2012 წლის 15 მაისი. №6211-რს

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის, აგრეთვე გადასახადის თანხის დამატებით დარიცხვისა და საგადასახადო სანქციის (გარდა საურავისა)დაკისრების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის/საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუ დგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, გადასახადის თანხის დამატებით დარიცხვისა და საგადასახადო სანქციის დაკისრების, აგრეთვე საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გრძელდება ერთი წლით.“.

2. მე-18 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. 2007 წლის 1 სექტემბრიდან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის, გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი.“.

3. 241 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.“;

ბ) მე-4 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;

ბ) საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;

გ) საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;“.

4. 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“.

5. 39 -ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი :

„ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.

6. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. პირადი საგადასახადო მრჩეველი

1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით.

2. პირადი საგადასახადო მრჩეველი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.

3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო მრჩეველს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

7. 54 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი :

„ 11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.“.

8. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.“.

9. 69-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილებ ი:

„4. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვლება. “.

10. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემების საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; “;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში, რაც არ ზღუდავს საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლების ზემოთ არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას, ხოლო საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში ფულადი სახსრების სრული მოცულობით არარსებობის შემთხვევაში გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს მათ ყველა საბანკო ანგარიშზე;“.

1 1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;“;

ბ ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;“.

1 2. 954 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.

13 . მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი.“.

14. 105-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს:

ა) მისთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი ან მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში;

ბ) რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.“.

15 . 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ არამატერიალური აქტივებ ის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა გამოი ქვითებ ა.“.

16. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 122. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება

1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი წარდგენილ განცხადებაში. ამასთანავე , ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადა მოიცავს ზარალის გადატანის მთლიან, 10- წლიან საანგარიშო პერიოდს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს, არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანის ვადის გაგრძელებაც მოითხოვა პირმა , ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, რომელიც არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი.“.

17 . 123-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ, თუ საგადასახადო ორგანო არ დაამტკიცებს, რომ მისი ვალი ხუთჯერ აღემატება მის საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულებას.“.

18 . 134-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1 “ ქვეპუნქტი:

„დ1 ) ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;“.

19 . 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;“.

20 . 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, თუ ქონების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს აღემატება;“.

21 . 161-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე , საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებ ის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.“.

22. 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ:

ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით დაი ბეგრებ ა უკუდაბეგვრის წესით;

ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით ი ბეგრებ ა, იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით ი ბეგრებ ა უკუდაბეგვრის წესით;

გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით ი ბეგრებ ა, ხოლო საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე.“.

23 . 168-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1 “ ქვეპუნქტი:

„ფ1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“;

ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის , თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;“;

ბ.გ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

24 . 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

25 . 174-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:

დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);

დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის მე-4 კვარტალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);

ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით);

ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ი მავე ვადა ში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით); “;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31 . ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.“;

გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:

„101 . ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ წერილობითი შეტყობინებისა და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების შემდეგ, საგადასახადო შემოწმებით დადგინდება, რომ განხორციელებული ოპერაცია არ არის საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება, მყიდველი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე, ხოლო მიმწოდებელს ამ ოპერაციის მიხედვით ამ კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.“.

26. 17 5-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.“.

27. 176-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ექცევა.“;

ბ) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის − პირი, რომელიც საქონელს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში აქცევს.“;

გ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;

გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.“.

28 . 188-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:

 

კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად

საქონლის დასახელება

ზომის ერთეული

აქციზის განაკვეთი (ლარი)

