­დიანი ბოჭკოების, ნახშირ­ბადია­ნი ბოჭკო­ე­ბის ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
153 6902 10 000 00 – Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ­-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2 O3 -ზე გადაანგარიშებით
154 6902 20 100 00 – – კაჟმიწის (SiO2 ) შემცველობით 93 მას.% ან მეტი
155 6902 20 910 00 – – – თიხამიწის (Al2 O3 ) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები
156 6902 20 990 00 – – – დანარჩენი
157 6902 90 000 00 – დანარჩენი
158 7113 საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან
159 7115 90 100 00 – – ძვირფასი ლითონებისაგან
160 7116 ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)
161 7117 ბიჟუტერია
162 7308 10 000 00 – ხიდები და ხიდების სექციები
163 7308 40 – დანადგარები და სხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენების ან შახტის სამაგრებისათვის
164 7308 90 – დანარჩენი
165 7309 00 100 00 – აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)
166 7309 00 300 00 – – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით
167 7309 00 590 00 – – – არა უმეტეს 100 000 ლიტრისა
168 7309 00 900 00 – მყარი ნივთიერებებისათვის
169  

7310

ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე
170 7311 00 ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან
171 7314 ლითონური ქსოვილი (უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან; გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან
172 7315 ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
173 7318 ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან
174 7320 ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან
175  

7321

ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
176  

7323

ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

 

10. 202-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის − ეკონომიკური საქმიანობით მიღებული, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა შემოსავალი − სრული ოდენობით;“;

ბ) მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:

„ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;“.

11. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაშიც;“.

12. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრის წარმოების , საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის ,საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის , ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს , აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. “.

13. 281-ე მუხლის 81 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

14. 309-ე მუხლის 39-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6547- I

Comments