1

ლუდი

2203 00 ალაოს ლუდი 1 ლ 0.4

2

ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები

2206 00 სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად , სიდრი, პერი(მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაუ რ თველი 1 ლ 2.5
2207 ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაც ი ით 1 ლ 2.6
2208 20 – სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციი თ (გამოხდი თ ) 1 ლ 4.6
2208 30 – ვისკი 1 ლ 5
2208 40 – რომი და ტაფია 1 ლ 5
2208 50 – ჯინი და ღვიის ნაყენი 1 ლ 5
2208 60 – არაყი 1 ლ 3
2208 70 – ლიქიორები 1 ლ 4.6
2208 90 110 00 – – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობი თ 2 ლ ან 2 ლ-ზენაკლები 1 ლ 2.5
2208 90 190 00 – – – არაკი (arrack) ჭურჭელში ტევადობი თ 2 ლ-ზე მეტი 1 ლ 2.5
2208 90 330 00 – – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები

 

(ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობი თ 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები

1 ლ 3
2208 90 380 00 – – – ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობი თ 2 ლ-ზე მეტი 1 ლ 3
2208 90 410 00 – – – – უზო 1 ლ 3.5
2208 90 450 00 – – – – – – – კალვადოსი 1 ლ 4
2208 90 480 00 – – – – – – – დანარჩენი 1 ლ 3
2208 90 520 00 – – – – – – – კორნი 1 ლ 4
2208 90 540 00 – – – – – – – ტეკილა 1 ლ 4
2208 90 560 00 – – – – – – – დანარჩენი 1 ლ 3
2208 90 690 01 – – – – – – სპირტის ფაქტ ობრივი კონცენტრაციით არაუმეტეს 7 მას.% -ისა 1 ლ 1
2208 90 690 09 – – – – – – დანარჩენი 1 ლ 3
  – – – 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში    
2208 90 710 00 – – – – – ხილისაგან გამოხდილი 1 ლ 3.5
2208 90 750 00 – – – – – ტეკილა 1 ლ 4
2208 90 770 00 – – – – – დანარჩენი 1 ლ 3
2208 90 780 00 – – – – დანარჩენი სპირტიანი სასმელები 1 ლ 3
  – – ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, ჭურჭელში ტევადობით    
2208 90 910 00 – – – 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები 1 ლ 3
2208 90 990 00 – – – 2 ლ-ზე მეტი 1 ლ 3

3

თამბაქოს ნაწარმი ( თამბაქოს ნედლეულის გარდა )

2402 10 000 01 – – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით 1 ღერი 0.9
2402 10 000 02 – – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით 20 ღერი 1
2402 20 ფილტრიანი სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით 20 ღერი 0.6
უფილტრო სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით 20 ღერი 0.15
2403 11 000 00 * – – ყალიონით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიცი ისათვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად 1 კგ 20
2403 19 000 00 * – – დანარჩენი 1 კგ 20
2403 99 100 00 – – – საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო 1 კგ 20

4

მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით) , ძრავის მოცულობის 1 სმ³

8703 ა) 1 წლამდე 1 სმ³ 1.5
ბ) 1 წლის 1 სმ³ 1.5
გ) 2 წლის 1 სმ³ 1.4
დ) 3 წლის 1 სმ³ 1.3
ე) 4 წლის 1 სმ³ 1.2
ვ) 5 წლის 1 სმ³ 1
ზ) 6 წლის 1 სმ³ 0.7
თ) 7 წლის 1 სმ³ 0.5
ი) 8 წლის 1 სმ³ 0.5
კ) 9 წლის 1 სმ³ 0.5
ლ) 10 წლის 1 სმ³ 0.5
მ) 11 წლის 1 სმ³ 0.5
ნ) 12 წლის 1 სმ³ 0.5
ო) 13 წლის 1 სმ³ 0.6
პ) 14 წლის 1 სმ³ 0.7
ჟ) 14 წელზე მეტის 1 სმ³ 0.8

5

ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი ( გარდა მილსადენით გადაადგილებულისა )

2709 00 100 00 – აირის კონდენსატი ბუნებრივი 1000 მ3 80
2711 11 000 00 – – ბუნებრივი აირი (გათხევადებული) 1000 მ3 80
2711 12 – – პროპანი 1 ტ 120
2711 13 – – ბუტანები 1 ტ 120
2711 14 000 00 – – ეთილენი, პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი 1 ტ 120
2711 19 000 00 – – დანარჩენი 1 ტ 120
2711 21 000 00 – – ბუნებრივი აირი (აირისებრ მდგომარეობაში) 1000 მ3 80

6

ნავთობპროდუქტები , ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები

2710 12 – – მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები 1 ტ 250
2710 19 110 00 – – – – გადამუშავების სპეციფი კ ური პროცესებისათვის 1 ტ 220
2710 19 150 00 – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 110 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა 1 ტ 220
2710 19 210 00 – – – – – – რეაქტიული სათბობი 1 ტ 220
2710 19 250 00 – – – – – – დანარჩენი 1 ტ 220
2710 19 290 00 – – – – – დანარჩენი 1 ტ 220
2710 19 310 00 – – – – – გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის 1 ტ 150
2710 19 350 00 – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 310 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა 1 ტ 150
2710 19 410 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას.%-ისა 1 ტ 150
2710 19 450 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 0 , 2 მას.%-ისა 1 ტ 150
2710 19 490 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი 1 ტ 150
2710 19 710 00 – – – – – გადამუშავების სპეციფი კ ური პროცესებისათვის 1 ტ 400
2710 19 750 00 – – – – – ქიმიური გარდაქმნებისათვის პროცესებში, 2710 19 710 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა 1 ტ 400
2710 19 810 00 – – – – – – ძრავ ა ს ზეთები, კომპრესორის საპოხი ზეთი, ტურბინის საპოხი ზეთი 1 ტ 400
2710 19 830 00 – – – – – – სითხეები ჰიდრავლი კ ური მიზნებისათვის 1 ტ 400
2710 19 850 00 – – – – – – ღია ფერის ზეთები, ვაზელინის ზეთი 1 ტ 400
2710 19 870 00 – – – – – – ზეთი კბილანებისათვის და ზეთი რედუქტორებისათვის 1 ტ 400
2710 19 910 00 – – – – – – ლითონების დასამუშავებელი შედგენილობები, ფორმების გასაპოხი ზეთები, ანტიკოროზიული ზეთები 1 ტ 400
2710 19 930 00 – – – – – – ელექტრული საიზოლაციო ზეთები 1 ტ 400
2710 19 990 00 – – – – – – დანარჩენი საპოხი ზეთები და ზეთები დანარჩენი 1 ტ 400
2710 20 110 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას.%-ისა 1 ტ 150
2710 20 150 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,05 მას.%-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 0 , 2 მას.%-ისა 1 ტ 150
2710 20 190 00 – – – – – – გოგირდის შემცველობით 0,2 მას.%-ზე მეტი 1 ტ 150
2710 20 390 00 – – დანარჩენი 1 ტ 400
2710 91 000 00 – – პოლიქლორბიფენილების, პოლიქლორტრიფენილების ან პოლიბრომბიფენილების შემცველობით 1 ტ 400
2710 99 000 00 ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი 1 ტ 50
ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი 1 ტ 400

7

ბიოდიზელი

3826 00 000 00 ბიოდიზელი და მისი ნარევები, რომლებიც შეიცავ ს ან არშეიცავ ს მასის 70 მას.%-ზე ნაკლები ოდენობით ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებულ ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს 1 ტ 150

8

პიროლიზის თხევადი პროდუქტი

3911 90 პიროლიზის თხევადი პროდუქტი 1 ტ 400

9

ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები

2707 99 110 00 — — — — გაუწმენდავი მსუბუქი ზეთები, რომელთა 90 მოც.% ან 90 მოც.%-ზე მეტი გამოიხდება 200° C ტემპერატურამდე 1 ტ 350
2707 99 190 00 – – – – დანარჩენი 1 ტ 350
2707 99 300 00 – – – დაგოგირდებული მსუბუქი ზეთები 1 ტ 350
2707 99 500 00 – – – ძირითადი პროდუქტები 1 ტ 350
2707 99 700 00 – – – ან თ რაცენი 1 ტ 350
2707 99 990 00 – – – – დანარჩენი 1 ტ 350

10

მისართი , გამხსნელი , ანტიდეტონატორი

2707 10 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 1 ტ 400
2707 10 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 1 ტ 400
2707 20 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 1 ტ 400
2707 20 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 1 ტ 400
2707 30 100 00 – – სათბობად გამოსაყენებ ე ლი 1 ტ 400
2707 30 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 1 ტ 400
2707 50 100 00 – – სათბობად გამოსაყენებ ე ლი 1 ტ 400
2707 50 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 1 ტ 400
2707 99 800 00 – – – ფენოლები 1 ტ 400
2712 20 100 00 – – სინთეზური პარაფინი მოლეკულური მასით 460 ა ნ 460-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 1560-ისა 1 ტ 400
2712 20 900 00 – – დანარჩენი 1 ტ 400
2902 11 100 00 – – – სათბობად გამოსაყენებელი 1 ტ 400
2902 11 900 00 – – – სხვა მიზნებისათვის 1 ტ 400
2902 19 100 00 – – – ციკლოტერპენები 1 ტ 400
2902 19 800 00 – – – დანარჩენი 1 ტ 400
2902 20 000 00 – ბენზოლი 1 ტ 400
2902 30 100 00 – – სათბობად გამოსაყენებელი 1 ტ 400
2902 30 900 00 – – სხვა მიზნებისათვის 1 ტ 400
2905 11 000 00 – – მეთანოლი (მეთილის სპირტი) 1 ტ 400
2905 12 000 00 – – პროპან-1-ოლი (პროპილის სპირტი) და პროპან-2-ოლი (იზოპროპილის სპირტი) 1 ტ 400
2905 13 000 00 – – ბუტან-1-ოლი (ნ-ბუთილის სპირტი) 1 ტ 400
2905 14 100 00 – – – 2-მეთილპროპან-2-ოლი (ტრეტბუტილის სპირტი) 1 ტ 400
2905 14 900 00 – – – დანარჩენი 1 ტ 400
2905 16 100 00 – – – 2-ეთილჰექსან-1-ოლი 1 ტ 400
2905 16 200 00 – – – ოქტან-2-ოლი 1 ტ 400
2905 16 800 00 – – – დანარჩენი 1 ტ 400
3811 11 100 00 – – – ტეტრაეთილტყვიის ფუძეზე 1 ტ 400
3811 11 900 00 – – – დანარჩენი 1 ტ 400
3811 19 000 00 – – დანარჩენი 1 ტ 400
3811 21 000 00 – – ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების შემცველობით 1 ტ 400
3811 29 000 00 – – დანარჩენი 1 ტ 400
3811 90 000 00 – დანარჩენი 1 ტ 400
3814 00 100 00 – ბუტილაცეტატის ფუძეზე 1 ტ 400
3814 00 900 00 – დანარჩენი 1 ტ 400

11

საპოხი მასალები და საშუალებები

3403 11 000 00 – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან დანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები 1 ტ 400
3403 19 100 00 – – – ნავთობისა გან ან ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობპროდუქტების არაძირითადი კომპონენტის სახით შემცველობით 70 მას.% ან 70 მას.%-ზე მეტი 1 ტ 400
3403 19 910 00 – – – – მანქანების, მექანიზმებისა და სატრანსპორტო საშუალებების საპოხი საშუალებები 1 ტ 400
3403 19 990 00 – – – – დანარჩენი 1 ტ 400
3403 91 000 00 – – ტექსტილის მასალების, ტყავის, ბეწვეულის ან დანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები 1 ტ 400
3403 99 100 00 – – – მანქანების, მექანიზმებისა და სატრანსპორტო საშუალებების საპოხი საშუალებები 1 ტ 400
3403 99 900 00 – – – დანარჩენი 1 ტ 400

შენიშვნა: ამ ცხრილის მე-3 სტრიქონში აღნიშნული 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 500 გრამ ისა.“.

29. 194-ე მუხლის :

ა) მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის. აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ ყოფილა გამოყენებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანო უბრუნებს აქციზის გადახდილ თანხას;“;

ბ) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20 სასაქონლო სუბ პოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის საწარმოებლად.“.

30. 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

 

კოდი

საქონლის დასახელება

1 0105 შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
2 0201 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
3 0202 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული
4 0204 ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
5 0205 00 ხორცი ცხენებისა, ვირებისა, ჯორებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
6 0206 საკვები სუბპროდუქტები მსხვილ­ფე­ხა რქოსანი პირუტყვისა, ღორებისა, ცხვრებისა, თხებისა, ცხენებისა, ვირებისა, ჯო­რებისა ან ჯორცხენებისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
7 0207 ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
8 0208 სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული
9 0210 ხორცი და ხორცის საკვები სუბ­პროდუქტები, დამარილებული, მა­რილწყალში, გამხმარი ან შე­ბო­ლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
10 0401 10 100 00 – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
11 0401 20 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
12 0401 20 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

 

13 0401 30 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
14 0401 30 310 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
15 0401 30 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
16 0402 10 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
17 0402 10 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
18 0402 21 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
19 0402 21 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
20 0402 29 150 00 – – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
21 0402 29 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
22 0402 91 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
23 0402 91 310 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
24 0402 91 510 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
25 0402 91 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
26 0402 99 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
27 0402 99 310 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
28 0402 99 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
29 0403 დო, აჭრილი რძე და ნაღები, იო­გურ­ტი, კეფირი და სხვა ფერმენ­ტი­რებუ­ლი ან შედედებული რძე და ნა­ღები, შესქელებული ან შეუსქე­ლებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამა­ტე­ბით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
30 0407 ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
31 0408 ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მო­ხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
32 0409 00 000 00 ნატურალური თაფლი
33 0410 00 000 00 ცხოველური წარმოშობის კვების პრო­­დუქტები, სხვა ადგილას დაუსა­ხელებელი ან ჩაურთველი
34 0701 კარტოფილი, ახალი ან გაცივებული
35 0702 00 000 00 პომიდორი, ახალი ან გაცივებული
36 0703 ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახ­ვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
37 0704 თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
38 0706 სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარ­ხალი, თხის­წვე­რა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული
39 0707 00 კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული
40 0708 პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული
41 0709 ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული
42 0710 ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული
43 0711 დაკონ­სერ­ვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილ­წყალში, გოგირდიან წყალ­ში ან სხვა დრო­ებით დამაკონსერ­ვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
44 0712 20 000 00 – თავიანი ხახვი
45 0712 31 000 00 – – Agaricus გვარის სოკოები
46 0712 32 000 00 – – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.)
47 0712 33 000 00 – – საფუარი სოკოები (Tremella spp.)
48 0712 39 000 00 – – დანარჩენი
49 0713 პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრე­ული ან დაუმტვრეველი
50 0714 მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
51 0802 კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუც­ლე­ლი, კანით ან კანის გარეშე
52 0803 ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი
53 0805 ციტრუსები, ახალი ან ხმელი
54 0806 ყურძენი, ახალი ან ხმელი
55 0807 ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი
56 0808 ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი
57 0809 გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
58 0810 ხილი დანარჩენი, ახალი
59 0811 ხილი და კაკალი, წყალ­ში ან ორთქლზე თბუ­რად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყი­ნული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებე­ბის დამატებით ან მათ გარეშე
60 0812 ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალი­თად, გოგირდის დიოქსიდით, მა­რილ­­წყალ­ში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერ­ვე­ბელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
61 0813 ხილი ხმელი, 0801–0806 სა­სა­ქონ­ლო პოზიციების ნაყო­ფების გარდა; მოცე­მუ­ლი ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები
62 0902 ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე
63 1101 00 ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი
64 1102 დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარ­და ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
65 1103 ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
66 1105 კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები
67 1106 წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვი­ლი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან
68 1108 სახამებელი; ინულინი
69 1109 00 000 00 ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი
70 1512 19 900 00 – – – დანარჩენი
71 1601 00 ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე
72 1602 10 00 – ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები
73 1602 20 – ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან
74 1602 31 – – ინდაურის
75 1602 32 – – შინაური ქათმის (Gallus domesticus)
76 1602 39 – – დანარჩენი
77 1602 41 – – ბარკლები და მათი გადანაჭრები
78 1602 42 – – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები
79 1602 49 – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით
80 1602 50 – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან
81 1701 12 – – ჭარხლის შაქარი
82 1701 91 000 00 – – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით
83 1701 99 – – დანარჩენი
84  

 

 

1702

დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი
85 1703 მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული
86  

1704

შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს
87 19 მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი
88 2001 ბოსტნეული, ხილი, კაკა­ლი და მცენარეთა საკვე­ბად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარ­მჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონ­სერვებული
89 2002 პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
90 2003 სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
91 2004 სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
92 2005 სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
93 2006 00 ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)
94 2007 ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
95 2008 19 – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით
96 2008 20 – ანანასი
97 2008 30 – ციტრუსები
98 2008 40 – მსხალი
99 2008 50 – გარგარი
100 2008 60 – ალუბალი და ბალი
101 2008 70 – ატამი, ნექტარინების ჩათვლით
102 2008 80 – მარწყვი და ხენდრო
103 2008 91 000 00 – – პალმის გული
104 2008 93 000 00 – – შტოში , მოცვი (Vaccinium macrocarpon, Vaccinium oxycoccos, Vaccinium vitis-idaea)
105 2008 97 – – ნარევები
106 2008 99 – – დანარჩენი
107 2009 ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
108 2101 ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები
109  

2103

პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი
110 2106 90 – დანარჩენი
111 2201 10 190 09 – – – – დანარჩენი
112 2201 10 900 00 – – დანარჩენი
113 2201 90 000 09 – – – დანარჩენი
114 2201 90 000 99 – – დანარჩენი
115 2202 წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა
116 2203 00 ალაოს ლუდი
117 2302 10 – სიმინდის
118 2302 30 – ხორბლის
119 2302 40 – დანარჩენი მარცვლოვანების
120 24 თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები
121  

25

მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი
122  

 

 

3402

ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხი საშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნის შემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)
123  

 

3918

პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული
124  

 

3922

აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასისაგან
 

125

 

3923

პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი
 

126

 

3924

სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან
127 3925 20 000 00 – კარები და ზღურბლები მათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები
128  

3925 30 000 00

– დარაბები, შტორები (ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები
129 3925 90 – დანარჩენი
130 3926 90 – დანარჩენი
131  

 

4407

ხეტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი
 

132

 

 

 

 

4408

მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა
133  

 

 

 

4409

დახერხილი ხეტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე
134  

4413 00 000 00

მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით
135  

4418

ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით
136  

 

4420

ხის ნაწარმი მოზაიკური და ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიური ნაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორაციული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები, 94-ე ჯგუფში მიუთითებელი
137 4421 სხვა ნაწარმი, დანარჩენი
138 6801 00 000 00 ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)
139 6802 ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი
140 6804 დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე
141 6805 ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე
142 6806 წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა
143 6807 ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)
144 6808 00 000 00 პანელები, ფილები, ბლოკები და ანა­ლოგი­ური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერა­ლური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირე­ბული მცენარე­ული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშე­ლას, ნაფო­ტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარ­ჩენები­საგან
145 6809 ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძ­ე­ზე დამზადებული ნარევებისაგან
146 6810 ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი
147 6811 ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელუ­ლოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან
148 6812 91 000 00 – ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბუ­რავები
149 6812 92 000 00 – ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი
150 6812 93 000 00 – – შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად
151 6815 ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისა­გან (ნახშირ­ბა­დიანი ბოჭკოების, ნახშირ­ბადია­ნი ბოჭკო­ე­ბის ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათ­ვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
 

152

 

6902 10 000 00

– Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ­-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2 O3 -ზე გადაანგარიშებით
153 6902 20 100 00 – – კაჟმიწის (SiO2 ) შემცველობით 93 მას.% ან მეტი
154  

6902 20 910 00

– – – თიხამიწის (Al2 O3 ) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები
155 6902 20 990 00 – – – დანარჩენი
156 6902 90 000 00 – დანარჩენი
157  

7113

საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან
158 7115 90 100 00 – – ძვირფასი ლითონებისაგან
159  

 

7116

ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)
160 7117 ბიჟუტერია
161 7308 10 000 00 – ხიდები და ხიდების სექციები
 

162

 

7308 40

– დანადგარები და სხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენების ან შახტის სამაგრებისათვის
163 7308 90 – დანარჩენი
164 7309 00 100 00 – აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)
165 7309 00 300 00 – – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით
166 7309 00 590 00 – – – არა უმეტეს 100 000 ლიტრისა
167 7309 00 900 00 – მყარი ნივთიერებებისათვის
168  

 

 

7310

ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე
169 7311 00 ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან
170  

7314

ლითონური ქსოვილი (უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან; გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან
 

171

7315 ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
172  

7318

ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან
173 7320 ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან
174  

 

 

7321

ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
175  

 

 

7323

ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

 

2. იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

 

კოდი

საქონლის დასახელება

1 0203 ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
2 0406 ყველი და ხაჭო
3 1806 31 000 00 – – გულსართით
4 1806 32 – – გულსართის გარეშე
5 1806 90 – დანარჩენი
6 3305 თმის საშუალებები
7 3307 საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროს ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე
8 3401 საპონი; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და საშუალებები, გამოსაყენებელი საპნად, ძელაკების, ნაჭრების ან დაყალიბებული ნაწარმის სახით, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები, გაჟღენთილი ან დაფარული საპნით ან სარეცხი საშუალებით
9 3405 ვაქსები და საცხები ფეხსაცმლისათვის, პოლიროლები და მასტიკები ავეჯის, იატაკის, ავტომობილების ძარების, მინების ან ლითონებისათვის, საწმენდი პასტები და ფხვნილები და ანალოგიური საშუალებები (მათ შორის, ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი, უქსოვადი მასალები, ფორიანი პლასტმასები ან ფორიანი რეზინი, გაჟღენთილი ან დაფარული ასეთი საშუალებებით), 3404 სასაქონლო პოზიციის ცვილების გარდა
10 3916 პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
11 3917 10 – ხელოვნური გარსაცმები (ძეხვეულის ნაწარმისათვის) გამყარებული პროტეინებისაგან ან ცელულოზის მასალებისაგან
12 3917 21 100 00 – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
13 3917 21 900 09 – – – – დანარჩენი
14 3917 22 100 00 – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
15 3917 22 900 09 – – – – დანარჩენი
16 3917 23 100 00 – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
17 3917 23 900 09 – – – – დანარჩენი
18 3917 29 120 00 – – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით
19 3917 29 150 00 – – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან
20 3917 29 190 00 – – – – დანარჩენი
21 3917 29 900 09 – – – – დანარჩენი
22 3917 31 900 00 – – – დანარჩენი
23 3917 32 – – დანარჩენი, დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ
24 3917 33 900 00 – – – დანარჩენი
25 3917 39 120 00 – – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით
26 3917 39 150 00 – – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან
27 3917 39 190 00 – – – – დანარჩენი
28 3917 39 900 09 – – – – დანარჩენი
29 3917 40 900 00 – – დანარჩენი
30 3919 პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად
31 3920 პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები და ზოლები ან ლენტები, დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი
32 3921 პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები, დანარჩენი
33 3925 10 000 00

 

– რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები მოცულობით 300 ლიტრზე მეტი
34 3926 10 000 00 – საკანცელარიო ან სასკოლო ნივთები
35 3926 20 000 00

 

– ტანსაცმელი და მისი საკუთნოები (ხელთათმნების, ხელჯაგებისა და თათმანების ჩათვლით)
36 3926 30 000 00

 

– სამაგრი ნაკეთობები და ფურნიტურა ავეჯისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ანალოგიური ნაწარმი
37 3926 40 000 00 – ქანდაკებები და სხვა დეკორაციული ნაწარმი
38 7308 20 000 00 – ბჯენები და ცხაური ანძები
39 7308 30 000 00 – კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები და ზღურბლები კარებისათვის
40 8544 11 – – სპილენძის
41 8544 19 – – დანარჩენი
42

 

8544 20 000 00 – კოაქსიალური კაბელები და სხვა კოაქსიალური ელექტრული გამტარები
43 8544 30 900 00 – – დანარჩენი

31 . 199-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა (ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიიდან საქონლის გადაადგილებისას აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად).“.

32 . მე-200 მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41 . ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – მიწები ტყეებით ან მათ გარეშე, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის დამხმარე საქმიანობაში და რომლებ იც ითვლება ასეთად.“.

33 . 201-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;“;

ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე;“;

გ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.“.

34 . 202-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.“;

ბ ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის:

ა) შემოსავლებში არ შეიტანება:

ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მისსაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ა.გ) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.“.

35 . 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;“.

36 . 204-ე მუხლის:

ა) პირველი და 11 ნაწილებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა:

ა.ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის – ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 1.5 ლარიდან 20 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ა.ბ) სახნავისა და საკარმიდამოსათვის – ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 50 ლარიდან 100 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ა.გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის მიწისათვის დადგენილი ოდენობის ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ “ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

11 . ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, 20 ლარიდან 50 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 1 50 პროცენტს.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არა უმეტეს 3 ლარით .“.

37 . 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 ნაწილი:

„131 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

38 . 206-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები;“;

ბ ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;“;

გ ) „ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ჰ1 “, „ ჰ2 “ და „ ჰ3 “ ქვეპუნქტები:

„ჰ1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

3) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი.“.

39 . 218-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:

ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამდეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;

ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

გ) საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე.“.

40 . 240-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

41 . 241-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხებ ს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა.“.

42 . 269-ე მუხლის:

ა) 51 , მე-6 და 61 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51 . პირს ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას.

6. დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე.

61 . საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია პირს არ დაეკისრება, თუ:

ა) საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით;

ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (გარდა მალულად გადაადგილებულისა), რომლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა;

გ) ამ კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა გამოვლინდა საქონლის გაშვებამდე.“;

ბ) 71 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71 . ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის განადგურების შემთხვევაში ანდასისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევისას პირს აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ფულადი ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.“.

43 . 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“.

44 . 272-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰ ბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.“.

45 . 280-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –

იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.“.

46 . 281-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკა­ლური სა­კო­ნტროლო-სალარო აპარატებ ისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“.

47 . 283 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, თუ მას თან ახლავს ფულადი სახსრების ამ კოდექსის 54-ე მუხლის 11 ნაწილისა და 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად სხვა მიმართულებით გადარიცხვა, –

იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით გადარიცხული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არა უმეტეს საინკასო/საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობისა.“.

48 . 286-ე მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) გაზეთების, ჟურნალებისა და მათ ი გამომცემლებ ის მიერ მათ თან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა.“.

49 . კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2882 და 2883 მუხლები:

„მუხლი 2882 . ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის წესის დარღვევა

1. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ საქმიანობის განხორციელება −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მუხლი 2883 . სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი −

იწვევს მწარმოებლის ან იმპორტიორის დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა .“.

50 . 289-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.“;

ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.“;

გ) მე-20 და 21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.“.

51 . 309-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებ ით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 20 პროცენტს, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 18 პროცენტს.“;

ბ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების) შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობა-ნაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.“;

გ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).“;

დ ) 44-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“;

ე ) 46-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე− 54 -ე ნაწილები:

„47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.

48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.

49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

50 . ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;

ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.

51 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.

52 . უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;

გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.

53 . ამ მუხლის 52 -ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ი მავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის 33-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 35-ე ნაწილისა და 38-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 51-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირისათვის გადახდილ თანხებზე.

4. ამ კანონის პირველი მუხლის 51-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 47-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6211-რს

Comments